Sunday, October 31, 2010

კოშმარები





ყველა ეს სიტუაცია სიკვდილით დამთავრდა. 

მართალია მათი არც სახელები იცით და არც პირადად იცნობდით (იმედია), მაგრამ დამიჯერეთ თითოეულის სიკვდილთან ერთად ერთი ინდივიდუალური სამყარო, სამყარო ქვესკნელიდან კოსმოსამდე, ტალახიდან ინტერნეტამდე, გარმონიდან ორღანამდე, ტკივილიდან სიცილამდე, პენჯაბიდან ლასვეგასამდე მოკვდა. 

-ბებიას რომ გამოჰყავდა რეანიმაციიდან მორჩენილი ახალშობილი და პარმაღზე რომ წაიქცა ბავშვით ხელში.

-ბავშვი თავის ნათლობაში უკანუკან რომ წავიდა რათა წინ გამოქცეულიყო და ჩაკუზულ ხელებგაშლილ მამას ჩახუტებოდა, როცა უკან ხინკლის ქვაბი თუხთუხებდა. 

-ბავშვმა ეზოში თავდახურულ სარეცხის სახარშ ქვაბზე რომ მოინდომა ჩამოჯდომა. 

-მამამ შვილი მანქანიდან სიგარეტის საყიდლად რომ გადაუშვა, მაღაზია კი გზის გადაღმა იყო. 

-ექსკურსიის ავტობუსიდან გადმოსულმა გოგონამ  გზის გადარბენა რომ დაიწყო

-დედა ანთებულ ნავთის ლამპაში ნავთს რომ ასხამდა, ცეცხლი მოედო და გაქნეული ლამპა შვილს რომ გადაასხა

-ბავშვმა პირველად რომ მოინდომა ჭიქის მოწევა და ჩაი რომ გადაიღვარა

-ახალიწლის ღამეს დედის მეგობარმა ქალმა გოგო საჭესთან კალთაში რომ ჩაისვა

-ბავშვებმა ფეხბურთი რომ მოიგეს და მამებმა ბავშვებიანად ქალაქგარეთ რომ იქეიფეს

-დედა ვედროში წყალს რომ აცხელებდა სპირალით და ბავშვს რომ გაღვიძებოდა და პირდაპირ სააბაზანოში რომ შესულა

-ვიღაცეების ყაჩაღური გარჩევების დროს ტყვია მოზარდს კისერში რომ მოხვდა და ტეტრაპლეგია

-საკუთრმა ერთი თვის ეზოში ჩაკეტილმა ლეკვმა რომ უკბინა

-თურქეთში ვირის მუშად რომ იყო წასული და იქიდან შიდსით რომ დაბრუნდა

-პულსი რომ გაუქრა და ჯერ კიდევ თქმას რომ ცდილობდა გულის ტამპონადით

-კარატეს შეჯიბრზე ბიჭს საბუთები რომ გაუყალბეს მშობლებმა და უფროს ასაკში რომ გაიყვანეს. 

-ბეემვეს სიჩქარის  პირველ დატესტვაზე ძმაკაცი რომ ჩაისვა.

-რეანიმაციაში ექთანმა შეცდომით კალიუმი რომ გადაუსხა

-სახლში შემორბენილმა ბიჭუნამ ლიმონათის ბოთლი რომ მოიყუდა კაუსტიკური სოდით

-დენი რომ წავიდა და ხელოვნჯრი სუნთქვის აპარატი რომ გამოირთო

-რესტორნიდან გამოსული ტაქსს რომ აჩერებდა და ყველამ რომ დაინახა როგორ..

-ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დიდ ეკრანზე ყურებისას მოედანზე ბიჭი გრანიტის მოაჯირზე რომ დადგა

-ბიჭი სპილენძის მოსაპარად დენის ბუტკაში რომ შეძვრა

-დეიდა პლაჟზე კარტს რომ თამაშობდა და დისშვილი რომ ტალღებში წაექცა

-ბებო სოფელში ოჯახის თონეში პურს რომ აცხობდა

-ცურვის უცოდინარ ცოლქმარს თავისი მანქანით 7 ბავშვი რომ ჰყავდათ ჩამოყვანილი ურეკში  მანქანის გაბერილი კამერებით საბანაოდ.  6 გადარჩა.
 



ყველა ეს შემთხვევა ადამიანის სიკვდილით დამთავრდა .
ეს კოშმარები ჩემს საექიმო ბიოგრაფიაში ძალიან ახლო დისტანციაზე მოხდა, უმეტესობის შემსწრე თვითონ ვარ.
მათ უმეტესობას "ლხინი ჭირად ექცათ", დაისაჯნენ იმიტომ, რომ სიხარულით გათამემებულებმა დაივიწყეს რომ სიკვდილი ყოველთვის ახლოსაა და ხვეწნა არ ჭირდება.
მათი ლხინი 3 საათს უნდა გაგრძელებულიყო, ჭირი კი სამუდამო დაუდგათ.


ამ კოშმარებს თქვენ წინაშე ვდებ, როგორც აღსარებას და ვითვალისწინებ, რომ მომავალში ამ საიტზე შემოხედვისას შეიძლება უსიამოვნო ეჭვი დაგეუფლოთ, ისევ ხომ არ შევეყრები კოშმარებსო.

არა.

აღარ ვაპირებ, მოვრჩი.
პირიქით.

ჩემი შემდეგი პოსტი სასწაულებრივი გადარჩენების ჩამონაათვალი იქნება.

ასეა, რეანიმატოლოგები როგორც საშინელი ტრაგედიების, ასევე იღბლიანი გადარჩენების თვითმხილველები ვართ,და შესაბამისად ძალიან მორწმუნეები ან ძალიან ურწმუნოები.
    

Friday, October 29, 2010

ცხვირის ოპერაცია



ყვაა, ყვაა რატომ აქვთ ზოგიერთ ფრინველს ასეთი უსიამოვნო ხმა? რა დააშავეს, იქნებ ასე ჯობია მათთვის, იქნებ მათი გემოვნებით ჩხავილი საუკეთესო ხმაა?



ვინ არის ქვეყნად ყველაზე ლამაზი
ჩემი ბახალა,
თოვლს დაადნობს და მზეს ამოიყვანს ჩემი ბახალა.


გალაქტიონის ლექსია, პატარა და კარგი ლექსი.

კი ბატონო, ეს გასაგებია, რომ ყველას თავისი შვილი ურჩევნია სხვისას და კიდევ კარგი ასეა. 

მაგრამ არსებულა კიდევ ასეთი კანონზომიერება- ყველა ზრდასრულს მოსწონს პატარა, მათ შორის არა თავისი სახეობისაც, მაგრამ პატარა.
ანუ პატარა ბავშვი, მაიმუნი, ნიანგი, წიწილა და ლეკვი არამხოლოდ ადამიანს მოსწონს ესთეტიური შეხედულებით, არამედ სხვა ცხოველებსაც, და არა ესთეტიური მოსაზრებით, არამედ რეფლექსურად, ქვეშეცნეულად. 

აღმოჩნდა, რომ პროპორციულად დიდი თავის ტვინის ნაწილი და პატარა, წარუზიდავი სახე პროფილში,ანუ, ცხვირი პაჭუა, შუბლი კი წინწამოწეული მშობლიური გრძნობების უნივერსალური მასტიმულირებელია. 





ამიტომაც ხშირია ბუნებაში შემთხვევა, როდესაც მრისხანე მტაცებელი უსუსურ ჩლიქოსანს იშვილებს და უვლის. 
ეს მხოლოდ ზოოპარკებში არ ხდება, ბუნებაშიც ხშირადაა დაფიქსირებული ასეთი კაზუსები: ვეფხვმა იშვილა გოჭი, ლომმა ანტილოპას ნუკრი, ძაღლმა კნუტები, ქათამმა ჭუჭულები. 

წარზიდული ნაწილები ზოგ ცხოველს მთელი ცხოვრება რჩება ოდნავ წარზიდული (მაგალითად პანდა, კატა, თუთიყუში, ჰაჩიკო ძაღლი), ზოგს კი არ გაუმართლა და ზრდის პარალელურად წარზიდული ნაწილები ძალიან წარეზიდება (ნიანგი, ყვავი, მგელი, დობერმანი)  ადამიანი ამ ცხოველების მიმართ იგივე ქვეშეცნეული სტერეოტიპების ქვეშ მყოფი სჯის, რა ქვეშეცნეული რეფლექსებიც ზოოსფეროსთვისაა საერთო:

მიტყეპილი საყვარელი და მოსაფერებელია, წარზიდული კი აგრესიულია და მტერია.



 
ანუ, ვერავინ დაადასტურებს, რომ თუთიყუში კეთილია ხოლო ყვავი ბოროტი, ვირთხა უფრო ბოროტია ვიდრე ზღვის გოჭი, მაგრამ სტერეოტიპი თავისას შვება. 
წარზიდულ პროფილიანები მტრები არიან, პანდა, დათვი, თუთიყუში, კატა და ზღვის გოჭი კი მეგობრები. 

ვართ თუ არა ჩვენც, ადამიანები ამ სტერეოტიპის გავლენის ქვეშ არა ცალკეულ პიროვნებას არამედ ერების შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებისას? 

იქნებ ამიტომ გვირჩევნია ჩვენსავით და ჩვენზე უფრო ცხვირიან სომხებს რუსები? 
იქნებ ჩვენც აპრიორ მტრები ვართ რუსებისთვის, მტერი რომელიც ან უნდა დაიმონო, ან უნდა მოკლა მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დატოვო თავის ნებაზე.
იქნებ ჩინელები იმიტომ აჩენენ ბევრ ბავშვს, რომ მათი შვილები დიდხანს რჩებიან ცხვირპაჭუები და საყვარლები? 

პ. ს.  ეს თემა ცხვირის პლასტიკოსი ქირურგების მაფიამ შემიკვეთა და მეც კომპლექსებს ვავრცელებ - მოიჭერი ცხვირი თუ არ გინდა იყო ქვეშეცნეული მტერი.
ამ ვიდეოში დრამატულ ჯუნგლების კანონს ცხვირპაჭუებისადმი ეს უნივერსალური კეთილგანწყობა ენაცვლება. ლეოპარდი, რომელიც ბაბუინს კლავს, ღმოაჩენს, რომ ბაბუინს იღლიაში შვილი ჰყოლია, მერე თქვენ ნახეთ.

გულწრფელად რომ გითხრათ, ხანდახან უცხო ადამიანს მინდა ისე, ინკოგნიტოდ ვურჩიო, გაიკეთე ოპერაცია, გაცილებით ლამაზი იქნები და ქვეშეცნეულად საყვარელი. 

პ. ს. მარგარეტ ტეტჩერის ცხვირი მომწონს,  ხასიათის ნიშანია და არა ნაკლი. მომწონს, მაგრამ მომწონს პრემიერმინისტრი ქალისთვის და არა ცოლისთვის.


როდის უნდა გაიკეთო ცხვირის ოპერაცია? 








ალბათ სკოლის შემდეგ და იქნებ ინსტიტუტამდე, ან თუ ჭოჭმანს თავს ვერ ართმევ სამსახურამდე მაინც, მაგრამ ადრე ჯობია.  

უნდა გაიკეთო თუ არა ცხვირის ოპერაცია გადაწყვიტე მარტივად, თუკი შენი პროფილი უფრო ყვავისაა ვიდრე თუთიყუშის ან უფრო ვირთხის ვიდრე თაგვის, ან თუ დილით სარკიდან ხელმარჯვე ოსტატის რვაფეხა მეფე გიცქერის დღესვე დაიწყე ფულის შეგროვება ოპერაციისათვის.

დედა სამშობლო მოგიწოდებს, შენ ეს უნდა შეძლო, შენ ეს გევალება.  
    

მისი დასავიწყარი ნურაფერი მოგცეთ ღმერთმა


რუსების თვალით










ეს სადღეგრძელო გსმენიათ?
წასულების სადღეგრძელოს მიაყოლებენ, მისი დასავიწყებელი ნურაფერი მოგცეთ ღმერთმაო.

ანუ, ისეთი უბედურება არ შეგხვდეთ, რომელიც ამ მწუხარებას დაგავიწყებთო.

კარგი სურვილია, კეთილგანწყობილი.



ჩვენ მოგვცა, 080808-მ დაგვავიწყა ის თუ როგორი იყო რუსეთი მანამდე.
არადა, თურმე ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მას შემდეგაა, რომელიც არ გცნობს, გაჩმორებს, ტკენა ტკენით რომ ცდილობს დაგიმორჩილოს, შეგჭამოს, თან გკბენს, თან გბოჭავს თანაც ამ ყველაფერს ცივილიზაციის სახელით და მანდატით გიკეთებს. 
საქართველო რუსეთის ომი იქნება და ამ ომს რუსეთი მოიგებს, ეს წინასწარგადაწყვეტილი იყო უკვე იმ დროს, როცა სეპარატისტული ტერიტორიების მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიცემით დაუმტკიცა მე დაგიცავო, როცა მათ ლიდერებს პირველად და შემდეგ უამრავჯერ შეხვდა, შეხვდა და მეგობარი უწოდა, როცა მათი ქალაქებში  ბილბორდები დასვა რუსეთის პრეზიდენტითა და დროშით, როცა ყველაზე პროგრესული, ევროპის ქვეყნების მონაწილეობით შედგენილი შეთავაზებები  სეპარატისტების მიმართ უნიტაზში ჩაუშვა. 


საქართველოს რესურსი ერთადერთი იყო ამ ომში.. ომი არ დაწყებულიყო, რუსეთს ვერ გაებედა. 

თუმცა ზუსტად ასეთივე რესურსი აქვს რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს ბევრ, უმეტეს ქვეყანას. 

რატომ გაგვიბედა ჩვენ? 

იყო თუ არა შანსი საქართველოს გაერთიანებას შეგუებოდა და ეს მისი სამტრო წინასწარგენწყობა და ზრახვები თავისთვის შეენახა? 

ალბათ მაინც იყო, თუკი ის ვერ მოახერხებდა თავის შიდა სმი სივრცეში ერთმანეთისგან გაეყო საქართველო და საქართველოს პრეზიდენტი."სააკაშვილი ვეძ ნიკტო ნი ლუბიტ" აი გასაღები ომის დაწყებისთვის, და ის გასაღები მას ჩვენ, ქართველებმა ჩავაბარეთ, იმათ ვინც 080808 მდე მიტინგებზე ვხაოდით და იმათაც, ვინც ამ მიტინგების  საწინააღმდეგო ძალა ვერ დავანახეთ რუსეთს. 
არადა რუსეთი ომემდეც, 3.10.07 მდეც 26.05.08 მდეც ისეთივე მტერი იყო როგორც ახლაა, თუმცა ჩვენ მას ვეღარ ვიხსენებთ, რუსეთმა მისი დასაVიწყარი მოგვცა, რეალური ომით მან ომამდელი რუსეთის ავაზაკობანი დაგვავიწყა.  
არადა დროა დავალაგოთ ჩვენი მოგონებები, ბოლო 5 წლის მოგონებები თუნდაც. 
რა მდგომარეობა იყო 2005 წელს და რა მოხდა შემდეგ? 
 

