Monday, January 31, 2011

ლოვბუსტერი რჩევები 24-44 წლის ასაკის დასაოჯახებელ ქალებს






ლოვბუსტერი რჩევები

24-44 წლის ასაკის დასაოჯახებელ ქალებს


დან


მდე



როგორ შეაყვაროთ თავი საყვარელ კაცს?

ჯერ სათაურს განვავრცობ.
ლოვბუსტერი = სიყვარულის ამაფეთქებელი (იგულისხმება ჰიპერგამაძლიერებელი).
ესე უსტარი ეკუთვნით გოგონებს, ქალიშვილებს, ქალებს, გასათხოვრებს, და იქნებ "გაუთხოვრად დარჩენილებსაც" გამოგადგეთ, რამეთუ შეცდომები, რომელთაც ამ წერილის შედეგად მინდა აგცდეთ, საბედისწეროა და ზოგჯერ სამუდამო დაუოჯახეობას (მინიმუმ დაუწყვილებლობას) იწვევს.
ჩემი ადრესატი ის გოგონებია (ამ შემთხვევაში იგულისხმე ყველა ასაკის ქალი) ვისაც ცალმხრივი სიყვარული შეჰყრია.
ნუ გამოიყენებთ აქ წაკითხულ რჩევებს იმ მამრის მიმართ რომელიც მხოლოდ სასურველია და
მითუმეტეს დროის მოსაკლავად ან თვითშეფასების ამაღლების მიზნით.
რატომ?
იმიტომ რომ,როგორც კლასიკოსი მღერის "და სიყვარულთან თამაში დელია, სასტიკად აკრძალულია დელიია", მართლაც უსიყვარულო "სასიყვარულო" ექსპერიმენტის შედეგად შეიძლება დაზარალდეთ, ხაფანგში გაებათ ან სხვა იმსხვერპლოთ.

მაშ ასე, თქვენ ის გიყვართ და ის კარგია.
ერთი მინუსი აქვს, უყურადღებოა, ჯერ ვერ გამჩნევთ, ზედაპირულია, თავმომწონეა, ბარიერებს იშენებს გარშემო, შენ კი ის გიყვარს, და რა, გავიდა ერთი თვე და .. არც არაფერი.
ის ვერ გამჩნევს.

მისი ყურადღების მოსაპოვებელ შენს არსენალში რაც გაქვს მე არ ჩავერევი, არაფერს დაგიწუნებ, იმედი მაქვს რომ აქამდე ერთიორი წიგნიც წაგიკითხავს და სამიოთხი ფილმიც გექნება ნანახი სიყვარულის მზაკვრობების შესახებ, რათა შენს სიყვარულს სწორი სასიყვარულო ფორმა მისცე ( აქ დოჩანაშვილს გაეცინებოდა), მე მათ არჩევანში არ ჩაგერევი, არ შეგზღუდავ.
ჩემი რჩევები იქნება რჩევა ბონუსი და არა "კომპლიტ ულტიმეტ გუიდლაინი". გამიგეთ? ანუ დამატებითი ნიუანსები თავმდაბლად რომ ვთქვათ.

მაშ ასე, დავიწყოთ.
გაითვალისწინეთ, ქალისათვის ბედნიერი ოჯახის შექმნისათვის მთავარი დაბრკოლება მისი ჭკუაა, ინტელექტია, IQ(აი-ქიუა).
დიახ, არ მოგესმათ. თქვენ ვინც ამ ბლოგს აქამდე შემოჰყევით მაღალი რისკის ჯგუფში ხართ, რომ სწორედ ეს ფაქტორი შეგიშლით ხელს ასე რომ, ცქვიტეთ თვალები. მამაკაცი ვერ აიტანს თავის გვერდზე მასზე ჭკვიან ქალს. ეს მექანიზმი მამაკაცში პრეისტორიული ხანიდან არის ჩაბეჭდილი და თქვენ მას ვერ შეცვლით. ოღონდ დავაზუსტოთ, რას ვთვლით ინტელექტითა და აი-ქიუთი აღმატებულებაში.
მამაკაცი მეტნაკლები წადმატებით აიტანს მასზე ბეჯით, კარგი აკადემიური მოსწრების, სწავლის უნარის მქონე ქალს, იქნებ პირიქით მოეწონოს კიდევაც ეს უკანასკნელი მონაცემი თქვენში, მაგრამ ვერაფრით აიტანს თუ თქვენში მასზე აღმატებული ანალიტიკური უნარი აღმოაჩინა. ეს მისი ტომის, თემის, ბუნაგის, გამოქვაბულის, ოჯახის, სამწყსოს, რაზმის, ჯგუფის არევას უდრის, თქვენ მასში ალფა ძაღლს ამარცხებთ. თქვენ მას გვერდში ჭირდებით და არა მოპირისპირედ.
მამაკაცის ორიდან ერთი ფეხი არის სურვილი , იყოს მნიშვნელოვანი. ის მნიშვნელოვანი უნდა იყოს საზოგადოებაში (წაიკითხეთ ეს თავიდან) და ეს სურვილი მან ჯერ ოჯახში უნდა დაიკმაყოფილოს.
ეს მისი პროგრამა მინიმუმია, რომლის გარეშეც ის სხვა უფრო მასშტაბურ წარმატებაზე ვერ იოცნებებს.
მამაკაცი თავისი საზოგადოებრივი მნიშვნელოვნებისათვის ყოველთვის თამაშობს პოლიტიკოსობას, ეს მისი ღირსების საქმე ხდება, აქვს თავისი ჯიუტი პრინციპები, ჰყავს მტრები და თანამებრძოლები, ამხელს ტყუილს და ცდილობს არ იყოს ცხვარი ფარაში, მას ყოჩობა უნდა.
თუ თქვენი შეყვარებული ასეთი არ არის, ესეიგი არ იცნობთ, და თუ იცნობთ და მაინც არ არის ასეთი, გააგრძელეთ მისი სიყვარული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გენიოსი კოსმოპოლიტი ხელოვანი ან გენიოსი კოსმოპოლიტი მეცნიერია, და თუ არ არის, დაივიწყე ის, ღირსება არ ჰქონია და შენს შთამომავლობას სარისკო სახურავს ახვედრებ.
მაშ ასე, გადავიდეთ დასკვნაზე.
რჩევა ნუმერუს ერთი:
"შენ როგორ თვლი?"
შეკითხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე. ეს ის შეკითხვაა, რომელიც ხშირად უნდა დაუსვა და შეეცადო დემონსტრაციულად გაიზიარო მისი პოზიცია, ზოგჯერ შეგიძლია ასეც " მართლა? მე კი სხვანაირად მეგონა ( და თურმე ასე ყოფილა, როგორც შენ ამიხსენი)"
ჩათვალე, რომ ჩემი რჩევების 60% უკვე მოისმინე.
შემდეგი ორი რჩევა 20-20%იანი იქნებია
1. იყავი გამართული, იარე ლაღად და ლამაზად, გქონდეს ხაზგასმული ან მიმალული შენი ფეხები, მაგრამ, მასთან ურთიერთობაში აქცენტი უნდა დაიმსახუროს შენმა სხეულმა წელს ზემოთ. ასეა საჭირო მამაკაცის ხანგრძლივი ურთიერთობის გეგმისთვის.
მკერდი (არ გესწავლება, რა თქმა უნდა პირველ რიგშია) და წელი.
წელზე შევჩერდეთ გააჩნია როგორი გაქვს.
გიტარა? კარგია აქცენტი მასზე, აფროდიტე ბოტიჩელის? კარგია, აქცენტი მასზე, ვენერა მილოსელი? ისიც კარგია, ზომიერი აქცენტი მასზე და კარადასავით ან კასრივით თუ გაქვთ, დამალეთ. თან ახლა კი არა, სამუდამოდ!
აღმოჩნდა რომ მამაკაცი ქალის ქალურობას პირველ რიგში წელით აფასებს.

მაშ ასე აქცენტი წელზე, თუკი ის კარგი გაქვთ. მაგრამ გავარჩიოთ რას ვგულისხმობ აქცენტში. ჩათვალეთ რომ ჭიპის, გავისა და ჰადაჰაა ბოქვენის გამოჩენას გთავაზობთ? არა. ნამდვილად არა. ორი მიზეზით.
პირველი, შენში ენიგმა და მორალური კონსერვატიზმი უნდა იგრძნოს და
მეორე
ქართველ ქალებს ოდითგანვე მოკლე ფეხები გაქვთ და ე. წ. "დაბალი წელის" , განსაკუთრებით ზურგის ჩვენებით, იქ სადაც მამაკაცის კეთილგანწყობილი წარმოდგენით ტაკო უნდა გქონდეთ, ბრტყელი გავის ჩვენებით. იმას აღწევთ, რომ თქვენი ფეხების სიმოკლეს ხაზს უსვამთ, სასაცილოები ხდებით. თუ ამ სიტყვების შემდეგ სარკეში თქვენი "დაბალწელჩაცმულ ზურგგავა გამოჩენილი" უკხედი მაინც უნაკლოდ მიგაჩნიათ, ჩაიცვით როგორც მოგწონთ, ოღონდ ვეჭვობ,რომ თქვენ იმდდნად ლამაზი ტანი გქონიათ, ამ რჩევებს ნუღარ წაიკითხავთ, არ დაგჭირდებათ.


კიდევ რჩევა,შემდეგი 20%, იყავი პრინციპული,
იყავი ჯიუტი, სულ ერთი არ არის რა საკითხში, მაგრამ ... თითქმის სულერთია. მაგალითად ჩაცმაში, მუსიკალურ გემოვნებაში, მეგობრების მიმართ, ჭორაობისას ( ზოგჯერ ჭორაობა საკუთარი პრინციპულობის სადემონსტრაციოდ კარგი საშუალებაა, თამამად აღშფოთდით სხვის მორალურ გადაცდენებზე). დაუთმე კაცს პოლიტიკა, მაგრამ სრულიად უპოზიციოც ნუ იქნები .
აჩვენე მას, რომ პრინციპები გაქვს, ამ პრინციპებს იცავ და დაიცავ.
მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ პრინციპულობა აუცილებლად ვრცელდება მორალურ მდგრადობაზე.
თქვენი მორალური მდგრადობა კი მისთვის მთავარი საჩუქარია.
ესეც 100% ჩემი რჩევებისა.

ოღონდ არ ვიცი, ჩემი რჩევები რამდენ პროცენტ როლს შეასრულებს თქვენს ძლევამოსილ არსენალში, ეს თქვენზეა.
ჩემი სურვილია რომ.. 20% მდე.
დანარჩენი?
დანარჩენს 80%-ს გულწრფელი სიყვარული და ქალური ინტუიცია გასწავლით.

Sunday, January 30, 2011

ბრიტანეთით აღფრთოვანებული ამერიკა

იდუმალი ელფერი შეფასებას ამძაფრებს, აძლიერებსდა აბუქებს.
ორივე მიმართულებით; ცუდს შეგაძულებს, კარგით აღგატაცებს.

მე ვარ აღტაცებბული ამერიკით, მსოფლიოც.

და რამ აღგვატაცა?

მე მაგალითად, იმან , რომ ეს ქვეყანა არისტოკრატიული ინგლისია, ებრაელთა ინტელექტითა და აფრიკელების ექსპრესიით.

მშვენიერი კომბინაციაა.

ამ პოსტის გმირი კი, ბრიტანეთია, თვით ამერიკის აღტაცების ობიექტი.


ამერიკა ინგლისითაა აღფრთოვანებული.



თავი დავანებოთ იმას, რომ აშშ ინგლისურენოვანი ქვეყანაა, ეს მას ისტორიიდან ერგო.

თავი დავანებოთ დიდ პოლიტიკას, რომელშიც არა მხოლოდ სიმპატია-ანტიპათიები ზემოქმედებს, არამედ კერძო ინტერესებიც.
თუმცა პირველი და მეორე მსოფლიო ომები, (თეირანი 1943 ჩერჩილი რუზველტი სტალინი), ერაყის პირველი და მეორე ომები, ავღანეთის ომი, როცა აშშ და ბრიტანეტი მთელი ნატო/დასავლეთის სიფრთხილის მიუხედავად საომრად გაერთიანდნენ.
ამ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მეგობრობის საბუთია.
მაგრამ, მაინც თავი დავანებოთ პოლიტიკას.



ინგლისი ამერიკის დამოუკიდებლობის ისტორიული მტერია, ამერიკა 200 წელია (4ივლისს) დღესასწაულობს ინგლისის ბატონობისაგან თავის დახსნას, მაგრამ კვლავ რჩება ინგლისზე ნებაყოფლობით დამოკიდებულებაში.
მხოლოდ გულიდან წამოსული, დაუძალებელ-დაუვალებელი ფაქტები ჩამოვთვალოთ:


-აშშ დროშის ფერები ბრიტანეთის დროშისაა,

-ჯეიმს ბონდი ბრიტანელი აგენტია,

-101 დალმატინელი ,

-ვინი პუხი,

-პიტერ პენი

-და ჰარი პოტერი


თინა ტერნერი ლონდონში დასახლდა,

ბევრ ბრიტანელ მუსიკოსს აღიარებისათვის ჯერ ამერიკაში მიუღწევია და მხოლოდ შემდეგ საკუთარ სამშობლოში:

ბიტლზი,

U2,

...



თუმცა ბრიტანეთით სხვა ისტორიული მტერი, საფრანგეთიცაა მოჯადოებული:
სამ მუშკეტერში დიუმა დედოფალს ინგლისელის საყვარლობას პატიობს,
ჟიულ ვერნის მოგზაურობა დედამიწის გარშემო ინგლისში იწყება და მთავრდება.



კარგი იქნება, ოდესმე თუ იმ საქართველოში გავიღვიძებ, რომელიც ბრიტანეთითაა აღფრთოვანებული. ჯერ კი მანამდე შორია, რომ აღფრთოვანდე, როგორც მინიმუმ, უნდა იცოდე.
დავიწყოთ დიკენსით (დიკენსი ხომ ამერიკით აღფრთოვანებული ბრიტანელი იყო), მერე გადავიდეთ შექსპირზე, ჯეიმს ვატზე, ნიუტონზე, ჩერჩილზე და ლენონზე, შუაში ჩასაწერებში მომეხმარეთ..



პ.ს. პრაქტიკული რჩევა
ტვ არხი english club მე-5 ადგილზე, მაქვს და ხშირად ვნახულობ.
თქვენც გირჩევთ.


Saturday, January 29, 2011

ლენინი





რუსებს გადაუწყვეტიათ ლენინის ფიტული მიწას მიაბარონ. უნდათ მოიცილონ კომუნისტური კერპი, დემოკრატიული ანფასისათვის სასარგებლო შტრიხი იქნება,
იმავე დროს, იგივე პერსონალური შემადგენლობის რუსეთი ჩემს მიწაზე ლენინის სახელის ქართულ ტოპონიმიკაში "უკვდავყოფას" ცდილობს - ახალგორს ლენინგორი დაარქვა.

მტერია.

Thursday, January 27, 2011

აფჩხიიიიი.. იცოცხლე!

და ჩვენც გვაცოცხლე, არ გადმოგვდო!








ამ ვიდეოს მნახველის ფიცი:
პირობას ვდებ:
-ავიფარებ ცხვირსახოცს,
-თუ არ მექნა ხელს,
-გავწევ ცხვირს კილომეტრით იქით,
-თუ ვასწრებ, გავალ სხვაგან
და
-არ დავიზარებ-დავიბან ხელს.


შარშანდელი პოსტი H1N1-ზე
იქონიეთ ნიღბები.





