Wednesday, April 25, 2012

პატრიოტიზმი და/vs რელიგია



ბოლო დღეებში ილია მეორე თავის ქადაგებებში სულ უფრო და უფრო ზრდის პატრიოტულ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ თემას.

ამ თემის წილი ჩვენი სამღვდელოების ქადაგებებში ისტორიულად დიდი იყო. 

სამღვდელოება ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. თუმც ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში აქვთ საკუთარ ქრისტიანულ ეკლესიას ისტორიული და გადამწყვეტი როლი შესრულებული, საქართველო მაინც განსაკუთრებულია. 

საქართველოსთვის ქრისტიანობა სხვა უმრავლეს ქრისტიან სახელმწიფოსგან განსხვავებით არამხოლოდ ეკლესია, ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებელი საშუალება ( სამოთხე ომში დაცემულ გმირებს) იყო, არამედ თვითიდენტიფიკაციისა ( ჩვენ მართლმადიდებლები ვართ ერთად, ჩვენს გარშემო მტრებია) ტერიტორიის შემოსაზღვრის საშუალებაც ( ამ მიწაზე ლოცვა ქართულად შეიწირვის) 

ამ ხელშესახებ ფაქტორებს ( ჩვენ მართლმადიდებლები-ქართველები მტრებით ვართ გარშემორტყმულები და ჩვენი მიწა მართლმადიდებელი მიწაა, დავიცვათ) ემატებოდა ლეგენდარული მუდმივი კატალიზატორები: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, საქართველოში ქრისტეს კვართი ასვენია, ომში ქრისტეღმერთი მიგვიძღვება ურჯულოთა წინააღმდეგ. 
მშვენიერი კარკასია სახელმწიფოს ასაშენებლად და ფუნქციობისათვის. 

იმუშავა ამ კარკასმა, ახლაც მუშაობს. 

უმრავლეს ქვეყნებში საკუთარ რელიგიას არ აქვს ამდენად მნიშვნელოვანი როლი.
კერძოდ, რელიგია შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენ - ჩვენი მტრები პოლუსების თანმხლები. 

თუ ჩვენ მართლმადიდებლები - მტრები მუსულმანები ჩვენთან ათასწლეულით განმტკიცებული უპირობო კავშირი იყო, ჩეხისთვის, ესპანელისთვის, ფრანგისთვის, გერმანელისთვის მტერიც და მისი სიცოცხლის დამცველიც ერთი რელიგიის ჩვენ ჯგუფის წევრი იყო. მათთვის გარშემომყოფი ( მეზობელთა) მიწები მათივე ღმერთის განგებაში იყო. 

ანუ მათ პატრიოტიზმს რელიგია ბევრს ვერაფერს მატებდა ( თუ არ ჩავთვლით უკვე ნახსენებ ჯარისკაცის თავგანწირულობის მატებას).
საქართველო სხვაა.

მეხუთედან მეჩვიდმეტემდე ურჯულოებს ვებრძოდით და ბიზანტიას ვსაყვედურობდით, უფრო მტკიცედ რომ არ კიდებდა ხელს ჩვენს პროტექტორობას. მეჩვიდმეტეში კი ახალი ბიზანტია გამოგვიჩნდა - რუსეთი, რომელიც პოლიტიკურად მტერი აღმოჩნდა, მაგრამ ასეთად ვერ ჩავთვალეთ, ის ხომ ჩვენს რელიგიურ ჩვენ ჯგუფში იყო. 

მისი ტერიტორია ჩვენი ღმერთის გამგებლობაში იყო, ჩვენს მიწას სხვა ღმერთის გამეფება და ჩვენი ღმერთის გაძევება აღარ ელოდა. 

იქ, სადაც ერების 90% იყვირებდა - ის მტერია, ჩვენ გავჩუმდით და დიდ ჩვენ ჯგუფში გადავბარგდით, ნებაყოფლობითი ასიმილაცია დავიწყეთ რუსეთთან. 

დღეს საქართველო დამოუკიდებულია, მართალია ნაწილობრივ დაპყრობილია, ოკუპირებულია, მაგრამ აქ თბილისში აზროვნების, წერის, ბეჭდვისა და გამოსვლის თავისუფლება გვაქვს. რუსი ამ ტერიტორიაზე მაინც აღარ გვიზის ცენზორად. 

ჩვენ ახლა ნაღდები ვართ, ანუ ვართ ის რაც ვართ. მართალია უკანასკნელი ოცწლეულის ომებით, წაგებებით, შეურაცხყოფებით დაკომპლექსებული და შეკუმშული, მაგრამ მაინც ცენზურის გარეშე დარჩენილი და საკუთარი თავის მეყუდნე. 


და რას ამბობს დღეს კრებით სახელ საქართველოს მოსახლეობაში გაერთიანებული მასა?
რას ამბობს იმ პირობაში, რომ მისი მიწის საუკეთესო ნაწილი, გული და ხერხემალი მტერს აქვს მავთულხლართით და რაკეტებით შემოღობილი? 

12 საუკუნოვანუ უპირობო რეფლექსი - მტერი ჩემს ღმერთს ებრძვის, ვერ შეცვალა სამი საუკუნის თვალსაჩინო სტატუსმა - მტერი მეზობელი სახელმწიფოა, მისი რელიგიის მიუხედავად. 
ანუ ჩვენ თითქმის 3 საუკუნე გვქონდა იმისათვის, რომ გვესწავლა პატრიოტიზმი გლობალური მნიშვნელობით - რელიგიის მიუხედავად. მაგრამ არ გვეყო ეს 3 საუკუნე. 

კვლავ რელიგიას - ეკლესიას მივიჩნევთ ჩვენი პატრიოტიზმის ეპიცენტრად, და.. ვცდებით. 

მოდით წარმოვიდგინოთ ერთერთი ქრისტიანული ქვეყანა ქრისტიანულ გარემოში, რომლის ისტორიაში არცერთხელ ყოფილა წინასაომარი მოწოდება - დავიცვათ ჩვენი ღმერთის წილხვედრი მიწა ურჯულოებისგან, ცრუღმერთის ბატონობისაგან, დავიცვათ ჩვენი ოჯახები უღმერთობისაგან და ჯოჯოხეთის პერსპექტივისაგან. 

რა აბრძოლებდათ ამ ქვეყნებს? ამ ხალხს? რატომ კლავდნენ საკუთარივე რელიგიის წარმომადგენელ მტერს? რატომ აკლავდნენ თავს?

ალბათ პასუხისმგებლობა საკუთარი მიწის, ოჯახის, მომავლის, მეფის, ისტორიის წინაშე. 
იბრძოდნენ ღირსებისთვის, სახნავ სათეს საძოვრებისთვის, და.. 

ამ ხალხებმა ჩვენზე უკეთესი სახელმწიფოები ააშენეს. 


მათ პატრიოტული ტრიბუნა წიგნებში უდგათ ( ისტორიაში, მოგებულ ომებში, აშენებულ ციხესიმაგრეებში, მსხვერპლში და მათ საფლავებში) ჩვენ პატრიოტული ტრიბუნა კი ჯერ კიდევ ეკლესიაში გვიდგას. რა ვქნათ, გვეშინია ევროპული გაგებით პატრიოტული ტრიბუნის დადგმის. 1991 წელს პოლიტიკაში გადმოტანილი პატრიოტული ტრიბუნა ერთი წლის თავზე დავამხეთ, ზედმეტად ძნელი და პათეტიური გვეჩვენა. დღეს 2012-ში ისეთივე ხელის ფშვნეტით ვუყურებთ სააკაშვილის ეპიზოდურ, ფრთხილ მცდელობებს -პატრიოტული ტრიბუნა პოლიტიკაში გადმოიტანოს. გარეკე? რას გიგავს ნერვები, რას გვიყვირი შე კაცო, აი ეპითეტები რასაც ვიმეტებთ ტელევიზორებსწინ მოკალათებულები. 


აი, ეკლესიაში მყოფი პატრიოტიზმის ტრიბუნა კი გულს სალბუნად გვედება - ღმერთი ჩვენთანაა, ღვთიშობელიც, არ გაგვწირავს, ჩვენს რწმენას მტერი არ შებღალავს ( ისიც ჩვენიანია) და სხვა რა გვინდა? 
თაყვანი ვცეთ ღმერთს, ლოცვა გავაძლეროთ, ჩვენს თავში მოვსპოთ ერეტიკოსი, ათეისტი, ლიბერალ-დემოკრატი, თვითმარქვია წინამძღოლი სატანა, გავამრავლოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები, დავნათესავდეთ 300.000 ოჯახი, სასოებით ჩამოვიტანოთ გარდმოსული ცეცხლი, ღმერთს შევთხოვოთ კარგად გვიმყოფოს პატრიარქი, ჩემი მოძღვარი, რომელიც ჩემზე ჭკვიანია, და ... საქართველო გაბრწყინდება. 


ღმერთი ხომ გწამს, ხოდა აუცილებლად გაბრწყინდება. აი ის მწვალებლები მივაჩმოროთ და უფრო ადრე გაბრწყინდება. 

როდის შემოვა ჩვენში ზოგადი განათლება იმ დონეზე მაინც, რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან რელიგია როგორც მცნება და პატრიოტიზმი როგორც მცნება. გავარჩიოთ ბევრი სხვა ქვეყნის საინტერესო ისტორიის, გეოგრაფიის, გმირული წარსულის, ერის წინამძღოლთა ცნობით და ცოდნით. 


ჩვენც გვყავს ისტორიაში კაცი, რომელიც შეგეძლო გვყოლოდა ერის წინამძღოლად, პატრიოტიზმის მამად , მაგრამ ის ეკლესიამ მიიტაცა და ილია მართალი დაარქვა.

კაცი, რომელმაც სარწმუნოებას წინ დაუყენა ენა და მამული, დღეს თვითონაა სარწმუნოების ხატად ქცეული, მისი ხატი მისსავე ნათქვამ ენა მამული სარწმუნოებას ატრიალებს - სარწმუნოება, ენა , მამული თანმიმდევრობით.


ექნებოდათ თუ არა ინგლისელებს ის სიამაყა რაც მათ აქვთ მსოფლიო ლიბერალიზმისა და დემოკრატიის მამის ჯონ ლოკის ყოლის გამო, იმ შემთხვევაში, ლოკი ერთერთ წმინდანად რომ მიეღო ინგლისურ პროტესტანტულ ეკლესიას?

ალბათ კი, მაგრამ ჩვენთვის ეგ კაკალი ზედმეტად მაგარი აღმოჩნდა. ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალია, პატრიოტიზმის ტრიბუნა ისევ ეკლესიაში დგას.

ყველა მოგებულია? 

ეკლესიას ავტორიტეტი, 
მოქალაქეს გაბრწყინების გარანტია ( თუ ჯერ არ გავბრწყინებულვართ, ესეიგი სატანისტები გვმართავენ, გადმოვაგდებთ და სულმნათებს დავისვამთ) 

სახელმწიფოს? სახელმწიფო თუ რჩება მოგებული ამ საყოველთაო, ოღონდ რელიგიურად განსაზღვრული სხვას ( ღმერთს) გადალოცილი პასუხისმგებლობით?

მოვკვდებით , სამოთხეში წავალთ
სატანისტებს მოვიცილებთ მმართველობიდან , გავბრწყინდებით. 




მე კი, საქართველოსთვის იაპონელთა, გერმანელთა, თურქთა, იტალიელთა პატრიოტიზმი მინდა, უფრო სწორედ მათი პატრიოტიზმის ნატამალი მინდა ამ მიწაზე: მათ წაგებულებმა, მას შემდეგ რაც საკუთარი ისტორიული მძლავრი იმპერიების ქონით გულმოცემულებმა ზერასად ჩათვალეს თავი და ფაშისტურ კოალიციაში შევიდნენ, და შემდეგ მწარედ დამარცხდნენ მსოფლიოსთან, რომელსაც სამუდამო ბატონობას უპირებდნენ, მათ წაგებულებმა საკუთარი ეროვნული ენერგია - პატრიოტიზმი ჰომოსაპიენსის ყველაზე ღირსეული ბრძოლის ასპარეზზე გადაიტანეს: ააშენეს წესიერი ქვეყნები, ავტომობილები, რომლებიც მთელი დანარჩენი მსოფლიოს ავტოპარკის 80% შეადგენს, რობოტები, რომლებიც მსოფლიო რობოტთა ( ავტომშენებლობის მმოქმედ რობოტთა და არა მხოლოდ სარეკლამო პოპულარულთა) 90% მათ დაამზადეს. 

ჩაღუნეს თავი და გააკეთეს უკეთესი, უსწრაფესი მანქანების ბრენდთა 90% ამ ქვეყნებზე მოდის, იპოვეს მტერი საკუთარ თანამოქალაქეში, რომელიც მანქანიდან ნაგავს ყრის, და მკაცრად დასაჯეს, დასამახსოვრებლად, 

მათ სრული რევანში შეძლეს სამხედრო მარცხის შემდეგ.

მათი რევანში მძაფრი და საფუზვლიანია. 
ჩვენ დანარჩენები მათ ვენდობით, მათ ნახელავში ფულს ვიხდით და ოჯახებს ვანდობთ, მათ qვეყნებში გვინდა ცხოვრება, დასვენება, მუშაობა. 

საკუთარი იმპერიის ქონის ისტორიის მქონე ერებმა საკუთარი არამილიტარისტული უნარი წამოწიეს წინ - და.. გახდნენ ზეადამიანები. 

არ გჯერათ? 

ტალია- უსწრაფეს ავტობრენდებში 5 დან 3 მათია
საუკეთესო ავტობრენდების ათეულში 5 გერმანულია, 4 იაპონური
საოჯახო ტექნიკის 10 საუკეთესო ბრენდშიც მსგავსი თანაფარდობაა
მუსიკალური ტექნიკა და ტელევიზორები, იგივე სურათია. 
თითქოს კორეა, ოღონდ სამხრეთ კორეა არღვევს ამ კანონზომიერებას, ის დიდი წილით არის წარმოდგენილი ავტომრეწველობაში, მობილურ ტელეფონებში და მსოფლიო აღიარებული ლიდერია გემთმშენებლობაში.რამ აიძულა გამარჯვებული, კომუნისტურ- სოციალისტურ კლანჭებს გამოგლეჯილი კორეელები საკუთარ თავში ეპოვნათ ზეადამიანი, რომელიც გააკეთებდა იმას რაც სხვისთვის მიუღწევადია? რატომ ჩართეს გამალებული წარმატების რეჟიმი სამხრეთ კორეელებმა? არღვევს თუ არა სამხრეთი კორეა ინტელექტური რევანშის თეორიის კანონზომიერებას? არადა არ არღვევს ისინიც დაპყრობილები აღმოჩნდნენ, ამერიკელებმა ისინი იძულებით მოწყვიტეს ამ გეოპოლიტიკურ რეგიონში ბუნებრივ დისციპლინირებულ იერარქიას და დემოკრატია მოახვიეს თავს.სამხრეთ კორეწლები იგივე მდგომარრობაში აღმოჩნდნენ, რომწლშიც დასავლეთ გერმანელები, ისინი ცივილიზირებულმა მსოფლიომ დაიპყრო და იმპერიალისტურ მილიტარისტული ოცნებები გადაუბელა. და.. სამხრეთ კორეელებმა შეძლეს ის, რაც შეძლეს დასავლეთ გერმანელებმა 30 წლის წინ - მათ აიღეს რევანში, დაუმტკიცეს ცივილიზებულ სამყაროს რომ მაგარი ხალხია.უომრად, ჩუმ ზამბარად შეკუმშულობით, უწესობისა და უხარისხობისადმი ბრაზით, შიდა კონკურენციით. და რაც მთავარია მთავარი ქვეშეცნეული ფაქტორით - პატრიოტიზმით, ოღონდ არა ჩვენებური დემონსტრაციულ, ნამღერ, ნალოც, ნაგალობებით, ზოოოპტიმიზმით, არამედ პატრიორიზმით ამ სიტყვის დაუმახინჯებელი, მოუვარაყებელი მნიშვნელობით - საკუთარი მიწისა და წინაპრების სიყვარულით, ერთობით, მარადისობასთან საკუთარი შექმნილ-აშeნებულით დაკავშირებით. 
როდის იტყვიან საქართველოში თავის სიტყვას ათეისტი პატრიოტები? როდის შეიძენენ წონას?
ზუსტად იგივე შეკითხვაა - როდის გვეშველება?

ერთდროულად მოხდება ეგ.
ქიმერებისგან თავის დაღწევა = შველას, საქართველოს გაბრწყინებას, ოღონდ ცივილიზებული ინტელექტით და ენერგიით.

შორია ჯერ?

Friday, April 20, 2012

sinofsis cosmo


კაცობრიიობა ხანგრძლივ და ხანგრძლივინტერვალებიან პოლემიკაშია ჩართული უცხოპლანეტელებთან. ისინი ჩვენგან 23 სინათლის წლის მანძილზე ცხოვრობენ და შესაბამისად ჩვენგან გაგზავნილი კითხვის პასუხი უკან 46 წლის შემდეგ ბრუნდება. მიმოწერა 338 წელია გრძელდება.


ერთმანეთს რადიოტალღებით გავუგზავნეთ ფილმები, მუსიკა, ლიტერატურა, სამეცნიერო მიღწევები.


ისინი ჩვენზე გაცილებით წინ არიან. მათი ნასწავლი მეცნიერება ჩვენ ბოლო ორასი წელია საშუალებას გვაძლევს ენერგია ფაქტიურად უფასოდ გვქონდეს, ინფორმაცია ულიმიტოდ შევინახოთ, საჭმელი იდეალურად დავაკონსერვოთ, ნიადაგის რეკრიაცის, კვებითი ჯაჭვი უსაზღვრო პროტეინების მისაღებად, განვითარებადი ქვეყნების ნაწილმა მათი პოლიტიკური სისტემა გადაიღო და დიდი ნაბიჯებით ეწევა განვითარებულ ქვეყნებს.
ჩვენ სრული უანგარო პლატონური სიყვარული გვაქვს ერთმანეთს შორის.

ამ უანგარობას მტკიცე მეცნიერული საფუძველი აქვს. ისინი ჩვენგან იმდენად შორს არიან, რომ ჩვენამდე ვერ მოფრინდებიან.
მათი სიცოცხლის ხასნგრძლივობა 47ჯერ ჩამორჩება ჩვენამდე მესამე კოსმოსური სიჩქარით ფრენის შემთხვევაში მოფრენის დროს.
ჩცვენგან რაიმეს წაღება ხომ სრული აბსურდია, სულ ალმასი და პლატინა რომ წაგვართვან, მისი წრანსპორტირების ღირებულება მაინც არარეალურად ძვირი გამოდის.
ანუ, ჩვენ მათ ვერწაფერს დავუშავებთ, ისინი, ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებენ.
ურთიერთობის ეს უანგარობა დედამიწელებმა უკვე მეორე საუკუნეა დაიჯერეს.
დედამიწაზე ხხხ ების რამდენიმე ტელეარხი მაუწყებლობს
ხხხზე კი დედამიწელების რამდენიმე
ოსკარზე საუკეთესო უცხოურ ფილმის კატეგორიაში ხხხურმა ფილმმა გაიმარჯვა.


ჩვენ გვხიბლავს მსგავსება მათთან, მათში ადამიანური სიშნების აღმოჩენა.

ადამიენი თავიანთ შვილებს უცხოპლანეტურ სახელნბს არქმევენ.

მოკლედ, რადიოტალღებით სიყვარული აპოგეაშია და.,.

მოდის ბოლო შეშფოთებული ინფორმაციები, ხხხს ყველა ტელეარხი ერთბაშად განგაშს ტეხავს, უზარმაზარი მეტეორი ხხის მთვარეს აუცილებლად დაეჯახება და ამით ხხხ აუჩქარებელ, წრფივ ბრუნვას შეწყვეტს, მათ დაეკარგებათ პოლუსები, მათი საცხოვრებელი ტერიტორიები უსიცოცხლო დარჩება, მოსახკლეობას მოუწევს უსწრაფესი მიგრირება გადარჩენად ტერიტორიებზე. რესურსები სწრაფად ამოიწურება, მუდმივად ახალ ტერიტორიებზე თავის გადარჩენას ისინი ვეღარ შეძლებენ, ხხები გადაშენდებიან.
ბუნკერების თხრას აზრი არ აქვს, სასიცოცხლო ტემპერატურისა და ნესტის შენარჩუნება შეუძლებელი გახდეება, ერთადერთი გზა მასობრივ მიგრაციაშია. ხხები ადამიანებს გამოსამშვიდობებელ წერილებს სწერენ, თხოვენ მოიხსენიონ ისინი ლოცვებში.
რელიგიამ აღსასრული ახსნა როგორც არაერთხელ ნაწინასწარმეტყვეკლები და ლოგიკური დასასრული და ლოცვისკენ მოუწოდა ხხხ ებს,
მეცნიერები ზრუნავენ რომ მეტეორის კურსი შეცვალონ, მაგრამ მათი გაანგარიშებები იმედის საფუძველს არ იძლევა. მეტეორის კურსის შეცვლის ოპერაცია მთელი პლანეტისთვის რიტუალური საქმე ხდება, მათ სიკვდილი ღირსეულ ბრძოლაში უნდა იპოვონ.


