მეთექვსმეტეში
ყრმა კოლაელი პოეტი რომელმაც დაწერა მკრეხელური და მახვილგონიერი რუბაიები.
მე17-ში სტეფანე
მტბევარის საირიგაციო კოლექტორი
18 საუკუნეში სერაპიონ ევაგრესის ეტლის მუხრუჭი, დღევანდელი ველოსიპედის მუხრუჭის მსგავსი
კახა ლაკლაკი - პირველი ქართული ტრაქტატი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის შესახებ.
მეცხრამეტე საუკუნე კოზმან ძმისგულმა
დააპატენტა ჩაქუჩზე წვრილ მხარეს შუა ჭრილი ლურსმნების ამოსაღებად
ილია ჭავჭავაძე, პოემა სოციალურ უთანასწორობასა და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ
ვაჟა ფშაველა მსოფლიოში პირველი გაადამიანებული - მეტყველი პერსონაჟები ცხოველთა სამყაროდან.
მეოცეში გაბრიელ იაშვილმა
გამოიგონა თერმოსტატის რელე.
ფებრონია ჯანაშიამ 1925 წელს გამიოყვანა სამკურნალო ფაგები
ლახტში ყველა ქართულ სკოლაში შიდაშეჯიბრებები ტარდება,
ლახტი რამდენიმე ქვეყანამ გადაიღო ფიზკულტურის გაკვეთილებებზე სათამაშოდ, ის აგრეთვე სავალდებულო შეჯიბრია 6 ქვეყნის ჯარში.
მსოფლიოში პირველად თბილისის გზებზე დაიხატა ქვეითთა გადასასვლელი ზებრა 1927 წელს. მას შემდეგ ზებრა მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ქართველიშვილი ავიაკონსტრუქტორი
მნაცაკან სარქისოვი ცელოფნის პარკის თარგის მიხედვით დამკეცავი და დამშტამპავი დაზგის გამომგონებელი.
ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედება აღიარებულია მამაკაცი ბალერონების კლასიკად.
ელიზბარ გობრონიძე აქტიური მზის პერიოდის აღმომჩენი.
1983 წელი ჰიდროცეფალიის სამკურნო შუნტი ვიტალი ხარაძე.
როკოპერა "სალამურა" მე-16 სეზონია ბროდვეიზე იდგმება.
გიორგი შენგელაიას მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები" ყველა დროის 10 საუკეთესო მუზიკლიში დაასახელა ჟურნალმა ტაიმმა.
ექსბიტლი რინგო სტარი უკვე 30 წელია საქართველოში ცხოვრობს და ადგილობრივ ტელევიზიაში მიჰყავს გადაცემა "ჩემოდანი".
ვასილ მეტრეველი კოლორადოს ხოჭოსგან დამცავი საუკეთესო და მსოფლიოში აღიარებული ქიმიკატი
ქართველი ამილახვარი დეგოლის მარჯვენა ხელი იყო და მისი ბრძოლების უცვლელი მონაწილე, შემდეგ პრეზიდენტ დე გოლის მმართველობისას პრემიერ მინისტრი იყო 5 წლის განმავლობაში.
რუსთაველის თეატრი ედინბურგში ბისზე 6 ჯერ გამოიყვანეს
გიორგი კაცაძე ორმხრივი სკოჩის გამომგონებელი
არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილია მსოფლიოში ყველაზე ძველი ჭანჭიკი რომელიც ჩახრახნისთვის იყო დამზადებული
ქართველმა აგრონომ გენეტიკოსმა ვიქტორ მებონიამ გამოიყვანა ყინვაგამძლე ხორბლის ჯიში
ქართველი ავთო მუსიაშვილის ჯგუფი "მუსი" ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში, ხოლო მისი სიმღერა "აპრაისინგ" ძლიერი მებრძოლი სულის ჰიმნია, მას შესვენებებზე უკრავენ მთელი მსოფლიოს სპორტული შეჯიბრებების შესვენებებზე. რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ სოლიდარობის ისტორიულ კონცერტზე პრაღაში, ეს სიმღერა მუსიშვილთან ერთად 24-მა მეგა ვარსკვლავმა იმღერა. ამ სიმღერის ეს შესრულება მუსიკალური ტელევიზიების ამოჩემებული კლიპი გახდა.
2008 წლიდან ევროპაში სულ უფრო მოდაში შემოდის კენგას ახალი ხაზის პროდუქტი - მოდერნიზებული სვანური ქუდი.
ის მუდმივი იმიჯის შემადგენელ ნაწულად გაიხადა ბონომ. სერ ალექს ფერგიუსონმა ჟურნალისტს უპასუხა, ჩვენ საბრძოლოდ ვართ განწყობილი ბარსელონასთან შეხვედრაზეო და თითით თავის სვანური ქუდისკენ მიუთითა.