Thursday, October 28, 2010

ქართული ინჟინერიის მწვერვალები





არა, რაც სხვისი შექმნილი აგვითვისებია მასზე არ ვილაპარაკებ

ავტომობილის მართვაც ვისწავლეთ, ლოფტისაც,  მაცივარისაც,  მობილურისაც, მთლათ მწვერვალის - კომპიუტერისაც. 

  ჩვენ თვითონ რა მიგვიცია მსოფლიოსთვის მასზე მაქვს ლაპარაკი. 
მეძმარიაშვილის ქოლგა, 
სახლი კროსვორდი
ზემსუბუქი ჯავშანჟილეტი
ბაქტერიოფაგი
კატრექსი


მაგრამ ამ წერილის დაწერა ამ სიამ არ შთამაგონა, 
გუშინ ელიავაზე ქართული ინჟინერული აზროვნების ჩანასახები დავინახე,
მართალია ეს ინჟინერია ხელოსნობაზე მაღლა სულ რაღაც მისხალით მაღლა დგას, მაგრამ ეს მისხალი აშკარად ახალია ჩვენს ყოველდღიურობაში:

ჟესტის ნარდი
ბორბლებიანი დახლი
ჭადრაკი მერხზე



და ჩვენ გვინდა რომ რუსებს ომი მოუგოთ, უფრო სწორედ გვინდა რომ ომით მოვუგოთ ომი? 
მსოფლიოში იარაღის მწარმოებელი 2 მოთამაშე არსებობს: მთელი მსოფლიო რუსეთის გარდა და რუსეთი. 
მთელი მსოფლიოს სამხედრო მრეწველობა გამწარებული ლამობს შექმნას მსოფლიო ბაზრის დამპყრობი იარაღი, მაგრამ ეს ყველაზე კარგად მაინც რუსეთს გამოსდის.
მათი იარაღი ისევ საიმედო, გამძლე და გაცილებით იაფია. რის ხარჯზე არ იკითხავთ? 
რაც არ უნდა იაფი იყოს რუსეთის ტექნიკური პერსონალი და ნედლეული, მთავარ უპირატესობას რუსულ იარაღს რუსული ინჟინერული ნიჭი აძლევს. 
რუსი ოქრომჭედლების შეჯიბრის საფეხურები თუ გახსოვთ, ერთმა რწყილი რომ გააკეთა, მეორემ არ რწყილს ნალები რომ გაუკეთა ხოლო მესამემ ნალებზე სახელი დააწერა,
იცით თუ არა, რომ რუსების მიერ გამოშვებული 20 მდე ყველაზე ეფექტური სარაკეტო ძრავი ერთერთ რუსულ საწყობშია მიყრილი, ამერიკელები კი მათგან ერთერთის ხელში ჩასაგდებად რუსულ- ამერიკულ ერთობლივ კოსმპსურ  პროექტს ახორციელებენ? ეს ახლა, წარსულში კი...
ფაუ-2 ეს მსოფლიოში პირველი რაკეტა ბომბაა, ანუ ბომბი, რომელიც ვერტიკალურად ფრინდება და ზუსტად ვარდება 500 კმ-ის იქით. სულ 2 ბომბის სროლა მოასწრეს გერმანელებმა, ერთი ლონდონს დაეცა და 5 ათასი ლონდონელი მოკლა, მეორე კი ანტვერპანს და 2 ათასი მოქალაქე შეიწირა. საბედნიეროდ გერმანიამ ამ იარაღის შექმნა მხოლოდ 1945 წლის დასაწყისში შეძლო. მოკავშირეებმა ფაუ-2ის ქარხანაში რომ შეაღწიეს, ის ასამდე ამ რაკეტის უკვე გამზადებული მოტორი დახვდათ, რომლის რაკეტად აწყობაც გერმანელებს ჯერ ვერ მოესწროთ. ის ქარხანა ებრაელი მონების შრომას იყენებდა და მის კედლებში 2000-მდე ებრაელი მუშა წამებით და შიმშილით იყო მოკლული. ეს ქარხანა გერმანელ ინჟინერ კონსტრუქტორს , ფონ ბრაუნს ექვემდებარებოდა.
როგორ გგონიათ, რა ქნეს ამერიკელებმა, ნიურბერგში გაამწესეს ფონ ბრაუნი?
არა.
ეშმაკს შეეკვრნენ და ფონ ბრაუნი თავისი 400 ინჟინრითურთ ამერიკაში წაასხეს, იქ ოფიციალურად პატიმრები დაარქვეს ცოტა ხნით, და შემდეგ პატივცემულ ამერიკელებად აცხოვრეს. რა დამსახურებისთვის?
იმ დამსახურებისთვის, რომ მთვარის დამლაშქრავი რაკეტა სწორედ ფონ ბრაუნსა და მის ჯგუფს გააკეთებინეს.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ამერიკისთვის რუსეთის მოგება იმდენად პრინციპული იყო, რომ მორალურ კომპრეომისზე წავიდნენ.
რუსებმა კი რაკეტა მაინც მათზე ადრე შექმნეს და კაცი პირველებმა მათ გააფრინეს კოსმოსში.



ჩვენ გვინდა რომ რუსებს (ომი მოუგოთ, უფრო სწორედ გვინდა რომ) ომით მოვუგოთ ომი? 


დავუბრუნდეთ საქართველოს. 
ჩოჩიალა ურემი, 
ხრიკა, ორშიმო, ნალია და წისქვილი ეთნოგრაფებს დავუთმოთ, დროა შევქმნათ რამე სასარგებლო, კაცობრიობისათვის სასარგებლო. 

იქნებ ამით დავიწყოთ, მონდომებით და რუდუნებით, ცდისა და შეცდომის მეთოდით. 
იდეები მერე დაიბადება.


ამასობაში იმაზეც ვიფიქროთ, როგორ მოვუგოთ ომი რუსებს უომრად.     






P.S. ჩოჩიალა ურემი კი ირონიით არ მიხსენებია, ნახეთ, გენიალურია, აღმართში ტვირთის ატანისას უკან (ქვემოთ) არ გორავს, მუხრუჭდება. 

შემოქმედებითი პაუზა თუ გაბანძება?

 



მეისი გრეი

კარგი მომღერალი, უცნაური  ხმა რომელიც ერთდროულად ბებრისაცაა და ბავშვისაც.

 

რატომღაც გაქრა. 
ერთი 7-8 წლის წინ მღეროდა და ვითარდებოდა, თუმცა მისი ბოლო სიმღერა კლიპები შოუბიზნესით  მეჩვენა მოდიფიცირებული, რაღაც ზედმეტი ავხორცობის პროპაგანდით და ნაკლები ინდივიდუალური სათქმელით. 


ცუდად  მენიშნა და მართალიც აღმოვჩნდი, დადუმდა. 
იქნებ არც დუმს და თავისი ვიწრო მასშტაბებით წარმატებულ მომღელადაც რჩება, მაგრამ ისეთი კი ვერაფერი შექმნა, რომ ჩემამდე მოეღწია. 

პირველი არ არის ამ დღეში 
ასთივე ბედი ეწია კელის, რომლის პირველი 2 მაგარი სიმღერის შემდეგ

2 შოუბიზ ეროტიული სიმღერა მიაყოლა და ისიც დადუმდა. 


მათი შემხედვარე მინდება, მათ მდგომარეობაში ჩავარდნილებს ვურჩიო, გოგოებო, ნუ იმღერბთ შოუბიზ "ეროტიულ" სიმღერებს, ის დასკვნითი აკორდი იქნება. 
ჯობია შემოქმედებითი პაუზა გაგიგრძელდეთ, ვიდრე თქვენი ბრენდით გაკეთებული უნიჭო სიმღერით ვინმე პროდიუსერი ახეიროთ, ისევე როგორც ვარსკვლავურ საათებ გამოვლილი ფეისები პლეიბოის გამომცემლებს ახეირებენ.
ბოლო გაფართხალებაა ეგ მათი, უფრო სწორედ გაზნექვა.
განვლილი მოპოვებული  წარმატების ნებაყოფლობითი გადახაზვა. 



მოიცადეთ, 
თქვენი დრო მოვა, დაბრუნდება, ოღონდ თუ არ მოაკვლევინებთ თავს შოუბიზს ფინალური უგემოვნო კლიპით. 


სხვა მაგალითიც მაქვს, ქვინი, წარმოუდგენელი დეგრადირება განიცადა არ ჯგუფმა შოუბიზნესის ტალღებში. 
ნაით ინ ოპერა ჰაუსის შემქმნელი 10 წლიანი სიჩუმის შემდეგ ლამის დისკოჯგუფად იქცა. 


წარმოიდგინეთ რამდენად ღარიბი იქნებოდა კაცობრიობა, შოუბიზის დაკვეთით მობერებულ მორისონსა, ჯოპლინს, ჰენდრიქსს და კობეინს ღრიტინა გაწელილი ტრუხა ტკბილი სიმღერები რომ მიეყოლებინათ თავისი მწვერვალებისათვის. 
მათ სიკვდილმა პიკზე უწია, აი მერკური კი სიკვდილამდე ერთი ხუთი წლით ადრე უნდა გატრუნულიყო და .. ნაღდ ნაპერწკალს დალოდებოდა, ისე როგორც ამას მიკ ჯაგერი აკეთებს. ფალში მის ბებრულ რეპერტუარში ჯერაც არ მომისმენია. 

და რომ ვეღარ დაელოდებოდა, რომ კვდებოდა თურმე დაუბერებლადო, თუ მკითხავთ თქვენ მერკურიზე, გეტყვით რომ, იმას რასაც მღეროდა ბოლო 5 წელი, რომ არ ემღერა ჯობდა. 
ჯობდა დღეს ვინმე ჯეელი ქვინის რაობის გარკვევასრ რომ მოისურვებს ის სამარცხვინო, მაგრამ რატომღაც პოპულარული გვიანდელი სიმღერები, საერთოდ არ წაებორკოს თვალებში და ყურებში.


არ ვიცი ვტყუვდები თუ არა, მაგრამ ამერიკის, როგორც ქვეყნის ძლიერი ნება ჩემთვის სწორედ ეგ უდროოდ გაწყვეტილი ნაღდი სიტყვის მთქმელი ადამიანების სიმრავლეა. 
ასე მგონია რომ ამერიკა მოვალეა თქვას ის, რაც ვერ მოასწრეს ეთქვათ ჰენდრიქსს, ჯოპლინს, მორისონს, იცის რომ მოვალეა და ცდილობს (ფილმებით, სიმღერებით, მხატვრობით, ზოგადად ხელოვნებით).

ბრიტანეთი კი ქვინის ტრანსფორმირების შემხედვარე, რაღაც უფრო კონფორმისტულად მეჩვენება, ვიდრე ამერიკა, თუმცა ბრიტანეთის როკ პოტენციალს უფრო მაღლა ვაყენებ, ვიდრე ამერიკისას. 


 
ან იქნებ პირიქით, ხელოვანმა ბევრი ხლამი გაუთავებლად უნდა ქმნას, რომ ერთიორი შედევრი იქნებ მაინც გამოერიოს, ისე როგორც ქვინს იმ ჩემს დაძრახულ პერიოდში ბარსელონა და უნიენდო? 
არ ვიცი. 
შენ იცი?

იდეალური მაინც მიკ ჯაგერის და ოზი ოსბორნის ვარიანტია- უძლიერესი, მსოფლიო მახსოვრობის ღირსი  ერთი ახალი სიმღერა და თუნდაც 5 წელიწადში ერთი. 




მაშ ასე, ბანძობა თუ შედევრი?
სიჩუმე თუ ბევრი ბანძობა ორი შედევრისთვის? 
1958 წელს გამოცემული გალაქტიონის რჩეული მაქვს, მასში 90% ბანძობაა, რჩეულის კრიტერიუმად რედაქტორს ალბათ კომუნიზმის ხოტბა ჰქონდა ნაგულისხმევი, ვერ წარმოიდგენ თუკი გალაქტიონს შეეძლო ამდენი ბანძობა დაეწერა. 
ვთქვათ და ეს ზეგარდმო პირობა იყო, დაეწერა ამდენი ბანძობა რათა თავი შეენახა და კიდევ ბევრი შედევრი შეექმნა.


იქნებ სტეფანემ, ნინო ქათამაძემ, სალომე კორკოტაშვილმა, გიგა კვენეტაძემ და გიგა მიქაბერიძემაც შექმნან შედევრი, ერთი 5 ბანძობის შემდეგ? 

მეისი გრეი კი კვლავ ჩუმადაა.

Wednesday, October 27, 2010

ბრიტანული როკენროლი 1956 -64

ეს მოზარდობიდან მოგვდევს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც დროსა და სივრცეში შენს ადგილზე ინტერესდები.
ერთის მხრივ,
სივრცეში


ირმის ნახტომი, მზის სისტემა, მესამე პლანეტა, ევრაზია, უფრო ევროპა ვიდრე აზია, ამიერკავკასია, თბილისი, ვაკე, მეთორმეტე სართული. 

მეორე მხრივ კი
დროში

ახალი ერა, ახალი წელთაღრიცხვა, მესამე მილენიუმის დასაწყისი, ფეოდალიზმის შემდგომი, სსრკს შემდგომი, 9 აპრილის შემდგომი, სეპარატისტებთან ომების შემდგომი, ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი. 


თუმცა, მართალია  სივრცეში მისამართს ბევრს ვერაფერს დავუმატებ (ნუ, თუ მაინცდამაინც, ვთქვათ ზღვის დონიდან 650 მეტრი, ნოოსფერო, ზომიერი ჰავა, ტექტონიკური ფილების სეისმურად აქტიური ზონა და ა. შ.),

მაგრამ დროში ჩემი მისამართი ძალიან მშრალი მეჩვენება და დასაზუსტებად (დროსა და ადგილში ჩემი ადგილის დასაზუსტებლად) მუსიკის ისტორია უნდა მოვიშველიო. 





