Saturday, June 30, 2012

ლუი მზე მეთოთხმეტე მიშა სააკაშვილი



ლუი მზე მეთოთხმეტე
მიშა სააკაშვილი


ორივე მაღალი, ორივე უფრო გრძელ თმას ატარებს ვიდრე მათ  გარემოშია მიღებული
ორივე არქიტექტურას მიიჩნევს ქვეყნის სალაპარაკო ენად, ორივე გარეგნულობას უდიდესი სკრუპულოზურობით ეკიდება.
ორივეს მოსწონს ფუფუნებით იყოს გარშემორტყმული და ამით  შექმნას მოდელი თავისთვის და თავისი სტუმრებისთვის, რომ მისი ქვეყანა ასეთია.

ორივე ისტორიულ კვალს ტოვებს, მათი ნამოქმედარი ქვეყნის სავიზიტო ბარათი ხდება და ამით შორეულ პერსპეტივასი ქვეყანას დიდ ხეირს უტოვებს.




მაგრამ ახლო პერსპექტივით ლუის ზეაქტიურობამ ქვეყანა კრახამდე მიიყვანა.
ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ლუი მეთხითმეტემ ქვეყნის ბიუჯეტი გადახარჯა და რომ მისი მიზეზით საფრანგეთი მისი სიკვდილის შემდეგ გაკოტრდა.








რითი ჰგავს?

როცა ვერსალს აშენებდა ყველა სტუმარი მშენებლობაზე მიჰყავდა, და ვინაიდან
ვერსალი ჭაობის ადგილზე გაშენდა, თვით მეფე მზე და მისი სტუმრები ამ თვალსასეირო ტურის შემდეგ ტალახში ამოგანგლულები ბრუნდებოდნენ.
სტუმრები როგორც წესი არ იზიარებდნენ მეფის აღტაცებას და ჩუმი ქირქილით გადაუკრავდნენ თვალს ერთმანეთს, მეფეს კი მხოლოდ ხოტბას ასხამდნენ.

ტალახი მრავლადაა იმ ადგილებში, სადაც მიშას თავისი სტუმრები დაჰყავს.
თანაც საპატივცემო სტუმრები.

სვანეთი
ბათუმის ალი და ნინო
მშენებარე ოპერა მახინჯაურში



ერთიც და მეორეც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარეგნულ სახეს, ჩაცმულობას, ვარცხნილობას, შეიძლება დღეში ორჯერ გაიპარსოს,  მაგრამ სამშენებლო ტერიტორიაზე ტალახი მათტვის ნული ინფორმაციაა.

შეჯლაყუნდება და არც მოერიდება თუ სხვა ქვეყნის სტუმარი პრეზიდენტი ან მსოფლიო გრანდი მომღერალი მას უნდა მიჰყვეს პროტოკოლის მიხედვით.

ლუი მზე სტუმრებს არა მარტო ბაღების განაშენიანების პროცესს აჩვენებდა, არამედ განსაკუთრებით ხშირად  შადრევნებისთვის წყლის კოლექტორის სათავეს და ამ კოლექტორისა და შადრევნების მუშაობის პრინციპებზე ესაუბრებოდა.

დიდი ალბათობით ერთიდაიგივე ტექსტის არაერთხელ მოყოლა უწევდა.

გავს მიშას, ზოგჯერ ის ტურისტთა გიდი მგონია. ერთიდაიგივე სანახაობასთან  მეთხუთმეტე სტუმრის მიღებისას, შეიძლება რაღაცა შეცვალო ტექსტში, მაგრამ 90% იგივე დარჩება . არაერთხელ თქმული.


ლუი მზემ საფრანგეთს ვერსალი დაუტოვა, ვერსალს კი წელიწადში 20 მილიონი სტუმარი აკითხავს, ტოვებს ფულს და მიაქვს საფრანგეთის პატივისცემა სამშობლოში.

მაგრამ ლუიმ საკუთარი ქვეყანა გააკოტრა.  სიკვდილის შემდეგ სულ ცოტა ხანში.



მიშა ჰგავს ლუის.
მასაც სახელმწიფო ბიუჯეტის მასშტაბის იდეები აქვს.
 ბევრი გამოუვიდა, უფრო ბევრი გეგმაში აქვს.

გააკოტრებს თუ არა მიშა საქართველოს?

დიდი შანსია.
დიდი შანსია საქართველო გაკოტრდეს და ეს ყველაფერი მიშას მომდევნო ხელისუფალმა მიშას დააბრალოს.
ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო კურსს გადაუხვევს.
რომელ კურსს და ევროპისკენ და დემოკრატიისკენ კურსს, ნატოსკენ კურსს.

ამ შემთხვევაში საქართველო დაკარგავს მაპზე უკეთესს, თვით გაზსადენ ბაქოთბილისი ჯეიხანზე უფრო უკეთესს.
და რა შეიძლება იყოს დღეს საქართველოსთვის ბტჯეიხანზე უკეთესი?


რა და,

 ადგილი  გლობალურ ემოციურ დიალოგში.


ამ დიალოგში აშშ და ევროპა რუსეთს ეკამათება, ასწალის, ენას უჩლექს და საყვედურობს.
ეს დიალოგი ათეული წლების  ხანგრძლივობისაა,  საქართველოს ჩართვა ამ დიალოგში ამერიკის ინტერესია  60% ით, 40%- ით კი რუსეთის.
რუსეთს უნდა საქართვრლო იყოს სუსტი და ადვილად მოსასყიდი.
რუსეთს ეიმედება, რომ საქართველო მის არგუმენტად იქცევა.

მას უნდა ააყვავოს აფხაზეთი და ოსეთი ყველას დასანახად.


ამერიკას უნდა რომ საქართველო

ისევე როგორც ეს რუსეთს უნდა ოსაფხაზთა მიმართ, ოღონდ, რუსეთისგან განსხვავებით ამერიკას ეს.. შეუძლია.

ამერიკას ერთი მოთხოვნა აქვს - საქართველო იყოს წარმატებული, თუნდაც დემონსტრაციულად და ფანფარონულად, მაგრამ წარმატებული.
 ის ასეთად უნდა დაინახონ რუსებმა, შუააზიელებმა, არაბებმა, მუსულმანებმა, ამერიკელმა ამომრჩევლებმა, ევროპელებმა, ეგვიპტელებმა, სირიელებმა, ყირგიზებმა, ვენესუელებმა.
საქართველო ამერიკული ლეგენდაა, რომელიც აუცილებლად კარგად უნდა დასრულდეს, ჰოლივუდის მაყურებელი პუბლიკა ( ანუ მსოფლიო) სხვა ფინალს არ მიიღებს- ბოროტი და ძლიერი უნდა დაღონდეს და სხვა გზას დაადგეს. რუსეთს უნდა ტვალი მოეჭრას საქართველოს წარმატებების კაშკაშით.

ძნელია ასე ერთმნიშვნელად ლამაზი წარმატების მოძებნა, მაგრამ გაუთავებელი მცდელობების რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება.


ეს მიშას გეგმაა,
თუ ამერიკა ფეხზე დარჩა , და ჩვენი ჟილკა არ განელდა,
არ გავკოტრდებით.
ამერიკა არ დაუშვებს ამ ლეგენდის დიდაქტიკური წონის აორთქლებას, ძალიან არარაციონალური იქნება ეს.
ლეგენდა ჩვენ დაგვიცავს გაკოტრებისგან.
ჩვენი საფრთხე ამ ლეგენდის დაკარგვაა, ლეგენდისთვის საფრთხე კი ჩვენ ვართ.
სხვას არავის შეუძლია ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდის როლი თვითგადარჩენის რუტინაში ჩაფლული მოწიწებული კოლონიის როლით შეგვიცვალოს.

მოხდა ასე ჩვენზე 10- ჯერ დიდ უკრაინაში, მათ დაკარგეს ლეგენდა და  .. გულშემატკივრები, მაგრამ .. უკრაინას ასეთი ფუფუნების უფლება შეეძლო მიეცა საკუთარი თავისთვის - ის ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანაა ( რუსეთს თუ არ ჩავთვლით)
საქართველოს არ აქვს უფლება დაკარგოს ლეგენდა.
კარგი ისაა, რომ სხვას  არავის შეუძლია დაგვაკარგინოს ეს ლეგენდა.
მაგრამ ცუდი ისაა, რომ საკუთარ თავს შეგვიძლია დავუკარგოთ ეს როლი. როლი, რომელშიც  ათეულ  მილიარდს გვიხდიან.
მაგრამ სპექტაკლი გრძელდება, ჰონორარი მერე იქნება, თუკი ფინალში ტაშს დავიმსახურებთ და არა იმედგაცრუებას, როგორც უკრაინელებმა.


შემდეგ მოქმედებაში საქართველომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს,
შემდეგ მოქმედებაში საქართველო არ უნდა აჰყვეს ქვენა სურვილს, არ დაუთმოს ხელისუფალს საჭმელის ფული.
პირიქით, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ საზოგადო დანიშნულების ხარჯებზე, რომელსაც ხელისუფლება მას პირადად არ აძლევს სარდელისთვის და თვითონ კი თავს იწონებს, აი რა მაგარი ავაშენეო.
ჩვენი მაცივრების  სიღარიბე და ქუჩების გარეგნული ელვარება ამ როლის მთავარი ატრიბუტია, როგორც ანჟელიკას ოსეინისთვის  კოჭლობა.


წარსდექ მშიერი, არა შიშველი.
საქართველო თავის ვერსალს აშენებს, ის აუცილებლად მოგვცემს გრძელვადიან ხეირს, და მოკლევადიანსაც.
თუ ჭკვიანად მოვიქეცით.          


Tuesday, June 19, 2012

საქართველო VS ქართველები





 


მას შემდეგ რაც დედამიწა ცივილიზებული პლანეტა გახდა, დაფუძნდა საერთაშორისო გლობალური წესები, ერთა ლიგა და გაერო,
ცხოვრება წვრილწვრილი ქვეყნებისთვის გამარტივდა.

მარტივი ჯუნგლებისა და ფეოდალიზმის კანონი - დიდი და ძლიერი იპყრობს და მართალია, შეიცვალა ცალკეული ქვეყნის საზღვართა ურყეობის პრინციპით.

ამ წესებმა სულზე მოუსწრეს პატარა ქვეყნებს.

გიგანტურ ქვეყნებს ატომური ბომბი რომ 30 წლით ადრე შეექმნათ, ალბათ დღეს დედამიწაზე 4 მეგაიმპერია იქნებოდა მხოლოდ.

დემოკრატი ჩერჩილი იმპერიალისტი და ფაშისტი იყო ინგლისელების სასარგებლოდ
დუჩე იტალიაში
ფრანკო ესპანეთში
მაო ჩინეთში
სტალინი რუსეთში


ყველა გლობალურ ჰეგემონიაზე ოცნებობდა.



ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სხვისი მიწების ფლობის ქავილი დაძლია ამერიკა აღმოჩნდა.


ამერიკამ უმთავრესი როლი ითამაშა დღევანდელი მსოფლიოს ფორმირებაში

მისი საგარეო პოლიტიკა გაცილებით პრაგმატული და ცივილიზებული აღმოჩნდა, ვიდრე კოლონიების ტანჯვა და კონტროლი.

ამერიკა ზეიმპერიაა, რომელიც ყველა ქვეყანაზე ავრცელებს წესებს - იყავი დემოკრატი ქვეყნის შიგნით , ჩემი მეგობარი იქნები.
ყველაზე ძლიერი ქვეყნის მეგობრობა მცირე ქვეყნებისთვიდ უზარმაზარი სტიმულია გახდნენ დემოკრატიულები, მეორე მხრივ გადამთიელი და ოკეანსგაღმა ქვეყნის დემოკრატობა ასევე სასარგებლოს ამერიკისთვის.
- დემოკრატიული ქვეყანა არ იცვლის მეფის ხასიათის მიხედვით მეგობარს, ანუ ამერიკისადმი ერთგულება მით უფრო სტაბილური და ხანგრძლივია რაც უფრო დემოკრატიულია სახელმწიფო
- მეგობარ ქვეყნებთან ვაჭრობა იწვევს ამერიკის ვალუტის სიმტკიცეს და ქვეყნის სიმდიდრის ზრდას.

ცალკეული ქვეყნის აგრესიულობის შემთხვევაში ადვილია მიიღო ბევრი მეგობარი ქვეყნის თანხმობა და დახმარება იმ ქვეყანათა დემოკრატიულობის  შემთხვევაში.

ამერიკის მეთაურობით დაწესებული ეს წესები პირველ რიგში სასარგებლო პატარა ქვეყნებისთვის აღმოჩნდა

ფეოდალური მცირე და დიდი ომები , სისხლის რეგულარული მდინარეები, რომელთა შედეგიც საბოლოოდ იმპერიების გამსხვილება და მცირე ქვეყნების კვდომა უნდა ყოფილიყო, შეჩერებული იქნა.

