Friday, February 24, 2012

ჰუმანურობები. ცოლ-ქმრის საკითხავი


     


 ცოლ-ქმრის საკითხავი, ნუ ერთხელ მაინც წასაკითხი.




ჰუმანური

ჰუმანური ანუ ადამიანური, ანუ ადამიანისთვის დამახასიათებელი, ანუ ადამიანის გამომარჩეველი ფაუნის  სხვა წარმომადგენლებთან. 
ჰუმანური რა არის? 
ლათინებს  ორი ვერსია აქვთ, სიტუაციის შესაბამისად: 

ჰომო  ჰომინის ლუპუს ესტ (ადამიანი ადამიანისთვის მგელია) 
და
ჰომო ჰომინის კესუს ესტ (ადამიანი ადამიანის მეგობარია) 

მაგრამ, ვინაიდან ჯგუფსშიდა მეგობრობა (ცოლქმრის ერთი წყვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში) და მტრობა (ბებერი ბელადის მარცხი და მოკვეთა) არ არის მხოლოდ ადამიანთათვის დამახასიათებელი  და იქნებ თვით მგლებსაც ვერ ვაჯობოთ ამ პარამეტრებით,  ჯობია ჰუმანურობა სხვა კატეგორიებში ვეძებოთ. 


ტრაკი.
მას შემდეგ რაც პრეადამიანი ჰომო ერექტუსი გახდა,მან ტრაკი შეიძინა.

ეს ღირსმნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანისა სრულიად ჰუმანურია, მისი ანალოგი ბუნებაში არ არსებობს, მხოლოდ სამარცხვინო კარიკატურა აქვთ ზოგიერთ მაიმუნს.

 
ძუძუ.
ასევეა ძუძუც, აღმოჩნდა რომ მამრმა  ჯიუტი მონდომებითა და პერმანენტული სელექციით სწორედ ეს დაისახა მიზნად - დიდი ძუძუ, გაცილებით დიდი ვიდრე სხვა ცხოველებს აქვთ და გაცილებით დიდი ვიდრე ლაქტაციას (რძისწარმოქმნას) სჭირდება. 

პენისი.
თურმე არც მდედრი მჯდარა გულხელდაკრეფილი, მისი სელექციის ობიექტი მამრის პენისი ყოფილა, ადამიანს ხომ ის გაცილებით დიდი აქვს ვიდრე პრიმატებს, და გაცილებით კარგადაც მუშაობს, ოლსიზონ, შვებულების უფლების გარეშე. 

სიშიშვლე და ოფლიანობა.
ბეწვის საფარველის არარსებობამ და ოფლიანობის უნარმა ადამიანს მისცა საშუალება არ დაღლილიყო მკვირცხლი ნადავლის ხანგრძლივი დევნისას, გაესავათებინა ის და დაეჭირა, ასე ხდებოდა იარაღებამდელ ხანამდე, მთელი 800.000 წლის განმავლობაში.

სიშიშვლე (უბანლობა), ოფლიან-სუნიანობა, ტრაკი, პენისი და ძუძუები ყველაზე ჰუმანური ფაქტორებია. 

ისინი მხოლოდ ადამიანისაა, ისინი ადამიანს ზოო სამყაროსგან გამოარჩევს.




 
არადა, რაც ჰუმანურია უკლებლივ ტაბუდადებულია ადამიანთა სოციუმში.


დამალე, დამალე, დამალე, დაიფარე, დაიბანე, სუნი არ აგივიდეს. 


უნდა ვიბრძოლოთ თუ არა ჰუმანურობათა რეაბილიტაციისათვის? 

არა! 
არა და არა! 

რატომ? 
იმიტომ რომ ეგ სანუკვარი მართლაც ჰუმანური სიმდიდრეები ( კანის სიშიშვლე, ტრაკი, ძუძუ, პენისი,სუნი) ყოველთვის სანაქებო მდგომარეობაში ვერ გვექნება. 

ჯობია გარშრმომყოფებმა ჩვენი წარმოსახვითი პორტრეტი საკუთარი კეთილგანწყობის მიხედვით დაასრულონ, და გულის სიღრმეში იდეალური ჰიუმანი ვეგონოთ. 

მოხერხებულია, ეგოისტურია, ჭკვიანურია. 

მაგრამ რაღა ჰქნან იდეალურმა ჰუმანებმა, რომელთა გარეგნობა ყველაზე პრეტენზიულ წარმოდგენას გაამართლებს და იქნებ აღემატება? 
გამოაჩინონ, სანამ იდეალურები არიან, ჩვენს სასარგებლოდ,
მათი გამტკიცებული სტერეოტიპის წყალი ეგებ ჩვენც გადმოგვესხას. 

ანუ სად შევძვერი ახლა. თუკი ადრე პორნო პერსონაჟებს "შემთხვევით კუდდაკარგულ უბალნო" ძროხებად  განვიხილავდი, ძროხისავე ტვინით, დღეს მათზე,  ცოტა გული მომიბრუნდა. ნუ, იმ დონეზე მაინც რომ ლინჩის წესით არ ჩავქოლო.

[გადახვევა. ჩარჩოში ჩასმა ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო სიტუაციასაც რაღაც აღმატებულ, ან სიმბოლურ დატვირთვას აძლევს. გგონია რომ ამ ხატებით მასზე გამოსახული ადამიანი აუცილებლად რაღაცას ამბობს, ან რაღაცას განიშნებს. არადა სიტუაცია შეიძლება სულაც არ იყოს ამდენად ჩახლართული. იქნებ ის გოგონა პლაჟზე უბრალოდ კარტს თამაშობს ან შრება ან ფიქრობს მისივე გასაკეთებრლი  სადილის მენიუზე. 
ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა აქაც აურია. ადამიანები ექსჰიბიცირდებიან, ხელმისაწვდომნი ხდებიან, საკუთარი პიროვნების შესახებ თავისუფალი ინტერპრეტაციის ლუფტს  უტოვებენ უცნობ და ნაცნობ ადამიანებს.] 

