Monday, May 31, 2010

copy right (c)


1790 წელს, დღეის სწორს, ჯორჯ ვაშინგტონმა ხელი მოაწერა კანონს გადაბეჭდვის უფლების შესახებ.
The stated object of the act was the "encouragement of learning," and it achieved this by securing authors the "sole right and liberty of printing, reprinting, publishing and vending" the copies of their "maps, charts, and books" for a term of 14 years, with the right to renew for one additional 14 year term should the copyright holder still be alive.

ამ კანონმა ჩვენი დედამიწის მაცხოვრებელბისთვის მთელი სამყარო შეცვალა
კოპირაითი პროგრესის მამოძრავებელია, თუმცა ჩვენში ნაკლებად პატივცემილი.

Friday, May 28, 2010

shedevri solo shesrulebiT




tori amosis mamis mSurs.

ამაზონის ჯუნგლების ეგზოტიკური ცხოველების ბიზნესი



ენიმალ პლანეტზე თუ თრეველზე იყო რამდენიმე დღის წინ, ამაზონის ჯუნგლების მაცხოვრებლები წელიწადში დაახლოებით 8 ათას ეგზოტიკურ ცხოველს (თუთიყუშები, ქვეწარმავლები, მწერები, პრიმატები) ყიდიან ჟუნგლებში ჩასულ ტურისტებზეო.
ტურისტები ამ ცხოველებს მხოლოდ იმისთვის ყიდულობენ, რომ ცხოველები ეცოდებათ, თორემ კი იციან რომ თავის ქვეყნებში ვერ წაიყვანენ, აკრძალულია. ზოგჯერ გამყიდველი ტურისტს ეუბნება, რომ ეს ცხოველი ამაღამ უნდა მოკლას, იმიტომ რომ არ იყიდება.
ტურისტები ყიდულობენ და ახლომახლო ზოოპარკებში აბარებენ. ჩაბარებაშიც ფულს იხდიან. ამასობაში ეგზოტიკური ცხოველების ბიზნესი ხარობს და ყვავის. შედეგად ყოველდღიურად უამრავი ცხოველი ხდერბა ამ ბიზნესის მსხვერპლი.

ამ თემაზე ერთი სიფრიფანა ქალბატონი გვიყვებოდა, ცხოველთა დამცველი საზოგადოების წარმომადგენელი (თუ არ ვცდები ბრიტანელი, აი, ჩვენი რუსთავი 2-ის დილის ფლორისტკები რომ იქნებიან ერთი 10 წლის შემდეგ, ისეთი).
სიუჟეტას ფონად გაყვებოდა შეშინებული დატყვევებული მაიმუნების თვალები.


და აი იმ სიფრიფანა ცხოველთა დამცველმა რა თქვა იცით?
იქ ჩამსვლელ პოტენციურ ტურისტებს მიმართა, არ იყიდოთ ეს ცხოველებიო, ვიცი რომ შეგეცოდებათ, მაგრამ არ იყიდოთ, დატოვეთ სასიკვდილოდო.
სწორი თქვა თუ არა?

Wednesday, May 26, 2010

ლენი კრავიცი















არ მახსოვს პირველად როდის მომეწონა. მახსოვს რომ რუსულ მაგნიტოფონზე ვუკრავდი კასეტით. ლენი კრავიცი ათასგზის სტანდარტთმტვრებელი ადამიანია:
დაწყებული იქიდან, რომ ზანგია ებრაულ-აღმოსავლეთევროპული გვარი აქვს, გაგრძელებული იმით, რომ ის ჩემი შეფასებით ერთადერთი (ცოცხალთაგან) ზანგი როკერია, გაგრძელებული იმით, რომ ამ ადამიანმა წარმატებით მოიარა ბლუზი,
როკი, სოული, რეგეი, მოასწრო თითქმის 10 წლიანი პასიურობა და შემდეგ გახურებულ-გაპიარებულ შოუბიზ თავხედ სელებრითიდ მოგვევლინა.

მოკლედ ეს კაცი ოქროა, თუ მოინდომა.
ის დღეს თავისი კარიერის მწვერვალზეა და ალბათ ფინანსურად ახლაა ყველაზე წარმატებული.

მე კი ის დრო მახსენდება, როცა ის ჩემი აღმოჩენა და ჯილა იყო, სუფთა როკს ქმნიდა და ამით ჩემს ზანგთადმი გულშემატკივრობას უფრო არგუმენტირებულს ხდიდა.



ეს სიმღერა მადონას დაუწერა
Madonna - Justify My Love




ლენი კრავიცი 6 მილიონ ადამიანს (ჩვენ?) მიმართავს და თხოვს მათ თვითვე ააშენონ თავისი მომავალი და ნუ იქნებიან მთავრობის, პრეზიდენტისა და მეფის შემხედვარე.

Monday, May 24, 2010

ბობ დილანი



მომავალ წელს ამ დროს მთელი მსოფლიო იზეიმებს ცოცხალი ლეგენდის, უკვდავი მუსიკის მქმნელი ბატონი ბობ დილანის დაბადების დღეს.

