
#44
მიწევს ამ მარშრუტით მგზავრობა.
მას შემდეგ რაც 19 წლის ომეგა პატიოსნად მოვკალი* და დაშლილებში ჩავაბარე, 44- ე მარშრუტკით ვმგზავრობ ხოლმე. უცვლელია რიტუალური თითქმის ტრადიციულის ის წინადადება, რომელიც გზაზე ამ მარშრუტკის დანახვას მოჰყვება.
აი ეს. აუცილებლად მიჩნდება ეს წინადადება. მოგიტყანთ ფიზიკის მასწავლებელი.
სანამ გამოჩენის შემდეგ ეს ნეტარხსენებული ავტო ჩემამდე მოსვენდება ამ წინადადებას ალბათ სამჯერ ვიმეორებ გუნებაში.
რატომ?
იმიტომ რომ ამ ხაზის მძღოლებს შიდა განაწესი აქვთ - ლუბლიანას ქუჩა, რომელიც მათი მგზავრების მთავარ უბანს წარმოადგენს, არაუმეტეს 15 კმ/ სთ სიჩქარით გაიარონ. მიაღწევენ დიღმის ბაზარს და მერე "აწეწავენ".
წვალობენ ამ ზოზინით და გვაწვალებენ მგზავრებს. ერთიოეჯერ მარტო როცა აღმოვჩნდი მძღოლთან, შევეცადე ამეხსნა რომ ეს სრულიად ფუჭია, პირიქით, ე. წ. კონტრპროდუქციულია. იმით რომ ფაკულტატური მგზავრები მათ აღარ წყალობენ ამ ზოზინის გამო და სხვა მარშრუტს არჩევენ.
უშედეგოდ.
მეტ ცდას აღარ ვაპირებ, მაინც ვერ შევვლი მათ მაზოხისტურ სადისტურ გადაწყვეტიკებას.
ვერ შევცვლი იმიტომ რომ მათ ცუდი ფიზიკის მასწავლებლები ჰყავდათ მეექვსე კლასში.
საიდან ვიცი?
იმიტომ რომ ეს ამოცანა მათთვის დაუძლეველია:
მარშრუტკა დადის A დან C მდე მარშრუტზე.
ვინაიდან ცუდ დროს1996 წლამდე ამ ქვეყანაში არავითარი წესი, მათ შორის მცირე კორპორაციული სოლიდარულობის წესი არ მოქმედებდა, განსაკუთრებით ხარბი მძღოლები A დან B პუნქტამდე მონაკვეთს, სადაც კლიენტათა მთავარი კონცენტრაციაა, ძალიან ნელა გადიოდა, რათა მეტი მგზავრი აეყვანა. B დან C მდე მონაკვეთს კი კისრისტეხით გარბოდა. შედეგად ამ ხარბი მძღოლის უკანა მანქანა რჩებოდა კლიენტისა და ფულის გარეშე. არაერთი ურთიერთ ჩხუბისა და დედის გენება დაგინების შემდეგ მიიღეს წესად, ყველა თანაბრად უწესოდ მოვიქცეთ, რათა ჩვენს შორის უწესოს უფრო უწესოდ მოქცევის საშუალება აღარ ჰქონდეს (აბა 15 კმ/ სთ ზე ნაკლები სიჩქარით ხომ არ ივლის, ვეღარ ივლის)
ეს ბრძნული ევოლუციური წინსვლა-წესი ამ მარშრუტზე ალბათ უკვე 10 წელია მუშაობს.
საქართველო აღარაა ისევ ის საყოფაცხოვრებო დონეზე გაუტანელ მოღალატეთა ხროვა, რალხი წესს მეტ პატივს სცემს, ღვედებიც კი შეიკრეს მანქანებში, ეს 44-ე მარშრუტის მძღოლთა "წესი" კი ისევ ძალაშია.
რომ კითხო ასე უფრო მეტ კლიენტს აგროვებენ.
მაშ ასე, სიუტაციური ამოცანა ABC მარშრუტზე.
შენი მიზანია მეტი მვზავრის აყვანა,
წარმოადგენ ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც ასევე ეს მიზანი აქვთ - მეტი მგზავრის აყვანა. და ვინაიდან ჯგუფი ხართ და არა ხროვა, ცდილობთ რომ ერთმანეთის მიმართ სამართლიანი წესი შემოიღოთ.
ABC მარშრუტზე მგზავრი ძირითადად AB მონაკნეთზე ამოდის, AB მონაკვეთი 1 კმ სიგრძისაა BC კი 15.
ერთმა "ჭკვიანმა" თქვენში თქვა, ვიაროთ ყველამ 15 კმ/ სთ სიჩქარით AB მონაკვეთზე, ასე მეტ მგზავრს მოვაგროვებთ.
ყველა დაეთანხმა და სრულდება ეს წესი მეათე წელია.
შენ რომ იქ ყოფილიყავი დაეთანხმებოდი თუ შეეწინააღმდეგებოდი და ააცილებდი ნერვების ფხრეწვას 500 მგზავრს დღეში ათი წლის განმავლობაში?
და თუ შეეწინააღმდეგებოდი რა არგუმენტებით (ფიზიკა მაქვს მხედველობაში და არა მორალი)
იმედია გადაარწმუნებდი.
მიხვდით ალბათ, რომ B წერტილიდან მიკროავტობუსები ერთიდაიგივე ინტერვალით გადიან, შესაბამისად უკან მომავალ მიკროავტობუსს ის მგზავრები, რომლებიც მას უნდა დახვედროდა წინა ავტობუსს სწრაფად რომ ეარა და შესაბამისა ამ მგზავრების გამოსვლამდე უნდა ჩაევლო, აღარ დახვდება. შესაბამისა, ვინაიდან მეორე მანქანა ნელა მიდის, ის აიყვანს იმ მგზავრებს, რომლებიც მისი სწრაფად ჩავლის შემთხვევაში მესამე მანქანას უნდა დახვედროდა.
ანუ სწრაფად ივლიან თუ ნელა, მგზავრები მაინც იგივე ეყოლება თითოეულს.
ოღონდ პრინციპი უნდა იქნას დაცული, ან ყველა სწრაფად (ვთქვათ, ნორმალური სიჩქარით) უნდა დადიოდეს, ან ყველა ნელა.
თუ ყველა ნორმალური სიჩქარით ივლის მაშინ 44-ე მარშრუტს მოუბრუნდება იმ მგზავრთა ნაწილი, რომელიც ამ მარშრუტში სწორედ ამ ზოზინა წუთების გამო აღარ ჯდება .
მაგრამ 44 ელები ისევ ვერ ენდობიან ერთმანეთს, ურჩევნიათ დარწმუნებულები იყონ, რომ მათი ჯგუფელი ერთერთი ჭკვიანი ფეხს არ აითრევს და შემდეგ მანქანას ცარიელს არ დატოვებს .
ამიტომაც ამ მარშრუტის პოტენციური მგზავრები სხვა ტრანსპორტს ნახულობენ.
სხვა მარშრუტები კი (არადა ეს ადგილი 4-5 მარშრუტის ბოლო წერტილია) ერთმანეთს ენდობიან და ნორმალური სიჩქარით დადიან,
მათ ბონუსად ემატება 44-ეს გამოქცეული მგზავრები.
