Saturday, August 28, 2010

მარგებელი ჭირი


ანუ რატომ გამიხარდა რუსების მიერ აფხაზეთში S-300ის განთავსება
 



დეილ კარნეგის ერთერთი წესია "უნდა ისწავლო საკუთარი მინუსების პლიუსად გადაქცევა" 
ჩვენ ომი კიდევ ერთხელ ზედიზედ მეექვსედ წავაგეთ, წაგებულები ვართ, ჩვენს მიწას და ეროვნულ უმცირესობებს თათი ამჯერად არა სეპარატისტულმა მთავრობებმა, არამედ აღიარებულმა ზესახელმწიფო რუსეთმა დაადო. 
შეუძლებელია მას მიწა ომით მოუგო. 
1990-სი თავისით წავიდა, უფრო სწორედ განაცხადა წავედიო, თორემ სინამდვილეში 2007 წლამდე იყო ცალკეული სამხედრო ბაზების 2008 მდე კი მშვიდობისმყოფელთა სახით. დღეს ის აღიარებული ოკუპანტია. ნაწილობრივად მაინც აღიარებული. თუმცა თავისივე ლეგენდით , თითქოს მას მიზნად სააკაშვილის კლანჭებისგან თავისი მეგობრების , აფხაზებისა და ოსების დახსნა ჰქონოდეს მიზნად, შეზღუდულია. 
მას შემდეგ რაც საქართველომ ომის დროს თავისი ჯარი გადამალა, სამხედროები სპორტული ფორმებით სახლში გაუშვა და განაცხადა რომ შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე უარს ამბობს, რუსეთს აღარ დარჩა საშუალება თბილისის მთავრობა   თბილისში რუსული  კომენდანტის საათის პირობებში დაესვა.
ის უფრთხილდება თავის სტატუსს, გაეროს საბჭოს მუდმივი წევრია, მეორე მსკფლიო ომის მომგები და ფაშიზმის მძლეველია, ევროპისა და შემდეგ სსრკს დემოკრატიული ღირებულებების აღიარებით გამშვები, გამათავისუფლებელი. 

მისი მიზანია მსოფლიოს თვალში მეგობრები ( აფხაზები და ოსები) დაიცვას, ხოლო სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქართველოში საკუთარი მთავრობა პოლიტიკური ილეთებით დასვას. 
ომის შემდეგ მის  გეგმას წარმატებამდე ბევრი არ უკლდა 2009 წლის საპროტესტო აქციებმა საქართველოს ხელისჯფლების 3 თვიანი ბლოკადა გამოიწვია, თუმცა ამჯერად რუსეთისა და ოპოზიციისათვის უშედეგოდ დასრულდა. 
რუსეთის ყულაბაშია ასევე ქართული პოლიტიკის ორი ყველაზე წონიანი სივი ბიოგრაფიის მქონე ფიგურის ბურჯანაძისა და ნოღაიდელის უპირობო თანხმობა დაიკავოს საქართველოს პრეზიდენტის სავარძელი და იმეგობროს რუსეთთან (ტუნდაც შუალედში პატარა სისხლიანი ომის შემდეგ, ყველაფერი მაინც მანიაკ სააკაშვილს დაბრალდება). 
თუმცა მერის არჩევნების შემდეგ ეგ სცენარიც აღარ გაამართლებს. რუსული თეზა " სააკაშვილი ვეძ ნიკტო ნი ლუბით" ძალას და არგუმენტებს კარგავს. 

მაშ ასე, 
ომის შემდეგ ორივე მხარე შებოჭილები ვართ: 
საქართველო ვერ მოიპოვებს გამარჯვებას ომით
რუსეთი ვერ შემოვა თბილისში ომით. 

საქართველო ომში დამარცხებული და შერცხვენილია. 

რუსეთი გამარჯვებულია ის ახალ მიწებს ფლობს და მასზე რამდენსაც მოისურვებს იმდენ რაკეტას განათავსებს და ბაზას ააშენებს, ამას სიამოვნებით, ნება ნება ეტაპობრივად აკეთებს კიდევაც.  ერთ მხრივ სიამოვნებს ქართულ ჭრილობაზე მარისის ახალ ახალი პორციების მოყრა, მეორე მხრივ ქართულ  შესაძლო სამხედრო რევანშს სულ უფრო სასაცილო ფინალს უმზადებს, ოცნებობს მოვლენათა სამხედრო გაგრძელებაზე. 

მაგრამ რისეთი ტლანქია. მას ავიწყდება რომ ზოგჯერ რაოდენობახადისხში გადადის. კერძოდ ესეს300 შეიარაღებისის დაოდენობაა, რომელიც საქართველოს საკუთარი მიწის შეიარაღებული დაცვის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. 

ბოლო ომი წაგებულია და სამომავლო ომი გადაფიქრებულია. 




ამ ბოლო ფრაზაში მხოლოდ ბოლო სამი სიტყვაა ახალი - სამომავლო ომი გადაფიქრებულია. 

