


ამ ადამიანებს პატივს ვცემ.
ჩემ TV-ში დისკავერი მე-5 ადგილზე მყავს და ხშირად ვუყურებ.
ეს ადამიანები მიყვარს. 5 მილიარდი ადამიანიდან ამ სამმა ნამდვილად დაიმსახურეს ჩემი განსაკუთრებული ყურადღება და აღტაცება.
შემიძლია თითოეულზე ცალცალკე დავწერო (მაიკ როვზე უკვე დავწერე).
ბეარ გრილსი და სტივ ირვინი ჩემთვის ერთი ლოზუნგის განსახიერებები არიან - დაძლიე შიში.
შიშის დაძლევა კი იწყება ამ შიშზე წასვლით.
ანუ შენი თავის იმ მდგომარეობაში ჩაყენებით, როცა საშიშროება შეგხვდება.
ეს შიშის დაძლევის 50%-ია იქნებ 60%-იც.
დანარჩენი კი წინასწარმოფიქრებული, ნასწავლი და ნავარჯიშები ქმედებებია საშიშროების შემთხვევაში ქცევის.
დღეს მაზოხისტურად, რატომღაც youtube.com-ის თითქმის ყველა კადრი ვნახე, სააკაშვილის გორში გაქცევის. რატომ ვხედავ მე სხვას და თქვენ სხვას, ვერ ვხვდები.
No comments:
Post a Comment