მე ვთვლი, რომ ზემოთმოყვანილი ჰუმანურობები 

1. შესაფუთია უცხო თვალისგან დასამალია, ტაბუდასადებია, სირცხვილის გარსით დასაცავია
და ამავე დროს 
2. აღვირ - ასახსნელი და საამაყოა, არაადასამალი მხოლოდ იმ ერთი ადამიანისთვის, ვისთან ერთადაც ერთ მთლიან განმრავლებად ერთეულს, მწვერვალს, სახეობა ადამიანს წარმოადგენ - ცოლთან და ქმართან. 

მაშ ასე: ძირს ინტიმური ხატებების "მიამიტურად" უცხო თვალისთვის ჩვენება facebook-ში და.. ძირს სირცხვილი ცოლქმარს შორის. 
 
ნუ შეგრცხვება იამაყო ჰუმანურობებით ცოლთან და ქმართან.
ჰუმანურობები ღმერთს არ უჩუქნია, ჩვენი ესთეტი წინაპრების თითქმის მილიონწლიანი მოლოდინით სავსე კასტინგის შედეგია.


სექსი ჰუმანურია.
სექსი ჰუმანურობის მწვერვალია, შიშველი კანი, ძუძუ, ტრაკი, პენისი, ოფლი თავს სწორედ სექსში იყრის.
სექსის უნარით ადამიანი ცხოველებს 10 თავით და 11 თვით აღემატება.

    



ყველაფერი სპირალურია, ავმაღლდი ტრადიციულამდე.            

Wednesday, February 22, 2012

დემოლალია FORUM.GE

დემო, ოღონდ კრატია არა, ლალია* - დემოლალია.

ფორუმზე 2000 პოსტი შემისრულდა!

[b]axalirevolucia[/b]
[quote]ჯგუფი: Members
წერილები: 2000
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
Warn: (0%)  
[/quote]



ყველაზე სავდიანი სიმღერები


ერთხელ მაინც სანახავი ვიდეოები


მკურნალობა ვს მკურნალობა


TED.COM.ზე


ეფექტური შენაძენი


კიდევ ერთი დუნე თემა


რამდენჯერ იყო მიშა გორში ომის დროს?

დეიცავი ტექნოლოგია


ზამბარები და შაიბუნები


ოქროს ბორბალი


მიშამ არაფერს ვნანობო


ზეთისხილი, ლუდი, მიშა


აცაჯუიტ აყუა


კომპ ონლაინ თამაშები


ჩემი მტრების შკალა


სკაიპი ესტონელებმა ქართველებმა ბრანწი?

5 პოლიტიკური ოცნება 2012


თეშექიურ


მუხრანი ნოდარი


მიშამ აღიარა რადიკალი ვარო


ვისაც გაწუხებდათ და ღირსებას გილახავდათ.

ნამუსი


დისიდენტი პრეზიდენტი


ვინ დაიწყო ომი?


ჩემი ანტიმიშისტური გასხივოსნება


რის სწავლას გვაიძულებს მიშა?


ოპო და პო, ერთიანობის დროა


ჩემს ქვეყანას გამარჯვების შანსი აქვს


ცუდი ადამიანები VS ცუდი ადამიანები

კარგი ადამიანები VS კარგი ადამიანები

ივანუკოვიჩი


გაიცანით სააკაშვილი


ცარიზმი, რასია, რსფსრ


სატიაგრაჰა


1921 წელს საქართველომ არ იბრძოლა


*ლალია - ლაპარაკი.

Tuesday, February 21, 2012

16 მეტრი ვიპოვე

ღირს ახალ პოსტად. ვიპოვე, ევრიკა! 16 მეტრი ვიპოვე. ანუ ვიპოვე ის სიტუაცია, რომელიც ადვილად დაგვანახებს იმას, თუ რამდენია 16 მეტრი.

რაში მჭირდება?
აი ამ ცოდვილობის დასასრულებლად, თანაც წარმატებით.

ნახე, თუკი სამყაროს იმდენად შევამცირებთ, რომ დედამიწა კალათბურთის ბურთის ხელა გახდბა, მაშინ დედამიწა 3 მმ დიამეტრის მქონე ბურთულად იქცევა, დისტანცია მათ შორის (დედამიწასა და მზეს შორის რეალური მანძილი 150 მილიონი კილომეტრია) კი 16 მეტრი.

ბურთს და ნამცეცს ადვილად წარმოვიდგენთ, მაგრამ უფრო ძნელი წარმოსადგენია მანძილი მათ შორის ანუ ორბიტის ნახევარის ერთობლივ მასშტაბებში წარმოდგენა.
და ვიპოვე.
როდესაც კალათბურთის ბურთი კალათბურთის მოედნის ზუსტად ცენტრში დევს, ნამცეცი დედამიწა მის გარშემო იმ ორბიტაზე იმოძრავებს, რომელიც გაივლის მოედნის კუთხეებზე, წიბოებზე. კალათბურთის მოედნის ცენტრსა და კუთხეებს შორის მანძილი 16 მეტრია.

ანუ, ჩემი შეფასებით მზესა და ჩვენს შორის უზარმაზარი ცარიელი სივრცეა და მადლობა გრავიტაციას, რომ მზეს არ ვეკარგებით.
მადლობა დედამიწის ქროლვის სიჩქარეს, რომლითაც ჩვენ მზის გრავიტაციას წარმატებით ვაწონასწორებთ და არც მზეზე ვვარდებით.


დატკბით ვირტუოზი გიგანტებით და ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ ღმერთმა არ ქნას და რომელიმე მათგანმა ფეხი არ დაადგას მათთვის უჩინარ ბუზზე პატარა ბურთულას, რომელიც იმ წრეზე მოძრაობს სრულ უკუნში.
მოძრაობს წრეზე რომელშიც ეგ მოედანი სრულად ჩაეტევა. მოედნის ცენტრში კი ის მზე წარმოიდგინეთ, რომელიც ამ ბურთის ხელაა.

კიდევ ერთი მადლობა არაცოცხალ და უნივერსალურ ფიზიკას.

Sunday, February 19, 2012

დედამიწა მზიდან 16 მეტრშია





როცა მზე კალათბურთის ბურთის ხელა ხდება,


დედამიწა კი ბრინჯის მარცვლის ჩამონატეხის.







აი, ამ სახლის ერთ კუთხესთან რომ დავდოთ კალათბურთის ბურთი, მეორე კუთხესთან კი ის ბრინჯის ნაწილაკი, მასშტაბების თითქმის სწორი მაკეტი გამოგვივა.







ანდა, რახან ბურთი კალათბურთისაა, კალათბურთის მოედანზე წარმოვიდგინოთ მზესა და დედამიწას შორის დაშორება.
ბურთი ფარის ქვეშ რომ იდოს, ნამცეცი დედამიწა თითქმის მოწინააღმდეგის სამქულიან ხაზზე იქნება.




გაუმარჯოს მზის გრავიტაციას და დედამიწის წრფივ სიჩქარეს, რომლითაც მზეზე მუდმივი ვარდნის კომბინაციაში დედამიწა თავის ორბიტას ინარჩუნებს.
...

Friday, February 17, 2012

ნათესავებს მოეთხოვებათ

ტედისავით

აიღეთ ხელში თქვენი მობილური ტელეფონები
და გახსენით კალკულატორი


2 გაამრავლეთ 2 ზე და ასე 33ჯერ 

მიიღებთ 8589934592-ს 







ჩვენ ყველას ზუსტად ერთნაირი არითმეტიკული პროგრესიით დათვლადი გენიალოგია გვაერთიანებს. 
  არა მარტო ადამიანები  რომელთაც აუცილებლად ჰყოლიათ ერთი ქალი -  დედ და ერთი კაცი - მამა, არამედ   ცხოველებსაც
რომელთაც ყველას ჰყავს ერთი დედა დედალი და ერთი მამა მამალი, ერთი დედა ძუ და ერთი მამა ხვადი. 

  
ეს კანონზომირერბაა - ყველას გვყავს ორი მშობელი, 4 ბებია ბაბუა, რვა დიდი ბებიაბაბუა და ასე შემდეგ. 
წინა თაობა ორმაგდება
და ასე დაუსრულებლად. 

არცერთი ჩვენთაგან და არცერთი ჩვენთაგანის არცერთი წინაპარი არ მოვლენია ქვეყანას მხოლოდ ერთი მშობლისგან, გადაწვენით, თვითდამტვერვით,დაკვირტვით ან კლონირებით. 
ყველა ჩვენს წინაპარს ორი მშობელი ჰყავდა. 


ერთ საუკუნეში ადამიანთა ოთხი თაობა იცვლება, სამი მაინც. 
ქრისტეშობიდან მოყოლებული ჩემი წინაპრების მინიმუმ 60-მა თაობამ იცხოვრა. უფრო რეალისტური გათვლით 70-მა. 

ყველა წინა თაობაში დედათა და მამათა საერთო რაოდენობა ორმაგდება შემდეგ თაობასთან შედარებით. 

რამდენმა დედამ იდედა და რამდენმა მამამ იმამა ქრისტეშობიდან 21-ე საუკუნემდე? 
1
2.2=
2
4*2=
3
8*2=
4
16*2=
5
32*2=
6
64*2=
7
128*2=
და etc.

256
512
1024
2048
4096
8192
16384
32768
65536
131072
262144
524288
1048576
2097152
4194304
8388608
16777216
33554432
67108864
134217728
268435456
536870912
1073741824
2147483648
4294967296
8589934592
და ყველა ეს ციფრი შევკრიბოთ (ყველა ცალკეული თაობა ერთად) 



მეათე საუკუნიდან (როდესაც საქართველოს აფხაზი მართავდა) ჩემი წინაპრების დაახლოებით 33 თაობამ იცხოვრა და უკლებლივ ყველამ დატოვა შთამომავლობა. 33 თაობის წინ მარტივი გათვლით ჩემი წინაპრები 8.589.934.592 ადამიანი უნდა ყოფილიყო.
არადა მაშინ კი არა, დღესაც არ მიუღწევია ადამიანთა რაოდენობას 8 მილიარდისათვის.

მაშინ კაცობრიობა სულაც, არასრული 1 მილიარდი იყო.

სად ვუშვებთ შეცდომას? 
როგორ ავხსნათ, რომ ნამდვილად გაწეულია ჩემს დაბადებამდე 4294967296 დედობა და4294967296 მამობა, მაგრამ საქართველოDი კი არა, დადამიწაზეც კი არ უცხოვრია ამდენ ადამიანს? 

ახსნა ერთია. 

ჩვენი სიიდან დედობის შემსრულებელი ორი ბავშვის დედა, თუკი მისი ორი შვილის განაყარი ერთმანეთს ისევ დაუქორწინდება 7 თაობის შემდეგ, უკვე გამოდის დედა ორივე შტოსთვის. შესაბამისად მისი დედობების რაოდენობა ხდება არა 2 როგორც მის ცხოვრებაში იყო, არამედ შეიძლება ვთქვათ 14-ან 42. 
შუშანიკის დროს მცხოვრები ორი ჩვილის გამჩენი  ქალი შეიძლება ჩემს გენიოლოგიაში 2457844 ჯერაა დედა, იმით რომ მისი შთამომავლები საუკუნეების განმავლობაში კარგავდნენ და პოულობდნენ ერთმანეთს სხვადასხვა შტოებში. 
ეს გათვლა საშუალებას გვაძლევს დავუახლოვდეთ რეალურ ციფრებს.

ანუ ჩავთვალოთ, რომ ჩემი პირადი წინაპრები პირველ საუკუნეში 8589934592 კი არ იყვნენ, არამედ ათიათასჯერ ნაკლები.
რომ წინაპარმა არქიდედებმა და არქიმამებმა სათავე დაუდეს იმ შტოებს, რომლებიც ერთმანეთს არაერთხელ გადაეჯაჭვნენ საუკუნეების განმავლობაში. 


აქედან დასკვნა პირველი - ყველაზე მინიმალური გათვლით მე იმდენმა ადამიანმა მიწინაპრა, რამდენიც საქართველოს არ ჰყავდა, ჩვენ ქართველები  ვართ ბევრი სხვა ერის წინაპართა შთამომავლები. ისევე როგორც ალბათ ნებისმიერი სხვა ერი. 

დასკვნა მეორე- ჩვენ ყველანი ნათესავები ვართ. თუ ქრისტეშობის შემდეგ არა, ქრისტეშობამდე 2000 წლის წინ მაინც დედამიწაზე ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომლის შთამომავლები ვართ მეც და შენც. 


დასკვნა მეოთხე სულ 200 წელია რაც გვარებმა ოფოციალური კონსტანტის სახე მიიღო და ვინაიდან გვარის შიგნით ქორწინება დაუშვებელია, შეწყდა პრაქტიკა, როცა რამდენიმე თაობის შემდეგ ახალგანაყარ გვარს (როელსაც სახელი ვთქვათ პაპის კოჭლამაზობის გამო შეერქვა) ისევ შეეძლო დანათესავებოდა თავისივე არქიგვარის წარმომადგენელს, როგორც ფორმალურად სხვა გვარის მქონე. 
ბოლო ორასი წელია გვარების უცვლელობის გამო ქორწინდებიან მხოლოდ შორ დამომკვიდრებაში მყოფი ადამიანები. 

დასკვნა მეხუთე. ვინაიდან შორი დამემკვიდრება ანუ ჰეტეროზისი განსაკუთრებით კარგი შედეგის მომტანია სახეობისთვის, ჩვენ  დღევანდელი ადამიანები უფრო კარგები (ჯანმრთელები, ამტანები, ლამაზები, ჭკვიანები?, დიდები) ვართ ვიდრე წინაპრები.

დასკვნა მეექვსე. ჰეტეროზისი მომავალშიც გააგრძელებს  კარგი ნაყოფის გამოღებას. 
ჰეტეროზისი გაღრმავდება არა მარტო გვართაშიდა ქორწინებაზე ტაბუს გამო, აგრეთვე ადამიანების მიერ საკუთარი წინაპრების ბევრი თაობის დოკუმენტურად (ფოტო, ვიდეო მასალა, ბიოგრაფია, ჩანაწრერბი ეტქ.) ცნობის შედეგად. 
22-ე, 23-ე და 55 საუკუნეშიც იარსებებს ფაილები, რომლებიც უშეცდომოდ ათქმევინებს ადამიანს ვინ იყო მისი წინაპარი 1950 წელს, როგორი ადამიანი იყო მისი წინაპარი 2000 წელს. 


დასკვნა მეშვიდე.  ჩვენ ადამიანები 21 საუკუნის დასაწყისში საკუთარი თავის შესახებ დავტოვებთ ათჯერ უფრო ცოცხალ შთაბეჭდილებებს ვიდრე ჩვენი მამები და ბაბუები. ჩვენ დიდი ალბათობით შეგვიძლია ვიყოთ უფრო რეალური ხორციელი ჩვენი შთამომავლისთვის ვიდრე იმათი დროინდელი ვინმე კინოვარსკვლავი ან პოლიტიკოსი. 
ჩვენ განწირულები ვართ რომ ვიყოთ არქიბაბუები და არქიბებიები. 
50 საუკუნის შემდეგ ჩვენი შთამომავლები გვარის შეკრებაზე (ან ერთი არქეტიპის შთამომავალთა შეხვედრაზე) სტადიონებს გაავსებენ. 
ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიყოთ ორიენტირები, სამაგალითოები, საამაყოები, გამაერთიანებლები, დღევანდელი ჩვენი ცხოვრება ათასობით ჩვენი შთამომავლისთვის უნდა გახდეს კარგი მოდუსი.


მაშ ასე: 
ჩვენ ყველანი ნათესავები ვართ 

-31 საუკუნეში მე მეყოლება რეგისტრირებულ დოკუმენტირებული 50 ათასი ნათესავი, რომელთა ათვლლა  მე-20 საუკუნიდან დაიწყება. 
-მე დღეს 21- ე საუკუნეშიც მყავს 50 ათასი ნათესავი, რომელთაც არ ვცნობ ნათესავებად, იმიტომ რომ მათი რეგისტრაცია არავის უწარმოებია მე11 საუკუნიდან მოყოლებული. არ ვიცნობ, მაგრამ მყავს. 

-ჩავიხედოთ სარკეში და ჩვენს გვერდზე წარმოიდგინოთ ეგრეთწოდებული სუფთაქართული გარეგნობის სახე, რომელიც დღეს ძირითადად ჰეროიკულ და იუმორისტულ ილუსტრაციებს შემორჩა. რამდენად განვსხვაბდებით ჩვენ "სუფთა ქართველისგან" ჩვენი სარკიდან შემოგვხედავს ქართველი უცხო ნაკვთებით : სპარსი, რუსი, თურქი, არაბი, მონღოლი, სომეხი, ჩეჩენი, ევროპელი. 
ჩვენ მათ არ ვიცნობთ და არც ვცნობთ, უცხოს ჩვენს წინაპრებში. 
მაგრამ, ვინაიდან ყველა ჩვენმა წინაპარმა უკლებლივ,  დატოვა შთამომავალი და გაზარდა ის იმდენად კარგად რომ მასაც დაეტოვებინა შთამომავალი, გამოდის რომ მათაც პატივი უნდა ვცე, უცნობ გადმოხვეწილ გადამთიელს ჩვენს გენებში. 

-ჩვენი წინაპრების განსახლების არე ვერ იქნებოდა მხოლოდ საქართველო. ამას მე ჩვენი სპორტული ნაკრებების წევრთა ექსტერიერში დაგანახებთ. 
შეხედეთ და იცოდეთ, ადამიანები ნათესავები ვართ ქართველები, აფხაზები და ოსები სამგზის ნათესავები ვართ. 

- ნათესავებს მოეთხოვებათ ერთმანეთისადმი უპირობო სიყვარული, თამამად გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენ ხომ ერთიდაიგივე ადამიანის შთამომავლები ვართ. 

       

Tuesday, February 14, 2012

აბა თუ იცით რა არის დემოკრატიული ტაში?

ერთმა ყოფილმა მოცეკვავემ ახსენა, ყვებოდა ძველი დიდების ამბებს. ხალხს ისე მოსწონდა მერე დემოკრატიული ტაშის ქვეშ ვაგრძელებდიტ ცეკვასო.

ჩავეკითხე, რა არის ეგ, დემოკრატიული ტაში მეთქი.

აი ის ყოფილა, სკკპ პლენუმებზე რომ იყო ხოლმე და სსრკ საკონცერტო დარბაზებშიც რომ ხშირად ჟღერდა - რითმული ერთდროული ტაში.

ამ დროს მთელი დარბაზი ერთ რითმს ემორჩილება და სხვა რითმს ადგილი აღარ აქვს - თვით მუსიკოსებს (ვთქვათ მედოლეებს) აღარ აქვთ უფლება სხვა რითმით დაკვრის. თურმე მოცეკვავეებიც ამ რითმს ემორჩილებიან.
დემოს ხალხი, კრატია მმართველობა - ყველაფერი სწორია, ხალხი მართავს, ეგ ტაში დემოკრატიულია სიტყვასიტყვით.


არადა როგორ არ მიყვარს, ასეთ დროს ყოველთვის ვურევ ხოლმე, ჩემი ხოშით ვუკრავ ტაშს პრინციპულად.

მაინც უცნაურია, ყველაზე ტოტალიტარული აზროვნების ნაყოფი - რითმული ტაში, როგორ მოინათლა დემოკრატიულად.

Monday, February 13, 2012

გალიეგოს მასწავლებლის გახარებული მოლოდინი

ეს ვიდეო ძაან მიყვარს


სრული განცდა მეუფლება რომ ამ არსებას გონება აქვს და ცეკვავს სიამოვნებისთვის. 
გაითვალისწინე, კი არ ჭიხვინებს როგორც ცხენი,  ხუნტრუცებს როგორც ხბო,  შლიგინებს როგორც ძაღლი, ყივის როგორც მაიმუნი,  
არამედ
ცეკვავს, ასრულებს რითმულო სტერეოტიპული მოძრაობების, ილეთების თნმიმდევრობას. ცეკვავს როგორც ადამიანი. 
ამ ცეკვაში ჩემი მთავარი აღტაცება ილეთების მონაცვლეობაა.

ეს ისაა, რასაც არ ელოდები ფაუნის წარმომადგენლობისაგან და უნებურად დიდი პატივისცემით იმსჭვალები იმ ცხოველისადმი, რომელიც თურმე აზროვნებს. ეს ჯადოსნური მომენტია, როცა ერთი ინდივიდი არღვევს ზოოლოგიის გარსს და ადამიანთან ვერბალური ურთიერთობის ღირსი ხდება.





"გალიეგოს მასწავლებლის გახარებული მოლოდინი"
ასეთი გაოცებული მზერა (ზემოდან ქვემოთ) რუბენ გალიეგოს აქვს აღწერილი.
 


მაშინ ალბათ 12 წლისა იყო.
როცა ის, ღრმა ინვალიდი, დეცეპე, მოძრაობათა და მეტყველების რთული დარღვევებით ცოტა ხნით ჩვეულებრივ კლასში შეუშვეს სასწავლად, სადაც ის მიიღეს როგორც უსარგებლო ხორცის ნაჭერი, რომელსაც მხოლოდ პირის წკლაპუნი და უდროო დროს ზმუილი შეეძლო, დროებით შესანახი ობოლი იყო, სანამ ახალ ბავშვთა სახლში მიუჩენდნენ ადგილს.









თავისი გაუხედნავი და შებოჭილი სხეულის, სახის, ენის, კიდურების გადამკიდე რუბენი სკამიდან გადმოვარდა, მეორედ ერთ გაკვეთილზე.



და მასწავლებელმა გადაწყვიტა იქ, იატაკზე მისთვის უკეთესი იქნებოდა,
გდებულიყო იქ ეგ უსარგებლო ხელისშემშლელი ინვალიდი, ასე ის აღარსად ჩავარდებოდა მაინც. რუბენი კი იმიტომ ჩამოვარდა, რომ ცდილობდა რვეულისთვის პასტა დაემიზნებინა.
მასწავლებელი მართალი აღმოჩნდა. გაშხლართული რუბენი იატაკიდან აღარ გადავარდნილა და რაც მთავარის რვეულს პასტა დაუმიზნა.


გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მთელ კლასს გაუბრაზდა, ვერ დაძლია კლასმა მასალა, მასწავლებელი მოსწავლეთა რვეულებს კრეფდა, ერთი შეხედვით აფასებდა შესრულებულ ამოცანას, ბრაზობდა რომ ვერავის გაიგო ეს ინტეგრალებიანი ამოცანა. დაიხარა, რუბენის რვეული უნდა დაეხურა და ისე დაედო რვეულების წყებაზე,
მაგრამ თვალი იქაც გაექცა და ...
ელდა - რუბენს უწერია! ბატიფეხურად, მაგრამ უწერია



და..

მეორე ელდა - სწორად უწერია.
გალიეგომ ამოცანა ამოხსნა!






მასწავლებელი რომელიც რუბენისგან თავისი მერხისკენ გაბრუნებული მიდის ჩერდება, შემობრუნდება და რუბენს უყურებს, თვალებში უყურებს.


შეგიძლია წარმოიდგინო ეგ მზერა?



ეს ალბათ ისეთივე გაოცება და სიხარულია როგორიც იქნებოდა მკვდრის გაცოცხლება, ან საკუთარი ძაღლის ალაპარაკება იმაზე, თუ რითი ურჩევნია ფილმი ფორესტ გამპი ფილმ თმებს.
ჩაიჩოქებს გალიეგოსთან.

ეს მზერა ჩაჩოქილი მასწავლებლისა ძირს დაგდებული მოსწავლის თვსლებში, ალბათ ეუბნებოდა მასწავლებრლს, რომ ამ კლასში ორნი არიან, ყველაზე უფრო ძლიერები, რომლებმაც იციან ეგ ინტეგრალები, და რომ ეს თვალები იატაკიდან 5 სანტიმეტრით დაშორებული, იტევს სამყაროს, კოსმოსს, სევდას და იმსახურებს სიხარულს და რომ მის წინ ადამიანია, მისივე ღირსი ადამიანი. ვერ მეტყველებს, ვერ მოძრაობს, საშინელი დასანახია, ყველა სემხვედრს იდიოტი გონია, მაგრამ სინამდვილეში მაგარი ადამიანია, გონიერი ადამიანია.

კიდევ უფრო შორ ანალოგიას მოვყვები.
პრინციპში, იმას, რის სათქმდლადაც დავწერე ეს შესავალი

ეს არის ევროპის მზერა საქართველოზე.
კონკრეტულად ერთი ევროპელის მზერა საქართველოზე, იქნებ სულაც ერთ ქართველზე.

როგორც გალიეგოს მათემატიკის მასწავლებელი არ ელოდა გალიეგოს მიერ ამოცანის ამოხსნას, ასევე არ ელოდება ევროპელი ავღანეთში "70 წლების დისკოს მოყვარულთა კლუბს", "ფრანების ფესტივალის" ორგანიზატორებს, არ ელოდება მონღოლეთში "ტექნო ჰაუს მუსიკის საღამოს", ეგვიპტეში "გეიების პარადს", სომხეთში "ქალ პრეზიდენტს ემო წარსულით" ან საქართველოში "სისუფთავეს და კარგ გზებს", ასევე არ ელოდა საქართველოში ქართველების მიერ მანქანებში ღვედების გაკეთებას.

ახლა ევროპა გალიეგოს მასწავლებელივით გვიყურებს - შევძლებთ თუ არა შემდეგ წამოუდგდნელი ქცევის გამოვლინებას - რიგში დისტანციით დგომას ისე, რომ შუაში თავხედი არ ჩაგიძვრეს, გზაზე სიარულს ისე, რომ სხვისი პერსონალური სივრცე არ შებღალო, საფლავის აშენებას ისე, რომ გამვლელსაც დაუტოვო ცალფეხა ბილიკი მაინც, 97 პოლიტუკური ერთეულიდან ერთიორი მაინც ისწავლის შესრულებადი მიზნების დასახვას, ხალხი გამოავლენს საქართვდლოს გაერთიანების სურვილსა და უმცირესობებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარებს.

ჩვენ ევროპა გავაოცეთ რომ ძირს ათწლეულების განმავლობაში დაგდებულ გალიეგოდ მყოფებმა სოციალიზაციის მინიმუმის უნარი გამოვავლინეთ - ვჩერდებით თეთრ ხაზზე შუქნიშანთან და ვიკრავთ ღვედებს მანქანაში.
ევროპა ახლა გალიეგოს მასწავლებლის გახარებული მოლოდინით შემოგვცქერის, უნდა მიგვიღოს თავისიანად, რთულ და განვითარებულ ადამიანად.

შევძლებთ?

forum.ge.

Friday, February 10, 2012

ყველაზე სევდიანი სიმღერები, თან მაღალი პრობის

სასაცილო ამბავს გეტყვით.



ამ ლინკის მიხედვით ეს გამოკითხვა ბრიტანელმა მეცნიერებმა რეჟისორ კინგის თხოვნით ჩაატარეს ბრიტანეთში.


ყველაზე სევდიანი სიმღერები:

1. REM - Everybody Hurts

2. Elton John - Candle in the Wind

3. Mike and the Mechanics - The Living Years

4. Whitney Houston - I will always love you

5. Shineid O’Connor - Nothing compares to you

6. Loenard Cohen/Alexandra Burke/Jeff Buckley - Hallelujah

7. Celine Dion - My heart will go on

8. Coldplay - Fix You

9. Terry Jecks - Seasons in the sun

10. Harry Nilson - Without You

11. The Beatles - Yesterday

12. Eric Carmen - All by myself

13. Frank Sinatra - My Way

14. Simon and Garfunkel - Sound of silence

15. Bill Withers - Aint no sunshine

16. Joy Division - Love will tear us apart

17. Peter, Paul and Mary - Leaving on a jet plane

18. The Beatles - Eleanor Rigby

19. John Denver - Annie's Song

20. The Korgis - Everybody's got to learn sometimes.


ეს ცუდი ოცეულია. შენ უკეთესი იცი.

ამ გოიმური ჩამონათვალის შემხედვარე, მოლოდინი გამიჩნდა, რომ თვით ბრიტანელებსაც ვაჯობებთ რამდენიმე თავით.


მაშ ასე

აქ
TEMA FORUNZE
შევკრიბოთ




მაღალი ხარისხის ჭეშმარიტი სევდა, გულის გამაწვრილებელი, სუიციდალური, კათარზისის გამვლელი და .. შედეგად ჩვენი ოპტიმიზმის ამამაღლებელი. იმით, რომ როცა კი მარტო ვართ, ჩვენზე უფრო მარტოსულებს უნდა იქით მოვეფეროთ.

მეგა სახელები:

რედიოჰედი,
ნიკ ქეივი,
ქოლდფლეი
ლეონარდ კოენი
ტორი ამოსი
ვეილსი



თითო თითო შედევრი შეუშვათ გოიმი ბრიტანელი მასის ვენებში.

P.S.ბოდიში იმ სამ მომღერალთან, რომელიც გოიმებს შეეპარათ გოიმურ ოცეულში. მათ მე ვაღიარებ ჭეშმარიტ მუსიკოსებად და მაგარ ადამიანებად.


TEMA FORUNZE

აქ უკვე შეიკრიბა მაგარი სიმღერები, გირჩევთ.