თითქმის 17 წელია სხვა ფრაზა ეკიდა ჰაერში - ბოლო ომი წაგებულია შემდეგი ომი მოსაგებია. 
   ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიცხოვრეთ ამ ფრაზით. შემდეგი ომი მოსაგებია ჩვენს ქცევას დაღს ასვამდა. ჩვენი გენეტიკურად დეტერმინირებული აფექტურობა, ემოციურობა, შემდეგი ომი მოსაგებია და ამ სტატუსის წლების განმავლობაში პერსისტირება საშინელ მგრგვინავ ნარევს, დესტრუქციულ ასოციალურ კომპოტს ქმნიდა. 
სწორედ ეს შეუსრულებელი პასუხისმგებლობა გვიბიძგებდა დაგვერღვია ქუჩაში მოძრაობის წესები, რათა საკუთარი თავისა და სხვისთვის დაგემტკიცებინა, რომ ომისთვის მზად ხარ, რომ შეგწევს ძალა მოუგო ტერიტორია სხვა მანქანას, ქვეითს, შეგიძლია გარისკო შენი და სხვისი სიცოცხლე და "გაიმარჯვო". 

ბიჭებო, ძმებო, მამებო და ბაბუებო, S-300 გათავისუფლებთ ამ ქუჩური საომრად მზადყოფნის დემონსტრირებისაგან. 
პიანო, პიანო. 
თქვენი ფრონტი, ჩვენი ფრონტი არსად გამქრალა, ოღონდ გადაიტანეს, ის სხვაგანაა. არც ქუჩაშია, არც რიგშია (სადაც 3 კაციან რიგშიც შეგეძლოთ წინ გაძვრომა), არც თქვენ წარმოიდგინეთ და   წვერიახოსა და ოჩამჩირეშია. ის სხვაგანაა. 


და ასე იქნება შემდეგი 10 წლეული. 
იმედია ერთ-ორ წელში ვიპოვით მას, ფრონტს, რომელზეც ომის გარეშე უნდა მოვიგოთ. ოღონდ ომისაგან განსხვავებით იმ ფრონტზე ერთი კანონი უნდა დავიცვათ - ამჯერად მერფის კანონი - თუ ყველა არ მოინდომებს ვერავინ მიიღებს.   






 

ჩვენ პირველები არ ვართ ვინც ეს უნდა გააკეთოს.  დამარცხებული გერმანია და დამარცხებული იაპონია ჩვენი მეგაორიენტირი უნდა იყოს.  ეს ქვეყნებიც ხომ მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ ზესახელმწიფოები, რაც მილიტარისტული აქტივობები აეკრძალათ. 
ისევე როგორც პატრიოტი გერმანელები და იაპონელები დაფიქრდნენ თუ როგორ უნდა ამოეთრიათ ქვეყანა წაგებულობის სამარცხვინო ორმოდან, თანაც ომისა და სამხედრო რევანშის თეორიული შანსის გარეშე, იფიქრეს და თავისი ინტელექტუალური წარმოება გახადეს ფრონტის ხაზად.  ჩვენც, მას შემდეგ რაც გავისიგრძეგანებთ რომ რუსეთს ომით ვერ გამოვგლიჯავთ წართმეულ საქართველოს, ფრონტის ხაზი ინტელექტუალურ წარმოებაზე, ახალი, წესიერი, განვითარებული საზოგადოების შექმნაზე და ჩვენს მფლობელობაში არსებული საქართველოს ყოველი  გოჯის მოვლაზე და ათვისებაზე უნდა გადავიტანოთ.
ჩემი ფრონტი დღეს უწესობა, უცოდინრობა, კონსერვატიზმი, სიზარმაცე, თვითკმაყოფილება, ზოოლოგიური ოპტიმიზმი, ქსენო ნოვო ფობია და კატეგორიულობაა. 
დღეს ასეა და ვინც ამ ფრონტზე ჩემი მოწინააღმდეგეა, ჩდმთვის ისეთივე მტერია, როგორც სეპარატისტი. 

ხოლო აფხაზი და ოსი სეპარატისტი (და არა ოკუპანტი თუნდაც აფხაზი და ოსი სინამდვილეში რუსი ოკუპანტი) ჩემი აუდიტორიაა, რომლის კეთილგანწყობა ჩემთვის 10 ჯერ უფრო ღირებულია ვიდრე ქართველის კეთილგანწყობა ჩემდამი.

ამიტომ მთელი ეს მსჯელობა და ემოცია ამიეროდან პრაქტიკაში, ცხოვრებაში გადამაქვს. 
როგორ? 
გინებით. დიახ, ვაგინებ და მზად ვარ ვიჩხუბო მტერთან. რათა ჩხუბით გადმოვიბირო. 
დღეიდან გინებას ვაყენებ წესიერების სამსახურში. 
ყველა უწესოს ვაგინებ. 
გადაეცით უწესოს თქვენს გარშემო, რომ შეგინებული მყავს.            

No comments: