Monday, January 30, 2012

ჩემი მტრების შკალა

ზიზღის კლების მიხედვით. 

უწესო არაკაცი ქართველი
რუსი იარაღიანი ჩემს მიწაზე
ჯიუტი სეპარატისტი  აფხაზი
ჯიუტი სეპარატისტი  ოსი


პირველზე მოგახსენებთ

მე ის მძულს, მეზიზღება, მინდა შუაზე გავხიო. 

დღეს გადავეყარე ერთს.

ვიწრო ქუჩაზე მანქანიდან გადმოვიდა ქალი და ბავშვი გადმოიყვანა. 
მთელი ამ დროის მანძილზე უკანა მანქანა გაბმულად უსიგნალებდა. 

რომ ჩამიარა მივაყვირე, რა უნდა ექნა, ფანჯრიდან გადმოეგდო ბავშვი მეთქი?

არ გაჩერებულა ისე ჩამიარა. 
წითელი ნომრები ეკეთა და მგზავრი ჰყავდა. 
ანუ მანქანაში დიპლომატი იჯდა.

კიდევ ერთმა ადამიანმა (იქნებ მისი მეშვეობით სულაც კიდევ ერთმა ქვეყანამ) მიიღო კატეგორიული დასტური, რომ ეს ქვეყანა დებილების სბროდია და ევროპაში კი არა მათი ადგილი ევრაზიაშიც არაა. 

Sunday, January 29, 2012

კლასელები




ვაცლავ ჰაველი მილოშ ფორმანი

ბიტლები

მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი

რედიოჰედი

რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე

გამსახურდია კოსტავა დოჩანაშვილი


ნიაზ დიასამიძე გოკა გაბაშვილი


მიშა და ვახო ბაბუნაშვილი





რა იცი, იქნებ რომელიმე შენს კლასელს შენ დაუკარგე წარმატება, მას შემდეგ რაც ... ბევრი ვერაფერი გამოხვედი.

და პირიქით.

Wednesday, January 25, 2012

ვართ თუ არა სირბილისთვის გაჩენილნი?


მაგარი სპიჩი,



ჩემთვის ქცევის განმსაზღვრელი (იმედი მაქვს).

ახლა რა ხდება. ჰომო საპიენსი მინიმუმ 1 მილიონი წელი ისეთია როგორებიც დღეს ვართ.
ქვის ხანა, ანუ ინსტრუმენტების დამზადება 200 ათასი წლის წინ დაიწყო.

ანუ 800 ათასი წელი (800.000 წელი) იარაღის გარეშე ნადირობდა და კარგადაც ნადირობდა. სხვა შემთხვეაში მისი ტვინი ვერ მიიღებდა საკმარის ცილას და ვერ გაიზრდებოდა იმდენად, რამდენადაც გაიზარდა.

კრისტოფერ მაგდუგალი სვამს კითხვას, როგორ ახერხებდა ადამიანი ბევრი ნანადირევის მოპოვებას მაშინ, როცა იყო ფაუნაში ყველაზე მოუქნელი, ნელი და სუსტი?
და პასუხობს - ერთობლივი მარათონული სირბილით, ჯგუფური დავნით, მსხვერპლის დაქანცვით და დაჭერით.
ჯადოსნობა ადამიანის ამტანობაშია, მას შეუძლია 30 კილომეტრის შეუსვენებლად რბენა, ცხოველები კი მხოლოდ მოკლე მანძილზე არიან ჩვენზე სწრაფები.
ადამიანს ცხოველებზე მეტი ამტანობა საოფლე ჯირკვლებმა მისცა, რომლითაც სირბილის პარალელურად ადამიანი გრილდება და ამით გადაქანცვა გადავადდება.
ასე რომ ჩვენი ოფლი და ოფლის სუნი ყოფილა ის უპირატესობა, რომლებმაც ჩემს წინაპრებს 800.000 წლის განმავლობაში მისცეს საშუალება დასწეოდნენ ფეხმარდ ანტილოპებს და გამოეკვებათ შვილი, რომელმაც ასევე წარმატებით მოახერხა იგივეს გაკეთება (მინიმუმ ერთი მაინც შვილი გააჩინა და ფერტილურ ასაკამდე მიიყვანა).


ჩემი თავისუფალი თარგმანია.
ვიდეოში სხვაცაა საინტერესო.




p.s. ჩემთვის ქცევის განმსაზღვრელი თქო, ჩემი შეძახებაა საკუთარი თავის მიმართ. უნდა ვირბინო ზოგჯერ მაინც, წინაპრების, ოფლისა და ოფლის სუნის საპატივცემოდ.
ოფლის სუნი ჰუმანური ყოფილა და არა სამარცხვინო

Monday, January 23, 2012

გლობალ  პროგრეს aword








( კონოფესტივალები  თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება

პრიზები პროფესიული ნიშნით ადამიანებს ეძლევათ თითქმის ყველა ქვეყანაში

თითქმის ყველა  სფეროში დაჯილდეობები (აღიარების ან წახალისების მიზნით) ხდება გრადაციების მიხედვით - კინოფესტივალის გვერდით არის ახალგაზრდა რეჟისორთა კინოფესტივალი, არაკომერციული ფილმების კინოფესტივალი, მეცნიერთა დაჯილდოვების გვერდზე არის ახალგაზრდული სამეცნიერო უნივერსიადები და ა. შ. 
ცნობილ ოსკარს თან ახლავს ოქროს გლობუსი.
მაგრამ )







არის ერთი გლობალური დაჯილდოება, რომელსაც არ მიჰყვება სხვა დაჯილდოება  ქვედა დონეზე. ეს არის ნობელის პრიზი, მას არ ახლავს თავისი სატელიტი "ოქროს გლობუსი". 
მხედველობაში ის მაქვს, რომ მეცნიერთა, კონსტრუქტორთა, გამომგონებელთა დიდი ნაწილი, რომლებიც რეალურად ქმნიან ხელშესახებ პროგრესს კაცობრიობისაგან სათანადო მადლიერებას ვერ ღებულობენ.

მათი წარმოებული  ინტელექტუალური პროდუქტი შეიძლება შორს იყოს ურთულეს ფიზიკასა და გენეტიკასთან, მაგრამ კაცობრიობის პროგრესს უზარმაზარი ნაბიჯებით აჩქარებდეს. 


კაცობრიობამ არ უთხრა სათანადო მადლობა ამ ადამიანებს-  ჩვენს თანამედროვეებს: 
ბურთულიანი პასტის, ცელოფნის, დეზოდორის, მობილური ტელეფონის, თვითმფრინავის აპრეხილი ფრთების, ჰიბრიდული მოტორის, ქსეროქსის, ლსდ მონიტორის, ბეტონის გზის დამგების, ქაფბეტონის, ერთჯერადი შპრიცების, ტუალეტის რულონების, სერვერების, ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის, ბეტონის პომპის, თაჩსქრინის და ათასი სხვა უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე გამოგონებათა ავტორებს. 