დღეს კი ის 69 წლის გახდა.
თუ ჯერ არ დაგიმუღამებიათ მომილოცავს, მოსლოცნი ყოფილხართ.
ხოლო ვინც იცით თუ ვინ არის ბობ დილანი, თქნი სახელით იუთუბს მადლობას გადავუხდი და რამდენიმე სიღერას შემოგთავაზებთ.



Bob Dylan - Knockin' On Heaven's Door (Official Music Video) - Watch more top selected videos about: Bob_Dylan

Sunday, May 23, 2010

რაოდენობა ხარისხში. მუსიქა.

მომღერალმა იმდენი სიმღერა უნდა შექმნას, რომ მსმენელს ეცოდინოს, ეს სტილია, ეს ამ ადამიანის სტილია, მისი ჟღერადობა და დონეა.

თუ მსმენელმა ერთი ახლი სიმღერა მოისმინა შეიძლება მოიწონოს ის მომავალში, თუკი სხვა იმავე დონის და სტილისა შემდეგ მიაყოლა მომღერალმა.

მაგალითად, რომ ყოფილიყო ერთი ბობ მარლის სიმღერა, ერთი მობის, ერთი ქოლდფლეის, ერთი სტინგის, ერთი ჯენის ჯოპლინის მსმენელს ის ერთიც არ მოეწონებოდა ისე, როგორც დღეს მოსწონს.
გუშინ ემი ვაინესომის სიმღერა მომეწონა ტელევიზორში და ჩემ ბიჭს ვუთხარი,

ამ გოგომ 10 სიმღერა რომ იმღეროს ამ დონის, ვაღიარებ მეთქი. არაო, სხვა სიმღერები ბანძი აქვსო.
დასანანია, სიამოვმებით მოვისმენდი მის ალბომს მაგრამ... თურმე ვერა. დონეს ვერ იჭერს. არადა ხმაც კარგი აქვს და .. ერთი ჩემი სიმპტომიც მაგარი მომღერალი ქალისთვის - უშნოა (ნუ როგორც მინიმუმ სტანდარტული სილამაზე არ აქვს).


ხო, რადგანაც სიტყვამ მოიტანა და ჩემს სუბიექტურ სხვა ნიშნებსაც ჩამოვწერ მაგარი მომღერლების/ჯგუფების გამოსარჩევად
(ჩათვალეთ მუსიკალური გემოვნების შპარგალკად):

- პირველ მოსმენაზე არ უნდა მოგეწონოს, შემდეგ ჯერებზე უნდა ჩაგითრიოს.
- ჯგუფს დრამი უნდა ჰქონდეს და არა ელექტრო ცუმპაცუმპა ხუთკუთხედი (მოდერნ თოქინგს რომ ჰქონდა).
- სიმღერაში 2ზე მეტი მელოდია კარგი ნიშანია
- პიანინო და ვიოლინო კარგი ნიშანია, მაგრამ საკმარისი არ არის.
- სიახლე უნდა ერიოს, "დეტექტიური" მარცვალი, ანუ წესის დარღვევა უნდა იგრძნობოდეს, თუნდაც წამიერად.
- უნდა ჰქონდეს "იზიუმინკა".
- კარგი არანჟირება
- გულწრფელობა! არტისტის თავდაჯერებულობა, რომ რასაც აკეთებს, ის გენიალურია.
-ცოცხალი შესრულების უნარი
-კარგი ქავერის შესრულება კარგი ნიშანია
- კარგი დუეტი სხვა მომღერალთან კარგი ნიშანია
-სიტუაციაში, როცა მანქანაში ჭრელი მაგრამ კარგი ხალხი გიზის, თუ ის სიმღერა რადიოში გაისმა, უნდა მოგინდეს მოითხოვო ყურადღება აუწიო რადიოს და სიამაყით აზიარო მგზავრებს ნაღდი მუსიკის 3 წუთი.
-კარგი მომღერალი ქალი უშნო უნდა იყოს(თითქმის კატეგორიულად).
რატომ?
მე მიყვარს:
ჯენის ჯოპლინი, ელა ფიჯერალდი, ბილი ჰოლიდეი, ნინა სიმონე,ბარბრა სტრეიზანდი, ელისონ მოიეტი, სინდი ლაუპერი, შადე, თინა ტერნერი, სონიკი, ემ პიპოლი, მეისი გრეი...
სეზარია ევორა, ტრეისი ჩეპმენი, არეტა ფრანკლინი

აი ამიტომ.

გამონაკლისებიც მყავს (ანუ არაუშნოები): ენი ლენოქსი, ბიორკი, ტორი ამოსი, პინკი.

ყველა ეს მომღერალი ჩემთვის მეგამომღერალი და მეგაადამიანი არის და.. ძირითადად უშნო.

მეგა არა, მაგრამ კარგ მომღერლებში მატულობს ლამაზების წილი: მადონა, მილენ ფარმერი, ევანესცენსი, ნორა ჯონსი, შაკირა,ნატალია იმბრუგლია,კაილი მინოუგი,ჯუველი(დღეს დაბადების დღე აქვს თურმე).