ადამიანებმა იციან, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც მათთან მოვიდა 23 წლის წინაა გამოგზავნილი და არ იციან თუ რა შედეგით დამთავრდა რეალურად ეს საშიშროება ხხხსთვის.
ასტრონომთა ნაწილი ამბობს, რომ მათ მიიღერს მტკიცებულება, რომ ამჟამად ხხხ უსიცოცხლო პლანეტაა, მისი ატმოსფერო მეთანს უკავია, წყალი კი მკვდარია.



დედამიწაზე გრძელდება ხხხის პრობლემათა "ტელესერიალი" , მთელი დედასმიწა სულგანაბული მისჩერებია ტელეეკრანებს.


პოლიტიკოსები პოპულისტურ განცხადებეს აკეთებენ, მაგრამ მეცნიერები ყველას არწმუნებენ, რომ ჩვენგან მათი დახმარების შესაძლებლობა არ არსებობს. სულაც მხსნელი იდეა რომ დაებადოს დედამიწელს, მისი წინადადება იმ პლანეტას 23 წელიწადში მიაღწევს. თუმცა ადამიანები არ იშურებენ კეთილ სურვილებს და მხსნელ გეგმებს სთავაზობენ აზროვნებით ძმებს.
იციან რომ უშედეგოდ.
ერთ დღესაც ყველა ხხხტვ ერთბდროულად გვაუწყებს სიახლეს, მართალია 6 მილიარდ ხხხელს და მთელ მათს ფაუნას დაღუპვა არ აცდება, მაგრამ მათ გაუჩნდათ იმედი, რომ მათს არსებობას სამყაროში აზრი არ დაუკარგავს. ყველა ხხელი სიკვდილისწინა აგონიაში იმაზე აპირებს ფიქრს, რომ მათი გენი არსებობას განაგრძობს. ოდესმე მაგრამ მაინც, სადღაც მაგრამ მაინც.

ხხხებმა გადაწყვიტეს გამოუშვან დედამიწისკენ კოსმოსური ხომალდი, რომელსაც პროგრამაში ედება მზის ფოტონების აფრით ფრენა და ამ მზეების პროგრამული შეცვლა გადაადგილების პარალელურად.
ეკიპაჟი 7 წევრისგან შედგება, მაგრამ ყველა მათგანი უშვილოდ დაიღუპება მათი ფიზიოლოგიური სიკვდილის მოსვლის დროს. ხომალდს გენეტიკური მასალა მოაქვს. უამრავი და აკურატულად რანჟირებული, ერთ ყუთში მეცნიერთა შთამომავლობაა, მეორეში მუსიკოსების, მესამეში საზოგადო მოღვაწეების, მეოთხეში პოლიტიკოსების, მეხუთეში კი ლატარიის გათამაშების შედეგად მოსახლეობიდან სპონტანურად შერჩეული ასეულია.
5 ყუთი თუკი დედამიწაზე მოაღწევს, მას კაცობრიობა დახვდება და მის შემდეგ ბედს თვითონვე განსაზღვრავს.

განვითარებადი ქვეყნები ამბობენ, რომ ისინი მიიღეწბენ უცხოპლანეტელებს თუკი ხომალდი მათ მიწაზე ჩამოეჩვა და მათთან ძმურად იცხოვრებენ.
განვითარებუკლი წვერყნები ამბობენ, რომ ხომალდის დედამიწაზე ჩამოვარდნა დაუშვებელია, რომ ისინი კოსმოსშივე დახვდებიან კოსმოსური ზესახელმწიფოები ლამის წაეკიდნენ ერთმანეთს, ერთნი თავის ხალხს პირდებიან უცხოების ზოოპაკისმსგავს სუპერდაცულ კუნძულზე იზოლირებას, მეორენი მათ ხალხში გარევას ერთწლიანი ადაპტაციის შემდეგ პირდებიან, პასუხად მათ ახსენებენ, რომ ემბრიონები სრულწოფილ არსებებად ჩამოსვლიდან ალბათ 10-15 წლის შემდეგ იქცევიან, ხოლო თვით ხომალდი კი დედამიწას მხოლოდ 300 წლის შემდეგ მოაღწევს, მაშინ როცა დედამიწაზე ჩვენი შთამომავალი მე 14 -16 ტაობა იცხოვრებს.
გადაწყვეტენ ერთსაუკუნოვანი მორატორიუმი გამოაცხადონ ყოველგვარ პოლიტიკური პოზიციის გამოქვეყნებისაგან სახელმწიფოების სახელით. ჩაითვალა, რომ ქვეყნის შიდა მსჯელობა 100 წლის განმავლობაში საკმარისი დროა, რათა შემდეგ საუკეთესო გეგმები დაიდოს და გაეროს მიერ მოწონებული იქნეს მიღებული სამოქმედოდ.
თუმცა დრო მაინც ტავზე საყრელი რჩება.
გადის დრო, ასტრონომები ადასტურებენ, რომ ხხხზე ცხოვრების პირობები აღარაა.


გადის 338 წელი დედამიწა ხხების ცოცხალი ამანათის მისაღებად მზადაა, ხომალდი გეგმის მიხედვით მოძრაობს, ასტრონომებმა იციან, რომ მისი ჩამოვარდნის წერტილი სადღაც სამხრეთ ნახევარსფეროშია, ხხხებმა ალბათ ეს არჩევანი იმის გათვალისწინებით გააკეთეს, რომ იქ მეტი ალბათობით წყალი დახვდებოდატ მათ უცნობ შთამომავლებს.
ალბათ ჩამოვარდნა და წყალზე გაჩერებაც ნაანგარიშევია, მაგრამ დედამიწელები უფრო სტუმართმოყვარეები აღმოჩნდენენ, გაეროს გეგმის მიხედვით ხომალდს ჯერ კოსმოსურ სადგურზე მიიღებენ და შემდეგ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩამოიყვანენ დედამიწაზე.



პირველი გაოცება მაშინაა, როცა აღმოაჩენენ, რომ თვითონ ხომალდი სიგრძეში სულ ხუთი მეტრია და უამრავი უწვრილესი დეტალითაა აღჭურვილი ფოტონების აფრა კი უზარმაზარია, თითქმის ფეხბურთის სტადიონის ხელა.

მეცნიერები კითხულობენ, ამ მცირე ხომალდში უნდა იყოს 5 წუთი და ხუთი ხხელის ასტრონავტის გვამი, როგორ ეტევიან , რამხელები არიან ისინი სინამდვილიში?
იხსენებენ 20 წელია მივიწყებულ ხხურ ტელესერიალებს, უნდათ გაიგონ მათი ზომა, სიმაღლე, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ სულაც არ იციან რა ზომისაა გარემო ამ ფილმებში და რას უნდა შეადარონ, რომ სავარაუდო სიმაღლე გაიგონ.
ყველა გათვლით ხხები პატარები გამოდიან.

თანხმდებიან, რომ ზრდასრული ხხელი არაუმეტეს ერთი მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო.

იაპონელები ქმნიან ადამიანის ზომის რობოტს, რომელშიც შეჯდომის შემდეგ ხხელი შეძლებს იყოს ადამიანთა სოციალური ფუნქციების შემსრულებელი, ისინი შეძლებენ თანასწორნი იყონ ადამიანთა შორის სიარულის, წერის, მეტრველების, კვების დროს.
დედამიწა გასუსულია, პოლიტდებატები წყდება ნებისმიერ სხვა საკითხზე გარდა ხხელებია.
გაეროს დეკლარაციას ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი, რომელიც იწყება სიტყვებით " ყვეკლა ცოცხალი არსება იმსასხურებს ზრუნვას, ყველა ცოცხალი და გონიერი არსება იმსახურებს ზრუნვას, პატივისცემას, ხხელები ჩვენი ძმები არიან. სამყარომ შვა ორი მაღალი ინტელექტი. დედამიწელებს უდიდესი საჩუქარუი გვხვდა წილად - ეს საჩუქარი ხხელებია, რომლებიც Fვენს გარეშე განაგრძობენ ცხოვრებას.


ხხხის ისტორია, მათი მაღალი მორალური და ინტელექტუალური მონაცემები ჩვენ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ხხელები ინტეგრირდებიან ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში და დარჩებიან მის სასარგებლო წევრებად.
ბუნებას არაერთი სიმბიოზი შეუქმია, მაგრამ ადამიანთა და ხხხთა სიმბიოზი ყველა მათგანის მწვერვალი იქნება, სწორედ ჩვენ ადამიანებს გვხვდა წილად ბედნიერება, ვყოფილიყავით ამ სიმბიოზის მასპინძლები.
ისინი ჩვენს ზრუნვას საჭიროებენ, ისინი ჩვენს ცოდნას საჭიროებენ, ისინი ჩვენს უნარს საჭიროებენ, ვიყოთ კარგი მასპინძლები.
ბავშვი სუფთა დაფაა, ხხელებმა ყველაზე სათუთი რამ გამოგვიგზავნეს რაც კი შეეძლოთ ენდოთ სამყაროსთვის. სამყარო მათთვის ბოროტი აღმოჩნდა, უკუდეგანო სამყაროში აღმოჩნდა სამოთხის მარცვალი, რომელმაც ხხების საუკეთესო ხარისხის ცივილიზაციას გაგრძელებას ჰპირდება. ისინი ჩვენს შორის იქნებიან და დაედამიწა ამით იქნება მდიდარი, კაცობრიობა იქნება უფრო მნიშვნელოვანი და სტაბილური ერთობა.
გაერო ასკვნის, ხხელს ადასმიანთა ყველა უფლება უკლებლივ გადაეცემა, მათ დაეკისრებათ მოვალეობანი და უფლებეი, პასუხისმგებლობები და ისინი იქნებიან ჩვენი ერთობის წევრები.
კაცობრიობა მომავალშიც ღებულობს პასუხისმგებლობას ხხების აღზრდაზე, განათლებაზე, გამრავლებეზე.
ყველა ხხელი გარდა ნაციონალური სახელმწიფოს მოქალაქეობისა აგრეთვე გაეროს კოსმოპოლიტურ პასპორტს მიიღებს, რომლითაც მისი ფინანსური, ჯანმრთელობითი და სოციალური პირობები იქნება განსაკუთრებული ფონდით უზრუნველყოფილი.

