Thursday, February 24, 2011

შეცდომები-ვაქცინა

ევოლუციისა და კაცობრიობის ისტორიის განმავლობააში პროგრესის სათავე შეცდომებში იყო.
სიცოცხლის მრავალფეროვნებას და სახეობათა პროგრესს გენოტიპში შეცდომებს - მუტაციებს უნდა ვუმადლოდეთ.

კაცობრიობის პროგრესს კი ისტორიულ მეგა შეცდომებს.

ევროპელებმა ყველაზე მეტი შეცდომა დაუშვეს.
მათი შეცდომები იმდენად უხეში იყო, რომ მერე თვალსაჩინო კატასტროფული შედეგების შემხედვარეები აიცრნენ ამ შეცდომების საწინააღმდეგოდ. მუსულმანური აზია კი ამ ჯოჯოხეთურ შეცდომებს აცდა თავისი კონსერვატიზმისა და სიდინჯის წყალობით და.. დღესაც ყოველდღიურად მასობრივად უშვებენ იგივე მიმართულების, ოღონდ ნაკლები დრამატულობის შეცდომებს.


ევროპელთა შეცდომები უფრო სამარცხვინო იყო, და შედეგად სირცხვილად, ანუ გამოსასწორებელ საბოდიშო გრძნობად დარჩა.
მაგალითად, ინკვიზიციის უსამართლობის აღიარებამ ევროპელ მეცნიერებს მოუხსნა პრესი ეკლესიისგან
მაგალითად იგივე ინკვიზიციის პერიოდში ქალების კუდიანებად გამოცხადებამ, მათმა დახოცვამ და შემდგომში ამ მოვლენის საყოველთაო დაგმობამ ქალებს მისცა მამაკაცთან გათანაბრება(ტეტჩერი, მერკელი) და თავისუფლება ( პიკი - პორნოპროფესია).

ფაშიზმი ყველა ევროპულ და მუსულმანურ ერში სახელმწიოს ერთერთი საყრდენი კოლოსი იყო.
გერმანულ-იტალიურმა ფაშიზმმა ყველაზე შორს გაუტია. ევროპას ფაშიზმის მანკიერებანი დაანახა და აცრა მის წინააღმდეგ.
მუსულმანური ქვეყნებისთვის ევროპულ ფაშიზმს, აცრის ძალა არ მიუღია მოვლენათა სიშორის გამო.
კუკლუქსკლანის ჯერ არსებობამ და შემდეგ საყოველთაო დაგმობამ აფროწარმოშობის (და შემდეგ ნებისმიერი წარმოშობის) ხალხს ევროპელებთან თანაბარუფლებიანი არსებობის საშუალება მისცა.





ჩვენც გვაქვს მეგა შეცდომები, რომელთაც აცრის კეთილისმყოფელი შედეგები მოჰყვა:
ზვიადიზმი ეროვნულ შემწყნარებლობაში ტრანსფორმირდა,
აფხაზეთის ომმა სამხედრო ავანტიურების წინააღმდეგ აგვცრა
თბილისის ომმა სამოქალაქო ომის წინააღმდეგ დაგვრაზმა
2009 წლის აქციებმა ანარქიის წინააღმდეგ გაგვაერთიანა.


მაგრამ ყველა აცრა არ აღმოჩნდა საკმარისი ხარისხის და ხანგრძლოვობის მქონე.
აცრების უხარისხობა შეცდომის ნაკლებმა სიმწვავემ გამოიწვია.
მაგალითად, გამსახურდია რომ ყოფილიყო ხარისხიანი ფაშისტი, ჩვენ დღეს აღარ გვექნებოდა აგრესიული ქსენოფობია, ეროვნული და რელიგიური შეუმწყნარებლობა. გამსახურდია მხოლოდ ეთნოცენტრისტი იყო პოლიტიკის ავანჩავანის არცოდნის გარნირით და... შესაბამისად აცრაც არა გვაქვს სანდო.

დემოკრატია და ახალი ტექნოლოგიები კაცობრიობას ახალ საშუალებებს თავაზობს.
ზოგჯერ ეს ახალი საშუალებები ისეთ ფორმას იღებს, რომლისათვისაც სახის დარქმევასაც ვერ ვასწრებთ.
მაგალითად, 2009 წლის თბილისურ მიტინგებს ბოლო მოუღო მასმედიამ ძალოვნების მიზერული (უფრო ზუსტად პრინციპულად ინვოლირებული) მონაწილეობის პირობებში.
სამი ინტერვიუ გამვლელ მოქალაქესთან საკმარისი აღმოჩნდა ორთვიანი მიტინგი-ქუჩების ბლოკირების კომპრომეტირებისათვის.



ეს მაგალითები მომყავს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩემს მიერ ქვემოთ მოყვანილი თეზა გავამაგრო, პრეცედენტი მოვუძებნო.
:
დღეს აღარ არის აუცილებელი ისტორიული, ისტორიაში დამღად დასარჩენი მეგა შეცდომის დაშვება, რათა სასარგებლო აცრა მიიღო.
დღეს თანამედროვე საინფორმაციო, მათ შორის სოციალური მედიის, ინტერნეტ ფორუმების მეშვეობით შეგვიძლია ქსენოფობიის ვაქცინა მსხვერპლის გარეშე გამოვზარდოთ.
ამისათვის (საკმარისი არა, მაგრამ) აუცილებლად გამოსაყენებელი ეფექტური ინსტრუმენტია ინტერნეტ სივრცე.
იქ შეზღუდვა არ აქვს ფაშიზმს, შოვინიზმს, ქსენოფობიას, აგრესიას, რევანშს და ათასგვარ ქვენა ყიჟინას.

ინტერნეტში ფუვდება გენოციდები, პაგრომები, ეთნოწმენდები, შუღლი, ღვარძლი და გესლი .

შეგვიძლია თუ არა ეს სიბოროტე იმ დასუსტებულ მკვლელ ბაქტერიად ვაქციოთ, რომლისგანაც სასარგებლო ვაქცინა დამზადდება?
რატომაც არა.

Monday, February 21, 2011

Sunday, February 20, 2011

w სიტყვები

ჭირ ვარამი
ჭირ ნახული
წყევლა კრულვა
ქება დიდება
ქვრივ ოხერი
ლოცვა კურთხევა
ჯიში ჯილაგი
სისხლი და ხორცი
დედაწულიანად
შახსეი ვახსეი
შალტაი ბალტაი
ალთა ბალთა
გაწიგამოწი
გეიწი გამატარე
დავიდარაბა
აყალ მაყალი
დანა ჩანგალი
პურ მარილი
ცხვირ პირი
თავ ყბა
თვალ ყური
თვალ თვალი
ბასტიბუბუ
ხელ და ხელ
ხელ გარჯილი
კარ აკოშკა
კარ ფანჯარა
ეზო კარი
მიწა წყალი
და- ძმა
ცოლ-ქმარი
ვაჟ- კაცი
ერთგულ
ორგული
პირშავი
პირ უტყვი
ავან- ჩავანი
მუშტი კრივი
ანი და ჰოე
ანი და ცეტი




თ მეფე
დ აღმაშენებელი
უ შექსპირი
ვ ფშაველა
მ სერვანტესი
ვი ლენინი
შ რუსთაველი
მ ტვენი
ო ჰენრი
გ ბრწყინვალე
ქ წამებული
რ ლომგული
ი ქრისტე
მ ყრუ
კ ცეტკინი
ჯ ლენონი
ვ გოტგასალი
ი ცეზარი
ლ მეთორმეტე
ს საბა ორბიანი
ბ ბუტროს გალი
ჯ. კ. ჯერომი
ბ შოუ
პ. ბისი. შელი
ი. სებასტიან ბახი
კ. კლეი
მ. ალი

1993 წლის შეთავაზებები

ის რაც მითხრეს


-ერთხელ სამსახურთან ახლოს ავარია მომხდარა, მანქანაში უგინო კაცი ხროტინობდა. კაცმა, ექიმმა, რომლისგანაც ამას არც ველოდი და ვერც წარმოვიდგენდი, მითხრა, ჩამო მაგარი ვეშჩები ყოფილა იმ მანქანაში, დავითრიოთო.



-მეორემ მითხრა წამო, ახლა აჭარაში შევდივართ და აგერ მაქვს სია რომელ სოფელში ვის რა მანქანა ჰყავსო, თან ჯიბიდან დაკეცილი თაბახი ამოაძვრინა

-მესამემ მოდი ჩვენი საძმო შევკრიბოთო, ისე უნდა ვიყოთ, რომ გარეთ არაფერი გვჭირდებოდეს, შენ მაგალითად ჩვენი ექიმი იქნებიო.


- შეთავაზებები თელასის, თბილგაზის, აიეტის ინკასატორებისგან, რომ გამეჩერებინა მრიცხველი, შემომეყვანა ლევი ხაზი. იმ პირობით, რომ ნახევარ ფასს მათ პირადად გადავუხდიდი.


-იმავე დროს რატომღაც ვმონაწილეობდი გაზის სატვირთო მანქანის გაყიდვაში, მყიდველს რომ ფასი დავუსახელეთ გვითხრა, მაგაზე 5 ათასი დოლარით მეტს გადავიხდი, ოღონდ ზედმეტი გადახდილიდან 4 ათასი პირადად დამიბრუნეთო.

Saturday, February 19, 2011

სილი

დედას ვფიცავარ ასე იყო, მაგნიტოფონი (თუ სისტემაა, ნუ როგორც ქვია) ჩართული მაქვს და სილის "ქის ფრომ ა როზა" მესმის, გავხსენი ანსვერს კომი და დღის მთავარ წერილად მხვდება.
Where is the singer Seal from?
Seal (full name Seal Henry Olusegun Olumide Adelo Samuel) was born and raised in London, his parents having moved there from Nigeria. Seal had a degree in architecture and worked as an electrical engineer and in odd-jobs, before turning to his real love, music. His first hit was a song he co-wrote with British keyboardist Adamski, "Killer." In 1995, Seal won three Grammy Awards for the song from Batman Forever, "Kiss From A Rose": Record of the Year, Song of the Year, and Best Male Pop Vocal Performance. Last week, Seal shared another Grammy with Herbie Hancock, India.Arie, Jeff Beck and Oumou Sangare in the category Best Pop Collaboration With Vocals, for Previous highlights ►
John Lennon's song "Imagine." Happy birthday to singer/songwriter Seal, who turns 48 today.





Thursday, February 17, 2011

მეზე ანუ შტრიხები ავტოპორტრეტისთვის

გუშინ კურიერში თუ ქრონიკაში მონათესავე სული ვნახე, არადა ისეთ სხეულში, სულაც რომ ვერ ვიფიქრებდი.

ვიღაც "კეთილი ხელისუფალი" 20 ლარიან ვაუჩერს ჩუქნიდა ერთ 90 წლის ჩაწოლილ ღარიბ მარტოხელა ქალს, ბებოს ჩამოთვლილი მონაცემების მიუხედავად ცოცხალი თვალები ჰქონდა და სიამაყით ყვებოდა რაღაცას. ჟურნალისტმა გვაუწყა, რომ ქალბქტონი (ვთქვათ ჟუჟუნა) წიგნებს წერს, მისი ბოლო წიგნი, რომელზეც ჯერ მუშაობს, მის გარდაცვლილ ქმარს ეძღვნება .


ჰოდა ეს ბებო არის ჩემი მონათესავე სული, ისიც 10 მკითხველისთვის წერს "წიგნებს" რომლებიც რაღათქმაუნდა არასდროს გამოიცემა.
დიდხანს იცოცხლე ბებო, დაე ბოლოსწინა ამოსუნთქვამდე გჯეროდეს, რომ მსოფლიო კლასიკა გაამდიდრე და რომ აღიარება მაინც მოვა.


