Sunday, November 8, 2009

William Röntgen ვილიამ რენტგენი



x-rays: were discovered by William Röntgen; he was awarded the first Nobel Prize in Physics for this achievement (1895)

დღეის სწორს, 1895 წლის 11 ნოემბერს გერმანელმა ვილიამ რენტგენმა რენტგენის სხივები აღმოაჩინა.
მოგვიანებით ის პირველი ფიზიკოსი გახდა, რომელიც ნობელის პრიზით დააჯილდოვეს სწორედ ამ აღმოჩენისთვის.
A relatively high-energy photon having a wavelength in the approximate range from 0.01 to 10 nanometers.
A stream of such photons, used for their penetrating power in radiography, radiology, radiotherapy, and scientific research. Often used in the plural. Also called roentgen ray.
ყოველგვარი პათეტიკის და მენტორობის გარეშე წაიკითხეთ ეს სიტყვები ჩემგან, როგორც ექიმისგან.
ამ ადამიანმა მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილსა და ინვალიდობას.
მადლობა მას ჩემგან, როგორც კაცობრიობის ერთერთი წარმომადგენლისგან, მითუმეტეს მადლობა მას ჩემგან, როგორც ექიმისგან.



მაგრამ ჩემი წერილის ქიშმიში სხვაა.

მე რენტგენის სხივები სხვა მხრივ მაოცებს, არა როგორც სხეულის შიგთავსის დანახვის საშუალება, არამედ, როგორც საშუალება, რომელიც ამტკიცებს რომ მეც შენც და ისიც სრულიად გამჭვირვალე-განვლადები, თითქმის ცარიელები ვართ.

რენტგენის სურათზე დასხივებული უბანი შავია, ჩვენი სხეულის მკვრივი ნაწილები (ძველბი) სხივებს არ ატარებს და სურათზე ის ადგილები თეთრი რჩება. ქსოვილებს (კუნთებს, ფილტვებს, ნაწლავებს) სხივი მიმართულების შეუცვლელად გადის.

ანუ რენტგენის სურათზე ის უბანი ჩვენი სხეულისა, რომელიც შავია იდეალურ სწორ ხაზზე გაიარა მაღალი ენერგიის ფოტონების ნაკადმა. არფერს დაჯახებია.




იქ მას ცარიელი მატერია დახვდა.

არცერთი პროტონი, ნეიტრონი, ელექტრონი არ დახვედრია მათ ამ გზაზე ჩვენი სხეულის შიგნით.

No comments: