Monday, December 24, 2012

ოპტიკური ტყუილი – ილუზია

ცივილიზაციამ დაუშვა ოპტიკური ტყუილები, ეს თემა ყველაზე გავრცელებულ ოპტიკურ ტყუილზეა – ავტომანქანებზე. მაგრამ ჯერ ნუტელაზე. ნუტელაც დაშვებული ოფიციალური ილუზიაა, მწარმოებელს ის ძვირი უჯდება, მყიდველი არ არის თანახმა იყიდოს ცოტა ძვირად, ამიტომ ნუტელას ქილა მწარმოებელმა ისეთი ფორმით დაამზადა, რომ მყიდველს ის დიდი ეგონოს – ხუფი განიერი, ანფასი განიერი, მხოლოდ გვედრდხედშია ვიწრო. ყველა კმაყოფილია: გამყიდველმა მოინადირა მყიდველი, მყიდველმა მნიშვნელოვანი ნივთი შეიძინა, მერე რაა, რომ მალე გათავდება, ეს მერე იქნება. 2000 წლის შემდეგ გამოშვებულმა ავტომობილებმა უნიფიცირებული იდეალური სასურველი ფორმა მიიღო, ქუჩებში დაქრიან მორჩილი და ლამაზი ბალიშები, ბოტასები, თვალები გაუდიდდათ, პიროვნული იერი მიიღეს, ადამიანური, მომრგვალებული და კანონზომიერი.

გინდა ჩაეხუტო და მოეფერო. მაგრამ ეს ილუზიაა. ავტომობილი 1 ტონიანი რკინაა, ცივი და საშიშია, უროა, ნაჯახია, ბურღია, შუბია. ეს როცა დგას, ხოლო მაშინ, როცა მოძრაობს პლიუს კიდევ გილიოტინაა, ცელია, ძრავიანი ხერხია, ქარხნის შტამპპრესია. ჩვენ მას ვერ ვხედავთ. ავტომობილის შინაგანი ბუნება მხოლოდ ავარიის შედეგად მგამოვლინდება ხოლმე.
ჩვენ წამიერად დავჭყიტავთ თვალებს და პირჯვარს გადავიწერთ, აი, შეეშალა და დაისაჯა, ჩემი მანქანა კი ბუნთულა და ღუნღულაა. ჯობია გუნებაში, იქ სადღაც მიმალულში მაინც გვახსოვდეს, ეს რკინა საშიშია. შენ სანამ მანქანის მართვის მოწმობას მოგცემდა სახელმწიფო, ფსიქო მოგთხოვა, მაშინ ზოგადი უნარების ტესეტები არ იყო და იმიტომ. შენ თუ მანქანას წესიერად მართავ და ამავე დროს ნაპოლეონი ან გრეტა გარბო ხარ, ეს პრობლემას არავის შეუქმნის, მაგრამ ფსიქო მინიმალურ გარანტიას მაინც იძლევა, რომ შენ გზაზე წარმოქმნილ მარტივ ამოცანებს მაინც გადაწყვეტ. იყავი ფრთხილად, იყურე შორს, გათვალე დროზე. ნუ შეგაცდენს ოპტიკური ილუზიის შედევრი – თანამედროვე ავტომობილი. შენ გილიოტინას დააქროლებ.
სინამდვილეში ის ასეთია.
ან სულაც, ასეთი.

Sunday, November 18, 2012

3 გენიოსი

ამავე დედამიწაზე დღეს ცხოვრობს რამოდენიმე მუსიკალური გენიოსი, რომლებიც იმდენად პროდუქტიულები აღმოჩნდნენ, რომ მათ ხალხი  ჯგუფებად იცნობს - Moby, Fatboy Slim და Gorillaz

სინამდვილეში თითო თითო კაცია.

Moby   -

 Richard Melville Hall

ფეტ ბოი სლიმი  -

Norman Cook

 

 

   

 

Gorillaz     &     Blur  - (ორივე!)

Damon Albarn

Gorillaz

Blur


ეს კლიპები მათი მწვერავლები არაა,  თითოთითოა მათი ალბათ 1000 - 1000 დან

იბურჯღალე 
youtube.com-ში









3 გენიოსი

ამავე დედამიწაზე დღეს ცხოვრობს რამოდენიმე მუსიკალური გენიოსი, რომლებიც იმდენად პროდუქტიულები აღმოჩნდნენ, რომ მათ ხალხი  ჯგუფებად იცნობს - Moby, Fatboy Slim და Gorillaz

სინამდვილეში თითო თითო კაცია.

Moby   -

 Richard Melville Hall



ფეტ ბოი სლიმი  -

Norman Cook

 

 

   

 

Gorillaz     &     Blur  - (ორივე!)

Damon Albarn




ეს კლიპები მათი მწვერავლები არაა,  თითოთითოა მათი ალბათ 1000 - 1000 დან

იბურჯღალე 
youtube.com-ში









Friday, October 19, 2012

all museum forte

ეს ინფორმაცია გაფიქრებინებთ რომ დიდი მონიტორი გჭირდებათ.
 მე უკვე ვეძებ.
 აი უყურე, 40 ქვეყნის 150 მუზეუმის 32000 ნიმუში საუკეთესო ხარისხით გადაღებული შენს წინაშეა.

 შეგიძლია ისეირნო გუგლის სთრით ვიუს ტექნოლოგიით გადაღებულ ბერლინის, ფლორენციის, ნიუიორკისა და პარიზის მუზეუმების კორიდორებში და ურცხვად დააზუმო ყველა ნუმუში რეალურზე რამოდენიმეჯერ მეტად.



 არის ერმიტაჟი, უფიცა, მეტროპოლიტენ მუზეუმი, ბერლინის მუზეუმები ეტქ. მოკლედ 32 ათასი ნიმუში!!! (ჯერ არაა ლუვრი, ორსე).

 მადლობა გუგლს!


 აი საიტიც:
www.googleartproject.com


 შედი.
 დააწკაპე F11, რათა ჩარჩო გაქრეს და ... ისიამოვნე.

 მარჯვნივ ყვითელი კაცუნა მონიშნე და.. გადაგიყვანს მუზეუმში იმ ადგილას, სადაც სურათი კიდია სინამდვილეში.
ან გაუშვი სლაიდშოუ.
შენც მალე ინატრებ უფრო დიდ მონიტორს.

სურათები სუპერხარისხისაა, ზოგიერთი გიგაპიქსელის ზომის, ჩადი და ჩადი და ჩადი, ფუნჯის ცალკეული ბეწვის მონახაზს ნახავ რელიეფში. მაგარია.


 მოკლედ, აწკაპუნე და დატკბი.
 გილოცავ!

 http://www.answers.com/topic/google-art-project აქ გუგლის არტპროექტის მიმოხილვაა. On April 3, 2012, Google announced a major expansion to the Art Project as it signed partnership agreements with 151 museums from 40 countries. The platform now features more than 32,000 artworks from 46 museums



 + ვის ეხება, ჩვენი გალერეა და მუზეუმები ძაან მინდა მანდ რომ იყოს.

Wednesday, October 17, 2012

დროა ბლოგს მოვუბრუნდე.

ამდენ ხანს ფორუმჯისთან ვღალატობდი. აქ დასადები თემები ფორუმზე მიმქონდა და 10% საინტერესო გამოხმაურებებს ვნახულობდი. იმ იშტაზე ვიყავი, ის ათი, დანარჩენ 90–ს მერჩივნა.

საიდუმლო ტელეფონოგრამა 100 წლის შემდეგ გურამ ფანჯიკიზე ვს კიტოვანი ნუ ამჩატდებით, გამარჯვება წინაა, მაგრამ შორს. აღარაქტუალური თემა მიშა ჭავჭავაძე დემოკრატია გინდებლარიენ? დადე პროგნოზი, უმადური საქმე. საქართველო გაბრწყინდება, ოღონდ ჯერ არა გააანალიზე 1. რატომ არის ბიძინას გამეფება, ჩემი ოცნების დასრულება? სუპერმოცლილთა თემა, ვიდეო 20 წთ. დუნე თემა არავისტებისთვის, გიწვევთ ჟიურიში. + სიამაყე, სამწუხაროდ პერსონალური ბიძინა (საქართველო) ხვდება მედვედევს(რუსეთს), დაუწერეთ ტექსტი სიტუაციური ამოცანა, პოლიტიკა/ საზოგადოება პრიორიტეტი თუ შენი არაა, არ გაქვს უფლება შეანელებინო ან გადაახვევინოო გავიღვიძოთ ახალ ქვეყანაში, ოღონდ იმაში არა, რომელიც ძველია. რაოდენობა ხარისხში, როდის გადაიზრდება? პროფესია ლიდერი? ფაკო არ ფაკო, საკითხავი აი ეს არის კლარნეტი თუ ჰობოი პოლიტღალატის ანატომია, შენც დეზდემ.. ბრუტუს? თანაგრძნობის ანატომია, სააწყალი მიშას ოცნება ვს ბიძნას ოცნება ვიცნობთ მტერს? რისიც მეშინოდა ის მოხდა, დასავლეთი ვს რუსეთი ოპო და პო, ერთიანობის დროა.ჩვენი პოზიციები მალე დაახლოვდება კიდევ ერთი დუნე თემა, მოცლილებისთვის 2008 შეასრულათუ არა ქართულმა ჯარმა თავისი როლი? 1921 წელს საქართველომ არ იბრძოლა დამოუკიდებლობისათ, მაშინ დილემა, ახლა არჩევანი გაიგეთ ხალხო, მიშამ არაფერს ვნანობო., რა შეცდომა დაუშვითო კითხეს. იაფი შანსი საქართველოსთვის გახდეს ბრენდი, მხოლოდ 10 მლნ წელიწადში. ხიდჩატეხილობა, მესამე ხიდჩატეხილობა განვითარებული ხალხის ქვეყანა, ჯიში თუ წვრთნა? პატრიოტიზმი ზვიადიზმის გარეშე, მეღირსება? 50 ქართული ბუნებრივი საოცრება, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდე სიცოცხლეში საზაფხულო უფასო ნაკოლები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ლუი მზე მეთოთხმეტე VS მიშა სააკაშვილი, პარალელები და არამარტო მუხრანი - ნოდარი, საით უნდა წავიდეს საქართველო? იმედი. ოცნება , მირაჟი, ბლომანჟე, ეთერი, ზეფირი. მოდელირებული სიზმარი, ტირაჟით 4.500.000 კვნესა (ბიძინა) თუ ჭყვიტინი (მიშა)?, ბებერი გოჭი 21vs21, პარალელები ხელისუფლება ქიხია, ნებისმიერი ვისაც ეს ყველაფერი გაწუხებდათ და ღირსებას გილახავდათ, დღეს რას ფიქრობთ?
საქართველო VS ქართველები, პრინციპში ჩემი მტრების შკალა, მტრობის კლების მიხედვით საერთო ქართული საქმე!, სრულიად საქართველო უიკენდზე! მარტივი ამოცანა, საშინაო დავალება ნატო ჰილარისგან ახალციხე ახალქალაქი, რაც ვანახე ახალი. ბოროტი ღმერთი ვს კეთილი ღმერთი, რეალობა ვს ოცნება რამდენჯერ იყო მიშა გორში ომის დროს?, 1,2,3,4, თუ 1? სად დგას პატრიოტიზმის ტახტი?, სამებაში თუ შუშის კვერცხში? ახალი რევოლუცია!, ახალი ლოზუნგი ვშვათ. "ჩვენსობას" მსოფლიოში პირველად., ეს მოხდა ჩვენს ბიოგრაფიაში. მეომარი ერი vs წესიერი ერი. სკაიპი ესტონელებმა, ქართველებმა ბრანწი?