თანამგზავრის ტელე რეტლანსლატორის,  

უნდა დაარსდეს გლობალური ყოველწლიური დაჯილდოვების კონკურსი

თბილისში


სიმბოლურია, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის მომხმარებელი ქვეყანაა, ისევე როგორც ქვეყანათა 80%. 
საქართველოს მიერ ამ  პრიზების გაცემა იქნება; 
- განვითარებადი ქვეყნების არაფორმალური, მაგრამ სამართლიანი მადლობა პროგრესული ქვეყნების მიმართ. 
- წახალისება არაელიტარული ქვეყნების მეცნიერთათვის, რომელთათვისაც ნობელის პრემია მხოლოდ ზეგანვითარებული ქვეყნების ექსკლუზიური კლუბური ტრადიციაა. 
-მსოფლიოს  მოსახლეობა, მასა გაიცნობს უამრავ კარგ ადამიანს და იქნება მათი მადლიერი, მადლიერება კი მასა აამაღლებს, გახდის უფრო მეტად სოციალურად აქტიურს კაცობრიობის პროგრესის მიმართულებით. 
- პროგრეს ევორდი იმდენად საინტერესო იქნება თავისი შინაარსით, რომ დაიმსახურებს გლობალური მასმედიის ყურადღებას. ეს თავის მხრივ საქართველოს პრომოცია იქნება. 


პირველ ხანებში შეიძლება პრიზი იყოს ვთქვათ ბინა ბათუმში, შემდეგ ლაზიკაში. 

შემდეგ ეტაპებზე ლაზიკას მშენებლობა და პროგრეს ევორდი შეიძლება მჭიდროდაც დაუკავშირდეს ერთმანეთს. 
ორმხრივი სარგებელი.


ნომინაციები: 

ეკოლოგია და ეკონომიურობა

კომუნიკაცია

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

ჯანმრთელობა

მატერიალური რესურსი

უსაფრთხოება

დემოკრატიის ხელშემწყობი  გამოგონება

მომავალზე ორიენტირებული

ეკო ეფექტური არქიტექტურა

წარმატებული ნგო

საკვების პროდუქცია (აგრო, მელიორაცია, თევზჭერა,კონსერვაცია). 

სოციალური





ჟიური:
გლობალური ავტორიტეტები
ჰოკინგსი 
ტეტრაპაკის ოჯახი
კემერონი რეჟისორი
მადლენ ოლბრაიტი
კოელიო
მურაკამი
პამუკი
ბუტროს ბუტროს
მანდელა
სანდრა
ალიევა
ლიტვის ექსპრეზიდენტი ქალი
ბრიჯიტ ბარდო
კარლა ბრუნი



+ ინტერნეტ გამოკითხვის სტატისტიკა. 
ეტქ. 




ბიუჯეტი

არანაკლებ 10 მლნ ლარი. ყოველწლიურად. 
სარგებელი კონკრეტულად ძნელი დასათვლელია მაგრამ უდავოდ გადააჭარბებს ხარჯს. 
სარგებელში იგულისხმება როგორც  ფინანსური სარგებელი ( ტურიზმი, ინვესტიციები) ასევე არამატერიალური სარგებელი - ქვეყნის რენომეს მატება, ქვეყნის მიმზიდველობის ზრდა, აგრესიული, არასტაბილური, უწესო ქვეყნის იმიჯი შეიცვლება ნოვატორი, რეფორმატორი, ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯით. 




პროგრეს ჯილდოს იმსახურებენ ჩემი შეფასებით


ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი
ინტერნეტ გლობალური  ქსელი
მპ3
ტაჩსკრინი
ბეტონის პამპი
ბურჯ ხალიფა
კომპ მულტფილმის




ეტქ. პიონერები.








ჰა. განვავრცოთ?

forum.ge
             
              

Friday, January 20, 2012

ოდა ZUMA-ს




ზუმა  ჰგავს ცხოვრებას




- მოცემულობაა რომ ყველაფერი ფუჭდება ( შენი ძვირფასი ძეწკვი მიგორავს შავი ხვრელისკენ და ხრიალით გაუჩინარდება მასში თუ არ იყოჩაღე. შენ ვეღარ ისარგებლებ დაკარგული ძვირფასი ბურთულებით და თამაშში  კუთვნილი სამიდან ერთი შანსი (სიცოცხლე- ბაყაყი) დაგეკარგება.

ზუმათი  რამდენჯერმე მოვიწამლე, შევჯექი, მოვიბეზრე და ხანგრძლივად  დავივიწყე. 
ახლა ისევ წამომებორკა თვალებში და ჩავუჯექი. 
პირველივე დაჯდომაზე გავედი კოსმოსში, დიდი წარმატებაა ადზმიანისთვის, რომელსაც ზუსტი სწრაფი  კოორდინირებული მოძრაობები უჭირს ( საშინელი კალიგრაფია, ჯარში სვიაზის ( კავშირგაბმულობის) ნაწილში მსახურისას მორზეს ანბანის მოსმენას ვასწრებდი, ჩაწერას ვერა)
ზუმას ათვისება, უფრო სწორედ დაუფლება მდსამე თვალით მიწევს, რომლის გარეშე ამ თამაშს მესაათე  მაგიდის ჩოგბურთელიც კი ვერ დაასრულებს.
მესამე თვალი ზუმელებს აქვთ და ხასიათაში გადასდით. 
მესამე თვალი, თუ ამაზე შემდგომ. 

 
ამ თამაშს უცნაური პრინციპები აქვს, რომლებიც მხოლოდ  თამაშსაათების შემდეგ ხდება თვალსაჩინო. მაგრამ მე როგორც ზუმას არაერთგზისი ექსპერტი მათ წერილობით გაგიმხელთ, მესამე თვალის თავისით ახელვამდე. 