აფჩხიიიიი.. იცოცხლე!

BMW კონტრავერსული სიმპტომი






რაკურსი:

თბილისში ბევრ არაბეემვე მანქანას აქვს სერია BMW.
უნდა იამაყოს თუ არა ამით ბეემვემ?
თითქოს კი, ხო?
არადა იქნებ ეს ნომრები სულაც ბეემვეს ძველი მფლობელების ნომრებია, რომლებმაც ბეემვესგან იმედგაცრუებულებმა ამჯერად სხვა მწარმოებლის ავტომობილი შეიძინეს.
ანუ იმ ხალხს ბეემვეთი აღტაცება, რაც სერია BMW- ს ყიდვაში გამოიხატა, შეეცვალათ იმედგაცდუებაში, რაც სხვა მანაანის ყიდვაში გამოვლინდა.
ანუ ბმვ სერია სხვადასხვა მნიშვნელობისა შეიძლება იყოს (იქნებ ვიღაც ფორდის მფლობელი ოცნებობს ბმვ-ზე , ჯერ ვერ შეიძინა და თავისი ოცნება მანქანის სერიაში გამოხატა).

ანუ ბმვ სერია არა ბეემვ მანქანაზე არის კონტროვერსული სიმპტომი.

კარგი სიტყვაა კონტრავერსული, ინგლისურენოვან არხებზე ხშირად მომისმენია. მისი ხმარებისას ტელეარხი გვეუბნება...
სიტუაცია, რთულია, სხვადასხვა რაკურსიდან განსხვავებულად ჩანს. მტყუან მართალი თქვენ გაარჩიეთ.

Wednesday, January 26, 2011

ZURGI








გეძლევათ კურთხევა ჩემგან - იყავნთ ამ ჯგუფის ფანნი.
მე ვარ, ჩემს ოჯახში მესამე.

Tuesday, January 25, 2011

კოიპერის სარტყელი





სად ხარ შინ, სად არის შენი სახლი?

ეს ალბათ ყველას გადაგვხდენია, ალბათ სადღაც შუა თინეიჯერობისას.
სად არის ჩემი ადგილი, ჩემი საცხოვრისი? გაჩნდა ეს კითხვა, და განათლების პარალელურად პასუხმაც იცვალა მასშტაბი.
ჯერ იყო " მეოთხე კატალი",
მერე თბილისი,
მერე საქართველო,
მერე საბჭოთა კავშირი,
მერე საბურთალო,
მერე დედამიწა,
მერე ჩრდილოეთ ნახევარსფერო,
მერე ევროპა თუ აზია,
მერე მზის სისტემის მესამე ოთახი,
მერე ირმის ნახტომი.

მე მაგალითად აი აქ გავჩერდი და მას შემდეგ რაც გიგანტურ მასშტაბებს სწორი ფოკუსი ვერ დავუჭირე, ისევ მზის სისტემაში დავბრუნდი.


ახლაც ასე ვთვლი - მზის სისტემაა ჩემი სახლი სამყაროში.


მე მისი ზომები სრულიად მაკმაყოფილებს, სტრუქტურაც - შუაში დიდი ბარჩხალა მზე და ცხრა პლანეტა, რომელთაგანაც ბოლო დედამიწური კილომეტრითაა დაშორებული მზისგან და ყველა მათგანს იგივე იგივე გულუხვი მზითაა მიზიდული. ჩემი სახლი პლუტონის ორბიტით შემოვსაზღვრე. ეს ხომ ჩემი, ჩვენი მზის ზემოქმედების უკიდურესი საზღვარი იყო.

მის იქით ჩემი მზის ფიზიკა მთავრდებოდა და უკიდეგანო ქაოსი იწყებოდა. ქაოსი რომელიც მხოლოდ ერთ კანონზომიერებას ემორჩილებოდა - ფიზიკას, ოღონდ არა ჩემი მზის მიზიდულობას და გამოფრქვეულ ფოტონებსა და კალორიებს.

ცოტა ხნის წინ ერთ საბავშვო საცნობარო წიგნში კოიპერის სარტყელი აღმოვაჩინე.

თურმე რომ ჩემი სამყაროს ზომა სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე ადრე მეგონა.

მზის გარშემო არა მარტო პლანეტები ბრუნავენ, არამედ მზიდან პლუტონამდე მანძილის გაორმაგებულ რადიუსზე მცურავი, მფრინავი თუ მოლივლივე ციური სხეულები. ანუ მზის მიზიდულობის სივრცე სამჯერ უფრო დიდია ვიდრე თვითონ მზის სისტემა.


ისინი ძალიან ბევრნი არიან, ყინულის ციური სხეულები, რომლებიც პლუტონზე შორს არიან.
ერთ წვრილმარცვლოვან ბუბლიკად ერტყმიან მზის სისტემას.
წვრილი მარცვლებში დიდები კი პლუტონის ხელანი არიან და თანაც ძალიან ბევრნი.
პლუტონს პლანეტის ტიტული თურმე ამიტომ ჩამოერთვა. თუ პლუტონს პლანეტად ვაღიარებთ, მაშინ მისნაირი და მისი ზომის 200-ამდე მზის გარშემო მოძრავი სხეულიც პლანეტად უნდა ჩავთვალოთ.
თანაც პლუტონს ერთი კომპრომატი აქვს სხვა პლანეტებისგან განსხვავებით - მისი ორბიტის სიბრტყე პლანეტების ორბიტათა სიბრტყეს აცდენილია, ცერად ბრყნავს, ზუსდად ისე, როგორც კოიპერის სარტყლის სხვა უსახელო სხეულები.
მაშ ასე, ჩვენი მზე უფრო მაგარია ვიდრე გვიხატავენ, მზის სისტემა სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე მეგონა.



ჩემი სახლი და მისამართი სამყაროში ახლა უფრო მნიშვნელოვანი და ვრცელია.
თანაც ამ სახლის მაცხოვრებლების ელიტაში - პლანეტებში და პლანეტათა შორის საუკეთესოზე, მესამეზე მერგო ადგილი.


მომილოცავს გაფართოება, დიიიდი ლოჯი მოგვიშენეს.

Monday, January 24, 2011

ვერტმფრენი VS ქორი


გუშინ კახეთის თავზე, თელავის მახლობლად ვერტმფრენს, რომელშიც გახლდით, ქორი შეეჯახა (ან პირიქით, ჩვენ შევეჯახეთ).
მოულოდნელად, ისედაც ხმაურიანი ვერტმფრენის სალონში აფეთქებისმაგვარი ხმა გაისმა პილოტების კაბინიდან, კარი ზათქით გამოიგლიჯა და დავინახეთ სალონში ჰაერში გაფანტული შუშის ნამსხვრევები, აპარატურის დეტალები ხორცისა და ბუმბულის ფრაგმენტებით, ამავე დროს სალონში რაღაც უცნაურობა შემოვარდა, როგორც შემდეგ დავადგინეთ ქორის ფეხი ყოფილა თავისი დიდი კლანჭებით და დაზოლილი ბუმბულებით.
სალონში დასისხლიანებული პილოტი გამოვიდა, თავზე ორ-სამ ადგილას იყო დაჭრილი, ან დასვრილი ფრინველის ფრაგმენტებით. 3 წმ-ის შემდეგ ვერტმფრენმა სპირალურად, გვედზე გადახრილმა დაიწყო ქვემოთ დაშვება.

თურმე დანიშნულების ადგილას მისულიყო და გეგმიურად ჯდებოდა, კი არ ვარდებოდა, მეორე პილოტი მართავდა.
მოვასწარი თუ არა შეშინება?
ალბათ კი, ის კი ნამდვილად გავიფიქრე, რომ ზუსტად საწვავის ბაკების გვერდზე ვიჯექი, და ვარდნა რომ გაგრძელებულიყო, სადმე შორს უნდა გავფორთხებულიყავი.
თბილისში იგივე ვერტმფრენით დავბრუნდით, პილოტებს მოუწიათ ღია კაბინით ფრენა, ციოდა საკმაოდ.
მშვიდობიანად დაგვაბრუნეს.

მეტი რისთვისაა მოგონილი ბლოგი, ასეთები თუ არ დავწერე.




საკვანძო დამთხვევა:
ქორის შეჯახება და ვერტმფრენის გეგმიური დაჯდომა ერთდროულად.





ვაგროვებდი დროში უცნაირი დამთხვევების ფაქტებს, ეს ბოლო თავს გადამხდა და მისი ხათრით დამთხვევების მცირე კოლექციას დღესვე გამოვაქვეყნებ (დრაფტებში მქონდა).





დამთხვევები

-დეკემბერში კრედიტის შესატან ფულზე 20 ლარი მაკლდებოდა, ბანკის ბიჭისთვის უნდა მეთქვა, რამდენიმე დღეში დაგიმატებთ მეთქი, ვვარაუდობდი გამიშვებდა ჩემს კრედიტ ოფიცერთან და იმასთან მომიწევდა მისვლა (სხვაგან) და თხოვნა. მოკლედ, წინასწარ ვიყავი ბრაზიანი უბედური. ბანკის ბიჭმა მითხრა რომ გადასახდელი იმაზე 50 ლარით ნაკლები მქონია, ვიდრე ყოველთვიურად ვიხდიდი, წლის ბოლო ასე სრულდებაო, ამიხსნა.
ბანკიდან 30 ლარით გამოვედი საჩუქარმიღებულივით კმაყოფილი.




-დღეს შობაა, სამ სუფრაზე ვარ დაპატიჟებული. სამივეზე სიამოვნებით წავიდოდი, არადა ზოგჯერ სუფრაზე დასწრება ვალდებულებით გიწევს, დღევანდელებისგან განსხვავებით. მომიწევს უარის თქმა.
მივირბენ სამივესთან, რომ ჩამეთვალოს.



-ჩემი ნათესავი მხედრიონელის გასვენებაზე, რომელიც შიდა ომების დროს შეცდომით ისევ მხედრიონელებმა მოკლეს, მხედრიონელი "ჭირისუფლების" მიერ უაზროდ ნასროლი ტყვიით იმ ბიჭის მამიდა მოკვდა 1 თვის შემდეგ, მანამდე კი "ფეხზე მოტრიალე" ანუ დამხმარე ახლობელ ბიჭს, რომელიც თავისი ცოლშვილის გასვენებაში დაგვიანების გამო ნერვიულობდა, აცნობეს, შენი ცოლშვილი ავტოავარიაში დაიღუპნენო.



-გამსახურდია ინსპექტორმა სოხუმში არძინბა მძღოლი რომ გააჩერა, თუ პირიქით.



-ერთხელ მე სამორიგეოდ წასვლა რომ დამავიწყდა, მხოლოდ ღამე რომ გადავთვალე და აღმოვაჩინე, რომ მორიგე ვიყავი, დავრეკე საავადმყოფოში, და მიპასუხეს, დარჩი სახლში თინას (შემდეგ ცვლაში მომუშავე რეანიმატოლოგს) შეეშალა და შენს ნაცვლად მოვიდა სამორიგეოდო.




-წელს თოვლმა დააგვიანა. გუშინ 11 იანვარს ამ ზამთრის პირველი თოვლი მოვიდა. კედლის ჩამოსახევ ფურცლებიანი კალენდრის უკანა გვერდზე ლექსები ეწერა.
პირველი ლექსი იყო "პირველი თოვლი".



-ჩემმა პაციენტმა, ავარია ორჯერ გადამხდა, პირველად ბეწვზე გადავრჩი და შეთქმული ცხვარი რომ მიმყავდა დასაკლავად იმ გზაზე მეორე, უარესიო.


მარკონი პოპოვი
შონლაინ ჰენოხი
ჰოფმაისტერ ფინსტერერი
დაგერი ტალბოტი
არმსტრონგ ოლდრიჯი



თქვენც დაამატეთ დამთხვევების ფაქტები, აბა თუ გაიხსენებთ.

Sunday, January 23, 2011

ორ და სამ სიტყვიანი მოთხრობები

სერიიდან "მახათი".
ქვესერიიდან "პესიმა"




ორსიტყვიანი მოთხრობები



მთვარეს დაენარცხა

სამშობიარო ჭინთვა

ნაპერწკალი გადმოვარდებოდა

გოლფსტრიმი გაჩერდა

აკუმულატორი დამჯდარიყო

საათი გაჩერებულიყო

ბორბალი გასკდა

ანტარქტიდა დადნა

გალეა გვეჯახება

კოიპერის სიმრუდე

მეისრეს ეძინა

ძგერა შეწყდა

რვაბალიანი მიწისძვრა

აპოკალიფსი მოხდა





სამ სიტყვიანი მოთხრობები



რაკეტას მოვწყდი კოსმოსში

დედამიწა  ბრუნვას  ანელებს

უცხოპლანეტელთა მესიჯს ვშიფრავთ

ლარინგოსკოპის ნათურა ჩაქრა

დედამიწის ელექტრული ველი

გოლფსტრიმი ესპანეთს მიაწყდა

პრომილე პროცენტი ეგონა

Friday, January 21, 2011

ჰიპერსახელოვანი ადამიანები





კაცობრიობის ისტორიაში ბევრი ადამიანია, რომელთაც დღევანდელი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში მნიშვნელკვანი როლი შეასრულა. ისინი რომ არ დაბადებულიყვნენ ან შიზოთიმიკები არ ყოფილიყვნენ დედამიწა დღეს ადამიანებისთვის სხვანაირი იქნებოდა. ზოგის არსებობამ მსოფლოო გააუმჯობრსა, ზოგისამ კი გააუარესა. 
მათი რაოდენობა ჩამოსათვლდლად კი ბევრია(. ქრისტე, მუჰამედი, იულიუს კეისარი, ალექსანდრე მაკედონელი, კონსტანტინე, გიორგი, ნაპოლეონი,მარქსი, ლენინი,  ჰიტლერი, სტალინი, ჩერჩილი, ტრუმენი, კრომველი, ვოლტერი, ციოლკოვსკი, კოსირსკი, რაიტი, ბენცი, ფორდი, ელვისი, ლენონი, დილანი, ნობელი, მარშალი, დარვინი..) მაგრამ ყველა დროს მცხოვრები ჰომო საპიენსების რაოდენობასთან შედარებით ძალიან ცოტაა, პროცენტის მეათასედიც არა, მემილიონედი ალბათ.


ამჯერად მათზე არ მაქვს საუბარი. 
ამჯერად მხოლოდ იმ ისტორიულ პიროვნებებს ჩამოვთვლი, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით ზოგადსაკაცობრიო- ინტერნაციონალურ სიტყვებს დაუდეს საფუძველი. 
მადლიერმა კაცობრიობამ  მათი გვარი, როგორც პირვდლაღმომჩენის გვარი მიაკუთვნა მათი მოღვაწეობის საგანს, პლანეტას, საწარმოო ხაზს, კონსტრუქციას, პათოლოგიას, მეთოდს, მოვლენას, სტილს, ფორმაციას და ა. შ. 

ამით კაცობრიობამ ამ ადამიანთა ღვაწლს ხაზი გაუსვა და მათ გვარს ნობელის პრემიაზე გაცილებით მნიშვნელოვანი საჩუქარი მიაკუთვნა - მუდმივი პატივისცემა რომელიც მოვლენის დასახელებად მათი გვარის, როგორც ახალი მნიშვნელობის საერთაშორისო სიტყვის გამოყენება.   