2002 წელს მასშტაბური გამოკვლევა- გამოკითხვით "ყველა დროის უჭკვიანესი 100 ქართველი" მესამე ადგილზე გავიდა მომღალი ბარდი ერეკლე ჩარკვიანი, რომელმაც 1962-2000 წლებში 300-მდე საავტორო სიმღერა იმღერა საკუთარ ლექსებზე. მისი რეპერტუარი ძალიან ფართო თემატიკას მოიცავდა სიყვარულსა და მსუბუქი ლირიკიდან დაწყებული და ღრმად ფილოსოფიური , სოციალური, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური წიაღსვლებით.
მისი ბევრი სიმღერა ქოვერის, რემიქსის სახით თავიდან ააჟღერა ბევრმა თანამედროვე ქართველმა მომღერალმა.
ქართული ტელეარხი "დიფრელაქს ტვ", რომელიც მხოლოდ სანახაობებს გადმოსცემს და რომელშიც სიტყვები მხოლოდ სიმღერებში თუ გაისმება ისიც იშვიათად, რომელიც ნელი, თვალსასეირო სიუჟეტებითაა შევსებული (ცეცხლი ბუხარში, წყარო, ჩანჩქერი, კალატოზის მუშაობა, მესერის ღებვა, წყარო, ტალღები, ზღვისპირას სიარული, ბოდიალი პარიზის ან რომის ქუჩებში) მსოფლიოს 16-მა ქვეყანამ იყიდა.
რეკლამა ამ არხზე ხელოვნების ნიმუშია და თემატიკაში ჯდება.
თბილისის ზოოპარკი ლისის ტბაზე რეგიონში ყველაზე დიდია, მსოფლიოში კი მესამეა ფართობით, აქ ცხოველებსა და ადამიანთა ურთიერთობის ნოვატორული მეთოდები (გალიაში სპეციალური სკაფანდრით შესვლა, კარავში ცხოვრება ფარშევანგებსა და კენგურუებთან) დანერგეს, რის გამოც თბილისის ზოოპარკში საქართველოს ერთერთ მთავარ სანახაობად და სავიზიტო ბარათად იქცა,
კავკასიური ნაგაზი საუკეთესო ნიშანთვისებების წყალობით პოპულარულია მთელ მსოფლიოში.
მომღერალმა ქიშომ ლივერპულში სტადიონი გაავსო
1995 წელს საქართველოში შექმნილი ჯავშანჟილეტი პარიზის სამხედრო საერთაშორისო ბაზრობაზე წლის აღმოჩენად მიიჩნიეს, მის შესყიდვაზე კპნტრაქტი 8 ქვეყანასთან დაიდო.
თინათინ იმერლიშვილმა 1999 წელს დააპატენტა გულის არაპირდაპირი მასაჟის სკაფანდრი, რომელიც იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ჰოსპიტალების სტანდარტული კომპლექტაციის ნუსხაში შეიყვანეს
ჯულიეტა ბაშაძე 1973 წელს რაქუევ ველჩს უწევდა პარტნიორობას ფილმში მილიონი წელი ჩვენს ერამდე. ის, რაქველი, ბრიჯიტი და კლაუდია იმ პერიოდში აღიარებული სექსსიმბოლოები იყვნენ.
ქიმიკოსმა თენგიზ სიგუა 1978 წელს გამოიგონა შუქის ამრეკლი ქსოვილი, მას შემდეგ უამრავი ფორმა თუ საბავშვო ტანსაცმელი იკერება ამრეკლიზოლებით გაწყობილი.
რეზო გაბრიაძის შემეცნებით-იდეალისტური უსიტყვო მულტსერიალი 4 წლამდე ბავშვებისათვის "ენკი ბენკი" რომელმაც მთელი მსოფლიოს ტელევიზიები მოიარა. ჩინეთში ენკი ბენკის პერსონაჟების სათამაშოები ყოველწლიურად დაახლოებით 4 მლნ ცალი მზადდება.
1998წ.
კინოფილმი სალამურა, მთელმა მსოფლიომ ნახა დღის ბიჭი სალამურასა და ღამის გოგო ბაიას ისტორია.
ოლეგ კაჩმაზოვმა დააპატენტა სახურავის ჰიდროიზოლაციური მასალა, რომელიც გაზის ფარსუნკით ფიქსირდება
მეძმარიაშვილის ქოლგა ნასამ იყიდა, ექვსზე შეკვეტაა 2016 წლამდე.
აქ წარმოებული წებო "გეოფიქსი" 72 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
მიხეილ შილდელის კომპ ანტივირუსული პროგრამა ჯეოშილდი ყველაზე გავრცელებული ანტივირუსული პროგრამა იყო 1999-2002 წლებში.
ქართველი პედიატრების ჯგუფის მიერ შედგენილი კედელზე დასაკიდი "დედის კალენდარი" ათვისების მოხერხებულობის ხარჯზე იმდენად პოპულარული გახდა, რომ 18 ენაზეა თარგნმილი და დღემდე 2 მლნ ტირაჟითაა გამოცემული მთელს მსოფლიოში. იუნისეფი მისი საყოველთაო დანერგვის საკითხს განიხილავს.
2007 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი "ჯენის" რომელშიც მთავარ გმირს, ჯენის ჯოპლინს ქართველი სალომე კორკოტაშვილი განასახიერებს. ფილმის შემდეგ სალომე ძალიან პოპულარული გახდა, მას მსოფლიო ტურნეში ორიგინალურ სიმღერებთან ერთად ხალხი მუდამ ბისზე ასრულებინებს ჯენისის სიმღერებს. "ჯენის ის ბექ" უწერიათ ფანებს სტადიონებზე.
ქართული გუნდი კიორლინგში ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
1994 წელი ელდარ ჯაფარიძემ გამოიგონა ბურთულიანი დეზოდორი
2005წ. "მილანისა" და თბილისის "დინამოს" ნახევარფინალური შეხვედრის ბედი პენალს უნდა გადაეწყვიტა, პენალი კალაძემ გაიტანა, ფინალში "მილანი" გავიდა, მაგრამ კალაძის ცრემლიანი თვალები მერე ევროსპორტზე ტიხარების ხშირი კადრი გახდა, იმის საჩვენებლად, რომ ეს სპორტი, ფეხბურთი გუნდური ბრძოლაა, და ქართველებსაც კი (ემოციურ სენტიმენტურ ხალხსაც) შეუძლიათ სპორტული პრინციპების დაცვა.
2006. მის საქართველო ზულფი ჯაფაროღლი მის ვიცე მსოფლიო გახდა
ფიზიკოსი ნობელის პრემია ზემტკიცე ზემსუბუქი კარბონის მასალის გამოგონებისთვის
ნობელი აგრონომს ტორფის საუკეთესო სასუქად გარდაქმნის ტექნოლოგიის შემუშავებისთვის
ჩემი თანამემამულე დვალი კოლაიდერის თეორიული მოდელის ავტორია.
ევგენი შილაკაძემ შემხვედრი თანამგზავრიდან მოპულსირე ატომური ბომბების ასინქრონული აფეთქებების გზით კომეტებისა და მეტეორების ტრაექტორიის შეცვლის ფორმულა გამოთვალა და უნივერსალური პროგრამა შეადგინა.
2009 წელს ნოკიამ იყიდა დავით ალავერდიშვილის ის პროგრამა IჩU - "აი სი იუ", რომელიც საშუალებას იძლევა ბლუთუს კონტაქტი გაიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შემთხვევით შეხვედრილ უცნობ ადამიანებს წინასწარ ჩაწერილი გამოკითხვა - ფსიქოტიპის შეფასება- სურვილების დამთხვევის შემთხვევაში ბლუთუსით აგზავნის ელექტრონული წყვილის ფოტოსურათს, რითიც უცნობ ადამიანებს ურთიერთობის გასაბმელად კარგი წინაპირობა ეძლევათ.
პროგრამა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ნოკიას გაყიდვები პირველივე კვარტალში 20% ით გაიზარდა.
და დღეს მე ვარ ამაყი რომ ჩემი წინაპარის, ჩემი გენის:
ყრმა კოლაელის
სტეფანე მტბევარის
კახა ლაკლაკის
კოზმან ძმისგულის
ილია ჭავჭავაძის
ვაჟა ფშაველას
გაბრიელ იაშვილის
ფებრონია ჯანაშიას
მიერ კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიტყვები ითქვა.
ცივილიზაცია და პროგრესი ცოტათი მათაც წაუწევიათ წინ.
საქართველო ინტელექტუალური პოტენციალით აღემატება მასზე მრავალრიცხოვან და დიდ ქვეყნებს.
მაგრამ ეს სიამაყე მე მავალებს ასევე აღვემატებოდე სხვებს ქცევით, მე და ჩვენ საზოგადოება უნდა ვიყოთ ჩვენი დიდი წინაპრების ღირსები
კახა ლაკლაკის შთამომავლებს უფრო გათვითცნობიერებული უნდა გვქონდეს. ადამიანის უფლებები ვიდრე სხვას,
ქართველიშვილის შთამომავლებისგან კარგ პროექტებს ელიან
მიხეილ შილდელის თანამშრომლებისაგან ახალ კომპიუტერულ პროგრამას.
ჩემი სიმღერა ამჯერად ამერიკამ უნდა აღიაროს, ჩემი ფილმი ჰოლივუდმა, ჩემი დამზადებული დეტალი 100 წელს უნდა მუშაობდეს, ჩემი დაგებული გზა არ უნდა დაიბრიცოს, მასზე გამვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველომ - განვითარებული ხალხის ქვეყანას დროშა არ დაუშვია და თამასა არ ჩამოვარდნია.