მაშ ასე,
ნადურისა და ლილეოს შემდგომი,
კითარისა და საყვირის შემდგომი,
ჭიანურისა და დაირას შემდგომი,
კლავესინისა და არფის შემდგომი,
მოცარტისა და ბეთხოვენის შემდგომი,
შოსტაკოვიჩისა და რაველის შემდგომი,
ნიუ ორლეანური შავი ჯაზის შემდგომი,
ლუისა და ელას შემდგომი,
ბლუზის შემდგომი,
glenn miller კრისტალ საყვირიანი ორკესტრების შემდგომი,
ლიტლ რიჩარდ-ჩაკ ბერი-ელვის პრესლის როკენროლის შემდგომი,
Janis Joplin,Jim Morrison-ის შემდგომი,
ბიტლზების, ზეპელინების, პინკფლოიდის ქვინის შემდგომი,
აბასა და ბონიემის შემდგომი,
ბი ჯიზისა და დემის რუსოსის შემდგომი,
დისკოს შემდგომი,
ერს ვინდ ენდ ფაიერისა და ჯექსონის,
სკუტერ, დრ ალბანის ტექნოს შემდგომი პერიოდი,
 
ახლა, ჩემი შეფასებით ვიმყოფებით (ვსუფევთ, ასე ვთქვათ) ყველაზე განვითარებულ, რადიოჰედ- ქოლდფლეის მელანქოლიური დრტვინვის პერიოდში. 






ყველა ამ ჩამოთვლილმა ეპოქამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და ბიძგი მისცა შემდეგ ეტაპს წარმოსაქმნელად. 
ცვლილებები ზოგჯერ თანდათანობითი, ევოლუციური იყო, ზოგჯერ რევოლუციური, ხშირად პროგრესული, ზოგჯერ კი დეგრადაციული. 
ეს კრიალოსანი ყველაზე ადვილ და ცოცხალ ორიენტირად გამოდგება დროში. 


ავტომობილი სხვადასხვა იყო ლუი არმსტრონგის, ზიზი ტოპის, ელვის პრესლისა და ტომ პეტის დროს, და ჩვენ შეუცდომლად ვიცით რითი განსხვავდებოდა ელას დრო ლენონის დროსაგან,  ელვისის დრო ქაშმირის დროსაგან, ბილი ჰოლიდეის დრო მადონას დროსაგან, დონას სამერის დისკო ელელ ქუ ჯეის რეპის დროისგან.  ეს მუსიკალური ყველაფრისმომცველი ტალღები არამხოლოდ მუსიკის ისტორიას ასახავს, არამედ საზოგადოების, კაცობრიობის განვითარებისასაც. 

მოცარტისა და სნუპ დოგის მუსიკა უფრო ზუსტად და უფრო მეტს მეტყვის მათ აუდიტორიაზე, ვიდრე ისტორიული წიგნები მათ ეპოქებზე.


ასე რომ, მე ვთვლი რომ ვიცნობ კაცობრიობას უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში, ის კი არა, კარგად ვიცნობ. 
ასი წლის წინ ფოქსტროტი, კლასიკა, ლუმიერები, პიჟამოიანი ულვაშებდაწკეპილი ტანმოვარჯიშე ათლეტები, მერე მოგუდულში მომღერალი ზანგი მონები, ბანჯო და გარმონიკა, მერე ჯაზი, მერე ბლუზი, მერე როკენროლი, მერე ბიტზლები, მერე მძიმე როკი, მერე პოპი, მერე რეპი, მერე ისევ როკი... 
მე იმ ხალხზე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე იმ დროის ქართველებზე, ვუთანაგრძნობ და მიყვარს ისინი, ზოგს ირონიით ვუყურებ, ზოგს არტაცებით. 

ეს ჩამონათვალი, ეს შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ ჩემი ერთერთი ბოლო აღმოჩენით ჩემი სიხარული გადმოგცეთ, ეს ემპეტრი დისკია სახელწოდებით " ბრიტანული როკენროლი 1956 1964 წლები",

ამ დროის შესახებ ინფორმაციის უკმარისობა მქონდა და რაღაცნაირად მაწუხებდა ეს თეთრი ლაქა: როკენროლის ხალხს ვიცნობ, კარგი ხალხია, ბიტლზების ხალხს ვიცნობ, კიდევ უკეთესები არიან,



მაგრამ



ვინ არიან ისინი როკენროლსა და ბიტლებს შორის 1955-1965? არ ვიცნობდი მათ, უცხოები იყვნენ. 


კარგი, ვამბობდი ჩემთვის, ეს ამხელა პოტენციალის მქონე ბრიტანები, რომელთაც ერთ ხუთ წელიწადში ბითლები, ზეპელინები, ქვინი და პინკფლოიდი უნდა შვან, ისმენენ ელვის პრესლის,
და უსმენენ,
და უსმენენ
და უსმენენ?

და თვითონ რასაკეთებენ? 

ერთი ათი წელი გამოდიოდა ჩემთვის უცნობი და უცხო. 




და უცებ ზუსტად ის სათაური აღმოვაჩინე, რასაც არც კი ვეძებდი, მუსიკის ისტორიის ჩიხში, მხოლოდ არქივის ღირს მასალად მიმაჩნდა   1955-1965 წლების მუსიკა.

მართალია ვერ გამეგო, რას აკეთებდა უზარმაზარი მუსიკალირი პოტენციის მქონე ერი მთელი 10 წელი, მიმაჩნდა, რომ ბიტლები პირველები იყვნენ, რომლებმაც ელვისის  როკენროლის შემდეგ მუსიკა უზარმაზარი ნაბიჯით აიყვანეს ზემოთ, მისცეს მუსიკას ახალი თემები, მოქნილობა, მელოდიურობა, ექსპრესია, მრავალფეროვნება. 
მიკვირდა, როგორ შეძლეს მათ ასეთი გიგანტური ნაბიჯების გადადგმა ყველა მიმართულებით. 
მართალია, ახლაც ისევე ვაფასებ ბიტლების როლს მუსიკის ისტორიაში, მაგრამ 1955-65 ბრიტანული როკენროლის მოსმენის შემდეგ, ჩემთვის ბიტლების გაჩენა უფრო ლოგიკური და თანმიმდევრული გახდა,


ანუ

ბიტლზების უშუალო მუსიკალურ წინაპრებს მივაგენი, ბრიტანული როკენროლის მომღერლებს. 
აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში უამრავი მაღალი ხარისხის და საკმაოდ მრავალფეროვანი სიმღერები იქმნებოდა. 


სიამოვნებით ვუსმენ, სახლშიც და მანქანაშიც, კარგი ხალხია, მათი მოსმენით მათი მსმენელიც გავიცანი, ანუ ჩემთვის თეთრ ლაქად მყოფი 1955-1965 წლები გავიფერადე და დავიახლოვე. 

აღმოვაჩინე, რომ მარტო მე არ ვყოფილვარ პოსტელვისური როკენროლით აღტაცებული, კვენტინ ტარანტინოს მშვენიერი საუნდტრეკები, რომლებიც მისი ფილმების ერთერთ მთავარ ღირსებად მიმაჩნია, სწორედ ეს მუსიკაა. 
ნახეთ თქვენც, იცნობდეთ და გიყვარდეთ. 

მადლობა იუტუბს, ბევრი მათგანის ნახვა დღესვე შეგიძლიათ.

BRITISH ROCK'N'ROLL ANTHOLOGY 1956-1964

01. Tommy Steele & The Steelmen - Rock With The Caveman
02. Lonnie Donegan - Cumberland Gap
03. Jim Dale - Be My Girl
04. Lord Rockingham's XI - Hoots Mon!
05. Marty Wilde - A Teenager In Love
06. Johnny Kidd & The Pirates - Shakin' All Over
07. Adam Faith - Poor Me
08. Joe Brown & The Bruvvers - A Picture Of You
09. The Viscounts - Who Put The Bomp (In The Bomp Bomp Bomp)
10. Jet Harris - Man With The Golden Arm
11. Tommy Bruce & The Bruisers - Ain't Misbehavin'
12. Eden Kane - Well I Ask You
13. Billy Fury - Wondrous Place
14. The Tornados - Telstar
15. Chris Farlowe - Air Travel
16. Tom Jones - Chills And Fever
17. The High Numbers - I'm The Face
18. Joe Cocker - I'll Cry Instead
19. The Beatles - Ain't She Sweet



CD2:

01. Lonnie Donegan - Rock Island Line
02. Marion Ryan - Why Do Fools Fall In Love
03. Terry Dene - Start Movin' (In My Direction)
04. Colin Hicks - Wild Eyes And Tender Lips
05. Tommy Steele & the Steelmen - Tallahassee Lassie
06. Marty Wilde - Bad Boy
07. Joe Brown & the Bruvvers - Darktown Strutters Ball
08. Jet Harris - Besame Mucho (Kiss Me)
09. The Brook Brothers - Warpaint
10. Cliff Bennett & The Rebel Rousers - You've Got What I Like
11. Davy Jones - Amapola
12. Helen Shapiro - Don't Treat Me Like A Child

13. The Shadows - Wonderful Land
14. Bern Elliot & The Fenmen - Money
15. Dave Berry - My Baby Left Me
16. Wayne Fontana & The Mindbenders - Hello Josephine
17. The Animals - Baby Let Me Take You Home




CD3:

01. Frankie Vaughan - Green Door
02. Lonnie Donegan - Don't You Rock Me Daddy-O
03. Anthony Newley - Idle On Parade
04. Terry Dene - Pretty Little Pearly
05. Marty Wilde - Endless Sleep
06. Craig Douglas - Nothin' Shakin'
07. Billy Fury - Maybe Tomorrow
08. Mort Shuman - Turn Me Loose
09. The Jetstreams - Bongo Rock
10. Eden Kane - Get Lost (In My Arms)
11. Lyn Cornell - I Sold My Heart To The Junkman
12. Nero & The Gladiators - Entry Of The Gladiators
13. Jimmy Powell - Sugar Babe [Part 2]
14. Cyril Davies - Country Line Special

15. Georgie Fame - Do The Dog
16. Jimmy Justice - Bloodshot Eyes
17. The Marauders - That's What I Want
18. The Mojos - Everything's Alright
19. The Spencer Davis Group - Dimples



CD4:

01. Tony Crombie & The Rockets - Teach You To Rock
02. Four Jones Boys - Tutti Frutti
03. Frankie Vaughan - These Dangerous Years
04. The Southlanders - The Mole In The Hole
05. Joey Castell - I'm Left, You're Right, She's Gone
06. Wee Willie Harris - Love Bug Crawl
07. Ted Heath & His Music - Tequila
08. Vince Eager & The Vagabonds - Yea Yea
09. Tommy Steele & The Steelmen - Come On, Let's Go
10. Sally Kelly - Little Cutie
11. The Viscounts - Shortnin' Bread
12. Rhet Stoller - Chariot
13. Louise Cordet - I'm Just A Baby
14. Lee Diamond & The Cherokees - I'll Step Down
15. Jet Harris & Tony Meehan - Diamonds
16. Steve Marriott - Give Her My Regards
17. The Dennisons - Walking The Dog
18. The Undertakers - Just A Little Bit
19. Rod Stewart - Good Morning Little Schoolgirl




CD5:

01. Tommy Steele & The Steelmen - Singing The Blues
02. Frankie Vaughan - Seventeen
03. The Goons - Bloodnok's Rock 'n' Roll Call
04. Petula Clark - Baby Lover
05. Lord Rockingham's XI - Wee Tom
06. Marty Wilde - Honeycomb
07. Most Brothers - Whole Lotta Woman
08. Wee Willie Harris - Rockin' At The Two I's
09. Terry Dene - Baby She's Gone
10. Vince Taylor & The Playboys - Brand New Cadillac
11. The Viscounts - Rockin' Little Angel
12. Lonnie Donegan - Have A Drink On Me
13. Joe Brown & The Bruvvers - I'm Henry The Eighth I Am
14. Billy Fury & The Four Jays - That's Love (Alt. Take)
15. Peter Jay & The Jaywalkers - Can Can 62
16. Casey Howie & The Seniors - True Fine Mama
17. The Big Three - Some Other Guy
18. Lulu & The Luvvers - Shout


an, ნახეთ ლინკი.
 
სერჩში აკრიფეთ ბრიტისჰ როკნ როლლ  195 . 196 .

Tuesday, October 26, 2010

ალერგია რინგერზე

რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა პაციენტი მიყვება თავის ისტორიას და ამბობს, რინგერზე მაქვს ალერგიაო. 
Moon Glow by Dipti Bhakti
მე კი ვპასუხობ, რომ თუკი რინგერის გადასხმას გართულება მოჰყვა, ეს არა რინგერის, როგორც წამლის, არამედ კონკრეტულად იმ ქილის შიგთავსის ბრალი იქნებოდა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დაბინძურებული რაიმე მინარევით. 
ვეუბნები, ალერგია რინგერზე შენ კი არა, ალფა ცენტავრადან რომ ჩამოფრინდეს ვინმე, იმასაც კი არ ექნება, იმიტომ რომ რინგერი არის დისტილირებულ წყალში გახსნილი ძირითადი მიკროელემენტები. 
მართალია იმ შორეული პლანეტისათვის მიკროელემენტების განზავება დედამიწისაგან განსხვავებული იქნება, მაგრამ ალერგიას მაონც არ მისცემს, იმიტომ რომ ანტიგენი არ იქნება მისთვისაც კი. 

საიდან ვიცი იმ უცხოპლანეტელის ფიზიოლოგია? ელემენტარულია ვატსონ. 
სიცოცხლეს წყალი ჭირდება, ორგანიზმი უჯრედებისაგან უნდა შედგებოდეს, უჯრედებში ნივთიერებების მომოცვლას სისხლი ჭირდება (თუნდაც მწვანე), უჯრედის არსებობას ელექტოლიტებით განზავებული წყლიანი გარემო ჭირდება (აბა თხევად კრისტალებზე და ნიკელ კადმიუმზე ხომ ვერ იარსებებს), წყალი იმ პლანეტაზეც არ იქნება დისტილირებული, მასში ელექტროლიტები იქნება განზავებული. 
ასე რომ უცხოპლანეტელს რინგერზე ალერგიული რეაქცია არ ექნება, შეიძლება რომელიმე ელემენტი დააკლდეს ან ეზედმეტოს, მაგრამ ალერგია არ ექნება. 

ეს ამბავი მე საშუალებას მაძლევს გადასხმა ჩავუტარო იმ ავაფმყოფს რომელიც ამბობს, რომ რეაქცია გადახდენია რინგერზე ან ფიზიოლოგიურ ხსნარზე.

ასე ირეკლება ამ პატარა სიტუაციურ ამოცანაში სამყაროს, ფიზიკისა და ფიზიოლოგიის კანონები.
თუმცა,  ვრცელდება თუ არა ფიზიოლოგიის კანონები დედამიწის გარდა სხვაგან სამყაროში, ჯერ უცნობია. 
მაგრამ აქედანვე ვიცი,  რომ დაჭრილ იცხოპლენეტელს დანაკარგის საკომპენსაციოდ პირველ რიგში დედამიწელთა ფიზიოლოგიურ ხსნარს გადავუსხამ.    