პოტენციურმა იმპერიებმა სულ რაღაც ორი ათეული წლის შემდეგ შეძლეს ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც მცირე სახელმწიფოებს შანსს აღარ უტოვებდნენ თავდაცვით ომში გამარჯვებისა.

საერთაშორისო კანონმდებლობამ თავდაცვის გმირული და უშედეგო ომები ააცილა უამრავ მცირე ქვეყანას.


თუკი საუკუნეების განმავლობაში ყველა ქვეყანას, დიდსა და მცირეს თავისი მიწის ყველა გოჯისთვის ბრძოლა უწევდა, ახლა სუსტმა მიიღო საშუალება იარსებოს უპირობოდ ძლიერ მეზობელთან მშვიდობიან ურთიერთობაში.

საქართველო განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა.

ჯერ კიდევ 1918  ? წელს, ერთა ლიგამ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიად ის ისტორიულად საქართველოს მიწები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ იქნა რუსების მიერ წართმეული თურქეთისათვის, აგრეთვე აფხაზეთი, რომლის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა სულაც არ უნდოდა რუსეთს.

1921 წლიდან  სსრკს მიმართ შიშმა შეუნარჩუნა საქართველოს აჭარა.

ქართველებს საქართველო საჩუქრად გვერგო.

არ დასცალდათ აფხაზებს, ბორჩალოელებს, სომხებს, ოსებს იმ მიწების შემოსაზღვრა, რომლებზეც ( ზოგგან საუკუნეების განმავლობაშ)  დომინირებდნენ.

და როგორ მივიღეთ ეს საჩუქარი ჩვენ ქართველებმა?
მოგორც კუთვნილი. მარიამის წილხვედრი, მუხრანის გარითმული და კონსტანტინეს ბეჭედდასმული.
და..  მიიღეს ისე, როგორც ზარმაცმა შვილმა გულჩვილი დედისგან ერთი მანეთი, რომელიც შვილის სიზარმაცით განრისხებული მამისთვის უნდა ეჩვენებინა დღის ბოლოს, ვითომდა ოფლით ნაშოვნი ყოფილიყო.
მიიღო როგორც კუთვნილი და მიიღო როგორც .. წვრილმანი.
დღესაც ასე ვართ.
მტკიცედ გვწამს რომ ის მანეთი ( საქართველო) კუთვნილია და .. იმდენად წვრილმანია, რომ ბუხარში შეგდებულს,  ცეცხლში ( გასაერთიანებელ ომში) არ უნდა შევყვეთ.

ჩვენი ომები მოიგო: ამერიკამ, ინგლისმა, ევროპამ, რუსეთმა  პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. დავუძვერით თურქეთსაც და რუსეთსაც.
ისე გაგვიტკბა, ახლა ისევ ევროპას ვამუნათებთ, სისხლს ჩემთვის რატომ აღარ ღვრიო.
ისე გავზულუქდით, ავღანეთში და ერაყში ჩვენი ბიჭების სისხლს, ფულად ნაყიდ თავგანწირვად ვთვლით და არა  საქართველოს პოზიციის დაცვად.
არადა ეს ჩვენი უღონო მადლობაა მსოფლიოს მიმართ, რომ შეგვინახეს, რომ გვინახავენ და რომ  მომავალშიც დახმარებას გვიპირებენ.
მადლიერება კარგი გრძნობაა, სიკეთის მქნელსაც ასტიმულირებს შენი მადლობა.
პატარა ბავშვებივით ჭყლოპინობენ ამერიკელები და ევროპელები მათ ომში  ქართველთა  მონაწილეობაზე პასუხად.  ასე მგონია, ისევ მათ ჭირდებათ ძლიერი საქართველო და არა ჩვენ. გვზრდიან.  ქება ხომ დასავლურ კულტურაში აღზრდის მთავარი ინსტრუმენტია.  უხარიათ თუ საქებარი მისხალი დაინახეს ჩვენში.
ჩვენ კი ჯიუტად გვინდა გადავყაროთ ნაგავი მანქანის ფანჯრიდან და აივნიდან, დავაფერთხოთ ხალიჩა, ავყვეთ არარეალისტურ დაპირებებს, გავიხაროთ თუკი პრეზიდენტი ჩვენი მიცემული ხელფასით არ შეჭამს.
ოდესმე უნდა შევშინდეთ, ოდესმე უნდა დაგვესიზმროს საქართველო საერთაშორისო კანონმდებლობის გარეშე, რომ მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ჩვენი მიწის ყველა გოჯის მიმართ.
მოდელირებული სიზმარი გვინდა, თანაც ტირაჟით 4.500.000.