ჩემი სიამაყის წყარო კაცობრიობის პროგრესია და იმისათვის, რომ პროგრესი დააფასონ, ამ ქვეყანაში ჩამოსულმა უცხოქვეყნელებმა უნდა დაინახონ, რომ პროგრესი, ცივილიზაცია, წესრიგი, განვითარებული საზოგადოება კარგია.
ნამდვილი ქართული სიამაყე არის მსოფლიო პროგრესსა და განვითარებულობაში საქართველოს არცთუ ისე მცირე წვლილ.
ქართული სიამაყე განვითარებულობის შენება და მსოფლიოსთვის დემონსტრირებაა საქართველოს ყველა კვადრატულ მეტრზე.
გაუმარჯოს საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ქართველებო, ასე განაგრძეთ.
საქართველოს ალტერნეტიული ისტორია
ანუ ალტერნეტიული (არარსებული) სიამაყის ისტორია.
Saturday, November 27, 2010
საქართველოს ალტერნეტიული ისტორია
Posted by
cartwheel
at
11:13 PM
2
comments
ვოლვოქსი

ვოლვოქსი მსოფლიოში პირველი, უმარტვესესი უმარტივესია, ის ბაქტერიის შემდეგ გაჩნდა ამ პლანეტაზე, ამებამდე.
ვოლვოქსი ჯერ კიდევ არადიფერენცირებული უჯრედების ერთობლიობაა, რომელთაც ერთად ყოფნა გადაუწყვეტიათ.
სხვა პლანეტაზეც, თუკი იქ რაიმე სახის არსებამ ინტელექტი შეიძინა, აუცილებლად იქნება ვოლვოქსი და... გველი.
რატომაც არა, ხერხელმიანები თუ უხერხემლონი, მაგრამ გველებს კი. დაარქმევენ მათი აღმომჩენები.
დასახლებულ უცხო პლანეტაზე ასევე იქნება ვირუსი, ბაქტერია, უჯრედი, რნმ, დნმ, ცილა, იქნება პარაზიტი, კონსუმენტი, საპროფიტი, იქნება დაავადებები და იმუნიტეტი.
ანუ ჰერბერტ უელსის ჯადოსნური ხსნა ილუზორულია (მის ფანტასტიკაში ძლევამოსილ უცხოპლანეტელებს დედამიწელი დაავადებები ამარცხებენ).
Posted by
cartwheel
at
5:58 PM
1 comments
Labels: ვინიგრეტი
Friday, November 26, 2010
madloba ინგლისურის ucxoel მასწავლებლებs
senqsgivingis dRea.
me madlobas giZRvniT Tqven, inglisuris ucxoelo maswavleblebo. me baTumis Seratonis vestibulidan vpostav, Tqven soflebis talaxs zelT da....
gvaswavliT moswavleebs da sxvebs.
madloba Tqven madlobis gadaxdis sufTa amerikul dResaswaulze.
გუშინ ტვ არხ "ინგლიშ ქლაბს" ვუყურებდი სახლში.
იცით ეს არხი?
გენიალურია, ძალიან ეფექტიანი და სასიამოვნოდ აღსაქმელი გადაცემებია,
24 საათიანი ინგლისურის სასწავლო რუსულ ინგლისური გადაცემები.
ეს არხი სადღაც ბოლოში აღმოვაჩინე და მე-7 ზე გადმოვიტანე .
ასე უფრო ხშირად ვუყურებ და შვილებსაც ვურჩევ.
გუშინ ვუყურებდი და ჩემთან სტუმრად მყოფ მამაჩემთან შევაქე, ნახე რუსებმა რა მაგარი ინგლისურის სასწავლი არხი გააკეთეს მეთქი.
ჰო, აბა ჩვენებს ხომ არ გვანან გეები რომ ჩამოიყვანესო, მიპასუხა.
რუსული ინგლიშ ქლაბი კარგი არხია, წამყვანად ისგლისურენოვანი ადამიანები ჰყავთ მოწვეული, პროფესიონალი ინგლისელ- ამერიკელ-ავსტრალიელი პედაგოგები საავტორო გადაცემებს აკეთებენ და ძალიან კარგი გამოსდით.
არ ვიცი ურევია თუ არა მათ გეი ან ლესბოსელი. ან რაში მაინტერესებს.
აი საქართველოში ჩამოყვანილ ინგლისურენოვან ინგლისურის მასწავლებლებში გეი რომ აღმოჩნდა, ეს სიახლე დიდი ენთუზიაზმით იქნა გავრცელებული ოპოზიციური არხებისა და ქართული პრესის ( რომელიც ფაქტიურად მთლიანადაა ოპოზიციური) მიერ.
