Tuesday, July 15, 2008

ფოლკლორი 1995





ფოლკლორი 95


-მე ლიფტი არ მჭირდება, ფეხით დავდივარ და ლიფტის ფულს არ გადავიხდი.


-ლიფტის ფულს თუ არ გადაიხდიან ქვედა სართულელები, მაშინ მე ნაგვის ფულს არ გადავიხდი სანამ ბუნკერი ჩემს სართულამდე არ ამოვა.


-შოფერ, უკანა კარი გააღე! რა, უფულოდ რომ მინდოდეს ჩასვლა, წინიდან ვერ ჩავალ?

-გადაიწიეთ, შუაში თავისუფლებაა.


იუმორი 95

-შენი მკვდარი გვათხოვე, ჩვენ გავასვენებთ ჩვენს ქუჩაზე 3 კვირაა დენი არ ყოფილა და პანაშვიდების დროს მოგვცემენ.

-ოხ გავიყინე კაცი. ზაფხული მოვიდეს და ჩემდათავად ჩრდილში დამდგომის..

-ჩვენი უბნის ელექტრიკი მოკვდა, რა იცი?
აბა მესამე დღეა დენი არ გამოგვრთვია, ესე იგი ჩართო და მოკვდა.

ევრიკა95

3 ლიტრიანი "ონას" ქილას ქვემოდან გაუკეთეთ ნახვრეტები, შიგ ჩაყრილ ფიცრებს ცეცხლი წაუკიდეთ აივანზე და სადილიც შეგიძლია გააკეთო.

შუქის მოპარვა ეზოს განათებიდან - დაღამებისას ანკესით სადენის გადაგდება, დილით აღება და დამალვა. 6 ვატიანი ნათურები, რომელიც გამორთულ ქსელშიც ანათებს

ინდივიდუალური წყლის საქაჩები.

სუროგატები 95

დამჟავებული პურის ხაჭაპპური და აჩმა, ნამცხვარი სიგუა, სოიოს კატლეტი, პეჩენიის ტორტი-ჩინური ტორტი. კარტოფილის ჩაქაფული, კარტოფილის ხინკალი, სოიოს ყავა. ხორცის ჩირი, კვერცხის ფხვნილი.

7 comments:

  1. Anonymous16 July, 2008

    მაჟრიალებს ამ ყველაფრის გახსენებისას...

    კარგი პოსტია...

    ReplyDelete
  2. Anonymous24 July, 2008

    კარგი იყო...
    მარა დავიგრუზე :(
    რა გამოვიარეთ რომ მახსენდება, ცუდად ვხდები.

    ReplyDelete
  3. "evrika 95" ze Sevcherdi. too much hardcore :(

    ReplyDelete
  4. მეც დავიგრუზე რაღაცნაირად, მაგრამ კარგია, რომ ეს ყველაფერი გადავიტანეთ და აღარ განმეორდება - შროს ომი, არეულობა, უშუქობა, შიმშილი და სიცივე...

    ReplyDelete
  5. ეგ დრო მეც გამოვლილი მაქვს, მაგრამ არ მახსოვს.

    ReplyDelete
  6. hahaha mshvenieri Folkloria. sagol.
    imena pizdecis kronikebia :) chemtanac shemoixede xolme. good

    ReplyDelete
  7. Rogor ver vitandi mag pechenia torteb
    egret codebul chinur tortebs :)

    ReplyDelete