აი კიდევ ყოფილი პოტენციური კარგი მომღერლები, რომლებიც საბოლოოდ ვერ გახდნენ ჩემი ჯილა მომღერლები, იმიტომ რომ ამავე დონის 10 სიმღერა ვერ იმღერეს.



ამ მომღერლებს აქვთ სტილი, ინდივიდუალური ხმა, მაგრამ ვერ შექმნეს ამ დონის ალბომი.
ან ნიჭი არ ეყოთ, ან "წარმატებით" თავბრუ დაეხვათ და თვითკმაყოფილებით მოდუნდნენ.


ამათგან განსხვავებით ემი ვაინჰაუსს ჯერ კიდევ აქვს დრო შექმნას (მაჩუქოს) მისი ცხოვრების ალბომი.


აგერ,კიდევ ორი ჩავუთვალე.
-----------------------------------------------------------------------------------

შაბათის ფოტოკოლაჟი - შენც შეგიძლია




Thursday, May 20, 2010

მომე სიზმარას პარკი!




რეალობა და კინოკლიშეები

ალბათ 20- მდე ფილმი მაქვს ნანახი სადაც ნიუიორკის ცენტრალური პარკი მონაწილეობს. არ შემშლია მონაწილეობს, და არა ფილმის ფრაგმენტებშია გადაღებული. 
დათქმულ-დაგინებულივით თითქმის ყველა ამ ფილმში ამ პარკში ღამეა, მასში ხან ინდივიდუალი მანიაკი მკვლელები დასდევენ მსხვერპლს, ხან კი მანიაკ-მკვლელთა ბანდები ებრძვიან ერთმანეთსა და მოქალაქეებს. ჰორორ ფილმების შედარებით ზრდასრული მაყურებლები საფუძვლიანდ რომ დააშინეს ნიუიორკის ცენტრალური პარკის საშიშროებებით, ბავშვებმა რაღა დაგვიშავესო, და ბავშვებისთვისთვისაც მოძებნეს სიუჟეტი. იქ სიბნელეში ბოროტი მტრედებით ახონხლილი ჯადოქარი დადის და მაკოლეი კალკინის მარტო სახლში (ბოდიში, ნიუიორკში) აღმოჩენილ გმირს აშინებს. 

ნიუიორკის ცენტრლური პარკის შესახებ სადღაც 1985 წელს შევიტყვე ნაქირავები ვიდეომაგნიტაფონს მოყოლილი პირველი ე.წ. ვიდეოფილმებით.  ეს ნალექი დღემდე მომყვება- ნიუიორკში დიდი ბნელი და ცარიელი ტერიტორიაა, რომელსაც ღამე და ნაწილობრივ დღე პოლიცია ვერ აკონტროლებს. პარკში იმდენად ჭრელი ბოროტები დათარეშობენ, რამდენადაც ჭრელია ამერიკული საზოგადოება: აქ არიან როლიკებზე ამხედრებული შპაგიანი, მეძავებისაგან სამყაროს გათავისუფლების გეგმით მომქმედი, ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულზე ამხედრებული, ყვითელი  ტაქსის მძღოლად შენიღბული მკვლელები. 
მოკლედ რომ ვთქვა, ნიუიორკის პარკი ისეთივე პურია დეტექტივების გადამღები რეჟისორებისთვის, როგორც ბუნების დოკუმენტალისტებისათვის ზვიგენი ან ნიანგი - გადაიღე, წარმატება გარანტირებული გაქვს. 

მაგრამ, გარდა კინო რეალობისა, ხომ არსებობს ჩვეულებრივი, გაუპიარებელი, კინო კლიშეებისაგან თავისუფალი რეალობა, რეალობა რომელიც ობიექტირია და არა წარმოსახვითი. 

ნიუიორკის ცენტრალურ პარკზე რეალობა, როგორც მინიმუმ  25-მა მილიონმა იცის. ამ პარკს ყოველწლიურად სწორედ ამდენი ადამიანი აკითხავს დადასვენებლად, განსატვირთავად, ბუნებისგან  ენერგიით დასამუხტად, უცნობ კეთილგანწყობილ ადამიანებთან უვალდებულო თბილი ურთიერთობებით დროის გასატარებლად და მოვლილ ბალახზე, საკმაოდ დიდი პერსონალური სივრცის მოლზე დასაძინებლად. 