19 წლის ომეგა პატიოსნად მოვკალი*- და დაშლილებში ჩავაბარე. ხო, მაშინ პრინციპულ საკითხად მივიჩნიე, რომ საქართველოში იმ მანქანას აღარ უნდა ევლო თუ ებობღა.
მუხრუჭები აღარ ჰქონდა, ელიტიპოლის მატარებელივით ხრჩოლავდა და ერთი ორჯერ მომიცურდა. მოკლედ ხიფათი იქნებოდა მფლობელისთვის და ჩვენთვის არამფლობელთათვის ავტონაკადთა ასეთი თანამონაწილე.
Monday, November 28, 2011
44-ე მარშრუტკა და მე-6 კლასის ფიზიკა
Saturday, August 28, 2010
მარგებელი ჭირი

ანუ რატომ გამიხარდა რუსების მიერ აფხაზეთში S-300ის განთავსება
დეილ კარნეგის ერთერთი წესია "უნდა ისწავლო საკუთარი მინუსების პლიუსად გადაქცევა"
ჩვენ ომი კიდევ ერთხელ ზედიზედ მეექვსედ წავაგეთ, წაგებულები ვართ, ჩვენს მიწას და ეროვნულ უმცირესობებს თათი ამჯერად არა სეპარატისტულმა მთავრობებმა, არამედ აღიარებულმა ზესახელმწიფო რუსეთმა დაადო.
შეუძლებელია მას მიწა ომით მოუგო.
1990-სი თავისით წავიდა, უფრო სწორედ განაცხადა წავედიო, თორემ სინამდვილეში 2007 წლამდე იყო ცალკეული სამხედრო ბაზების 2008 მდე კი მშვიდობისმყოფელთა სახით. დღეს ის აღიარებული ოკუპანტია. ნაწილობრივად მაინც აღიარებული. თუმცა თავისივე ლეგენდით , თითქოს მას მიზნად სააკაშვილის კლანჭებისგან თავისი მეგობრების , აფხაზებისა და ოსების დახსნა ჰქონოდეს მიზნად, შეზღუდულია.
მას შემდეგ რაც საქართველომ ომის დროს თავისი ჯარი გადამალა, სამხედროები სპორტული ფორმებით სახლში გაუშვა და განაცხადა რომ შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე უარს ამბობს, რუსეთს აღარ დარჩა საშუალება თბილისის მთავრობა თბილისში რუსული კომენდანტის საათის პირობებში დაესვა.
ის უფრთხილდება თავის სტატუსს, გაეროს საბჭოს მუდმივი წევრია, მეორე მსკფლიო ომის მომგები და ფაშიზმის მძლეველია, ევროპისა და შემდეგ სსრკს დემოკრატიული ღირებულებების აღიარებით გამშვები, გამათავისუფლებელი.
მისი მიზანია მსოფლიოს თვალში მეგობრები ( აფხაზები და ოსები) დაიცვას, ხოლო სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქართველოში საკუთარი მთავრობა პოლიტიკური ილეთებით დასვას.
ომის შემდეგ მის გეგმას წარმატებამდე ბევრი არ უკლდა 2009 წლის საპროტესტო აქციებმა საქართველოს ხელისჯფლების 3 თვიანი ბლოკადა გამოიწვია, თუმცა ამჯერად რუსეთისა და ოპოზიციისათვის უშედეგოდ დასრულდა.
რუსეთის ყულაბაშია ასევე ქართული პოლიტიკის ორი ყველაზე წონიანი სივი ბიოგრაფიის მქონე ფიგურის ბურჯანაძისა და ნოღაიდელის უპირობო თანხმობა დაიკავოს საქართველოს პრეზიდენტის სავარძელი და იმეგობროს რუსეთთან (ტუნდაც შუალედში პატარა სისხლიანი ომის შემდეგ, ყველაფერი მაინც მანიაკ სააკაშვილს დაბრალდება).
თუმცა მერის არჩევნების შემდეგ ეგ სცენარიც აღარ გაამართლებს. რუსული თეზა " სააკაშვილი ვეძ ნიკტო ნი ლუბით" ძალას და არგუმენტებს კარგავს.
მაშ ასე,
ომის შემდეგ ორივე მხარე შებოჭილები ვართ:
საქართველო ვერ მოიპოვებს გამარჯვებას ომით
რუსეთი ვერ შემოვა თბილისში ომით.
საქართველო ომში დამარცხებული და შერცხვენილია.
რუსეთი გამარჯვებულია ის ახალ მიწებს ფლობს და მასზე რამდენსაც მოისურვებს იმდენ რაკეტას განათავსებს და ბაზას ააშენებს, ამას სიამოვნებით, ნება ნება ეტაპობრივად აკეთებს კიდევაც. ერთ მხრივ სიამოვნებს ქართულ ჭრილობაზე მარისის ახალ ახალი პორციების მოყრა, მეორე მხრივ ქართულ შესაძლო სამხედრო რევანშს სულ უფრო სასაცილო ფინალს უმზადებს, ოცნებობს მოვლენათა სამხედრო გაგრძელებაზე.
მაგრამ რისეთი ტლანქია. მას ავიწყდება რომ ზოგჯერ რაოდენობახადისხში გადადის. კერძოდ ესეს300 შეიარაღებისის დაოდენობაა, რომელიც საქართველოს საკუთარი მიწის შეიარაღებული დაცვის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
ბოლო ომი წაგებულია და სამომავლო ომი გადაფიქრებულია.
ამ ბოლო ფრაზაში მხოლოდ ბოლო სამი სიტყვაა ახალი - სამომავლო ომი გადაფიქრებულია.
თითქმის 17 წელია სხვა ფრაზა ეკიდა ჰაერში - ბოლო ომი წაგებულია შემდეგი ომი მოსაგებია.
ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიცხოვრეთ ამ ფრაზით. შემდეგი ომი მოსაგებია ჩვენს ქცევას დაღს ასვამდა. ჩვენი გენეტიკურად დეტერმინირებული აფექტურობა, ემოციურობა, შემდეგი ომი მოსაგებია და ამ სტატუსის წლების განმავლობაში პერსისტირება საშინელ მგრგვინავ ნარევს, დესტრუქციულ ასოციალურ კომპოტს ქმნიდა.
სწორედ ეს შეუსრულებელი პასუხისმგებლობა გვიბიძგებდა დაგვერღვია ქუჩაში მოძრაობის წესები, რათა საკუთარი თავისა და სხვისთვის დაგემტკიცებინა, რომ ომისთვის მზად ხარ, რომ შეგწევს ძალა მოუგო ტერიტორია სხვა მანქანას, ქვეითს, შეგიძლია გარისკო შენი და სხვისი სიცოცხლე და "გაიმარჯვო".
ბიჭებო, ძმებო, მამებო და ბაბუებო, S-300 გათავისუფლებთ ამ ქუჩური საომრად მზადყოფნის დემონსტრირებისაგან.
პიანო, პიანო.
თქვენი ფრონტი, ჩვენი ფრონტი არსად გამქრალა, ოღონდ გადაიტანეს, ის სხვაგანაა. არც ქუჩაშია, არც რიგშია (სადაც 3 კაციან რიგშიც შეგეძლოთ წინ გაძვრომა), არც თქვენ წარმოიდგინეთ და წვერიახოსა და ოჩამჩირეშია. ის სხვაგანაა.