ამასთანავე, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ხომალდში მოიპოვება არის გაზიატრებული კაცობრიობის მიმართ ხხელების მიერ ჯერ კიდევ 3008 წლის წინ და ის ღიაა და საერთოა ყველა ქვეყნისათვის.




არმოჩნდება, რომ ეს ბოლო ფრაზა ყველაზე დიდ ცვლილებეს გამოიწვევს დედამიწაზე.



კიდევ 100 წლის შემდეგ დედამიწაზე 976 ჯანმრთელი ხხხ ცხოვრობს, მაგრამ დედამიწელი 8 მილიარდიდამ იმ ქვეყნების მოსახლეობა, რომლებიც ხხხ პოლიტიკურ სისტემაზე გადავიდნენ თითქმის მილიარდს აღწევს. ეს მილიარდი ყოფილი განვითარებადი ქვეყნებია, რომელთაც არ უუკადრისიათ მკვდარი პლანეტის ცოდნის გადმოღება, ახლა ისინი სწრაფ პროგრესს განიცდიან.


ხხები წარმატებულები აღმოჩნდნენ, ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან გლობალური მოდის ფეხის აყოლაში, თოქშოუს წამყვანი ხხხ უნდა იყოს.
სამ ქვეყანაში ხხხ ვიცე პრემიერია
ნობელის პრემია 4 მათგანს ერგო.
ჰოლივუდში ერთი მათგანი ცნობილი რეჟისორია, მისი ფილმები ყველა დროის რეკორდებს ხსნის პოპულარობით.

ნობელის პრემია კიდევ 3 ექიმს გადაეცა მათ ხხების ფიზიოლოგია შეისწავლეს და ხხების გავრცელებულ დაავადებათა მკურნალების პროტოკოლები შეადგინეს.

ხხხ ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა, ის მეომარ მხარეებს შორის ჩადგა და ცაზე დიდი ჰოლოგრამა გაუშვა, - არ არის ღმერთი და მეორე სიცოცხლე. არსებობს მხოლოდ ერთი სამოთხე, ეს დედამიწაა და შენ მას წაბილწავ თუ სროლას დაუშვებ.

Tuesday, April 17, 2012

ევროპა

ევროპა

ერთადერთი მათგანი მინახავს, სენ ჩაპელი პარიზში.
Nave, Sainte-Chappelle, Paris, France,
მას მერე თაყვანს ვცემ ზეადამიანებს - ფრანგებს, ევროპელებს.

7 ნოტა?

 რა შემთხვევაში მომეწონება მე უცხოპლანეტელთა მუსიკა და მათ კი ჩვენი?

7 ნოტა?
იქნებ 27?
ან თოთხმეტი? 
რამდენი ნოტა ექნებათ ალბათ ვერ გავიგებთ სანამ თვითონ არ გვეტყვიან, მაგრამ აუცილებლად ექნებათ ოქტავები. 
ოქტავების რაოდენობაც უცნობი იქნება ჯერჯერობით. 
იქნებ ფიზიკოსებს სხვა აზრი აქვთ? 
იქნებ ოქტავათა რაოდენობა მუდმივაა? ან ნოტებიც სწორედ შვიდია ოპტიმალური და არა 10 ან თოთხმეტი? 
10 თითა ადამიანმა 10-ეულთა არითმეტიკის მომგონმა რატომ მოიგონა 7 ნოტი და და არა 10?




შევეშვათ უცხოპლანეტელებს, თუ რამე აქვთ სათქმელი, აქეთ გვითხრან. 
დავუბრუნდეთ მუსიკას დედამიწაზე და მის მიმართ ადამიანთა შეზღუდულობას. 

ხომ არ იკეტება ადრეულ ბავშვობაში ზოგიერთი მუსიკის მიღების უნარი, თუკი ჩვილს არ მოასმენინე? 
ბგერების წარმოთქმის უნარი თურმე ჯერ კიდევ 7-10 თვის ასაკში აითვისება ბავშვის მიერ. ამ ასაკის შემდეგ ძნელი და უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელიც კი არის ისწავლოს სხვა ენის რტული ბგერები. 
თუკი უნდა არსებობდეს გავრცელებულ ბგერათა ფონოტეკა (ზღაპრები ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ ეტქ. ენებზე) რომელიც უნდა ასმენინო ჩვილს, რათა მან როგორც ცალკე ბგერები ისწავლოს ინგლისური, ფრანგული და გერმანული რ, ტ და ს, ასევე ალბათ უნდა არსებობდეს მუსიკის ფონოტეკა, რომელიც ჩვილობისას გაუხსნის ყურს კლასიკის, როკ, ბარდ, ფოლკ და პოპ მუსიკისადმი? 
 

Sunday, April 15, 2012

დისონანსი




ვთქვათ იცნობ ადამიანს, რომელის ინტელექტუალური ამპლიტუდის, გემოვნების, "დონის" შესახებ თვლი რომ წარმოდგენა გაქვს (აქ წარმოიდგინე ერთერთი თანამშრომელი ან დირექტორი, ან მეზობელი).

და


ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ ის:



სიამოვნებით უსმენს მოდერნ თოქინგს ან ბოისთუმენს,
ან პერლ ჯემს და ბლაინდ გარდიანს
ან ვალერი მელაძეზე ტრანსში ვარდება

ან ერთ დღესაც შუაზე გაყოფილი თმებით მოდის სამსახურში

ან პალმებიანი საროჩკა აცვია

ან ცოლი ძალიან უშნო ჰყოლია

ან ძალიან ლამაზი

ან ალპინისტი ყოფილა,
ან ნაომარია,
ან ძაან სასაცილო მანქანა ჰყავს,
ან ძაან ძვირიანი და დიდი,

ან ხატავს, ან უკრავს,

ან მეღვინეა,
ან იარაღს აგროვებს,
ან მონადირეა,
ან ოთხი შვილი ჰყავს,
ან ოსია,
ან სომეხია,
ან კათოლიკეა,
ან იეღოველია,
ან ბლოგერია,
ან ნუდისტია,
ან ყველა ეკლესია მოვლილი აქვს და ათეისტია,
ან ყველა ეკლესია მოვლილი აქვს და მორწმუნეა,
ან მარხულობს,
ან არასდოს უმარხულია,
ან თხილამურებზე დგას და გიჟდება სრიალზე,
ან ცურვა არ იცის.
ან კლასიკას უსმენს,
ან ფოლკლორულში მღერის,
ან ჩოხოსანია,
ან 4ხ4 მუღამისტია,
ან ნარკომანია,
ან დათვრება და ყლევდება,
ან მთვრალი ჯდება საჭესთან,
ან დახლიდან რაღაცა აწაპნა,
ან გამყიდველი მოატყუა და თავისი გაფუჭებული დეტალით დაუბრუნა ვითომ გასასინჯად აღებული ნივთი,
ან მენაყინეს გადმოყოლილი ზედმეტი 5 ლარი არ დაუბრუნა,
ან ტელევიზორი ბავშვთა სახლს აჩუქა,
ან ყველა მათხოვარს აძლევს ფულს
ან არცერთს,
ან მარტო გამხდრებს,
ან დირექტორს ეჩხუბა,
ან არც შეეპასუხა,
ან ბავშვის მონათვლა გთხოვა,
ან ბიზნესგეგმა გაგანდო, პარტნიორად მიგიწვია,
ან თურმე პატივს გცემს
ან თურმე ვერ გიტანს,
ან მხოლოდ რუსულ არხებს უყურებს,
ან მხოლოდ მაესტროს და კავკასიას,
ან ლინჩის წესის მომხრეა,
ან გეიპარადს არ შეებრძოლება,
ან შეებრძოლება,
ან ეკლესიას აშენებს,
ან სახლი დაალომბარდა კაზინოში სათამაშოდ,
ან 1991 წელს კომუნისტურ პარტიაში მიიღეს,
ან კომკავშირის მდივნობისას 1988 წელს მიტინგებზე სტუდენტთა გვარებს იწერდა და კაგებეს აბარებდა,
ან საბჭოთა ჯარში 1991 წელს წავიდა,
ან მხედრიონელი იყო,
ან ტვ გადაცემა მიჰყავდა მოდაზე.
ან ძმასთან ნაჩხუბარია ქონების გაყოფაზე,
ან დედას დადას აგინებს,
ან ას ხინკალს ჭამს,
ან საჭმლის კეთება უყვარს და კარგი კულინარია,
ან სიმთვრალეში გულს გიხსნის და ყველა უყვარს,
ან მესამე ცოლი ჰყავს,
ან პირველი ცოლისგან შვილს არ პატრონობს,
ან უკანონო შვილებს ემალება,
ან ჩინელებს, სომხებს, ზანგებს, მეგრელებს, ძაღლებს, კლასიკოს მუსიკოსებს, როკერებს და პანკებს ვერ იტანს,
ან პირიქით, როკ ჯგუფში უკრავდა 15 წლის წინ,
ან ჯომარდი უყვარს ან კარვებით მოგზაურობა,
ან ცოლი ღალატობს,
ან ცოლშვილს აშიმშილებს და Fულს ეშმაკ ბოზს ახარჯავს.
ან ფილატელისტია და ერთ მარკას 10000 ად არ ყიდის, შვილიშვილებს უნდა გადავცეო,
ან ტატუ გაიკეთა დრაკონით, ძვირიანი, ან იაფად დედა დაიწერა,
ან მანქანისთვის ნომერი იყიდა პირ001, ან ერთ001, ან კუტ100 ან ფუნ100, ან რავ004,
ან სულაც რაც შეხვდა ის დააყენა,
ან ბავშვს დაბადებისდღე  რედისონ ივერიაში გადაუხადა,
ან ფული გესესხა და ჩუმადაა,
ან პირიქით, გასესხა და გეუბნება როცა გექნება დამიბრუნეო,
ან დაბადებისდღეზე საჩუქრად ნახმარი წიგნი გაჩუქა,
ან ახალი და ძვირი, ოღონდ სულ რომ არ გაინტერესებს (მაგალითად პეპლების ალბომი),
ან ტაქსში თავისი წილი გადაიხადა  ხელფასის დღეს,
ან სანდლები აცვია ყვითელ წინდებზე,
ან პირიდან ცუდი სუნი აქვს,
ან ცუდი სუნი აქვს,
ან ყოველთვის კარგი სუნი აქვს,
ან თხისებრი წვერი მოუშვა,
ან ავარია გააკეთა და დაზარალებული მიატოვა,
ან შვებულების ერთად გატარება შემოგთავაზა ოჯახებითურთ, და მერე დირექტორთან ერთად წავიდა.
ან ლექსო თორაძის კონცერტზე დაგპატიჟა,
ან ტიმატის,
ან ოქტაგონზე,
ან რაგბზე,
ან კიორლონგის წრეზე მიგიწვიოს,
ან " ავატარი" გიქოს, ან "ტიტანიკზე" იტიროს,
ან ლეონარდ კოენის სიმღერების ლექსები ზეპირად თქვას,
ან ვისიცკის, ან პუგაჩოვას,
ან საკუთარი შვილი ცემოს, ან შვილმა ცემოს,
ან  დააბეზღოს,
ან დაგაბაზღოს,
ან ინფარქტი დაემართოს,
ან ინსულტი,
ან აეროკატასტროფას გადაურჩეს,
ან შიდსი აღმოაჩნდეს,
ან სადარბაზოს დასუფთავების ფული არ დადოს,
ან ლიფტი თვითონ შეაკეთებინოს,
ან ენა ამოიდგას,
ან ჩაყლაპოს,
კუთხური აქცენტით  ილაპარაკოს თავის რაიონელ ნაცნობებთან,
ან ტქვას სიტყვა - პრესპექტიული გეგმა, სერვანტესი ვიყიდე, ბულვარდში გავედი , ვისაუბროდ,
სიმაური,
ჩემი დედა,
დებილი დაასახელოს დიდ ავტორიტეტად,
შეაქოს უჩინარი თანამშრომელი,
დადოს 100 ლარი თანამშრომლის ბებიის გარდაცვალებაზე,
თანამშრომლის რძლის გარდაცვალებაზე,
კოლექტივისთვის იყიდოს ძვირიანი  მადუღარა,
შემოიტანოს მარაგად ტუალეტის კარგი ქაღალდი,
საერატო ფული მოტეხოს,
ან თავისი დაამატოს,
საერთო ფულით საერთო ოფისისთვის იყიდოს წყლის გამაციებელი- მადუღარა,