ნიუიორკის ცენტრალური პარკი ნიუიორკელთა არათუ მხოლოდ საყვარელი დასასვენებელი ადგილია, არამედ საერთო სიამაყეცაა, სიამაყე იმით, რომ საზოგადოებამ საერთო სარგებლობისთვის შეძლო გამოეწიწკნა კაპიტალიზმის კლანჭებიდან ის მიწა ქალაქის ცენტრში, რომლის თითოეული კვადრატული მეტრი ფანტასტიკური ფასის მქონეა.
ნიუიორკის ცენტრალური პარკი 19"" წელს დაარსდა და მას შემდეგ მის მოწესრიგებაზე  მებაღეების, აგრონომების, ლანდშაფტური არქიტექტურის, და გამნათებლების, დამსუფთავებლებისა და პოლიციელების მთელ არმიას აქვს მონაწილეობა მიღებული. 
დღეს ისეთი როგორიც არის; მიწა ხეები და ბალახი, ეს პარკი ალბათ საქართველოს ბიუჯეტზე მეტი ღირს ფულად, ნიუიორკელთა დასვენებით მიღებული დადებითი ენერგია და ქალაქით სიამაყე კი დაუთვლადია.

დავუბრუნდეთ რეალურ და არა ჰოლივუდურ ნიუიორკის, უჰ შემეშალა - თბილისის ცენტრალურ (ჯერ ჯერობით ჰიპოთეტურს) ცენტრალურ პარკს.




დღეს, როცა:
1. სამშენებლო კაპიტალიზმი დროებით დასუსტებულია
2. მთავრობას ეკონომიკური  კრიზისის დაძლევის მთავარ გეზად საზოგადოებრივი (ურბანული. მუნიციპალური, ინფრასტრუქტურული) საქმეების ბიუჯეტის ხარჯზე კეთება აქვს გაცხადებული
3. მთავრობა 2007 წლის ოპოზიციურ ნოემბრამდე მოქმედი რევოლუციური მაქსიმალიზმის საწინააღმდეგოდ, ნემსის ყუნწში ძვრება ხალხისადმი მფრენდლი დამოკიდებულების (ხალხფრენდლი)  სადემონსტრაციოდ, 
იქნებ ყველაზე კარგი დროა რათა ჩვენ ვიბრძოლოთ, მოვიპოვოთ (მათ კი დათმონ და ამით ისახელონ) დიდი პარკი თბილისის ცენტრში, სადაც მოვლილ გაკრეჭილზე, დიდი პერსონალური სივრცით, დიდი სივრცული ხედებით წამოწვები და ჩათვლემ? 

და ყველაზე მთავარი წინაპირობა ამ ფანტასტიკური მიზნის მისაღწევად: 
იპოდრომი გადატანილია, მშენებელ ინვესტორებს სძინავთ, სივრცე იქ დიდია და ლანდშაფტური არქიტექტორისათვის ხელებისმოსაფშვნეტად კარგი.    



მეც მინდა თბილისის თბილ საღამოს ჩამეძინოს მოვლილ ბალახზე, ჩამეძინოს იქ, სადაც დამსვენებელთა კოტრილი და თველმა ჩვეულებრივი, ბუნებრივი მდგომარეობა იქნება, სადაც თითოეულ სტუმარს იმდენად დიდი პერსონალური სივრცე შეხვდება, რომ თავის გარშემო 200 კვადრატული მეტრის მეფედ იგრძნოს თავი. მინდა გამეღვიძოს არა საკუთარ ლოგინში, არამედ თბილისის მიწაზე, საქართველოს მიწაზე და მინდა ბუნების ნაჩუქარი ენერგიის გარდა სიყვარული ვიგრძნო ამ ქალაქისა და ამ მიწისადმი.



მე მინდა ჩემი შეშურდეთ იმიტომ, რომ თბილისელი ვარ და ამ ნებივრობის საშუალება თავისუფლად მეძლევა. მე მინდა ჩემი შეშურდეთ მეზობლებსა და განდგომილებს.    

რიყეზე ახალი პარკი შენდება. დარწმუნებული ვარ კარგი იქნება, საკმარისად ლამაზიც, მდიდრულიც და სანაქებოც, მაგრამ.... იქ ვერ წამოწვები და ჩათვლემ. სიზმარას პარკი მინდა იპოდრომის ადგილას.
მინდა ვააა.    

P.S.ინსპირებულია "ლიბერალის" ავტორის კახა თოლორდავას მიერ, სტატიით "მომე პარკი".



Wednesday, May 19, 2010

ქალღმერთი-დიდი დედა

რელიგიის ისტორიის მიხედვით ადამიანმა ჯერ ქალღმერთი შექმნა.
ეს ქალღმერთი ადამიანის მიერ შექმნილი პირველი საკულტო ძეგლია. მისი ავტორი პალეოლითში ცხოვრობდა, დაახლოებით 200 საუკუნის წინ.
ეს ის დრო იყო, როცა ცხოვრება ძალიან შორს იყო პროგრესისაგან, ცვლილებებისგან, დინამიკისგან. მაშინ ადამიანმა იცოდა რომ მის წინ ამ გამოქვაბულში ასევე ცხოვრობდა უსახელო წინაპართა უამრავი თაობა და მის შთამომავალსაც ზუსტად ასევე უნდა გაეგრძელებინა არსებობა. მისი საზრუნავი სითბო, სიმშვიდე, ბუნების წყალობა და ჯანმრთელობა იყო.
დიდ დედას სრულად შეეძლო ამ სურვილების აღსრულების ადრესატი ყოფილოყო.