და ასე იქნება შემდეგი 10 წლეული.
იმედია ერთ-ორ წელში ვიპოვით მას, ფრონტს, რომელზეც ომის გარეშე უნდა მოვიგოთ. ოღონდ ომისაგან განსხვავებით იმ ფრონტზე ერთი კანონი უნდა დავიცვათ - ამჯერად მერფის კანონი - თუ ყველა არ მოინდომებს ვერავინ მიიღებს.
ჩვენ პირველები არ ვართ ვინც ეს უნდა გააკეთოს. დამარცხებული გერმანია და დამარცხებული იაპონია ჩვენი მეგაორიენტირი უნდა იყოს. ეს ქვეყნებიც ხომ მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ ზესახელმწიფოები, რაც მილიტარისტული აქტივობები აეკრძალათ.
ისევე როგორც პატრიოტი გერმანელები და იაპონელები დაფიქრდნენ თუ როგორ უნდა ამოეთრიათ ქვეყანა წაგებულობის სამარცხვინო ორმოდან, თანაც ომისა და სამხედრო რევანშის თეორიული შანსის გარეშე, იფიქრეს და თავისი ინტელექტუალური წარმოება გახადეს ფრონტის ხაზად. ჩვენც, მას შემდეგ რაც გავისიგრძეგანებთ რომ რუსეთს ომით ვერ გამოვგლიჯავთ წართმეულ საქართველოს, ფრონტის ხაზი ინტელექტუალურ წარმოებაზე, ახალი, წესიერი, განვითარებული საზოგადოების შექმნაზე და ჩვენს მფლობელობაში არსებული საქართველოს ყოველი გოჯის მოვლაზე და ათვისებაზე უნდა გადავიტანოთ.
ჩემი ფრონტი დღეს უწესობა, უცოდინრობა, კონსერვატიზმი, სიზარმაცე, თვითკმაყოფილება, ზოოლოგიური ოპტიმიზმი, ქსენო ნოვო ფობია და კატეგორიულობაა.
დღეს ასეა და ვინც ამ ფრონტზე ჩემი მოწინააღმდეგეა, ჩდმთვის ისეთივე მტერია, როგორც სეპარატისტი.
ხოლო აფხაზი და ოსი სეპარატისტი (და არა ოკუპანტი თუნდაც აფხაზი და ოსი სინამდვილეში რუსი ოკუპანტი) ჩემი აუდიტორიაა, რომლის კეთილგანწყობა ჩემთვის 10 ჯერ უფრო ღირებულია ვიდრე ქართველის კეთილგანწყობა ჩემდამი.
ამიტომ მთელი ეს მსჯელობა და ემოცია ამიეროდან პრაქტიკაში, ცხოვრებაში გადამაქვს.
როგორ?
გინებით. დიახ, ვაგინებ და მზად ვარ ვიჩხუბო მტერთან. რათა ჩხუბით გადმოვიბირო.
დღეიდან გინებას ვაყენებ წესიერების სამსახურში.
ყველა უწესოს ვაგინებ.
გადაეცით უწესოს თქვენს გარშემო, რომ შეგინებული მყავს.
Posted by
cartwheel
at
10:53 AM
0
comments
Labels: ზიზღი, საზოგადოება, შადრევანი, ძირს პათეტიკა
Wednesday, May 27, 2009
26 მაისი. აიწონა დაიწონა


საპრეზიდენტო არჩევნებზე პატარკაციშვილს 350.000 კაცმა, უპირატესად თბილისელმა მისცა ხმა. ამ ადამიანებს მე ვერასდროს გავუგებ, მაგრამ მათ არსებობას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ. სად არიან ახლა ეს 350.000 ადამიანი? რატომ არ მივიდნენ სტადიონზე უკლებლივ? რამ გადააფიქრებინათ. 26 მაისს თბილისის სტადიონს 60.000 ადამიანი ეწვია იმის სათქმელად, რომ სურს სააკაშვილი გადადგეს და ქვეყანა ოპოზიციის ლიდერებმა მართონ.60.000 ადამიანი, ბევრია თუ ცოტა? პასუხი დამოკიდებულია შეფასების და ხედვის კუთხეზე:
1. ოპოზიციამ დაინახა რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. დაამტკიცა რომ რაც გათვალა კარგად შეასრულა კიდევაც - სტადიონი გაავსო. ეს იმედია მათ თვითშეფასებას გაზრდის და დღევანდელ ფაციფუცს უფრო გამოზომილი ნაბიჯებით შეაცვლევინებს.
2. ქვეყანამ დაინახა რომ მაქსიმალური მობილიზებით შეკრებილი ის ხალხი, ვინსც პრეზიდენტის გადადგომას უჭერს მხარს არ არის "მთელი ქართველი ხალხი", "ქართველი ხალხი" ან "ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა". ფაქტობრივი მასალა ადასტურებს რომ სააკაშვილის გადადგომას ერთი სტადიონი ხალხი მოითხოვს. პლიუს მაქსიმუმ 1000 ინვალიდი, ვინც სტადიონზე მისვლა უფეხობის გამო ვერ შეძლო (არ თქვათ ახლა, რადიკალები სახლში ისხდნენ, განრისხებულები იდაყვებს იკბენდნენ და სტადიონზე არ წავიდნენო).
3.ოპოზიციას არ აქვს სხვა ბერკეტი გარდა დაბლოკვისა და გადაკეტვის, რაც თავისთავად მათ რეიტინგს განუხრელად ამცირებს.
4.პატრიარქმა ვერ გაუმართლათ, სააკაშვილის საწინააღმდეგო იდეოლოგიური ღერძი, რომელიც ზოოლოგიურ ზიზღზეა დამყარებული, პატრიარქმა მოწამებრივ-განმანთავისუფლებელ მანტიაში არ შეუმოსა. პირიქით, ჩემს მასხსოვრობაში ყველაზე მკაფიო და araორაზროვანი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. 60 ათასი აღტყინებული მომიტინგის სურვილის საწინააღმდეგოდ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას პრობლემების დიალოგით გადაჭრა ურჩია.
5.მართალია დადასტურდა რომ ეს ხალხი უმრავლესობას არ წარმოადგენს, მაგრამ ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებს თეზა, რომ ეს 60.000 კაცი არიან ენერგიული და საუკეთესო ქართველები. ეს თეზა მეორე თეზასაც გულისხმობს - ვინც ჩვენთან არ არის ის უმნიშვნელოა, მძინარეა, მონაა, ბრმაა, სოროშია, ჭურშია და ა. შ.
პატრიარქის სიტყვამ ამ თეზას როგორც მინიმუმ რიხი დაუკარგა.
bonus
http://www.youtube.com/watch?v=3ycBGkLkEkg
Posted by
cartwheel
at
4:22 PM
2
comments
Labels: ზიზღი, ოპოზიცია, პატარკაციშვილი
Sunday, April 26, 2009
ღირსება რომ ჰქონოდა იბრძოლებდა ერთი ორი თვე მაინცო

მშიშარაა თუ არა სქართველო?