ან ფარდა ძალიან ძვირად,
ან თავხედურად ატარებს მანქანას,
ან ძალიან ნელა და ფრთხილად,
ან ციცინათელას ექსტრემებზე ჯდება,
ან აივანიდანაც ვერ იხედება სიმაღლის შიშით,
ან ლოცვები  იცის ზეპირად,
ან მარხულებს დასცინის,
ან მელოტზე პარიკი დაიდო, ან გადაინერგა,
ან დათვრება და ბოზებში გეპატიჟება,
ან მთვრალი  ფულებს იღებს და ძირს ყრის,
ან პრეფერანსის მანიაკია,
ან ტოტალიზატორზეა შემჯდარი,
ან პომპონიანი ქუდი ახურავს,
ან სიგარას აბოლებს ქეიფში, ან ყალიონს,
ან ცხვირზე მზარდ მეჭეჭს არ იცილებს,
ან ეჭვიანია,
ან ჭადრაკი სცოდნია კარგად,  
ბრმად შეუძლია მოგიგოს,
ან პროცენტი ვერ გამოჰყავს,
ან შეუძლია უმიზეზოდ დაგირეკოს საღამოს 12 სთზე,
ან შეგიჭამოს ერთი ფილა შოკოლადი,
ან დაიწუნოს მირთმეული კერძი,
ან ტუალეტში ჩუხჩუხით მოფსას,
ან იმღეროს რადამესის არია,
ან იწუწუნოს საკუთარ ყაბზობაზე,
ან ფიტომედიცინის პროპაგანდას მოჰყვეს, ან აკუპუნქტურის. 
ან ჰიპობისდროინდელი სურათი რომ უნახო,
ან მარგარეთ ტეტჩერთან გადაღებული სურათი ჩოხით,
ან ხის ძირში რომ იჯდეს 6 საათი და ყველა ხეზე ამავალ ჭიანჭველას რომ კლავდეს,
ცუდები ეგენიო,
ან რომ იკითხოს, ტალღებს ოკეანეში ხო ვეშაპები იწვევენო,
ან სახლი რომ ააშენოს ძვირად, ოღონდ გარედან 3 წლის ბავშვის ნახატის მსგავსი,
ან ძაღლს  ჩაპა რომ დაარქვას და შვილს ნოშრევანი,
ან ტვითმფრინავში თუ არ ჯდება, ან ლიფტში,
ან ოჯახს ცალცალკე მანქანით თუ ამგზავრებს, იმის შიშით, რომ ერთხელაც მთელი ოჯახი ერთად არ ამოწყდნენ,
ან თუ  იმდენ მადლობას გეტყვის, რომ გგონია ზედმეტია,
ან თუ შენს თავგანწირვას მის მიმართ კუთვნილად მიიღებს,
ან თუ ბანგო ჯამპინგით გადახტება,
ან თუ ტომი და ჯერისი მუდმივად ჯერის მხარეზეა, ან ტომის,
ან თუ სპილბერგის ყველაზე ძლიერი ფილი მისთვის "რიგითი რაიანის გადასარჩენადაა",
ან თუ დისკოტეკაზე საცეკვაოდ დადის და როკი არ უყვარს,
ან თუ კალსონებს იცვამს, ან პატარა ტრუსიკს,
ან ეკლესიის დანახვისას პირჯვარს სამჯერ იწერს,
ან საყვარელი ფილმი "ფრითი ვუმენია" ან ტუალეტში დეზოდორს არ ხმარობს,
ან საყვარელი სიმღერა ევროპის "ფაინალ ქაუნთდაუნ",
ან თუ გვარი გადაკეთებული აქვს,
ან თუ თავისი 5 წლის გოგოს ტელევიზორში პანელის ქალივით ჩაცმულ-დახატული ცეკვა მოსწონს, ან თუ ზღვაზე გასარუჯად დადის და წყალში არ შედის,
ან თუ ფიზიკური შრომა არ ეთაკილება და რემონტი თვითონ გაიკეთა სახლში,
ან თუ ელექტროობა დეტალურად ესმის
ან მარტენის ღუმელის ქიმიურ ფორმულებს ზეპირად გეტყვის,
ან ცაში ერთბაშად იცნობს 5 თანავარსკვლავედს,
ან ნოსტრადამუსის სჯერა,
ან მსოფლიო შეთქმულების, ან მასონების, ან უცხოპლანეტელების,
ან ჩანერგილი უცხოპლანეტელების ჩვენს შორის არსებობის,
ან ებრაელთა მიერ სამყაროს მოწამვლის საიდუმლო გეგმის, სომეხთა მტრობის, ეტქ.
ან თუ ჯაბა იოსელიანი საქართველოს სიამაყე ჰგონია,
ან რუსის მოთაფვლის იმედი აქვს,
ან ქალს მარხვისას არ ეკარება,
ან დედის საფლავზე ქვას დედის ფერადი პორტრეტი დაახატა,
ან ბავშვებს კერვა ასწავლა, გლობალური კატასტროფის შემთხვევაში თავი რომ გადაირჩინონ,
ბიჭს დაბადებისდღეზე პისტოლეტი აჩუქა, რაღა შენ მოგკლან, შენ მოკალი მამიო,
ან ყველა ყავა რაც საქართველოში იყიდება სოიოთი ჰგონია გაბევრებული,
ან ერთიდაიგივე ისტორიას მესამედ ჰყვება,
ან ტელეფონზე საუბარს არასდროს თვითონ არ ამთავრებს,
სოფელში სახლი ისე ააშენა, რომ სარდაფი ბომბსაცავად გამოდგეს,
როცა ვირუსი აქვს ქალაქში და სამსახურში ნიღბით დადის.
ყველა სიცხეზე ანტიბიოტიკს ნიშნავს,  
წამალში იპარებოდა და მოაბრუნეს,
როტველერი ჰყავს,
ან პუდელი,
ტელევიზორი 1.5მ დიაგონალიანი  აქვს,
ან 32სმ იანი,
ან სახლი გააქირავა და საცხოვრებლად შვილთან გადავიდა, რომ ქირით ერთად იარსებონ,
15 წლის წინ მკვდარი ბებიის ბავშვობის სოფლის მიწა გამოისყიდა,
ან არასდროს იგინება,
ან ქვაბებს მზეზე აშრობს,
ან ჭიაკოკონობა არ გამორჩება, ცეცხლს ანთებს,
ან მობილურის ზარად ნატო გელაშვილი ჰყავს,
ან ავტო მუსიკად ერსვინდენდფაიას კვნესები,
ან ახალ წელს არ ზეიმობს, ძველით ახალ წელს ელოდება,
ან ასე იცინის - ხუკ-ხუკ-ხუკ-ხუკ,
ან ბეჯითი მეხუთეკლასენის კალიგრაფია აქვს,
ან შენთან ჭორაობს თავისიანზე,
ან ღვინო კრამიტით დალია,
ან ჭიქა ჩაღეჭა,
ან ცოლმა გალანძღა,
ან პირი ამოიკერა,
ან ლეიბორისთებში შევიდა,
ან ნაციონალებში,
ან მანქანა დაშლილებში ჩააბარა,
არ გაარემონტა და გაყიდა, არცერთ ნათლულს დაბადებისდღეს არ ულოცავს, ავიწყდება, არც იცის დაბადებისდღეები, თითქმის არავისი,
ან ჩოგბურთზე დადის სისტემატიურად,
ან ცურვაზე, ან სახლის კარები პატარა და დაბალი აქვს, ან მღალი ჭერამდე, ან .,  

და რამდენად უფრო საინტერესო იქნება ჩემი ცხოვრება ასეთი დისონანსური ტიპები რომ მეხვიოს გარშემო.
არ მინდა, მოსასწყენები მირჩევნია.
არადა აქაურუი დახასიათებების 90% დოკუმენტურია.  