ადამიანი, ჰომოსაპიენსი ხომ ძალიან დიდი ხანია არსებობს, ზოგი მილიონ წელს ამბობს, ზოგიც 100.000ს.
უფრო ხალმოკლე ვადა, 100 ათასი რომ ავიღოთ, გამოვა რომ 96 ათასი წელი ადამიანები, რომელთაც მიზერული კვალი დატოვეს, სრულიად კმაყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ დიდი დედის ზედამხედვდლობითა და მწყემსვით.
ვინ იცის, იქნებ ამ 96 ათასი წლიდან 30 ათასი წელი (300 საუკუნე) მაინც ხომ იქნებოდა ადამიანი დიდი დედის მადიდებელი?






მას შემდეგ რაც ადამიანმა ვაშლი შემეცნებისა იგემა და თავის თავს, როგორც პროგრესის მონაწილეს, თემის, გვარის, ეთნოსის, ერის საერთო წარმატებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს შეხედა, აღმოაჩინა, რომ მისი სამyარო არ შეიძლება შემოფარგლულიყო დიდი, მსუქანი, თბილი და მზრუნველი დედის შესაძლეობებით.
მას დასჭირდა უმაღლესი გონი, ყოველთვის მართალი და ყოვლისმცოდნე, რომ თვითონაც ეძებნა ეს ყოველივეს ცოდნა. ის აღარ უნდა დამსგავსებოდა დიდ დედას, მას მისაბაძად მამაკაცი ღმერთი სჭირდებოდა. და იპოვა კიდეც.
ქალღმერთებმა გვერდზე ჩაიჩოჩეს, თავიდან არ გამქრალან, მხოლოდ უზენაესი სტატუსი დაკარგეს, შემდეგ კი სულაც უარყოფილები იქნენ.
მამაკაცი ღმერთების გაჩენას მალევე მოჰყვა დამწერლობისა და არქიტექტურის გაჩენა .ეს იყო დაახლოებით 5-6 ათასი წლის წინ.






და თუ ეს დაშვება მართალია, მაშინ დიდ დედას, რომელც ვთქვათ 36 ათასწლეულისა, უფლება აქვს პანთეონში და იქნებ გონებაშიც თავისი კუთვნილი კუთხე მოითხოვოს მის მიერ ნამწყემსი ადამიანებისაგან.

იქნებ აქვს კიდეც ეს კუთხე? იქნებ საკმარისია მისი დღესაც შემორჩენილი სტატუსი:
ქრისტიანები ღვთისმშობელს იმდენივე სანთელს უნთებენ რაც მამას, ძესა და სულიწმინდას ერთად. ხომ არ არის ეს უნებური დიდ დედასთან მიბრუნებისა და მობოდიშების გამოხატულება?
დედაბუნდბა, ადგილის დედა, დედამიწა, დედააზრი, დედაბოძი, დედმამა, დაძმა, ქალვაჟი, ინდოელები დღესაც თაყვანს სცემენ შივას, მრავალხელა ქალღმერთს.

იქნებ ქრისტიანები უკეთეს პირობებში აღმოვჩნდით. ქრისტიანობამ ჩვენ ხომ დიდი დედა დაგვიტოვა. ჩვენ ის გვყავს და ველაპარაკებით კიდევაც მარიამის წინაშე სანთლის დანთებისას.

იეღოვას მოწმეების აგრესიულ-ენერგიულ ნოტაციებს რატომ აღარ მოჰყვება ამ რელიგიის შემდგომი გავრცელება? იქნებ ქრისტიანებს არამხოლოდ ქრისტეს ჩვეულებრივი მოკვდაობა არ გვჯერა, არამედ მარიამის დაკარგვის გვეშინია?
მაშინ ხომ მკაცრი პრინციპული, მართალი მისგან დავალებული და მასზე დამოკიდებული მამაღმერთის ამარაღა დავრჩებოდით?
კარგია დედაღმერთის ან თუნდაც მარიამის გარეშე თუ არა?





მოიგეს თუ წააგეს მუსულმანებმა ქალი რომ არ ჰყავთ პანთეონში?

იქნებ ქალი პანთეონშ გვხვდის გულჩვილსა და უპრინციპოს? შემგუებeლსა და კმაყოფილს?