ზოგადი უნარებიდან


პასუხი გამეც




შენ ხარ რუსეთი
ერთმა პუჭურა თავნება მეზობელმა, ბებერმა გოჭმა თავი გაცემინა
მოინდომა შენს ნისკარტებში (ორთავა ხომ ხარ, არწივი) მოქცეული მისი გემრიელი ხორცებიდან ერთერთის გამოგლეჯა და ხვანცალი დაიწყო.

 შენ ის სასტიკად დაკბინე და ის ხორცები/მიწები უფრო ღონივრად ჩაკბიჩე.
დღეს   ის პუჭურა აგრძელებს საწყალობლად ჭყვიტინს და მსოფლიომაც ტვინი წაიღო- გაუშვი ნუ ტკენ პატარასო.

ხვალ ის პუჭურა ( დებილი, ახლა ხომ მიხვდა რომ ფართხალით ვერ გამგლიჯავს პირიდან ლუკმებს) ბოდიშს მომიხდის, თავის გაფართხალებას საჯაროდ მოინანიებს, გაეროს ტრიბუნიდან შემპირდება იყოს უფრო ჭკვიანი და გაითვალისწინოს რეალობები: ჩემი რეალური ძალა, მისი დანაშაული ჩემს მიმართ და მთხოვს, დავუბრუნო 80 წლის მიზანმიმართული წვალებით მოპოვებული ორი უგემრიელესი ლუკმა

 აფხაზეთი, რომელიც მთელ დანარჩენ რუსეთზე უფრო ლამაზია, სამოთხეა, კურორტია, შენი წარსული ძლევამოსილების სიმბოლოა
და მეორე, სტრატეგიული კლანჭი მთელ მაგ პუჭურა ქვეყანის ხერხემალში, მისი ძირითადი არტერიის (ავტობანის) სამხედრო  კონტროლია, სიმბოლოა ჩრდილოკავკასიელთა მიმართ ერთგული დასაყრდენის - ოსების ეფექტური პატრონაჟის.
რას იზამ რუსეთო, დაუბრუნებ იმ ლუკმებს ჭყვიტინიდან (მიშა) კრუსუნზე (ბიძინა) გადასვლით გულაჩუყებული?


თუ პირიქით, ბოროტად დიპლომატიურად  ჩაიცინებ,  გაიხარებ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - მსხვერპლს შენს მარწუხებში ძალა და ჟილკა გამოეცალა, მოდუნდა, დაიღალა და ახლა ყველა კანონზომიერების მიხედვით შემდეგ ეტაპზე გადავიდა -  სიკვდილისწინა უღონო მუდარიანი კვნესის - მაპატიე, გამიშვი.

მე თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს, გაულღვება რუსეთს გული მონადირებული ბებერი  ჭყვიტინშეწყვეტილი გოჭის  მიმართ თუ არა.



და ჩემს პასუხსაც გეტყვით -
არ გაულღვება.
კანონზომიერ, რეალპოლიტიკურ,ბუნებრივ, მის მიერ ჯერ კიდევ 080808 აგვისტოში ნაიმედებ, მაგრამ რატომღაც დაყოვნებულ,  კაპიტულაციის პროცესის   გაგრძელებად ჩათვლის.
საქართველომ სიკვდილის წინ მუდარით უნდა აჰხედოს და ბოდიში  მოიხადოს.
(ნა კალენი! პერედ რასსიი. შამილის პორტრეტი გახსოვთ პეტერბურგში მუხლებზე მყოფი?).

ეს ყოველმხრივ კარგი შედეგი იქნება - ჯერ ერთი, ჭყვიტინი მოაკლდება შენს ყურებს,
ამ ჭყვიტინს აყოლილი ევროპა მსოფლიოს აღშფოთება შეშფოთებები ერთბაშად შეწყდება, მაგათაც მობეზრდათ შენთან ზუზუნი, იციან, გამოუცდიათ რომ გამძლეობა გრძელი გაქვს. ყოფილი სსრკ დაინახავს, რომ გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა.
იფ, იფ რა გემრიელი წამები გაქვს წინ.

