
არაერთხელ გსმენიათ უკმაყოფილო კომენტარები საქართველოს ტელევიზიის შესახებ.
უგემოვნო, მარტივი, ზედაპირული, გოიმური, გატყლარჭული, ცრემლიანი, სნობური, ფამილარული, ძალად გლამურული, დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანიც ხალხის გამოთაყვანებაა.
ეს გადაცემები ყველა ამ რეპლიკის ადრესატი ხდება.
მართლაც ზედმეტია არეული, წაგებული, ღარიბ, გარდაქმნის ( ქვაეყნის და კერძოდ საზოგადოების გადაქმნის) პროცესში მყოფი ქვეყნისათვის ამდენი ერთმანეთის მადუბლირებელი სადიასახლისო გადაცემა.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს გადაცემები უხარისხოებია და დაბალი დონისანი, და იქვე უამრავ დეტალს ასახელებენ, რითაც ადასტურებენ, რომ ამ გადაცემების აქტიური მაყურებლები არიან.
მე კი მიმაჩნია, რომ დონე ამ გადაცემებს არ აქვთ ცუდი.
გააჩნია რას ვადარებთ.
როგორი გადაცემები ეკუთვნის საქართველოს?
კონკრეტულად როგორი დონის გადაცემები დიასახლისებისთვის ეკუთვნის საქართველოს?
როგორია საქართველოს დონე? როგორი დონის გადაცემაზეა მოთხოვნაა ქართველი ტელემაყურებლის მხრიდან?
მოდი მოვჭუტოთ თვალები და დავაკვირდეთ, იქნებ ვიპოვოთ საქართველოს ის მითიური დონე, რომელსაც თურმე ქართული ტელეგადაცემები არ შეესაბამება.
საქართველო არის ის ქვეყანა რომელშიც:
-2011 წელსაც იწარმოება უხარისხო არაყი ლუდი და ტუალეტის ქაღალდი,
-არ გვაქვს ბუნებათმცოდნეობის არცერთი მუზეუმი
-არცერთ ქართულ როკ- პოპ ჯგუფს არ შეუქმნია თუნდაც წამიერი შლაგერი რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდებოდა.
-შიდა პოპ-როკ სომღერების ტექსტები შეფასებათა 10 ქულიანი სისტემით 3- იანს ვერ აჭარბებს
-ტელევიზიაში ლათინური საპნის ოპერები ერთდროულად სამ ძირითად არხზე გადის დილის ცხრიდან და გრძელდება საღამომდე, როცა მას კრიმკნალურ თემაზე სერიალები ცვლის.
-ასევე დილის 9 სთ დან იწყება სხვადასხვა მასშტაბის შეჯიბრებები ცოცხალ სალაღობო სიმღერებში.
-სადაც მძღოლები შუქნიშანზე გადასვლა დაუსრულებელ ქვეითებს მანქანის წვივზე მიგდებითა და ბღუილით გადარეკავენ ხოლო ქვეითები კი გზას დიაგონალზე კვეთენ ავტომობილთა ნაკადის მოძრაობისკენ ზურგშექცეულები
-სადაც არსებობს რადიოები საქართველოს ხმა, არ დაიდარდო და ნაცნობი.
-რომლის ქვეყნის გარეთ ცნობილ ქართველ არაპოლიტიკოს პიროვნებათაგან ყველაზე ცნობილი ბუბა კიკაბიძეა, რომელსაც ოთარ კუშანაშვილი და თიკა კანდელაკი მიჰყვებიან (ქეთი მელუას ქართველობა კი ჩვენს გარდა არავინ იცის).
-ანსვერს კომ, ინტერნეტსაიტი, რომელიც ყოველდღიურად განახლებული გვერდით: ერთი თავისუფალი სტატიითა და ერთი იმ კონკრეტული კალენდარული თარიღის ღირსშესანიშნაობებისა და იუბილარების ჩამონათვალს გვთავაზობს, მხოლოდ ორჯერ შეეხო საქართველოს შვილს:
1. სტატიაში კრიმინალები მთავრობაში მოჰყვნენ ჯაბა იოსელიანის შესახებ
2. დღეს დაბადებულთაგან ცალკე წერილი მიუძღვნეს უიღბლო ნოდარ ქუმარიტაშვილს
-ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო ტელე ნიუსებში არაერთხელ მოხვდა ქართველი ხალხი (კრებით სახელ - ხალხად) რომელმაც თავი იმით გამოიჩინა, რომ თვეების განმავლობაში ცდილობდა დაებლოკა საკუთარი წაგებული ქვეყანა.

ხოდა, რა დონეს ვთხოვთ ამ გადაცემებს?
მე მგონი რომ პირიქითაა, ეს გადაცემები საქართველოს დიასახლისებს რომ ეკუთვნით იმ დონეზე ცოტა მეტიცაა. სხვა საქმეა, რომ დიასახლისების გარდა ტელემაყურებლების სხვა სექტორებიც არსებობს (თინეიჯერები, პოლიტიკაზე, სპორტზე, ანალიტიკურ გადაცემებზე, ლიტერატურულ, ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე, შემეცნებით, ისტორიულ, ეკონომიკის, წარმოების, სოფლის მეურნეობის, მუსიკალური, მოგზაურობის "ინტერესჯგუფები" ).
რატომ არ გვაქვს გადაცემები მათთვის?
დავიჯერო რომ ყველა ამ ჰიპოთეტური კარგი გადაცემის გამკეთებელს დიასახლისების გადაცემების ავტორებმა გადაუგრიხეს ხელები?
არ მჯერა.
უფრო იმ პრინციპის მჯერა, რომ რაოდენობა ხარისხში (გადა)იზრდება.
ჰოდა ჩვენი ერის დიასახლისი ფსიქოლოგია იმდენად დომინანტურია, რომ ხარისხში გადაიზარდა, და გვაქვს დიასახლისების ტელევიზია,
აი, ჩვენი ერის ფსოქოლოგიურ პორტრეტში სხვა ინტერესებიც რომ ყოფილიყო ანგარიშგასაწევი, მაშინ ის მიმართულებები იქნებოდა დომინანტური თუ არა, სათანადოდ წარმოდგენილი მაინც.