Friday, February 3, 2012

კიდევ ერთი შუალედური ანდერძი

მაგარი ვიდეო ვნახე{მადლობაUZUL Կեցցե ROCK AND ROLL!ს)





მეც ესე მინდა. ბოლო ერთ წელს ვუხდი ბელზებულს ასეთი გასვენებისთვის, მაგრამ უფრო ძვირი ღირს და არ გამოვა.
რა მაგარია ბლუზით გასვენება.

ადრე დავწერე საუკეთესო საპანაშვიდო მუსიკა ბუნების ხმებია თქო, უფრო უკეთესი კი რედიოჰედის "ოკ კომპიუტერ"
ახლა ეს ვნახე....

მოკლედ, გადავანაწილოთ:
ოჯახი ნაუშნიკებში ისმენს ბუნების ხმებს (ჩიტების ჭიკჭიკი, წვიმა, ვეშაპაბის გადაძახილი, რომ არ დაიგრუზონ) მომსვლელებს პანაშვიდებზე ესმით რედიოჰედი (ნო სურპრაისეზ, ექსიტ მუზიკ, პარანოიდ ანდროიდ, ეტქ. რომ დაიგრუზონ) ,
გასვენებაში კი ყველა ისმენს ბლუზს. ცეკვა გამოტოვეთ, სიცოცხლეშიც არ მიყვარდა.










პირველი შუალედური ანდერძი





მეორე შუალედური ანდერძი



გასამდა ხოიცი შენ.აა?







შუ ალედური შუ ტკა.

Thursday, February 2, 2012

The Veils ცდისა და შეცდომის მეთოდი







ცდისა და შეცდომის მეთოდი


დასავლური ცივილიზაციის წარმატების ერთერთი მთავარი ფაქტორია

ის ერთ მოულოდნელ საკითხშიც ჩანს - სიმღერათა ტექსტებში


სიმღერათა ტექსტების სირთულით დასავლეთი აღემატება დანარჩენ მსოფლიოს ( მათ შორის განსაკუთრებით საქართველოს) ალბათ ასჯერ. 
დაახლოებით ისე, როგორც აღემატება სექსპირი საბავშვო ბაღის პოეზიას. 

მაგრამ , ეს წარმატება უამრავ წარუმატებლობაზე გავლით მოვიდა. 

უთვალავი სიმღერის უბრიყვესი ტექსტი არასათანადო პათოსით იქნა ნამღერი. 
რათა მერე შეექმნილიყო მართლაც მწვერვალები: 
ენ ლენოქსი
ლეონარდ კოენი
ფილ კპლინზი
ბობ დილანი
ბიტლზები
და ზოგადად - დონე ასულიყო შურის გამჩენ სიმაღლეზე. 


ჩვენ გარშემორტყმულნი ვართ ქართული სიმღერებით ბრიყვი ტექსტებით. 
მე მგონი ჩვენი საზოგადოება არ იძლევა ნებართვას მომღერლებმა უფრო ბრიყვი ტექსტები, უბრიყვესი ტექსტები  იმღეროს, და ამიტომაც ვერასდროს დაიწერება შედევრი. 

ტექსტების თემატიკა არ უნდა იზღუდებოდეს, დაე  იმღერონ უმნიშვნელო თემებზე სასაცილო პათოსით, იმღერონ თავგანწირვაზე ჩიკი ჩიკი რითმში. 
სამი ოთხი აშკარა ფიასკოს შემდეგ ერთი ღირსეული სიმღერა შეიძლება გამოცხვეს. 

მაშ გაუმარჯოს სიმღერებს დებილობებზე. 

იქნებ სულაც მორატორიუმი გამოვაცხადოთ უკვე გადაღეჭილ შაბლონურ თემებზე: სამშობლო, თბილისი, სიყვარული, პატიება და წვიმა. 
 შემოვიყვანოთ ჩვენს სიმღერებში
მეზობელი,
შეფი,
ბოზი,
სამსახური,
დრო,
კითხვის ნიშნები,
სევდა,
მშობლები,
იმედგაცრუება,
ბრბო,
ზოოლოგიური ოპტიმიზმი,
etc.

მივცეთ ჩვენს მომღერლებს იმღერონ დებილური ტექსტები, ოღონდ ახალ თემებზე.
იქნებ შედევრიც გამოეპაროთ.

Wednesday, February 1, 2012

11.02.12 უნივერსიტეტში TED-ის საუბრები იმართება.

მესამე ივენთი რომელსაც დიდი სურვილის მიუხედავად ვერ დავესწრები.

პირველი ორი გავმაზე.

მეისი გრეის კონცერტი ბათუმში
ბრად მილდაუს კონცერტი თბილისში



11 თებერვალს უნივერსიტეტში ტედ-ის საუბრები იმართება.
TED.COM
სამივე ეგ ფაქტი საქართველოს ზრდის ჩემს თვალში, ანუ, მაინც ღირსია იმისა რომ ეგ ხალხი აქ ჩამოვიდნენ.
ტედის საუბრები სუპერადამიანების საკრებულოს პრეროგატივად მიმაჩნია.
მიხარია რომ თბილისში შემოუცდათ ფეხი. მაინტერესებს მაგრამ.. არ მცალია.





















ჯილ ბოლტ ტეილორი


ბოლოს ნანახი სპიჩი, რომელიც მაგარი აღმოჩნდა, და.. რომელიც შუამდე ბანძობა მეგონა.
თუმცა თითქმის ყველა სპიჩი ეგეთია, კვანძი ბოლოში იხსნება.

პერსონალ სპეის - ზვიგენები




გაწუხებს თუ არა თბილისში ავტომობილთა უწესრიგო მოძრაობა? 
 
ბრაზობ თავხედ მძღოლებზე? 

გიწევს ხანგრძლივი სიგნალის მიცემა იმ თავხედისთვის რომელიც დამუხრუჭებას გაიძულებს? 

მანქანიდან შენობაში შესვლისას გრჩება განწყობა რომ ამ ქვეყანაში ჯუნგლის კანონი ძალაშია, (ადამიანი ადამიანისთვის მგელია)?


გეტყვი რომ ცდები

ეს ხალხი, ავტომოძრაობის სუბიექტები არც მგლებია და არც თავხედები

უბრალოდ, მათ არ აღმოაჩნდათ უნარი საავტომობილო მოძრაობის წესების მნიშვნელობა და დანიშნულება დაენახათ. 