 

მაკინტოში ქიმიკოსი ლაბადა
მაკინტოში კომპ პროგრამათა სისტემა
გოლჟი გოლჯის კომპლექსი
დაუნი დაავადება
პარკინსონი დაავადება
გეიგერი
კარტერი მანქანის ძრავის ნაწილი
პასტერი პასტერიზაცია
მენდელეევი

ამერიგო ამერიკა 
კოლუმბი კოლუმბია
ბოლივარი ბოლივია
მერსედეს ბენცისა მერსედესი
ადამ ოპელი ოპელი
პორშე
პეჟო?






ნიუტონი
ჯოული
ვატი
ვოლტა
გალეა კომეტა?
არქიმედეს ძალა



ცელსიუსი 





გვარები რომლებიც პატენტმა უკვდავყო და ჰგიებს უკუნისამდე

ნესტლე
მიშლენი
მაკინტოში
დიზელი ძრავა
დოლბი დიგიტალ კონო


ექიმებს ეცოდინებათ: 
მაკინტოში, მეიგილი, ფარაბეფი, კორცანგი?, მიკულიჩი, 
ობერსტ ლუკაშევიჩი, სპასოკუკოცკი, როვზინგი, სიტკოვსკი, ბეხტერევი, ადისონი, 
ჰეიმლიხი, ვოლფ პარკინსონ ვაიტი,  სტივენ ჯონსი, შერეშევსკი ტერნერი ბლეკმორის ზონდი, სელდინგერის მეთოდი, ჩეინ სტოქსი, ბილაუ, მანტუ, ლუერი, ლერიში, მარფანი 
... ძაან ბევრია  


გვარები რომლებიც მათი ნაწარმის ხარისხმა და პოპულარობამ უკვდავყო: 

ადიდასი ადი დასლერი
ბენცი (მერსედეს ბენცი)
ფორდი
მიცუბიში
ტოიოტა
ბენტლი?
მაიბახი
როოლსი და როისი
ლამბორჯინი
ფერარი
ბოინგი
კალაშნიკოვი
ბარეტი
გლოკი
სტეჩკინი
ცეპელინი
კოდაკი
გოლდვინი მეიერი
უორნერ ბრაზერს
კარნეგი ჰოლი

მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი

  
კერხერი
შვეპსი
სმირნოვი
პარკერის პასტა
წილკინსონი 
ჟილეტი?
კასპერსკი
ნორტონი
ლინუქსი?
ეიფელი
გაუდის სახლი
ტოშიბა?
სუბარუ?
ტუ
ილი
მაკმილანი ლექსიკონები
ვებსტერი
კოხრეინი
ვილსონი ბურთები
რედისონი შერატონი?
მარიოტტ?
დისნეი მულტფილმები- კინოსტუდია- დისნეილენდილ



 
ბრაილის შრიფტი
ბეცეჟე კალმეტ გერენის ვაქცინა
კოხის ჩხირი

მორზე

ნინა რიჩი
დიორი
შანელი

ჟივანში
კარწიე
... ბევრია კიდევ



ისტორიაში მოვლენები, რომელთაც ადამიანთა სახელები დაერქვა


მარშალის დოქტრინა
სტოლიპინის რეფორმა
მარქსიზმი
ლენინიზმი
სტალინიზმი
ეჟოვიმი რუკავამი
ბერიევშჩინა
მოლოტოვ- რიბენტროპის პაქტი
მაკიაველიზმი
ნობელი
კონსტანტინე კონსტანტინოპოლი
იულიუსი იულიანური კალენდარი
ჰიპოკრატეს ფიცი
მერფის კანონები

გრინვიჩი
ალექსსანდრია

წმინდა პეტრე პეტერბურგი

გილიოტინი
 


მესხის ილეთი
ჯანელიძის მანევრი


ფიშერი თხილამურები
როსიგნოლი?
პეტროფი ფორტეპიანო
იამაჰა? 
ჯიბსონი ელექტროგიტარები
მაკდონალდსი
ელვისი ბრენდი მფრინავი ელვისები






მეცნიერულმა აღმოჩენამ უკვდავყო
კოიპერის სიმრუდე
მორზეს ანბანი
გალვანიზაცია
პრჟევალსკის ცხენი
მიჩურინის ვაშლი
ტომპსონის ანტილოპა






ადამიანები რომელთა გვარები გეოგრაფიულ დასახლებებშია უკვდავყოფილი



ვაშინგტონი
ველინგტონი
მაგელანი
ბარენცი
ხო ში მინი
სელკირკი
კალინინი (ფუი ეშმაკს)



ხულიგანი





ადამიანები ფრაზით
ჯორდანო ბრუნო - ის მაინცბრუნავს
პილატე- ხელებიც დამიბანია
კატონი- კართაგენი უნდა დაინგრეს
მე მაქვს ოცნება- მარტინ ლუთერ კინგი
კი, ჩვენ შეგვიძლია! ბარაკ ობამა
ნაპერწკლიდან ალი აბრიალდება! პლეხანოვი
ცოცხლებს მოვუხმობ! -ბელინსკი
მომეცით მე საყრდენი წერტილი და მე დედამიწას ავაყირავებ! ნიუტონი
ევრიკა-არქიმედე
მიველ ვნახე გავიმარჯვე! იულიუს  კეისარი



ერთი კაცის საქციელი, რომელმაც მოვლენა შექმნა, მაგრამ თვითონ უცნობი დარჩა;
მარათონის გარბენა ომის მოგების შესატყობინებლად.


დროებითი მოდა, რომელიც ამჯერად უკვე ისტორიას ჩაბარდა:
სათვალე ლენონები
სათვალე სტალონე
ფეხსაცმელები როდსტიუარტები
ფეხსაცმელები ჯექსონები
ვარცხნილობა მირეი მატიე
კიტელი ჯექსონი



ადგილის სახელი დაერქვა მოვლენას:
ოლიმპო ოლიმპიადა
აკადემის ბაღები აკადემია
სპა სპამასაჟი






და ყველა აქ ჩამოთვლილს, კაცობრიობაზე გავლენით აჭარბებენ:
ქრისტე, მუჰამედი, მოსე, ლაო ძი. 

Thursday, January 20, 2011

რა არის ადვილი მოსაგებინებელი?


რა არის ადვილი მოსაგებინებელი?

ანუ როგორ უნდა წააგო ისე, მეტოქეს რომ ეგონოს, რომ მართლა მოგიგო.



საერთო წესი კი ასეთია.
-სულელს ან შენზე ნაკლებად ჭკვიანს ადვილია მმოაგებინო ისე, რომ მას ეგონოს მოვიგეო
-რაც უფრო რთულია თამაში უფრო ადვილი მოსაგებინებელია.




მაგალითად:


ჭადრაკი ადვილი მოსაგებინებელია, ვერ მიხვდება, რომ გათვალე და შენთვის ცუდი ვარიანტი ირჩიე.

ჭიდაობა უფრო ძნელია მოაგებინო, შეიძლება მიგიხვდეს, რომ მთელი ძალით არ ეჭიდავები.

ნარდი კიდევ უფრო ძნელი, მალევე შეგატყობს, რომ მისი მოგება გინდა.

ანუ, ჭიდაობისა და ნარდის თამაშისას გაცილებით მეტი სიფრთხილე გჭირდება იმის საჩვენებლად, რომ გულწრფელად ცდილობ მოგებას, ვიდრე ჭადრაკის თამაშისას.

შორი ანალოგიით:
ძნელია მოციგურავემ გაითამაშოს სრიალის უცოდინარი პერსონაჟი, რომელიც ციგურებზე პირველად დადგა.











მე ჩემი პატარა "მიგებს" ჭიდაობაში, ჩემი შუათანა კი ჭადრაკში.

ომი?

ადვილია თუ არა მოაგებინო ომი ისე, რომ მას თავისი თავი ალალად მომგები ეგონოს?




2008 წლამდე რუსეთს უკვე მოესწრო საქართველოსთან უფრო გულწრფელი - მტრული პოლიტიკის ჩამოყალიბება:
სეპარარისტთა მოქალაქეთა მიერთება,
სეპარატისტთალიდერებისათვის მეგობრის წოდება,
სეპარატისტთა შეიარეღება
მუქარები, რომ აღიარებს სეპარატისტებს
რომ დაიცავს თავის მოქალაქეებს იარაღით
//

ერთადერთი ბარიერი, რომელსაც არ არღვევდა რუსეთი, იყო საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ და ნებართვის არქონის მიუხედავად თავისი ჩექმისა და კალაშნიკოვის დემონსტრაციული დაყენება საქართველოს მიწაზე, სხვა ყველა ფაქტიური გზა საქართველოს დაგმანული ჰქონდა, რუსეთი არ უშვებდა პრეცედენტსაც, რომ ქართველებსა და სეპარატისტულ უმცირესობებს საერთო პრობლემა საერთო ძალისხმევით გადაეჭრათ.


ვინ მოიგო კოდორი 2005 და განმუხური 2006?
საქართველომ.

მტერმა უკან დაიხია და ჩვენი ძალოვნები გაატარა.
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ალალი ემოციები, ბრაზი, გონორი და რისკი საკმარისი ფასი იყო იმ მოგებების მისაღწევად.
მაგრამ მტერმა სხვა სათქმელი თქვა, და ეს სათქმელი ადვილი დასაჯერებელი იყო - მე ცივილიზებული ქვეყანა ვარ.
მაშინ ამ ფრაზას სხვა ჟღერადობა ჰქონდა და მას რუსი გენერალი ამბობდა
-აქ (კოდორში) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მოუძღვებოდნენ კოლონას და მე რა უფლება მქონდა გამეჩერებიაო.

მართლაც, ჰქონდა თუ არა უფლება მშვიდობისმყოფელ ძალას წინ აღდგომოდა საქართველოს სახელმწიფოს ლეგიტიმურ მცდელობას თავისი იურისდიქცია გაევრცელებინა თავისივე ტერიტორიაზე?
ამ შეკითხვაზე პასუხი შევარდნაძემ უნდა იცოდეს. უნდა დავიჯეროთ თუ არა, რომ ქართველთა შორის მეორე და ქართველ პოლიტიკოსებს შორის პირველი მსოფლიო მასშტაბის მოღვაწემ ხელშეკრულებით აუკრძალა საქართველოს სახელმწიფოს გაერთიანება.

შევარდნაძე იქით იყოს, და განმუხური და კოდორი რუსების მიერ ჩვენთვის მოგებინებული ომები გამოდგა, ერთი მიზნით, თამაშის წესები საერთოა და საერთაშორისოა, ჩვენ ამ თამაშის წესებს ვიღებთ. ეს იყო რუსეთის სათქმელი.






მაგრამ ისტორია სპირალურად მიდის.
ველოდები ისტორიია კიდევ ერთ სპირალს, რომელიც წარმოაჩენს, რომ წამოკიდებული საქართველო კი არა, რუსეთი აღმოჩნდა.მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი და ს. ოსეთი აღიარა და იქ ჯარები ჩაალაგა, ასევე აიღო პასუხისმგებლობა, ამ მიწაზე არარ მოხდეს ომი და იქნებ სულაც თვითონვე უნდა იზრუნოს, რომ სეპარატისტები საქართველოს უომრად დაუბრუნდნდნ.

Wednesday, January 19, 2011

კატეგორიული რწმენა და უტაძრო მატერიალისტები.

თუ შენ რიხიანად ამბობ, რომ ღმერთი გწამს და წესიერი მართლმადიდებელი (მუსულმანი, იეღოველი, პროტესტანტი, დუხობორი, ბუდისტი, ინდუისტი და ა. შ.) ხარ, ესე იგი იცი უკვდავების გზა, მარადიული პირუთვნელი სამსჯავროს გზა, რომელიც ამქვეყნიურ ყველა შემთხვევით უბედურობებს, უიღბლობებს და უსამართლობებს გამოასწორებს. და თუ ამასთან ერთად შენ ოდნავ მაინც კაცთმოყვარე ხარ, უნდა იყო მისიონერი, ანუ შენი ცხოვრების მთავარ საქმედ,  მთავარ ლოზუნგად გზასაცდენილი და დასაღუპად განწირული გიაურების, კერპთაყვანისმცემლების, ურწმუნოების, არასწორ რწმენიანების შენს რელიგიაზე მოქცევა უნდა დაისახო. 


ამაზე დიდი მადლი რა უნდა იყოს, შენთვის ჯერაც უცნობ ადამიანებს სამუდამო ბედნიერების კარი მიასწავლო. 
ამ საქმისთვის თვითონ იმ ჩერჩეტი ურწმუნოსთვის უმჯობესია მისი ახალი, ჭეშმარიტი რწმენისთვის ომში თუნდაც დაკარგოს ხელი, ფეხი, თვალი და ქონება, ოღონდ მოექცეს და სულის უკვდავებას და სამუდამო სამოთხეს ეზიაროს, ჯოჯოხეთს აცდეს.
წუთისოფელი სულაც რა სახსენებელია, მე შევიკერავ შახიდის ქამარს, მოვიტაცებ თვითმფრინავს, ჰაერში ავწევ ერთ ავტობუს ხალხს, ჯობია ერთერთ თვინსს, და მერე ღმერთმა გაგვსაჯოს მე გა ჩემი მსხვერპლები, ისინი იქ მეტყვიან მადლობას, მოწამებრივი სიკვდილით ურწმუნოობის ცოდვა რომ გაუბათილდებათ. 


  
მადლობა ღმერთს, 
ეს დრო კაცობრიობამ გამოიარა, როცა ექსპანსიის ერთერთი მოტივი ურჯულოთა მოქცევა იყო. ჭეშმარიტი რელიგიის გასავრცელებლად იპყრობდნენ ქვეყნებს ქრისტიანები, მუსულმანები და სხვები თავ თავისი მასშტაბების შესაბამისად.
მაშინ მეფეები თავის ლაშქრებიანად  ისევე ფიქრობდნენ, როგორც დღეს მხოლოდ ტერორისტები ფიქრობენ. 


დღეს ადამიანები შეიცვალნენ, უკვე 200 წელია ინერგება თეზა რელიგიური შემწყნარებლობის აუცილებლობის შესახებ. 
განვითარებულმა ქვეყნებმა და გაერომ საბოლოოდ დააფიქსირეს ადამიანთა უფლება ჰქონდეს ის რელიგიური წარმოდგენა, რომელსაც თვითონ აირჩევს (ანუ უხშირესად, რომელი კონფესიის მიმდევარიცაა მისი პოპულაცია). 
რას ნიშნავს ეს? 
1.ან კაცობრიობა (მისი დომინანტური ნაწილი) მიხვდა, რომ ღმერთი არანაირი სახით არ არსებობს, და ამქვეყნიური  მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროგრესული რელიგიის დომინანტობა.
2.ან კაცობრიობის იგივე დომინანტური ნაწილი გულგრილია, არ ადარდებს, ფეხზე ჰკიდია დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც მის (ჭეშმარიტ) რელიგიას არ იზიარებს, და მათ სულებს 
სიკვდილის ან ჯოჯოხეთისთვის სწირავს.

ამ ორიდან რეალური მოტივი ისაა, რაც ფართოდაა დეკლარირებული:
ანუ
"ადამიანებს, რელიგიებსა და სახელმწიფოებს შორის რელიგიური უთანხმოებების გამო კონფლიქტების აცდენა და მშვიდობის დამყარება უმთავრესი, დომინანტური მიზანია". 
თუმცა
ამ საერთაშორისოდ მიღებული პრინციპის საერთაშორისო არტიკულაციას (დეკლარაციას) ნაგულისხმები საწყისი ფრაზა აკლია - "ღმერთი არანაირი სახით არ არსებობს და შესაბამისად..".