Thursday, October 11, 2012

იესოს ესპანური რესტავრაცია

ეს ამბავი დოკუმენტური სევდიანი ისტორიაა, მოხუცმა ღვაწლმოსილმა რესტავრატორმა მე 17 საუკუნის ესპანურ ხატს გაუკეტა რესტავრაცია. შემდეგ განაცხადა, განათება იყოო ცუდიო. მან რაც გააკეთა ეს რესტავრაცია კი არა რეგრესსტავრაციაა, ოღონდ 40 საუკუნით უკან. ესპანეთის და საფრანგეთის მთებში, გამოქვაბულებში სწორედ იმ დროს გენიოსი მხატვარი ცხოვრობდა. ეს დღევანდელი, მანამდელი პრიმიტივია. ნუ გაუბრაზდებით. მე ბევრი ვიცინე, ოღონდ პაუზა დამჭირდა, დამეჯერებინა,რომ ეს ამბავი დოკუმენტურია. მიჰყე ლინკს.

Wednesday, August 29, 2012

And no religion too



ლონდონის ოლიმპიადის დახურვაზე ეს იმეჯინ მთელ ოლიმპიადად მიღირს.

ის ხომ მთელმა მსოფლიომ ნახა და მთავარია ..  მოისმინა.


Imagine there's no heaven
It's easy if you try
No hell below us
Above us only sky
Imagine all the people living for today

Imagine there's no countries
It isn't hard to do
Nothing to kill or die for
And no religion too
Imagine all the people living life in peace

You, you may say 
I'm a dreamer, but I'm not the only one
I hope some day you'll join us
And the world will be as one

Imagine no possessions
I wonder if you can
No need for greed or hunger
A brotherhood of man
Imagine all the people sharing all the world

You, you may say 
I'm a dreamer, but I'm not the only one
I hope some day you'll join us
And the world will live as one

Saturday, August 11, 2012

კარსანი




წინა უიკენდზე კარსანში ვიყავი.

მაგარია.


ოღონდ გაზაფხულზე აჯობებს, სანამ ბალახი მწვანეა.


ესეიგი, ადიხარ  მცხეთის გზაზე, " სახალხო" სალობიეს რომ გაუვლი  მარცხნივ სადრღაც 100–300 მეტრში.

ადიხარ ზემოთ და ზემოთ, მოკირწყლული გზით ( რაც არ უნდა გასაკვირი იყოს)
სოფელი – 4–6 სახლი, ბევრი არაფერი, აგრძელებ გზას მაღლა – ორიენტირი " წმინდა ნინოს მონასტერი"  (ისრებია) მსუბუქით ბოლომდე ვერ ახვალ,

სადღაც 1 კმს ფეხით ულამაზეს ტყეში, ბილიკზე.



ბილიკიდან გადმოღმა ხელისგულზე ჩანს მცხეთა და ჯვარი, ზემოდან ქვემოთ.

ადიხარ , ნახულობ  მონასტერს, ძველი ბაზილიკაა, და

აგრძელებ გზას მთის ქიმზე.
კიპარისის  ტყე და  მიადგები პანორამას –  ერთ მხარეს თბილისი, შემდეგ არმაზის ციხე, შემდეგ ქსნის ციხე, შიომღვიმეს ხეობა.  ანუ ერთი წერტილიდან ხედავ  თბილისსა და ქსნის ციხეს, რომელიც გზაზე მგზავრობისას გორიდან გამოსვლისას გხვდება.


პატარაა საქართველო.


ღირს ასვლად.



+ თვითონ სოფელში, ძველი ეკელესია, ძაან დანგრეული,
+1904 წელს აშენებული კარსანის ობსერვატორია, რომელიც მერე ტუბდისპანსერი ყოფილა, ახალ ცარიელი.




++  ზემოთ, მონასტერთან სადრაც 20 კაცს დაიტევს, მაგიდაა სკამებით ( ე.წ. ძელსკამებით).

Wednesday, August 8, 2012

Oscar Pistorius









ნამდვილ ოლიმპიადაზე.

ლონდონი 2012.

Monday, July 9, 2012

იქსიკი და ნოლიკი

რელიგია და ღმერთის ბოზონი.


 ........................................კოლაიდერი ნოლიკია.












 ........................................რელიგია–ჯვარი იქსიკია.













ეს თასწლოვანი თამაშია იქსიკ ნოლიკს შორის, უფრო სწორედ, მეცნიერებასა და რელიგიას შორის.








ნოლიკმა თვისი გლობალური ტემპელი აღაგო – კოლაიდერი.
და..
დასკვნა დადო – ღმერთის ნაწილაკი ნაპოვნია და ბოზონია  მისი სახელი.

მოემზადეთ უღმერთო მსოფლიოსთვის.

ბოზონი ყველაფერს ხსნის, ამ იქსიკ ნოლიკში ნოლიკი იმარჯვებს, მისი ბოლო სვლა ცინიკური ხითხითის თანხლებით წარიმართება– ღვთიური ნაწილაკი, თვალებანთებული მარცვლავს მეცნიერი.
ეს იქსიკ ნოლიკი 23 საუკუნეა მიმდინარეობს, გამარჯვებულს 2015 წელს გამოაცხადებენ. მანამდე აცლიან იქსიკიანებს, თვითონვე მიხვდნენ გამარჯვებულის ვინაობას.

აი, ეს მონაზონი უკვე ენდობა  მეცნიერებას  ტექნოლოგიას და ცივილიზაციას.

Monday, July 2, 2012

პრაგმატული ანდერძი მასებს


პრაგმატული ანდერძი მასებს რომელთა შესრულებას ნებისყოფა არ უნდა

იქონიეთ აბანოს ხალათი
იხმარეთ ძირს დასაგდები პირსახოცი აბაზანიდან გადმოსვლისას, როგორც სასტუმროებშია
წვერი გაიპარაეთ ბანაობისას, სანამ თავი და საპარსი ტერიტორია შამპუნში გაქვთ


იქონიეთ მეტალოპლასტმასის გადმოსაღები ფანჯრები ( და თქვენი ფანჯარა დროის 40% ით მეტ ხანს იქნება ღია. 

იყიდეთ ძვირიანი დემისეზონური ტანსაცმელი ( ორ სეზონზე გამოგადგებათ). 

ნუ დაგენანებათ ცხელი წყალი ( ანუ წყლის გაცხელების ხარჯი) აბაზანისთვის. 
აბაზანაში ჩაწოლა სიმს სიტის მაცხოვრებელთა მთავარი სტრესის წამალია, რეალშიც. 
აბაზანას იგივე ოდენობის წყალი ჭირდება რაც შხაპს, ოდნავ მეტი. ასე რომ არ ღირს ხარჯი უარის თქმად. 

იქონიე კომპიუტერი ისეთი, ჯიბეში რომ ჩაეტიოს, თუნდაც ამისთვის სპეციალურად დაკერებულ- გადაკეთებულ ჯიბეში. 

ჭრაჭუნა სარკისებრი ყვავილების შესაფუთით ფარდები ზაფხულის სიცხის საწინააღმდეჰოდ. 

წვერგაუპარსავი არ იყო

ახალ საქმეზე სალაპარაკოდ  მისვლისას გეცვას თეთრი ან ცისფერი. 

თუ რამე ვერ გაიგე, ჩაეკითხე მაშინვე

თუ გაგაბრაზეს, არაა აუცილებელი ეჩხუბო, ზოგჯერ საკმარისია აუხსნა რომ გეწყინა

მაგრამ, თუ გაწყენინეს ნუ დატოვებ უპასუხოდ

ხშირად შეპასუხება და შეწინააღმდეგება საუკეთესო საშუალებაა პატივისცემა მოიპოვო.

ნუ დაემსგავსები იეღოველებს, არ დაუწყო მორწმუნეს ქადაგება, რომ ღმერთი არ არსებობს. 

პროფესია ისეთი აირჩიე, მინიმუმ 60 წლამდე რომ გიხაროდეს მუშაობა


აწარმოე ბლოგი, თუნდაც იშვიათად, მაგრამ მაინც ჩაწერე. 

შეაგროვე შენი 

 უფროსი თაობის მემუარები


საოჯახო სურათები გადაიტანე ელექტრონულ ფორმატში


ჩაინიშნე დაბადებისდღეები და სახელები

მოიწყე უიკენდები, განსაკუთრებით მწვანე გაზაფხულზე - ზაფხულის დასაწყისში. 

ჭამე ბევრი ყველი როცა ბალახი ლორთქოა

ჭამე შემოსული ანუ მწიფე ხილი, თუნდაც ბევრი ( მწიფობისას უფრო იაფია და გემრიელია) 

უთხაი/ უსურვე  ოჯახის წევრებს დილა მშვიდობისა და ძილი ნებისა. 

ზღვაზე იქირავე ბინა ტალღასთა რაც შეიძლება ახლოს. 

ზღვაში იბანავე სისხამ დილას

ზღვისთვის იქონიე სანდალი- შლოპანცები ( რომელის იკვრება ფხრიწით) და ზღვაში იცურავე ფეხზე გაუხდელად.

იცურავე არა პლავკით, არამედ შორტით.  


ერთხელ მაინც კეთილგანწყობა და თანაგრძნობა გამოხატე ყველას მიმართ. 

იქონიე ციფრული ტელევიზია

იქონიე  აიფაი სახლში


იქონიე უნიტაზი ბიდეს ფუნქციით


სააბაზანოს სასურველია გარეთ გამავალი  ფანჯარა ჰქონდეს. 


იქონიე ბევრი ნასკი და საროჩკა. 


იმეგობრე შვილებთან


იქონიე ორი ან მეტი ველოსიპედი და იარე მოკლე ( თუნდაც)  ტურებზე . იქონიე ველოსპორტსმენის ჩაფხუტი.  