ეს ისტორია მე ინტერნეტიდან ვიცი, გულდასმით გაკეთებული " სკანდალური" სუიჟეტები, სადაც გეი მასწავლებელი ფოტოფაქტებითაა მხილებული.
მე ვუშვებ იმ ალბათობას, რომ ეს ფოტოები ამ ბიჭს მაიმუნობისას გადაუღეს, ანუ შეიძლება გეი სულაც არ იყოს. მის მორალურ მდგრადობაზე მე თავს არ დავდებ, მაგრამ არც მისი გეობაა დადასტურებული ფაქტი ჩემთვის.
ამასთან მიმაჩნია, რომ ბავშვს არ უნდა უტარდებოდეს არატრადიციული სექსის პროპაგანგა ან თუნდაც შეფარული პროპაგანდა, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ადამიანის, თუნდაც პედაგოგის პროფესიული ვარგისიანობის შეფასებისთვის იმის გამორკვევისა არის თუ არა ის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის.
ასევე აღვნიშნავ, რომ მაღიზიანებს ზოგიერთი უმცირესობის ( იეღოველები, გეები) ვითომ მესიანისტური ენთუაზიაზმი საკუთარი " განსაკუთრებულობის" გასავრცელებლად.
მართალია სექს უმცირესობებისადმი ტოლერანტობა ერთ მხრივ ტოლერანტული და განვითარებული საზოგადოების უზუსტეს მარკერად მიმაჩნია
მაგრამ, თუ თუნდაც მასწავლებელს თავისი სექსუალური თავგადასავლებისთვის კუთვნილი, ანუ მხოლოდ პიროვნული ბიოგრაფიული ადგილი აქვს მიჩენილი, მის პროფესიულ შესაძლებლობებს მე ვერ ჩავთვლი არასრულფასოვნად.
დღევანდელი ჩემი პოსტის სათქმელი მაინც სხვაა.
გული მწყდება, რომ პროექტი, რომელსაც მე იმედით ვუყურებ "ისწავლე და ასწავლე საქართველოში" მამაჩემისნაირი წესიერი მოქალაქეების თვალში ასე მარტივად გადაიქცა ფულის უაზრო ყრად, იქნებ სულაც მოსახლეობის, ბავშვების გარყვნად.
დღეს საქართველოს არაფრით გამორჩეულ სოფლებსა და ქალაქებში უამრავი ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი ახალგაზრდა იდეალისტი ადამიანი ცხოვრობს და ასწავლის.
არ ვიცი რას სწავლობენ ისინი ჩვენგან, მაგრამ ისინი არამარო ბავშვებს ასწავლიან და არამარტო ინგლისურს.
იმედია, რომ ის მოსწავლე არამარო ბავშვებიც ისწავლიან და ისწავლიან არამარო ინგლისურს.
ისწავლიან საკუთარი თავის უცხოელის, თანაც განვითარებულქვეყნელის თვალით შეფასებას, ისწავლიან წესიერების უკომპრომისობას საქმესა და ქუჩაში.
ჩვენც, ვისაც მათთან პირადი ურთიერთობა არ გვაქვს, შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან იგივე.
ისინი ხომ ძალიან გახსნილი, გულწრფელი ადამიანები არიან და სადღაც ნახარებაოს ოდაში შეყუჟულები წვიმის ხმის აკომპანიმენტით აჩხაკუნებენ თავიანთ ლეპტოპებს და თავიანთ განცდებს მსოფლიოს უყოფენ - ბლოგებს წერენ.
მათი ბლოგების ჩამონათვალი დოდკას საიტზე ვნახე.
ნახეთ თქვენც.
დარწმუნდებით, რომ ეს ხალხი ენერგიული, ოპტიმისტი , იდეალისტი და ჩვენდამი კეთილგანწყობილი მოლოდინების მქონე განათლებული ხალხია.
ისინი ჩვენ გამჭრიახი მზერით გვაკვირდებიან, წვრილმანში ამჩნებენ დიდს, უხარიათ კეთილგანწყობა და შემეცნების სურვილი ან თუნდაც მისი მხოლოდ ნიშნის აღმოჩენა ჩვენში. იმედოვნებენ, რომ ჩვენი ფეოდალური ეკლები უკვე გამხმარია და მალე ჩამოცვივდება.
მაგრამ ... მათ მამაჩემი ვერ დაინახავს, და თუ დაინახავს, ალიას, ასავალდასავალისა და მაესტროს სტატიები და სიუჟეტები გაახსენდება და არა ამ ბლოგების პოსტები.
პ. ს.