10 აგვისტოდან მოყოლებული, ანუ იმ დროიდან მოყოლებნული, რაც გაირკვა რომ რუსეთი გვებრძვის და იმარჯვებს ხალხის ძირითადი მასის შეფასებეი სხვადასხვა მიმართულებით ბევრჯერ შეიცვალა.
ჯერ, როცა ფიზიოლოგიური შიში მძლავრობდა გამარჯვებული აზრი იყო:
-ეს რა ქნა, ვის სიცოცხლეს წირავს, უნდა შეახოცოს ბიჭები და იქნებ ჩვენც.
-გიჟია, თვითონ იბრძოლოს თავის ომში.
-მე მკითხა რომ ომობდა?
ახლა იგივე ხალხისაგან უკვე რამოდენიმეჯერ გავიგე, ეს რა სირცხვილი გვაჭამა, გაგონილა 5 დღიანი ომიო, ჩვენ რა კაცები არა ვართ? ღირსება რომ ჰქონოდა იბრძოლებდა ერთი ორი თვე მაინცო.
მეც თითქმის მანდა ვარ. რისთვის ვუყურებდი 16 წელი კურიერს და ქრონიკას გაფაციცებით, იმიტომ რომ მზად ვყოფილიყავი და თუ ომი დაიწყებოდა მე ჭურში არ ვყოფილიყავი, ვიღაცისგან შემთხვერვით კი არ გამეგო, არამედ თავიდანვე.
სულ ტყუილად ვყოფილვართ გაფაციცებულები. ომმა ჩვენს გარეშე ჩაიარა. ვერ მოვასწარით წასვლა, ისე დამთავრდა, თანაც ისე დამთავრდა როგორც ვუფრთხოდით (თითქმის ვიცოდით) რომ დამთავრდებოდა - მარცხით.მართალიამ მთავარი სირცხვილი- თავისუფლებისმოყვარე პატარა ხალხთან მარცხი აგვცდა, მაგრამ რუსეთთან წაგებას ვერ ავცდით.
ჩვენი მოლოდინების მიუხედავად:
-ომში რუსეთის არმია ღია ომით დაგვიპირისპირდა.
-რუსეთმა დაიპყრო საქართველოს მთელი ცა.
-დაბომბა საქართველოს ყველა კუთხე (ძირითადად დაჩმორების და არა განადგურების მიზნით).
-საქართველოს სახელმწიფომ 1 დაღეში შეძლო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 80%ის გაკონტროლება.
-სააკაშვილმა ცალმხრივად და შუაგულ გამარჯვების ყიჟინაში გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა.
-მსოფლიომ ჯერარნახული ოპერატიულობა და პრინციპულობა გამოიჩინა და სისხლისღვრა შეაჩერა.
აი ეს ისაა რაც მე არ მეგონა და მოხდა.
ჩემი თანამშრომელი, რომელიც დაუზარლად კბენდა მიშას ყველა საყველპურო საუბრისას, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თქვა ამ ბიჭს მზად ვარ კისერზე ჩამოვეკიდო და მადლობა ვუთხრაო.
კი, ადრენალინი ბევრი დაგვრჩა დაუწველი და ეს ადრენალინი კიდევ დიდხანს არ მოგვასვენებს, მაგრამ მეც ვამართლებ პრეზიდენტს ომის ასე დემონსტრაციულად დასრულებისთვის, ჯარისკაცებს მთელ საქართველოში უთხრა სამოქალაქო ფორმა ჩაიცვით და სახლებში წადითო.
ამით მან ... მეზარება ჩამოვთვალო რა შეინარჩუნა (მოკლედ რომ ვთქვა ადამიანები და ცოცხლად დარჩენილების საბრძოლო სული ((გიკვირთ? აბა წარმოიდგინე 10ჯერ მეტი გვამი ჩვენს გარშემო, თუ გაიფიქრებდი რაიმენაირ შეწინააღმდეგებას რუსეთის მიმართ, ახლა ან ოდესმე)).
ეხლა ხანგრძლივობაზე.
5 დღე.
ცოტაა თუ ბევრი?
გააჩნია რომელი ქვეყნისთვის.
აფხაზეთში ვიბრძოლეთო, მაშინ მაგრები ვიყავითო, ჯიგრებიო. ესენი ვინ აერიან სოროსისტი კურდღელი ფარჩაკებიო.
მეც ვიყავი აფხაზეთში ერთი თვე ვიყავი. სისხლი ბევრი ვნახე და ბევრი ტყვია და ერთი გრანატამიოტის ნაღმი სასწაულად ამცდა, მაგრამ მე ერთი წუთით არ მიფიქრია რომ ჩვენ იქ ვაჟკაცები ვიყავით და აქ დღევანდელები არა. პირიქით, დღევანდელმა ჯარმა ბევრი ისეთი საქმე გააკეთა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. ჩემი შეფასებით კი მთავარი ის გააკეთა რომ, შიდა დისციპლინით არ იქცა მოსახლეობის მხოცავ ძალად.
ეს დისციპლინა ოდესმე დაფასდება, მტერი დააფასებს.
ჩვენ აფხაზეთში დიდხანს ვიბრძოდით იმიტომ რომ:
ცა ჩვენი იყო.
(ერთი თვითმფრინავი სკანდალად საჩვენებელი ჩამოაგდეს თუ ჩამოვარდა რუსული).
გრადები ჩვენი იყო.
(შრომა-ახალშენიდან ზღვისკენ, ახალი ათონისკენ გახედვისას მთელი ღამე განათებული იყო ცა ჩვენების კელასურიდან ნასროლი გრადების ელვებით.
რიცხობრივი უპირატესობა ჩვენი იყო.
ადგილობრივი მოსახლეობა უმეტეს ქალაქებში ჩვენი იყო.
და მაინც გაგრა ერთმა ტ75-მა მოგვიგო.
ერთი რომ გაარტყეს ჩვენებმა და ვერ ააფეთქეს, პანიკა აიწია, ყველას დაგვხოცავსო. გამოვიქეცით ადგილობრივებზე მარდად. იყო ასე. ერთი წლის შემდეგ ერთი რეიდის დროს ჩეჩნებმა რუსების მთელი ტ75-ის კოლონა გაუნადგურეს (მე მგონი ასზე მეტი ტანკი). შესაძლებელი ყოფილა მათი გაჩერება.
ორი წლის შემდეგ ბალტინის 3 ტანკის გამოჩენა საკმარისი იყო რომ ზვიადისტებს ახალი სამოქალაქო ომის განზრახვა გადააფიქრებინათ. რუსი არის აქ და ჩვენ რაღას გავხდებითო, იყო ესეც.
ხოდა, აგვისტოს წასაგებმა ომმა ჩვენდამი მაქსიმალური პლიუსები დაგვიტოვა:
მთელმა მსოფლიომ მხარეებად რუსეთი და საქართველო ჩათვალა და არა ქართველები და შეწუხებული თავისუფლების მოყვარული აფხაზები და ოსები, როგორც ეს რუსეთს უნდოდა, რომ ყოფილიყო.
კი, მირჩევნია რომ ისტორიაში რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომი 25 დღიანი ეწეროს, და არა 5 დღიანი.
მაგრამ
თუ ეს სასახელო 25 დღიანობა საბოლოოდ მოიტანდა ჯარისა და მოსახლეობის დაბეჩავებას, დაშინებას და წელში გატეხვას, სიკვდილებს, დღეს ჯანზე რომ არიან იმ ხალხის, თანაც ბევრის, მაშინ არ მიღირს.