მას შემდეგ, რაც ბებო გვერდიდან დამანახეს, მომინდა რომ ჩემი თავიც გვერდიდან დამენახა.

და აჰა,
ახლა კი, ბებოს მონათესავე სულზე, ანუ ჩემზე:


მინდოდა უფრო მაღალი გავზრდილიყავი, არ გავმელოტებულიყავი, 40 წლის ასაკში ვყოფილიყავი მილიონერი, მინდოდა მქონოდა ბედნიერი ოჯახი, მშვიდი, უპირობო სიყვარულით.

ყველაზე ახლოს ბედნიერ ოჯახთან ვარ,უფრო სწორედ, ბედნიერი ოჯახი მაქვს, ოღონდ მშვიდი და უპირობო არა.
მშვიდი სიყვარული ალბათ ალბათ თავიდან უნდა ამოვიგდო, ისევე მიუღწეველია, როგორც სიმაღლეში ზრდა, არამელოტობა და მილიონერობა.


ცხოვრებაში ბევრი ბილიკი სხვის მიერ გაკვალული დამხვდა.

მშობლებმა უზრუნველმყვეს; ზრუნვით, სითბოთი, განათლებითა და ინახეს ჩემი ოჯახი სტუდენტობის 5 წლის განმავლობაში.

 
მინდოდა ექიმის საქმე და მაქვს, ახლა 2 შტატზე ვარ, იყო დრო 4 საექიმო ადგილზე ერთდროულად მიმუშავია, ახლა ორიც მიმძიმს.




 

არცერთ საავადმყოფოში ჩაწყობით და ფულით არ მივუღივართ, სუფრაც არ მიკისრია ჩემი შეფებისთვის (ვირი ყველას ჭირდება მეთქი , ამ ფრაზით ვხსნიდი.  მართლაც, ვირი ოღონდ ამავე დროს სანდო რეანიმატოლოგი ყველას ჭირდება, არავის აქვს ორი თავი, რომ რეანიმატოლოგად დებილი მიიღოს და მის მიერ მოკლულ ავადმყოფებზე პასუხი აგოს). 

არ მამგვანებენ ფილ კოლინზს ერთი მიზეზით, ჩემს გარშემო ხალხმა არ იცის ფილ კოლინზი, მე კი ვატყობ, რომ ფილ კოლინზს არა მარტო ვგავარ, არამედ მისი ხმა ჩემს პირად ხმასთან რეზონირდება და ამიტომაც განსაკუთრებულად ვაფასებ მას.
 
სკუtერი კი (გერმანული ტეხნო) ჩემი ხმის, da იქნებ ჰორმონალური სტატუსის სრული ანტიპოდია, ანუ ისაა რაც მე მაკლია, და სკუტერს ამით ვაფასებ. 
აი, ტომ იორკი კი ის არ არის, რაც ჩემ ხმას რეზონანში მომიყვანს (ან რაც მაკლია შემiვსებს), მაგრამ ის ფილ კოლინზის ხმისგან ვანსხვავებით ჩემში ყურების დონეზე კი არა, უფრო მაღლა პოულობს კამერტონს.










ყელში ბურთი ხშირად gaმჩხეირია და ამ დროს ცრემლები მომდის, მიუხედავად იმისა, რომ რეანიმატოლოგი ვარ და წესით გამძლე უნდა ვიყო. 

ვცდილობ ავადმყოფთან პირად კონტაqტში შევიდე, რაც არ უნდა მითიშული იყოს.

ვცდილობ დავეხმარო გარემოში გარკვევაში, და იმაში, რომ თავი ყურადღების ცენტრში, და არა ღმერთისგან დავიწყებულად იგრძნოს. 

არ ვიზარებ ტკივილგასაყუჩებლად ნარკოტიკის გაკეთებას (მაზალო პროცედურაა), თუკი ვთვლი, რომ ჭირდება. 

ვუთანაგრძნობ არამარტო ავადმყოფებს, არამედ სხვა ექიმებსაც.

მჯერა წესის, ზრდილობის, ტაქტის, საზოგადოების, მჯერა განათლების, შრომისმოყვარეობის, პატრიოტიზმის, თანაგრძნობის, დახმარების, სიყვარულის. 


ახლა ცუდები:


-სიტუაციურად ხშირად შემხვედრ პუბლიკას-შორეული მეზობლებს არ ვესალმები, 
მათხოვრებს ფულს არ ვაძლევ,
-ცოლს არ ვაქებ მიუხედავად იმისა რომ იმსახირებს,  
-მოღუნული ვარ,
-ვერ ავაჩხრიალე ჩემი ოქრო, 
-მელოტი ვარ (1/3-ით)და დარჩენილ თმებს არ ვიპარსავ
-კეფაზე ათერომას არ ვიჭრი
-არ ვვარჯიშობ
-ზარმაცი ვარ 
-ერთი სათქმელი წლები დამაქვს უთქმელი
(და ასეთი "ერთი სათქმელი" ბევრია)
-მჯერა, რომ იმ ჭირიდან, რაც ჩვენ 2005 წლამდე გვქონდა, სააკაშვილი. yველაზე დიდ ხეირს გამოადნობს, ოღონდ ეს რწმენა ჩემი მინუსია თუ პლიუსი მხოლოდ შორეულ მომავალში გამოჩნდება
-არ მჯერა ღმერთის, არცერთნაირის, შესაბამისად არ მჯერა რელიგიური რიტუალების
-მეგობრებს ჩემი პასიურობით ვკარგავ
-სიახლეებს ვერიდები
-მეშინია წაგების, ბრძოლას თავს ვარიდებ
-მეშინია უარის და ამიტომ კარგი პროექტები საიდუმლოდ დამაქვს.  