 ზუმას წარმატებული თამაშის პრინციპებია 
- უნდა იჩქარო ( იცოდით ისედაც)
- უნდა კონცენტრირდე( იცოდით ისედაც)
- უნდა მოასწრო( იცოდით ისედაც)
- უნდა იყო ზუტი ნაბიჯებში ( იცოდით)
 მაგრამ
სიზუსტე, სიჩქარე, დასწრება მაინც არ არის საკმარისი, მაინც წააგებ თუ არ:
- მოითმინე და ესროლე ცხვირწინა ადვილ საკბილო მიზანს იმ გათვლით, რომ შეიძლება სხვა ვარიანტი უფრო მომგებიანი აღმოაჩინო
- ვერ მოიგებ, თუ სამომავლოდ არ ჩაალაგე ბურთულები ისე, რომ შუა მწკრივის  აფეთქებისას განაპირები ერთმანეთს დაეჯახნონ და ისინიც აფეთქდნენ, ანუ თუ არ გააკეთე კომბინაციები.
- თუ არ მიაქციე ყურადღება მომავალ ბურთს და პარალელურად არ იზრუნე მის "დაბინავებაზე".  
- თუ არ აკონტროლე არა მხოლოდ პირველი მწკრივი შენს გარშემო, არამედ უკანა რიგებიც მთელ ეკრანზე, სწორედ შორი  რიგებია  გმირობის ასპარეზი.  
- ვერ მოიგებ თუ ყველა სროლაზე დრო და ყურადღება დახარჯე, უნდა შეძლო დროის 80%  იყო უფრო  სწრაფი და საკმარისად  ზუსტი,  დროის 20% კი, უნდა იყო ნაკლებად ჩქარი ოღონდ უზუსტესი. 
- უნდა გამოიყენო შესაძლებლობები - ბომბები, უკუსვლის ისარი, შემანელებელი
- უნდა გქონდეს ტაქტიკური პრიორიტეტები, რომელთა შესრულების სანაცვლოდ მიმდინარე  რუტინა უნდა მიაფუჩეჩო
- სასროლი ბურტულის ფერის შეცვლა შეგიძლია, მაგრამ დიდი ალბათობით მომგებიანია არ აჰყვე ცდუნებას და ახალი ფერი მოათავსო რომელიმე გრძელი ჯაჭვის შუაში ( დიდი ალბათობით იგივე ფერი რამდენჯერმე კიდევ წამოვა, გრძელი ჯაჭვის შუაში ახალი ფერის აფეთქება გამოიწვევს გარშემო მყოფი გრძელი ჯაჭვის აფეთქებასაც - წარმატებაა)
მაქსიმალური სიზუსტის წამებში უნდა შეძლო აღმოჩენილი განსაკუთრებული სამიზნე ობიექტი 100% ალბათობით ააფეთქო, ასეთ სროლას მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმო და თუ წარუმატებელი აღმოჩნდა, ბევრ მარტივ მიზანს დიდი ხნით ან  სამუდამოდ დაკარგავ. 
ასეთი მომენტები, განსაკუთრებული მიზნის აღმოჩენისა და მისი აფეთქების მომენტები არის გმირობის მომენტები. განსაკუთრებული მიზნები როგორც წესი წამის მეოთხედში გაიელვებს უკანა რიგში, წინა რიგის შეერთებამდე. 
გმირობის მცდელობების გარეშე ვერ მოიგებ, მაქსიმალური სიზუსტე და სისწრაფე არ გეყოფა წარმატებისთვის. 

ზუმა გმირობის მცდელობისას 3-5 წარუმატებლობას გპატიობს, ანუ შემდეგი გმირობა იმდენად დიდი ბონუსია ( დრო, უკუსვლა, აფეთქება, რამდენიმე ჟაჭვის აფეთქება  
) რომ ჯობია მუდმივად ეძებო გმირობის ვარიანტები, და იგმირო, ვიდრე მუდმივი მოწადინებით სწრაფად და თუნდაც ძალიან ზუსტად იმუშავო.
ანუ ზუმა" ცდისა და შეცდომის" თამაშია - შეცდი უსახელოდ ბევრჯერ, ოღონდ ერთიორჯერ მაინც ისეთი გმირობა ჩაიდინე, რომელიც თითქმის წარმოუდგენლად ჩანს. 
- წარმატებული, შემდგარი გმირობის შემდეგ სიხარულის და ემოციების ამოფრქვევის დრო არ გაქვს, ეს ზუსტად ის მომენტია, როცა მიღწეულით კი არ უნდა დატკბე, არამედ მაქსიმალური სიზუსტით და სიმკვირცხლით გამოიყენო შენს სასარგებლოდ წამიერად  შეცვლილი გარემო.
- ზუმა არ გაძლევს საშუალებას იოხრო საკუთარ შეცდომაზე ან ივიშვიშო ბედისწერის უკუღმართობაზე (ვთქვათ,  არ მოდის საჭირო ფერი ან ბომბა მოხვედრამდე ჩაქრა და აღარ აფეთქდა) 
- ზუმა მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას, სიზუსტეს, რისკს, მოთმენას," გმირობას", მაგრამ მხოლოდ მინიმალური ემოციების უფლებას გაძლევს.  


თითქმის გადაყლაპული პირველი ბურთიც შეიძლება გადაარჩინო თუ უკანა პლანზე სადღაც ღრიჭოში გმირობა გამოგივიდა

და ბოლოს, ქულები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მხოლოდ იმით, რომ ყოველ 50000 ქულაზე ერთი ახალი სიცოცხლე გეძლევა. 
მნიშვნელოვანია თამაშის დასრულება ყველა დონის დაძლევით.
12  7 ქვედონიანი თამაში და შემდეგ ბონუსად 13 1 კოსმოსური თამაში. თუმცა მეცამეტეზე გადამსვლელს  მესამე თვალი უკვე გახსნილი გაქვს და საფინალო კოსმოსურ ეტაპსაც იოლად დაძლევ, ღმერთი ზუმა ტახტზე ჩაიჩოჩებს,  თავის გვერდზე მიგიწვევს და სამყაროს ნახევარს დაგითმობს, რათა ერთად მხიარულად  მართოთ კოსმოსი დედამიწითურთ.



ეს წერილი მათთვისაა, ვინც ჩემსავით საკუთარ თავს არასაკმარისად ზუსტი და სწრაფი მოტორული ( მოძრაობითი)  რეაგირების უნარის მქონედ მიიჩნევს. ვინც თვლის რომ ზუმა სიზუსტის  მათთვის დაუძლეველ დონეს მოითხოვს. 
გაბედეთ, ოღონდ ამ წერილში მოყვანილი შპარგაკლის გათვალისწინებით (მოკლედ: ქსოვეთ კომბინაციები სამომავლოდ, ორიენტირდით გმირობაზე და არა პედანტიზმზე, წადით რისკზე, ანუ დაკარგეთ დრო ერთი დიდი ნადავლის ლოდინში ეტქ.).
ცადეთ, იქნებ თქვენთვისაც ჩაიჩოჩოს ღმერთი ზუმა თავის ტახტზე.

კარგი მკურნალობა vs კარგი მკურნალობა

არ შეგშლიათ, თვალებიც არ ეგჭრელებიათ 
აქ ორ კარგ მკურნალობას ვუპირისპირებთ ერთმანეთს.

პირველი კარგი მკურნალობა აბსოლუტურია, მისი გამოსავალი საუკეთესოა, მის ექიმს
ვერცერთი ექიმი შეედავება
პირველი მკურნალობა სხვა ჩუმ დაავადებებსაც დროულად გამოავლენს და  მათი მორჩენის მეტ შანსს ქმნის. 

მეორე კარგი მკურნალობა კარგია, მაგრამ მომატებული აქვს რისკი გართულდეს


აბა რითიღაა კარგი? 