ეს სურათი ჰაბლმა გადაიღო სადღაც შორეულ კოსმოსში ბოდიალისას.
მოინდომა და ძალიან შორს გაიჭვრიტა, სადღაც კოსმოსის დასალიერში. ანუ პატარა ჭუჭრუტანა აირჩია და იქ შეძვრა თავისი მძლავრი თვალით. ეს ჭუჭრუტანა თურმე მთვარის (ჩვენ რომ ვუყურებთ იმ მთვარის) მეათედი ზომის ყოფილა.

ანუ, წარმოვიდგინოთ, ბადრი (სავსე) მთვარე წარმოსახვით დავჭრათ ათ ტორტის ნაჭრად. ერთერთი ნაჭერი რამხელაცაა, იმხელა ცას დააკვირდა ჰაბლი და აი რა ნახა.
ეს გაწელილები, ყველა გალაქტიკა ყოფილა ცალკეული, ირმის ნახტომის მასშტაბის.

არრრა ვართ მარტოკინები.

ეგაა, რომ ჩვენთან უცხოპლანეტელები ოდესმე თუკი მოაღწევს, არავითარი ანგარება არ ექნება. იდეალისტი მოგზაური იქნება მხოლოდ, ჯეიმს კუკივით აღმოჩენისთვის სიკვდილზე წამსვლელი.
ჩვენ კი მას დავაკონსერვებთ, და კლონებისგან ზოოპარკს მოვიწყობთ.
ბეე.
გამოვიდა კინოსცენარი.

ისტორიული ექსკურსი ერთი რაკურსით. 





კეიტ მოსი ცნობილი მოდელია, მეგა ვარსკვლავი თავის კოლეგა მოდელებში, ერთ ქართულ  ბულვარულ ჟურნალში (ისეთში, როგორებსაც ყდაზე 3 როგორ და 4 რატომ აქვთ სათაურად) ერთერთ ნათარგმნ სტატიაში ამოვიკითხე კეიტ მოსის წარმატების საიდუმლოს ამოხსნის მცდელობა. ავტორი ვარაუდობდა, რომ კეიტ მოსის მიმზიდველობას განაპირობებს "სილამაზე იმ ძუძუებისა, რომლებიც უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ აქვს". 


ანუ,ავტორის თქმით ქეით მოსის წარმატება მის სილამაზეშია, რომელიც ისედაც არის, ძუძუების გარეშეც.ხოლო, რომ ჰქონოდა, ჩვეულებრივი იქნებოდა და არც ამდენად წარმატებული.



ნეტავ ღირსებების რა ჯადოსნურმა ნაზავმა მისცა საშუალება ქეით მოსს, განსაკუთრებულ სილამაზეში ჩაეთვალოს ის რაც.. აუცილებელია, მაგრამ არ აქვს? 







საქართველოს სასახლეები არ აქვს. 








Georgian national music adjaruli by iverino
როგორ შეიძლება ოდესმე ძლიერი ყოფილიყო ქვეყანა, რომლის არათუ ფეოდალებს, მეფეებსაც არ ჰქონდათ სასახლეები? 


რითი იწყობოდა იერარქიული ვერტიკალი თუ არა სტატუსის ისეთი მარტივი დემონსტრირებით, როგორიც სასახლეა. 
სკეპტიკოსი მეტყვის, აქ არაფერია რომანტიკული, ქართველებს სასახლეები ჰქონდათ უბრალოდ ... ვერ აშენებდნენ ლამაზ და გამძლე სასახლეებს და იმიტომაც არ შემორჩნენ, ალბათ ისეთივე ხრონგები იყვნენ, როგორიცაა ერისთავების სასახლე ახალგორში ან სამეფო უბნის პრიმიტიული ნაგებობები ქუთაისში, ან სულაც დიდი ბესედკები, როგორც ერეკლე მეორემ აიშენა (თანაც, ვინაიდან ეს ჩამოთვლილი ექსპონატები როგორც მინიმუმ შემოგვრჩა, შესაბამისად სხვებზე უფრო მტკიცე და ლამაზი უნდა ყოფილიყო). 



და თუ ასეა, რატომ არ გადავიდა ულემაზეს და ურთულეს ეკლესიათა მშენებლობის ცოდნა და უნარი სასახლეების შენებაში?
რატომ არა გვაქვს თუნდაც ერთი სასახლე, რომელიც უნდა მდგარიყო სამთავისი გვერდით, კვეტერას გვერდით, მარტვილის გვერდით, იშხანის გვერდით, ოშკის გვერდით? 

რატომ არა გვაქვს თუნდაც ერთი?

 

თუ გვაქვს 657 ურთულესი ეკლესია რომელთაგანაც 26 დღევანდელი ხუთსართულიანი სახლის სიმაღლეა, 75 - 4 სართულიანის, 278 კი 3 სართულიანის. და თუკი ეს ტაძრები მეფეთა გარდა  მდიდარი ფეოდალების შეკვეთებით (ქტიტორობით) აიგო უძველეს დროს, რატომ არ აიშენეს იმ დალოცვილებმა თავისთვის სასახლეები? 

დავიჯერო რომ ყველა პატრიოტი და იდეალისტი იყო, რომ რესურსს მხოლოდ ციხეგალავნებსა და ეკლესიების აგებას ახმარდა და არა საკუთარ ხორცის ლხენას, კომფორტსა და პრესტიჟს. 

რა უდგა წინ ზარზმის ამგებ ხურციძეს მეთოთხმეტე საუკუნაში თავისთვის 
ერთაწმინდის ამგებს

გრემის ამგებს 


იდლეთის ამგებს
კვეტერას ამგებს
ატენის ამგებს
ერთი პატარა ბაზილიკისმსგავსი მოჩარდახებულ აივნიანი სასახლე თავისთვისაც აეგო? 

რომ აეგო ხომ დარჩებოდა, გადაკეთებულ მიშენებული ან თუნდაც ჩამოქცეული, მაგრამ ხომ დარჩებოდა.

 
არ აუშენებიათ. 

სრული რესურსი ხმარდებოდა სულის სიმტკიცესა და თავდაცვას. 


გუშინ ჩამოვედი თელავიდან, სადაც აღმოვაჩინე, რომ ერეკლე მეფის სასახლე, რომელზედაც ქეთევან ბაგრატიონ- ორსინის მისმა ქმარმა, იტალიელმა ბარონმა უთხრა, ასეთი შენობა ბაბუაჩემს თავლად აქვსო, ისიც კი, ჩვენი საამაყო და ერთადერთი რუსებამდელი, ისიც კი არ ყოფილა ჩვენი, სპარსელ ხანს აუგია თავისთვის, მაგრამ აუგია იმ სამეფო ტერიტორიაზე, რომლის 3 ჰექტრიან ეზოს არჩილ მეფემ 5 მეტრი სიმაღლის გალავანი შემოარტყა სასახლის აშენებამდე ასი წლის წინ. 
ანუ იქაც ზოგადქართული სურათია - სასახლის სამშენებლო რესურსზე 10-ჯერ აღმატებული რესურსია დახარჯული ციხესიმაგრეზე, სასახლე კი არჩილ მეფეს არ ჰქონია.

წინანდალშიც იპოვი პარალელებს, გარსევან ჭავჭავაძე ეკატერინა მეორის ნათლული პეტერბურგში დაბადებულა, მისი აღზევება ქართულ მიწაზე რუსული პოლიტიკის ჭკვიანური რგოლი იყო და არა ქართული სამშენებლო უნარის გამოვლინება.

ასე გვეცლება სათითაოდ თითზე ჩამოსათვლელი სასახლეების ჩვენთვის საამაყო ღირსებები.

ერეკლეს სასახლე- ხოსრო(?) სპარსის სასახლე
წინანდალი - ეკატერინე მეორის ნათლულის სასახლე
ლიკანი- რომანოვის სასახლე
აბასთუმანის სასახლეები თურქის, გერმანელის, რომანოვის, 
ზუგდიდის დადიანის სასახლე, წამლად იქნებ ის მაინც იყოს ქართული. 
თუ მოვჩხრიკო ისიც, იქაც რუსული იმპერიული კალთა იქნება გადაფარებული.

მაშ ასე, დაგვრჩა ქვეყანა ეროვნული სასახლის გარეშე. 







მეთვრამეტე საუკუნემდელი ქართული სასახლის ჭაჭანება არ გვაქვს, მეცხრამეტესა და მეოცეს დასაწყისში სასახლეები არქიტექტურით და შინაარსითაც არაქართულია.


როდის შევიცვალეთ? 

როგორ გარდაიქმნა ის ერი, როგორიც იყო მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, იმ ერად, რომელზეც ანეკდოტი ამბობს, ქართველების დამარცხება თუ გინდა აგური და ცემენტი მიეცი და თავებს თვითონვე დაიხოცავენ შენებითო.




საქართველოს სიძლიერე სასახლეების არქონაში იყო, ისე როგორც კეიტ მოსის სილამაზე არარსებულ ძუძუებში.


სასახლეების არარსებობა საქართველოს განსაკუთრებულ ასკეტურ იერს აძლევდა, ეს ალბათ განსაკუთრებული თავსატახი იქნებოდა არაქრისტიანი დამპყრობისათვის, ფეოდალი, რომელიც მისი აშენებული  ულამაზესი ეკლესიის ჩრდილში, ღარიბულ, სადა სახლში ცხოვრობს, ძნელი გადასაბირებელია. 


მაგრამ ეს იყო.

იყო და აღარ არის.

დღეს ქართველი თავის ძირითად რესურსს სწორედ საწინააღმდეგო მიზნებში ხარჯავს.

ძვირი და პრესტიჟული მანქანა, რომელშიც ბენზინის ჩასხმის ფული არ გაქვს, ძვირი და პრესტიჟული მობილური, რომლის ანგარიშზე თანხა არ აქვს, ბინის რემონტზე დახარჯული 15 ათასი დოლარი, მაშინ როცა გარშემო სანაგვეა, ტრაქტორის ნაცვლად ნაყიდი მერსედესი, ბეტონის ნაცვლად დასვენება ანტალიაში, სასწავლო კურსის ნაცვლად ტელევიზორი, წიგნის ნაცვლად კაზინო, ფერმის ნაცვლად რესტორანი, ავეჯის საამქროს ნაცვლად ტურისტული ფირმა, სათბურის ნაცვლად მოტელი თურქი მძღოლებისათვის, ობლებს წიგნების ნაცვლად მამის მარმარილოს აკლდამა.  

 
მოკლედ, სწორი ჟილკა გვაქვს დაკარგული . 

როდის შევიცვალეთ? 

ალბათ ბოლო 200 წლის განმავლობაში, როცა თავდაცვას, სამხედრო სამსახურს პატრიოტიზმი კი არა, მორჩილად გაწვევა- ჯარის მოხდა ჭირდებოდა მხოლოდ, სულიერების სადარაჯოზე კი რუსი ეგზარქოსები იდგნენ ხატებგადათეთრებულ ეკლესიებში. 

როგორც ინსულინმომხმარებელი შაქრიანი დიაბეტიანი ავადმყოფი კარგავს ინსულინის დამოუკიდებლად გამომუშავების უნარს, იმიტომ რომ მუქთად აქვს გარედან, ასევე დავკარგეთ ჩვენ ის მტკიცე ნება, რომელიც 10 ეკლესიის  და 3 ციხის პატრონს კიდევ ერთ ეკლესიას ან ისევ ციხესიმაგრეს  აშენებინებდა და არა სასახლეს. ანუ დავკარგეთ თავდაცვისა და სულიერი მდგრადობის მტკიცე ნება.  

თუ თქვენ მკითხავთ, რატომ არ განვავრცობ ჩემს მსჯელობას მთავრობაზე და რატომ ვუკირკიტებ მხოლოდ ხალხს, ქართველებს, მოგახსენებთ. 
მართლაც, ერთი შეხედვით ხელისუფლების გატაცება შადრევნებით, ფასადებით, ძეგლებით, თანამედროვე არქიტექტურული თვალსასეირობებით, ევროპაშიუგრძელესი პლიაჟ-ბულვარით, კოსმეტიკურ რემონტიანი ქალაქებით იქნებ სწორედ იმ ჩვენი არარაციონალურად ძვირფასი მობილურისა და ავტომობილის ყოლის გამოხატულებაა. 
ჰა, რას იტყვით? 
მე კი მგონია რომ. პირიქითაა, ბინისგარეთა ხარჯები (შადრევნები, ფასადები, ასფალტი, ბულვარები, კონცერტები) სწორედ რომ ისტორიული ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების მშენებლობის ექვივალენტია.  

ბრჭყვიალა სიახლეები იმ ხალხს აწუხებს ყველაზე მეტად, ვისაც საერთო რესურსიდან თავისთვის უნდა უფრო დიდი ნაჭრის მოჭრა და საერთო რესურსი, მისი თავისთვის შეგულებული წილი არ ემეტება საერთოსთვის, მე, მე მომეცი ჩემი და აქვე მოვიწყობ შადრევანს, კონცერტს, რემონტს და ტურმოგზაურობას ჩემივე ოჯახში. 

ანუ  ბინისგარეთა მშენებლობის მოწინააღმდეგე სწორედ ის     
ბოლო 200 წლიანი დუნე ტვინია, რომელიც ხელმისაწვდომ  რესურსს მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის ხარჯავდა, ვისაც ერთი ქვა არ აუტანია ციხის გალავანზე, ერთი ჩაქუჩი არ შემოურტყამს ეკლესიის ასაგებ ორნამენტზე, ერთი სადილი არ მიუტანია მშენებლებისთვის და ამ დროს საკუთარ საქმეს, სახლსა და ოჯახს მოკლებოდა. 
ანუ მოქცეულიყო ისე, როგორც იქცეოდა ქართველი რუსებამდე, კონფორმიზმამდე, ღირსების მშვიდობაში გაცვლამდე.

მიმაჩნია რომ დღეს სწორედ ძვირიანი ზიზილპიპილოები ხრამივით სოციალური პროგრამების ნაცვლად არის ჩვენი ნაღდი, რუსებამდელი წინაპრების სულის ყივილი. კბილი კბილს დააჭირე და აშენე, აშენე მტრის ჯინაზე, აშენე ის, რაც მტერს თვალს მოსჭრის. იყოს ბრჭყვიალა, შხაპუნა,ჭყატალა, მბზინავი, თუნდაც ფუყე და ბაქია, მაგრამ იყოს.
შეწუხდი იმაზე რაც ჯერჯერობით მიუხედავი, ჩაობებული, დაჟანგული და უაკუმულატორობის გამო გაუქმებულია, დაიბოღმე თუ რამეში მეზობელი ქვეყნები გვჯობია. შეგშურდეს მისი და მოინდომე შენი საქმით შენ ქვეყანას შეეწიო, როგორც მინიმუმ ხელი არ შეუშალო. 