ვბლოგერობ-ვფორუმელობ. ფორუმზე ხშირად ვღებულობ ეპითეტებს; მაზოხისტი, მიშისტი, ლიბერალი, სოროსისტი, სამჯერ მიწოდეს სომეხი, ორჯერ თურქი, ერთხელ აზერბაიჯანელი ერთხელ ოსი, ორჯერ რუსი, ერთხელ მჩხაპნელი-გრაფომანი, ყველას ვერ ვიხსენებ.


დანარჩენში სუპერსტანდარტული ვარ: მიყვარს ოჯახი, ბავშვები, სამშობლო და ა. შ.
პ.ს. თქვენც, ვინც აქამდე მოაღწიეთ.
 

Wednesday, February 16, 2011

დავეწიოთ და გავუსწროთ... წინაპრებს







მომავლის საოცნებო თბილისი ამიერკავკასიის მიზიდულობის ცენტრი იქნება, მასში საქორწინო მოგზაურობა საამაყო მოგონებად დარჩება სომეხს, აზერბაიჯანელს, ოსს და აფხაზს. 
ყველა სტუმარს სახლში წაყვება სიამაყე იმის გამო, რომ ისინი თბილისში მნიშვნელოვანნი იყვნენ და თბილისელები მათ ძალიან კეთილგანწყობილად და გულისხმიერად ექცეოდნენ.

თბილისელი სომხების, აზერბაიჯანელების, ოსების, აფხაზების, ჩინელების, ინდოელებისა და აფრიკელების წარმატებები მათთვის საბუთი იქნება, რომ თბილისი ... პატარა მეგაპოლისია, ყველასთვის უხვი და ყველას სამშობლო. 

სანატრელ თბილისში ყველაზე ძნელი, მაგრამ ყველაზე იაფი სხვაობა დღევანდელ თბილისთან შედარებით იქნება არა ესტაკადები და ცათამბრჯენები, არამედ ხალხის წესიერება და კეთილგანწყობა და შემწყნარებლობა.   

თბილისი უკვე ყოფილა გაცილებით მრავალეროვანი, ტოლერანტული და ჭრელი, ვიდრე მას ჩვენ ვხედავთ. 
დღევანდელი საქართველო ამაყობს თბილისის ცენტრში ერთ მვადრატულ კილომეტრზე 4 კონფესიის ტაძრების თანაარსებობით, მაგრამ გვაქვს კი დღეს იმდენივე შემწყნარებლობა რაც ჰქონდათ თბილისელებს იმ საუკუნეებში, როცა ეს ტაძრები იგებოდა? 
მგონია რომ არა. 
როგორ ხვდდბა თბილისური საზოგადოება ბათუმში მუსულმანური მუზეუმის აშენების ცნობას? 
უთმობს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სომხებს იმ ეკლესიას, რომელიც 90% იანი ალბათობით სომხურია?

დააშენა თუ არა ქართული ბაზილიკა დღევანდელმა ქართველმა ვატიკანის საელჩოს თბილისში? 
 
როგორ შეხვდება თბილისი დღეს თბილისის ცენტრში კათოლიკური, მაჰმადიანური, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული ან სხვა უმცირესობის მიერ საკუთარი ტაძრის აშენებას? 
ადვილი მისახვერდრია, რომ ტრაკით კაკალს დაამტვრევს და ნაკერავზე გაიხევა. 


და თუ მათი არგუმენტი იქნება, რომ თბილისში უცხოთა ტაძრები იგებოდა იმ დროს, როცა საქართველო ოკუპირებული იყო, მაშინ რაღა გვაქვს საამაყო? 
ნუღა ვიამაყებთ ისტორიული ტოლერანტობით, ვიამაყოთ რაც მართლა საამაყო გვაქვს,  3 საუკუნეში ერთხელ მოგებული ომებით, ეკლესიებით, ჩუქურთმებით, ჩონგურით, ჩოხით, ხორუმით  და ურმულით, ისტორიულ ტოლერანტობას შევეშვათ. 
ტოლერანტობა, თუკი ის იყო ქართველების საქართველოში, ჩვენ საფუძვლიანად გვაქვს დავიწყებული. 
ჩვენ გვახსოვს სსრკ-ს თანმდევი გაღიზიანება, რომელიც ამ ფრაზით გამოითქმებოდა: ნურას უკავრაბად, არ ვართ ჩვენ იგივე, რაც ჩუქჩები და ნივხები, ჩვენ სხვა დონის ხალხი ვართ, ნიჭიერები, ჭკვიანები, ვაჟკაცები, განათლებულები. რკინის ფარდა გვმალავს, თორემ მთელმა მსოფლიომ ტაში უნდა გვიკრას, ჩვენ კი უნდა ვიცეკვოთ, ვიმღეროთ, კინოები ვიღოთ სპექტაკლები ვდგათ, ვიბურთაოთ სტადიონებზე და ვიჭიდაოთ ტატამებზე. 


არ ყოფილა ასე მარტივად საქმე, 
ის რაც ჩვენ კოზირად მიგვაჩნდა ტუზი კი ყოფილა, მაგრამ კოზირის არა. 

ტუზი კოზირი კი, არ გვაქვს
არც კაროლ კოზირი. 

ტუზი კოზირი საყოფაცხოვრებო-საყოველთაო სოციალური წესიერებაა.

კაროლ კოზირი კი შემწყნარებლობა, რომელშიც ჯერ წინაპრებს უნდა დავეწიოთ.


ტალღის ქიმზე ვართ თუ ტალღის ფსკერზე? 
ალბათ თითქმის ფსკერზე, ცოოოტა ზემოთ.