მაგრამ დღეს ეს ბებერი გოჭი ტვინს გიტყნავს, ვერსად დაემალე ამ საშინელ ჭყვიტინს, მალე გააფრენ, ამ ბებერი მეძავი ევროპის სოპლებმაც შეგაწუხა თავის ვირეშმაკი ამერიკიანად და გაეროიანად. ერთიერთზე გეუბნებიან, გვკიდია ეგ გოჭი, მაგრამ ტვინს ჩვენც გვიბურღავს მაგის ჭყვიტინიო.
მართალია ნისკარტებს ხანდახან კლანჭებით ცვლი, როცა დაგეღლება, მაგრამ მაინც დაგღალა, ვერ გადაყლაპე ჯერ ეგ ლუკმები, არ გეკუთვნის, გადმოაგდეო მთელი დარბაზი გიყვირის, მხოლოდ ნაურუსა და ვენესუელას აქვს წყალი გამზადებული, დააყოლე, გულზე არ დაგადგესო, მაგრამ ..
ვერ ვყლაპავ, მართლა გულზე გაქვს დადგომილი.
–ჰე გოჭო, დამყევი ახლა და გადამეყლაპე, თორე გულისრევას ვეღარ ვთრგუნავ, მალე ამოვარწყევ შენს მიწებს თუ ასე მიტრიალე თითები ხახაში.

და მეორე შეკითხვა
კვნესა თუ ჭყვიტინი?

კვნესა (ბიძინა)  თუ ჭყვიტინი (მიშა)?

Friday, June 15, 2012

21vs12



1921 წელს თებერვლამდე საქართველოს ჰქონდა იმედი, რომ ეს კაშმარი და ტაკიმასხარობა დასრულდებოდა, ხალხის ხარჯზე და ხალხის მოტყუებით აღზევებული ერთიმუჭა  თვითმარქვია პოლიტიკოსები სნაგვეზე გადაცვივდებოდნენ და დაიწყებოდა ნამდვილი, სამართლიანი, ილუზიებისაგან დაცლილი  ცხოვრება.


ასეც მოხდა.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისის თავზე ახალი დროში აფრიალდა.


ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – აღსრულდა, დამოუკიდებლობანას ილუზია და ხალხის ყვლეფა რაღაც უაზრო მისიების მომიზეზებით,  დასრულდა.

1921 წელს   საქართველომ არ იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ის იმედით და ოცნებით იყო გაბრუებული.

ოცნებით ქვეყანაზე, სადაც არავის დაიჭერენ, ყველას მიეცემა მოთხოვნილების მიხედვით ყველა იმუშავებს რამდენიც შეუძლია, მაგრამ მთავარი ოცნება იყო იმ დისონანსის აღმოფხვრა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაეუფლათ:
1. ჟორდანია აქებს ხალხს, ხალხმა იცის რომ ამ ქებას არ იმსახურებს, ე. ი. ჟორდანია ცდება, რეალობას ვერ აღიქვამს
2. ჩვენ რუსეთის ნაწილი უნდა ვიყოთ, ასე უფრო მშვიდად ვიქნებით, არც სომხებთან მოგვიწევს ომი არს თურქევთან და არც აფხაზებთან
3.უსამართლობა უნდა დამთავრდეს, ჭამენ, სვამენ ფაეტონებითა და ავტომობილებით დაგრიალებენ ჩვენს ხარჯზე, კიტელებისა და პენსნეებისთვის ფული ყოველთვის აქვთ, მე რითი ვარ მასთზე ნაკლები.

არადა არგუმენტები ჰქონდათ 21 ში, ყველა მიმართულებით. ქვას ხეთქავდა.

ეს იყო 21 –ში

დავბრუნდეთ 12–ში


რა მეორდება და რა განგვასხვავებს იმ საქართველოსგან?