იმისათვის რომ ჩვენი წინაპრების ტყავში ცოტათი მაინც ვიგრძნოთ თავი, საჭიროა მოვიკლოთ უპირველესი საჭიროების ხარჯები და ვაშენოთ საერთო სარგებლობის თუნდაც არაპრაქტიკული, არარაციონალური, ისევე როგორც ეკლესიები ისტორიულ საქართველოში. 
დღეს ამ არარაციონალურმა ხარჯმა უნდა მისცეს საქართველოს სიცოცხლის ჟინი, ინვესტორებს ნდობა და მტერს ბოღმა.

და როგორც არარაციონალური სიმდიდრე - ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში რეალური შედეგის, ქვეყნის თავდაცვის, ერთიანობისა და სტაბილურობის მომტანი იყო, ისევე უნდა გახდეს სუფთა და მოწესრიგებული ექსტერიერი  სუფთა და მოწესრიგებული ქვეყნის საფუძველი.

ოღონდ ეს იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ძვირიანი სიახლეები ქართველების პრაქტიკული საჭიროებების ნაცვლად იქნება და არა მათ ზემოთ.
მხოლოდ ამ შემთხვევაში აღსრულდება უძველესი ღირსეული შეგონება - წარსდეგ მშიერი, არა შიშველი.

თუმცა საეჭვოა ავმაღლდეთ ისეთ სულით ძლიერ კომუნამდე, როგორიც საქართველოში სახლობდა მე-18 საუკუნემდე, ანუ იმ დრომდე, როცა სახლები და სახლების შიგთავსი ფეოდალებისა და მეფეებისაც კი, უფრო სადა იყო, ვიდრე საერთო სარგებლობის ნაგებობები.

Friday, October 22, 2010

რომ გახდე ლიდერი იყავი კარგი მეორე

ტედ.კომიდან www.ted.com

ლექტორი აჩვენებს ეკრანზე ახალგაზრდულ შეკრებას ბუნებაში, სავარაუდოდ ცეკვებიან-ძიგძიგიანი ღამისთევის შემდეგ. ისმის ტექნო მუსიკა, მაგრამ მდელოზე წამოწოლილ ახალგაზრდებს ეტყობათ, რომ ცეკვის თავი აღარ აქვთ, ზომ მათგანს სძინავს.

უკან ერთი ბიჭი თავდავიწყებით ცეკვავს, ერთი მონოტონური, მაგრამ ცოტათი განსხვავებული ილეთი აქვს აჩემებული.

ცეკვავს ერთ რიტმში, მონოტორულად.


მას გვერდზე მეორე ბიჭი მიუდგება და ზუსტად იგივე ცეკვას იწყებს, ორნი ერთ ცეკვას ერთ რიტმში კარგახანს ცეკვავს, ახალგაზრდები ყურადღებას აქცევენ, ზოგი მწოლიარე მხოლოდ ხელით აჰყვება, ზოგი ადგილზე წამოდგება და იქვე ცეკვავს, ამასობაში მოცეკვავე ორ ბიჭთან კიდევ ორი მიდის და იწყებს იგივე ცეკვის სინქრონულად ცეკვას, ორს კიდევ ორი უერთდება, კადრში უკვე მორბენალი ახალგაზრდები ჩანს, რომლებიც მონდომებულები გარბიან მოცეკვავეებთან, რათა ცეკვას მალე შეუერთდნენ.

მალე ეს ყველაფერი საყოველთაო ცეკვაში გადაიზრდება, ყველა ცეკვავს, ყველა ერთ ილეთს ასრულებს ერთ რიტმში, იმ რიტმსა და იმ ილეთს, რომელსაც 5 წუთის წინ ერთი ბიჭი მარტო ცეკვავდა, მარტო ცეკვავდა დიდი ხნის განმავლობაში.

ლექტორის ტექსტი უკვე ვიდეოს გარეშე გრძელდება.
მისი თემა ლიდერობაა.

მაგრამ როგორც ბოლოს აღმოჩნდება მისი სათქმელი საზოგადოებრივი აქტივობა, საზოგადოების უნარიანობაა, იყოს საზოგადოებრივად აქტიური.

მათი საზოგადოება, დასავლური ცივილიზაცია არის საზოგადოებრივად აქტიური, და ლექტორი ხალხის ამ ქცევის ერთერთ საიდუმლოს გვიმხელს.

თუ გინდა იყო ლიდერი, იყავი კარგი მეორე.

მხოლოდ მისი ნათქვამის შემდეგ იხსენებ იმ მეორე ბიჭს, რომელიც პირველს აჰყვა და ცეკვა იმავე რიტმსა და ილეთებით, სინქრონულად დაიწყო.

ფაქტიურად მან აქცია პირველი მოცეკვავის ინდივიდუალური ხუშტური ცეკვად, მან მისცა პირველ ცეკვას რიტმი, სინქრონულობა. მისი ცეკვა იმდენად ჯიუტად და ხანგრძლივად იყო იგივე, რაც პირველი მოცეკვავისა, რომ ხალხმა ირწმუნა, რომ ეს ძიგძიგი ცეკვაა და მას აქვს დრო, რომ იყოს ამ ცეკვის შემადგენელი ნაწილი.

იყავი კარგი მეორე! იყო ლექტორის შეგონება.

და მართლაც საზოგადოებაში, სადაც არავის სურს უყოს კარგი მეორე, არ შიქმნება კურდღელთა და გოჭთა დაცვის საზოგადოება, მე-16 საუკუნის ისტორიული ბრძოლის ყოველწლიური მასობრივი ინსცენირების საორგანიზაციო საზოგადოება, მზის დაბნელების მაძებართა საზოგადოება, პეპელა პაპილა პრინცას 7 წლიანი ციკლის მომავალ წელს დახვედრის საზოგადოება, ტექნო ცეკვის ყოველწლიური ფესტივალის საორგანიზაციო საზოგადოება, თუნდაც მუსიკალური ჯგუფები.


ჩვენ საზოგადოებაში ცოტაა მეორე ლიდერები, რომლებიც მზად იქნებიან იდეას უერთგულონ და პირველის ადგილი სხვას დაუთმონ.

არადა როგორც იმ ვიდეოში იყო, ცხოვრებაშიც პირველები, პიონერები, ინიციატორები, პროვოკატორები, სულაც არ არიან პირველობისა და დიდების სურვილით მთვრალები. ლიდერის საქმე კარგი მეორის გასაკეთებელი ხდება და... ლიდერადაც ის ყალიბდება. ლიდერობას ზეგარდმო მუხტის გარდა ხომ შრომა, დრო და სტაბილური სიჯიუტე ჭირდება.

მეორე ლიდერი ხდება ლიდერი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ მეორე ლიდერს შეუძლია ხალხის ზედაპირული ცნობისმოყვარეობის გადაზრდა მიმდევართა ჟინში.
ანუ მეორე ლიდერი ქმნის ჯგუფს.

შენც იქნებოდი რაღაც ძალიან კარგი მოძრაობის ლიდერი, რომ გყავდეს მეორე ლიდერი, მაგრამ არა გყავს.
საქართველოში ისინი ცოტანი არიან, გენეტიკურად, როგორც ცისფერთვალა შავგვრემანები ან შავთვალა ჟღალთმიანები. ჩვენს განეტიკაში მეორე ლიდერები ცოტა ჩნდება. თუუ არაფერ შუაშია გენეტიკა და ეს უბრალოდ საზოგადოების განვითარების ეტაპია, გადასალახი, დასაძლევი ეტაპი, როცა მეორე ლიდერებს ჯერ წარმატების მაგალითიც კი არ უჩვენებიათ?

ამ შეკითხვაზე პასუხს შემდეგ ათწლეულში გავიგებთ.
მდგომარეობა უიმედო არ არის, რის დასტურადაც მიმაჩნია ჭიანჭველებივით მომრავლებული პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
თუმცა ამ უკანასკნელთა სტრუქტურა როგორც წესი ერთ ლიდერსა და მის მიერ დაქირავებულ პერსონალს შორის ურთიერთობაზეა აგებული და არა 2 ან მეტი ლიდერის იდეალისტ ეშმაკუნებზე თვალებში.


ლიდერისა და მეორე ლიდერის გარდა კიდევ რა ჭირდება იდეას, რომ გახდეს სამოქმედო იდეა.
ალბათ ისემ იმ ვიდეოს უნდა შევხედოთ გულდასმით:

აბა შეაფასეთ, იქნებ ეს მახასიათებლებია, მარტივი, მიძინებული წინაპირობებისაგან უამრავი სხეულისათვის ერთობლივი ცეცხლის მომდები?

კონკრეტული, მარტივი მესიჯი
მონოტონურობა
განმეორებადობა
განცდა იმისა, რომ ეს იმპულსი არ ჩაინავლება და მასში ჩართვისათვის დრო გაქვს


ვინც ინგლისურს საკმაოდ ვერ ლავეს, ted.com-ის ეკრანის ქვემოთ დააკლიკეთ <ვიუ სუბტიტლეს>, მოძებნეთ რუსული, დააკლიკეთ და ნახეთ რუსული სუბტიტრებით.



p.s. იქნებ ვერ გამხდარიყო ბილ გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გვერდზე თავისი მეგობარი
Paul Allen რომ არ დადგომოდა, მეგობარი, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ ბილის გენიის და იღბალის მეშვეობით იყო პლანეტის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილის შემდეგ.
იმით, რომ გახდა ბილის ჯგუფში მეორე, ის გახდა მთელ პლანეტაზე მეორე ფორბსის სიით.

http://www.forbes.com/lists/2007/10/07billionaires_Paul-Allen_1217.html

Thursday, October 21, 2010

მომილოცეთ, მოვიგე!      



თუკი სხვა იგრეკიანი გამასწრებდა მას ჩემი მშობლები იგივე სახელს დაარქმევდნენ რასაც მე, იგივე სკოლაში ივლიდა, იგივე მეგობრები ეყოლებოდა ან თითქმის იგივე.
იმდენივე სიყვარულს მიიღებდა მშობლებისა და ნათესავებისგან, რაც მე მივიღე. 
მას შეიძლება არც ჰქონოდა იგივე სახელი რაც მე, ეს იმ შემთხვევაში, თუკი იქსიანი გამასწრებდა და  გოგო გაჩნდებოდა, თუმცა დაბადების დღე ალბათ ჩემს მშობლებს იგივე ჩემ დაბადების დღეს ექნებოდათ გადასახდდელი. 
მაშ ასე ისინი 100 ათასნი იყვნენ, ნახევარს მათგანს ზუსტად ვიცი, გიგა უნდა რქმეოდა, მეორე ნახევარს ვთქვათ სოფო. მათი დაბადების დღე ჩემსას დაემთხვეოდა, ჩემი მშობლები ისევე ბედნიერები იქნებოდნენ, როგორც მე გავაბედნიერე, ისევე იზრუნებდნენ თითოეულ მათგანზე როგორც ჩემზე.

მაგრამ ისინი არ დაიბადნენ.
არ დაიბადნენ ერთი მიზეზით, მათი კვერცხუჯრედი მე დავიკავე. მას შემდეგ რაც შემიშვა, მტკიცედ დაკეტა ყველა ფორა, რომ სხვასაც არ შემოეღწია.
ჩემი ტყუპისცალი უამრავი გიგა და ამდენივე სოფო, ან მარიკა, ან ნინო ან ხათუნა უსამართლოდ  არშემდგარნი გახდნენ,

მე კი დაუმსახურებლად რჩეული და  გამარჯვებული.  

ეს ყველაზე დიდი ლატარიაა, რაც მომიგია. 
















პრინციპში, არც  ვთამაშობ ლატარიას, რაღა უნდა მოვიგო იმაზე მეტი, რაც უკვე მომიგია?

როგორც ჩემი ნაცნობი ეუთოს დამკვირებელი ეტყოდა მეორე ეუთოს დამკვირვებელს შატილი-მუცოს მონაკვეთზე უაზით ნჯღრევანჯღრევით მგზვრობისას, ნუ ჩქარობ, ჩემზე ჩქარა მაინც ვერ ივლი, მე ყოფილი სამხედრო პილოტი ვარ მიგზე ვფრენდიო.

აი ამიტომ არ ვთამაშობ არანაირ ლატარიას და არ დავდივარ კაზინოში. 
ისედაც იღბლიანი ვარ, მინდა იღბლიანი ვიყო ჩემს თვალში და რაღაც წვრილმან რისკს და აზარტს ეს მაღალი შეფასება არ გავახუნებინო. 


რომ მოვიგო? ბევრი რომ მოვიგო? 
გამეხარდება, ჩემი იღბლიანობის შეფასება მთელი 10%_ით გამეზრდება, მაგრამ როგორც ყველას, მეც დროთა განმავლობაში კაზინოს დავუბრუნებ მაგ ფულს. 

ანუ რა გამომივიდა, თუ მინდა ბედნიერი მოთამაშე გავხდე და იღბლიანი უკვე სხვისთვისაც მერქვას, ვიყიდო ახალი მანქანა და გავარემონტო აგარაკი მოგებული ფულით, მაშინ მხოლოდ ერთხელ უნდა ვითამაშო, მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში. 
ცხოვრებაში?
წელიწადში?
თვეში?
დღეში? 
რულეტკა?
ბლეკჯეკი?
პრეფერანსი? 
...?

Monday, October 18, 2010

ჩაკ ბერი

ჩაკმა ბეთხოვენის "თავზეც გაიარა" ამერიკის სახელით


ჩაკ ბერი, ამერიკის ერთერთი მამათაგანი დღეს 84 წლის გახდა.





ჩაკმა ბეთხოვენის "თავზეც გაიარა" ამერიკის სახელით,ეს კი ამერიკის კიდევ ერთი ზანგი მამაა, ლიტლ რიჩარდი, რომელიც ამ კლიპში მეფეს,ბებერ თეთრ ევროპას ამარცხებს.






ელვისი მათ დროს ჯერ მხოლოდ .. შოფერი იყო.

300 ფეისი თუ 4.000.000 მოქალაქე?

ჰიპერბოლას ვხმარობ, უტრირებას პროვოკაცის მინარევით,
მაგრამ გულწრფელად მიმაჩნია, რომ ქართველები გადაჭარბებულ იმედებს ვამყარებთ იმ 300თუ 500 კაცზე, რომლებმაც ჩვენს მაგივრად უნდა მოიგონ, ღირსება დაგვიბრუნონ, მსოფლიოს აღიარება მოიპოვონ.
ჩვენ კი ამ მიზნების მისაღწევად ტელევიზორის წინ სავარძელში მყოფებს სპორტული თუ კულტურის სიახლეების ბეჯითად ყურება გვევალება მხოლოდ.


ხომ არ არის დრო ქართველებმა ერთი 3 წლით უარი ვთქვათ სპორტსა და ცეკვა-თამაშზე, დეფილეებსა და ფესტივალებზე, კონცერტებსა და ტურნირებზე?
შეიძლება სულ ბოლოს ასეთი რეაქციული აზრი ძველ საბერძნეთში ითქვა ფორუმზე, როცა ერთერთმა უსახელო ორატორმა თავის თანამემამულეებს სპორტის,თეატრისა და ცეკვა თამაშის მატყუარა ბუნებაზე მიუთითა და რეალური ცხოვრების რეალურ პრობლემებზე მუშაობა ურჩია.