ქართველებს ერთერთი სიამაყე ის გვაქვს, რომ ჩვენ რელიგიურად შემწყნარებლები ვართ, რომ ჩვენთან ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5 რელიგიის ტაძარი გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაარსებობს. 
და ჩვენ, ქართველები, როდის ვართ გულწრფელნი და კაცთმოყვარენი? 
როცა ვამაყობთ მართლმადიდებლობით, თუ როცა ვამაყობთ რელიგიური შემწყნარებლობით? 
შეიძლება თუ არა ერთიდაიგივე პიროვნება ორივე სიამაყეში იყოს გულწრფელი, და ამავე დროს იყოს კაცთმოყვარე? 

მე მგონი არა, 
მართლმადიდებლობით მოამაყე კეთილი ადამიანი  უნდა იყოს რადიკალი, ტოლერანტობით მოამაყე კეთილი ადამიანი უნდა იყოს ათეისტი.
ამათგან განსხვავებით: მართლმადიდებლობით მოამაყე ბოროტი ადამიანი შეიძლება ასევე ამაყობდეს რელიგიური ტოლერანტულობით. მისთვის ტოლერანტულობა ნიშნავს მეტ თავისუფალ ფართს სამოთხეში და მეტ უცხოტომელ-უცხორწმენელს ჯოჯოხეთში.

ტოლერანტობით მოამაყე (ანუ ათეისტი) ბოროტი ადამიანი შეითვისებს მართლმადიდებლობით სიამაყეს, თუკი ეს მისი კომუნის სხვაზე უპირატესობაში დაეხმარება. 

ტოლერანტობით მოამაყე (ანუ ათეისტი) კეთილი ადამიანი შეითვისებს მართლმადიდებლობით სიამაყეს, იმ შემთხვევაში, თუკი ის წინაპრების ისტორიულ ღვაწლს აფასებს, ზოგადად რელიგიას და კონკრეტულად ქრისტიანულ რელიგიას კაცთმოყვარე პრინციპებისთვის სცემს პატივს და თუნდაც იმ საშუალებისთვის, რომ დომინანტი რელიგიური უმრავლესობის წიაღში თავი ათეისტად მყოფმა გაიტანოს (რეპრესიების და წნეხების გარეშე). 



მე რომელი ვარ ამათგან? 
ვცდილობ რომ ბოლო ვიყო, მთლად სუფთად არ გამომდის, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ჩემი უმრავლესობისთვის (მე ვარ სტანდარტული ქართველი, ანუ მართლმადიდებელი ქართველი) სხვაზე დომინირების მოხერხებულ, იოლ, საუკუნობით  დამკვიდრებულ, ანუ ჩემი პასუხისმგებლობის არმომთხოვნ საშუალებად მეგულება.  
ანუ უფრო კეთილი ვარ, ვიდრე ბოროტი. 
მაგრამ სრულებით კეთილი მაშინ ვიქნებოდი, ჩემი კომუნის რელიგიით მოპოვებულ ბონუსებზე რომ შემეძლოს უარის თქმა.

       
ზოგადი დასკვნა: 
თუ ჭეშმარიტი მორწმუნე რელიგიური ტოლერანტობით ამაყობ, ბოროტი ხარ. 
ან.. თუ ტოლერანტობით ამაყობ , არ ხარ ჭეშმარიტი მორწმუნე.  

ავტობუსის მძღოლმა, რომელმაც დაინახა, რომ წინ უცაბებად  ხიდი ჩაინგრა, იმდენად ძლიერი მუხრუჭი უნდა დაარტყას,  რომ მგზავრებმა ცხვირები დაიტეხონ, ოღონდ ისინი  სიკვდილს გადაარჩინოს. ასევე ჭეშმარიტი მორწმუნე არ უნდა მოერიდოს ურწმუნოთა ცხვირების დამტვრევას მათივე გადარჩენისთვის. 
რელიგია კატეგორულობაა. 
ყველა რელიგია მებრძოლია, ყველას უნდა შეცდენილი სულების სამუდამო ნავთსაყუდელამდე გზის გაგნებაში დაგეხმაროს.

ათეისტს მორწმუნეთათვის ხსნის გზის ჩვენება არ შეუძლია, მაქსიმუმი ხეირი,  რაც მან შეიძლება იქადაგოს, ეკლესიის რიტუალებისაგან გათავისუფლებაა, მაგრამ სულის სასრულობის ხარჯზე.  ანუ ერთი ნაბიჯი წინ, 10 ნაბიჯი უკან, იქნებ ასიც, ან რატომ არა 1000. 

მაშ როგორ ძლებს ურწმუნო? როგორ ცხოვრობს ხრამის კიდეზე? 
რატომ ამბობს უარს პოზიტიური აუტოტრენინგის იმ საუკუნობით დახვეწილ, ურთულესი, უძვირესი  და უძვირფასესი აქსესუარებით აღჭურვილ, მისთვის მუდამ ღია სამყაროზე, რასაც რელიგია ჰქვია?


ალბაათ იმით, რომ სიკვდილის შიშს რაღაც სხვა გზით ამცირებს, სულის უკვდავობის გარეშე.  
ნეტა რითი? 
რითი შეუზლია ათეისტს აღიაროს თავისი სასრულობა? 
ალბათ იმით, რომ მარადიულობას რაღაც თავისი დაუტოვოს, შთამომავლები ან გაკეთებული საქმე,
სულ ეს ორია, მაგრამ თითოეულს ბევრი განტოტება აქვს, თითეული ტოტი, კი იმდენად შეიძლება განსხვავდებოდეს გვერდზე მყოფი ტოტისგან, როგორც ბალახი სექვოიისგან. 
მხედველობაში ის მაქვს, რომ ჩემთვის უცნობმა მე-14 საუკუნელმა წინაპარმა, ყველა იმ დროს მცხოვრებმა წინაპრებმა, ყველამ დატოვეს იმდენად ჯანმრთელი შთამომავლები, რომ იმათაც შეძლეს შთამომავლობის დატოვება და ასე დღემდე.
შედეგად მე ვარსებობ და ჩემი შვილები.
სამყაროსთვის ჩვენ არაფერი ვართ, მაგრამ ჩემთვის, ჩვენთვის, ჩემი წინაპრების ღვაწლი მთელი სამყაროს ჩუქებაა.

ანუ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ჩემი მეთოთხმეტესაუკუნელი წინაპარი მე სახელით არ ვიცი, ეჭვი მეპარება რომ რაიმე მატერიალური კვალი არსებობს მისი ამქვეყნად ყოფნის (მაგალითად შეეძლო უბისაში ფრესკის საღებავი გაეკეთებინა, იქნებ ორნამენტი მოეხატა, ან ბაგრატის ჩუქურთმა ექანდაკებინა, ან რომელიმე სოლომონ მეფის ხმალი გამოეჭედა) მაგრამ მე ვარ მისი (მათი)  დუხჭირი ცხოვრების შედეგი და თუკი საქართველოს სხეულში მისი აქამდე შთამომავლები სასარგებლო კუნთი იყვნენ (+ 18 თაობა) ან მერე იქნებიან სასარგებლონი, ჩემს შემდეგ, ეს სულ მისი დამსახურება იქნება. 
ანუ მარადიულობასთან დაკავშირება ყველაზე ხელშესახებია შთამომავლობის დატოვებით. ეს ერთი სიკვდილის შიშის დამძლევი წამალია ათეისტებისთვის.
მეორე კი გაკეთებული საქმეა, ამჯერად არა მხოლოდ ის საქმე, რომელმაც უნდა გარჩინოს, არამედ ისიც რომელიც საზოგადო, საერთო სხეულის - სახელმწიფოს და ზოგ შემთხვევაში კაცობრიობასაც სასიკეთოდ დაემჩნევა (მაგალითად არისტოტელე, ჰიპოკრატე, და ვინჩი, მარტინ ლუთერი, გარიბალდი, ლოკი, გალილეო, ვოლტერი, მორზე, ვოლტა, დიზელი, მანდელა, ბობ დილანი და ა. შ.).
მაგრამ ყველაზე მთავარი, რითაც ათეისტთა 99,99% მარადიულობას უკავშირდება ეს არის საკუთარი ქვეყნის აშენებაში მონაწილეობა, მის დაცვასა და გაძლიერებაში, გამდიდრებასა და განვითარებაში მონაწილეობა. 
ეს ათეისტისთვის სიკვდილისშიშის საწინააღმდეგო მეორე მთავარი წამალია. 
თუკი (ლევ ტოლსტოის დავუჯეროთ) რწმენას მოაქვს ოპტიმიზმი, ხოლო ცოდნას პესიმიზმი, გამოდის, რომ მატერიალისტები პესიმისტები უნდა იყვნენ. 
თუმცა 
მათაც აქვთ რწმენა, რწმენა რომელიც მათ ოპტიმიზმს უბრუნებს - ეს რწმენაა მატერიალურსვე სამყაროში სამუდამო კვალის დატოვება (შთამომავლობით, ნამუშევრით,დაცულით,შენარჩუნებულით, გადაცემულით ..), კვალი სახელიანი ჯობია, მაგრამ ანონიმურიც შეიძლება. მაგალითად მე, თუკი წელიწადში 450 ავადმყოფის გამოჯანმრთელებაში ვმონაწილეობ, მე საქართველოს კვალს ვამჩნევ, მერე რა რომ "ავტორი უცნობია". 
რაც უფრო მეტად აქვს ათეისტს რწმენა, რომ მისი კვალი მნიშვნელოვანია, მით უფრო ოპტიმისტია ის და მით უფრო მეტ კარგ საქმეს აკეთებს. 

ათეისტთა რწმენას თავისი ტაძრები აქვთ ათეისტურ განვითარებულ ქვეყნებში. 

ათეისტური ტაძრები არის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმები თავისი დინოზავრებითა და ფიტულებით, თავისი თმის ყალყზე დამაყენებელი დამმუხტავი სფეროებით, ფიხიკისა და ქიმიისა და ასტრონომიის თვალსაჩინოებებით. 

ათეისტებს თავის ათეისტურ ქვეყნებში ათეისტური რწმენის ტელე ლოცვის სეანსებიც აქვთ, ეს დისქავერი, ჰისტორი, ნეშენალ გეოგრაფიკი, რეალტივი და თრეველია. 
ამ არხებზე გასულ სიუჟეტებს შრომის, ინჟინერიის, მეცნიერების, აღმოჩენების, ომების, ტექნოლოგიების და ამ ყველაფრის ისტორიის შემხედვარენი მუხლებზე დაჩოქილები შეჰმადლიან მატერიალისტები.
მათ ნამდვილი რელიგიური აღტკინება და თაყვანისცემა აქვთ შრომის მიმართ, შრომის ორივე განშტოებას, ხელით შრომას და ინტელექტუალურ შრომას თაყვანს სცემენ. რელიგიური ლეგენდაც მოუგონეს, პურიტანები არიან ჩვენი წინაპრწბიო, რომლებიც პირველები მიხვდნენ შრომის მადლს და სიკეთესო. 
დისქავერზე მაგალითად 5 სერიალი გადის შრომაზე; ნივთების კეთებაზე, გაფუჭებულის აღდგენაზე, ბინძურ საქმეზე, რთულ კონსტრუქციებზე, ჯართისგან მანქანის აწყობაზე, ჩვეულებრივი მანქანის არაჩვეულებრივ მანქანად გადაკეთებაზე, ოჯახურ საამქროში მოტოციკლეტების აწყობაზე,  ჰისტორიზე  ხელსაწყოების ისტორიაზე, არქიტექტურის ისტორიაზე, იარაღის ისტორიაზე.


ამ ახალ რელიგიას სახელი აკლია, შინაარსით კი შრომის თაყვანისცემა. 
ჩვენ ძალიან შორს ვართ მატერიალისტთა ახალი ოპტიმიზმისგან, იმიტომ რომ; 
1. ჩვენ კომუნისტებმა დამახინჯებული ეკონომიკით, შრომის ანაზღაურებისათვის ფული - ხელის ჭუჭყი არ მოითხოვოთო, ხალხის 70 წლიანი დამუნათებით და მორიან ლენინიანი წითელი შაბათობებით ადამიანები შრომაზე აცრეს. 
შრომა ჩვენთვის სირცხვილია, დაბალი დონის, გაუნათლებელი ხალხის საქმეა, შრომის ყოველი დამატებითი საათი სისუსტისა და დაჩაგრულობის ერთი საათია, საქმეზე დამატებითი ფიქრი იმ დროის კარგვაა, რომელიც საქართველოს და იქნებ მსოფლიოს მართვის შენეული წესრიგის მოფიქრებაში უნდა დაგეხარჯა. 


2.აქ ათეიტებს ოპტიმიზმი გვაკლია იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენი ტაძრები - ბუნებათმცოდნეობის მუზეუმები, 
3.არ გვაქვს არცერთი ქართული წარმოების დოკუმენტური ფილმი ბუნებათმცოდნეობისა და შრომის შესახებ.
პარდონ, აჭარა tv-ზე და ... საპატრიარქოს არხზე გადის ხოლმე ფილმები შრომაზე ეთნოგრაფიული რაკურსით, მაგდამ თვითონ წარმოდგენილ ნაკეთობათა პრიმიტიულობა ადამიანის ინტელექტით აღტაცების საშუალებას არ გაძლევს, უფრო მშრომელი კარგი ადამიანების სიყვარულს გინერგავს, რაც ძალიან კარგია. ანალოგიური მიმართულების დისქავერის გადაცემაში ვნახე მეცამეტე საუკუნის ხის საწნახელი, რომელიც ხის დგუშითა და ხის უზარმაზარი სპირალურ კბილანიანი ჭანჭიკით მუშაობს, აი იმ ადამიანების ინტელექტით კი აღტაცდები. ფრანგები მეცამეტე საუკუნიდან ხმარობენ სიტყვა press, რაც დამწნეხი ხელსაწყოს გამოგონებას მოჰყვა. 

ვინ გაგვიმტკიცებს ოპტიმიზმს ჯიუტ მატერიალისტებს? 
ჩვენი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ უიმედო არ არის.

მარტივი რჩევები, სანამ ჩვენთვის და ჩვენი ძვლებისთვის ტაძარი-მუზეუმი აუშენებიათ: 
ტვ ში პირველ 10-ეულში განალაგეთ: დისქავერი, დისქავერი საიენს, ნეშენალ ჯეოგრაფიკი, ჰისტორი, ენიმალ პლანეტი და სხვა საცნობარო არხები. 


მათ გარეშე მატერიალისტები საშიშნი ხდებიან:

          

Monday, January 17, 2011

სანტა კლ-ნიკოლო მაკიაველი

ჩემს სახლში სანტა კლაუსი გამომეცხადა, 



თუმცა სახელს რა მნიშვნელობა აქვს, სანტა იყო, კლაუსი არა, უფრო სწორედ სანტა არ იყო, არც მთლად კლაუსი, კლაუსის, უფრო სწორედ ნიკოლოზის ქალაქიდან ვარო,უფრო სწორედ მისი წმინდა საფლავი ჩემ ქალაქში, ბარიშია, უფრო სწორედ იმ ქალაქში, სადაც დედაჩმემა გამაჩინა და სახელი მეც ნიკოლო დამარქვეს, ოღონდ იმ დროს კლაუსს რომ ეძახით თქვენ უკვე კარგა ხნის მკვდარი გახლდათ, ერთი ათი საუკუნის წინ მაინცო.

ოღონდ ეს მერე მითხრა.  
მართალია 31-ში საღამოს კურიერში გამოგვიცხადეს, სანტა, რომელიც აქამდე ბომბორას პარკში ღებულობდა პატარებს, საქართველოს ტოვებს რათა ახლა მსოფლიოს სხვა ბავშვები გაახაროს, და  მას ეროვნული თოვლის ბაბუა ჩაანაცვლებსო, სანტაც დიდი ამბით დაგვემშვიდობა,  მაგრამ 1 იანვრის  ღამის 5 საათზე, შემცივნულს და ცოტათი მთვრალს, სახლში მეკვლეობიდან დაბრუნებულს სწორედ სანტა კლაუსი გამომეცხადა უფროს სწორედ სანტა ნიკოლოზი, ოღონდ არა სანტა და არა ლაპლანდიაში გადასახლებული კაპადოკიელი ბერძენი, არამედ იტალიელი ნიკოლოზი, ბერძენზე ათი საუკუნით ახალგაზრდა, და იტალიურ ყაიდაზე ნიკოლო და არა ნიკოლოზი ან კლაუსი. თუმცა  ეს, როგორც გითხარით, მერე შევიტყვე. 

როცა სახლში დაბრუნებულმა მოშარდვის უკიდურესი მძაფრი სურვილით შეპყრობილმა ხელისცეცებით გავაღე სახლის კარი და აღარც დამიკეტავს ისე შევვარდი ტუალეტში, გათავისუფლების ნანატრი წუთის განმავლობაში დერეფნიდან ფაჩუნი მომესმა, ჩემი ცოლი მეგონა. რომ გამოვედი ტუალეტიდან შემოსასვლელი კარები მერე გადავკეტე, სინათლე ჩავაქრე და უცებ სრულ სიბნელეში შევნიშნე, რომ სამზარეულოდან რაღაც მქრქალი შუქი გამოდიოდა, ჩემს ცოლს ნიჟარის ზედა შუქი დარჩენია მეთქი გავიფიქრე და სამზარეულიში შევედი. 

აი, იქ დავინახე პირველად ნამდვილი სანტა კლაუსი, თუ ვინც იყო, ოღონდ ნამდვილი. 
ჩემ მაგიდას მისჯდომოდა და საახალწლო გოჭს ახრამუნებდა, უჰ, გოჭის ფეხები ძალიან მიყვარს და იქ არ მაჭმევენო, მითხრა რომ დამინახა. თითქმის ისეთი იყო როგორც კოკაკოლას რეკლამაში, ოღონდ ცოცხალი, ნამდვილი ჭაღარით და ევროპელი მოხუცის პირისახით ოღონდ რატომღაც გამხდარი. ქართულად მელაპარაკა. წამოდგა და საკუთარი თავი წარმომიდგინა, ნიკოლო  გახლავარო, ჩავეკითხე როგორ მეთქი? და დამიმარცვლა ნი კო ლო მაკია ვე ლი-ო, მეც ნიკოლოზი ვარ ოღონდ სანტა კლაუსი არა, მე. 10 საუკუნით ახალგაზრდა ვარ მასზეო, დღეს შენ გერგო პატივი ჩემი მასპინძლობისა, იღბლიანი ყოფილხარო. 

  
არადა საჩუქრების არც ტომარა ჰქონდა და არც ხურჯინი. ქურდია მეთქი ვიფიქრე, ფეხდაფეხ შემომყვა მეთქი. 
ეს ევროპელი ქურდებიღა გვაკლდა, თითქოს ჩვენები არ გვყოფნიდა მეთქი. ბოროტს არ ჰგავდა და ჩავთვალე, რომ აჯობებდა მისივე ლეგენდის შესაბამისად მშვიდობიანად გამეცილებინა სახლიდან. 
მაგიდას მივუჯექი, 5 საათის წინ გახსნილი შამპანური დავუსხი, დავისხი და ახალი წელი მივულოცე, არა ვერ დავლევო, არა ვსვამო. ხმა ჰქონდა შესაბამისი, წითელი ლოყებიც, მაგრამ უცნაურად იქცეოდა ჯერ ის იყო, რომ  კლაუსი კი არა  ნიკოლო ვარო, მერე არც ახალ წელს მილოცავდა და არც სანტას როლს თამაშობდა. ალბათ შეშინებულია და ვეღარ ეშმაკობს, მოდი მეთქი, ჩემთვის ვიფიქრე, მე თვითონ მოვეხმარები სანტობაში, ვაჭმევ, ვასმევ და ისე გავისტუმრებ სახლიდან, ბოლოსდაბოლოს მოხუცი ბომჟი ევროპელია, რა იცი რა წარმატებული კარიერა ჰქონდა სანამ ამ ახალიწლის ღამეს ქვეყნის დასალიერში, საქართველოში უსახლკარო და უფულო აღმოჩნდებოდა მეთქი. 
თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო, დაუყოვნებლივ მიპასუხა, არა მე სანტაკლაუსი არა ვარ, მე ჩათვალე რომ სანტაკიაველი ვარ, არც მშია და არც ფული მჭირდება, უბრალოდ (და აქ მოწყალედ გაიღიმა) დღეს შენთან იმიტომ მოვხვდი, რომ შენი მისამართი ამომიგდო კოხრეინის ლოტოტრონმაო. 
რამ მეთქი, ახლა მე ჩავეკითხე? 
ამიხსნა, კოხრეინის ლოტოტრონში ახალი წლების წინ ვათამაშებთ მხოლოდ იმ მისამართებს, რომლებიც იდეალისტი ამბიციური საზოგადოებრივი შიზოთიმიკებით არიან დასახლებულნი.  ეს ხალხი ძირითადად პოლიტიკოსები არიან, თან მაღალ ეშელონებში,  აი შენ როგორ მოხვდი მათ სიაში, მართალი რომ გითხრა ვერ გამიგია, ალბათ კოხრეინის ელფებმა შეცდომით შენი ბლოგი მიიჩნიეს საზოგადოებრივ აქტიურობადო, არ მიყვარს ბლოგერები, პოლიტიკოსები მირჩევნია. ჯერ ერთი იმით, რომ ჩემს რჩევებს მეტი ალბათობით მოჰყვება განხორციელება რეალობაში, მეორე იმით, რომ არცერთი მათგანი არ გაგთქვამს, რომ მას ახალიწლის ღამეს თეთრწვერა სანტამაკიაველი ეწვიე და ჭკუა დაარიგე. ეს მათთვის კარიერის დასასრული იქნება, ამიტომაც არიან საიდუმლოს საუკეთესო შემნახავები.
თუმცა საიდუმლოდ გეტყვი, ერთხელ დიდი შვიდიანის დახურულ ბანკეტზე Jისკარ დესტიენმა თავის სადღეგრძელოში  ვითომ ალეგორიად რომ უსურვა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს, ახალ წელს სანტა კლაუსი კი არა ნიკოლო მაკიაველი გეწვიოთ და ჭკუა დაგარიგოთო, ყველა ფეხზე წამოდგა, იმიტომ რომ ყველასთან ვყოფილვარ ნამყოფი სხვადასხვა დროს. წამოდგნენ იმიტომ, რომ ამ სადღეგრძელოს შემდეგ გადაწყვიტეს თავისი რჩეულობა გაეთქვათ. 
მას შემდეგ უკვე 28 წელია ეგ სადღეგრძელო ყოველი სამიტის დახურულ ბანკეტზე ითქმევა, ბოლოს  დიდ ოცეულზეც კი თქვეს, თუმცა მათგან სულ 12 თუ ცამეტთან ვიყავი ნამყოფი. მაინც არ გამიბაზრდა.  
აი ეს ბლოგერები კი რაღაც საეჭვო პუბლიკა ხართ, ენაზე არაფერი გიჩერდებათ, მაგრამ სწორედ ის, ენალაქლაქები რომ ხართ, მშველის, რომ თქვენი მამხილებდლი პოსტები სერიოზულად არავინ მიიჩნიოს. 
რას ვიზამ, წელს შენ ხარ რჩეული მთელი კავკასიიდან, ერთი ხარ 24-ს შორის და ერთადერთი ამ ქვეყნიდან და ჰა, მკითხე გასწავლიო. ოღონდ დროზე, ერთ საათზე მეტს ვერ გავჩერდები შენთან, ათი წუთი უკვე გავიდა, დღეს ჩემთვის მეცხრე ხარ, თუ მერვე, რომელი საათობრივი ზოლიცაა მოკლედ. ყველას 5 საათზე ვესტუმრე და სხვებსაც ხუთზე უნდა ვეწვიო.  
შენ გაქვს 3 შეკითხვის უფლება, რომელზეც ჩემს გულწრფელ პასუხებს მიიღებო. 
ვინა, ვინა ხარ მეთქი, რაში მოვიგე მეთქი, ჩავეკითხე და საკუთარ სამზარეულოში ვიდეო თვალების ძებნას შევუდექი, კარგი, ფარულ კამერაში მოვხვდი, მაგრამ ჩემმა პერსონამ რითი დაიმსახურა ტელევიზიონშიკების ყურადღება, რომ ჩემზე ხარჯავენ თავის დროსა და რესურსებს მეთქი, რომელი სელებრითი მე ვარ რომ გადაცემის რეიტინგი გავუქაჩო, აგერ უცხოელი მსახიობიც მოუწვევიათ კიდეც, იქნებ სულაც არ არის მსახიობი, ალბათ ერთერთია იმ ინგლისურის ინგლისურენოვანი მასწავლებლებისაგან, რომლებიც ახლა საქართველოში ალთა ბალთა სოფლებში ბავშვებს ინგლისურს ასწავლიან მეთქი. კი გამიკვირდა რომ საკმაოდ ხნიერი იყო, მაგრამ მაინც ეს ვერსია ჩავთვალე ყველაზე რეალისტურად. 
საიდანღაც მიღებენ, მალე, ალბათ ძველი ახალიწლის საღამოს ტელევიზორში ვიქნები დადებული გაჭაჭული მასობრივი  სიცილების თანხლებით.
ამ შეკითხვას არ ჩაგითვლი, მიდი მკითხეო. 
 
სასწრაფოდ შევიცვალე გამომეტყველება, მანამდე გაოცებულ შეშფოთებული იერი თავდაჯერებული, დემონსტრაციულად ირონიულ - ქედმაღლურით შევცვალე, სკამზე თავისუფლად დავჯექი და ასიმეტრიული თვითკმაყოფილი ღიმილი მოვირგე. აქაოდა მიგიხვდით ბატონო, ეხლა თქვენ თვითონ ხართ მახეში, აბა ერთი ვნახოთ როგორ გამოძვრებით თქვენივე დაგებული ხაფანგიდან მეთქი. მაშ ასე ბიჭებო, მაკიაველი მომიყვანეთ ხო, მკვდრეთით აღმდგარი. ეხლა განახებთ როგორ იბლუყუნებს თქვენი მაკიაველი, იქნებ პირველივე შეკითხვაზე შერცხვეს და ბრიყვი  ნათამაშევი სიცილით გამომახედოს იმ ვიდეოთვალისკენ.  სადაა მაინც ის ვიდეოთვალი, ალბათ შუშის ვიტრინების უკან, არადა აქ 5 შუშის ვიტრინიანი თარო მაქვს, რომ ავდგე და ძებნა დავუწყო ჩემი ახალი ჩანაფიქრი ვეღარ განხორციელდება. ჩანაფიქრი? არადა რა ჩანაფიქრი, მე თვითონ ვერ მომეფიქრებინა წესიერად, როგორ მოვქცეულიყავი ამ სიტუაციაში და რა ხეირი მენახა სამომავლოდ ტელევიზორში ჩემი გამოჩენისგან, მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რაღაც მომეფიქრებინა სასწრაფოდ. ალბათ ბლოგერობის პრესტიჟსა და რენომეს ამაღლება მინდოდა, პოპულარიზაცია მაინც, ფონად ალბათ დეილ კარნეგის ფორმულირებული მამაკაცის მუდმივი მოტკიაცია- სურვილი იყო მნიშვნელოვანი მქონდა. არადა ენა მორგებული ჰქონდა.  
მოვიფიქრე, დემონსტრაციულად ცალყბად გავიღიმე, ფეხი ფეხზე გადავიდე და ვკითხე:
" რა აზრისა ხართ ორ რუსეთზე " მეთქი. 
....
ორ რუსეთზე რა აზრის ხართ?                    


ორი რუსეთი?
-სწორად მოვსულვარო, ჩაიცინა. 
მეორე რუსეთი არის, საქმე იმაშია, რომ მესამეც არსებობს და ოცდამესამეც. 
რუსეთი მრავალმხრივიცაა და ძალიან ერთფეროვანიც.
"ბლა ბლა ბლა, დაბალი დონეა" გავიფიქრე ჩემთვის. "ნიკოლო" თუ "კლაუსი" არ გაჩერებულა. 
-თქვენ ქართველებს კონფლიქტის მართვაში სტანდარტული შეცდომა მოგდით - სხვათა შორის რუსებსაც - საკუთარი წონა არ იცით, არადა თქვენ ამ დუნიაზე ერთადერთი ქვეყანა ხართ, ვისაც ამ დევის მართვა შეგიძლიათ, თქვენ ფოლკლორში გყავთ ნაცარქექია თავისი ცას მოკიდებული ხელით, და ის გატყუებთ. ამ დევის მორჯულება მოფერებით შეიძლება და არა მოტყუებით. 
რუსეთის პატივმოყვარეობის აღდგენის გასაღები თქვენ გაქვთ და არ ხმარობთ. 
უჰ, რამდენ ამოსაჭრელ კადრებს უშვებს,   დროს კი კარგავს, მაგრამ დაამონტაჟებენ მერე მათთვის მომგებიანად მეთქი. ვეცადე ირონიული ღიმილი არცერთი წამით არ მომცილებოდა, თორემ ხმის რეჟისორის მიერ დადებული  ხარხარი გარანტირებული მექნებოდა. 
-ღმერთი ღმერთად მისდამი რწმენამ აქცია, ირწმუნეთ მეორე რუსეთი და შეისწავლეთ ის, ამავე დროს შექმენით მეორე საქართველო. 
პირველ ეტაპზე ყალბი მეორე საქართველოც იმუშავებს, რუსებს იმდენად დიდი მზადყოფნა აქვთ მის მიმართ. 
თუმცა ეს თქვენთვის ისედაც ახლობელია- თქვენც ხომ საშური რეგულარულობით იქმნით მითს მეორე რუსეთის შესახებ.
ახლა თქვენს წარმოდგენით კეთილგანწყობილ რუსებს ხორცი უნდა შეასხათ, უნდა გააცოცხლოთ. 