Thursday, April 12, 2012

თხილამურის წესი

თხილამურით სრიალი მუდმივი ვარდნაა. 
ოღონდ კონტროლირებული ვარდნა. 

შენი თხილამურები უნდა დახვდეს იმ წერტილს, სადაც უნდა დაეცე. 

თუ წინ არ გადაიხარე დავარდნის მიმართულებით, და წვივებთი წინ არ მიაწექი თხილამურის ბათინკებს, თხილამურის წვერი აგითამაშდება და წაიქცევი

თუ სიმძიმის ცენტრი გვერდზე არ დატოვე ანუ სხეული საკმარისად გვერდზე თუ არ გადაწიე თავის მიმართ, ვერ მოუხვევ და წაიქცევი.


უნდა შეგეძლოს ერთდროულად იზრუნო ტაქტიკაზეც და სტრატეგიაზეც. 

უნდა იფიქრო ბევრი, ორივე ფეხის მდებარეობაზე და ძალაზე. 

ვასწავლი ცურვას 15 წუთში ოღონდ წყალში, აი თხილამურით სრიალს კი ვერ ვასწავლი, პრაქტიკა სჭირდება და მასწავლებელი.

45 წლის ასაკშიც კი შეგიძლია ისწავლო, როგორც მე. 

რატომ ვერ უსმენენ მძღოლები როკს?

რატომ ვერ უსმენენ მძღოლები როკს?
რატომ ვერ ვუსმენ მე კლასიკას?
რატომ ვერ უსმენს როკმსმენელი დარნანინას?


არსებობს თუ არა უნივერსალურად კარგი მუსიკა? 
სხვა პლანეტის ცივილიზაცია როგორ მუსიკას დაწერს? 
როოგორ მუსიკას დაწერს 80 თაობის ცივილიზებულობის ისტორიის შემდეგ? 


იქნებ მძღოლები ვერ უსმენენ როკს იმიტომ რომ ის მათთვის ... ნელია ( დიახ, ჩქარი კი არა, ნელი).?
ნელი იმით რომ 10 წმში ვერ გაერკვევი რას უსმენ, მაშინ როცა სუფრულ გოიმურებს  10 წამი არ ჭირდებათ გასარკვევად. 
რიტმი გოიმურებს გაცილებით სწრაფი აქვთ, რიტმის შემდეგი  ახალი ტაქტის სიახლოვე მძღოლს მანქანას კომფორტულად ატარებინებს,  
გრძელი ციკლი კი მძღოლისთვის გამაღიზიანებელ მოლოდინს იწვევს და ჰაერში ჰკიდებს. 

როკენროლიც კი უფრო ხანგრძლივი ციკლებით განსხვავდება დარნანინა სიმღერებისგან. 
სხვა როკი მითუფრო. 

ყველაზე დიდი , ხანგრძლივი ეტაპები თქვენ წარმოიდგინეთ და ელექტრონულ ჰაუს- ტექნო- მინიმალ ეტქ მუდიკას აქვს. 

ამდენი ცდა მეც კი არ შემიძლია, უმეტეს შემთხვევაში ხელებს ვწევ. 

Tuesday, April 3, 2012

გენიოლოგიური ხე



თუ მიზნად დაისახე გენიოლოგიური ხის აგება, დახატავ ხეს, რომელსაც აქვს ფესვები და ტოტები. ფესვები მიწაში და ტოტები ცაში. 

ფესვებსა და ტოტწბს შორის ერთერთი წინაპრები უნდა იყოს, მეორე კი მომავალი

რომელი რომელია? 
ფესვებს მომავლად აირჩევ თუ წარსულად
ტოტებს, რომელი უფროა მომავალი, ფესვები თუ ტოტები? 


ფიზიოლიგიურ- მენტალური სტანდარტების მიხედვით ფესვები წარსულია, მათ ადგილი მიწაში ჰპოვეს, დამარხულნი არიან. 
თოტები კი მომავალია, ცაშია აწვდილი, შდიალებს, ცოცხალია. 

მაგრამ, თუ დაუკვირდები, ფრსვებიც ცოცხალია - თუ ფესვი მკვდარია ხეც კვდება
და ტოტთაგან ბევრი მკვდარია, ან სიცოცხლეს ვერაფრით ავლენს ხისტი და უმოძრაოა. 

დავივიწყოთ მენტალური სტანდარტები. 

შდვხედოთ საკითხს თავიდან

ფესვები მიწაშია, ფესვები გენეტიკაა რომელმაც განსხეულებული მატერიის სახე მიწიდან ( დედამიწიდან)  უნდა მიიღოს, მიწა თავის შანსს ელის რომ ფესვმა წარიტაცოს და ყლორტად აქციოს. 

აწმყო ფოთოლია, მწვანე და შინაარსიანი, იშვიათად 400:1 თანაფარდობით აწმყო ნაყოფია. 
ფოთოლზე უფრო კარგი და შინაარსიანი. 


ხის ვარჯი წარსულია. ის კარკასია 
მშრალი და ნაცრისფერია


ჩვენ ფოთლები იმდენად ახლომხედველნი ვართ, რომ მხოლოდ საკუთარ ტოტზე ვხედავთ ნათესავებს. 
არადა სინამდვილეში რამდენი გვყავს... 


მომავალი მატერიისგან უნდა შეიქმნას, მიწისგან
წარსული უკვე იყო ყლორტი ნაყოფი ან ფოთოლი, ახლა გახევდა და გამოშრა. 

თუ მიზნად დაისახე გენიოლოგიური ხის აგება, დახატავ ხეს, რომელსაც აქვს ფესვები და ტოტები. ფესვები მიწაში და ტოტები ცაში. 

ფესვებსა და ტოტებს შორის ერთერთი წინაპრები უნდა იყოს, მეორე კი მომავალი

რომელი რომელია? 
ფესვებს მომავლად აირჩევ თუ წარსულად
ტოტებს, რომელი უფროა მომავალი, ფესვები თუ ტოტები? 


ფიზიოლიგიურ- მენტალური სტანდარტების მიხედვით ფესვები წარსულია, მათ ადგილი მიწაში ჰპოვეს, დამარხულნი არიან. 
ტოტები კი მომავალია, ცაშია აწვდილი, შრიალებს, ცოცხალია. 

მაგრამ, თუ დაუკვირდები, ფრსვებიც ცოცხალია - თუ ფესვი მკვდარია ხეც კვდება
და ტოტთაგან ბევრი მკვდარია, ან სიცოცხლეს ვერაფრით ავლენს ხისტი და უმოძრაოა. 

დავივიწყოთ მენტალური სტანდარტები. 

შევხედოთ საკითხს თავიდან

ფესვები მიწაშია, ფესვები გენეტიკაა რომელმაც განსხეულებული მატერიის სახე მიწიდან (დედამიწიდან)  უნდა მიიღოს, მიწა-ნიადაგი თავის შანსს ელის რომ ფესვმა წარიტაცოს და ყლორტად აქციოს. 

აწმყო ფოთოლია, მწვანე და შინაარსიანი, იშვიათად300:1 თანაფარდობით აწმყო ყვავილია, ხოლო 400:1 თანაფარდობით აწმყო ნაყოფია. 
ფოთოლზე უფრო კარგი და შინაარსიანია. 


ხის ვარჯი წარსულია. ის კარკასია 
მშრალი და ნაცრისფერია


ჩვენ ფოთლები იმდენად ახლომხედველნი ვართ, რომ მხოლოდ საკუთარ ტოტზე ვერდავთ ნათესავებს. 
არადა სინამდვილეში რამდენი გვყავს... 




ფოთოლი აუცილებლად შეასრულებს განვითარების მხოლოდ  ერთ ციკლს და მოკვდება, მაგრამ მანამდე გაზაფხულზე კვირტი იქნება, ზაფხულსა და შემოდგომაზე  იმუშავებს ხისთვის და ფესვებისთვის და გვიან შემოდგომაზე ენერგიისგან გამოწურული ქარს გაჰყვება. 

ასე დაუახლოვდა ჩემი მატერიალისტური იგავარაკი რელიგიურ იგავარაკს - წარსულთა ადგილი ზეცაშია.

თუმცა წარსულებს მოშრიალე ხეებად ჩემადე თვით მეცნიერება - გენეტიკა სახავს. გენეტიკური ხე ლიტერატურული მარგალიტი კი არაა, არამედ საქმიანი ფორმაა კონკრეტული ადამიანის გენეტიკის შესაფასებლად.


ჩემი ხე ამის ყირამალაა, უყურე, ჩემს ხეზე ცოცხლები ამ ხის კენწეროში ვისხდებით, წინაპრები ტოტები და ხის ვარჯის ფილამენტები იქნებიან.

ჩემს ხეს უამრავი ფესვი ექნება, რომელიც მიწაშია დამალული განუვითარებელ ხახვის ფესვებად, მის გარშემო კი უსახელო და უფორმო ნიადაგი, ფოთლად ასაზიდი ჯერარგაჩენილი მომავალი იქნება.

მომავალი მატერიისგან უნდა შეიქმნას, მიწისგან
წარსული უკვე იყო ყლორტი ნაყოფი ან ფოთოლი, ახლა გახევდა და გამოშრა. 


წარსული ცაშია მიწის ზემოთ
მას როლი უკვე შესრულებული აქვს, მისი არსებობის შედეგად დღევანდელი ფოთლები უკეთეს ადგილი ერგოთ. დღევანდელი ფოთლების არსებობის შედეგად მიწა (მატერია) გამოივლის ფესვების გენეტიკურ სტამბას, გამოივლის წინაპართა განვლილ გზას (ონტოგენეზი იმეორებს ფილოგენეზს) და სადღაც ზემოთ, მზესთან ახლოს ამოიკვირტება, გაიშლება და ფოთლად იქცება. 

კარგი წინაპრების მიერ შექმნილი ხე-კარკასი იმდენად აღემატება გარშემო დაგვაჯულ ბუჩქნარს, რამდენადაც განვითარებული ქვეყანა ტრეიბალისტურ ტომობრივ ჩამორჩენილს.


დრევანდელი განვითარებული ქვეყნის ცოცხალი შვილი სექვოიას ფოთოლია.

დღევანდელი განუვითარებული ქვეყნის ცოცხალი შვილი ბუჩქის ან საქასაულის, ან სულაც სარეველის.

აწ უკვე მკვდარ წინაპრებს აჰყავთ ჩვენნაირივე ცოცხალი ჩვენნაირივე ფოთლები ცის ტატნობთან.