ეცადე გქონდეს კერძო საქმე პენსიაზე გასვლისთვის

Saturday, June 30, 2012

ლუი მზე მეთოთხმეტე მიშა სააკაშვილი



ლუი მზე მეთოთხმეტე
მიშა სააკაშვილი


ორივე მაღალი, ორივე უფრო გრძელ თმას ატარებს ვიდრე მათ  გარემოშია მიღებული
ორივე არქიტექტურას მიიჩნევს ქვეყნის სალაპარაკო ენად, ორივე გარეგნულობას უდიდესი სკრუპულოზურობით ეკიდება.
ორივეს მოსწონს ფუფუნებით იყოს გარშემორტყმული და ამით  შექმნას მოდელი თავისთვის და თავისი სტუმრებისთვის, რომ მისი ქვეყანა ასეთია.

ორივე ისტორიულ კვალს ტოვებს, მათი ნამოქმედარი ქვეყნის სავიზიტო ბარათი ხდება და ამით შორეულ პერსპეტივასი ქვეყანას დიდ ხეირს უტოვებს.




მაგრამ ახლო პერსპექტივით ლუის ზეაქტიურობამ ქვეყანა კრახამდე მიიყვანა.
ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ლუი მეთხითმეტემ ქვეყნის ბიუჯეტი გადახარჯა და რომ მისი მიზეზით საფრანგეთი მისი სიკვდილის შემდეგ გაკოტრდა.








რითი ჰგავს?

როცა ვერსალს აშენებდა ყველა სტუმარი მშენებლობაზე მიჰყავდა, და ვინაიდან
ვერსალი ჭაობის ადგილზე გაშენდა, თვით მეფე მზე და მისი სტუმრები ამ თვალსასეირო ტურის შემდეგ ტალახში ამოგანგლულები ბრუნდებოდნენ.
სტუმრები როგორც წესი არ იზიარებდნენ მეფის აღტაცებას და ჩუმი ქირქილით გადაუკრავდნენ თვალს ერთმანეთს, მეფეს კი მხოლოდ ხოტბას ასხამდნენ.

ტალახი მრავლადაა იმ ადგილებში, სადაც მიშას თავისი სტუმრები დაჰყავს.
თანაც საპატივცემო სტუმრები.

სვანეთი
ბათუმის ალი და ნინო
მშენებარე ოპერა მახინჯაურში



ერთიც და მეორეც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარეგნულ სახეს, ჩაცმულობას, ვარცხნილობას, შეიძლება დღეში ორჯერ გაიპარსოს,  მაგრამ სამშენებლო ტერიტორიაზე ტალახი მათტვის ნული ინფორმაციაა.

შეჯლაყუნდება და არც მოერიდება თუ სხვა ქვეყნის სტუმარი პრეზიდენტი ან მსოფლიო გრანდი მომღერალი მას უნდა მიჰყვეს პროტოკოლის მიხედვით.

ლუი მზე სტუმრებს არა მარტო ბაღების განაშენიანების პროცესს აჩვენებდა, არამედ განსაკუთრებით ხშირად  შადრევნებისთვის წყლის კოლექტორის სათავეს და ამ კოლექტორისა და შადრევნების მუშაობის პრინციპებზე ესაუბრებოდა.

დიდი ალბათობით ერთიდაიგივე ტექსტის არაერთხელ მოყოლა უწევდა.

გავს მიშას, ზოგჯერ ის ტურისტთა გიდი მგონია. ერთიდაიგივე სანახაობასთან  მეთხუთმეტე სტუმრის მიღებისას, შეიძლება რაღაცა შეცვალო ტექსტში, მაგრამ 90% იგივე დარჩება . არაერთხელ თქმული.


ლუი მზემ საფრანგეთს ვერსალი დაუტოვა, ვერსალს კი წელიწადში 20 მილიონი სტუმარი აკითხავს, ტოვებს ფულს და მიაქვს საფრანგეთის პატივისცემა სამშობლოში.

მაგრამ ლუიმ საკუთარი ქვეყანა გააკოტრა.  სიკვდილის შემდეგ სულ ცოტა ხანში.



მიშა ჰგავს ლუის.
მასაც სახელმწიფო ბიუჯეტის მასშტაბის იდეები აქვს.
 ბევრი გამოუვიდა, უფრო ბევრი გეგმაში აქვს.

გააკოტრებს თუ არა მიშა საქართველოს?

დიდი შანსია.
დიდი შანსია საქართველო გაკოტრდეს და ეს ყველაფერი მიშას მომდევნო ხელისუფალმა მიშას დააბრალოს.
ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო კურსს გადაუხვევს.
რომელ კურსს და ევროპისკენ და დემოკრატიისკენ კურსს, ნატოსკენ კურსს.

ამ შემთხვევაში საქართველო დაკარგავს მაპზე უკეთესს, თვით გაზსადენ ბაქოთბილისი ჯეიხანზე უფრო უკეთესს.
და რა შეიძლება იყოს დღეს საქართველოსთვის ბტჯეიხანზე უკეთესი?


რა და,

 ადგილი  გლობალურ ემოციურ დიალოგში.


ამ დიალოგში აშშ და ევროპა რუსეთს ეკამათება, ასწალის, ენას უჩლექს და საყვედურობს.
ეს დიალოგი ათეული წლების  ხანგრძლივობისაა,  საქართველოს ჩართვა ამ დიალოგში ამერიკის ინტერესია  60% ით, 40%- ით კი რუსეთის.
რუსეთს უნდა საქართვრლო იყოს სუსტი და ადვილად მოსასყიდი.
რუსეთს ეიმედება, რომ საქართველო მის არგუმენტად იქცევა.

მას უნდა ააყვავოს აფხაზეთი და ოსეთი ყველას დასანახად.


ამერიკას უნდა რომ საქართველო

ისევე როგორც ეს რუსეთს უნდა ოსაფხაზთა მიმართ, ოღონდ, რუსეთისგან განსხვავებით ამერიკას ეს.. შეუძლია.

ამერიკას ერთი მოთხოვნა აქვს - საქართველო იყოს წარმატებული, თუნდაც დემონსტრაციულად და ფანფარონულად, მაგრამ წარმატებული.
 ის ასეთად უნდა დაინახონ რუსებმა, შუააზიელებმა, არაბებმა, მუსულმანებმა, ამერიკელმა ამომრჩევლებმა, ევროპელებმა, ეგვიპტელებმა, სირიელებმა, ყირგიზებმა, ვენესუელებმა.
საქართველო ამერიკული ლეგენდაა, რომელიც აუცილებლად კარგად უნდა დასრულდეს, ჰოლივუდის მაყურებელი პუბლიკა ( ანუ მსოფლიო) სხვა ფინალს არ მიიღებს- ბოროტი და ძლიერი უნდა დაღონდეს და სხვა გზას დაადგეს. რუსეთს უნდა ტვალი მოეჭრას საქართველოს წარმატებების კაშკაშით.

ძნელია ასე ერთმნიშვნელად ლამაზი წარმატების მოძებნა, მაგრამ გაუთავებელი მცდელობების რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება.


ეს მიშას გეგმაა,
თუ ამერიკა ფეხზე დარჩა , და ჩვენი ჟილკა არ განელდა,
არ გავკოტრდებით.
ამერიკა არ დაუშვებს ამ ლეგენდის დიდაქტიკური წონის აორთქლებას, ძალიან არარაციონალური იქნება ეს.
ლეგენდა ჩვენ დაგვიცავს გაკოტრებისგან.
ჩვენი საფრთხე ამ ლეგენდის დაკარგვაა, ლეგენდისთვის საფრთხე კი ჩვენ ვართ.
სხვას არავის შეუძლია ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდის როლი თვითგადარჩენის რუტინაში ჩაფლული მოწიწებული კოლონიის როლით შეგვიცვალოს.

მოხდა ასე ჩვენზე 10- ჯერ დიდ უკრაინაში, მათ დაკარგეს ლეგენდა და  .. გულშემატკივრები, მაგრამ .. უკრაინას ასეთი ფუფუნების უფლება შეეძლო მიეცა საკუთარი თავისთვის - ის ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანაა ( რუსეთს თუ არ ჩავთვლით)
საქართველოს არ აქვს უფლება დაკარგოს ლეგენდა.
კარგი ისაა, რომ სხვას  არავის შეუძლია დაგვაკარგინოს ეს ლეგენდა.
მაგრამ ცუდი ისაა, რომ საკუთარ თავს შეგვიძლია დავუკარგოთ ეს როლი. როლი, რომელშიც  ათეულ  მილიარდს გვიხდიან.
მაგრამ სპექტაკლი გრძელდება, ჰონორარი მერე იქნება, თუკი ფინალში ტაშს დავიმსახურებთ და არა იმედგაცრუებას, როგორც უკრაინელებმა.


შემდეგ მოქმედებაში საქართველომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს,
შემდეგ მოქმედებაში საქართველო არ უნდა აჰყვეს ქვენა სურვილს, არ დაუთმოს ხელისუფალს საჭმელის ფული.
პირიქით, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ საზოგადო დანიშნულების ხარჯებზე, რომელსაც ხელისუფლება მას პირადად არ აძლევს სარდელისთვის და თვითონ კი თავს იწონებს, აი რა მაგარი ავაშენეო.
ჩვენი მაცივრების  სიღარიბე და ქუჩების გარეგნული ელვარება ამ როლის მთავარი ატრიბუტია, როგორც ანჟელიკას ოსეინისთვის  კოჭლობა.


წარსდექ მშიერი, არა შიშველი.
საქართველო თავის ვერსალს აშენებს, ის აუცილებლად მოგვცემს გრძელვადიან ხეირს, და მოკლევადიანსაც.
თუ ჭკვიანად მოვიქეცით.          


Tuesday, June 19, 2012

საქართველო VS ქართველები





 


მას შემდეგ რაც დედამიწა ცივილიზებული პლანეტა გახდა, დაფუძნდა საერთაშორისო გლობალური წესები, ერთა ლიგა და გაერო,
ცხოვრება წვრილწვრილი ქვეყნებისთვის გამარტივდა.

მარტივი ჯუნგლებისა და ფეოდალიზმის კანონი - დიდი და ძლიერი იპყრობს და მართალია, შეიცვალა ცალკეული ქვეყნის საზღვართა ურყეობის პრინციპით.

ამ წესებმა სულზე მოუსწრეს პატარა ქვეყნებს.

გიგანტურ ქვეყნებს ატომური ბომბი რომ 30 წლით ადრე შეექმნათ, ალბათ დღეს დედამიწაზე 4 მეგაიმპერია იქნებოდა მხოლოდ.

დემოკრატი ჩერჩილი იმპერიალისტი და ფაშისტი იყო ინგლისელების სასარგებლოდ
დუჩე იტალიაში
ფრანკო ესპანეთში
მაო ჩინეთში
სტალინი რუსეთში


ყველა გლობალურ ჰეგემონიაზე ოცნებობდა.



ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სხვისი მიწების ფლობის ქავილი დაძლია ამერიკა აღმოჩნდა.


ამერიკამ უმთავრესი როლი ითამაშა დღევანდელი მსოფლიოს ფორმირებაში

მისი საგარეო პოლიტიკა გაცილებით პრაგმატული და ცივილიზებული აღმოჩნდა, ვიდრე კოლონიების ტანჯვა და კონტროლი.

ამერიკა ზეიმპერიაა, რომელიც ყველა ქვეყანაზე ავრცელებს წესებს - იყავი დემოკრატი ქვეყნის შიგნით , ჩემი მეგობარი იქნები.
ყველაზე ძლიერი ქვეყნის მეგობრობა მცირე ქვეყნებისთვიდ უზარმაზარი სტიმულია გახდნენ დემოკრატიულები, მეორე მხრივ გადამთიელი და ოკეანსგაღმა ქვეყნის დემოკრატობა ასევე სასარგებლოს ამერიკისთვის.
- დემოკრატიული ქვეყანა არ იცვლის მეფის ხასიათის მიხედვით მეგობარს, ანუ ამერიკისადმი ერთგულება მით უფრო სტაბილური და ხანგრძლივია რაც უფრო დემოკრატიულია სახელმწიფო
- მეგობარ ქვეყნებთან ვაჭრობა იწვევს ამერიკის ვალუტის სიმტკიცეს და ქვეყნის სიმდიდრის ზრდას.

ცალკეული ქვეყნის აგრესიულობის შემთხვევაში ადვილია მიიღო ბევრი მეგობარი ქვეყნის თანხმობა და დახმარება იმ ქვეყანათა დემოკრატიულობის  შემთხვევაში.

ამერიკის მეთაურობით დაწესებული ეს წესები პირველ რიგში სასარგებლო პატარა ქვეყნებისთვის აღმოჩნდა

ფეოდალური მცირე და დიდი ომები , სისხლის რეგულარული მდინარეები, რომელთა შედეგიც საბოლოოდ იმპერიების გამსხვილება და მცირე ქვეყნების კვდომა უნდა ყოფილიყო, შეჩერებული იქნა.

პოტენციურმა იმპერიებმა სულ რაღაც ორი ათეული წლის შემდეგ შეძლეს ისეთი იარაღის შექმნა, რომელიც მცირე სახელმწიფოებს შანსს აღარ უტოვებდნენ თავდაცვით ომში გამარჯვებისა.

საერთაშორისო კანონმდებლობამ თავდაცვის გმირული და უშედეგო ომები ააცილა უამრავ მცირე ქვეყანას.


თუკი საუკუნეების განმავლობაში ყველა ქვეყანას, დიდსა და მცირეს თავისი მიწის ყველა გოჯისთვის ბრძოლა უწევდა, ახლა სუსტმა მიიღო საშუალება იარსებოს უპირობოდ ძლიერ მეზობელთან მშვიდობიან ურთიერთობაში.

საქართველო განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა.

ჯერ კიდევ 1918  ? წელს, ერთა ლიგამ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიად ის ისტორიულად საქართველოს მიწები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ იქნა რუსების მიერ წართმეული თურქეთისათვის, აგრეთვე აფხაზეთი, რომლის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა სულაც არ უნდოდა რუსეთს.

1921 წლიდან  სსრკს მიმართ შიშმა შეუნარჩუნა საქართველოს აჭარა.

ქართველებს საქართველო საჩუქრად გვერგო.

არ დასცალდათ აფხაზებს, ბორჩალოელებს, სომხებს, ოსებს იმ მიწების შემოსაზღვრა, რომლებზეც ( ზოგგან საუკუნეების განმავლობაშ)  დომინირებდნენ.

და როგორ მივიღეთ ეს საჩუქარი ჩვენ ქართველებმა?
მოგორც კუთვნილი. მარიამის წილხვედრი, მუხრანის გარითმული და კონსტანტინეს ბეჭედდასმული.
და..  მიიღეს ისე, როგორც ზარმაცმა შვილმა გულჩვილი დედისგან ერთი მანეთი, რომელიც შვილის სიზარმაცით განრისხებული მამისთვის უნდა ეჩვენებინა დღის ბოლოს, ვითომდა ოფლით ნაშოვნი ყოფილიყო.
მიიღო როგორც კუთვნილი და მიიღო როგორც .. წვრილმანი.
დღესაც ასე ვართ.
მტკიცედ გვწამს რომ ის მანეთი ( საქართველო) კუთვნილია და .. იმდენად წვრილმანია, რომ ბუხარში შეგდებულს,  ცეცხლში ( გასაერთიანებელ ომში) არ უნდა შევყვეთ.

ჩვენი ომები მოიგო: ამერიკამ, ინგლისმა, ევროპამ, რუსეთმა  პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. დავუძვერით თურქეთსაც და რუსეთსაც.
ისე გაგვიტკბა, ახლა ისევ ევროპას ვამუნათებთ, სისხლს ჩემთვის რატომ აღარ ღვრიო.
ისე გავზულუქდით, ავღანეთში და ერაყში ჩვენი ბიჭების სისხლს, ფულად ნაყიდ თავგანწირვად ვთვლით და არა  საქართველოს პოზიციის დაცვად.
არადა ეს ჩვენი უღონო მადლობაა მსოფლიოს მიმართ, რომ შეგვინახეს, რომ გვინახავენ და რომ  მომავალშიც დახმარებას გვიპირებენ.
მადლიერება კარგი გრძნობაა, სიკეთის მქნელსაც ასტიმულირებს შენი მადლობა.
პატარა ბავშვებივით ჭყლოპინობენ ამერიკელები და ევროპელები მათ ომში  ქართველთა  მონაწილეობაზე პასუხად.  ასე მგონია, ისევ მათ ჭირდებათ ძლიერი საქართველო და არა ჩვენ. გვზრდიან.  ქება ხომ დასავლურ კულტურაში აღზრდის მთავარი ინსტრუმენტია.  უხარიათ თუ საქებარი მისხალი დაინახეს ჩვენში.
ჩვენ კი ჯიუტად გვინდა გადავყაროთ ნაგავი მანქანის ფანჯრიდან და აივნიდან, დავაფერთხოთ ხალიჩა, ავყვეთ არარეალისტურ დაპირებებს, გავიხაროთ თუკი პრეზიდენტი ჩვენი მიცემული ხელფასით არ შეჭამს.
ოდესმე უნდა შევშინდეთ, ოდესმე უნდა დაგვესიზმროს საქართველო საერთაშორისო კანონმდებლობის გარეშე, რომ მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ ჩვენი მიწის ყველა გოჯის მიმართ.
მოდელირებული სიზმარი გვინდა, თანაც ტირაჟით 4.500.000.










ზოგადი უნარებიდან


პასუხი გამეც




შენ ხარ რუსეთი
ერთმა პუჭურა თავნება მეზობელმა, ბებერმა გოჭმა თავი გაცემინა
მოინდომა შენს ნისკარტებში (ორთავა ხომ ხარ, არწივი) მოქცეული მისი გემრიელი ხორცებიდან ერთერთის გამოგლეჯა და ხვანცალი დაიწყო.

 შენ ის სასტიკად დაკბინე და ის ხორცები/მიწები უფრო ღონივრად ჩაკბიჩე.
დღეს   ის პუჭურა აგრძელებს საწყალობლად ჭყვიტინს და მსოფლიომაც ტვინი წაიღო- გაუშვი ნუ ტკენ პატარასო.

ხვალ ის პუჭურა ( დებილი, ახლა ხომ მიხვდა რომ ფართხალით ვერ გამგლიჯავს პირიდან ლუკმებს) ბოდიშს მომიხდის, თავის გაფართხალებას საჯაროდ მოინანიებს, გაეროს ტრიბუნიდან შემპირდება იყოს უფრო ჭკვიანი და გაითვალისწინოს რეალობები: ჩემი რეალური ძალა, მისი დანაშაული ჩემს მიმართ და მთხოვს, დავუბრუნო 80 წლის მიზანმიმართული წვალებით მოპოვებული ორი უგემრიელესი ლუკმა

 აფხაზეთი, რომელიც მთელ დანარჩენ რუსეთზე უფრო ლამაზია, სამოთხეა, კურორტია, შენი წარსული ძლევამოსილების სიმბოლოა
და მეორე, სტრატეგიული კლანჭი მთელ მაგ პუჭურა ქვეყანის ხერხემალში, მისი ძირითადი არტერიის (ავტობანის) სამხედრო  კონტროლია, სიმბოლოა ჩრდილოკავკასიელთა მიმართ ერთგული დასაყრდენის - ოსების ეფექტური პატრონაჟის.
რას იზამ რუსეთო, დაუბრუნებ იმ ლუკმებს ჭყვიტინიდან (მიშა) კრუსუნზე (ბიძინა) გადასვლით გულაჩუყებული?


თუ პირიქით, ბოროტად დიპლომატიურად  ჩაიცინებ,  გაიხარებ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - მსხვერპლს შენს მარწუხებში ძალა და ჟილკა გამოეცალა, მოდუნდა, დაიღალა და ახლა ყველა კანონზომიერების მიხედვით შემდეგ ეტაპზე გადავიდა -  სიკვდილისწინა უღონო მუდარიანი კვნესის - მაპატიე, გამიშვი.

მე თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს, გაულღვება რუსეთს გული მონადირებული ბებერი  ჭყვიტინშეწყვეტილი გოჭის  მიმართ თუ არა.



და ჩემს პასუხსაც გეტყვით -
არ გაულღვება.
კანონზომიერ, რეალპოლიტიკურ,ბუნებრივ, მის მიერ ჯერ კიდევ 080808 აგვისტოში ნაიმედებ, მაგრამ რატომღაც დაყოვნებულ,  კაპიტულაციის პროცესის   გაგრძელებად ჩათვლის.
საქართველომ სიკვდილის წინ მუდარით უნდა აჰხედოს და ბოდიში  მოიხადოს.
(ნა კალენი! პერედ რასსიი. შამილის პორტრეტი გახსოვთ პეტერბურგში მუხლებზე მყოფი?).

ეს ყოველმხრივ კარგი შედეგი იქნება - ჯერ ერთი, ჭყვიტინი მოაკლდება შენს ყურებს,
ამ ჭყვიტინს აყოლილი ევროპა მსოფლიოს აღშფოთება შეშფოთებები ერთბაშად შეწყდება, მაგათაც მობეზრდათ შენთან ზუზუნი, იციან, გამოუცდიათ რომ გამძლეობა გრძელი გაქვს. ყოფილი სსრკ დაინახავს, რომ გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა.
იფ, იფ რა გემრიელი წამები გაქვს წინ.