იაფია. 



აა, არ ყოფილა მეორე ექიმი კარგი, სასწორზე ადამიანის ჯანმრთელობაა, ის კი ფულს ითვლის, ეკონომიას აკეთებს, სხვის სიცოცხლეს რისკავს. 


მოიცა და,, ექიმი თავის ფულს ზოგავს თუ პაციენტის? 

მეორე ექიმი პაციენტის ფულს ზოგავს


სინამდვილეში, 
მეორე ექიმი რაც მეტ ფულს დაუზოგავს პაციენტს, მით მეტ პასუხისმგებლობას  იღებს საკუთარ თავზე, გარკვეულწილად მართლაც რისკავს.  



და ეს რისკი ამართლებს, თუ იცი რამდენ პროცენტში, ალბათ 90%_ში ადანაკლებ. 


და რა ხდება იმ  10 %_ში, რომელთაც ექიმმა გამოკვლევა თავიდანვე არ ჩაუტარა? 

9%_ში არც არაფერი, მეორე ეტაპად დაზუსტდება დიაგნოზი და განსხვავებული მკურნსლობა დაენიშნება. ბოლო აქაც კეთილია

1%  -ში კი, დაგვიანებული გამოკვლევის შედეგად მკუდნალობის ხარისხი კლებულობს  
შედეგად მკურნალობა ხანგრძლივდება და ძვირდება. ბოლო მაინც კეთილია 

თუმცა, იმ ერთი პროცენტის ერთ პროცენტში ( ანუ ერთ პრომილეში)  მკურნალობის დაგვიანებამ შეიძლება ავადმყოფის ინვალიდობა ან სიკვდილი გამოიწვიოს. 



პირველი კარგი ექიმი 999% პრომილე პაციენტებისას უკეთებს თავის კომპიუტერულ კვლევას, მრტ, სისხლის ბიოქიმიას, რენტგენს, ტოვებს საავადმყოფოში ავადმყოფს დაკვირვების მიზნით, ავადმყოფის პატრონებთან ლანძღავს იმ ექიმებს ვინც ასე არ იქცევა, ბევრს ახარჯვინებს პატრონებს გამოკვლევასა და მკურნალობაში და თვითონაც პროპორციულად დიდ გასამრჯელოს მოითხოვს, მოითხოვს და  ღებულობს კიდევაც. 

მეორე ექიმი ავადმყოფთა 100 % ვე პროცენტს პირველ ვიზიტზე არ უკეთებს იშვიათი კაზუსების გამოკვლებებს ( ვირუსოლოგია, დოპლერი, ჰოლტერ ეკგ, ჰორმონები სისხლში ეტქ.) 
სამაგიეროდ, 100- ვე პროცენტს აფრთხილებს სამომავლოდ შესაძლო გამოკვლევების საჭიროებაზე. დეტალურად უყვება, თუ რა პირობებში შეიძლება ეგ შესაძლო გამოკითხვა გახდეს აუცილებელი.  

ზოგ შემთხვევაში მეორე აქიმი პაციენტის მხარეს ზოგავს, თუკი ატყობს, რომ ნავარაუდები გამოკვლევები პაციენტის ოჯახისთვის ხელმიუწვდომელ სიმაღლეზეა, ექიმი მხოლოდ განმეორებით ვიზიტს ითხოვს შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. 

ამით მეორე ექიმი თავის ავტორიტეტს რისკის ქვეშ აყენებს. 

პაციენტის მხარეს შეუძლია უცოდინრობა ან უგულისყურობა დააბრალოს ექიმს. 
ასეთ შემთხვევაში ექიმს გაამტყუნებს კოლეგაც, ადმინისტრაციაც, სამინისტროც და კანონიც. 

მაშ რა აიძულებს ექიმს ( მეორე სახეობის ექიმს) არ დანიშნოს გამოკვლევს 1000- ვე პრომილე ავადმყოფში? 

პასუხი მარტივია, თანაგრძნობა. 
თანაგრძნობა პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. 

არადა ას თავგანწირვა და ჩუმი რისკი დიამეტრალურად საწინააღმდეგო შეფასებად ტრანსფორმირდება - უცოდინარი და უგულისყურო.

მაგრამ პათეტიკამ არ გაგიტყუოთ 

ეს თავგანწირვა ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც, პაციენტის სიკვდილის მიზეზი ხდება

თვალის ექიმმა არ დანიDნა თავის კომპიუტერული ტომოგრაფია - პაციენტი მოკვდა 1 თვე საავადმყოფოებში მკურნალობის შემდეგ, კურიერი კი იმ ექიმის  სახლის შუშების მტვრევის ხმით იწყებოდა როცა მას გარდაცვლილის ოჯახის წევრები პერიოდულად მიუვარდებოდნენ და ექიმს ჩაქოლვით ემუქრებოდნენ
ყელყურცხვირის ექიმმა სიცხიან ავადმყოფს სისხლის ანალიზი არ გააკეთებინა, რენტგენიც სამომავლოდ გადადო, მოზარდი მომაკვდავი მიიყვანეს საავადმყოფოში 3 დღის შემდეგ, მიმღებშივე მოკვდა. კურიერის 5 გამოშვებას აეწია რეიტინგი ექიმის კაბინეტის კარზე ( განყოფილების გამგე იყო) წიხლების რტყმევისა და ხავილის ჩვენებით. 

ექიმმა ჰუმანიტარულად მიღებული უცნობი ანტიბიოტიკი დაუნიშნა ავადმყოფ ბავშვს, როცა პატრონებმა დანიშნული წამალი ვერ იყიდეს, ბავშვი პირვრლივე ინექციაზე მოკვდა ( 70 წლის ექთანმა გააკეთა ჩვეულუ გზით, სწრაფად და არა ნელა და განზავებული, როგორც ამას უცნობ ენაზე დაწერილი ანოტაცია მოითხოვდა) ექიმის ზურგს აკიდებული კამერები 3 სერია დასდევდნენ ბნელ დერეფანში  ექიმს სანამ კაბინეტში შეიკეტებოდა, მასაც ჰქონდა კაბინეტი, ისიც განყოფილების გამგე იყო. 

ვიცი სამი შემთხვევა, როდესაც ასეთ ძნელ სიტუაციაში ჩავარდნილი ექიმი საზოგადო დადანაშაულებისა და რაც მთავარია საკუთარი თავის  დადანაშაულების შედეგად განმარტოვდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, კიბოთი დაავადდა და მოკვდა.

მაშ არ ყოფილა მეორე  ექიმის  გზა რომანტიკული და ზნეობრივად გმირული. 

მას სიკვდილები მოჰყვება. 