მათ უკეთესი კარკასი დახვდათ.

მომავალი კი მიწაში ინახება, თავის დროს ელის და თავის კარკასს, რომლის მშრალი ტოტი ჩვენც უნდა გავხდეთ, იმედია ზეაღმართული.    

Sunday, April 1, 2012

ერთი მორიგეობის დღიური. არასრული.               

ზოგჯერ სამსახურში მეწვევა განცდა ( და არა მხოლოდ გრძნობა) რომ მუშა ფუტკარი ვარ, რომ მთელი ჩემი ეს ინკოგნიტო თავდადება ანონიმურია, უსახელოა, არაშეფასებადია, მადლიერების გარეშე ჩაივლის და ... ბუნებრივია, ისე როგორც მუშა ფუტკრის შემთხვევაში. 

ძაანაც რომ არ მოვისაწყლო თავი  და გამოვტყდე, ვიტყვი რომ ჩემი მუშაობის დამნახავი და შემფასებლები მაინც მყვანან.
და ისინი ყველაზე მეტად ჩემი ექთნები არიან. 
ბუნებრივიცაა, სწორედ ისინი არიან იმ დილემების მოწმე, რომლებიც მორიგეობის განმავლობაში ალბათ 20 ჯერ მაქვს. 
იმავე სტატისტიკით თანამშრომელი ექიმები ალბათ მორიგეობაზე 10 დილემაში გხედავენ, 
ზემდგომი ადმინისტრაცია კი თვეში მხოლოდ 3 დილემაში დაგინახავს.
ექთანთა მიერ შემჩნეული 20 დილემიდან თვითონ ავადმყოფი იმავე მორიგეობაში ალბათ  5 შემთხვევაში რჩება კმაყოფილი და ალბათ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ამბობს მადლობას. 
დღეს მძიმე მორიგეობა მაქვს, თუმცა არავინ მომკვდენია და შეთანხმებული ვარ საკუთარ თავთან, სულ ყირაზე რომ მომიწიოს დგომა, ასეთ მორიგეობაზე არ ვიწუწუნო.  არც ვწუწუნებ. მითუმეტეს რომ  
დღეს ერთი ძალიან ექსპრესიული მადლიერი ცისფერთვალა ბებო მყავდა. უამრავი მადლობა მითხრა და ორჯერ ხელზე საკოცნელად გამოიწია. კარგად დამთავრდა ( დროებით მაინც ) მისი ამბავი. 
საავადმყოფოში 6 საათი დაჰყო, მისი პატრონები საშინლად ნაწყენები დარჩნენ ამით, რა ამბავია საავადმყოფოში სისხლმდენი ბებო 8 საათი ვერ მოარჩინეს, უყურადღებოდ ეგდო ალბათ. მთავარი რისხვის მოტივი კი ის იყო, რომ მათ მთავრობა შეაწუხეს ამ ბებოს დასახმარებლად, უგულო ექიმებისათვის მათრახის გადასაკრავად ( მინისტრის მკადგილე, სამინისტროს საგანგებო სამსახური და კიდევ ერთიორი საპატივცემულო პერსონა პერსონა პერმანენტულად ურეკავდა ჩემს მთავარ ექიმს, რომელსაც   სულ 2 კვირაა ვიცნობ, დილის კონფერენციებიდან, რომ მისი ექიმი საქმეს ვერ აკეთებს, რომ ზემდგომი ორგანოების შეწუხების უნარის გამოყენებკს მიუხედავად მათი ბებო ისევ საავადმყოფოშია, რომ მის უდიდებულესობა გავლენკან ადამიანს აბუჩად იგდებენ. 
ბრაზის ყველაზე გულწრფელი მოტივი კი იმ დროს ითქვა, როცა ჩემი უნიათობით აღშფოთებული მთავარი ექიმი საავადმყოფოში სასწრაფოდ მოვიდა და სიტუაციაში გარკვევას შეუდგა. 
აი ფრაზა, რომელიც პრეტენზიულმა სიძემ ნათლად ჩამოაყალიბა. ვისაც ყურნი აქვთ მოისმინონ
" მე აბუჩად ამიდგეს, ჩემი ცოლი კაცად მთვლის, მინისტრის მოადგილეს დავურეკე, ესენი კი, დრო გადის და არც არაფერი, თითქოს ბუზს ეზუზუნოს., მე ჩემი სტატუსი შემერყა" 
ხუთიანი გულწრფელობაში. 
მე კი საჯარად გპირდებით, ასევე გულწრფელად, რომ როგორც ამ მორიგეობაზე, ყველა შემდეგ მორიგეობაზეც, სანამ გავძლებ ამ ადგილზე მუშაობას, ზუსტად ისე მოვიქცევი როგორც მოვიქეცი, პრეტენზიული ხალხის ავადმყოფ ბებიასაც კმაყოფილს გავუშვებ, და რაც მთავარია, გავაკეთებ სამართლიან რანჟირებას - მეტი დრო და პირველი რიგი სასწრაფო დახმარების საჭიროების მქონე ავადმყოფს და მხოლოდ შემდეგ შედარებით მსუბუქ, თუნდაც გავლენიან ტრაკში პეროგაყრილ ავადმყოფის გულშემატკივტებს.
მეორე ბებო, რომელიც ჩვენი ბებოს ზუსტად გვერდზე მოხვდა და რომელსაც თითქმის იგივე საწყისი დიაგნოზი ჰქონდა - ფარული სისხლდენა, ზუსტად იმ დროს მესამე სამკურნალო ( სისხლის შეჩერება გასტროსკოპიულად) გასტროსკოპია უტარდებოდა და წნევა 57/24-ზე ჰქონდა. მოხერხდა სისხლის გაჩერება, იყოჩაღა ენდოსკოპისტმა, მას მე შევუწყე ხელი იმით, რომ პაციენტის ბორგვა დავთრგუნე წამლით, რომელიც მეორეს მხრივ წნევას კიდევ უფრო დაბლა სწევს, თუ ხრამსა და  კიდს შუა ფილიგრანულად არ გაიარე წნევას დააგდებს და სუნთქვას გაგიჩერებს, მერე გულსაც. 
ეგ წამალი 6 სხვადასხვა დოზით და სიხშირით გავუშვი,ხელზე ხელი მეკიდა და ვეფერებოდი რომ დამშვიდებულიყო და კიდევ ერთი მცდელობის საშუალება მოეცა. 
სისხლდენა იმდენად ინტენსიური იყო, რომ ქირურგი საოპერაციოს მზადყოფნას ამოწმებდა უკვე. 
ავცდით ოპერაციასაც და ხელოვნურ სუნთქვასაც. კარგადაა, რეანიმაციიდან იკვე გადაიყვანეს ქირურგიაში. 
ბებო არველოდის, რომელიც თავისი მშობლების სულ რაღაც მეორე შვილი ყოფილა, გასტროსკოპია მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ნათელასთან ვიყოჩაღეთ. 
არველოდი კარგი მონაცემები ჰქონდა თავიდანვე, არც ანემია, არც წნევის ვარდნა არც სისხლდენის გახანგრძლივების ხილული ნიშნები. არველოდი შეშინებული იყო თავიდანვე და იმდენი ვეხუმრე და ვაიმედე, რომ თითქმის დავმეგობრდით. მშვიდად ელოდა თავის რიგს ნათელას შემდეგ, სოსხლდენა მართლაც შეწყვეტილი აღმოჩნდა გასტროსკოპიით. უნდა დარჩენილიყო საავადმყოფოში ორი დღე პრობლემის ( სისხლმდენი დაწყლულებული პოლიპი კუჭში) და ასაკის გათვალისწინებით, პატრონებმა ( შვილიშვილმა და სიძემ) კატეგორიული მოთხოვნით და უკმაყოფილების დაუღალავი დემონსტრირებით დატოვეს კლინიკა. ცისფერთვალა ბებო კი სანამ თვალს მოეფარებოდა მადლობებს მიხდიდა და მლოცავდა. 
ნათელამ მეორესა და მესამე გასტროსკოპიის შუალედში გაბრაზებულმა მითხრა, არა ხარ შენ კარგი კაცი, მომატყუეო, შეწუხებული იყო გასტროსკოპიის გახანგრძლივებით. 
მაინც დავითანხმე მესამეზე, კაი ვქენი. 

ამ დროს, პარალელურად მოესწრო, 22 წლის ხელმეორედ შემოსულ გოგოზე მწვავე გასტრიტის დიაგნოზის შეცვლა გაუვალობით, გაუკეთდა ოპერაცია,
სუიციდის მცდელობიან 24 წლის გოგოსთვის ცენტრალური ( ლავიწქვეშა)  ვენის ჩაყენება საკმარისი გადასხმისთვის 3 არხიანი კათეტერით, თავის ტვინის კიბოიანი 29 წლის ბიჭის ხელლვნურ სუნთქვაზე გადაყვანა, წინასწარ დავითანხმე ნახევრად გონზე მყოფი ხომ ხედავ როგორ გიჭირს სუნთქვა, თუ დამეთანხმები დამხმარე სუნთქვაზე გადაგიყვან, დაიძინებ და რომ გაიღვიძებ მილი გედგება  და ის გასუნთქებს მეთქი. იმედიანი თვალებით დამეთანხმა, დავაინტუბირე. მიუხედავად შიშისა რომ ძველი ტრაქეოსტომიული მილისგან დარჩენილი ფისტულა,რომლითაც თვეები სუნთქავდა დანაწიბურდა, გადაიკეტა და ტრაქეის სტრიქტურაც გამოიწვია, ინტუბაციამ მშვიდობიანად ჩაიარა. მონაცემები გამოუსწორდა, თუმცა საბოლოოდ არა,  რა თქმა უნდა  , დიაგნოზის გათვალისწინებით. 
ამავე დროს განყოფილებაში მყავდა კიდევ 5 ავადმყოფი ( აპენდიციტი, თირკმლის ჭვალი,ორსულთა პიელონეფრიტი, ცისტიტი და ეჭვი მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზზე). 
 ეხლა ღამის ხუთია, განყოფილება დაიცალა, მაგრამ მე ჩემივე ადრენალინს ვერ ვერევი ჯერ და აქ კენკვით მინდა დავწვა. 15 წუთი ძილი ძალას ისევ მომცემს. თვითმკვლელ დედიკოს წნევა ისევ დაბალი აქვს 70-28. არა უშავს, 4,5 ლიტრი გადაესხა უკვე. ესეიგი მედიცინის გარეშე კომაში იქნებოდა. ხაჭოს მიირთმევს, ხასიათზეც მოვიდა, წნევა აიწევს, მაგის ნებაა? 