მაგრამ დღეს ეს ბებერი გოჭი ტვინს გიტყნავს, ვერსად დაემალე ამ საშინელ ჭყვიტინს, მალე გააფრენ, ამ ბებერი მეძავი ევროპის სოპლებმაც შეგაწუხა თავის ვირეშმაკი ამერიკიანად და გაეროიანად. ერთიერთზე გეუბნებიან, გვკიდია ეგ გოჭი, მაგრამ ტვინს ჩვენც გვიბურღავს მაგის ჭყვიტინიო.
მართალია ნისკარტებს ხანდახან კლანჭებით ცვლი, როცა დაგეღლება, მაგრამ მაინც დაგღალა, ვერ გადაყლაპე ჯერ ეგ ლუკმები, არ გეკუთვნის, გადმოაგდეო მთელი დარბაზი გიყვირის, მხოლოდ ნაურუსა და ვენესუელას აქვს წყალი გამზადებული, დააყოლე, გულზე არ დაგადგესო, მაგრამ ..
ვერ ვყლაპავ, მართლა გულზე გაქვს დადგომილი.
–ჰე გოჭო, დამყევი ახლა და გადამეყლაპე, თორე გულისრევას ვეღარ ვთრგუნავ, მალე ამოვარწყევ შენს მიწებს თუ ასე მიტრიალე თითები ხახაში.

და მეორე შეკითხვა
კვნესა თუ ჭყვიტინი?

კვნესა (ბიძინა)  თუ ჭყვიტინი (მიშა)?

Friday, June 15, 2012

21vs12



1921 წელს თებერვლამდე საქართველოს ჰქონდა იმედი, რომ ეს კაშმარი და ტაკიმასხარობა დასრულდებოდა, ხალხის ხარჯზე და ხალხის მოტყუებით აღზევებული ერთიმუჭა  თვითმარქვია პოლიტიკოსები სნაგვეზე გადაცვივდებოდნენ და დაიწყებოდა ნამდვილი, სამართლიანი, ილუზიებისაგან დაცლილი  ცხოვრება.


ასეც მოხდა.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისის თავზე ახალი დროში აფრიალდა.


ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – აღსრულდა, დამოუკიდებლობანას ილუზია და ხალხის ყვლეფა რაღაც უაზრო მისიების მომიზეზებით,  დასრულდა.

1921 წელს   საქართველომ არ იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ის იმედით და ოცნებით იყო გაბრუებული.

ოცნებით ქვეყანაზე, სადაც არავის დაიჭერენ, ყველას მიეცემა მოთხოვნილების მიხედვით ყველა იმუშავებს რამდენიც შეუძლია, მაგრამ მთავარი ოცნება იყო იმ დისონანსის აღმოფხვრა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაეუფლათ:
1. ჟორდანია აქებს ხალხს, ხალხმა იცის რომ ამ ქებას არ იმსახურებს, ე. ი. ჟორდანია ცდება, რეალობას ვერ აღიქვამს
2. ჩვენ რუსეთის ნაწილი უნდა ვიყოთ, ასე უფრო მშვიდად ვიქნებით, არც სომხებთან მოგვიწევს ომი არს თურქევთან და არც აფხაზებთან
3.უსამართლობა უნდა დამთავრდეს, ჭამენ, სვამენ ფაეტონებითა და ავტომობილებით დაგრიალებენ ჩვენს ხარჯზე, კიტელებისა და პენსნეებისთვის ფული ყოველთვის აქვთ, მე რითი ვარ მასთზე ნაკლები.

არადა არგუმენტები ჰქონდათ 21 ში, ყველა მიმართულებით. ქვას ხეთქავდა.

ეს იყო 21 –ში

დავბრუნდეთ 12–ში


რა მეორდება და რა განგვასხვავებს იმ საქართველოსგან?


Thursday, June 7, 2012

უიკენდები




ქუთაისელებისთვის
გორდი
კინჩხი
სათაფლია
პრომეთეს მღვიმე
გელათი
მოწამეთა

ზესტაფონელებისთვის
უბისა




გორელებისთვის
გორიჯვარი
უფლისციხე
ერთაწმინდა


ზუგდიდელებისთვის
გაჭედილი



თელაველებისთვის
ალავერდი
შუამთები
გრემი
ლაგოდეხის ნაკრძალი
სიღნათი
ყვარელი ტბა


რუსთაველებისთვის
ხაშმი
გგგგგ
კახეთი


მარტვილელებისთვის
მარტვილის მონასტერი
მეორე? მონასტერი



მცხეთელებისთვის
შიომღვიმე
ძალისა
არმაზი
ჯვარი

ფოთელებისთვის
პალიასტომი
გაჭედილი კანიონი
ზუგდიდი



დუშელებისთვის
ანანური
მთაზე რომ ჩანს
ბაზალეთი



სამტრედიელებისთვის
დიდი ჯიხაიში ნიკოლაძის მუზეუმჯ
( ფოთელებისთვისაც)
ვანი გათხრები



ონელებჯსთვის

ამბროლაურელებისFვის


მესტიელებისთვის
უშგული
ჰაწვალი



ლანჩხუთელებისთვის
ოზურგეთი მუზეუმი ნაპოლეონის ხმალი


ხაშურელებისთვის
უბისა
ყინწვისი


კასპელებისთვის
რკონი



მარნეული
სამშვილდე?
წერაქვი




ბოლნისელებისთვის
ბოლნისის სიონი
წუღრუღაშენი





ახალციხელებისთვის
საფარა
აბასთუმანი
ვარძია
ხერთვისი




ახალქალაქელებისთვის
ახალციხე რაბათი
ვარძია


საჩხერელებისთვის
საირხე






კაცხის სვეტი
კვეტერა
სამშვილდე



ახალგორელებისთვის
ლარგვისი
სამება?





ღამისთევით უიკენდები:
ხევსურეთი
სვანეთი
ყაზბეგი
თუშეთი

Friday, June 1, 2012

უიკენდი ბათუმელებისთვის.

გაზაფხული უიკენდების დროა, ასეა თბილისელებისთვის, გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი.

ივნისის შემდეგ აქეთ, აღმოსავლეთ საქართველოში ბალახები იხრუკება და მანამდე მწვანედ მოლივლივე სერები უდაბნოს ემსგავსება.
ჯერ კიდევ გვაქვს დრო თბილისელებს.

დასავლეთ საქართველოში ( მივმართავ ბათუმელებსა და ქუთაისელებს) შეზღუდულები არ ხართ. ზამთარ–ზაფხულ მწვანეში ხართ ცაფლული, მშურს თქვენი, და... პენსიაზე რომ გავალ დასავლეთში დავსახლდები (სურვილია) რათა მეც თქვენსავით მწვანეში ვიცხოვრო.

ეს შესავალია,
აი უიკენდები ერთად





ახლა თემა

უიკენდი ბათუმელებისთვის.
( მყავდა ერთი კარგი მკითხველი ბათუმელი, დამეკარგა, ალბათ ჩემმა პოლიტწიაღებმა დააფრთხო)
ხართ ვიმნე ბათუმელი?

გადასარევი ადგილები გიპოვეთ საუიკენდო:



ბათუმი მახუნცეთი ბათუმი



ბათუმიდან დაახლოებით 35 კნ–შია, სოფელში რომ შეხვალთ, იკითხეთ ჩანჩქერი, გადასარევია!
რესტორანიცაა ულამაზეს ადგილას, ღელეღურდანის პონტში.




ბათუმი ხულო თაგო ხულო ბათუმი

ხულოში ასვლა ცოოტა კი მოგაბეზრებთ, მაგრამ ...
თვით ხულოში არის... საბაგირო გზა ერთი ბრეჟნევისდროინდელი ვაგონით, რომელიც  გადაგიყვანთ ხულოს მოპირდაპირედ მაღლა მთაზე შეფენილ სოფელში სახელად თაგო.

იქიდან გადმოხედვისთვის ღირს 200 კმ ის გავლა.




პ.ს.
მე რომ ბათუმელი ვიყო, გავხდებოდი თაგოელი, ვიყიდდი ერთ პაატარა ქოხს გრანდიოზული ხედით და ვიქნებოდი იქ პარასკევ საღამოდან ორშაბათ დილამდე ნირვანაში.


პ.პ.ს.
თუ თქვენ ბათუმელი ხართ და აჭარის სიღრმეში ღელეღურდანს არ გაცილებიხართ, არ იცით მახუნცეთი და თაგო, ფიშტი თქვენ, გამოასწორეთ წელსვე!


Thursday, May 24, 2012

ველოტური


10–17 მაისი.

  ქუთაისი– ფოთი– ბათუმი– ხულო– ახალციხე– ახალქალაქი– წალკა– თბილისი

მონაწილეები:

ჰოლანდიელები: 40 ადამიანი, რომელთაგან ახალგაზრდა მხოლოდ 2-3- ს ეთქმის, უმეტესობა შუა ასაკში და ხანდაზმულია, ავტობუსში ადგილს რომ დაუთმობ.  კაცები ქალებს ცოტათი აჭარბებენ, ვთქვათ 25: 15.  ალკოჰოლი აიკრძალეს და არცერთს დაულევია.  სიგარეტს ჩუმად ეწეოდა ერთადერთი ქალი.  მხნეები, ხმაურიანები და ყოჩაღები აღმოჩნდნენ.  ამტანები, პრინციპულები და კარგი ველომრბოლელები.
ქართველები – ვეტერანი და მოყვარული ბელოსიპედისტები – ალბათ 30 კაცი ( არცერთი ველომრბოლელი ქალი).
მე –  ექიმი მანქანაში ორი სამედიცინო ზურგჩანთით.  რომლის შემადგენლობაც საკმარისი არ აღმოჩნდა მონაწილეთა ყოჩაღად ყოფნისთვის, რის გამოც სამ სხვადასხვა ქალაქში შევიძინე წამლები.





მე კოლონას უკან მივდევდი მანქანით, სასწრაფს ლენდ კრუიზერით, და უკანა ჯგუფი, ანუ შედარებით ნაკლებ ამტანებს  კარგად ვცნობ - მათგან მხოლოდ სამია ჰოლანდიელი, დანარჩენი ჩვენები.



 ჩემთვის ახალი გეოგრაფიული პუნქტები/ დესტინეიშენები:
 მახუნცეთი ხულომდე, ბათუმიდან სადღაც 35 კმ–ში, ულამაზესი  ჩანჩქერით.
უნდა იკითხო, გზიდან არ ჩანს.