იქნებ შივას იმედად ყოფნა ტოვებს ინდუსებს ინდიფერენტულ თვითკმაყოფილებაში, რის შედეგად მათ 800 მილიონიან ერს ერთი ოლიმპიური ჩემპიონიც კი არა ჰყავთ?
ანდა პირიქით, ქალი რომ გააძევეს პანთეონიდან იქნებ ამიტომაც არიან ასე კატეგორიულნი მუსულმანები. მათ უმაღლესი გონის გარდა მსაჯული აღარავინ ეგულებათ, იმეცადინეს რაც შეეძლოთ. ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია, მედიცინაში მნიშვნელოვნად გაასწრეს ევროპელებს მეთხუთმეტე საუკუნემდე. შeმდეგ კი სამეცნიერო ტექნიკური ბაზის არარსებობის შედეგად სტაგნაცია განიცადეს და მეცნიერებაში იმედგაცრუებულებმა ღმერთს როგორც ერთადერთი სწორი გზით მწყემსავ დასამორჩილებელ უმაღლეს გონს შეხედეს.
ისინი კვლავ უმაღლეს გონს ეთაყვანებიან. ამის დასტურად მიმაჩნია ის, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები რომელიც უმაღლეს საინჟინრო, არქიტექტურულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ დონეს მოითხოვს მუსულმანურ ქვეყნებშია:
რეკორდსმენი მალაზიის პეტრონას ტაუერი დღეს რეკორდსმენმა დუბაის ბურჯ ხალიფამ შეცვალა. ამ მშენებლობების ინტელექტუალური ბირთვი ევროპელთაგან აიყვანეს და თავის ქალაქებში ააშeნებინეს ტაძრები უმაღლესი სამართლიანი და მკაცრი გონის სადიდებლად, მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.





რატომ აღარ აშენებენ უფრო მდიდარი ევროპა-ამერიკელები ასეთივე ნაგებობებს?
რამ მისცა მათ თვითკმაყოფილება მხოლოდ იმითი, რაც რაციონალური და მოხერხებულია, იქნებ დიდი დედის გარანტირებულმა კეთილგანწყობამ?



"პორტობელოელი ჯადოქარი" (პაულო კოელიო) ეკლესიამ მოკვეტა როგორც ქმარსგაშორებული და ის ღმერთის ძიებას სუფთა ფურცლიდან შეუდგა. მან იპოვა ის, 360 საუკუნის ასაკის, მუდამ ჩვენთან მყოფი, ოღონდ სტატუსის გარეშე დარჩენილი. ათენას ქრისტიანობა და ქრისტე არ უარყვია. მისთვის ქრისტე დარჩა "მოდით ჩემთან ჩემი წესის მიმდევარნო და სხვა ყველაფერი ჯანდაბას" მასპინძლად, რომელთანაც ეკლესიამ არ მიუშვა. არ მიუშვა იმ საბაბით, რომ ეკლესიამ, ჯანდაბაზე გასაგზავნი ერთერთი ბარიერი "სხვა ყველაფრიდან" (განქორწინებულობა) არ შეიძლებოდა გადალახულიყო ქრისტესთან მისასვლელ გზაზე.






---------------------------------------------------------------------
და თუკი რელიგია მართლაც არის ხალხის მენტალური სტატუსის შემქნმელი, მისი ქმედებების მამოდელირებელი, როგორია ამ მხრივ მართლმადიდებლობა. რას გვჩუქნის და რას გვართმევს?
როგორია ის სხვა რელიგიებთან შედარებით?



იქნებ შივას იმედად ყოფნა ტოვებს ინდუსებს ინდიფერენტულ თვითკმაყოფილებაში, რის შედეგად მათ 800 მილიონიან ერს ერთი ოლიმპიური ჩემპიონიც კი არა ჰყავთ?

==============================================================================
==============================================================================
რა წვლილი აქვს მართლმადიდებლობას ჩვენს წარმატებებსა და მარცხებში?
მე მართლმადიდებელი ათეისტი ვარ. ეს ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად რომ ათეისტი ვარ ჩემს თავს შეგნებულად ვაკუთნებ იმ ადამიანებს რომელთაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არ უდგათ ეჭვის ქვეშ.
მე მიყვარს ეს ხალხი და არაფრით გავცვლი მათთან ერთად ერთ ჩვენ ჯგუფში ყოფნის სიხარულსა და სიამაყეს. მაგრამ ვერც იმ უფლებას დავთმობ რომ ეჭვით შევხედო ყველაფერს.
მართლმადიდებლები ნაკლებად წარმატებულები არიან სხვა ქრისტიანებთან შედარებით. მართლმადიდელთა შორის კი ქართველები ვართ სხვაზე ნაკლებად წარმატებულნი.

დიდი დედის, მარიამ ღვთისმშობელისადმი მოჭარბებული იმედი და რწმენა ხომ არ არის ამ შედეგის გამომწვევი?
დიდი დედას მართლმადიდებლებში მეტი ძალა აქვს ვიდრე ევროპელებში, ქართველებში კი სხვა მართლმადიდებლებზე მეტი.
საქართველო ხომ მარიამის წიხვედრი ქვეყანაა. ვერ ჩამოვიდა აქ საქადაგოდ, მაგრამ წილყრისას ხომ შეხვდა და ახლა ჩვენი განსაკუთრებული გულშემატკივარია ღმერთის საუფლოში (ნეტამც მართლა).
ქართველებმა ხომ იძულებითი ათეიზმის ეპოქაში მხოლოდ დედა- ქართვლის დედა დავაბრუნეთ და ხმალიც მას გადავულოცეთ.