"მოემზადეთ ომისთვის, მოიყვანეთ და დაასაწყობეთ ხორბალი, გამოიყვანეთ არხი, მოკირწყლეთ გზები ანუ აკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ თქვენ ყველას, ნუ მოიტყუებთ თავს, რომ 40 მოჭიდავე და 60 მსახიობი თქვენს ომს მოიგებს და თქვენს შვილებს დააპურებს",

მაგრამ ეს სიტყვა ისტორიამ არ შემოინახა.
ორატორი გაკიცხული აღმოჩნდა და უსახელოდ მოკვდა.



სანახაობას მაშინვე ჰქონდა ჰიპნოზური მიზიდულობის უნარი.



დავივიწყოთ ერთი ორი წლით ძიუდო, ფეხბურთი, რაგბი და სახელოვანი ბარიტონ-სოპრანოები.

გამარჯვება, ღირსება და აღიარება ჩვენჩვენივე სამსახურებში და საქმეებში ვეძებოთ.

მოვიგებთ ნამდვილად თუ 4 მილიონი მოვინდომებთ, ჩვენი წარმატება
500 კაცის წარმატებას გადაწონის.
ოღონდ თუ მოვინდომებთ.
ამისთვის კი საჭირო იქნება ჩვენი წილი ქვეყანა განვითარებულ მონაკვეთად ვაქციოთ.
ჩვენი წილი ქვეყანა კი არა მარტო საკუთარი ბინის კარს შიგნითაა, ის სამსახურში და ქუჩაშიცაა, ყველგანაა, სადაც მიგვესვლება და იქაც, სადაც არ მიგვესვლება.

Friday, October 15, 2010

მშვიდი თუ ავი

ფონეტიკა და ლინგვისტიკა ეთნოფსიქოლოგიის სამსახურში.

როგორ სამსახურს გვიწევს ჩვენი ჩვენ?



ინგლისურად პეიშენტი ავადმყოფია, სიტყვის ფუძეა პეიშენტ - მშვიდი.


ქართულად პაციენტი ავადმყოფია, ავადაა ანუ ავია, ავადაა ქცეული ინგლისელი პაციენტისგან განსხვავებით.



ინგლისურად ქრაი ტირილიცაა და ყვირილიც.


ანუ ნუ იყვირებ, შენს ამბავს რომ მოჰყვებიან, მსმენელი ვერ გაიგებს შენ იყვირე თუ იტირე, მისთვის ეს სულერთი იქნება, ყვირილი =ტირილი.

ასე რომ იყავი პეიშენტი, ნუ იქნები ავი.

Tuesday, October 12, 2010

აბსოლუტურად კოსმოპოლიტური პოსტი


აბსოლუტურად კოსმოპოლიტური პოსტი

მე არ ვარ იმდენად კოსმოპოლიტი, როგორსაც ამ პოსტში დაინახავთ მის ავტორს. 
ჩავთვალოთ ეს თამაშის წესად, ამ პოსტის დათქმულ პირობად. 





მსოფლიოს ადამიანთა მოსახლეობა (ხომ არიან ცხოველი მოსახლეებიც, ზოოპარკებში) 6 მილიარდზე მეტია, გაცილებით მეტი.

დღეის სწორს 1999 წელს გაერომ გამოაცხადა, დღეს დაიბადა 6 მემილიარდე ბავშვიო.

დემოგრაფების გათვლით მსოფლიოს მოსახლეობა 7 მილიარდს 2012 წელს მიაღწევს. უფრო ზუსტადაც აქვთ დათვლილი , 29 ნოემბერს, 2012 16:26:56.               
დედამიწამ ერთი მილიარდი 12 წელში იბარტყა, ასეც გააგრძელებს.

კაცობერიობის მესამედს ჩინელები და ინდოელები წარმოადგენენ.

მოსახლეობის გადანაწილება მსოფლიოში ძალიან არათანაბარია, ზოგგან 10 კვადრატულ კმ-ზე ერთი კაცი მოდის, ზოგგზან კვადრატულ მეტრზე 50.

მას შემდეგ რაც ტექნილურ-მეცნიერული პროგრესის პარალელურად
ადამიანი განუხრელად ხდება უფრო უნივერსალური, შემგუებელი და პირობების თავის თარგზე შემცვლელი არსება,  მოსახლეობის სიმჭიდროვეში ასეთი განსხვავებულობა უფრო და უფრო შემცირდება. ადამიანი განსახლდება უდაბნოშიც და პოლარეთში, და, და, და,,,, რაღათქმაუნდა დედამიწაზე ჯერ კიდევ შემორჩენილ დაუსახლებელ სამოთხეებში, დაახლოებით ისეთებში, როგორიც საქართველოა.

საქართველოს თავისუფლად შეუძლია იყოს 7 მილიონიანი ქვეყანა, რატომაც არა.

ჩვენ, ქართველები და ეროვნული უმცირესობები ვერ ვმრავლდებით, ვბუქსაობთ, რამდენიც ვკვდებით, იმდენივეს ვაჩენთ.

ჩვენი სამოთხე კიდევ დიდხანს იქნება ვაკანტური.
უპატრონი ეკლესიას კი ეშმაკები ეპატრონებიან, ან სხვა რელიგიები, ან საწყობი ხდება, ან თავლა, ან ტურისტული მისამართი.


საქართველო კი ყველაფერში გამოდგება, პლიუს კარგი ნოყიერი მიწები, აუთვისებელი ჰიდრო და აგრარული რესურსები, აუთვისებელი გეოპოლიტიკური, სატრანსპორტო სავაჭრო მდებარეობა.

საქართველო იქნება 7 მილიონიანი, იქნებ ათ-იც.

ვიტიროთ თუ ვიცინოთ?




ჩინეთი 

კაცობრიობის მეხუთედია

სომერსეტ მოემის ერთ მოთხრობაში ევროპელ პლანტატორებს პოლინეზიის პლანტაციებში სამუშაოდ ჩაყვანილი ჰყავდათ ჩინელი მუშები, რომელთა შრომა ეტალონი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მუშებისთვის. ჩინელები კარგად მუშაობდნენ, ხანგრძლივად და ხარისხიანად, თუ ადგილობრივები იზარმაცებდნენ პლანტატორები მათ დასჯიდნენ ჩინელებთან ჩამორჩენის გამო.
ადგილობრივებს მათრახები, საკნები და შიმშილი არ აკლდათ, ჩინელები კი თავის საქმეს სასჯელზე შიშის გარეშე აკეთებდნენ. 

ასეთია ეს ხალხი

სულ ცოტა ხნის წინ მათ ტავარნი ვიდი არ ჰაონდათ, ერთიანად ნაცრისფერ უსაყელო პიჯაკებში გამოწყობილები დააგორებდნენ ველოსიპედებს თავიანთ გზებზე და კაცმა არ იცოდა შეეძლოთ თუ არა რამე, სოციალისტურ სამსახურში ტაბელის გადაბრუნების გარდა. 
ოცი წელია, რაც მათ საწარმოო კონვეიერები ააწყვეს და ამ კონვეიერებში დაუღალავ სილიკონის დეტალებად ჩასხდნენ. 
ოცი წელია ისინი აკეთებენ საოჯახო ხარახურას 4 ჯერ უფრო იაფად, ვიდრე სხვა და შედეგად მთელს მსოფლიოში, ყველა ოჯახში აგზავნიან თავისი შრომისუნარიანობის უტყუარ მატერიალურ მაცნეს.
თანდათან სათამაშოებს გაუბედეს, შემდეგ საოჯახო ტექნიკას, ახლა კი, რის ნახაზსაც აჩვენებ ყველაფერს დაგიმზადებენ ერთ კვირაში, რაკეტასაც. სხვათაშორის რაკეტა ციოლკოვსკიმდე ჩინელებმა გააკეთეს და ფოლკლორული ფესტივალებიც მიუძღვნეს თვითნაკეთი რაკეტების გაშვებას, თუმცა კოსმოსური სიჩქარე ვერ მიანიჭეს, არ ეცალათ. მაშინ მაოს ბეღურების გაწყვეტა ჰქონდა სამიზნედ და არა კოსმოსი. 

დღეს ჩინეთს მაღალტექნოლოგიური და მაღალინტელექტუალური პროდუქტის შემქმნელთა ავტორიტეტი უკვე აქვს მოპოვებული.


ალბათ ყელა უმსხვილესმა რთულტექნოლოგიურმა კორპორაციამ თავისი საქმის წარმოება ჩინურ თავებსა და ხელებს ანდო, ჩინეთში მზადდება ელექტროტექნიკის  ავტომშენებელთა და ზოგადად მსუბუქი მრეწველობის ყველა ცნობილი ბრენდი.  
ფილმში 1012 მსოფლიოს ლიდერები კაცობრიობის გადასარჩენად 6 რკინის ზეტექნოლოგიური და ზეგამძლე კიდობანის უსწრაფესად აშენებას ჩინეთს ავალებს და წარღვნის წინ ჰიმალაიში ფათერაკებით მიღწეულებს, გამზადებული გიგანტური კიდობანების ნახვისას აღმოხდებათ -"აი, რას ნიშნავს ჩინელები!".  


დედამიწაზე ყველა 100 კაცში 20 ჩინელია, 20 წლის წინ მათ თავისი თავის მოვლა უჭირდათ, და მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით.  დღეს ამ ოცი კაციდან10 ამუშავდა და უცხოელ 80 კაცს ყველას მიჰყიდა რაღაც სასარგებლო ძალიან იაფად. 
10 ჩინელს კი ისევ ტრადიციული ბრინჯი მოფყავს, ოღონდ მოემის დანახული სიჯიუტითა,  შრომისმოყვარეობითა და ზეპროდუქტიულობით. 
აშშს მოსახლრობას    5 % ფერმერი კვებავს და ჭარბსაც ქმნის. 
ჩინეთსაც გამოუნთავისუფლდება ეგ 500 მილიონი ადამიანი როცა აგროტექნოლოგიებს აითვისებენ. 100 მლნ საკმარისი იქნება საკვების შესაქმნელად, 400 მლნ ახალი, ტექნოლოგიების შემქმნელი, ამთვისებელი და მწარმოებელი ადამიანი მზად იქნება მსოფლიოს მოთხოვნა დააკმაყოფილოს უიაფესი და საკმარისად ხარისხიანი პროდუქციით. 


თუკი დღევანდელი დედამიწელი 80 კაცი ხედავს 10 ჩინელს, მომავალში ის დაინახავს 19 ჩინელს. 
ანუ ჩინეთის დღევანდელი სტატუსი, რენომე, ავტორიტეტი, წონა მომავალში განუზომლად გაიზრდება. 

ხელფასიანი ჩინელები ვეღარ დაეტევიან თავის მიწებზე, მათ ვერ გააჩერებს ადგილობრივი ნაციონალიზმები, ისინი ყველგან იქნებიან (და არა მხოლოდ ციმბირში, როგორც ამას ჩვენი რევანშისტები ვარაუდობენ) და სულაც არ დასჭირდებათ მათ ახალი ტერიტორიების მიერთება, ისინი ახალ ტერიტორიებს უბრალოდ აითვისებენ, ხრიოკისგან წალკოტს აქცევენ, უდაბნოსა და ჭაობისგან ქალაქს.

რა უნდა ვქნათ ჩვენ ქართველებმა? 
პირველ რიგში უნდა ავწონ დავწონოთ. 
ყველა წამალი შხამია ზედმეტი დოზით, ხველა წამალი უეფექტოა მცირე დოზით. 
ვიპოვოთ ჩვენი სახეირო დოზა. 

20 წლის შემდეგ ჩინელები მსოფლიოში განსახლდებიან ეს ობიექტური რეალობაა. კარგადაც რომ იყვნენ თავის ჩინეთში, მაინც განსახლდებიან პატრიოტული ქვეგრძნობებით.  ისინი სხვა ქვეყნებს მიადგებიან არა ცარიელი ჯიბეებითა და გეგმის გარეშე, არამედ ფულით, გეგმითა და ცოდნით.





 
ისინი სასარგებლონი აღმოჩნდებიან სახელმწიფოებისათვის, როგორც ჩინელი მუშები მოემის პლანტატორებისათვის. 

ისინი საერთო ჯამში სასარგებლონი აღმოჩნდებიან არა მარტო ხელისუფლებისათვის, არამედ სახელმწიფოსათვისაც. 



შექმნიან ნაწარმს, პროდუქტს, იმუშავებენ იქ, სადაც ხელს ჩამოუშვებს ქართველი, შექმნიან ინფრასტრუქტურებს, შექმნიან მძაფრ კონკურენციას დღევანდელ თვითკმაყოფილი საზოგადოების ყველა რგოლში, არა მხოლოდ გლეხებში, არამედ ტექნიკურ ინტელიგენციაში, მედიცინაში, ინჟინერიასა და მენეჯმენტში. 

და თუკი ეს ყველა სიძლიერეები (უკეთესი აგრო სქტორი, მშენებლობა, სამედიცინო მომსახურეობა, მეტი ადამიანი ჯარში და პოლიციაში) საჩუქრად მოგვივა უცხო ქვეყნიდან, რაღა გვაქვს საწუწუნო?


გვაქვს, საწუწუნოც გვაქვს და ტვინისსაჭყლეტიც. 
საქმე იმაშია თუ ვინ მოვა საქართველოში. 
თუკი 300 მლნ მსოფლიოში განსასახლებელი ჩინელისგან საქართველოს დააფასებს მხოლოდ 1 მილიონი ბრინჯის მომყვანი გლეხი, რომელიც 40 საუკუნეა ამ საქმეს აკეთებს და კიდევ 40 საუკუნე იგივეს აპირებს, მაშინ საქართველოს ხეირი მინიმური იქნება (თუ არ ჩავთვლით, რომ შერეული ქორწინებით, შორი დამემკვიდრების გენეტიკური უპირატესობით წამოზრდილი ახალი ქართველი დღევანდელზე უფრო ლამაზი იქნება).  
თუკი საქართველოს ფერმერთა გარდა ტექნოლოგიების, წარმოების, მშენებლობისა და მენეჯმენტის უნარის მქონე ადამიანები აირჩევენ, და თუკი მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს იმიგრანტ გლეხებს, მაშინ საქართველო ერთიორად იხეირებს. 


საქართველოს უნარი მიიღოს ემიგრანტები შეზღუდულია. 
მას თავისუფლად შეუძლია მიიღოს  ერთი  მილიონი გლეხი და ერთი მილიონი ქალაქის მაცხოვრებელი, მაგრამ მეტს ვერ მიიღებს, ადგილია პატარა. 

ასე რომ თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ მივიღოთ კარგი ხალხი.

 
ვინაიდან ეს ორი მილიონი უნდა გადანაწილდეს არა მხოლოდ ჩინელებზე, არამედ აფრიკელებზე და  ინდოელებზე. 
მათი სელექცია დღესვე უნდა დავიწყოთ.

 
თუკი სპორტსმენი ბოტსვანიდან საქართველოში წარმატებული იქნება, აქ აფრიკიდან ისევ სპირტში წარმატების უნარის მქონენი მოვლენ, თუ კი ინდოელი ექიმი დაფასდება საქართველოში, აქ ინდოეთიდან ისევ ექიმები ჩამოვლენ, თუკი სამხრეთაფრიკელი ბური ჩათვლის თავს სამოთხეში, აქ ახალზელანდიელი და ფინელი ფერმერებიც ჩამოვლენ, თუკი ტაიბეი ტავერის აღმშენებელი ინჟინერი და მისი ჯგუფი, ბრიგადა იქნება აქ წარმატებული, მას მომავალშიც ინჟინერტექნიკური პერსონალი მოჰყვაბა, 
ასე რომ ფრთხილი და ყურადღებიანი სელექცია დღესვე ძალიან მნიშვნელოვანია. 
დღესვე უნდა წავიდეს სწორი იმპულსები და მესიჯები, რითაც მომავალში იმიგრანტთა ნაკადის ხარისხს გავზრდით. 
ბურების ფერმების პროექტი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და დროულიც.




დასაწყისში დავწერე რომ ეს პოსტი აბსოლუტურად კოსმოპოლიტურია
მაგრამ პირობა სრულად ვერ დავიცავი.




შემდეგი კოსმოპოლიტიკური ფაქტორები არ გავითვალისწინე:
მოტივაციად დავსახე საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერება და არა ყველა ადამიანის ბედნიერება საზღვრების გარეშე.

სასურველ ემიგრანტებად დავსახე არა 
მეზობლები: რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები, თურქები, არამედ გეოგრაფიულად დაშორებული ქვრენების (ცინეთი, ინდოეთი, აფრიკა, ევროპა) მაცხოვრებლები,  ანუ ის ეთნოჯგუფები, რომლებიც ტერიტორიულ პრეტენზიებს ვერ წარმოადგენენ. 
თუმცა რეალური მიმზიდველობის პირობებში საქართველოში  მეზობელთა მიგრაციაც გააქტიურდაბა. 
და არც ეს მიმაჩნია ტრაგედიად. 
თუკი დღეს აზერბაიჯანელებისა და სომხების თემი სამხრეთ და აღმოსაბლეთ საქართველოს მიწებზე იმაზე მეტ მოსავალს იღებს ვიდრე ქართველი მოიყვანდა, ანდა თუკი სახლობს იმ მძიმე კლიმატში, საიდანაც ქარძტველი თვითონვე გადმოიხვეწა და თუკი იმ მიწაზე საერთო ქართული პროდუქტი მოყავს, თუკი ქართულ სპორტში საამაყო წიგნის ერთი თავი ოსების დაწერილია, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით ქება და მადლობა მათ, და.. მომავალი იმიგრაციის კონტროლი- მართვა. 

ანუ არ ვარ მთლად კოსმოპოლიტი, თუმცა თქვენგან განსხვავებით სხვა გენის ჩემთან ახლოს ცხოვრების პერსპექტივას შედარებით მშვიდად ვუყურებ, გენების შერევასაც.                      

Monday, October 11, 2010

რჩევები არიფ მძღოლს


ანუ შენ 


იყურე შორს გაითვალისწინე სამუხრუჭე მანძილი, რომელიც იცვლება იმის მიხედვით, თუ რა სიჩქარით მიდიხარ. 
გაჩერებული ავტობუსის გასწრებისას უყურე ბორბლებში, ვინმე ხომ არ გადმოდის?

დაიცავი ხაზი, შეიცვალე ხაზი პასუხისმგებლობით, გვერდითი მოხვევის მაშუქების გამოყენებით. 

ტრასაზე გასწრების პირველ ეტაპზე გადადი მარცხნივ, კარგად დაინახე გზა და შემდეგ, თუ საშუალება გაქვს  სწრაფად გაასწარი, თუ არა, დაუბრუნდი შენს რიგს.
გასწრების დასაწჰისში მთელი კორპუსით მარცხნივ გადასვლის უპირატესობა არის აგრეთვე ის, რომ შემხვედრი თავიდანვე ხედავს, რომ შენ ასწრებ და არა მხოლოდ აპირებ გასწრებას. ანუ შემხვედრი შორიდანვე შეანელებს რათა შენ მანევრი დაგასრულებინოს.


გზაჯვარედინებზე გავლისას იყურე ორივე მხარეს


ნუ გააჩერებ მანქანას გზაჯვარედინის კუთხესთან 5 მეტრზე ახლოს



მწვანიდან ყვითელზე მოძრაობის დასრულების უფლება გაქვს. 
წითლიდან ყვითელზე გასვლის - არა. 

ანუ უპირატესობა მისია, ვინც მოძრაობდა. 
თუმცა ეს უპირატესობა სულ რაღაც ერთ ორ წამს გრძელდება. 


გზაჯვარედინზე ტრაექტორიების გადაკვეთისას თმობს ის, ვინც მძღოლს (მძღოლის მხარეს) ეჯახება.

 


 
ნუ შეაშინებ ქვეითებს


მკვეთრი დამუხრუჭება მაქსიმალურად სწორად. 

დაღმართზე მართვის დაკარგვის მეტი რისკია, დროზე შეანელე

დანგრეულ გზაზე ჯობია მეჩეჩზე ბორბლით გადაიარო, ვიდრე მეჩეჩი  ბორბლებსშორის მოიქციო, 


გააჩერე ისე, რომ ადვილად გამოხვიდე. მერე შეიძლება სხვა მანქანები დადგნენ იქ სადაც ახლა მანევრის საშუალება გაქვს

თუ ჩქარობ, იჩქარე სწორ მონაკვეთებზე, ტრასაზე, სწრაფი მოძრაობის მონაკვეთებზე. 
ნუ ეცდები გონკაობას ვიწრო, მიხვეუს მოხვეულ გზებზე, მაინც ბევრ ვერაფერ დროს მოიგებ (ვთქვათ 60ის ნაცვლად 70-ით ივლი, დიდი არაფერი ხეირია).

ტრასაზე დაგეგმე გაჩერებები იქ, სადაც სწრაფად ვერ იმოძრავებ, უღელტეხილზე, ქალაქში. 


არ დაჯდე საჭესთან  თუ უძილო ხარ. 

ფრთხილად იარე ნაწვიმარ გზაზე, განსაკუთრებით ფრთხილად ახალნაწვიმარ გზაზე.

ძროხას აუარე უკნიდან, კაცსაც. ქალი და ძაღლი შეიძლება უკან დაბრუნდეს, კაცი და ძროხა არა. შინაური ფრინველისთვის ნუ შექმნი საავარიო სიტუაციას, გადაუარე. 

ყოველთვის დაიცავი დისტანცია, გუნებაში იქონიე სამუხრუჭე მანძილი


თუ თავს ატყპბ, რომ გეძინება ან ძალიან გადაღლილი და უძილო ხარ, გააჩერე და წაიძინე თუნდაც 10 წუთი. მანქანის მართვა განაგრძე უფეხსაცმლოდ. პედლებზე უფეხსაცმლო ფეხის დაჭერა და მართვა იმდენ აფერენტაციას იძლევა, რომ რულმორეულს ძილს დაგიფრთხობს, მაგრამ გარანტირებულად ვერ გიშველის. ამიტომ ჯობია გამოიძინო, წაუძინო მაინც. 


გაითვალისწინე, საჭესთან ჩაძინების გარდა კიდევ არსებობს საჭესთან მყოფის გათიშვის საფრთხეც. გათიშვა ემართებათ გადაღლისა და უძილობის შემთხვევაში და ის წამის განმავლობაში დგება, ყოველგვარი წინასწარი ძილის მორევის გარეშე. გათიშული ადამიანს თვალები ღია აქვს და ერთი წუთის წინ შეიძლება სალონში  გაბმულ საუბარშიც მონაწილეობდა, მაგრამ ახლა " აქ არ არის", მექანიკურად ზის მძღოლის სავარძელზე. მისი ტრანსიდან გამოყვანა ადვილია, შეძახება საკმარისია, მაგრამ მგზავრის ყურადღება ვერ გასწვდება მძღოლის ყოველწამიერ შეფასებას, მითუმეტეს, რომ გათიშულს თვალები ღია ექნება და შეუძლებელი იქნება მისი ამოცნობა, სანამ მანქანის ტრაექტორია არ გახდება სახიფათო; გზის კიდისკენ მარჯვნივ ან მოწინააღმდეგე ხაზზე მარცხნივ. 
აქედან დასკვნა თუკი დაღლილი და უძილო ხართ დაკარგეთ დრო, დააგვიანეთ, მიიღეთ საყვედური , მაგრამ აუცულებლად წაიძინეთ. გახსოვდეთ გათიშვა ძილი არ არის და მას შესავალი არ ჭირდება და თუკი იტყვი, რომ უძილო და დაღლილი კი ხარ, მაგრამ ჯერ არ გეძინება, იცოდე რომ გათიშვის კანდიდატი ხარ, დიდი ალბათობით მკვლელი და თვიKვლელი ხარ.   




აღმართზე შეჩერებისას დაიცავი დისტანცია წინა მანქანასთან, შეიძლება მას დაძვრისას დაუგორდეს. 
ივარჯიშე აღმართზე დაძვრაში ხელის მუხრუჭით და ხელის მუხრუჭის გარეშე. 



უკან მოსაბრუნებლად შენივე ხაზზე უკან დაიხიე და უკუსვლით მართი კუთხით შედი მარჯვნივ. მეორე მომენტად გამოდი გზის მართობულად და მარცხნივ გაუხვიე. 



თუ მართობულად მარცხნივ ჩახვევა გინდა და შემხვედრი ნაკადი დიდი და სწრაფია, თუ უკანაც სწრაფი ნაკადი მოგდევს, გადადი მარჯვნივ გზიდან და დაელოდე გზის გათავისუფლებას. 


მგზავრი ბავშვები ყოველთვის უკანა სავარძელზე დასვი, მოზარდი თუკი წინა სავარძელზე ზის აუცილებლად ღვედით უნდა იყოს დაბმული. 







ნურასდროს დაჯდები ნასვამი საჭესთან, საქმე იმაში არაა, რომ შენ შეიძლება თავხედობა ჩაიდინო, არა, საქმე იმაშია, რომ ნასვამს რეაქცია შენელებული გაქვს და შესაძლო თუნდაც არადრამატულმა  ავარიამ შეიძლება ბიოგრაფია უარესობისკენ  შეგიცვალოს. 

იხმარე ღვედი, ტრასაზე აუცილებლად. 
იყიდე მანქანა, რომელსაც აქვს აირბაგები. 
ქართული ლეგენდა, რომ აირბაგი უარესია თუკი ღვედი არ გაქვს შეკრული, არასწორია. 





გაითვალისწინე, კანონი კრძალავს ცეცხლსასროლი იარაღისა და თუნდაც პატარა დანის ტარებას ჯიბით. ადამიანი იარაღით პოტენციური მკვლელია და კანონი მას აპატიმრებს. 
შენი ავტომობილი გაცილებით მეტი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ვიღაც უცნობი ადამიანისათვის, ვიდრე დანა შენს ჯიბეში. როცა საჭესთან ზიხარ პოტენციური მკვლელი ხარ, ფლობ გაცილებით ძლიერ იარაღს ვიდრე დანა და პისტოლეტია. ეს იცის სახელმწიფომაც მაგრამ არ გაპატიმრებს, იმიტომ რომ გენდობა. ჩაიბარა შენგან ფსიხო, მართვის გამოცდები და გენდობა რომ ამ ტონანახევრიან რკინას, ჩაქუჩს, ნაჯახს, უროს, ხერხს, უთოს, საბრტყელებელს, მაჩეტეს, იატაგანს გაქანებულს და ზებუნებრივი სისწრაფისა და ინერციის მქონეს შუა ქალაქში ფრთხილად ატარებ. 
შენ გენდობიან სხვა ავტომობილთა მფლობელები და ქვეითები. ყველას აქვს იმედი, რომ შენ წესებს დაიცავ.

ხოდა დაიცავი. ნუ დააშინებ ნურც სხვა ავტომობილების მძღოლებს, ნურც ქვეითებს.  

თავაზიანობა, ზრდილობა, ტაქტი, ეტიკეტი მხოლოდ შენობის შიგნით დამოსაყენებლად არ მოუგონებიათ, ის ქუჩაში უფრო მნიშვნელოვანია. აცალე დაასრულოს გზის გადასვლა ბებოს და შემდეგ დაძარი მანქანა. მადლობას გეტყვის გულში, მადლია. უკან მომდგარი 3 აბღუებული მანქანის სიგნალს გადაწონის. 

საავაროი სიტუაციაში ნუ იფიქრებ იმ მძღოლზე, რომელიც უცაბედად შენ გზას იკავებს ან გიკვეთავს (ბოროტია, მტყუანია, მთვრალია, თავხედია, საგინებელია...) იფიქრე მხოლოდ შენთვის დარჩენილ სამუხრუჭე ან გასაზვრომ  ტრაექტორიაზე. მობილიზდი მხოლოდ  ამ ტრაექტორიის უზადოდ შესრულებაზე.  

დღეღამე ტრასაზე საპირისპირო მხრიდან მოძრავი მანქანის გასაფრთხილებლად (მაცალე დავასრულო გასწრება, ცოტა შეანელე) იხმარე ფარები და არა სიგნალი. სიგნალი მას არ ესმის. 
ღამე გასწრების დაწყება შენ წინ მიმავალ მანქანას ასევე ფარებით შეატყობინე. 



თუ მართვა დაკარგე (ანუ მანქანა მოცურდა და უკონტროლოდ მოძრაობს) გზაზე დასაბრუნებლად ძალიან სწრაფად და მკვეთრეად მოუხვიე შენი გზისკენ. 

და კიდევ, ყოველთვის მზად იყავი მკვეთრი მუხრუჭისათვის. მკვეთრი დამუხრუჭებისას ეცადე სანამ ჩქარა მოძრაობ სწორად იმოძრაო და მხოლოდ მას შემდეგ მოუხვიო, როცა შენელების ადგილი აღარ გაქვს და მოხვევის გარეშე შეეჯახები.
ანუ უნდა მოუხვიო მაქსიმალურად დასაშვები შენელების შემდეგ.