ხულო (ბათუმიდან ალბათ 100 კმ)  ხულო– თაგო საბაგიროთი, ფანტასტიშ.
გოდერძის უღელტეხილზე აჭარული სოფლები
რაბათი ახალციხეში



პაციენტები:

ჯუმბერ ლეჟავას მარჯვენა ხელის ცერი აქვს მოტეხილი.  ბათუმამდე არ დაუწუწუნია, ბათუმში ვახშმის წინ ცალყბად ჩემომჩივლა რაღაც მტკივა და გამისივდა ეს თითიო. სასწრაფოდ წავიყვანეთ საავადმყოფოში.  სახსარშიდა მოტეხილობაა რათული. საოპერაციოა, პირველ რიგში კი თაბაშირია დასადები.   ველორბოლის შეწყვეტაზე კატეგორიული უარი თქვა ექიმს თხოვს ისეთ პოზიციაში დაუფიქსიროს ხელი, რომ ველოსიპედის მართვა შეძლოს.     შემდეგი საავადმყოფო - ახალციხე იქ განმეორებით კეთდება თაბაშირი, წინა გაცვეთილია, ჯუმბერი და ექიმი ახალ კონსტრუქციას პოულობენ თაბაშირისთვის, პრგრამა მინიმუმის შესასრულებლად - საჭის ჩაჭიდება და მუხრუჭისთვის ორი თითის მაინც მოძრაობის უნარის შენარჩუნება, იმავე მხარეს ველოსიპედს სიჩქარეების გადამრთველი აქვს, მაგრამ სიჩქარეების გადართვა ამ ხელით შეუძლებელია, თუმც უკვე შეეჩვია, მეოთხე დღეა სიჩქარეები მეორე ხელით რთავს, ამაზე ეხარჯება დრო, კარგავს სიჩქარეს, მაგრამ ახერხებს ტურის გაგრძელებას, მესამე თაბაშირი წაკლაში ახალ საავადმყოფოში. კმაყოფილია იმით,რომ საჭის ჩაჭიდების მიზანს თაბაშირის  ეს ახალი ფორმა უფრო მიუახლოვდა.  ტკივილგამაყუჩებლებს არ ღებულობს. სამაგიეროდ ჩვენი რეაბილიტოლოგი მასაჟისტები მისთვის საჩუქარია, პირველივე დღიდან აწუხებს ფეხის კუნთი, რომელზადაც   მასაჟი ყოვდლ დღე უკეთდება.
კიდევ პაციენტები:
5-6 წვრილმანი საქმე რომ გამოვტოვო,  დამრჩება სამი  სტუმარი საშინელი დიარეით.  ერთერთზე გადასხმა დამჭირდა. მხოლოდ მკურნალობის მესამე დღეს შეძლო ველორბოლაში მონაწილეობის გაგრძელება.  სამივეს  ჩემი ფულით ვუყიდე ენტეროლი და ლოპერამიდი.  ერთერთს, ყველაზე შეწუხებულს (რომლისთვისაც გადასხმა მომიწია) სანდრა გულშემატკივრობს, მისი ამბის მოკითხვისას ორჯერ სახელითაც მომმართა,  ბოლო კეთილია, მაგრამ ეს კეთილი ბოლო იგვიანებს და ცოტათი ნევროზულ სიტუაციას ქმნის. პაციენტი ჩემს მკურნალობას ჰოლანდიაში უთანხმებს ცოლს, ანტიბიოტიკიც დასჭირდა, ციპრო ვუყიდე და მხოლოდ მას შემდეგ დალია, რაც ჰოლანდიაში შეათანხმა. მანამდე მე ვთავაზობდი,დაველაპარაკები შენს ექიმს  ავუხსნი მეთქი, გაეხარდა, მაგრამ აღარ  დამალაპარაკა.
საბოლოოდ პაციენტებს ვიმეგობრებ, ხმაურიანი დემონსტრაციული პატივისცემის გამომხატველი მისალმებით მხვდებიან.  რისთვისაც ჭირდება ველოტურს ექიმი - ტრავმების სამკურნალოდ, მხოლოდ ჯუმბერ ლეჟავაა. და ერთი ჰოლანდიელი, რომელსაც გადაყვლეფილი ხელის გამო ( აჭარაში წაიქცა)  ანტიტეტანური ვაქცინაცია დასჭირდა და 72 სთ გათვალისწინებით თანხმობა მხოლოდ ახალქალაქში მოგვცა.  ახალქალაქში საავადმყოფოში დაგვხვდა მთავარი ექიმი ნორიკა და ქირურგი რომლის სახელი არ ვიცი.  სომხური კონიაკი დაგვალევინეს, უცხოელმაც მოწრუპა, აკრძალვის მიუხედავად, კარგი კონიაკი იყო.

ახალციხე.
რაბათი ახალციხეში.  რაბათი სუფთასისხლის თურქული ძეგლი არაა, მას საძირკველში ბევრი ქართული ურევია, მაგრამ ძირითადად თურქულია.  დიდი ტერიტორია დიდი გალავნით და შიგნით დიდი მეჩეთი ნახევარსფეროსებრი გჯმბათით, მიუხედავი და მიმალული. ასეთი მახსოვს მე რაბათი, შარშან ვნახე სულ რაღაც.  ამხელა მასშტაბის ისტორიული ძეგლის მიჩქმალვას ერთი მიზეზი აქვს. აღარავის აწყობს დღეს ახალხალაქში თურქული დომინირების პერიოდის აფიშირება.  სააკაშვილი მოულოდნელ გზას პოულობს - აღადგინოს რაბათი,  ოღონდ იმდენად გადატვირთოს ახალი ნაგებობებით ( კოშკები, გალავნები, შიდა ტერიტორიაზე  ძვირიანი სასტუმროები, ელიტარული მაღაზიები, რესტორნები) რომ ამ ძეგლს ისტორიული მნიშვნელობა შეებღალება, სამაგიეროდ გაჩნდება გიგანტური ტურისტული კომპლექსი აშკარა თურქული ესთეტიკით.  საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა, ალადინის სამეფო, ოღონდ ქართველების აშენებული.   ახალციხეში დღეს მუსულმანები თითქმის აღარ არიან.  აი, ასეთია სააკაშვილი. ერთ მხრივ მიაფრურთხა და გააბანძა თურქული არქიტექტურის ნიმუში, მეორე მხრივ ქალაქში ქრისტიანული მოსახლეობით ( ქართველდბი და სომხები) მთავარ მიმზიდველ მარგალიტად თურქული კომპლექსი აქცია.  მე ვერ გავბედავდი. ვერ გავუბედავდი ვერც თურქეთს და ვერც საქართველოს.
ჩვენი სასტუმრო "პრესტიჟის" პატრონი სამველა 2008–ში მერის მოადგილე იყო, 2008–ში მე გავაგზავნე აქედან ( ახალციხიდან) ტრაქტორები, რომ გოდერძის უღელტეხილი გაგვეხსნაო, ამ გზიდან გადმოვიდა მერე ძალიან ბევრი ბათუმიდან თბილისში მომავალიო. სამველამ მოახერხა ის, რაც ვერ მოვახერხეთ ჩვენ ქართველებმა  1992ის სექტემბერში, ჭუბერი ვერ გავხსენით. ორი ტრაქტორი ვერ გავაგზავნეთ კოდორში.


ახალქალაქი 
 ახალქალაქი უუშნოესი ქალაქი იყო, რომელზეც ედიკას დროს პერიოდულად სომხურ დროშას კიდებდნენ, ქართულ წარწერას პრინციპულად არ აჭაჭანებდნენ და ქართულად პრინციპულად ან სულაც ქართულის უცოდინრობის გამო არ გიპასუხებდნენ.  უუშნოესი იყო იმით, რომ იყო სოფელი + 6 ხრუშჩოვკა+ ერთი მუნიციპალური დიდი შენობა ამ ხრუშოვკების პერპენდიკულარულად. ასფალტს ეკავა ქალაქისთვის კუთვნილის 20%, ხოლო რასაც მოასფალტებული ერქვა, მხოლოდ 70% - ით იყო მოასფალტებული.  ხალხი იყო  გაბრაზებულ- დაბღვერილი, ერთი კვირის გაუპარსავი.  ახალი ახალქალაქი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, შინაარსითაა შეცვლილი.  გასუფთავებული ცენტრი, ახალი ასფალტი, წამლად ერთი ციფრული შუქნიშანიც დგას, გაბრდღვიალებული საერთოქართული ვისოლი, რომპეტროლი და ავერსი, ქართული წარწერა თითქმის ყველა მაღაზიაზე ( სომხურის რა რუსულის გვერდით, რა თქმა უნდა) ლუდი "ზედაზენის" რეკლამა ხელით დახატული,  სახლები ( ის ხრუშოვკები) შეღებილი,  ხალხი მოწესრიგებული, გაპარსული, იგრძნობა, რომ სტუმრებს ხვდებიან, მომღიმარე და ბედნიერი სახეების მიღწევამდე ბევრი გვიკლია ქართველებსაც და სომხებსაც, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა.  პეიბოქსი  ვკითხე, არ დამზარდნენ გაარკვიეს და მიპასუხეს, ნუ რუსულად მაგრამ კეთილგანწყობით. ჩინურ მაღაზიაში პა უსტავუ ერთი ადგილობრივი იყო და ერთი ჩინელი, რომელიც მეორე ეტაპზე შემოდის საქმეში - ჯერ სომეხმა გაიგო რა მაინტერესებდა და შემდეგ ჩინელი ჩაერთო საქონლის  შეთავაზებებში.  მშვენივრად ჭუკჭუკებდნენ ერთმანეთში სომხურად, ისევე როგორც ხაშურის ჩინურ მაღაზიაში ქართულად.  დავუბრუნდეთ ქალაქს, ახალქალაქს.  პერიფერიას ( ანუ ქალაქის 80%) ცვლილებები არ შეხებია, ისევ გრუნტის გზები, ახალმშენებლობები ფაქტიურად არ არის. ალბათ დენი მიეწოდებათ კარგად ძველი დროისგან განსხვავებით.  გზა ახალქალაქამდე 6 საათიანი იყო თბილისიდან. ახლა  თბილისიდან ნინოწმინდამდე ( ბოგდანოვკა) კარგი ახალი გზაა, ნინოწმინდიდან ახალქალაქამდე ისევ ძველია, მაგრამ საბოლოოდ ახალქალაქიდან თბილისამდე გზას ნახევარი დრო სჭირდება, ვიდრე ჭირდებოდა.  ახალქალაქის სასიკეთო ცვლილების აპოფეოზი იყო რაჭული ცეკვა, ეხლა რომაა მოდაში " მიდი ბიჭო გიორგუნა "  ბავშვების ფოლკლორუკი ჯგუფი იყო სომხური ტანსაცმლით და მართალია ფონოგრამით, მაგრამ იცეკვეს კარგად, რთული ცეკვაა რომ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სალაღობოა შინაარსით.  მაგრამ როგორ იცეკვეს მეორეხარისხოვანია, მთავარია რომ იცეკვეს ქართული. და არ დავუკარგავ – კარგად იცეკვეს.