მაგრამ 



არსებობს მესამე გზა, ზომიერი რისკის გზა. 
მესამე ექიმი მართლაც იდეალური ადამიანია ( და არა იდეალური ექიმი. იდეალური ექიმი პირველია, მის სამედიცინო საქმიანობას ზადს ვერ უნახავ) 
ის იმ დონეზე არის იდეალურუ ადამიანი, რამდენადაც არ არის იდეალური ექიმი, ანუ რამდენადაც ზოგავს პაციენტის მხარეს ფინანსურად. 
იდეალური ექიმი კი არ არის იდეალირი ადამიანი, მის ადამიანობას ის ადამიანობა აკლია, რომელიც აიძულებდა მას აეღო პასუხისმგებლობა, არ დაძარებოდა 100- ვე პროცენტისთვის დაწვრილებით მოეყოლა ის, თუ რა შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო პაციენტი ხვალ ზეგ და მაზეგ. 
მესამე ექიმს არც პაციენტი მოუკვდაბა ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებით და არც პაციენტის ოჯახი დაურჩება გატყავებული და გაფცქვნილი მთელი გრძელი მომავალი თვის განმავლობაში. 
მესამე ექიმი, კარგი ექიმი და ადამიანი შეიძლება გაილანძღოს. და არავინ ამოუდგება მას გვერდში. 

მაგრამ მისი ყოველდღიური თავდადება და რისკი პაციენტების 77%_ს დაუზოგავს უსარგებლო ხარჯს.



ეს ტირადა იმის საჩვენებლად დავწერე, რომ მკითხველს ექიმის აივნიდან დავანახო თითქოსდა მარტივი საკითხი. 
კარგი მკურნალობა და კარგი ექიმობა ადვილია
უფრო ძნელია იყო კარგი ექიმიც და კარგი ადამიანიც. მითუმეტეს რომ კარგ ადამიანობას კარგი ექიმობის ნებაყოფლობითი დათმობა ჭირდება. 


მინდა რომ შემხვდეს მესამე ექიმი, პირველი არ მინდა, არც მეორე

და საიდუმლოდ გეტყვით ის ექიმი, რომელიც დაგხვდებათ... თქვენს ხელშია რომელი იქნება, პირველი, მეორე თუ მესამე ( დიდი ალბათობით) 


ქართველები მიდრეკილნი ვართ ვაქციოთ ნებისმიერი ექიმი პირველ ექიმად და მერე აუცილებლად ვნანობთ შედეგს.              

მოიმარჯვეთ ფანტაზია, წარმოიდგინეთ სიტუაცია და დაწერეთ, თუ როგორ გარდაქმნით ექიმს პირველ, მეორე ან მესამე ექიმად.

განვითარებულ ქვეყნებში ხალხი ძერწავს მესამე ექიმს

ნაღდი VS წესიერი

ნაღდი კაცი VS წესიერი კაცი



ორივე კარგი ადამიანის ეპითეტია. თითქოსდა რა აქვთ ერთმანეთისგან გასაყოფი.

წესიერი კაცი, ნაღდი კაცი.  არ ჯობია ერთ ადამიანზე ითქვას ორივე? 


მაგრამ იმდენჯერ გადავაწყდი უწესო ნაღდ კაცს, ისე მომაბეზრეს თავი , რომ გადავწყვიტე ჩემს თავში დავალაგო.


ცოტა ჰიპერბოლას ვიხმარ, ცოტა მიკერძოებას, ცოტა ტენდენციურობას და აგრავაციას, მოვაყრი უტრირებას და ფერმენტს, კატალიზატორს და ფიქსატორს. იქნებ გამოვიდეს ნათელი სურათი.


ნაღდი კაცი
 
ხო, ნაღდი კაცი ამაყია, რომ ნაღდი კაცია.
 
ნაღდი კაცი ჩვენში უყვართ, ნაღდი კაცი მართლაც საყვარელია. 

ნაღდი კაცი მინდა ძმაკაცად, ძმად, მშობლად, ცოლად და შვილად.


აი სიძე კი მინდა წესიერი კაცი, რძალიც წესიერი მინდა, თანამშრომელიც წესიერი მინდა, მძღოლიც, ქვეითიც, რიგში უკან მდგომიც, გამყიდველიც, მინისტრიც, პოლიციელიც წესიერი მინდა, ექიმიც, მშენებელიც, პოლიტიკოსიც, ხუთი მილიონი მინდა წესიერი. 

მხოლოდ 20 კაცი მინდა ნაღდი: ჩემები, ძმაკაცები, ოჯახი, 

თუმცა, 
მინდა რომ პოლიტიკოსები წესიერთან ერთად იყვნენ ნაღდებიც, ოღონდ უფრო წესიერები მინდა ვიდრე ნაღდები, მათ ჟინი მოეთხოვებათ რეალობის შესაცვლელად, ამიტომ მე მათ ნაღდობის უფლებას ვაძლევ (ოღონდ არა წესიერების ნაცვლად) 
პრეზიდენტი მინდა ნაღდი, მას წესიერებაზე უფრო მეტად ნაღდობის უფლებას ვაძლევ, ბევრი აქვს შესაცვლელი. ნაღდი უნდა იყოს აუცილებლად, ჟინი უნდა ჰქონდეს კედლისმნგრეველი. 

მოკლედ ასე დავლაგდით რაოდენობრივად
სინაღდე მინდა ჩემს გარშემო ადამიანების 0.1%-სგან წესიერება კი 99,9% სგან. 




ამ თემაზე შარშან ამ დროს ყველაზეყველაზე ნაღდ ძმაკაცს ვეკამათე(თუ ის მეკამათა) ადამიანი ჯერ წესიერი მინდა და მერე ნაღდი მეთქი. არაო, ჯერ ნაღდიო. 
მე კი შენ მჭირდები ნაღდი და ტაქსის შოფერი სულაც არ მინდა ნაღდი მეთქი, ვიბუქსავეთ ამ თემაზე. მამხილა უგულობაში, უჯიგრობაში, პედანტობაში, კანონდამჯერობაში და მორჩილებაში. 
კრება დარჩა მხიარული, ჩემი არგუმენტები მაინცდამაინც არ ეპიტნავა. 
"ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე" მისი საყვარელი ფრაზაა დათა თუთაშხიადან. შევახსენე. 
მაინც უარზეა, 5 მილიონი უნდა ნაღდი. 
მე, ყალბი მირჩევნია და წესიერი მეთქი ის ხუთი მილიონი მეთქი, რომელთაც არ მოეწონებათ წესი მაგრამ დაიცავენ მეთქი, ვიდრე ნაღდი რომელიც არ ეთანხმება წესებს და არღვევს კიდევაც მეთქი. 



ალბათ მე ძალიან ეგოისტი ვარ.



მე ხო სხვა ადამიანებს ინდივიდუალიზმს, ჯიგარს, ხოშს და ხვაშიადს ვუზღუდავ (ჩემს იდეალში) ის კი აძლევს.
მას უნდა ქვეყანა სადაც ყველა, ვინც შეხვდება ჯერ ნაღდი იყოს, ინდივიდი იყოს პიროვნება იყოს და მერე წესიერი შემსრულებელი თავისი სოციალური როლისა. 