თუ ინგლისურ კითხვაში პრაქტიკა გინდათ, საუკეთესო მასალაა ეს ბლოგები: ჩვენზეა, ახალია, დოკუმენტურია და .. საინტერესოცაა როგორც გვერდხედი, როგორც სარკე. ნახეთ.
magaliTad es
an es
an es
an es
an es
Posted by
cartwheel
at
2:51 PM
0
comments
Labels: მადლობა
ormagi skandaluri posti
გაბრაზებული ვარ
თანაც ძალიან და არ იკითხავთ ვისზე, ჰმ, ქართულ ენაზე.
რამდენიმე სიტყვა მე ცხოვრებას მიშლის,
ადრე ვამბობდი რა დოზანა სიტყვაა ეს ტყვნა მეთქი, ის ხომ საუკუნეთა წინანდელი აგრესიის, განადგურების, მოტაცების, მონად წასხმის შესაბამისია - წარიტყუნა ეს არასაგინებელი ისტორიული სიტყვაა. იაკობ ხუცესი ხმარობს მეხუთე საუკუნეში.
მოტყვნაც მისგან მომდინარეობს, ის შეურაცხყოფის, დათრგუნვის, დამონების ასოციაციას ბადებს, წარმომდგადიც იმ დროინდელია, როცა პალეოლითსა თუ ნეოლითში ერთი ტომის კაცები მეორე ტომს დაესხმებოდნენ თავს და ქალებს წარიტყუნებდნენ, მოიტაცებდნენ. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც პრეადამიანმა პირველი ნაბიჯი გადადგა ადამიანობისკენ, ტაბუ გამოიყენა, პირველი ტაბუ ინცესტის ტაბუ იყო, და რადგანაც გამოქვაბულში ყველა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ, ცოლი სხვა ტომელებისგან უნდა წარმოეტყუნათ.
უძველესი ქართული სიტყვა გამოდის, ფაქტიურად ნამარხი, რელიქტი.
ერთერთი ალბათ ათი უძელესი ქართულ სიტყვათაგან.
ასეა თუ ისეა, ეს სიტყვა დიდ ეკლებიან ღობედ გვაქვს მთელი ისტორიის მანძილზე.
ბიჭობაში ვფიქრობთ, რომ რაღაც მომავალში სისასტიკეს ჩაგვადენინებენ, ისეთივეს, როგორიც ლიანებით ფეხზეშებმული ველურების ხტომაა ახონხლილი კოშკიდან.
გოგოებმა კი ალბათ ბავშვობიდან იციან, რომ ოდესმე მათ მოტყნავენ, ანუ დაახრჩობენ, მოერევიან, ბოროტად გადაიხარხარებენ, ფეხით გაათრევენ და გადააგდებენ.
არადა ერთ მხრივ ეს აქტი, სქესობრივი აქტი მართლაც არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფის, გაუპატიურების, დამცირების აქტი.
მეორე მხრივ კი, ყველაზე დიდი სიყვარულის, თანაგრძნობის, მოფერების, ურთიერთნდობის, პატივისცემისა და სიხარულისაც.
ჩვენ ქართველები ამ აქტის ორბუნებოვნობიდან მხოლოდ ნეგატიურ, პრეისტორიული აგრესიის ელფერის მქონე სახელს ვარქმევთ.
ეს სიტყვა მეორე ბუნებას, სითბოსა და სიყვარულს ადგილს არ უტოვებს. აქ მხოლოდ მოგებული და წაგებული გვყავს.
არა მხოლოდ ინდივიდის ფსიქოლოგია ეყრდნობა სექსს, ალბათ ეთნოფსიქოლოგიაც.
ხოდა ეს სიტყვა - ტყვნა ჩვენი ფსიქოლოგიური მენტალიტეტის ერთი ძირითადი კოლოსია. ცვენთან ორი არ შეიძლება მოგებული იყოს, ან გამარჯვებული მტყვნელი ხარ, ან დავარდნილი მოტყნული.
მშურს ინგლისელების და რუსების.
ფაქ და იობ, განმარტება არ ჭირდება.
ორივე ბედნიერია.
ოდესმე იქნებ დავივიწყოთ ეს ძარღვიანი , ზიზღიანი, მძიმე ქართული პრეისტორიული სიტყვა.
ან ბოლოსდაბოლოს ჯერ ერთი კეთილი ანალოგია მაინც მოვუგონოთ სქესობრივი აქტის გამომხატველი.
ბედის ირონიით ერთი 10 წლის წინ ჩვენთან დამკვიდრებული პარალელური სიტყვაც ჟიმაობაც უვარგისია მოტყუების, მიტოვების და დაცინვის შემცველია, ოღონდ ორი უპირატესობით მოტყვნასთან შედარებით; მასში ორნი და არა სუბიექტი და ობიექტი მონაწილეობენ და ისე საშიშად აღარ ჟღერს.