 7 წლის წინ ამავე მოედანზე, იმ ქალაქში, რომელიც აღგიწერეთ პრეზიდენტს ვახლდი მის პირველ ვიზიტზე ახალქალაქში.  მაშინ ბავშვები სომხური ცეკვით დაგვხვდნენ, მიშა შუაში ჩაუდგა და მათთან ერთად იცეკვა ერთი წუთი.  მე მოედნის  უკან ვიდექი, ზუსტად იმ ერთი კვირის გაუპარსავ დაბღვერილ ხალხში. ამ ქალაქის ახალი ცხოვრება მაშინ იმ წამს დაიწყო, როცა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს, გაიღიმეს და მუჟლუგუნები მისცხრს  - " ფრეზიდენტ აა", იშვერდნენ ხელს მიშასკენ. მიშამ იმ დღეს ტალახიანი ახალქალაქი  ფეხით შემოიარა, მთელი ქალაქი აეკიდა.    დღეს ეს ქალაქი სხვაა. რჩება ძნელ ქალაქად, საქართველოს სახელმწიფოს გამოწვევა ქალაქად.  სომხებმა მიიღეს აღიარება, რომ სომხური ქალაქია, ოღონდ მიიღეს რომ ეს ქალაქი საქართველოშია. ყველა კუთხეში სომეხი მოღვაწის ძეგლი დგას, ოღონდ ყველა მაღაზიაზე ქართული წარწერაცაა.  (ახალქალაქს თურქულ მანქანათა კოლონა სერავს და ხშირად თურქი მძღოლები  სწორედ ამ ქალაქში ათევენ ღამეს ) .  




 წალკა
სუფთა სასტუმრო, რომლის არსებობა ეჭვქვეშ მედგა მთელი ველოტურის მანძილზე. სვანების რესტორანი "რიჰე"  ბერძნული ეკლესია წალკაში, არისტოტელეს ბიუსტი მთავარ ქუჩაზე.ახალი საავადმყოფო – ჰოლანდიელი და ჯუმბერ ლეჟავა მყავდა მიყვანილი.

წალკა – თბილისი
ყველაზე ცუდი ასფალტის საფარი მთელს მარშრუტზე ( ხულო–გოდერძის უღელტეხილი– ადიგენს თუ არ ჩავთვლით) წყნეთშია.

თბილისი
ყველაზე ნაკლები ხალხი ჩვენს დასახვედრად გამოსული, ყველაზე ნაკლები.

 

Saturday, May 19, 2012

ჯეიმსისა და ნენეს გასაუბრება





  ვისია მსოფლიო?
ნენემ (ქალებმა) პასუხი ჯეიმსს (კაცებს) 30 წლის დაგვიანებით გასცა.


 ჯეიმსმა 1966 წელს თქვა.

 This is a man's world This is a man's world But it wouldn't be nothing Nothing without a woman or a girl You see man made the car To take us over the road Man made the train To carry the heavy load Man made the electric light To take as out of the dark Man made the boat for the water Like Noah made the ark This is a man's man's man's world But it wouldn't be nothing Nothing without a woman or a girl Man thinks about the little betty baby girl And the baby boys Man makes them happy Cause man made them toys And after man made everyhing Everything he can You know that man makes money To buy from other men This is a man's world But it wouldn't be nothing Nothing not one little thing Without a woman or a girl He's lost in the wilderness He's lost in bitterness




 ნენემ 1996 წელს უპასუხა.


 You gotta be fortunate You gotta be lucky now I was just sitting here Thinking good and bad But I'm the kinda woman That was built to last They tried erasing me But they couldn't wipe out my past To save my child I'd rather go hungry I got all of Ethiopia Inside of me And my blood flows Through every man In this godless land That delivered me I've cried so many tears even the blind can see Chorus: This is a woman's world. This is my world. This is a woman's world For this man's girl. There ain't a woman in this world, Not a woman or a little girl, That can't deliver love In a man's world. I've born and I've bread. I've cleaned and I've fed. And for my healing wits I've been called a witch. I've crackled in the fire And been called a liar. I've died so many times I'm only just coming to life. Chorus My blood flows Through every man and every child In this godless land That delivered me I cried so many tears even the blind can see

Wednesday, May 9, 2012

ეპიკური "მამა"

ეპიკური სიმღერაა.

სევდა არ შეესაბამება ამას,
 არც არავინ იცის ოღონდ, რა გრძნობა უნდა შეუსაბამოს.


გამოშვებიდან 20 წლის შემდეგაც.

პირველად 1986 წელს მოვისმინე ბათუმის ინტურისტის ბარში.

მაშინ ეს ადგილი ერთერთი იყო ორ ჯადოსნურ ადგილს შორის საქართველოს ტერიტორიაზე.
 მეორე "აპრა" იყო სოხუმის ნავსადგომში.
ორივეგან ჩვენთვის დიდი თავლებით სანახავი კლიპებს აჩვენებდნენ. მუსიკა, კოქტეილი, კაპიტალისტური ფილმებში ნანახი დიზაინი სრულ ტრანსში გაგდებდა, რომ უცხოეთში, "დამპალი კაპიტალიზმის " საოცნებო ტერიტორიაზე იყავი.

ხოდა ამ ბათუმის ინტურისტის ბარში ეს სიმღერა...

დავიზაფრე.
ვერ გავიგე, მომეწონა, მაგრამ მაინც შევწუხდი.
მაშინ ყველაფერს ერთ პრიზმაში ვატარებდი, დაანგრევს თუ არა საბჭოთა კავშირს?
დარწმუნებული ვიყავი, რომ "რემბო", პრინცის  ფერფელ რეინ, პინკ ფლოიდის ვოლი, ვებერის ჯიზუს ქრაისტ სუპერსტარი სსრკს ანგრევდნენ.
ისინი ჩემი თანამებრძოლები და ჯიგრები იყვნენ.

 აი გენეზისის ამ სიმღერას ვერ მოვუძებნე ადგილი.
არადა მომეწონა.

მე მგონი ამ სიმღერამ მე კი არა, თვით ბრიტანეთიც დააბნია.



ტექსტია ძაან ძნელი.


I can't see you, mama.
But I can hardly wait
oh To touch and to feel you, mama
Oh, I just can't keep away
In the heat and the steam of the city
Ooh, it's got me running and I just can't brake
So say you'll help me, mama
'Cause it's getting so hard, ooh

Now I can't keep you, mama
But I know you're always there
You listen, you teach me, mama
And I know inside you care
So get down, down here beside me
Ooh, you ain't going nowhere
No, I won't hurt you, mama
But it's getting so hard, ooh

Ha ha ha, ha ha ha, awh
Ha ha ha, ha ha ha, awh

Can't you see me here, mama,
Mama, mama, mama, please?
Can't you feel my heart?
Can't you feel my heart?
Can't you feel my heart, ooh?
Now listen to me, mama
Mama, mama
You're taking away my last chance
Don't take it away !
Can't you feel my heart?

ha ha ha,ha ha ha awh

It's hot, too hot for me, mama
But I can hardly wait
My eyes, they're burning, mama
And I can feel my body shake
Don't stop! Don't stop me, mama
Ooh, make the pain, make it go away, hey
No, I won't hurt you, mama
But it's getting so hard, ooh

Now I can't see you, mama
But I know you're always there
You taunt, you tease me, mama
But I never, never, never can keep away
It's the heat and the steam of the city
Ooh, got me running and I just can't brake
So stay, don't leave me, mama
'Cause it's getting so hard, ooh

Don't go, no no don't go
No no no, don't go...
ha ha ha
dont go
ha ha ha awh
no dont let me go
dont go


კომენტები წავიკითხე და...

ერთნი ამბობენ, დაუბადებელი ბავშვის სათქმელია აბორტზე წამსვლელი დედისადმიო, მეორემ მე დავკარგე დედა 13 წლის ასაკში და ჩემი ტკივილის შესახებააო

მესამემ ტინეიჯერისა და ბებერი ბოზის ურთიერთობას ეხებაო.

მოკლედ, სრული გაურკვევლობაა, არადა ტექსტია, ქვას ხეთქავს ემოციებით.

ვკითხოთ ფილს, ჯერ ხომ ცოცხალია.





ტექსტი პათეტიკურია, მაგრამ ფილის ეს ეშმაკეული ჰაჰჰჰჰ!  2:10დან 
სრულიად ატრიალებს ტექსტის შინაარსს.
მე მგონი დედაზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო წამლადაა მოგონილი.
ამ სიმღერას შეეძლო , და იქნებ ასეც მოიქცა, დედასთან იმპრიტინგის ჯაჭვებისგან ეხსნა ბრიტანეთის მოსახლეობა.
იქნებ ამიტომაცაა ეპიკური. 

Monday, May 7, 2012

2 დინამოს სტადიონი ნათესავები

ათი თაობის შემდეგ, სადღაც 2220 წელს,  ჩემს შთამომავლებს წინაპართა მეათე  თაობაში, (ანუ დღევანდელ ცოცხლებში) 2048 ადამიანი ეყოლებათ.

ანუ მე დავუმოყვრდები 2047 ადამიანს, რომელიც დღეს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, და წარმოდგენაც არ აქვს, რომ მე მისი პოტენციური ნათესავი ვარ.
მოიცა,
მე ხომ სამი შვილი მყავს. ანუ სამჯერ მეტი, 6143 დღევანდელი ადამიანი დავნათესავდებით 23 საუკუნებმდე.
ოც თაობაში კი დღევანდელ ცოცხალთაგან  131.072 ადამიანთან დამანათესავებს ერთი შვილი.
სამივე კი 392.216–თან.
მეოცე  თაობის შთამომავალი კი სადღაც 25–ე საუკუნეში  გამიჩნდება.

სად ხარ 392.216 უცნობო დასანათესავებოელო, ჩვენ  ხომ 6,5 (ექვსნახევარი) დინამოს სტადიონის გავსება შეგვიძლია (თუ თითოეული 60.000 კაცს იტევს).



და..


სად ხართ  ჩემო ნათესავებო ჩემი წინაპრების  წინა ოცი თაობიდან?
 131.072 სგან    131.000 –ს არ გიცნობთ.
2 გადავსებულ დინამოს სტადიონ ნათესავებს არ ვიცნობ.

შენც ჩემ დღეში ხარ.



მეომარი ერი

.  ჩვენ გვასწავლეს რომ მეომარი ერი ვართ, ამ ნიშნით არათუ მეზობლებს აღვემატებით, არამედ მსოფლიოშიც ერთერთი საუკეთესონი ვართ.  5 ჯერ ზედიზედ წაგებული ომის შემდეგ ეჭვი გაგვიჩნდა, ვართ კი მეომარი ერი, კარგი მეომარი ერი?  ან რითი აღვემატებით სხვებს? თუნდაც მეზობლებს?  არც არაფრით - მათაც ომებში შეინარჩუნეს თავისი ქვეყნის კონტური და მოსახლეობა და ჩვენც.  ჩვენ მათი გმირული ომების შესახებ არ ვიცით, იმათ კი ვთხოვთ რომ ჩვენი იცოდნენ.  არადა არც მათ იციან. რატომ უნდა იცოდნენ, რითი შევიდა ჩვენი ბრძოლისუნარიანობა მსოფლიო ისტორიაში?  საკუთარი მიწის 80%_ ის შენარჩუნებით.  ჩამოვრჩებით ამ პარამეტრით ბევრს.  უმჯობესია თვითშეფასების  ეს საეჭვო პოსტულატი შევცვალოთ.  მოვიქცეთ ისევე, როგორც მოიქცნენ ჩვენზე ბრძოლისუნარიანი და ჩვენსავით წაგებული დიდი ერები:  გერმანელები, იტალიელები, ფრანგები ( სამადლოდ გათავისუფლებულები), იაპონელები, კორეელები.