მე კი მინდა რომ ხუთი მილიონი დაჩმორებული წესიერი ჭანჭიკი მეხვიოს, შუქნიშანზე სწორად გააჩერონ, სწორად გადავიდნენ და სწორად დაძრან, სწორად დამითვალონ, ქურდი დაიჭირონ, ბავშვს ასწავლონ, უმკურნალონ, საზღვრებზე იომონ, თამაშამდე საკმარისად ივარჯიშონ, თავზე არ დამაფერთხონ, სასაფლაოს ბილიკი შუბებით არ ჩამიხერგონ, 3 კაციან რიგში არ გამასწრონ, გზაჯვარედინზე საცობი არ მომიწყონ, პირადი სივრცეში არ შემომეჭრნენ, მიტინგზე ჩემი სახელით არ იყვირონ, 
მინდა რომ ყველამ წესიერად შეასრულოს ეს ოხერა თავისი მინი სოციალური როლი: ქვეითის, მძღოლის, მენაგვის, თანამესუფრის, პაციენტის, ექიმის, გამვლელის, პოლიციელის, მგზავრის, ტურისტის, დამთვალიერებლის, კინომაყურებლის, ამომრჩევლის, ჯარისკაცის, გოლბეკის, ცენტრფორვარდის, ჟურნალისის... როლი. 

სულაც არ მაინტერესებს გზის გადაკვეთისას შუქნიშნიდან ყვითელ შუქზე  აღძრული მძღოლი ნაღდი კაცი არის თუ არა, ეკუთვნის თუ არა თავის სიალალეში ჩემი გზის გადაჭრა და ჩემი შეშინება. 
სულ არ მაინტერესებს პაციენტის სინაღდე, მითუმეტეს რომ მაგ სინაღდეს ყოველთვის ამბიცია მოჰყვება რომ მას, განსაკუთრებულ ნაღდ ნატურას განსაკუთრებული მედიცინით უნდა უმკურნალო და სხვა  მღიერ პაციენტებზე არ მოცდე. 
სულ არ მჭირდება მე გზის გადაღმა მაცხოვრებელი კაცის ნაღდი და ალალი ბრაზი, რომელიც თვეში ერთხელ ღამის ხანგრძლივობით ჩხუბობს ხან ცოლთან და ხან მეზობლებთან.


აი, ასეთი ეგოისტი ვარ. ყველა უცხვირპირო უპიროვნო შურუპად მინდა

და ერთი გამართლება მაქვს მხოლოდ ამ ჩემი ეგოისტობისა. 

ვთვლი რომ მეც თავად, და ის მცირერიცხოვანი ხალხიც რომელთა სინაღდე მინდა ( ოჯახი, საძმაკაცო) ასევე ჭანჭიკებად უნდა ვიყოთ ჩვენჩვენ სოციალურ როლებში. ჩემი შვილები წესიერად უნდა გადადიოდნენ გზაჯვარედინს, კინოში მზესუმზირას არ უნდა ყრიდეს, მე ომში ჯარისკაცი უნდა ვიყო, პლაჟზე ქოლგით სხვას ზღვის ხედი არ უნდა დაუფარო შეძლებისდაგვარად. ბომჟი რომ მოგაკითხავს, უნდა უექიმო როგორც მეფეს, ღარიბი შენგან რომ წავა იმედი უნდა ჰქონდეს, რომ შემდეგი ექიმიც გაუგებს. მოკლედ, ჩემი ნაღდების ნაღდობაც არ წარმომიდგენია წესიერების გარეშე. 
აი ეს არის ჩემი ეგოიზმის გამამართლებელი. 

ეგოიზმის, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში 5 მლნ წესიერი მინდა და მხოლოდ 500 ნაღდი.

არადა ამ ქვეყანაში, რომელიც ნაღდ ემოციას ამოფარებული ათასგვარ უწესობას ჩადის მასობრივი სინაღდის დიდი დეფიციტია. 
ძალიან მაკლია როკმუსიკოსების სინაღდე და არ მაქვს. 
მორისონი, ჯოპლინი, მუსი და რედიოჰედი, ბექი და ბონო, ლეონარდ კოენი და ბობ დილანი, მე მათი სინაღდე მაკლია ჩემს ქვეყანაში.

რატომ არის იქ მეტი სინაღდე სადაც არის მეტი წესიერება? 


რამდენად წესიერები უნდა გავხდეთ მასა რომ გამოვზარდოთ 3-4 სუპერნაღდი?


უცნაურია (ან იქნებ კანონზომიერია) ქართველებს ერთი სუპერნაღდი გვყავს ალბათ ათიდან ერთერთი - ნიაზ დიასამიძე და ის როცა 2007-ში ოპოზიციის მიტინგზე გავიდა (საიდანაც ის სტვენით გააძევეს), სათქმელი ეს ჰქონდა, ჯიუტი სათქმელი- არაფრის ღირსრბი არ ვიქნებით სანამ წესიერები არ გავხდებითო (თავისუფალი პერიფრაზია). 

ნაღდი კაცი VS წესიერი კაცი?

მიტინგზე მისულმა ნაღდმა კაცებმა წესიერების მოთხოვნა იუკადრისეს, ისინი ხომ ნაღდები არიან, დედამიწის ეპიცენტრები. 





ქვეყანაში სადაც ნაღდი კაცების (ჟინიანი ინდივიდების) დეფიციტია, ყველა ნაღდობას თამაშობს და წესიერება ცხვენია. 


ნაღდი კაცი არა მარტო წესიერ კაცს ამარცხებს, არამედ ნამდვილ ნაღდ კაცსაც. 

მაშ რა?
სამოქმედო ლოზუნგები უნდა იყოს:

  
-ძირს მასობრივი  ინდივიდუალიზმი ნაღდი ინდივიდუალიზმის ხელშესაწყობად.
(ისევე როგორც ევროპაში.  გაიარეს უკვე.)
-წესები უპირველეს ყოვლისა
-სადაც შენი თავისუფლება არ იზღუდება ყველგან ჩემი თავისუფლების ზონაა. 
-ჩემი თავისუფლება შენი საქმე არ არის. 
-საყოფაცხოვრებო უწესობა სხვა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაა და დაუშვებელია.
-ყოველდღიურად მოგიწევს ათამდე სოციალური როლის კარგად შესრულება, თუ გინდა რომ შენი თავისუფლება დაიცვა.


+
ბონუსად ერთი ლოზუნგი, რომელიც ყველა სიტუაციაში ამართლებს-

- ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო! 
(ნაღდ სიალალეში არ გვეკუთვნის, დამსახურება უნდა, წესიერებით უნდა დაიმსახურო).

Saturday, January 14, 2012

Monday, January 9, 2012

გიორგობა კი და შობაც?

გუშინ დასვენების დღე იყო, ჩემთვის პირიქით – 24 საათიანი მორიგეობა.
მობილური ყველა ზარს იმახსოვრებს. დღეს დავთვალე მორიგეობისას 34 ზარი გამიშვია+ მიმიღია. ყველა საქმეზე, ექიმებთან, სასწრაფოს დისპეტჩერთან.
ღამის სამ საათზე დამიჯდა, არადა ვამაყობ ხოლმე, 3–4 დღე მიძლებს მეთქი. დამიჯდა იმიტომ რომ ბევრი ვილაპარაკე.
დღეს სახლში როცა დავტენე, შემოსული ზარები ვნახე, რომლებსაც ვერ ვუპასუხე.
32 ზარი ეწერა.
ანუ ბატარიას რომ გაეძლო 69 ზარი მექნებოდა
გუშინ 24 სთ–ის განმავლობაში სასადილოში ერთხელაც ვერ შევედი, არცერთი ლუკმა არ მიჭამია და წყალი მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე – გიჟივით დავულიე რეგისტრატორს.




გუშინ 37 ავადმყოფი მივიღე, მათგან 3 ჩემს ხელში მოკვდა მიღებიდან ერთ საათში. 2 რეანიმაციაში დილამდე.
იშვიათად მიკვდება ავადმყოფი. გუშინ კი ერთბაშად სამი.
ცუდი დღე იყო.
70 წლის კაცი წყლულიდან სისხლდენით მოკვდა, არ უნდა მომკვდარიყო ჯერ, უნდა დარჩენილიყო იმ საავადმყოფოში სადაც მკრნალობდნენ.
25 წლის გოგო მე–9 სართულიდან გადმოვარდა, ნასვამი იყო. არ უნდა გადმოვარდნილიყო და უნდა ეცოცხლა ერთი 50 წელი კიდევ.
36 წლის ბიჭი მთვრალი, ღვედის გარეშე მართავდა თავის 200 გერმენულ ცხენს, მხოლოდ თვითონ მოკვდა დამტვრეული სამი მანაქნიდან, კიდევ კარგი სხვა არ გაიყოლა. უნდა ეცოცხლა მასაც დიდხანს, ჯანიანი იყო ხარივით.

ეს მორიგეობა გაცილებით თარსი და მძიმე იყო სხვა მორიგეობებთან შედარებით. შუალედში პლიუს 4 ჩხუბს შევესწარი და ორში ვიმონაწილევე, მეწუწა ჰეპატიტიანის სისხლი და ხანგრძლივად ვეხვეწე 4 თუ 5 მთვარალ დასისხლიანებულ ავადმყოფს მოეცა საშუალება დავხმარებოდით.

ყველაფრის ამის მიზეზი გითხრათ?

აქმდე გიორგობაზე მორიგეობის მეშინოდა.
დღეიდან შობაზე მორიგეობისაც შემეშინდება.

ამ ველურ ხალხს, ქართვლებს "იურიევ ძენი"–ვით აქვთ დღეები, როცა ცდილობენ იყვნენ მაქსიმალურად თავაშვებულები, გამოცადონ ღმერთი, კიდევ აქვთ თუ არა კუთვნილი ბედნიერება და თავხედობის უფლება. ქრისტიანული დღეები მათთვის წარმართულ ჭინკობანაში გადაიზრდება.
მათთვის კი არც ჭინკა იწუხებს თავს და არც ღმერთი, უმოწყალოდ იხოცებიან საკუთარი შეცდომების შედეგად.

Thursday, January 5, 2012

დეიცავი ტექნოლოგია




დეიცავი სუბორდინაცია, ჩემი ქუთაისელი მეგობარი ექიმის ხუმრობა იყო, ქუთაისური აქცენტით.

თავის შეხუმრებულ ექთნებს ყასიდად შეუწყრებოდა ხოლმე
- დეიცავი გოგო სუბორდინაცია.
კარგი ხუმრობა იყო, ხარისხიანი.
ყოველთვის მოჰყვებოდა ჯგუფური სიცილი.

დეიცავი ტექნოლოგია

ოღონდ ამჯერად სერიოზულად, ანუ ასე

- დაიცავი ტექნოლოგია!





გახსოვთ ალბათ, ლუდის რეკლამებში ჩეხი ტექნოლოგი რომ ჩნდებოდა, ლუდის უზარმაზარ გაპრიალებულ ქვაბებს შორის რომ დადიოდა და ქართულ ჩეხურ აქცენტით, გვპირდებოდა, ამ ლუდის ხარშვის ტექნოლოგიას მე ვიცავო.
ქვემოთ ეწერა ირჟი კუჩერა - მთავარი ტექნოლოგი.

ჩვენც დავიმედდით, აი, ნატახტარს რა ჭკვიანურად მოუფიქრებია, ტექნოლოგიას ჩეხი მიხედავს და ხარისხიც კარგი იქნება თქო -ჩეხური.

ეს ჩვენი მოლოდინი იმდენად ზუსტად იციან ქართველმა ბუტლეგერებმა, რომ ხშირად გვთავაზობენ ლუდს გერმანელის, ჩეხის , ფრანგის ჩვენებით.
ხანაც ევროპული სახელის დარქმევით.

არ გამოდის არაფერი.
უფრო სწორედ მათ კი გამოსდით რეალიზაციის გაზრდა ამ მანევრით, მაგრამ ხარისხი ისევ ქართული რჩება - მდარე, მწარე და წატუსული.

ქართველები ტექნოლოგიებს ვერ ვიცავთ, ვერც რეალური და არა სარეკლამო ჩეხი ტექნოლოგი გვშველის.
ჩეხი თვალს მოაცილებს თუ არა, ქართველი ყოვლისმცოდნე ამბობს - ასეც წავა რაა, და დურთავს ხვალ ჩასასხმელს დღეს, ან ორის ნაცვლად სამს, ან პირიქით.
ტექნოლოგიის დარღვევას დიდი ხიბლი და ხეირი აქვს - იგებ დროში, რაოდენობაში, ნერვებში, არ გჭირდება ხარჯი და ნებისყოფა, შედეგი მშვენიერია, განსხვავება მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოვლინდება.










დღევანდელი ჩემი სათქმესი კი ჯერ არ მითქვამს, ეს ოპუსი მხოლიდ შესავალია.

მე სხვა ტექნოლოგიების დაცვას მოგიწოდებთ ძვირფასო ქართველებო.

დაიცავით ევროპული ტექნოლოგია საკუთარი თავისუფლების ძებნისა და პოვნისას.

რა მაქვს მხედველობაში, თანამედროვე ევროპა თავისი ექსტერიერით ( ტანსაცმელი, ქცევა, პოპ მუსიკა, პოპ არტი, არქიტექტურა, დიზაინი, რეკლამა...) თავისუფალი, შეუზღუდავი, ცენზურისა და კონსერვატივიზმისაგან სრულიად თავისუფალი და იმპულსურია.
ევროპაში ფეხბურთის ფანები ქალაქებს იპყრობენ, ვანდალები მანქანებს წვავენ, მაღაზიათა ვიტრინებს ამტვრევენ და პორნოებს იღებენ.