მე ამასობაში მუსკულუს რიზორიუსები (ღიმილის კუნთები) დამეღალა, თითქმის მეტკინა, და გადავწყვიტე ღირსეული იერი სხვა მიმიკით მიმეღწია.
თუმცა საუბრის კურსში ყოფნასაც ვცდილობდი გაჭაჭული ხარხარი რომ არ მომხდენოდა. 
ფიქრების ნაკადის სადღაც ქვედა დონეზე გავიფიქრე, კარგი იქნება ეგ შენი რეცეპტი განხორციელებადი რომ იყოს, და მართლა ჩვენს ხელში რომ იყოს მეორე რუსეთის დაბადებათქო. მოვიფიქრე. ვკითხე. 
ბატონო წმინდაო სანტა კლასუსო თუ ნიკოლასო თუ ნიკოლო, როგორ გვიბრძანებ მეორე რუსეთის გამოქანდაკებას? ხმლით, ფარით თუ კისერზე წურბლებით? 
ეს კონტრ შეკითხვა ჩემი გამჭრიახობის დასტური უნდა ყოფილიყო და საახალწლო ხუმრობადაც წავიდოდა. 
ვერ მივხვდი რაში დაჭირდა ის პაუზა, ჯერ ჩუმად იყო, ისევ ამოსაჭრელი კადრია, ამ კაცს ენა კი აქვს მორგებული, მაგრამ მთლად პროფესიონალი ვერაა, ეს მისი ბოლო როლი იქნება, აღარ მიიწვევენ მეთქი. 
- უკვე გითხარი, თქვენ უნდა შექმნათ თქვენგან მეორე საქართველო, მაქსიმალურად მოსიყვარულე, გახსნილი, კანონმორჩილი, სუფთა,წესიერი, მოწესრიგებული, განათლებული და  პატრიოტი,
წადით სიკვდილზე ოღონდ შეგნებულად და არტისტულად, ხომ ამაყობთ არტისტულობით. ხოდა მოაწონეთ იმ მეორე რუსეთს თავი, ოღონდ, მეორე საქართველოში მეორე რუსეთმა ჯერ თავგანწირვა უნდა დაინახოს და შემდეგ არტისტიზმი. გაითვალისწინეთ, 50.000 კაცის სისტემატიური წესიერება ერთი კამიკაძე პატრიოტის სიცოცხლე ღირს, აირჩიეთ თქვენ. გამარჟვებისთვის ან 90 კამიკაძე გამოიყვანეთ სასიკვდილოდ ,ან 4500000 სტაბილურად წესიერი მოქალაქე სტაბილურად დემოკრატიულ ქვეყანაში აცხოვრეთ.
ძაან მშვიდი ტონით თქვა, თან რეები თქვა? ელესდე ხომ არ აქვს ნაყლაპი მეთქი, ინტელექტუალი ნარკომანია, მანიაკია? ფარული კამერის ჟანრიდან აშკარად ამოვარდნილი იყო. ვიდეო კამერა ჯერაც ვერ მეპოვნა, ცოტა არ იყოს შემეშინდა, გაზქურისკენ მე ვიჯექი, ტაფას რომ ვტაცო ხელი და გავუქანო დავასწრებ მეთქი, გავიფიქრე. 
არადა მისი ნათქვამი ისევ აჩუხჩუხდა ჩემი აზრების ნაკადის ფსკერთან ახლოს. 
პასუხიც მოვიფიქრე, ოღონდ კატეგორიულად არასაახალწლო - შენ არ იცი, შენ რა იცი, სანტა ხარ თუ ვინცა ხარ, არ გამოვა ეგ საქმე. ჩვენი ღირსების დაბრუნებას სისხლის წვიმა არ ეყოფა, შენ არ იცი თუ როგორ სტაბილური მონდომებით და სწორედაც რომ არტისტულად ვამტკიცეთ ჩვენ ქართველებმა ბოლო ოცი წელი, რომ უღირსი ხალხი ვართ, რომ შენს მიერ დაგეგმილი მეორე საქართველოს სრულიად საწინააღმდეგო ტიპაჟი ვართ, და ეს რუსებმაც იციან, პირველმაც და მეორემაც. 
არ ვართ წესიერები, არ ვცნობთ იერარქიას, არ ვუვლით საერთოს, გავრბივართ წითელ ხიდზე, ყველა ღრიჭოს ვიყენებთ კორუფციისთვის, ერთი სული გვაავს ეს პოლიციური რეჟიმი დავამთავროთ და კორუფციული ღრიჭოები კორუფციულ ხეობებად ვაქციოთ, რომ უთავმოყვაროები ვართ და რუსებს ისევ ისე  ვეპირფერებით როგორც " ნე გარიუიში", რომ რუსულ ესტრადას მსოფლიო მუსიკას რუსულს ვამჯობინებთ და ახალ წელს გალუბოი აგანიოკს ვუყურებთ, რომ ქვეყნის ექს მეორე და ექს მესამე პირები სსრკ-ს ჰიმნზე პუტინის ხელის ჩამორთმევით იბადრებიან, რომ არცერთ არაპოლიტიკოს ქართველს არ გაუბედავს არცერთი რუსისთვის იმის მიძახდბა, რომ ვერ იტანს, სანამ მისი ხელი და ფეხი ორთავიან პირში აქვს მოქცეული. ყველამ უმღერა ვისაც ელოდნენ საკუთარი იმპერიის სადიდებელ აღლუმზე. ღირსება არ გვაავს, მეგობრობა გვინდა, ეს გაიგონა იმ მრავალსახოვანმა რუსეთმა, და  მეორე რუსეთი ინტრიგანად დატოვა. 
ჩვენ მოვკალით მეორე რუსეთი უწესობით, შიდააშლილობით, მტრის ვერდანახვით, 
შენ კიდე თქვენო, თქვენო ისაო დევსო. დევს მოერევითო.
წადი რა შენს ლაპლანდიაში  მეთქი გავიფიქრე, არ მითქვამს. 
და უცებ ვიგრძენი, რომ სწორედ ის სახე მქონდა, რომელსაც დიდი ხმაურიანი ხარხარი დაედებოდა, უჰ, წლის სახე, წლის კადრი. სირცხვილო, აი ახლა კი დავიწვი, წავაგე, გავბრიყვდი, გავშაყირდი, გავპამპულდი, ავცმუკდი და გავბანძდი. ფინალი მე უნდა მომეფიქრებინა.

პასუხი დამაფიქრებელი აღმჩნდა, ისევ თავდაჯერებული ღიმილი? მთლად ირონიული ღიმილი ვეღარ მექნებოდა, მე თვითონ გამოვიდოდი კრეტინი, ამ სიტყვებზე  ირონია რომ გამომხატვოდა, ყველა ჩათვლიდა, რომ მე ვერ გავიგე ნათქვამი.
"სანტა" იმდენად მტკივნეულ თემებს შეეხო და იმდენად  ღრმა და დეტალური ცოდნა გამოავლინა პოლიტიკურ ექსპერტს შეშურდებოდა, ქართველია? ვეკითხდბოდი საკუთარ თავს. პოლიტიკოსია? აჰა, სელებრითი თვითონაა, ეს რაღაც ჰოლივუდური ხარისხის მასკაც მიტომ აქვს მორგებული რომ ვერც ვიცნო, არადა ვერავის ვამსგავსებ ხმით. 

ერთ ბალიში რა გაუხდათ ღიპად რომ ჩაედო. მისი ნათქვამიდან ვერც ის მივხვდი, ოპოზიციონერი იყო თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, იქნებ დამოუკიდებელი პოლიტიკური ექსპერტია, თუმცა ჩვენთან ექსპერტებიც ხომ პოლიტიკაში არიან და ამიტომ ან ოპოზიციონერები არიან ან ხელისუფლება, მოკლედ დამოუკიდებლები არ არიან, თავის ხეირს ეძებენ და თავისი ჯილას გამარჯვებას ელიან. არ მიყვარს პოლიტიკური ექსპერტები, ტელეჟურნალისტები ადვილად, მოკლედ რომ მიაწერენ ქვემოთ - ექსპერტი, ექსპერტი და არა პოლიტოლოგი ან პოლიტიკური ექსპერტი. 
  ექსპერტი შეიძლება იყოს სამედიცინო, სამედიცინო სასამართლო, საერთაშორისო პოლიტიკის, გეოლოგიის, ეკონომიკის, თავდაცვის, ძვირფასი ქვების, ღვინოების და ასე შემდეგ მაგრამ არცერთ შემთხვევაში ყველაფრის ერთად . ამ პოლიტიკურ ექსპერტებს ტელევიზორებში მხოლოდ ერთ სიტყვიან პროფესიას უთითებენ - ექსპერტი. ანუ იგულისხმება ბრძენი. არ მჯერა მათი ბრძენობის, არადა ამ კაცის ნათქვამი გულზე მომხვდა, ნეტა მართლა ასე ვიფიქროთ ქართველებმა მეთქი. 
დავიბენი, ვეღარ მივხვდი რა შემეკერა ჩემი გამომეტყველებისგან, პაუზა ჩამოწვა.
 
დროის მოსაგებად და დაბნეულობის დასაფარად მეორე შეკითხვა, რაც ენაზე მომადგა ის ვკითხე
"როდის გახდება ქართული საზოგადოება საზოგადოება" მეთქი (ალბათ ისევ კარნეგის ფაქტორი მალაპარაკებდა - იყავი მნიშვნელოვანი).
პასუხმა კიდევ უფრო განმაცვიფრა. 
ზურგზე არ ეცემოდა კატასავით, ისეთი არგუმენტები მოჰყავდა, თანაც მშვიდი ხმითა და ბრძენის კეთილგანწყობილი ღიმილით, რომ ..

ვეჭვობდი აი ახლა მაქვს ბრიყვის სახე, აი ახლა მეთქი.

-საზოგადოება აქ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დღევანდელ რელიგიურ აღტყინებას და საკრალიზაციას გაავრცელებთ აბსოლუტურად ყველა და ყველანაირ უმცირესობებზე. თუკი პატრიოტობად ჩათვლით საკუთარი ქართველობის მიჩუმათებას და დემონსტრაციულად გვერდზე დაიყენებთ უმცირესობებს, იქნებით წესიერები საყოფაცხოვრებო წესების დაცვასი, დაუთმობთ ერთმანეთს პერსონალურ სივრცეებს ხელუხლებლად, გეყოლებატ 100 ათასი ჩინელი, 100 ათასი ინდოელი და 100 ატასი აფრიკელი, როდესაც საქართველოში ოჯახების 20 % იქნება შერეული, როდესაც ქართველები ახალ სიამაყეებს იპოვით, ეს სიამაყეები უნდა იყოს მიმზიდველი, მეგობრული ქვეყანა, პროდუქცია, ექსპორტი, ნაწარმის ხარისხი, ნაკეტობის ავტორიტეტი. თქვენ მიდიხართ ამ მიმართულებით, მთავარი სიმპტომი უკვე ჩანს - ქართველი მენაგვეები, ბილეტის არება ავტობუსში და ღვადები მანქანაში, ეს უზარმაზარი ნაბიჯებია ამ მიმარტულებით, მაგრამ იმისათვის, რომ გადარჩეთ, გრანდიოზული წარმატება გწირდებათ. რაოდენობა ხარისხში მხოლოდ მაშინ გადაიქცევა, როცა შეეცდებით ააშენოთ ამ კურთხეულ მიწაზე ამერიკა, გადმოიტანეთ მექანიკურად დემოკრატიის ყველა იქაური გამოვლინება, 200 წელია გამოცდილია, მუშაობს. მიეცით ადამიანებს უფლება იყვნენ ავადმყოფები, ინვალიდები, გეები, ბოზები, დამიჯერეთ ისინი კვლავაც უმცირესობად დარჩებიან და აიძულებენ დანარჩენ საზოგადოებას იყოს უფრო ბრძოლისუნარიანი, პრინციპული და წესიერი. თქვენ პირველი საქმე თქვენი უმცირესობის შემორიგება გაქვთ, დაარწმუნეთ, რომ დაძლიეთ ყაჩაღი თქვენში, მარტივია - გეიპარადი ჩაატარეთ. იცოდეთ ორი პრინციპი: ყველაფრისთვის უნდა გადაიხადოთ და დემოკრატიას ეროვნება არ აქვს.საზოგადოების სექმნას შენ თვითონვე შეიტყობ, როცა დაინახავ რომ შენ ქვეყანას აქვს, საკუთარი ცოცხალი მუსიკა და არანაკლებ 500 ლექსი სიმღერად ბრძნული ან რთული მაინც ტექსტებით, როცა ქველმოქმედება კეთილი და ჭკვიანი იქნება ერთდროულად და ტანაც პრესტიჟული, როცა ხალხი მიხვდება, რომ სისუფთავე ნორმაა და არა ფანფარონობა, რომ ყველაზე ადვილი და მომგებიანი ურთიერთობა ეს სხვისი სიყვარული და პატივისცემაა.




ეს უკვე ზედმეტი იყო, ჩემი სტუმარი არამარტო სანტაკლაუსისა და ფარული კამერის რეპერტუარიდან გამოვიდა, არამედ საერთოდ მშვიდი საუბრის თემატიკიდანაც.
ხო, ყველაზე რეალური ვარიანტი მისი ევროპელ ფილოსფოს ბომჟობა მრჩებოდა, მაგრამ რა უნდა?
მძარცვავს? მათხოვარია?

ფარული კამერის ვარიანტიც ბოლომდე ვერ ვუარყავი. 
ამასობაში ვიტრინების მალულად შესწავლა დამთავრებული მქონდა და ახლა მაცივარსა და გაზქურას ვათვალიერებდი.

შეკითხვებით მისი კუთხეში დაყენება ვერ მოვახერხე, იქნებ პირიქითაც მოხდა, მისმა პასუხებმა დამაყენა მე დაბალ საფეხურზე, თითქოს მართლა მაკიაველს ზედმიწევნით გაერჩიოს საქართველოს დღევანდელი იწილო ბიწილო მდგომარეობა.
გარისკვა აღარ შემეძლო, თამაშდებოდა არა მარტო ჩემი, არამედ ქართული ბლოგოსფეროს,  ინტერნეტ ფორუმისა და ზოგადად ქართული საშუალოსტატისტიკური საზოგადოების ავტორიტეტი. ბოლო სიტყვა ჩემი უნდა ყოფილიყო და, შემდეგ როგორც აღმოჩნდა ყველაზე ბრიყვული შეკითხვა დავსვი - კამერა სად დამალეთ მეთქი. ალბათ ისეთი განმაქიქებელი გამომეტყველება თავიდანვე ვერ მივეცი ჩემს სახეს, როცა ამ შეკითხვას ვსვამდი, მაგრამ ჩემი გამომეტყველება მერე უნდა გენახათ, უფრო სწორედ, კიდევ კარგი რომ ვერ ნახავთ. 
ამ შეკითხვას კი გითვლი, ეს შეკითხვა მესამეა და მე მასზე პასუხი არ მაქვსო. უკმაყოფილო იყო, მაგრამ მაინც ტაქტიანი. 
იფიქრე რაც გითხარიო მითხრა წამომდგარმა, მიტრიალდა და პირდაპირ ორმაგი მინაპაკეტის გავლით გადაეშვა ქვემოთ მეთორმეტე სართულიდან. განძრევა ვერ მოვასწარი, რომ ყრუ ჟღარუნით ქვემოდან მფრინავი ეტლით ამოცურდა, უფრო სწორედ ამოფრინდა, ეტლი იყო და არა მარხილი, ირმები მე მგონი არ ჰყავდა შებმული, ალბათ ცხენები იყვნენ. ხვიხვინით გაიშხუილეს. 

ერთი წუთის წინ მიკროტალღოვან ღუმელს მინდოდა დავჯღანოდი "ა- ჰააა"-ს ძახილით, იქ მეგონა ჩამალული კამერა, მაგრამ .. კამერა აღარ მიძებნია. 
ახლა ვცდილობ მესამე შეკითხვა მოვძებნო და მზად მქონდეს ყოველი შემთხვევისთვის.
იმ ორ შეკითხვაზე პასუხი ვიცი. თანაც დეტალურად. ქურდი როცა მეგონა უჩუმრად მობილურზე დიქტოფონი ჩავრთე, მერე რომ სასამართლოზ ებევრჯერ რომ არ გამოვეძახეთ. 
აჰა ამონაწერი. მე თვითონ დავბეჭდე, სიტყვა არ შემიცვლია, დააშეარეთ სადაც მიგიწვდებათ, ფორუმზე, ბლოგებში, ფეისბუკზე, ოდნოებშიც, იქ ყველაზე მადლია. 


p.s.არ ვიცი იყო თუ არა ჩემი სტუმარი ნიკოლო მაკიაველი, ოღონდ ანსვერს.კომ-ში მაკიაველიზე მაინც წავიკითხე. არმოჩნდა, რომ მართლაც იმ ქალაქში დაბადებულა, სადაც წმინდა ნიკოლოზი განისვენებს.ეს მისი ფრაზებია ინგლისურად , აღარ მითარგმნია:
"Men shrink less from offending one who inspires love than one who inspires fear."