 მათ მებრძოლის იმიჯს უკან ამოფარებას და გულზე ხელების ბრაგუნს საფუძვლიანად მიანებეს თავი და საკუთარი თავისგან ახალი ეროვნული იმიჯი შექმნეს - მშენებელი, მწარმოებელი, წესიერი, პატიოსანი მწარმოებელი, ხარისხიანი მშენებელი.

  მებრძოლ ერად ყოფნის სიამაყის კომპენსაცია წესიერ ერად ყოფნის სიამაყეობით ძნელი აღმოჩნდა,
 საჭირო გახდა: ძალიან წესიერება, ძალიან ხარისხიანი მშენებელობა, ძალიან სანდო მწარმოებლობა.  და მათ ეს შეძლეს.  მოიპოვეს მთელი დანარჩენი მსოფლიოს ნდობა, პატივისცემა და ... ფულები, რომელსაც ეს მთელი დანარჩენი მსოფლიო უხდით მათ სანდო და ხარისხიანი მანქანებისთვის.  ჩვენ ვერ შევქმენით იმპერია, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ წინაპართა დანატოვარიც, მომავალში კი ისევ მებრძოლი ერის არაღიარებული სტატუსით გვინდა რომ ვიცხოვროთ.  არ გამოგვივა, 8 საუკუნეა გასული ჩვენი ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ.

მივბაძოთ   წაგებულ იმპერიებს,

დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ  ცოტათი მაინც უფრო მაგრები ვართ  ვიდრე საშუალოსტატისტიკური  დედამიწელი ერი.



ძნელია, ხანგრძლივია, უმადურ საქმეს ჰგავს, მაგრამ წარმატებისკენ მივყავართ, კარგი პრეცედენტები გვაქვს წაგებული ქვეყნების ნებისყოფიანი რევანშისა, ვიყოთ ჩვენც ნებისყოფიანი რევანშისტები.

ჩემსობას


ჩემსობას
ეს სასაცილო სიტყვა აღნიშნავს დროს, როცა მოსაუბრე აწ უკვე წარსულში მყოფი სტატუსის მქონე იყო, საუბრის თემა კი იმ, განვლილი პერიოდის შესახებაა.

 ჩემსობას- როცა მე სკოლის მოსწავლე ვიყავი ჩემსობას - როცა მე სტუდენტი ვიყავი ჩემსობას- როცა მე იქ ვმუშაობდი ჩემსობას - როცა მე იქ ვისვენებდი

 აი ჩემსობას, როცა მე პენსიონერი ვიყავიო, ვეღარ იტყვის მოხუცი, იმიტომ რომ პენსიონერობის სტატუსი მას ისევ ექნება.

ანდა იტყვის, ოღონდ იქ, იმქვეყნად.


მოდი ეს დროში შეზღუდული ჩემსობასები გავაერთიანოთ და პენსიონერსაც გადავუჯოკროთ  -ჩემსობას - ჩემს ცხოვრებაში.  ჩემსობას, მივმართოთ შთამომავლებს.


 თანაც მოსაყოლი ბევრი გვაქვს, ჩვენსობას, ვინც ახლა ვართ შუა ასაკში ხომ უამრავი მოსაყოლი რამ მოხდა.  მოხდა ისეთი, რომელმაც მანამდე არსებული ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა ახალი, განვითარებული და კონფორტული  ან სულაც გართულებული და დაძაბული ცხოვრებისკენ.


მაშ ასე,  შთამომავალნო, თქვენს  ურიცხვ წინაპრებში ერთერთის ( ერთი თაობის) ცხოვრებაში მოხდა ეს ცვლილებები.  ჩემსობას:  მელნიანი კალმები შეიცვალა ბურთულიანი პასტებით,  მოკვდა პროფესია - პასტის დამტენი, მოკვდა ნივთები- ფაიფურის სამელნე და მისი ჩასადები მოქსოვილი ბუდე გამოჩნდა ფერადი ტელევიზორი, თხილამურების პლასტმასის ბათინკები, ახალი თხილამჯრები თავისი ამუნიციით მანქანებმა ინდივიდუალური მხატვრულისგან მიიღეს უნიფიცირებული ფორმა თვითმფრინავებს აუპრიხეს ფრთების ბოლოები გამოიგონეს შავცისფერი კინო ჟანრები: საშინელება
ცეკვები : ბრეიკდანსი, ჰიპჰოპი სპორტები: სნოუბორდი, როლიკები, სკეიტბორდი კვადროციკლი, სკუტერი, წყლის, თოვლის, სეგვეი,  პარაპლანი, ფრენა ( ვარდნა)  ღამურას ფორმით,  მობილური ტელეფონი  კომპიუტერი,  ინტერნეტი, ელსიდი მონიტორი, ტაჩსკრინი, მინიკაბა  ბიკინი, პორნოგრაფია, როკი, უყინულო მაცივარი ტეფლონი ლიკრა სილიკონი ორმაგი შუშა- მინაპაკეტი მეტალოპლასტმასის კარფანჯარა რუბეროიდი ჰიდროიზოლაცია უკამერო ბორბალი, ელექტრომობილი, ოფისის ცივ- ცხელი წყლის აპარატი, ელექტრო წყლის მადუღარა  რთული ხელოვნური სუნთქვის აპარატები, კოკაკოლა, პეფსიკოლა, მაკდონალდსი, ეტქ. გახდა გლობალური ბრენდები, შემოვიდა ბავშვთა  დაბადებისდღეები  სპეციალიზებულ ცენტრებში ლათინური სერიალები, სერიალები, კონოგადაღების ტექნიკა, ყველანაირი ფანტაზია რეალურ გამოსახულებად იქცევა + 3 დ გამოსახულება. ექსტრემალური ატრაქციონები,  ფაქსი, ქსეროქსი, სკანერი, პრინტერი, 3დ პრინტერი, გაჩნდა და მოკვდა ვიდეომაგნიტოფონი, ყველა ქვეყანს ჰყავს პრემიერმინისტრი, ან პრეზიდენტი ან მეფე ან ყველა ერთად, მონარქია ჯერ კიდევ არის რამდენიმე ქვეყანაში ( ნეპალში მაგალითად)  გლობალურად გავრცელდა წესი პრეზიდენტს განმეორებითი არჩევის უფლება მიეცეს მხოლოდ 2 ან 3 ჯერ.  გაერომ დაიწყო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა ევროპაში შიდა საზღვრები შესუსტდა ან მოიხსნა დაიწყო გლობალური დათბობა გაჩნდა ოზონის ხვრელი, გაჩნდა შიდსი გააკეთეს  ცხვირიანი ონკანები მოკვდა უკანასკნელი ტასმანიური მგელი, კომუნკკაცია გახდა იაფი გაჩნდა გლობალური ტელეარხები:  სიენენ, ბიბისი, ემტივი, ფეშენტივი, ევრონიუს, ევროსპორტ, დისქავერი, ნეშენელ ჯეოგრაფიკი, ჰისტორი, რეალტივი,ტრეველი,    საზოგადოება გახდა უფრო განვითარებული, ტოლერანტული, დემოკრატიული, განათლებული,
 გაჩნდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი თოქშოუები,

ჩინეთის მილიარდმა მოსახლემ ერთბაშად გაიხადა ნაცრისფერი კიტელები, გადმოჯდა ავტომობილებზე და ჩაიცვა ევროპულად.  და ჩააცვა მთელს მსოფლიოს.
სათამაშოების 80% ჩინეთშია ნაწარმოები, საოჯახო ტექნიკის 70%
 ტერორისტებმა გამოიყენეს სამგზავრო თვითმფრინავები საბრძოლო იარაღად, რაკეტად.  ირანელ მუსულმანთა იმამმა სიკვდილი მიუსაჯა ინდოელ მწერალს, რომელიც 30 წლის შემდეგაც ცოცხალია. გაჩნდა რელიგიური ტელეარხები, ტელექადაგებები.  ტელეკონკურსები:  ნიჭიერი, ყველაზე ჭკვიანი, ვის უნდა 20 ათასი, ეკივოკი, ბავშვთა და ზრდასრულთა ვიქტორინები,  ტელე და რადიო არხთა რაოდენობა განუსაზღვრელად გაიზარდა 3 დან 333 მდე. ომის წარმოება რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მტრის სამოქალაქო მოსახლეობაში დამპყრობის მხილება იმით, რომ შენიანს კლავ, ანუ დამპყრობმა წესრიგი ვერ დაამყარა.  ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგატი დედები ინგლისური ენა გახდა გლობალურად  აღიარებული საერთაშორისო ენა  ( ჯერ ცოტა უკლია) .  ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები სატელიტური თანამგზავრებით ინფორმაციის გაცვლა.  ბლოგები, ფეისბუკი, ტვიტერი, ფორუმები,  სკოჩი,  ფხრიწიანი სამაგრი გიფსოკარდონი, შეკიდული ჭერი, ტუალეტის დეზოდორები სხვადასხვა მტვერსასრუტი ცირკულარული, გენეტიკა, კლონირება,  ღეროვანი უჯრედების ბანკი, ფეხბურთის ევროლიგა, ცვლილებები ფეხბურთის წესებში.  ქუჩაში ვიდეოდაჯარიმება, ეკონომიური ნათურები ბანკის კარტები ბანკომატები ფეიბოქსები, ემპეტრი, დივიდი, ბლურეი , ბლუთუსი, ვაიფაი,
 პოლიტიკა:  ვიეტნამის ომი ავღანეთის ომი, დაიშალა სსრკ, გაერთიანდა გერმანია, დაიყო კორეა, ირანში გამეფდა  მუსულმანური ფეოდალიზმი, არაბული რევოლუციები ერაყი, ავღანეთი  პოსტსსრკს შემდგომი ეთნოომები: აზერბაიჯანი სომხეთი, საქართველო , უიგოსლავია,        2012 წელს ჯერ კიდევ:  მსოფლიოს ლიდერთა 10% ეროვნულ- ეთნოგრაფიული  ტანსაცმლით დადის, საერთაშორისო შეხვედრებზეც. ( აფრიკა, არაბეთის ზოგიერთი ქვეყანა, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი, ) მუსულმანურ ქვეყნებში ქალებს ჩადრი ახურავთ.  რელიგიას და ეკლესიას პოლიტიკაში დიდი როლის თამაში შეუძლია  .