წადი ფარჩაკო, მშიშარა, კურდღელო, ვერ გიტანთ ქართველი ხალხი, შენ ჩვენი ღირსი არა ხარ!
იქნებ არც ეღრიალათ 25 დღიანი ომის შემდეგ, ფიზიოლოგიურ სიბრძნეს იქნებოდნენ ნაზიარებნი - გადარჩენიოს პრიორიტეტობას, დააყეთ ტრაკიო ეტყოდნენ ერთმანეთს კაი მთვრალებიც.
Posted by
cartwheel
at
3:26 PM
0
comments
Labels: ეროვნული უმცირესობა, ზიზღი, ოპოზიცია, ძირს პათეტიკა
Thursday, November 13, 2008

წარმოიდგინე:
1993 წელია.
რუსეთს პუტინი მართავს.
საქართველოში ბევრი დე ფაქტო მოძრავი საზღვარია:
აფხაზეთსა და ს.ოსეთს შორის შიდას საზღვრებს ემატება ცვალებადი საზღვრები სამეგრელოში, იმერეთში, სვანეთში.
აჭარას სტაბილური საზღვარი აქვს რომლის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ტაბელური პისტოლეტი ვერ შეაქვს.
და უცებ, გაძვალტყავებული, დამარცხებული, წაგებული საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგებს:
ზვიადისტებს, ასლანისტებს, კვიციანისტებს იმდენი იარაღი და პროპაგანდისტული მხარდაჭერა რომ აღმოჩენოდათ რომ საქართველოს სახელმწიფოს ვერ მოეხერხებინა ამ ფსევდო საზღვრების დანგრევა.
რა მოხდებოდა?
საზღვრების გადაღმა შეიარაღებული ქართველები დადგებოდნენ ერთმანეAთის წინააღმდეგ.
რუსეთი შეძლებდა ისეთი პარიტეტის მიღწევას ამ "სუბიექტებს" შორის, რომელიც მუდმივი ზიზღის, პერიოდული მკვლელობების მიუხედავად საზღვრებს შეინარჩუნებდა.
წარმოიდგინე:
2008 წელია,1993 წლის
პუტინის რუსეთის Semdeg:
ზიზღი და მტრობა გრძელდება უკვე ქართველებს შორის.
ამის მოდელი ვიხილეთ უკვე აჭარის მოვლენების დროს, როცა ჩოლოქის აფეთქებული ხიდის გადაღმა ავტომატებს აკაკანებდნენ, უფრო ადრე კი მაგინებელთა მიტინგები ხვდებოდა სააკაშვილს - არ შეგიშვებთო.
ასლან აბაშიძე დაინტერესებული იყო საქართველოსთან გამჭვირვალე საზღვარში, რითაც ის ზაფხულში საკურორტო სეზონით მდიდრდებოდა, სხვა დროს კი სატრანზიტო-საბაჟო მაფიოზური ფულებით,
თორემ აჭარა რომ აფხაზეთის ადგილას ყოფილიყო საზღვარი 1993 წლიდანვე დაკეტილი იქნებოდა
და საზღვრის გადაღმა ქართველი მტრები იცხოვრებდნენ.
ანუ
თუკი მტრობა ჩვენთვის სხვა ეთნოსებს -აფხაზებსა და ოსებს დაუკავშირდა, ეს არ ნიშნავს იმას რომ ზიზღი და მტრობა არ შეიძლებოდეს ისევ ქართველების მიმართაც დაგვრჩენოდა (თუ გაგვჩენოდა)
თუკი რუსეთი იმ დროს საზღვრებს დააფიქსირებდა .
ელცინის რუსეთმა მაშინ ეს ვერ შეძლო.
პუტინუის რუსეთი კი ზუსტად ასე მოიქცეოდა.
ანუ საით მიმყავს.
ის ადამიანები - აფხაზები და ოსები, 1993-ის შემდეგ ზიზღის საზღვრის გადაღმა ისეთივე მტრობამ და ომებმა დატოვა, რომელიც მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ტრიალებდა.
საზღვრები აფხაზეთსა და ს.ოსეთს შორის რუსეთმა დააფიქსირა (შევარდნაძე-იოსელიანის ქვეშაფსიობით).
ჩვენ ცოტათი ვართ გადარჩენილი დე ფაქტო ქართველ მტრებს.
წარმოიდგინეთ აფხაზის ან ოსის მტრობა, შეაფასეთ ის 10 ქულით.
წარმოიდგინეთ ის მტრობა, რომელიც შენთვის ჩაკეტილი მტრის - აჭარელის, მეგრელისა თუ იმერელის მიმართ გექნებოდა რეალურად რომ დარჩენილიყო საზღვრები ჩვენს შორის 93 წლიდან.
ამ ჰიპოთეზურ ზიზღს მე 7 -ით შევაფასებდი.
ახლა აფხაზ-ოს მტერს (10 ქულას) გამოვაკლოთ წარმოდგენილი ქართველის მტრობა (7 ქულა) და მივიღებთ მტრობას, რომელიც გამოწვეულია ეთნოგანსხვავებულობით(3ქულა).
Friday, September 12, 2008
meored, igive mdinareშi
დღეს სიტყვებით ჩამომიყალიბდა ის რასაც დიდი ხანია ენის წვერზე ვატარებ და წინადადებებად კი ვერ გადამეყვანა ამდენ ხანს.
რა მრჯიდა 40 წლის სამშვილიან რეანიმატოლოგს, კარგი (ექიმისთვის) კარიერით, ასე თუ ისე ნორმალური ანაზღაურებით, ნორმალური ოჯახითა და გერემოთი რომ..
1. მეწერა ეს ბლოგი
2. მეჩხუბა ფორუმში ვიღაც ხალხთან
რა, საქმე გამომელია?
და ზუსტი პასუხიც მაქვს!
1991 წელს, მე პასიური მაყურებელი ვიყავი მთავრობისა და ვიღაცეების ბღლარძუნის.
ამ ბღლარძუნის შედეგად რუსეთმა გაიმარჯვა, დედა გვიტირა საქართველოს ყველა კვადრეტულ მეტრზე, და ესეც რომ არ ეყო, მოსახლეობა ფაქტის წინაშე დაგვაყენა - თუ მთელი საქართველო გუმისთაზე არ დადგა, საქართველო აფხაზეთს წააგებს და მტერი იგივეს გააკეთებს რაც გაგრაში გააკეთა.
და მე ვინ მრჯიდა, ერთი თვე ვიყავი გუმისთის ხეობაში. შრომა, ახალშენი, კამანი და გუმისთისგადაღმა შუბარა.
ბევრი დაგვიხოცეს,
ბევრიც ტყვიებს, ტრასირებს, გრანატებსა და ზოგიც დანებს შემთხვევით გადავურჩით.
ჩემი ძმაკაცები სოხუმში ღამე გრუზავიკის ბორტზე დაყრილ ამოუცნობ გვამებში ჩემს ამოცნობას ჩემი ნაცნობი ფეხსაცმელებით ცდილობდნენ.