"There is nothing more difficult to take in hand, more perilous to conduct, or more uncertain in its success than to take the lead in the introduction of a new order of things."

"Men in general judge more from appearances than from reality. All men have eyes, but few have the gift of penetration."

"Men are more apt to be mistaken in their generalizations than in their particular observations."

"Men in general judge more by the sense of sight than by the sense of touch, because everyone can see, but only a few can test by feeling. Everyone sees what you seem to be, few know what you really are, and those few do not dare take a stand against the general opinion."

"There are three kinds of intelligence: one kind understands things for itself, the other appreciates what others can understand, the third understands neither for itself nor through others. This first kind is excellent, the second good, and the third kind useless."

"Men sooner forget the death of their father than the loss of their patrimony."

"Men nearly always follow the tracks made by others and proceed in their affairs by imitation, even though they cannot entirely keep to the tracks of others or emulate the prowess of their models. So a prudent man should always follow in the footsteps of great men and imitate those who have been outstanding. If his own prowess fails to compare with theirs, at least it has an air of greatness about it. He should behave like those archers who, if they are skilful, when the target seems too distant, know the capabilities of their bow and aim a good deal higher than their objective, not in order to shoot so high but so that by aiming high they can reach the target."

"Many have dreamed up republics and principalities that have never in truth been known to exist; the gulf between how one should live and how one does live is so wide that a man who neglects what is actually done for what should be done learns the way to self-destruction rather than self-preservation."

"Of mankind we may say in general they are fickle, hypocritical, and greedy of gain."

"Hatred is gained as much by good works as by evil."

"The wish to acquire more is admittedly a very natural and common thing; and when men succeed in this they are always praised rather than condemned. But when they lack the ability to do so and yet want to acquire more at all costs, they deserve condemnation for their mistakes."

"Ambition is so powerful a passion in the human breast, that however high we reach we are never satisfied."

"It is better to be feared than loved, if you cannot be both."

"Benefits should be conferred gradually; and in that way they will taste better."

"States that rise quickly, just as all the other things of nature that are born and grow rapidly, cannot have roots and ramifications; the first bad weather kills them."

"The promise given was a necessity of the past: the word broken is a necessity of the present."

"A prince never lacks legitimate reasons to break his promise."

"I consider it a mark of great prudence in a man to abstain from threats or any contemptuous expressions, for neither of these weaken the enemy, but threats make him more cautious, and the other excites his hatred, and a desire to revenge himself."

"Tardiness often robs us opportunity, and the dispatch of our forces."

"The one who adapts his policy to the times prospers, and likewise that the one whose policy clashes with the demands of the times does not."

"One change always leaves the way open for the establishment of others."

"Since it is difficult to join them together, it is safer to be feared than to be loved when one of the two must be lacking."

"A prince must be prudent enough to know how to escape the bad reputation of those vices that would lose the state for him, and must protect himself from those that will not lose it for him, if this is possible; but if he cannot, he need not concern himself unduly if he ignores these less serious vices."

"The fact is that a man who wants to act virtuously in every way necessarily comes to grief among so many who are not virtuous."

"There is no avoiding war; it can only be postponed to the advantage of others."

"The main foundations of every state, new states as well as ancient or composite ones, are good laws and good arms you cannot have good laws without good arms, and where there are good arms, good laws inevitably follow."

"God is not willing to do everything, and thus take away our free will and that share of glory which belongs to us."

"Where the willingness is great, the difficulties cannot be great."

"A wise man will see to it that his acts always seem voluntary and not done by compulsion, however much he may be compelled by necessity."

"It should be noted that when he seizes a state the new ruler ought to determine all the injuries that he will need to inflict. He should inflict them once and for all, and not have to renew them every day."

"Princes and governments are far more dangerous than other elements within society."

"No one should be astonished if in the following discussion of completely new princedoms and of the prince and of government, I bring up the noblest examples. Because, since men almost always walk in the paths beaten by others and carry on their affairs by imitatingeven though it is not possible to keep wholly in the paths of others or to attain the ability of those you imitatea prudent man will always choose to take paths beaten by great men and to imitate those who have been especially admirable, in order that if his ability does not reach theirs, at least it may offer some suggestion of it; and he will act like prudent archers, who, seeing that the mark they plan to hit is too far away and knowing what space can be covered by the power of their bows, take an aim much higher than their mark, not in order to reach with their arrows so great a height, but to be able, with the aid of so high an aim, to attain their purpose."

"From this we learn that a wise prince sees to it that never, in order to attack someone, does he become the ally of a prince more powerful than himself, except when necessity forces him, as I said above. If you win, you are the powerful kings prisoner, and wise princes avoid as much as they can being in other mens power."

"Because just as good morals, if they are to be maintained, have need of the laws, so the laws, if they are to be observed, have need of good morals."

გვანან ერთმანეთს?
მე მგონი რომ კი გვანან. ოღონდ იდეალიზმი მიძალებია სიკვდილის შემდეგ.
ნიკოლო მაკიაველი იყო კაცო?

მე რომ პატრიარქი ვიყო





ჩემს ბავშვობაში გაზეთში მუდმივი რუბრიკა იყო - მე რომ რაიკომის მდივანი ვიყო, სადაც გსსრ-ს კომუნისტი და არაკომუნისტი მოქალაქეები თავის მიგნებებს წერდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა მათ რაიკომის მდივანს ცხოვრების გასაუმჯობესებლად. 

მე როგორც მტკიცე ათეისტს, არ მაქვს აღებული პასუხისმგებლობა უპირობო შეფოფინებით ვუყურო საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსს. მე მას როგორც მოქალაქეს სრულიად არაოაზროვანი დიდი პატივისცემით ვეპყრობი, მინდა დიდხანს იცოცხლოს და უკეთეს საქართველოს მოესწროს. 
მიმაჩნია რომ მას არათუ მხოლოდ დიდი გავლენა აქვს საქადთველოს სოციალ- პოლიტიკურ- კულტურულ და სულიერ ცხოვრებაზე, არამედ ის ერთპიროვნულად იყო  რამდენიმე საბედისწერო გზაჯვარედინზე საქართველოსთვის მიმართულების ამრჩევი.

თუმცა ახლა, ამ წერილის თემა მის პოლიტიკურ პოზიციას კი არ ეხება, არამედ მისი ე. წ. ბალანსისა  და კალთის ქვეშ მყოფ უძრავ ქონებას - ეკლესიებს. ეკლესიებს, რომლებიც ჩემიცაა (ახლების გარდა) ვინაიდან ჩემი წინაპრების შემოქმედების, შრომისმოყვარეობის, კულტურულობის, სულიერების ძეგლებს წარმოადგენენ. 
ჩემი ბიოგრაფიის ბოლო ათ-თხუთმეტწლეულის ტელევიზია ხშირად გვთავაზობდა მონაწილეობას სხვადასხვა ეკლესიის მშენებლობაში. მხოლოდ ბოლო ერთი წელია, რაც ვხედავთ მოწოდებებს მონაწილეობა მივიღოთ ისტორიული დაზიანებული ძეგლის აღდგენაში, და ეს მე ძალიან მახარებს. 
ეს არათუ საჭირო და სასწრაფო საქმეა, არამედ სამართლიანიც. 
ჩემთვის, როგორც პატრიოტი მატერიალისტისთვის ათჯერ მეტი მადლია ძველი ტაძრის აღდგენა, ვიდრე ახლის ჩამოსხმა.
მე რომ პატრიარქი ვიყო:
 
1. დროებითი დეკრეტით შევწყვეტდი ახალი ეკლესიების მშენებლობას, რათა ხალხის ისედაც მწირი, შეზღუდული რესურსი უფრო საშური და მადლიანი საქმისათვის დახარჯულიყო. 
დავასწრებდი გრავიტაციას, ეროზიას, წვიმას, ქარს და აღმართულებს შევინარჩუნებდი ისტორიულ ტაძრებს, მეცნიერული ცოდნის მოშველიებით ჩავუტარებდი კონსერვაცია-გამაგრების სამუშაოებს.

2. ეკლესიის  რესურსის დიდ ნაწილს მივმართავდი ტაო კლარჯეთის ტაძრების რესტავრაციაზე. 
მსმენია, რომ თურქულ მხარეს ტაოკლარჯეთის ძეგლების აღდგენის წინაპირობად ბათუმში მუსულმანური კულტურული ცენტრის- მუზეუმის აგების უფლება უთხოვიათ და უარი მიუღიათ საქართველოს პატრიარქისაგან. 
მე რომ პატრიარქი ვიყო ამ პირობაზე დღესვე დავთანხმდებოდი და უცილობელი ჩამოქცევისგან გამოვიხსნიდი ჯერ კიდევ მდგარ ქართულ ბუმბერაზ ეკლესიებს. 
მუსულმანობა ქართველობის მტერი არ არის, ის მისი ერთერთი სახეა, არ მიმაჩნია, რომ მუსულმანური კულტურის ცენტრი ბათუმში საქართველოს ხიფათს მოუტანს, პირიქით ჩვენვე, ქართველებმა უნდა ავაშენოთ ასეთი დაწესებულება, არათუ საჩუქრად მივიღოთ. 

3. ავკრძალავდი კუბოს სამჯერ დატრიალებას და კარებზე მიჯახუნებას.

4. გავანთავისუფლებდი მორწმუნე მგზავრებსა და მძღოლებს ვალდებულებისგან პირჯვარი გადაიწერონ ყოველი ეკლესიის გვერდზე  ჩავლისას. ნებას დავრთავდი პირჯვარის გადაწერისა მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გულში მაიც ღმერთს სიტყვიერად  მიმართავენ ან ლოცულობენ. მძღოლებს კი ავუკრძალავდი მანქანის ცალი ხელით მართვისას მეორე ხელით პირჯვარის გადაწერას. 

5. თბილისში საჭოჭმანო მფლობელობის ეკლესიებს, რომლებიც ქართველებსა და სომხებს ვერ გაგვიყვია, მივაკუთვნებდი სომხებს, თბილისის გარეთ იგივე საკითხს გადავჭრიდი ისტორიული რეალობის სკრუპულოზური გამოძიების შედეგების გათვალისწინებით. 

6. უკან მეჩეთში დავაბრუნებდი ზარზმელი ბერების მიერ მეჩეთის ნამსხვრევებიდან ზარზმის ტაძარში ატანილ ქვებს

7. ტაო კლარჯეთის იმ სოფლების თურქი მოსახლეობისათვის სადაც ქართული ეკლესიებია, სისტემატიური ურთიერთობის, მეგობრობის, სტუმრობა- მოპატიჟების, ეკლესიების მოვლისათვის ფინანსური დაინტერესების რეჟიმს შევქმნიდი (ამასთანავე ყოველგვარი მისიონერული ზრახვების გარეშე). 

8. შევქნმიდი საქართველოსა და ტაო კლარჯეთის ყველა ეკლესიის ფრესკების მაღალი რეზოლუციის ახლო ახლო რაკურსით ფოტო-ვიდეო უნიფიცირებულ, სტანდარტიზირებულ არქივს. 
 
9.ეკლესიებში დავრთავდი ნებას ამ ეკლესიის ფრესკებისა და ეკლესიის ისტორიიის LCD ეკრანზე ჩვენებისა (იხილე პუნქტი #8). 

10. დავუშვებდი კრემაციას იმ მკვდართათვის, ვინც ამაზე სიცოცხლეში წინასწარ, თანხმობა განაცხადა.

11. დავუშვებდი პანაშვიდებს სპეციალური სარიტუალო შენობიდან, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია და ამით შევამცირებდი აუცილებლობას, საავადმყოფოში გარდაცვლილი ადამიანი საკუთარ ბინაში აასვენ-ჩამოასვენოს მრავალსართულიანი სახლის მაცხოვრებელმა მგლოვიარე ოჯახმა. 

12. ნებას დავრთავდი და წავახალისებდი სიკვდილისშემდგომ ორგანოთა დონორობას.





და დამერწმუნეთ, ვფიცავარ, თავს ვდებ, თავს ჩამოვდივარ, წყალი არ გაუვა, ჩემი მეგარეფორმების შედეგად საქართველოში მართლმადიდებლობა გაძლიერდება, საქართველოც.

ღმერთმა გვიცოცხლოს პატრიარქი, როგორიც არის. იყოს უკეთ,იყოს კარგად. 
მე ჩემ წილ საქართველოს ვერ ავუდივარ, წავალ მივხედავ.                
 

ქართული ანდაზა მერფის კანონებში აღმოვაჩინე

ერთი ქართული ანდაზა მერფის კანონებში აღმოვაჩინე. მართალია მისი ანალოგი ქართველებს არ გვაქვს, მაგრამ მაინც ქართულია, ჩვენს გულში ზის. ჩვენმა ხალხმა ამ გულისნადების ანდაზად ქცევა, არტიკულაცია ვერ მოახერხა.. ან იქნებ ბევრჯერაც მოიფიქრა, მაგრამ რომ დაინახა, შიშველი რჩებოდა, ხმა გაიკმინდა, კრინტი არ დაძრა, ენას კბილი დააჭირა, აღვირი შეიკრა, დაიმორცხვა, ნამუსი შეგვინახა, არ გაგვთქვა.

მოდი შევეცადოთ ვთარგმნოთ, ეს კანონი რუსულ საიტზე ვნახე და ასე ჟღერს
"ლეგჩე პალუჩიც პრაშჩენიე, ჩემ რაზრეშენიე"
მოდით ვთარგმნოთ ქართულად
ჩემი ვარიანტები ბოლომდე არცერთი მაკმაყოფილებს:
"ნებართვის მოპოვება ძნელია, პატიებისა კი ადვილიო"
"ნუ წვალობ ნებართვაზე, მერე ჩაქინდრე თავი, ადვილიაო"
"ნებართვა მთაა, პატიება ბორცვიო."
"რატომ ადიხარ მთის წვერზე ნებართვისთვის, ხვალ ბორცვზე აირბინე პატიებისთვისო"
"კაცი თუ ხარ 3 პატიება გეკუთვნისო"
"ნებართვზე ადვილი პატიების მიღებააო"
"ჯობს მერე გაპატიონ, ვიდრე ახლა ნებართვაზე იწვალოო"
"შენ დაარღვიე, ისინი გაპატიებენო"
"წითელზე გაიარე, თავი მერე პატრულმა იმტვრიოსო"
"გზა გადაუჭერი, დაამუხრუჭებს, აბა ხომ არ დაგარტყამსო"
"ცემენტი დააკელი, ერთი ტომრისთვის არ გაგაგდებს და ნებართვას კი არ მოგცემსო"
"დღესაც დაჰკარი, პახმელია წმინდათაწმინდა ალიბიაო"
"ააფრინე ალალიო? ჯიგარი ხარ ქართველიო",
"მშიშარა კურდღელი საყვედურის შიშით მაგიდიდან ვერ ხტებაო",
"პედანტი მუშა პრარაბისთვისაც ჭირიაო"
"შენ შაუბერე, ამ ერთსაც გაპატიებენო"
"ჯერ კაცი ხარ ამქვეყნად და მერე მოქალაქეო"
"წესები წყალს წაუღია, სამი პატიებე კიდევ მეკუთვნისო"
"ვინ გამიგებს, და თუ გამიგებს, მაპატიოს მაგის დედაო"
"ამთვისაა ხვალეო"
"პალუჩკა ერთად გვაქვს დასამღერებელიო "რას გეღრიჯო ნებართვაზე, ოქრო გულის ჭირიმეო"
"ნებართვას მოუკვდა მომგონი, დაილოცოს პატიებაო"
"ამ ერთხელ მაპატიე, სემდეგ ყოველ მეხუთეზე ნებართვას ავიღებო"
"ნებართვა ითხოვეო? მეტად არ უღირხართო?"