არ გჯერათ? 
დასტური გინდათ? 
იხილეთ ფორუმ.გე
გახსენით თემა სადაც სიტყვა სომხები იქნება ნახსენები, მაგალითად 
"ნორაშენის ეკლესია სომხებს!". 
ან 
"არის თუ არა რელიგიური ფანატიზმი როცა.."
"აღვადგინოთ ანანურის სომხური ეკლესია" 
"ილია ჭავჭავაძეს და ივანე მაჩაბელს სომეხი დედები ჰყოლიათ"

"დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს დედები ოსები ჰყოლიათ"
"ბაგრატ მეოთხე აფხაზურ იავნანაზე გაიზარდა"
"მივუსამძიმროთ ოსებს ბესლანის ტრაგედიის წლისთავი"
"პირველი ქართველი წმინდანი სომეხია"

მეორე გვერდზევე დარწმუნდებით, რომ ჩვენში ტოლერანტობა სხვანაირად ესმით, თუ არ კლავ, ესეიგი ტოლერანტული ხარ.

Tuesday, February 15, 2011

YouTube 5 წლისაა (სულ რაღაც)







The company has amassed a collection of more than 100 million video clips, many of which feature user generated content, which it broadcasts online via its Web site at YouTube.com. With about 70 million unique visitors a month in the US (and the sixth-largest audience on the Web), it has become the clear leader in online video sharing.

YouTube was founded in 2005 by Chad Hurley, Steve Chen, and Jawed Karim.
ამერიკელი, ჩინელი და არაბი ამერიკელები.
Hurley, Chen, and Karim helped in the development of PayPal, and when the company was bought by eBay in October 2002 for $1.5 billion, they became millionaires. Still in their 20s, they were not interested in retirement
ეს სამი მეგობარი 20 წლისანი უკვე მილიონერები იყვნენ. მათ მიერ დაარსებულ-გაქაჩული Pei-Pal-ი E-bay-მ იყიდა 1,3 მილიარდად.
შეეძლოთ ბედნიერად ეცხოვრათ და დამტკბარიყვნენ პატივით.
მაგრამ ჭიამ არ მოასვენათ შექმნეს იუთუბი.

სულ მალე ის გაცილებით დიდ მნისვნელობას შეიზენს კაცობრიობის ისტორიას, ვიდრე ნებისმიერი სხვა სერვის-გართობა ფენომენი.
ეგვიპტის რევოლუციას უკვე უწოდეს იუთუბის რევოლუცია, ჩვენთან იუთუბმა კონტრრევოლუციის ლიდერები ამხილა . მომავალში კიდევ ბევრ გეოპოლიტიკურ გაწამაწიაში შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს.

Monday, February 14, 2011

ნდობა თუ იძულება? 




დისციპლინა არის შვეიცარიაშიც და ჩრდილოეთ კორეაშიც. შედეგი მიღწეულია: მოქალაქეები იცავენ ქუჩაში მოძრაობის წესებს, რიგში ურიგოდ გაძრომას არავინ ცდილობს, სამსახურში არ აგვიანებენ, სამუშაოზე არც მთვრალები მოდიან და არც ნამთვრალევები, კრიმინალის დონე დაბალია. 

ოღონდ ამ შედეგის მისაღწევად ამ ქვეყნებს დიამეტრულად განსხვავებული გზები აქვთ გავლილი. 
ჩრდილოეთ კორეაში ყველამ ბავშვობიდანვე  იცის, რომ შეცდომისთვის, დარღვევისთვის, დანაშაულისთვის უმკაცრესად დაისჯება. 

შვეიცარიაში კი ყველამ იცის ბავშვობიდანვე, რომ შეცდომის, დარღვევის, დანაშაულისთვის  საზოგადოების   მკაცრ საყვედურს ვერ აცდება. საზოგადოება შვეიცარიაში არ სვამს დამრღვევს ციხეში, მაგრამ ადებს დამღას, რომელიც ცვლის ბიოგრაფიასა და კარიერას. 

შვეიცარია მოქალაქეს ეუბნება, ყველაფერი ნებადართულია გარდა იმისა, რაც აკრძალულია
ჩრდილოეთ კორეა კი თავის მოქალაქეს ეუბნება, ყველაფერი აკრძალულია გარდა იმისა, რაც დაშვებულია. 


შვეიცარიელი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში მოძრაობს ენდობა შვეიცარიელ  ხალხს და ჩასულ სტუმრებს
ჩრდილოეთ კორეელი, რომელიც მგზავრობს ჩრდილოეთ კორეაში, ენდობა ხელისუფლებას, რომელიც აიძულებს სხვა მგზავრებსა და ქვეითებს დაიცვას წესები. 

არის ქუჩაში მოძრაობის  საერთაშორისო წესებში ერთი წესი, რომელშიც ნდობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ ყველაზე მეტადაა ნაგულისხმები. 

ეს არის დაურეგულირებელი და თუნდაც დარეგულირებული  გზაჯვარედინის გავლის წესი. 

გზაჯვარედინზე მარცხნივ გადახვევის მოსურნე მანქანამ უნდა გადაუხვიოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემხვედრ ნაკადს გამოატარებს. 
უნდა გაჩერდეს გზაჯვარედინის ცენტრში, გადამკვეთი გზის პერპენდიკულარულად, შეუშვიროს მარჯვენა გვერდი სწორ გზაზე აქამდე მოძრავ ნაკადს, და მხოლოდ მას შემდეგ ჩაუხვიოს მარცხნივ, როცა შემხვედრ ხაზზე ყველა მანქანა გაივლის. 

ქართველებს ასეთ სიტუაციებში წესის მიხედვით გავლა გვიჭირს:
იძულებაც კი  (შუქნიშანი, მოძდაობის წესი)ვერ გვაიძულებს გამოვიჩინოთ 5 წამიანი ნდობა უცნობთა მიმართ. 
 ვერ ვენდობით, გვეშინია მარჯვნიდან მომავალი ნაკადისა, რომელიც შუქნიშანმა უნდა გააჩეროს, მაგრამ გაჩერდება კია? 
არ ვიცით.
ასეთ სიტუაციაში თბილისელები ვცდილობთ მანქანა შუქნიშნის წითლიდან გაყვითლებისთანავე ჩავუხვიოთ მარცხნივ, და არ ვაცალოთ შემხვედრ ნაკადს ჩავლა.