მექანიკურად დაზუთხვა და გამოცდის ჩაბარება არ არის საკმარისი, წესები, რომლებიც გულთან არ მოდის თავიდანაც ვარდება. 

გულთან კი იმიტომ არ მოდის, რომ მათი შინაარსი მიუწვდომელია და მათი თვალსაზრისით ბრეჟნევის მიერაა მოგონილი ხალხის გასაწვალებლად და დასაჩმორებლად

არადა წესები, ქუჩაში მოძრაობის წესები ცივილიზაციის ერთერთი ყველაზე ეფექტური გამოგონებაა, რომლის გარეშეც შვედეთის ქუჩებიც ინდოეთის ქუჩები იქნებოდა. 


არადა ძალიან ადვილია დაარწმუნო მძღოლი ქუჩაში მოძრაობის წესების რაციონალობაში და დაანახო თუ რა შედეგი მოჰყვება ერთი შეხედვით უმნიშვნელო მანევრს. 


პერსონალ სპეის ის სივრცეა, რომელიც ეკუთვნის ადამიანს ხალხში, პესრონალ სპეისის საზღვარზე ახლოს მისვლა განიხილება როგორც პირადულში შეჭრა, აგრესია. 
პესსონალ სპეისი ცვალებადია, გადატვირთულ ავტობუსში და მეტროს ვაგონში ის იმდენად პატარაა, რომ უცხო ადამიანის გვერდიგვერდ ან თუნდაც მიჭყლეტილი ყოფნა არ შეგიქმნის დისკომფორტს, თავისუფალ ვაგონში კი ორი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ისხდნენ მიჯრით, თუკი ერთმანეთს უშვებენ საკუთარ პირად სივრცეში. 
უცხო ადამიანის გვერდით ახლოს დაჯდომა ნიშნავს თავხედობას,სხვისი  პირადი სივრცის მოკვეთას, აგრესიას. 

პირადი სივრცეები განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში
პარიზში  ის დიდია, ჯაკარტაში პატარა, თბილისში კი მათ შუა. 

  
ატომობილებსაც აქვთ პირადი სივრცეები. 
პირადი სივრცე ცვალებადი ზომისა და ფორმისაა. ის იზრდება სიჩქარის მატებასთან ერთად და იდრიკება მანევრის  მსვლელიბისას მარჯვნივ ან მარცხნივ. 
ავტომობილების მოძრაობის ზედხედი რომ წარმოვიდგინოთ ყოველი მათგანის პირადი სივრცე ზვიგენის ზედხედის  ფორმის იქნება. 

ადამიანებს უჭირთ საავტომობილო წესების მექანიკური სწავლა, მაგრამ ზედხედში საავტომობილო მოძრაობის ძვიგენი პესონალ სპეისების მონაწილეობით ნახვა მათ ძალიან ადვილად და სამუდამოდ დაამახსოვრებს ამ წესებს. 
ზვიგენები ყველა სუტუაციაში აჩვენებს წესის ლოგიკურობას და აგრეთვე მნიშვნელიბას. 

საჭიროა მხოლოდ გავაცოცხლოთ ზვიგენები და ერთმანეთის კბენის უნარი მივცეთ, ეს ყველაფერი ნიჭიერად დავხატოთ და ემოციებით დავხუნძლოთ. 

წინ მიმავალი მანქანა თუკი უცაბედად გვერდით ხაზს იკავებს და იმ ხაზზე სწრაფად მოძრავ უკანა ავტომობილს ამუხრუჭებინებს, უნდა დამოიხატოს ასე. სწრაფ ხაზში მიცურავს დიდი ზვიგენი. შუა ხაზიდან მას უცაბედად, ზვიგენის მანევრით კბენს პატარა ზვიგენი გვერდში და ამოკლებს უკან მაგრამ სწრაფად მოძრავ ზვიგენს. სწრაფი ავტო მუხრუჭით ცდილობს არ შეეჯახოს წინა ავტოს. მაყურებელს კი უფრო დრამატული სცენა აქვს ნანახი ზვიგენების მონაწილეობით. 

ასე ცალკეული გავრცელებული  კონფლიქტური სიტუაციების ჩვენებით შესაძლებელია სამუდამოდ დაამახსოვრო მძღოლს ქუჩაში მოძრაობის წესები. 

არასწორი პარკირებისას ავტოს ვიზუალური იერი შეიძლება გამოიხატოს განიერი აგურის ღობედ, რომელსაც მანქანის ზომაზე უფრო განიერია. 
პირადი სივრცე აქვთ ქვეითებსაც ვთქვათ კამბალას ფორმის. გზაჯვარედინზე მანქანის ქვეითთან ზედმეტად მიახლოვება ნიშნავს ზვიგენის მიერ კამბალას ფრთის მოჭმას, რასაც ახლავს ქვეითის შეშინებული თვალები. 


ზვიგენმა უკან გადააგდო ქვეითი ორმაგი უწყვეტი ხაზიდან, იმიტომ რომ ზვიგენი უხეშად უსწრებდა სხვა ავტოს. უკანდახეული ქვეითი სხვა ზვიგენის ხახაში მოხვდა.  ის ზვიგენი დენდარტყმულივით ასხმარტალდა რომ ადამიანი არ შეჭამოს, გადავიდა მარჯვენა ხაზზე სადაც მოაჭამა სხვა ზვიგენს თავი. 

ასეატი სერიალი იქნება ეფექტური მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის მოთხოვნადი იქნება როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში როგორც სასწავლო მასალა მოზარდთათვის. 

შესაბამისად ექნება ფასი და იქნება მომგებიანი. 
არ დაიხარჯება და გაცვდება

მოთხოვნა მასზე პერმანენტულად აღმოცენდება ახალი თაობის ზრდის პარალელურად. 


ასეთი ფილმი თავიდანვე უნდა შეიქმნას მაღალი დონის გრაფიკით და სცენარით.