გაუმართლათ რომ იქ არ ვიყავი, თორემ ისენიც არ წამოვიდოდნენ თბილისში ჩემთან ერთად ერთი კვირის შემდეგ.
გაუმართლათ ჩემ უფროს გოგოს რომ არ დაობლდა იმ დაწყევლილ ცივ და მშიერ წლებში და უფრო გაუმართლათ ჩემ შუათანასა და უმცროს შვილებს, რომლებიც 1995 და 2003-ში გაჩნდნენ.
მოკლედ
მთელ ჩემს ამ განსაცდელს ვაბრალებ იმ ხალხს ვინც გამსახურდია გადააყირავა და სახელმწიფო დათრომბა. დათრომბა ყველა გზა და საწარმო.
არ ვარ ზვიადისტი, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ.
ხოდა
ბევრჯერ მიფიქრია, რა იქნებოდა საქართველოს 1991-ში რომ ყოლოდა საზოგადოების ბირთვი, იმის შემძლე რომ დროზე მოესვა ადგილზე მოღალატეები და ზომიერი აღვირი ამოედო გამსახურდიასთვის.
მაგრამ არ გვყავდა.
გიჟები გიჟების წინაშე აღმოჩნდნენ და .. შედეგად მე მომიწია სიცოცხლის გარისკვა ნამდვილ ომში.
2007 წლიდან და უფრო ადრიდანაც იგივე სუნი მეცა.
თითქმის ვიცოდი რომ ამ ხალხის ტრაკის თამაში ჩემი სიცოცხლის გარისკვით და ქვეყნისთვის დიდი დანაკარგით დამთავრდებოდა,
და ამ პერსპექტივით შეშინებული მივაწყდი ბლოგსპოტს (მადლობა მას).
მე ჩემი სათქმელი დაფიქსირებული მაქვს.
"არ მეშინია" იყო ოპოზიციის ლოზუნგი, "მე მეშინია" ვწერდი პოსტში. მეშინოდა რომ რუსეთი ამ ხუნტრუცს ძვირად დაგვისვამდა.
ასეც მოხდა.
ოპოზიციის ზიზღისა და მრავალრიცხოვნობის იმედით რუსეთი ვა ბანკ წამოვიდა.
წარმატების იმედმოცემულმა დაიკიდა ის ავტორიტეტი რასაც ევროპის, მსოფლიოს თვალში 15 წელი მონდომებით ქსოვდა.
და ისევ მე და ჩემიანები გავიჭყლიტეთ, პიროვნულად, თორემ ქვეყანა ხომ გაიჭყლიტა და გადაიხნა.
dღevandeli opzicia mezizღeba.
ar mjera ki ara, mezizღeba!
Posted by
cartwheel
at
2:45 PM
2
comments
Labels: ზიზღი, ოპოზიცია, საზოგადოება, ხელისუფლება
Thursday, August 21, 2008
საკრალური ბურუსი

ელიავას ბაზრობაზე, დაშლილი მანქანების რიგებში სიარულისას ერთ სიბრძნეს მივაგენი.
ყველა ნაავარიევი მანქანა რომელთაც ჯართადქცეულს და უფორმოს ხელოსნები ფატრავენ, გაცვეთილი (ე. წ. ლისი) ბორბლები აქვთ.
ამ ავარიებს, ამ მანქანათა მძღოლები ან მათი მგზავრები ან სრულებით უდანაშაულო გამვლელების სიცოცხლეები შეეწირნენ, ან სიკვდილს გადაურჩნენ და ინვალიდები დარჩნენ, სიკვდილს თვალებში ჩახედეს ან ადამიანის მკვლელები გახდნენ.
დაღუპულზე იტყვიან ზეცაში დაწერილი ბედის წიგნის მიხედვით, ეგრე ჰქონიაო დადგენილი ღმერთს მისი სიცოცხლის დასრულებაო, კარგი თავისთან წაიყვანაო, ბიძა და ბებია იმ ქვეყნად ელოდნენ და ახლა ჩაიხუტებენო და ათას სხვა ფოლკლორულ მარგალიტებს.
არადა ტრაგედია გამოიწვია "ლისმა" ბორბალმა.
200 ლარით ოთხივე ბორბალს გამოცვლიდა თუნდაც ნახმარი, მაგრამ ფორმაში მყოფი ბორბლებით, მაგრამ არ ქნა.
ახლა მის ოჯახს მოუწევს 200 ლარის საფლავის მთხრელებისათვის გადახდა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ტრაგიკული შედეგი ჩვენ მოკვდავებს რაღაც საკრალურ ბურუსში გვახვევს და ფაქტის ობიექტური აღქმის, განსჯის უნარს გვიკარგავს.
ვეღარ ვაანალიზებთ რომ ტრაგედია უმნიშვნელო წინაპირობამ გამოიწვია (გაცვეთილმა ბორბალმა - სიკვდილი).
საქართველოს გაუბედეს (TRAGEDIA).
გაუბედეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რაც კი შეეძლო ქვეყანას სხვა ქვეყნისათვის გაეკეთებინა - ოკუპაცია, გამარჯვების, სეპარატისტებზე გამარჯვევის მოპარვა, ჩვენი მოქალაქეების მოკვლა, დევნა, უსახლკაროდ დატოვება.
და ჩამოწვა ის ხსენებული საკრალური ბურუსი, აღარ ვფიქრობთ რამ გამოიწვია რუსეთის ესეთი თავხედობა, რამ მისცა გამარჯვების იმედი, რატომ გარისკა საკუთარი ათწლეულით ნაკოწიწები ავტორიტეტი.
ვინ მისცა ილუზია რომ საქართველო ფერხთით გაეგებოდა, ტირანს გადააგდებდა და მხსნელ რუსეთუმეს ლექსებს დაუწერდა.
პასუხი ჩემთვის ნათელია
რომ არ ყოფილიყო უმნიშვნელო წინაპირობა 2007 წლის 2-7 ნოემბერი, ძლივს მოგებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომ არ ყოფილიყო ისტერიული 15 გამოყლევებულის განცხადებები "დე ფაქტო პრეზიდენტისა" და "ფიქტიური პარლამენტის" შესახებ, რუსი ამდენს ვერ გაბედავდა.
Posted by
cartwheel
at
4:05 PM
3
comments
Labels: ზიზღი, მე ათეისტი, ოპოზიცია, რუსეთი
Thursday, August 14, 2008
გორი, სადაც დაიბადა სტალინი


დღეს, 15 აგვისტოს რუსების საოკუპაციო ჯარი, წინასწარი პირობის მიუხედავად გორიდან არ გავიდა.
ან რა უნდოდა გორში,
ან რატომ არ გადის?
გითხრათ?
-ჯვაროსნებისთვის იერუსალიმი
-მუსულმანებისთვის მექა,
-რუსებისთვის კი გორი წმინდათაწმინდა ადგილია.
გორი სადაც დაიბადა სტალინი,
სტალინი რომელიც 2008 წელს რუსებმა დიდი პროცენტული უპიტრატესობით "რუსეთის სახედ" აღიარეს.
ეთაყვანეთ რუსებო ულვაშას,
მსხვერპლიც შეწირეთ, დამპალი კაპიტალიზმის შპიონი ჰოლანდიელი ჟურნალისტი მის კვარცხლბეკს დააკალით.