თუ გაუგებრად ვყვები, საილუსტრაციო ადგილს გეტყვით, და იქ ეს მოვლენა ყოველ სამ წუთში განმეორდება - ასათიანის ქუჩიდან დელისისკენ წამსვლელებს დააკვირდი.  


ჩვენ ჯერ სხვა ეტაპზე ვართ: ნდობის ეტაპზე სამწუხაროდ ჯერ  არა. გზაჯვარედინებზე ქაოსისა და უწესრიგობის აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა დამატებით ბორდიურების და ქვეითთა კუნძულების ჩალაგება, ანუ იძულების ეტაპზე ვართ. უფრო ჩრდილოეთ კორეა ვართ, ვიდრე შვეიცარია, თუმც სინამდვილეში ყველაზე მეტად ინდოეთსა და ირანს ვგავართ.

საყოფაცხოვრებო წესიერება საკრალურ სიმპტომად მიმაჩნია, თუმცა ჩრდ. კორეის შემთხვევაში ეს სიმპტომი მატყუარაა, ჩრდილოეთ კორეა ერთერთი პირველია იმ ქვეყნებში, სადაც დედამიწის მოსახლეები არაფრით წავლენ საცხოვრებლად. 
ასევე წესიერი შვეიცარიისგან განსხვავებით, რომელიც იმდენად მიმზიდველია, სურვილზე რომ იყოს ალბათ მილიარდ მოსახლიანი გახდებოდა.

ანუ ისეთი წესიერი ქვეყანა მინდა, სადაც წესიერ საქციელს საფუძვლად უდევს შენდამი და უსახელო უცნობი  მოქალაქეებისადმი ნდობა. 


  
ოდესმე იმდენად განვვითარდებით, რომ უცნობ ადამიანებს ვენდოთ და გზაჯვარედინზე მათი მანქანების ნაკადის მოძრაობის პერპენდიკულარულად შევჩერდებით, სანამ მათ წითელი უნთიათ და ჩვენს შემხვედრ ნაკადს ჯერ არ ჩაუვლია. აი მაშინ ვიგრძნობთ, რომ ეს გარემო სახელმწიფოა და მისი სოციუმი ღირსეულია.

მე და თქვენ ( ჩემო მკითხველებო)  ამას პირველნი  შევიტყობთ ასათიანისა და ვაჟა ფშაველას გზაჯვარედინის გავლისას.

მაგრამ სანამ ხალხი რიგისა და ბარნოვის ქუჩების გადაკვეთაზეც ასევე წესისამებრ არ მოიქცევა, მთლად კეთილი ვერ ვიქნები.

მაგრამ ერთხელაც თუ დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი წესიერი ქვეყნის წესიერი მოქალაქეები არიან, ალბათ გაცილებით ამაყი, ყურადღებიანი და გულთბილი გავხდები. 
წესიერი ქართველებით სიამაყე მინდა. 

Saturday, February 12, 2011

სომხოფობია სომხოფილია

სომხოფობიის დასტური: 

ჩვენი პოპ ფეისების 50% ნახევრად სომეხია, მაგრამ გულმოდგინედ მალავენ ამას.

სომხური ეკლესია თბილისში სომხებს არ დაუბრუნდათ სსრკს დანგრევის შემდეგ.

ანანურში სომხური ეკლესია ეტაპობრივად ჩამოინგრა, არავინ გაამაგრა. 



მანთაშევის აკლდამა
მნაცაკანოვის ხიდი



ირონიული წაძახება - შე სომეხო.

 ბევრია კიდევ..(მეზარება).

 


ისტორიული ნაშთი, რომელიც სომხებს ქართველებთან და უფრო მეტად ქართველებს სომხებთან დაახლოვებას ცოტათი მაინც წინ ეღობება, არის ერთმანეთის აღმნიშვნელი სახელები somekhi და vrats. 
სანამ მსოფლიო გეორგიანებსა და არმენიანებს აღმოაჩენდა და რუკაზე დაიტანდა, მანამ ჩვენ ერთმანეთს სომხებს და ვრაცებს ვეძახდით. 
ვერ გამოვდგები ჩვენი იმდროინდელი წინაპრების ფონეტიკის ეტიმოლოგიის მკვლევარად, მაგრამ არ სიტყვების  ჟღერადობას კი დავუწუნებ. 
სიტყვები "სომეხი" ისევე როგორც "ვრაცი" წინააღმდეგობრივი სიტყვებია, თითქოს საფრთხის შემცველი, დასაეჭვებელი.  შეიძლება სიფრთხილისა და ეჭვის ეს ნოტები ჩვენმა წინაპრებმა იმ უძველეს ეპოქაში დაუკავშირეს მეზობელ ერს, როცა აღმოაჩინეს, რომ დედამიწაზე ჩვენს ენაზე მოლაპარაკე "ჩვენ" (ჩვენ ქართველები, ჩვენ სომხები) ჯგუფის გარდა სხვა ხალხიც არსებობს და ისინი,  სხვა ხალხი საკუთარ ჯგუფში მყოფ ხალხში არ უნდა არეოდათ. ანუ ამ სიტყვების ჟღერადობაში შეიძლება პრეისტორიული ადამიანის ჭრელი მსოფლიოსადმი პირველი შიში იყოს აღბეჭდილი. 
და თუ დღეს, ხვალ და ზეგ მომავალ ქართველებსა და სომხებს ის პრეისტორიული ნოტები ქვეშეცნეულ საფრთხეზე მაინც მიგვითითებს, შევძლებთ კი შევხედოთ ერთმანეთს ობიექტური თვალით? 
ვიცით კი ჩვენ, ვინ არიან არმენიანს მსოფლიოსთვის ან იციან კი სომხებმა ვინ ვართ ჯორჯიანს მსოფლიოსთვის? 