მეორე სიტყვა, რომელიც ასევე ყირაზე დგას. სიყვარულია. განსაკუთრებით საშინელი სათქმელი - მე შენ მიყვარხარ.
ყელში კრუნჩხვა უნდა დასძლიო და ისე უნდა თქვა. სალაღობოდ და სახვათაშორისოდ ვერ იტყვი.
კაი ბატონო, ამ სიტყვებმა - ტყვნამ და სიყვარულმა კეთილისმყოფელი გავლენა იქონია; დაგვიცვა აცუნდრუკებისა და მასიური მარტოხელა დედობისაგან.
მაგრამ მას ეს ისტორიული რაციონალური პლიუსი დღეს ნაკლებად აქვს, პრეზერვატივი და ფაქ იობ ლოვ ლიუბლიუ უკვე შემოსულია, დასანანია ოღონდ, რომ კარგად და კეთილად არაქართულად ვიქცევით, ქართულად კი გაბრაზებულები, შეურაცხმყოფელები და უტეხები უნდა ვიყოთ.
თუკი ტყნამ და ყვამ შემაკავებელი, პრეზერვატორული როლი შეასრულა ქორწინებამდელ ეტაპზე, შემდეგ სრულიად უადგილო დარჩა და მილიონი წყვილის 100000ჯერ ხათაბალად იქცა.
ა. ქართველი ცოლი ქმრისგამნ განსაკუთრებულ ანტურაჟს iTxovs სექსის წის და სასურველია შემდეგაც, რათა მან თავი სიტყვა მოტყნულის შესაბამისად არ იგრძნოს
ბ. ქართველ ქმარს კი უჭირს ამ ანტურაჟის შექმნა ექსპრომტად, იმიტომ რომ ყვა, რომლის თქმასაც მისგან მოითხოვენ, სრულიად ზედმეტი და შეუსაბამოა.
ასე რჩება ქართველი ცოლი "შეურაცხყოფილი" საკუთარი ქმრისგან და ქართველი ქმარი კი ბრალდებული.
სულ ცოტათი მაინც, ოღონდ თითქმის ყოველთვის.
არ ვიცი დაერქმევა თუ არა ტყს და ყვს არქაიზმები ოდესმე. იქნებ ეგ გაუკუღმართება ჩვენს ეროვნულს თვითმყობად სიზიფეს ქვად უნდა დარჩეს სამუდამოდ.
Posted by
cartwheel
at
10:16 AM
0
comments
Thursday, November 25, 2010
ჩიკაგოში ერთი უბანია, რომელსაც ამერიკის სოკოს დედაქალაქს უწოდებენ, აქ აშშში წარმოებული სოკოს 40 % იწარმოება.
რატომ აქ და არა სხვაგან, ვერც ვერავინ აგიხსნით. ეს არც კლიმატმა განაპირობა და არც განსაკუთრებულმა მოთხოვნამ სოკოზე, უბრალოდ ასე მოხდა, ჩიკაგოს ამ უბნის მრავალსართულიანი სახლების ბნელი სარდაფები მთლიანად სოკოს სტელაჟებს აქვს დაკავებულკ. აქ სოკოს მოყვანა სხვებზე კარგად იციან, ტენიანობასა და ტემპერატურას კომპიუტერით არეგულირებენ და საჭიროებისას ნისლის ინგალაციებსაც უწყობენ თავის სოკოებს.
ტასმანია ცალკე სახელმწიფო არ არის ახალი ზელანდიისავით. ის ავსტრალიის შემადგენლობაშია, მაგრამ მის შესახებ ყველა გემთმშენებელმა იცის.
ამ პატარა კუნძულზე მსოფლიპში ყველაზე დიდი კატამარანები შენდება.
ყველაზე დიდები, ლამაზები და სანდოები, ერთი სიტყვით, ტასმანია მსოფლიო კატამარანთმშენებლობის დედაქალაქია.
სანამ სამხრეთ კორეელი, გერმანელი, ამერიკელი თუ რუსი გემთმშენებელი კატამარანის აგებას გადაწყვეტს, უნდა დაადგინოს, მის მიერ ასაგები კატამარანი უკვე გუშინდელი დღე ხომ არ არის ტასმანიელი გემთმშენებლებისათვის.
ჩიკაგოელ მესოკოებსა და ტასმანიელ კატამარანთმშენებლებს ერთადერთი უპირატესობა აქვთ კონკურენტებთან შედარებით, ცოდნა.
და კიდევ ერთი, მონდომება.
რა უნდა მოვინდომოთ და რა უნდა ვისწავლოთ ისე, რომ რამეში გვაღიარონ დედაქალაქად?
სვანური ქუდების კერვასა და ჩურჩხელების კეთებაში უკვე ვართ, მაგრამ არავინ გვაღიარებს.
რაღაც სხვა უნდა ავირჩიოთ სხვასაც რომ გამოადგეს ისეთი.