Posted by
cartwheel
at
1:24 PM
1 comments
Sunday, July 27, 2008
თბილისის ფორუმზე

ჩემი gaპაექრობა დონ კიხოტთან თბილისის ფორუმზე.
me
cartveli
==================================================================================
2028 წელი.
საქართველო აყვავებული და გამარჯვებულია. ამიერკავკასიის ნამდვილი ლიდერი.
რატომ? როგორ?
იმტომ, რომ საქართველო დემოგრაფიულად ამიერკავკასიის მოდელია, სწორედ აქ შეძლეს ადამიანებმა თავიანთი უნარების , და არა დომინანტური ეროვნების ან რელიგიის შესაბამისი წარმატების მიღწევა.
შეძლეს აეთვისებინათ თანაბარუფლებიანი ქვეყნის ადამიანთა შორის ურთიერთობის წესები.
ქართველი ერი მეტ ყურადღებას უთმობს თავისი კეთილგანწყობის დეკლარირებასა და დემონსტრირებას სხვა ერების მიმართ. ნიჭიერი ფილმებით, კლიპებით.
პარლამენტის წინ აფხაზეთის ომის მონაწილე აფხაზი ვეტერანები პენსიის მომატებას ითხოვენ.
მის საქართველო აზერბაიჯანელი ხდება.
თბილისის მე-6 სკოლაში მომო ლისა და იუსუნ ნ'დოურის შორის ჩხუბი კლასებს შორის ჩხუბში გადაიზარდა. ამ ჩხუბის სათვალთვალო ვიდეოთი გადაღებული კადრები MY VIDEO.GE-ს ახალი ჰიტია.
წვერიან-ჩოხიანი მოხუცების ტრანს საქართველოს ქვეითი მარში ზესტაფონს უახლოვდება შავ-თეთრ-შინდისფერი დროშებით. ჯერ ჩვენ, ქართველებმა მოვიფიქრეთ ეს დროშა 1918-ში სანამ ამ ფერების ძალას ჰიტლერი უჩვენებდაო მსოფლიოს 1936 წ-დანო.
მხცოვანი არქიტექტორი ინტერვიუში სინანულს გამოთქვამს ჩემი მშობლიური ვარკეთილის ცენტრში ახლადაშენებული ტაუერი სინგაპურის "პეტრონას ტაუერის" ასლია და ორიგინალური არ არისო.
ვისაც გეპწკინათ, თქვენი საქართველო 2028 მაჩვენეთ.
--------------------------------------------------------------------------
is
Don Quixote
cartveli
{ვისაც გეპწკინათ, თქვენი საქართველო 2028 მაჩვენეთ.}
მე დაგიწერ როგორიც იქნება საქართველო მაგ დროს:
ბილბორდებს ექნებათ შემდეგი სახე:
"გვახსოვდეს ავლაბარი!" "გლდანი ჩვენი ტკივილია"
QUOTE
{მის საქართველო აზერბაიჯანელი ხდება.}
ამაში მართალი ხარ. ოღონდ ეს მისი მისი კი არა ნასამართლევი და განათხოვარი იქნება
QUOTE
{თბილისის მე-6 სკოლაში მომო ლისა და იუსუნ ნ'დოურის შორის ჩხუბი კლასებს შორის ჩხუბში გადაიზარდა. ამ ჩხუბის სათვალთვალო ვიდეოთი გადაღებული კადრები MY VIDEO.GE-ს ახალი ჰიტია.}
მაგაშიც მართალი ხარ. ოღონდ მომო ლის კი არა ჩანგ სოუნ კვანის და არტურ პოღოსიანს მოუვათ ჩხუბი. ჩხუბი დაიწყო სიტყვებით: "-წაეთრიეთ ჩემი ქვეყნიდან" ოღონდ რომელმა თქვა ეს პირველი არ მახსოვს
იმავე სკოლაში მე-6 კლასის მასწავლებელი საკონტოროლო წერის დროს სათვალეებს ქვემოდან გამოიხედავს და რბილად შეახსენებს მოსწავლეებს:
- ჟორიკ და ლიკუშკუშკუნტულები! შეწყვიტეთ ჟიმაობა! თორემ კუთხეში გადაყენებთ!... სხვადასხვა კუთხეში!!! სამაგისოდ შესვენება არსებობს! ზარი დაირეკება და მერე მეც შემოგიერთდებით.
საქართველოს ისევ ჩრდილო-დასავლური კონსესუსის შედეგად შერჩეული ყოვლად ამორფული დეგენერატი "მართავს" და კიდევ ერთ ჰოლოგრამულ შადრევანს ხსნის სააკაშვილის მოედანზე.
QUOTE
{პარლამენტის წინ აფხაზეთის ომის მონაწილე აფხაზი ვეტერანები პენსიის მომატებას ითხოვენ.}
არც მაგაში შეეპაროს ეჭვი ვინმეს! ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აფხაზეთი ფაქტიურად ისევ სხვის ხელში იქნება და ბარაფშის პოლიტიკური შთამომავალი - საქართველოს პარლამენტარი.
ნატოს, ქეთინოს და ნათიას ისევ ფეხებზე ვკიდივართ და სანამ საკუთარ პრობლემებს თვითონ არ მოვაგვარებთ ისე არ შეგვიშვებენ.
კი მარა თუ მოვაგვარეთ მანდ რა გვინდა? ამას არავინ არ კითხულობს ისევ.
სამაგიეროდ ამ პრობლემების მშვიდობიანი "მოგვარების" მერე რომ "დავიბრუნებთ" და რა თქმა უნდა ყოველგვარ გავლენას ვიქნებით მოკლებულნი და ლტოლვილების ნაწილი, რომელიც დაბრუნდება საშინლად დაუცველი იქნება. ასეთი დაბრუნების ფასად ნატოში გავწევრიანდებით და... აღარ ვკიდივართ მსოფლიოს მაჰმადიანურ მოსახლეობას
პარლამენტის წინ გაიმართება ჰომოსექსუალისტთა მსვლელობა! ოღონდ არა გეი აღლუმის ამბავში, არამედ ჰომოსექსუალისტებისათვის სოციალური დახმარებების გაზრდის საბაბით.
ეკლესიებში გაიმართება ეკუმენისტური ლოცვები. და ჯვარის მაგივრად დავითის ვარსკვლავის, ნახევარმთვარისა, ჰიპების სიმბოლოს და ჯვრის გაერთიანებით მიღებულ ნამგალი და უროს მსგავს სიმბოლოს დასვავენ!
ყველა ჩვენგანს ეყოლება გადაბმულწარბებიანი, ყვითელკანიანი შვილიშვილი რატომ? ჯერ თქვენს შვილს და რძალს/სიძეს დააკვირდით და მიხვდებით!
ყვითელ კანს და გადაბმულ წარბებს ვინ ჩივის?! გენმოდიფიცირებულ პროდუქტების შემოტანა თუ არ აკრძალეს (რა თქმა უნდა არც აკრძალავენ) შეიძლება საერთოდ წარბების გარეშე და მწვანეკანიანი შვილიშვილები გვეყოლოს!
ჩვენი ახალი პრეზიდენტი ისეთი გარყვნილი იქნება, რომ პირველი ღამის წესსაც შემოიღებს.