მათთან შედარებით ჩვენ ზომიერი ლაგამი გვშვენის და გაცილებით გონიერები ვართ.
ძალიანაც კარგი.

და მაინც, რატომ არის ევროპა მოწესრიგებული, სუფთა, მშვიდობიანი, წარმატებასა და პროგრესზე ორიენტირებული, კანონდამჯერე, პროდუქტიული, ჯანმრთელი და მდიდარი ვიდრე ჩვენ?

ჩვენც ხომ ზრდილობიანი და წესიერი ხალხი ვართ და არა ფანატიკოსი ან ველური?
იქნებ პირიქით, ჩვენ უფრო მტკიცებ ვიცავთ წესიერი ქცევის წესებს ვიდრე ისინი, ვინც ითმენს თავის გვერდზე სატანისტებს, პორნოებს, გეებს, გიტარის რიფებს და ამორალურ ფილმებს?
იქნებ კი არა, სწორედაც ასეა - ჩვენ უფრო წესიერები ვართ, უფრო ზრდილობიანები.

და მაინც შედეგად რატომ გამოვიდნენ ისინი უფრო უკეთესი საზოგადოების შემქმნელები ვიდრე ჩვენ?

იმიტომ რომ დაიცვეს ტექნოლოგია.


მათი ტექნოლოგიის წარმატება კი იმაში მდგომარეობს,


რომ



მოზარდებს აუცილებლად წააკითხეს დევიდ კოპერფილდი, ჯეინ ეარი შედეგად გადაატარეს შიმშილისა და მკაცრი წესრიგის ელდა,








შემდეგ შეაპარეს ლოკი, საფრანგეთისა და ინგლისის რევოლუციები, ამერკის ადამიანთა უფლებების ქარტია,


მისცეს სიამაყე მისი წინაპრების მიერ გამოგონილი კაცობრიობისადმი ნაჩუქარი ტექნოლოგიებით( ორთქლმავალი, ლიფტი, დამბა, მაუდის ფაბრიკა, მუშკეტი...)

აჩვენეს ბოლო ასი წლის მანძილზე მათ ტერიტორიებზე ამბიციებისათვის ბრძოლაში ორ მსოფლიო ომში დაღუპული 60 მილიონი ადამიანის საფლავი,

მოატარეს უზარმაზარი ბუნებათმცოდნეობის მუზეუმები,

წააკითხეს 1984,

მოუყვნენ ენგელსისა და მარქსის უშედეგო საუკუნოვან სოციალურ ექსპერიმენტზე, სკოლაში საათები უჩიჩინეს წესების დაცვის აუცილებლობა


და არცერთხელ გააკარეს მოზარდთა თვალსაწიერს ვეფხისტყაოსანი, კ.ფ. მონანიება, თეთრი ბაირაღები, ყვარყვარე,


და რა მიიღეს შედეგად ?

ის, რომ ბაზა მოზარდ ადამიანს, ზრდასრულობაში შესვლისას აქვს სოციალურად გაწონასწორებული წესიერი სასარგებლო საპროფიტის, რომელიც დიდი მკაცრი სოციუმის შეზღუდვებს ღებულობს და ცდილობს შეესაბამებოდეს წესიერი ჭანჭიკის როლს.
საქართველოში კი სკოლადამთავრებული ადამიანი სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობაში ხედავს ასპარეზს თავისი ინდივიდუალობისთვის:

ვეფხისტყაოსანმა მას ვაჭრობა და გათვლა აუკრძალა, ყვარყვარემ მთავრობასთან თანამშრომლობა შეაზიზღა, მომანიებამ თვითონ მთავრობა, და ეს ყველაფერი მტკიცედ და ქვეშეცნეულად.


ტექნოლოგია, რომლითაც მიდის ევროპული საზოგადოება პიროვნულ თავისუფლებამდე რადიკალურად განსხვავდება ჩვენი საზოგადოების ამავე მიზნის მისაღწევი ტექნოლოგიისგან.

ევროპელი მოსწავლისათვის წარსულში არის სიღარიბე, ომი, შიმშილი, სისუსტე და ამ ყველა სამარცხვინობების დამარცხება წესიერებით, ცივილიზაციით, ერთიანობით, კონსენსუსით.

ქართველი მოსწავლისათვის წარსული აწყობილი მსუქანი სოციალიზმია, სადაც ღიპზე ღილი არ გვეკვრება, ზაფხულში პროფკავშირი გაგზავნის დასასვენებლად, ქართველები ყველას უყვარს, მოგებული, დედამიწის მაზანზარებელი იმპერიის მოქალაქეები ვართ, ყველა სიკეთე გვეკუთვნის და 80%ით გვაქვს კიდევაც.

მაგრამ ქართული აღზრდის ტექნოლოგიაში უცვლელ ინგრედიანტად დევს ანტისახელმწიფოებრივი კოლოსები - საამაყო ქართული ლიტერატურა.

ჩვენი ტექნოლოგია არ არის სოციუმის წარმატებაზე ორიენტირებული, მისი პროდუქტი მორიელია, რომელიც საკუთარ თავს კბენს, რომელიც არ ახდენს ძალის დელეგირებას ხელისუფლებისათვის, რომელიც არ უთმობს პერსონალურ სივრცეს სხვა ადამიანს, რომელიც არ ტოვებს ბილიკის ადგილს საზაფლაოზე, რომელიც უშვებს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას შეურაცხყოფის და ფამილარობის კარგა მოზრდილ დოზას, რომელიც კრძალავს და ზღუდავს უცხოს და უცნობს, რომელიც ყველა კონფლიქტურ სიტუაციაში უმრავლესობის მხარეზე დგება, რომელიც ფანჯრიდან ფერთხავს ხალიჩას და საფერფლეს.

და მაინც, რატომ არიან ევროპელი ჭინკები ჩვენს ჭინკებზე უფრო ჭინკები ან ევროპელი საშუალოსტატისტიკური მოქალაქეები ჩვენზე უფრო პედანტურად წესიერები?

ოდესმე ვიპოვით ტექნოლოგიას, რომელიც ვეფხისტყაოსნისა და მუხრანმაჭავარიანის საქართველოს ევროპაში შეგვიშვებს?
არ ვიცი.


მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თუ ესეთი ტექნოლოგია ოდესმე გვექნა, იქ აუცილებლად იქნება ფოკუსირებული 20 წლამდე მოზარდებზე მათ განათლებაზე.
ადამიანები ისწავლიან დაახლოებით 80%-ით მეტს და ეს 80% იქნება :

-
-
-
-
-
-
-
-




-