მაგალითად ...
Posted by
cartwheel
at
2:34 PM
0
comments
ბაყაყის პოზა
ეს არის პოზა ზურგზე მწოლიარე ავადმყოფისათვის რომელსაც მენჯის ძვლების მოტეხილობის გამო დიდხანს უწევს უმოძრაო პოზიციაში გაჩერება.
ეს პოზა ფიზიოლოგიურია, წყალში ნებიერად მოლივლივე ადამიანის ფეხებიც ხომ ბაყაყის პოზაშია-ოდნავ მოხრილი მუხლებში. და ოდნავ გვერდებზე გადაშლილი.
ბაყაყის პოზა სინამდვილეში ნირვანას, ნანაობის, ტივტივის, მოსვენების, მაქსიმალური კომფორტის პოზაა, ანუ ისბაყაყის კიარა, ბედნიერი ადამიანის პოზაა.
ექიმები ავადმყოფის ოჯახის წევრებს ავალებენ მწოლიარეავადმყოფს მუთაქა ამოუდონ მუხლებქვეშ.
საავადმყოფოში მწოლიარე ავადმყოფთათვის კი რთული და ძვირი საწოლები აქვთ, რომელთაც ფორმა ეცვლებათ პაციენტისთვის ბაყაყის პოზის მისაცემად.
დონორთა სავარძელი, რომელშიც წამოწოლილმა ადამიანმა სისხლი უნდა გასცეს სხვა ადამიანისათვის , სისხლიუნდა გასცეს და მაინც კარგად დარჩეს, ასევე ბაყაყის პოზას აძლევს მასზე მწოლიარეს.
რა დააშავეს ჯანმრთელმა ადამიანებმა?
რატომ არ შეიძლება მათაც მიეცეთ რელაქსირების საშუალება?
რა არის ამისთვის საჭირო?
გასაბერი ტრაპეციის პ
ფორმის ლეიბი მუხლებქვეშ ამოსადებად უკვე 40 წელია გამოგონილია და განსაკუთრებით პოპულარული არ არის.
რატომ? რა მარილი აკლია?
იქნებ ლეიბი/ მატრასი უნდა იყოს მექანიკურად მოძრავი?
იქნებ საწოლი
იქნებ საწოლზე უნდა დაიდოს რაღაც მექანიზმი, რომელიც ლეიბს აამოძრავებს?
ძნელია?
განხორციელებადია?
Posted by
cartwheel
at
2:32 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი
სარეკლამო კლიპი
დღეს ვნახე , ამობეჭდილი ფურცელი ტექსტით - "ანი შემირიგდი" გადაწებებული იყო საგზაო ნიშანზე ქუჩაში.
TBC ბანკის რიგში.
ახლა სცენარი
ბანკის დაცვის სათვალთვალო ოთახი, დაცვის ოფიცრები მონიტორებზე ხედავენ რომ ბანკის კედლებს გარედან კაპიშონჩამოფხატული ემო ტიპი ეაღაცას ეჩალიჩება, ზუმით არჩევენ რომ სავარაუდოდ ფურცლებს აკრავს, რაცია, როჟები. და მობილიზაცია , გარბიან დასაჭერად.
იჭერენ , თურმე აკრავდა ფურცელს " ანი შემირიგდი".
დაცვის უხეში ფიზიონომიები უცებ კეთილგანწყობილები ხდებიან, იღიმებიან, თავჩაქინდრული ბიჭი სამორიგეო მონიტორებიან ოთახში შეჰყავთ.
მონიტორებზე ხედავენ ანის, რომელიც მობუზული მოდის მარტო, სათვალეები უკეთია, დაბლა იყურება, ბიჭის გაკრულ ფურცლებს ვერ ამჩნევს.
დაცვის ბიჭები ხვდებიან რომ ის გოგო, რომელიც ქუჩაში მოდის და რომელსაც ბიჭი დაძაბული უყურებს არის ანი.
ანი სადაცაა გაცდება შენობას.
გაცდა კიდევაც. დაცვის ბიჭი ერთერთ წარწერას დიდი პლანით იღებს ეკრანზე,
მეორე ოპერატორი-ოფიცერი ამ ეკრანს უშვებს ბანკის შენობის თავზე მყოფ დიდ სარეკლამო ტვ ეკრანზზე.
ბიჭს მუჯლუგუნით ანიშნებს დაურეკეო.
ბიჭი დაურეკავს გოგოს და თხოვს მოიხედოს,
გოგო მოიხედავს და ხედავს დიდ ეკრანზე წარწერას " ანი შემირიგდი"
თავდება ანის ღიმილით
და წარწერით,
"შეურიგდი ანი".
გამოდგება TVტიხრად ...
Posted by
cartwheel
at
2:31 PM
0
comments
Labels: ვინიგრეტი