Thursday, June 7, 2012

უიკენდები




ქუთაისელებისთვის
გორდი
კინჩხი
სათაფლია
პრომეთეს მღვიმე
გელათი
მოწამეთა

ზესტაფონელებისთვის
უბისა




გორელებისთვის
გორიჯვარი
უფლისციხე
ერთაწმინდა


ზუგდიდელებისთვის
გაჭედილი



თელაველებისთვის
ალავერდი
შუამთები
გრემი
ლაგოდეხის ნაკრძალი
სიღნათი
ყვარელი ტბა


რუსთაველებისთვის
ხაშმი
გგგგგ
კახეთი


მარტვილელებისთვის
მარტვილის მონასტერი
მეორე? მონასტერი



მცხეთელებისთვის
შიომღვიმე
ძალისა
არმაზი
ჯვარი

ფოთელებისთვის
პალიასტომი
გაჭედილი კანიონი
ზუგდიდი



დუშელებისთვის
ანანური
მთაზე რომ ჩანს
ბაზალეთი



სამტრედიელებისთვის
დიდი ჯიხაიში ნიკოლაძის მუზეუმჯ
( ფოთელებისთვისაც)
ვანი გათხრები



ონელებჯსთვის

ამბროლაურელებისFვის


მესტიელებისთვის
უშგული
ჰაწვალი



ლანჩხუთელებისთვის
ოზურგეთი მუზეუმი ნაპოლეონის ხმალი


ხაშურელებისთვის
უბისა
ყინწვისი


კასპელებისთვის
რკონი



მარნეული
სამშვილდე?
წერაქვი




ბოლნისელებისთვის
ბოლნისის სიონი
წუღრუღაშენი





ახალციხელებისთვის
საფარა
აბასთუმანი
ვარძია
ხერთვისი




ახალქალაქელებისთვის
ახალციხე რაბათი
ვარძია


საჩხერელებისთვის
საირხე






კაცხის სვეტი
კვეტერა
სამშვილდე



ახალგორელებისთვის
ლარგვისი
სამება?





ღამისთევით უიკენდები:
ხევსურეთი
სვანეთი
ყაზბეგი
თუშეთი

Friday, June 1, 2012

უიკენდი ბათუმელებისთვის.

გაზაფხული უიკენდების დროა, ასეა თბილისელებისთვის, გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი.

ივნისის შემდეგ აქეთ, აღმოსავლეთ საქართველოში ბალახები იხრუკება და მანამდე მწვანედ მოლივლივე სერები უდაბნოს ემსგავსება.
ჯერ კიდევ გვაქვს დრო თბილისელებს.

დასავლეთ საქართველოში ( მივმართავ ბათუმელებსა და ქუთაისელებს) შეზღუდულები არ ხართ. ზამთარ–ზაფხულ მწვანეში ხართ ცაფლული, მშურს თქვენი, და... პენსიაზე რომ გავალ დასავლეთში დავსახლდები (სურვილია) რათა მეც თქვენსავით მწვანეში ვიცხოვრო.

ეს შესავალია,
აი უიკენდები ერთად





ახლა თემა

უიკენდი ბათუმელებისთვის.
( მყავდა ერთი კარგი მკითხველი ბათუმელი, დამეკარგა, ალბათ ჩემმა პოლიტწიაღებმა დააფრთხო)
ხართ ვიმნე ბათუმელი?

გადასარევი ადგილები გიპოვეთ საუიკენდო:



ბათუმი მახუნცეთი ბათუმი



ბათუმიდან დაახლოებით 35 კნ–შია, სოფელში რომ შეხვალთ, იკითხეთ ჩანჩქერი, გადასარევია!
რესტორანიცაა ულამაზეს ადგილას, ღელეღურდანის პონტში.




ბათუმი ხულო თაგო ხულო ბათუმი

ხულოში ასვლა ცოოტა კი მოგაბეზრებთ, მაგრამ ...
თვით ხულოში არის... საბაგირო გზა ერთი ბრეჟნევისდროინდელი ვაგონით, რომელიც  გადაგიყვანთ ხულოს მოპირდაპირედ მაღლა მთაზე შეფენილ სოფელში სახელად თაგო.

იქიდან გადმოხედვისთვის ღირს 200 კმ ის გავლა.




პ.ს.
მე რომ ბათუმელი ვიყო, გავხდებოდი თაგოელი, ვიყიდდი ერთ პაატარა ქოხს გრანდიოზული ხედით და ვიქნებოდი იქ პარასკევ საღამოდან ორშაბათ დილამდე ნირვანაში.


პ.პ.ს.
თუ თქვენ ბათუმელი ხართ და აჭარის სიღრმეში ღელეღურდანს არ გაცილებიხართ, არ იცით მახუნცეთი და თაგო, ფიშტი თქვენ, გამოასწორეთ წელსვე!