ამ მორიგეობიდან უფროსობისგან საყვედურებით გამოვალ, ერთი ხეირია  საუკეთესო ექთანი, რომელმაც  ჩემი ტელეფონით პასუხი გასცა მთავარ ექიმს და განარისხა ის სიტყვა გენაცვალეს (ირონიულად არ სინამდვილეში ენობრივი ლაფსუსი გამოვიდა) ხმარების გამო.
მე ვერ ვუპასუხე, მოწამლულზე სტერილურ გარემოში ლავიწქვეშა კათეტერს ვდგამდი, უნდა ჩაარჭო ყიზილბაშის სიბოროტით 10 სმიანი ნემსი ლავიწის ქვეშ, თითქმის მიწვდა ტრაქეას, ოდნავ აცდე ფილტვის გუმბათს და მოხვდე ლავიწქვეშა ვენაში, და მერე ცხონებული  სელდინგერის მიხედვით.

დირექტორს შემდეგ გადავურეკე, უკვე სანაპიროზე ვარ, ძალიან გაბრაზებული ვარ, უნდა გნახოთ შენ და ეგ ექთანიო, უფრო მაგ ბელას სანახავად მოვდივარ, ეს როგორ მელაპარაკაო. 
ბელა სომეხია, სასაცილო ქართულით ლაპარაკობს მაგრამ ქართული კალიგრაფია აქვს, ბევრი ინატრებს, ომის დროს განყოფილებიდან არ გასულა, მაგრამ ხანდახან გულწრფელად გადაიკისკისებდა როგორც ჩვევია. 
ბელა ორსულადაა, ქართველი გოგო უნდა გააჩინოს 5 თვეზე იყო სამი მორიგეობის წინ გულგაჩერებულს 82 წლის კაცს ( იმასაც ფარული სისხლდენით, კუჭის წყლულიდან) მეხუთეჯერ რომ დავიღალე და მეხუთეჯერ რომ შემცვალა, მაშინღა გამახსენდა რომ ორსული იყო და თუ ნებას დამრთავს, როგორც მის ქმარს შევპირდი, ჩემი ნათლული უნდა გამიჩინოს. 
ხოდა ერთი ხეირია მეთქი, ამ მორიგეობიდან, ამ ჩემ ექთან ბელას აღარ გააგდებენ სამსახურიდან. 
იმედია ჩემი ახსნა სიტუაციისა და ბოდიშები საკმარისი აღმოჩნდება. 

ყოველ შემთხვევაში საუბრის შემდეგ მე დირექტორი მომლბალი მეჩვენა, ყურადღებით მომისმინა ყოველ შემთხვევაში.
ხო, ბებო, ცისფერთვალა  არველოდი, ვერ ნახა, სანამ ჩვენ საქმეს ვარჩევდით საორდინატოროში უკმაყოფილო სიძესთან, ექიმი შვილიშვილის მიერ გამოძახებულმა სასწრაფომ ბებო სახლში წასაყვანად მანქანაში გადააგორა. 

15 წუთი წაძინება მერგება კიდევაც. 
მაგრამ გაშვებულია ეგ შანსი ამჯერად დამნაშავე ჩემი აიპოდია, სასწრაფომ დამირეკა და ახალი კუჭნაჭლავიდან სისხლდენიანი ავადმყოფის მოყვანაზე მაცნობა. დავეთანხმე, როგორც ჯიმ კერი მოსამართლეს ლაიერ ლაიერში. ხომ ვერ მოვატყუებ, ახლა ადგილი მაქვს. მაქვს ადგილი.
ეს კუჭნაწლავიდან სისხლდენები დღეს განსაკუთრებით ბევრია, ეტყობა სავსე მთვარეა, ან როგორიღაცა შესაბამისი. 
არც ღმერთის მწამს და არც ჰოროსკოპია, მაგრამ მთვარის ძალისა მწამს. 
ცოდნით არ ვიცი, მაგრამ პირადი პრაქტიკა მეუბნება, რომ სხვადასხვა ავადმყოფობებს სხვადასხვა კალენდარული ტალღა აქვთ,  ხან ყველას თირკმლის ჭვალი აქვს, ხან ყველას სისხლდენა კუჭნაწლავიდან, ერთხელ, როდესაც 6 ქალი მივიღე მეტრორაგიით (საშვილოსნოდან სისხლდენით) , ერთი კაციც მოვიდა პროსტატიდან სისხლდენით. რაღაც საერთო კანონზომიერების მიხედვით.

როგორც ობიექტური რეალობაა, რომ ხე უნდა მოჭრა შეშად, გასხლა, ნაყოფი უნდა დაკრიფო მთვარის კალენდრის შესაბამისად ( სითხე ზემოთ მიდის, სითხე ქვემოთ ჩამოდის) , ისევე გრავიტაციის ყველგანმსუფევი ძალით მწვავდება დაავადებები მთვარის ხოშის მიხედვით. 
მთვარეს   ოკეანის გადატან გადმოტანა შეუძლია და ერთი კაცის სისხლის გადანაწილებას რატომ ვერ შეძლებს. 

ხოდა დღესაც მთვარეა დამნაშავე, ჩემს  შემდეგ  ავადმყოფს  მალე შემოარიხინებს სასწრაფო სტაფილოსფერი საკაცით. 
ძილი გადაიდო ან გაუქმდა ამ ღამისთვის. 


მოვიდა.

მეგონა, ორსული ყოფილა სამშობიარო ჭინთვებით, პირდაპირ გავუშვით სამშობიაროში, ოღონდ ჩვენს სავარძელზე დაბრძანებული. გავამხნევე, მე მგონი არ ჩამეთვალა, ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა. 

ა, სისხლდენაც მოვიდა, ჩემი შეშინებული სტუმარი 06: 19 
შემეშალა, 29 წლის მარია ორსული, თირკმლის ჭვალით,  სისხლდენა საეჭვოდ იგვიანებს.

მარი ნახევარ საათში უკეთ იქნება, აღარ იტირებს, მაგრამ თუ სტენტი დასჭირდა სადთაც 500 ლარი ექნება ოჯახს საშოვნი, 
დაზღვევა არ ჰქონია. 

წერა მეზარება თორემ ამავე მორიგეობისას მოგიყვებოდით რომ მყავდა ორი თავიდან ბოლომდე ნაავარიევი მთვრალი, მოჩხუბარი მთვრალი მასპინძლით,   
მხუთავი აირით - ცეოთი მოწამლული გოგო, კომაში აპარატზე, გადარჩენილი იმით, რომ რეფლექსები გამოავლინა, ბრონქოსკოპისტი მოვიწვიე და ბრონქოსკოპია ჩაუტარდა ხელოვნური სუნთქვის პარალელურად, 
კინაღამ ჩემი განყოფილების გამგეს დავაბრალე, სუბკლავიის კათეთერირებისას ფილტვს გაედე და ცოტათი დაფუშე მეთქი, მარჯვენა ფილტვის საკვებით ასპირაციით ყოფილა გამოწვეული მოყრუება, ბრონქოსკოპიის შემდეგ გამოსწორდა. კინაღამ მეთქი, პრინციპში დავაბრალე კიდევაც ოღონდ დროზე გადავთქვი, ჯერ კიდევ ბრონქოსკოპიამდე
ვეკამათე და დავითანხმე სადაზღვევო კომპანია ვალენტინაზე გულმკერდის რენტგენის შემდეგ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრამა გადამეღო. 
საჭირო აღმოჩნდა. გუმკერდის დეფორმაცია სქოლიოზის მიზეზით იყო, ინფილტრაცია კი საბედნიეროდ 1200 მლ ტრანსუდირებული სითხით, კიბო არ აღმოჩნდა. თორაკოქირურგმა ამოუღო სითხე პუნქცია ასპირაციით, მანამდე კი ერთერთმა დირექტორმა დამირეკა, რაო, რასაც სადაზღვეო მეუბნება დავიჯერო მართალიაო? თქვენი რეანიმატოლოგი რენტგენით ვერ სვამს პნევმონიის დიაგნოზსო? 
ავუხსენი. გაიგო მემგონი. 
ამავე მკრიგეობაზე ვუთხარი მას,ასევე ტელეფონით, რომ გეტყვიან გიგამ რაღაცა სისულელე გააკეთა, აუცილებლად შემეკითხე, ისინი სადაც ერთს ფიქრობენ მე  შეიძლება სამი მაქვს საფიქრი მეთქი
ხო, მორიგეობისას სულ ორჯერ ვიჩხუბე ( იმათ არ ვთვლუ, რაც ჩამოგითვალეთ) სხვა ავადმყოფის სხვა სიძესთან, რომელიც ვერაფრით ვერ მიხვდა რად უნდოდა მის სიდედრს მეათე საათი მიმღებში ყოფნა, არადა იმ ქალს ცხოვრების დიაგნოზი სწორედ მეათე საათზე დაესვა ქირურგის მესამე კონსულტაციის შემდეგ. ნუ, წავკბინეთ ერთმანეთს, ბევრი არაფერი, წესიერი კაცი აღმოჩნდა ბოლოს შევრიგდით, მადლობით წავიდა, პაციენტიც. 
მთვრალი დამტვრეულების მასპინძელი კი მოსვლისთანავე ჩხუბზე გადმოვიდა - გადამირჩინე ბიჭები თორემ თავს მოგაჭრიო, იმას კი გავექაჩე, დაცვამ გაათრია, მერე ისიც მეპადხოდა, პრკნციპში მასთანაც შევრიგდი. 
ერთი კუდი მიმყვება - შეიძლება ბელას დაჭირდეს ჩემი განმეორებითი რეკომენდაცია დირექტორთან. 
აუცილებლად ვუხსენებ როგორ გვასწრებდა ყველას ორსული გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარებას და აგვისტოს ომის დღეებში მორიგეობებს, ომის პრემია, რიმელიც ნახევარი წლის შემდეგ მოგვცეს  ზედმეტად სიმბოლური აღმოჩნდა, უფრო სწორედ არც არაფრით მეტი 0-ზე, მონაწილეთა 90%-თვის.
მათ შორის ბელასთვის.

...
მორჩა წერა, სიცხე მაქვს.
ანდა, სულაც, სიცხე რომ მაქვს იმიტომაც დაიწყო.