საქართველო და სომხეთი,ორი ქრისტიანული სახელმწიფო ევროპას აზიისგან იცავს. 
ისინი მსოფლიო ზღვამდე  ეღობებიან ირანს  რომელიც ჯერ კიდევ 25 საუკუნის წინ 400 ხომალდით ესეოდა საბერძნეთს, ეღობებიან თურქეთს, რომლის ძილბურანის ოცნება პანთურქული სახელმწიფოა თურქულენოვანი და ერთმორწმუნე შუა აზიითა და აზერბაიჯანით. 
ეღობებიან რუსეთს, რომლის ასევე ძილბურანის ოცნება ევროპისათვის ენერგორესურსების მონოპოლისტი მიმწოდებლის "კრანის"  ხელში ჩაგდებაა, ამ მიზნისთვის კი სომხებსა და ქართვებს შორის     მტრობა მას გულს მალამოდ დაეფინება, და თან რაც უფრო მწვავე იქნება ეს ჰიპოთეტური დაპირისპირება, მით უფრო კმაყოფილი იქნება დერჟიმორდა.
მაგრამ ვერა.
სომხებს ჩვენ ანგარიშიან, პრაგმატულ ხალხად ვიცნობთ, მაგრამ ამ ერს მთავარი ზარალი სწორედ სუბიექტურობით - აზერბაიჯანელებთან ომის გამო აქვთ აკიდებული, მათ ემოციურობის გამო ასცდათ ბაქო ჯეიხანი, გზების დივერტიფიკაცია და ათასი სხვა ხეირი, რომელიც მათ შეეძლოტ ჰქონოდათ, მაგრამ ბოროტმა ემოციამ, გამარჯვების ჯინმა, (რომლის გასაღები მას რუსეთმა დროულად შეუცურა) ისინი გიჟვრაცუებად აქცია - მათ იომეს.
დრეს მათ 10 პლიუსი მიეცემათ აფხაზეთი და ს.ოსეთი რომ აღიარონ, მაგრამ ვერ იზამენ - სუბიექტური გრძნობა გააჩერებთ. რა ქვია ამ გრძნობას, ვერ გეტყვით, ყველაზე მშრალი სიტყვებით ეს არის ისტორიული სოლიდარობის გრზნობა, მეტი პათეტიკა ჯერ ადრეა, მეტი პათეტიკა ერთმანეთის ურთიერთობაში მერე გვექნება, როცა საქართველო კარგი ქვეყანა გახდება.







როცა საქართველო კარგი ქვეყანა გახდება დავინახავთ რომ:
პირველი ქართველი ჰაგიოგრაფიული წმინდანი სომეხია
შუშანიკის წამების შესწავლისათვის უკლებლივ ყველა ქართველს არანაკლებ 3 კვირაა აქვს დახარჯული.  
პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები სომეხს ეძღვნება
ილია ჭავჭავაძის დედა სომეხია
ივანე მაჩაბელის დედა სომეხია
ქართლოსი და ჰაოსი მითიური ძმები იყვნენ
ატენის სიონი სომეხმა ხელოსნებმა ააშენეს
იშხანი სომეხი ეპისკოპოსის აშენებულია
ქართველებს შერეული ქორწილები ყველაზე ხშირად სომხებთან გვაქვს
იმას, რასაც დღეს ჩვენ ძველ თბილისად (ქუთაისად, ბათუმად) ვთვლით, მნიშვნელოვანწილად სომხების აშენებულია. 
სომხები აშენებდნენ თბილისს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერევანში ბევრი არაფერი მნიშვნელოვანი აეშენებინათ. 





არადა, იმ კოსმოპოლიტურ-გლობალურ მსოფლიოში, რომელშიც განუხრელად "პატარავდება", და ერთი  ურთიერთ გადახლართული ჭრელი ქსოვილი ხდება, მოგვიწევს საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის სწავლა.
ამის გარეშე ვერ ვიქნებით კაცობრიობის წარმატებების მიმღებები. 

და როცა შევძლებთ საკუთარი თავის გლობალური მასშტაბით დანახვას სომხებსაც მაშინ შევაფასებთ ობიექტურად და დავინახავთ, რომ ჩვენ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ერთგული ძმები ვართ, და ვართ სწორედ იმ პრეისტორიული, ანტიკური, ფეოდალური, საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა შიშებ და ეჭვებში გამოცდილი ძმები, რომლებსაც ერთმანეთი გვჭირდება. 

არავინ გვაღიარებს ჩვენ, თუ ერთმანეთი არ ვაღიარეთ. 

მსოფლიოს თვალსაწიერიდან ქართველები სომეხთა და სომხები ქართველთა ყველაზე ავტორიტეტული შემფასებლები ვართ. 
ჩვენ მსოფლიო ან ერთად გვაღიარებს, ან ერთად შეგვინახავს ბნელი ოთახის ვიტრინა-განჯინაში.

Friday, February 11, 2011

ნაპ პოინტი







ეს ამბავი განვითარებულ ქვეყნებში აღარ უკვირთ, მოსახლეობა სარგებლობს იმ საშუალებით, რომელსაც მას სახელმწიფო ( მუნიციპალიტეტი, კერძო ტერიტორიის ადმინისტრაცია) ჩუქნის. მხედველობაში მაქვს ქალაქის  პარკებში წაძინების საშუალება. 