ბოკერიას გამზირზე გარე მოვაჭრე... გარე, სხეულით მოვაჭრეებს აუკრძალავენ მუშაობის უფლებას.
ქართლის დედას საბოლოოდ გაუკეთებენ დემონტაჟს. სამაგიეროდ თბილისში კიდევ ერთ ტიტველა კაცს დაუდგავენ ძეგლს.
=================================================================================
P.S.
don kixotis saavtoro uflebebi daculi ar aris
Posted by
cartwheel
at
6:50 PM
0
comments
Labels: forum.ge, ვინიგრეტი, ზიზღი, ხალხი, ჯერარდაბადებული საქართველო
Monday, June 2, 2008
საპასუხო აგრესია დაიბადა
ოპოზიციამ პრაიმტაიმში სალომე ზურაბაშვილის პირით ახალი მიზანი გააცხადა - საქართველოს დისკრედიტაცია.
უკუქმედება ტოლი და საპირისპიროა ქმედების.
ოპოზიციის ოფოფების შემხედვარე, ჩემსა და როგორც არჩევნებმა აჩვენა საქართველოს მოხლეობის უმრავლესობაში საპასუხო აგრესია დაიბადა.
ამ აგრესიის შედაგად ჩვენ გავამართლეთ ხელისუფლება, ვაპატიეთ ადამიანების ცემა, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი 7 ნოემბერს.
მე მეშინია რომ ოპოზიცია საქმეს სისხლამდე მიიყვანს.
-----------------------GAXSOVDES 1991!-------------------
და ამით ჩვენ, დღევანდელი ქართველები უფრო სქელტყავიანები, ცუდები და აგრესიულები გავხდებით, რადგან შემდეგ უკვე სისხლს ვაპატიებთ ხელისუფლებას.
ვაპატიოთ კი არა იქნებ მადლობაც ვუთხრათ ამ ცხრათავიანი გველეშაპის ადგილზე მოსმისათვის.
მაგრამ, იმედი რომელიც ადრე რამდენჯერმე გამიცრუვდა, ექნებ ახლა მაინც გამართლდეს - 10 ივნისს პარლამენტთან არ მოვიდეს იმდენი ხალხი რომ სამართალდამცავებს ძალის გამოყენება მოუწიოთ.
ვნახოთ.
ვინც მთავრობის წინააღმდეგ იარაღს აიღებს ჩემი მტერი იქნება.
და მე იმ ადამიანის მიმართ უფრო მეტი აგრესია, ბრაზი და ზიზღი მექნება ვიდრე რომელიმე დღევანდელი აფხაზი ან ოსი ჯარისკაცის მიმართ.
Posted by
cartwheel
at
12:28 PM
0
comments
Labels: ზიზღი, ოპოზიცია, ხალხი, ხელისუფლება
Friday, May 2, 2008
კანალიზაციის ხუფები
ზიზღზე ვლაპარაკობდი.
ხო.
არ მიყვარს სიტყვები "მეზიზღება", "ვერ ვიტან".
მიმაჩნია რომ ზედმეტად ემოციური და ნეგატიურია.
ჩემს შვილებს ავუკრძალე ეს სიტყვები და მიჯერებენ.
"არ მომწონს", "არ მიყვარს", "ცუდია" უკეთესი სიტყვებია.
მაგრამ არის სიტუაციები რომელთაც მოლოდ ეს ცუდი სიტყვები შეესაბამება.
მეზიზღება ის ადამიანები ვინც კანალიზაციის ხუფებსა და სასაფაოს ალუმინებს იპარავს და მოუპარია.
მეზიზღება ის ადამიანები ვინც ამ ხუფებსა და სასაფლაოს რკინებს იბარებს და ამით თავის ბინძურ ჯიბეს 3-5 ლარს უმატებს.
ჩემს საავადმყოფოში 3 ადამიანი, ჩემი 3 ავადმყოფი მოკვდა ღია ჭების მიზეზით. ორი ახალგაზრდა ავტოავარიით, ერთი მოხუცი კი ჩავარდა.
სხვაც მახსოვს ჩავარდნილი. უცხოელი. მართალია ნეკნების მოტეხილობით გადარჩა, მაგრამ ისე იყო გაოცებული ამ თავგადასავალით, რომ საქართველოსკენ albaT აღარ გამოიხედავს. მასპინძლები ძალიან შეწუხებულები იყვნენ, ინვესტორს ვკარგავთო.
ამ ხალხს ცოტა ხანს ვუმასპინძლე. ებრაელი ექიმები არიან, ძალიან საინტერესო ტრენინგები ჩაგვიტყარეს 3 დღიანი. უსასყიდლოდ.
1993 წლიდან გაემგზავრნენ უზბეკეთიდან ისრაელში.
ლენინის თავმა და 07ჟიგულები თურმე კიდევ რომ კეთდება და მითუმეტეს იყიდება, ძალიან გაახალისათ.
მანქანიდან გადმოსვლილას კინაღამ ჭაში ჩავარდნენ და .. ეს კი ვეღარ ავუხსენი მსუბუქი თვითირონიით. უბრალოდ შემრცხვა.
და კიდევ. მეზიზღება ის ადამიანები ვინც ჩემი სადარბაზოს ლიფტის ძრავი და მეზობელი სადარბაზოს ლიფტის კაბელი მოიპარა.
Posted by
cartwheel
at
11:23 AM
0
comments
Tuesday, April 29, 2008
ტუბერკულოზური მენინგიტი




არ მიყვარს სიტყვები "მეზიზღება", "ვერ ვიტან".
მიმაჩნია რომ ზედმეტად ემოციური და ნეგატიურია.
ჩემს შვილებს ავუკრძალე ეს სიტყვები და მიჯერებენ.
"არ მომწონს", "არ მიყვარს", "ცუდია" უკეთესი სიტყვებია.
მაგრამ არის სიტუაციები რომელთაც მოლოდ ეს ცუდი სიტყვები შეესაბამება.
1993-1996 წლებში ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში ვმუშაობდი ავადმყოფ ბავშვთა დაახლოებით მესამედი ტუბერკულოზური მენინგითით იყო ავად. მათი დიდი ნაწილი იღუპებოდა, ზოგი სამუდამო ინვალიდად რჩებოდა.ტუბერკულოზური მენინგიტის შემთხვევები იმდენად ხშირი იყო, რომ დიაგნოზებს ექიმის გარეშე, ექთნებიც სვამდნენ. დაავადებულები 1991 წლის შემდეგ იყვნენ დაინფიცირებულები და მათი ასაკი ჩვილობიდან 2-3 წლამდე მერყეობდა.
საქმე იმაშია რომ, იმ დროინდელმა ტერორისტულმა ცვედანმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ახალშობილთა აცრა ანტიტუბერკულოზური - კალმეტ-გერენის (ბეცეჟე) ვაქცინით.
აი ვინც იმ დროს ბავშვთა ვაქცინაციაზე იყო პასუხისმგებელი და ჯანდაცვის სამინისტროს კაბინეტის კარს სამუშაო დღის ბოლოს მშვიდად იხურავდა, ის ადამიანი მეზიზღება.
Posted by
cartwheel
at
11:21 AM
0
comments
Labels: 1991 წელი, ვინიგრეტი, ზიზღი, საზოგადოება, ტერორი