მაშინ როცა ყველა ევროპულ ქალაქში საუკუნეების განმავლობაში იდგა ცხენზე აღმართული რაინდი, ჩვენ როცა ძეგლების აგების საშუალება მოგვეცა ერთ ცხენოსანს (ვახტანგ გორგასალს) სასწრაფოდვე ამოვუყენეთ დამთრგუნავი რაოდენობის პრეისტორიული დიდი დედის ძეგლები: მედეა ბიჭვინთაში, მუზა ფილარმონიასთან, კიდევაც დაიზრდებიან ალგეთში, და მათი კრებითი ქართვლის დედა ნარიყალას გასწვრივ.



მომავალ გლობალურ იდეალურ რელიგიაში, რომელსაც გლობალიზაცია და დედამიწის დაპატარავება უცილობლად მოიტანს, რა ადგილი ექნება დიდ დედას?





ჩვენ რა უნდა ვქნათ? უნდა გვქონდეს თუ არა მომავალში ის რაც დღეს ერთი მხრივ გვაძლებინებს ამ დამთრგუნავ წაგებებისა და გაჭირვებების უსასრულო ჯაჭვის თრევას და მეორეს მხრივ, არაობიექტური ზოოლოგიური ოპტიმიზმის ჩანერგვით თვითონვე გვკიდებს დიდი წაგებებისა და მცირე მარცხების ახალახალ მძიმე რგოლებს. ვხეირობთ თუ არა იმით, რომ ჯერ კიდევ კალთაში მჯდომიარე, გარანტირებულად დაცული და საბოლოოდ აუცილებლად გამარჯვებული გვგონია თავი?


-------------------------------------------------------------------------


ჩვენგან დედამიწის გადაღმა, ზუსტად ჩვენს ფეხთ ქვეშ, ოღონდ დედამიწის მეორე პოლუსზე, სადღაც ჩილესა და ავსტრალიას შორის აღდგომის კუნძულებია. ევროპელები იქ რომ ჩავიდნენ აბორიგენები აღარ იყვნენენ, მხოლოდ მათი ნაშთი დახვდათ, ერთ მწკრივად ჩალაგებული ქვის თავების გრანდიოზული მწკრივები. მათი შემქმნელი ტომი გამქრალი, ამოწყვეტილი იყო. "დისქავერიში" მოვისმინე, დღეს მეცნიერები თვლიან. რომ კუნძულელები მას შემდეგ გადაშენდნენ, რაც კუნძულზე ხეები დაჭრეს და ეკოლოგიირი კატასროფა მოიწყვეს. ხეების დაჭრა კი იმისთვის დასჭირდათ, რომ
მთაში გამოჭრილი ტოტემის ქვის თავები ოკეანის პირას ჩამოეგორებინათ.
იმ დროს, როცა ტომის ბელადს ან ბელადს ამხედრებულ ჭკვიანს ლიდერს უნდა ეთქვა , უნდა ეყვირა დრეს ეს ხეები უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თავების ერთ მწკრვში დალაგებაო, არ თქვა, არ იყვირა. ისინი თავიანთმა რწმენამ, თურმე ცრურწმენამ გადააშენა.
აქეთ რა გველის გადმოღმა?

როგორ უნდა ჩამოვცოცდეთ დიდი დედის კალთიდან და ვისწავლოთ სიარული?
ვისწავლოთ წაქცევებისა და წაქცევის საფრთხის მიუხედავად?


იქნებ ეს სულაც არ იყოს ზურგის ქცევა დიდი დედის მიმართ, იქნებ მასაც მოვბეზრდით ბებერი უსუსური ბავშვი. ჩვენ ფეხზე დადგომა ხომ ბევრმა უმცროსმა დაგვასწრო. ვინ მეტად შეასრულა დედის სურვილი, ჩვენ მიწებებულებმა თუ მათ გაჭენებულებმა?





რა გაგვიზრდის პასუხისმგებლობას საკუთარი სახელწიფოს მიმართ? საერთოს მიმართ?
ვინ გაათრევს ჩვენს გასათრევს? ვინ დაგვიცავს, დიდი დედა თუ მასზე უარის თქმა?

Monday, May 17, 2010

რეტრო მუსიკა

იმდროინდელი კლიპები, როდესაც სსრკ-ში მუსლიმ მაგომაევი, კაბზონი, ალა პუგაჩოვა, და ათასი სხვა უარესი ჯანდაბისთვის უნდა გესმინა.

"ეს ესტრადაა" იყო ევგენი მაჭავარიანის საავტორი გადაცემა, რომელიც ცალი თვალით გვაჩვენებდა მსოფლიო მუსიკას. თურმე ეს ერთი თვალით შეჭყეტვაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მადლობა ევგენი მაჭავარიანს.







ედვარდ ჯენერი




მსოფლიო ისტორიაში ბევრი სახელოვანი პიროვნებაა, რომლებიც რომ არ დაბადებულიყვნენე მილიონობით ადამიანი სიკვდილს გადარჩებოდა.
მათ საპირისპიროდ, მსოფლიო ისტორიაში რამოდენიმე ადამიანი რომ გაჩნდა, ათეულ მილიონობით ადამიანი სიკვდილს გადარჩა. ერთერთია სერ ედვარდ ჯენერი.