...

აბა თქვენ იცით, როგორც ხედავთ ისეთი ფრაზა ვერ ვიპოვე ქართული ზეპირსიტყვიერების ანთოლოგიაში რომ შევიდეს, ცადეთ, იქნებ თქვენ უკეთესს მიაგნოთ.

Sunday, January 16, 2011

ამაყობენ თუ არა ებრაელები ქრისტეთი?

ქრისტე ებრაელებისათვის ებრაელი ისტორიული პირია, რომელიც ჩვ. წ. აღრიცხვით 0-33 წლებში ცხოვრობდა. ის მათთვის ცრუ წინასწარმეტყველი იყო პირველ საუკუნეში და ამისათვის დასჯილი იქნა ჯვარცმით სიკვდილით.

ქრისტიანული სამყარო ებრაელებს საყვედურობს:
- ქრისტეს ღმერთად არცნობას
- ქრისტეს ჯვარცმაში მონაწილეობას
- პილატეს შანსის, აერჩიათ ერთი სამ ჯვარცმულთაგან, რომელსაც სიცოცხლე ეწყალობებოდა, ბარაბას გადასარჩენად გამოყენება.


ქრისტიანებს კი არ გვბეზრდება ებრაელებისადმი საყვედურის შთამომავლობაზე გავრცელება, მაგრამ ასეთივე პრინციპულები ვართ თუ არა საკუთარი ერების მიმართ?
თუკი 21 საუკუნის წინანდელ ებრაელთა ერთი ჯგუფის საქციელს ადვილად ვაზოგადებთ მთელ ერზე და ჩვენს ვერდიქტს სამუდამო ვერდიქტად ვთვლით, ვართ თუ არა ასეთივე პრინციპულები და მკაცრები საკუთარი ისტორიის მიმართ.
მაგალითად, ვთვლით თუ არა ქართველობას ერად, რომელსაც ისტორიულად პოლიტიკური პროსტიტუტები მართავდნენ, იმით რომ, ქართველ მეფეთა ნახევარს დამპყრობის საამებლად მუსულმანობა ჰქონდა მიღებული, ან ერად, რომელსაც პროსტიტუტი თავადაზნაურობა ჰყავდა, რომელიც რუსეთთან შეერთების შემდეგ ადვილად გაიყიდნენ და სრული პოლიტიკური ნულები გახდნენ რუსეთში დარიგებული
მამულების ფასად. მათი შთამომავლები შემდეგი თაობიდანვე მოყოლებული რუსები გახდნენ. ვთვლით თუ არა, რომ ქართველობა, ქართველთა მასა პროსტიტუტი მასაა, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველები საკუთარ მეზობლებსა და მეზობლის შვილებს იტაცებდნენ და მონათა ბაზრებზე მონებად ჰყიდდნენ?
ვთვლით თუ არა, რომ ქართველობის ვაჟკაცობა მითია, და მისი საომრად წასხმა მხოლოდ შიშით შეიძლება, სხვა რითი ხსნი იმას, რომ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მილიონი ქართველი მამაკაცი მონაწილეობდა, საკუთარი მიწის დასაცავ ომებში კი არაუმეტეს 30.000-მა და მათგან ნახევარმა ხანმოკლედ, პირველ იმედგაცრუებამდე იბრძოლა, მერე კი შინ დაბრუნდა.
ღებულობ თუ არა პასუხიგებლობას შენი ხალხის ისტორიულ სირცხვილებზე?
არსაკიძისთვის მკლავის მოკვეთაზე, ფალავანდიშვილის მიერ შეთქმულების ჩაშვებაზე. თამარ მეფის მიერ ...-სთვის თვალების დათხრაზე, გიორგი ბრწყინვალის მიერ მოწვეული თავადებისათვის თავების დაჭრაზე?

ჩვენ ადვილად ვაზოგადებთ 20 საუკუნის წინანდელ ებრაელთა დამპყრობის მიერ მოწყობილ დასჯის საყურებლად, ბოროტად თვალსასეიროდ შეგროვილ ალბათ ათასკაციანი ჯგუფს მთელ ებრაელ ერთან. თანაც ამ ფაქტში ებრაელთა არა მხოლოდ მაშინდელ პორტრეტს ვხედავთ, არამედ სამუდამოს; მაშინდელს, ახლანდელს და სამომავლოს.

საკუთარი ეროვნების შეფასებაში ასეთი მკაცრები და მარტივები აღარა ვართ. ჩვენი ისტორიის სირცხვილები ხან ფეოდალიზმს ბრალდება, ხან უთვალავ მტერს და ხან უდანაშაულო მსხვერპლს.

ნეტა როგორ მოვიქცეოდით ჩვენი ისტორიიდან ვიღაც მეშვიდე საუკუნელი პირისგან მსოფლიოს ღმერთი რომ შეექმნა, ჩვენ კი დღევანდელივით კვლავაც ქრისტიანები რომ ვყოფილიყავით? ძირითადი განვითარებული მსოფლიო ქუჯიანები, ვახტანგიანები, გოჩაიანები ან აზოიანები რომ ყოფილიყო.
ვიამაყებდი თუ არა მე იმ ქუჯით, გოჩათი ან აზოთი?
ვინ და რა ძალა შეძლებდა არ მეამაყა ისტორიული ქართველით, რომელიც მსოფლუოს არა მარტო ღმერთად და სათაყვანებელ ხატად ჰყავს, არამედ სათნოების, სამართლიანობის, კაცთმოყვარეობისა და სიბრძნის სიმბოლოდაც.
რას შეეძლო გაეფერმკრთალებინა ჩემი სიამაყე ქართველი ღმერთკაცის არსებობით?
არაფერს და ვერაფერს ალბათ გგონიათ, ხო?
მე ვიამაყებდი ქართველი ღმერთკაცით, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო მას უეროვნებო ღმერთკაცად თვლიდეს, მეშვიდესაუკუნელ ქართველთა ერთი სასჯელის სანახავად გასული ბრბოს ცოდვას მთელი ქართველებას თუ მოგვაწერდნენ.
გავუძლებდი სუბიექტურ ნეგატიურ შლეიფს და მაინც ვიამაყებდი.
ლუვრში რამდენიმე ჟღალთმიანი ქრისტე ვნახე. მისი მხატვრები ჯერ კიდევ მაშინ ებრაელად აღიარებდნენ ქრისტეს, ჩვენ კი ახლა, განვითარებული ტექნოლოგიებისა და უსაზღვრო ცოდნის ხანაში არ ვაღიარებთ ქრისტეს ებრაულ ისტორიულ პირად, ალბათ შურის გამო არ.
ებრაელებს კი სრული უფლება აქვთ იამაყონ თავისი იეშუათი, ის ხომ მართლაც ძალიან მაგარი ვინმე იყო და აი რატომ:
ბენეფიტები მსოფლიოსთვის:
არამატერიალური ძალა, სიმართლისა და კაცთმოყვარების ძალა მატერიალურ ბოროტ ძალაზე აღმატებულად გადააქცია. ამით მან და შემდეგ რომაელებმა მსოფლიოს ისეთივე ახალი წესრიგი მისცეს, როგორც გაერომ მეოცე საუკუნეში.
მისმა პიროვნულმა თვისებებმა არამარტო პოლიტიკა შეცვალა, არამედ მსოფლიოს კულტურა და ცივილიზაციაც.



ბენეფიტები ებრაელთათვის:
მსოფლიო დომინანტური რელიგია სავალდებულო საწყისად მიიჩნევს ებრაელთა ძველ აღთქმას.
მსოფლიომ კარგად იცის ისრაელის ისტორია ჩვ წ. 1 საუკუნემდე.
ებრაული სახელები გლობალურადაა გავრცელებული.

ისრაელის ისტორიის ამ საყოველთაო ცნობადობამ საშუალება მისცა ებრაელებს აღედგინათ ისრაელის სახელმწიფო. ისრაელის სახელმწიფო უნიკალური გზით შეიქმნა, მსოფლიოს ქვეყნებმა სამართლიანად ჩათვალეს არაბებით დასახლებულ მიწაზე ებრაული სახელმწიფოს აღდგენა. მათ არაბები მოიმდურეს და გადაიმტერეს სამართლიანობის სასარგებლოდ.
სამართლიანობის დასადგენად ორიენტირი კი მათთვის ქრისტეს დროინდელი ისრაელის უტყუარი არსებობა იყო.

ქრისტესგან კიდევ ერთი სარგებელი ებრაელთათვის არის ის, რომ წესიერი ქრისტიანები საერთო მასაში, და ისტორიის განმავლობაში ებრაელ ეროვნულ უმცირესობებს კარგად ექცევიან, პატივისცემითაც, თუნდაც საერთო ძველი აღთქმის გამო, მოციქულთა ებრაელობის, მარიამის ებრაელობის გამო. აშკარად თუ ქვეშეცნეულად, ეს ასეა.
სწორედ ამიტომ დასახლდა მტერთაგან ოტებული ებრაელობა ქრისტიანულ სახელმწიფოებში და არა ბუდისტურ- ინდუისტურში.

მუჰამედმა ებრაული ძველი აღთქმა დატოვა და ქრისტე ამოაგდო, და იმით, ქრისტე რომ ამოაგდო (იმის მიუხედავად, ძველი ებრაული რომ დატოვა) ებრაელთა მიმართ ყველაზე მტრულ რელიგიას მისცა სათავე.
ანუ ქრისტე ებრაელთა არამარტო საამაყო ისტორიული პირი, არამედ ისტორიული და სამომავლო მფარველია.
მფარველია არამარტო ზეცასა და ქვესკნელში (ანუ არამატერიალური) არამედ დედამიწაზეც; გაეროში, ფრონტის ხაზზე თუ ზურგში (ანუ მატერიალურად იცავს, ფარავს).
მე რომ იერუსალიმის მერი ვიყო, ქრისტეს ყველაზე დიდ ძეგლს დავუდგამდი, ოღონდ არა ჯვარცმის, არამედ ქადაგების დროს, ან სულაც დაკარგული და ნაპოვნი ბატკნით ხელში, ან სინაგოგაში მლოცველი, ან სანთლით, ან ხელებგაშლილს რიოს ქრისტეს მსგავსად.

ხომ გვაქვს ჩვენ ქართველებს მედეა, ფარნავაზი და ვახტანგი ძეგლებში. ქრისტე რითია ნაკლები ებრაელთათვის?
იქნებ სულაც ჯვარცმაც დამედგა, ამით მე როგორც ებრაელი გავემიჯნებოდი ბარაბას ამომრჩევ 1000 ნარჩევ ბოროტ 21 საუკუნისწინანდელ ებრაელს. ნარჩევ ბოროტს, იმიტომ რომ თვითონ მივიდნენ რომაელთა მოგონილი ტანჯვით სიკვდილით დასჯის - ჯვარცმის, თანაც სამმაგი ჯვარცმის სანახავად.
მეც ხომ ვემიჯნები 1000 ქართველს, რომელიც 21-ში წითელ არმიას შემოყვა, 37-ში საკუთარი ქვეყნის გონიერი და ნათელი ნაწილი მოსპო, მიხეილ ჯავახიშვილი და კალისტრატე? ტანჯვით სიკვდილსთვის გაიმეტა, რუსთაველი საქართველოდან გაასახლა, ვახტანგის აბჯრის გარღვეული იღლია გასცა, არსაკიძეს მკლავი მოსჭრა, სულხან საბა მიწაზე ათრია, ?-ს კი თვალები დათხარა.
რატომაც არ უნდა გავემიჯნო.
ჩემი პასუხისმგებლობის ნატამალია ის, რომ ჩემს დროს, ჩემს თანამედროვე საქართველოში ბედნიერი მოკვდა ჯაბა იოსელიანი (დიდუბის პანთეონში განისვენებს), მემუარებს წერს სიგუა. კბილებს იჩიჩქნის კიტოვანი და ინტერვიუებს იძლევა შევარდნაძე. მე ამ პასუხისმგებლობას ვერსად გავექცევი, ერთია მხოლოდ, რომ იმდენად მაქვს დაპატარავებული, რომ არ ვებრძვი, ანუ ვეგუები, მხოლოდ ეპიზოდურ დისკომფორტ-ფორიაქებს ვჯერდები. მე თუ დღევანდელ ისტორიულ სირცხვილებს ვეგუები, ებრაელებს როგორ უნდა მოვთხოვო პასუხისმგებლობა 1977წლის წინანდელ ებრაელებზე?




ამაყობთ თუ არა ქრისტეთი?
ებრაელებს ვეკითხები მაგრამ წერილის ძირითად ადრესატებად მარლმადიდებელ ქართველებს გგულისხმობთ.

Monday, January 10, 2011

Rod Stewart


სანამ როკ ვარსკვლავი გახდებოდა ის ყიდდა გაზეთებს ქუჩაში, იყო ფეხბურთელი, საფლავის მთხრელი, და... ჰქონდა იმ დროისთვის სცენაზე დასადგომად სრულიად შეუფერებელი ხმა, ან, როგორ ვთქვა, იმდროინდელი შეფასებით ხმა არ ჰქონდა.

ის ერთერთი ლეგენდა იყო, რომელიც ჩემი თვალსაწიერით საბჭოთა კავშირს აზანზარებდა, იმიტომ რომ მაშინ, შორეულ 80-იანებშI ამ სიმღერას რომ მოისმენდი, დარწმუნდებოდი, რომ რკინის ფარდის იქით მართლაც არის კარგი ადამიანების კარგი ქვეყნები და იქ ზეადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც ვერასდროს გაუგებდა მულსლიმ მაგომაევის, იოსიფ კაბზონის, ალა პუგაჩოვას და ლევ ლეშჩენკოს სამშობლო.

Sunday, January 9, 2011

ლუი დაგერი

სიტყვა დაგეროტიპი პირველად "მარტოობის ას წელიწადში" შემხვდა.





1838 წელს ლუი დაგერმა საფრანგეთის აკადემიაში ამ სურათით მიირბინა და სამყაროს ახალი ერის დადგომა აუწყა, წამი შეიძლება დაიჭირო!

ქვემოთ ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭი და მისი კლიენტი პირველი ადამიანები არიან, რომლებიც ფოტოფირმა აღბეჭდა.
სურათის ექსპოზიცია დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა, ამიტომ ამ ქუჩაზე მოძრავი სხვა ადამიანები Louis Daguerre-ს ფირმა უბრალოდ ვერ დააფიქსირა.

ამ დროს ამერიკაში ლივაისს უკვე შეკერილი ჰქონდა პირველი ჯინსი (პატენტი ჯინსის ნაკერავზე მოგვიანებით, 1873 წელს მიიღო).
საქართველოში კი თახსირი ფეოდალიზმი ჩუხჩუხებდა, რუსეთის იმპერიამ საქართველოს სამეფო გააუქმა და თავადაზნაურთა პირველი შეთქმულება-გაფართხალება, 1832 წლის შეთქმულება წარმატებით ჩაახშო.




მას შემდეგ მილიარდი წამია ფირებში დაჭერილი.
დრო ჩვენს ხელშია, ოღონდ განვლილი.