გაითვალისწინე, არცერთი ავარია არ მოხდებოდა დედამიწაზე მძღოლებს ორი სამი წამით უფრო ადრე რომ ეფიქრათ შესაძლო საავარიო სიტუაციის განმუხტვაზე. 
აჩუქე შენს თავს + 2-3 წამი სიფრთხილე- აუშვი გაზს ფეხი.
და იგივეა, აჩუქე შენს თავს 2-3 წამი, აჩვენე გასწრებისას საწინააღმდეგო მხრიდან შენკენ მოძრავ მანქანას, რომ მანევრის დასასრულებლად მისგან შენელებას ითხოვ. 99%-ში შემხვედრი მანქანა შეანელებს თუკი შენი ბოდილენგვიჯი იქნა მკვეთრი და კონკრეტული (მთელი კორპუსით საპირისპირო გზაზე დგომა, ფარების აცომციმება).  


საწვავი ჩაასხი ბევრი. ღმერთმა ჯანზე გამყოფოს და შენს ბიოგრაფიაში და ამ მანქანით ერთ ტონაზე ნაკლები ბენზინი არ უნდა დაწვა, ასე რომ რაც ნაკლებ ჯერზე ჩაასხამ ამ ერთ ტონას მით ნაკლები გაჩერება და დროის კარგვა ( თუნდაც ხურდის ჩუქება) მოგიწევს.

იგივე ითქმის შაქარზე, ზეთზე, საპონსა  და ტუალეტის ქაღალდზე, თუმცა მათ საყიდლად ნაკლებ დროს დაკარგავ, მაღაზიაში ისედაც ხშირად მოგიწევს მისვლა სხვა პროდუქტისთვის. 

ნურასდროს გააჩერებთ მანქანას სწრაფი მოძრაობის ხაზზე. 


თუ სწრაფი მოძრაობის ხაზზე საავარიო გაჩერება ან მნიშვნელოვანი შენელება  გიწევთ და არის ალბათობა, რომ იმავე ხაზზე სწრაფად მომავალი მანქანა წამოგეწიოთ, ჩართეთ საავარიო მაშუქი.

Sunday, October 10, 2010

ავტობოდილენგვიჯი




ბოდი ლენგვიჯ ანუ სხეულის ენა იციან ფსიქოლოგებმა და მსახიობებმა, ფაუნის წარმომადგენლებმა დანარჩენნი კი, ადამიანები, არამსახიობები ვინც თეორიულ ცოდნას არ ფლობს, ბოდი ლენგვიჯს ბუნებრივად, ინსტინქტურად ვიყენებთ.

ამბობენ რომ ბოდი ლენგვიჯი უფრო მეტს ამბობს ვიდრე სიტყვები სქესთაშორის ურთიერთობაში და ასევე... კონფლიქტისა და კონკურენციის ასპარეზზეც. 
 ბოდი ლენგვიჯი პირველყოფილ საზოგადოებაში გაცილებით ხშირად გამოიყენებოდა და შეიზღუდა მეტყველების განვითარების შედეგად. 
თუმცა ის დღესაც არის და მუდმივად იქნება. მოდით  ბოდი ლენგვიჯი ამჯერად მანქანების მიმართ გამოვიყენოთ. 
ბოდი ლენგვიჯი მანქანების უეთიერთობის ენაა, გარდა სტანდარტულ ხაზოვანი მოძრაობისა არის მომენტები, როდესაც ავტომობილთა მოძრაობის თანმიმდევრობასა და ტრაექტორიას მანქანების ბოდილელგვიჯი განსაზღვრავს. 
სწრაფად შემოფეთებული ჯიპი ამბობს ჯერ მე, მერე შენ, შუქნიშნის გაყვითლებისთანავე ქვეითის წვივზე შემდგარი აბღუებული მანქანა ამბობს აცე, აცე ვირებო!!

თუმცა ევროპელი მძღოლები ავტობოდილენგვიჯით სულ სხვა განწყობას გიტოვებენ - მიბრძანდით, ჯერ თქვენ, ნუ გეშინიათ მე გაცლით გზის გადასვლას...

ანუ ბოდი ლენგვიჯს არა მხოლოდ აგრესიის არამედ თავაზიანობის გამომხატველი სიტყვებიც აქვს ლექსიკონში. 

მოდით ამ სუბიექტურ სენსიტიურ, ჩვენ შემთხვევაში აგრესიულ სიტყვებს პრაგმატული სუტყვებიც მივუმატოთ. 
მოდით ვასწავლოთ საკუთარ მანქანებს საქმიანი სიტყვები, სიტყვები რომელთაც სხვა მანქანები გაიგებენ და შესაბამისად იმოქმედებენ. 

ანუ მოდი ვისწავლოთ საავტომობილო მოძრაობაში ჩართული სხვა მანქანების მართვა.  ვმართოთ ისინი საკუთარი მანქანის ბოდილენგვიჯით ნათქვამი სიტყვებით.
ადვილია, სასარგებლოა, მეტად  უსაფრთხოა. 

როგორ? 
გზჯვარედინზე თუკი შენი გზა არ არის ნუ გახვალ შუა გზაზე, დაეტიე შენს ხაზთან. ამით უპირატეს გზაზე მოძრავ ნაკადს ეტყვი, მე არ შემოგივარდები და მუხრუჭს არ დაგარტყმევინებ, თამამად გაიარე სწრაფად. 
ის სწრაფად გაივლის და შედეგად შენი გზა მალე გათავისუფლდება. 
ტრასაზე გასწრებისას მანევრის  დაიწყებისას მანქანა მთელი კორპუსით გადადი მოწინააღმდეგე გზაზე. ამით არამარტო გზის  დიდ მონაკვეთს დაინახავ, არამედ უპრობლემოდ დაბრუნდები საკუთარ გზაზე თუ გზა დაკავებულია, არამედ შორს მყოფ მანქანას ბოდილენგვიჯით ეტყვი - შეანელე, მე დრო მჭირდება  მანევრის დასასრულებლად. თუკი მანევრს ფარების ანთება- ჩაქრობას დაუმატებთ, ამით მეტი ალბათობით შეანელებინებთ მოძრაობას საპირისპირო გზაზე მოძრავ მანქანას, ეს კი გასწრების მშვიდად დასრულების საშუალებას მოგცემთ. 
თუკი წინმიმავალი მანქანის გასწრება გადაწყვიტეთ და ჯერ საპირისპირო მხრიდან მოძრავი მანქანა გყავთ გამოსატარებელი, ნუ ამოუდგებით წინა მანქანას ნახევრად გამსწრებისპოზიციაში და მითუმეტეს მარცხენა მაშუქ ჩართული. მაშუქი და გადასული პოზიცია აფიქრებინებს შემხვედრ მანქანას, რომ მანევრს იწყებ, და შენამდე გზას ნელა, ფრთხილად გამოივლის, შესაბამისად შენი გზა გვიან გათავისუფლდება.       

ნუ შეაშინებ ქვეითს, ამისათვის საკმარისია არ შეიყვანო მანქანა მის პერსონალურ სივრცეში. რომელიც დაახლოებით 5 მეტრია მის გარშემო.


         
ანუ იმ სიტყვებს, რომელიც დღეს აგრესიული ტონით ითქმება ავტობოდილენგვიჯით ( გაიყინე ადგილზე, ჯერ მე!, გაეთრიე იქით, მოკურცხლე ახლავე, აცე! აცე!) და რომელთა გამოყენებისაგან ჩვენ  უარს ვამბობთ (დარწმუნებული ვარ, ვინც აქამდე კითხულობთ ნამდვილად არ "ამბობთ" ამ სიტყვებს მანქანის მართვისას), ჩვენ შევამატოთ მტკიცედ და მშვიდად სათქმელი სიტყვები:  მიბრძანდი, ჯერ შენ, გაიარე მშვიდად,  შეანელე, მანევრის დასასრულებლად დრო მჭირდება, დამითმე, ფრთხილად , წინ საფრთხეა! 

თუ ეს ენა ავითვისეთ მივხვდებით რომ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დავთმობთ ადგილსა და დროს, საბოლოო ჯამში  დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ თუნდაც სისწრაფეში.  



   

Saturday, October 9, 2010

სხვა იუბილეები

რატომაც არ უნდა გვქონდეს ის იუბილეები, რომლებიც რაღაც საკრალური მნიშვნელობის თარიღებს შეიძლება მიეძღვნათ, მაშინ როდესაც აგერ უკვე 25-ე წელია აღვნიშნავთ თბილისის დინამო კარლცეისის მატჩის მორიგ წლისთავს?


მაგალითა, რატომ არ უნდა ვიზეიმოთ საკუთარი
ჩასახვის დღე ანუ დღე შენი დაბადებისდღე მინუს 9 თვე?

ან რატომ არ უნდა გვახსოვდეს
ერთი უღელი ქორწილი, ანუ თარიღი,
როცა ქალი აღწევს ასაკს, როცა ქმართან უფრო მეტი აქვს ნაცხოვრები, ვიდრე გათხოვებამდე უცხოვრია.

ორუღელა ქორწილი როცა კაცი აღწევს ასაკს, როცა ცოლთან ერთად უფრო მეტი აქვს გატარებული, ვიდრე ქორწინებამდე
უნდა დაემთხვეს ქორწილის დღეს
და ოჯახს უნდა ჰქონდეს 2.

მოიფიქრეთ თქვენც.

ოჯახურიც და ქვეყნის მასშტაბისაც. 


p.s. მცხეთობას გილოცავთ, ქრისტეშობამდელი ქალაქის ქალაქობას.

Wednesday, October 6, 2010

გრუნტის გზა- ასფალტიანი გზა-დანგრეულასფალტიანი გრუნტის გზა.




ყველას გვივლია სოფლის გაფუჭებულ ასფალტიან გზაზე, სადაც ხრეშნარევი გრუნტის გვერდიგვერდ მკაცრი აისბერგებივით ცურავენ ასფალტის შემორჩენილი ფრაგმენტები. 
ასეთ გზაზე მანქანის მართვა ყველაზე უფრო მოუხერხებელი და ხარჯიანია: 
ასფალტის კუნძულებს შორის სლალომი, ასფალტის ავიამზიდებზე აბობღება- ჩამობობღება გაცილებით ნელია, მეტ დროს, ნერვებს მოითხოვს და ავტომობილსაც მეტად აზიანებს, ვიდრე მხოლოდ გრუნტის გზა. 

გრუნტის გზა უფრო თანაბარი და მშვიდი სასიარულოა, ვიდრე გაფუჭებულასფალტიანი. 

რანჟირებაში ყველა დამეთანხმება, ყველაზე კარგია მოასფალტებული გზა, მას ჩამოუვარდება დაზიანებულ ასფალტიანი გზა, მასზე უარესია გრუნტის გზა და ყველაზე უარესია დანგრეულ ასფალტიანი, ნახევრად გრუნტის გზა.

საქართველო დანგრეულასფალტიან ნახევრადგრუნტის გზას მაგონებს. მასზე შემდგარი მძღოლები, გზის პარალელურად დამოუკიდებლად კვალავენ გრუნტის პრეისტორიულ გზებს, რათა არასრულმა ცივილიზაციამ (ასფალტის ავიამზიდებმა) მათი ძრავა და ბორბლები არ შეიწირონ. 

განვითარებული საზოგადოება, ისევე როგორც კარგი  დაგებული და მოვლილი გზა მოითხოვს რთულ იერარქიულ, დეტერმინირებულ და დისციპლინირებულ, კონსენსუსით გაერთიანებულ სხეულს, სტრუქტურას. 

ანუ, როგორც კარგი საავტომობილო მოასფალტებული გზა მოითხოვს ინფრასტრუქტურას, შეთანხმებულობას, რესურსებსა და ადამიანთი საკმარისად დიდი ჯგუფის ნებას, ასევე განვითარებული საზოგადოება მოითხოვს განათლებული, წესიერი, პატრიოტი, გონიერი ადანიენების საკმარისად დიდი ჯგუფის არსებობას.
ჯგუფისა, რომელიც მოდუსს დააყენებს.
ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელიც ცდილობს საქართველო მოასფალტებულ გზაზე გადაიყვანოს, ცოტაა და სუსტი. მართალია მათ მოახერხეს თავისი კაცის გათრევა პრეზიდენტად, მაგრამ პრეზიდენტის სტატუსიც კი არ არის საკმარისი მიზნის მისაღწევად.


როგორც დანგრეულ ასფალტიან გზას მძღოლი გრუნტის გზას ამჯობინებს,ასევე ამჯობინებს საქართველოს დღევანდელი ჭრელი  და მრავალპლასტიანი მოსახლეობა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რეგრესს, შეჩვეულ ჭირს, კაცობრიობის ისტორიის მიერ განვლილ ეტაპს, შუასაუკუნეებს,"უქარქაშო ხმლებს", სსრკ-ს, ზვიადიზმს, იქნებ 2003 წლამდელ ცხოვრებას.


მათ ურჩევნიათ არ შეეჯახონ განვითარებული საზოგადოების აისბერგებს (პროფესიონალიზმს, საყოფაცხოვრებო საქალაქო წესიერებას,ტოლერანტობას (რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი,სოციალური და ა. შ.)) და გამალებულები იბრძვიან გრუნტის გზაზე სიარულის უფლებისთვის.

გზის მშენებლობა კი გრძელდება.



მაგრამ ჯერ ჩვენი საზოგადოების განვითარების დანგრეულასფალტიანი გზა ჯერ იმდენად შეკეთებული არაა, რომ ხალხი გრუნტის გზიდან ასფალტიანს დაუბრუნდეს.
ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ გასავლელი გზა უცაბედად გრუნტის ორმოთი არ დამთავრდება. ორმოთი, რომელიც ზეთს გაასხმევინებს და დისკს დაუღუნავს, იქნებ შუბლიდან სისხლიც ადინოს.

 

მაგრამ, გზის შეკეთების სამუშაოები თუ გაგრძელდა, მძღოლები აუცილებლად მიატოვებენ გრუნტის გზას და დაუბრუნდებიან ასფალტს,

მაშინ უკვე აღარავინ მოუსმენს ტრადიციონალისტებს, კონსერვატორებსა, ქრისტიანპოლიტიკოსებსა და ზვიადისტებს ხალხი პროგრესს ირწმუნებს, პარალელურ გრუნტის გზებზე კი კვლავ ბალახი აბიბინდება.



დღეს გზაზე წინააღმდეგობა ძველი ასფალტის მეჩეჩებია და გრუნტზე გადასვლა ჯობია.
მომავალში, როცა გზა დაიგება წინააღმდეგობა გრუნტის ორმოები იქნება.

ეს ორმოები კი (ქსენოფობია, ზოოლოგიური ოპტიმიზმი, რელიგიური შეზღუდულობა, შუასაუკუნეობრივი მენტალიტეტი, უწესობა, კორუფცია..) მაშინ ოპერატიულად იქნება ამოსავსები, თორემ ცხვირს წავიმტვრევთ.
დღეს კი, დღეს მათი დროა, ჯერ.