პარიზში ბერლინში, ნიუ იორკში სპეციალური შეზლონგ სავარძლებში მშვიდად თვლემენ ამ ქალაქების მოსახლეები და სტუმრები. 
აქ ხეირი ორმხრივია: 
1. ადამიანს საშუალება ეძლევა ყველაზე ეფექტურ დასვენებას, რელაქსაციას და ენერგიის აღდგენას მიაღწიოს დროის ხანმოკლე მონაკვეთში, დაიმუხტოს არამარტო ფიზიკური, არამედ სულიერი ენერგიით, ოპტიმიზმით. 
2. თითორული  წაძინების საშუალების მიცემით სახელმწიფო ღებულობს მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფოსადმი ნდობა აუმაღლდა, ხოლო პრეტენზია და აგრესია შეუმცირდა. 
3. ასეთივე კეთილგანწყობა უჩნდება მასპინძელი სახელმწიფოსადმი უცხოელ სტუმარს. 


განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით: 
დიდ ქალაქებში დიდ პარკებში განთავსებულია ძელსკამები, ინდივიდუალური შეზლონგები, საზურგეგადახრილი სავარძლები ნახევრადმწოლიარე პოზიციისათვის. 
ინდივიდუალური სავარძლები მოძრავია, ანუ გარემოს ტემპერატურის, მზის ნათებისა გათვალისწინებით დამსვენებელს აქვს არჩევანი მიეფიცხოს მზეს ან მოისვენოს ჩრდილში. 

ნაპ პოინტების ამოქმედების წინაპირობა გარდა ჩამოთვლილისა, მოიცავს აგრეთვე დამსვენებლისათვის სანდო, უსაფრთხო, დაცული დასვენების უზრუნველყოფას, რაც სახელმწიფოს პრეროგატივაა. 






ამოცანა: 

ვაკის, ვერის, რიყის (შემდგომში მთაწმინდის, ბირჯომის პარკებში, ბათუმის ქობულეთის ანაკლიას ბულვარებში)  უნდა მოეწყოს ნაპპოინტები მოძრავი ნახევრადმწოლიარე სავარძლებით, ვიდეოკონტროლით, პოლიციელის ზედამხედველობით, ლოგო ნაპპოინტი  და სიმბოლო დამსვენებლებისთვის უნდა გახდეს  ნიშანი, რომ ეს ტერიტორია დაცულია და მის დასვენებას აქ მიესალმებიან ( ნაპ ფრენდლი ერია) .
ნაპ პოინტით სარგებლობა უნდა იყოს უფასო. 

ნაპ პოინტის დამთებითი ბენეფიტი: 
ფსიქოლოგების დიდი ნაწილი დღევანდელ მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული ნევროზული აგზნებადობის, დეპრესიის, დაუკმაყოფილებლობის, დათრგუნულობის მიზეზად არა მარტო დღევანდელი ცხოვრების მაღალ რიტმს, ეკონომიკურ, ფინანსურ პრობლემებსა და პოლიტიკურ საზოგადოებრივ სტრესებს მიიჩნევს, არამედ იმასაც, რომ ადამიანმა დაკარგა შეხება იმასთან, რაც მისთვის ბუნებრივი თანმდევი იყო მილიონლბით წლის განმავლობაში, ცასთან. 
ფსიქოთერაპევტები  ბევრი პათოლოგიური და მოსაზღვრე მდგომარეობის წამლად პაციენტის სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ ყოფნას მიიჩნევენ და შესაბამის რჩევებს აძლევენ ავადმყოფებსა და ჯანმრთელ მაგრამ მშფოთვარე ადამიანებს. 




ბიუჯეტი:

100.000
ძაან მაგარი

50.000
ისე რა

10.000
საპილოტო

   

 ბოტოქსი კი, ტეტოქსი?

      
ბოტოქსი გსმენიათ ალბათ. ეს არის კოსმეტიკაში გამოსაყენებელი წამალი, რომლის დანიშნულებაა ნაოჭების წარმომქნმელი მიმიკური კუნთების ნაწილობრივი დადამბლავება.

100% თავდაჯერებულ გამოხედვას იძლევა.               


ეს ეფექტი სასიკვდილო დაავადების გამომწვევი - ბოტულინის ბაქტერიის სპეციალურად დასუსტებული ტოქსინის (შხამის) მიმიკურ კუნთებში ინექციით მიიღწევა.
კოსმეტიკური ეფექტი მიიღწევა და ამასთანავე ზოგადად ორგანიზმი არ ზიანდება. ოქროს შუალედია მოძებნილი. 


შეიძლება თუ არა,  რომ მეორე სასიკვდილო დაავადების - ტეტანუსის გამომწვევ ბაქტერიასაც მოვუძებნოთ სასარგებლო გამოყენება? 
მაგალითად ხერხემლის კუნთების გასწვრივ მისგან დამზადებული უსაფრთხო მალამოს შეზელვით (ან ინექციით)  მივაღწიოთ ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას და შედეგად ამაყ კისერს და მედიდურ დგომას. 
იქნებ სქოლიოზის სამკურნალოდ გამოდგეს. იქნებ მოზარდების 80% დროებითი კორექციით სამომავლოდ საბოლოოდ აცდეს ხერხემლის დაავადებებს? 

მაგრამ, არის ერთი მაგრამ. 
ბოტულინი ტოქსინია, რომელიც in vitro გროვდება და ორგანიზმში ბაქტერიების გარეშე შეჰყავთ
ტეტანუსის გამომწვევი კი თავის ტოქსინს in vivo,  ანუ ავადმყოფის ორგანიზმში გამოფყოფს. 
რამდენად შეიძლება ლაბორატორულად ტეტანიის გამომწვდვი სუბსტანციის მიღება ჯერჯერობით უცნობია. 


თუ დამზადდა მას აუცილებლად ტეტოქსს დაარქმევენ ბოტოქსის ანალოგიით და ბოტოქსის წარმატების განმეორების იმედით.

Thursday, February 10, 2011

მშვენიერი ეკლექტიკის 2 ნიმუში

მშვენიერი ეკლექტიკის 2 ნიმუში




Puff Daddy feat. Jimmy Page:
Come With Me





LL Cool J -
Mama Said Knock You Out


დააა +1




RUN-DMC -Aerosmith

Walk This Way