Born: 17 May 1749
Birthplace: Berkeley, Gloucestershire, England
Died: 26 January 1823
Best Known As: English doctor who introduced smallpox vaccinations

Sunday, May 16, 2010

   დაუშვა თუ არა ამერიკამ იგივე შეცდომა რაც საქართვდლომ?




  

საქართველომ შიდააშლილობით " დეფაქტო პრეზიდენტის" "დეფაქტო პარლამენტის" ძახილით ხელფეხი გაუხსნა რუსეთს, რომ მას გაებედა საქართველოს ოკუპაცია და დაქუცმაცება. 
ამერიკამ ჩეხეთ-პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე უარის თქმით და ე.წ. "რესტარტის" პოლიტიკით, სუსტად ხომ არ ეჩვენა რუსეთს?
რუსეთი დღეს გაჭენებულია: ყირგიზეთი, უკრაინა, საქართველოს ოპოზიციაში დასაყრდენი, ნავთობზე კვლავ მზარდი ფასები, კლანჭები ღრმად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

 
ვინ იცის იქნებ პოლონეთის დასავლური ფრთის ამპუტაცია, იქნებ ამერიკის პასიურმა პოზიციამ განაპირობა. რამდენ ხანს გასტანს და რითი დამთავრდება გადატვირთვა? 

რამდენად მნიშვნელოვანია ის თუ რას აჩვენებ იმასთან შედარებით, რასაც სინამდვილეში წარმოადგენ?
რას წარმოვადგენთ ჩვენ და რას ვაჩვენებთ?

ტრაბზონელებმა კულტურული შოკი მიიღეს, ჯერი მოსკოველებზეა

რაგბში საქართველო რუსეთის შერკინებაზე დასასწრებად საქართველოდან 20 ათასამდე მაყურებელი ჩავიდა. 
ტრაპიზონელების რეაქციის შესახებ 2 კომენტარი მოვისმინე:

ერთი ახალგაზრდა ფორუმზე წერდა , თურქებმა რომ დაგვინახეს ალბათ ქალაქის მეორე მხარეს გადაიკარგნენ, ქალაქში მოქალაქეები ფაქტიურად არ გვხვდება და ტრაპიზონის თავზე კვლავ ქართული დროშა ფრიალებსო ( ანუ "დავიპყარითო").

მეორემ მითხრა, თურქებმა, რომელთაც 20 წლის განმავლობაში მხოლოდ შეწუხებულსახიანი ოცჩანთა აკიდებული ვაჭრები და მეორეხარისხის ბოზებად ხედავდნენ ქართველებს, უცებ დაინახეს 20 ათასი ლაღი, გამარჯვების მოლოდინის ეიფორიით ანთებული, კარგად ჩაცმული და ჯიპებზე ამხედრებული ქართველი ჯანღონიანი ახალგაზრდა. ამ ფონს მოჰყვა გვირგვინი - გამარჯვება რუსეთთან, რაც ქართველებმა მთელ ქალაქს გააგებინეს.

და შედეგი: 
თურქებმა კულტურული შოკი მიიღეს იმით, რომ ქართველები ასეთები ყოფილან და არა ისეთები, როგორადაც იცნობდნენ.


მასშტაბების მიუხედავად მოსკოველები ისევე ცდებიან როგორც ტრაბზონელები.
მათთვის ქართველები შეწუხებულსახიანი  იაფი, არაკვალიფიციური მუშახელია: ბაზრებში სუნელებისა და პადზემკებში გაზეთების გამყიდველი, ქართვდლებს თავის ქვეყანაში ვაშლი, მანდარინი და მწვანილი მოჰყავთ, იაფფასიან ღვინოს ასხამენ ვაგონებში და რადგანაც მოსკოვში, ამსიშორეზე მოაქვთ ( მოჰქონდათ) გასაყიდათ, ესეიგი ამოწყდებიან რომ ვერ გაყიდონ.
ქართველები ქურდბაცაცები და აფერისტებია, ერთმანეთში ჩხუბობენ და ერთმანეთს არეკეტებენ. მათი მზე დიდი ხამია ჩაესვენა, ადრე ისინი აქ დიდი ფულით ჩამოდიოდნენ, ელიტა მათ ღებულობდა, რესტორნებს კეტავდნენ...


როგორ უნდა მიიღოს (Tundac მიკრო) კულტურული შოკი მოსკოვმა საქართველოსგან?

რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ:



-გეიპარადი თბილისში
-მაგარი არაპოლიტიკური ფილმი მსოფლიო აღიარებით
-ახალი გუნდები ახალ გუნდურ სპორტებში (კერლინგში მაგალითად)
-ქართულ-აფხაზურ-ოსური ფესტივალი თბილისში


..

თქვენ გააგრძელეთ.

შაბათის ფოტოკოლაჟი- ეს შენც შეგიძლია