Monday, March 28, 2011

პროფილი, ნანუკას შოუ, ცხოვრება მშვენიერია, სამოთხის ვაშლები




არაერთხელ გსმენიათ უკმაყოფილო კომენტარები საქართველოს ტელევიზიის შესახებ. 
უგემოვნო, მარტივი, ზედაპირული, გოიმური, გატყლარჭული, ცრემლიანი, სნობური, ფამილარული,  ძალად გლამურული, დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანიც ხალხის გამოთაყვანებაა. 
ეს გადაცემები ყველა ამ რეპლიკის ადრესატი ხდება. 

მართლაც ზედმეტია არეული,  წაგებული, ღარიბ, გარდაქმნის ( ქვაეყნის და კერძოდ საზოგადოების გადაქმნის)  პროცესში მყოფი ქვეყნისათვის ამდენი ერთმანეთის მადუბლირებელი სადიასახლისო გადაცემა

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს გადაცემები უხარისხოებია და დაბალი დონისანი,  და იქვე უამრავ დეტალს ასახელებენ, რითაც ადასტურებენ, რომ ამ გადაცემების აქტიური მაყურებლები არიან. 

მე კი მიმაჩნია, რომ დონე ამ გადაცემებს არ აქვთ ცუდი. 
გააჩნია  რას ვადარებთ. 
როგორი გადაცემები ეკუთვნის საქართველოს? 
კონკრეტულად როგორი დონის გადაცემები დიასახლისებისთვის ეკუთვნის საქართველოს? 

როგორია საქართველოს დონე? როგორი დონის გადაცემაზეა მოთხოვნაა ქართველი ტელემაყურებლის მხრიდან? 

მოდი მოვჭუტოთ თვალები და დავაკვირდეთ, იქნებ ვიპოვოთ საქართველოს ის მითიური დონე, რომელსაც თურმე ქართული ტელეგადაცემები არ შეესაბამება. 

საქართველო არის ის ქვეყანა რომელშიც: 
-2011 წელსაც იწარმოება უხარისხო არაყი ლუდი და ტუალეტის ქაღალდი, 
-არ გვაქვს ბუნებათმცოდნეობის არცერთი მუზეუმი
-არცერთ ქართულ როკ- პოპ ჯგუფს არ შეუქმნია თუნდაც წამიერი შლაგერი რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდებოდა. 
-შიდა პოპ-როკ სომღერების ტექსტები შეფასებათა 10 ქულიანი სისტემით 3- იანს ვერ აჭარბებს
-ტელევიზიაში ლათინური საპნის ოპერები ერთდროულად სამ ძირითად არხზე გადის დილის ცხრიდან და გრძელდება საღამომდე, როცა მას კრიმკნალურ თემაზე სერიალები ცვლის.
-ასევე დილის 9 სთ დან იწყება სხვადასხვა მასშტაბის შეჯიბრებები ცოცხალ სალაღობო სიმღერებში. 
-სადაც მძღოლები შუქნიშანზე გადასვლა დაუსრულებელ ქვეითებს მანქანის წვივზე მიგდებითა და  ბღუილით გადარეკავენ ხოლო ქვეითები კი გზას დიაგონალზე კვეთენ ავტომობილთა  ნაკადის  მოძრაობისკენ ზურგშექცეულები
-სადაც არსებობს რადიოები საქართველოს ხმა, არ დაიდარდო და ნაცნობი. 

-რომლის ქვეყნის გარეთ ცნობილ ქართველ არაპოლიტიკოს პიროვნებათაგან ყველაზე ცნობილი ბუბა კიკაბიძეა, რომელსაც ოთარ კუშანაშვილი და თიკა კანდელაკი მიჰყვებიან (ქეთი მელუას ქართველობა კი ჩვენს გარდა არავინ იცის). 

-ანსვერს კომ, ინტერნეტსაიტი, რომელიც ყოველდღიურად განახლებული გვერდით: ერთი თავისუფალი სტატიითა და ერთი იმ კონკრეტული კალენდარული თარიღის ღირსშესანიშნაობებისა და იუბილარების ჩამონათვალს გვთავაზობს, მხოლოდ ორჯერ  შეეხო საქართველოს შვილს:
1. სტატიაში კრიმინალები მთავრობაში მოჰყვნენ ჯაბა იოსელიანის შესახებ
2. დღეს დაბადებულთაგან ცალკე წერილი მიუძღვნეს უიღბლო ნოდარ ქუმარიტაშვილს

 
-ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო ტელე ნიუსებში არაერთხელ მოხვდა ქართველი ხალხი (კრებით სახელ - ხალხად) რომელმაც თავი იმით გამოიჩინა, რომ თვეების განმავლობაში ცდილობდა დაებლოკა საკუთარი წაგებული ქვეყანა.  



ხოდა, რა დონეს ვთხოვთ ამ გადაცემებს?
მე მგონი რომ პირიქითაა, ეს გადაცემები საქართველოს დიასახლისებს რომ ეკუთვნით იმ დონეზე ცოტა მეტიცაა. სხვა საქმეა, რომ დიასახლისების გარდა ტელემაყურებლების სხვა სექტორებიც არსებობს (თინეიჯერები, პოლიტიკაზე, სპორტზე, ანალიტიკურ გადაცემებზე, ლიტერატურულ, ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე, შემეცნებით, ისტორიულ, ეკონომიკის, წარმოების, სოფლის მეურნეობის, მუსიკალური, მოგზაურობის "ინტერესჯგუფები" ).


რატომ არ გვაქვს გადაცემები მათთვის?
დავიჯერო რომ ყველა ამ ჰიპოთეტური კარგი გადაცემის გამკეთებელს დიასახლისების გადაცემების ავტორებმა გადაუგრიხეს ხელები?
არ მჯერა.

უფრო იმ პრინციპის მჯერა, რომ რაოდენობა ხარისხში (გადა)იზრდება.
ჰოდა ჩვენი ერის დიასახლისი ფსიქოლოგია იმდენად დომინანტურია, რომ ხარისხში გადაიზარდა, და გვაქვს დიასახლისების ტელევიზია,

აი, ჩვენი ერის ფსოქოლოგიურ პორტრეტში სხვა ინტერესებიც რომ ყოფილიყო ანგარიშგასაწევი, მაშინ ის მიმართულებები იქნებოდა დომინანტური თუ არა, სათანადოდ წარმოდგენილი მაინც.
      

5 comments:

misho said...

"დღის შოუ","ყოფილი ცოლები"....

სამწუხაროდ თვალმოუჭუტავადაც კარგად ჩანს ყველაფერი, მაგრამ ამ დონის ცოტათი მაინც ამაღლებაში ტელევიზიასაც აქვს თავისი გარკვეული პასუხისმგებლობა. თუ ტელევიზიები იმოქმედებენ ამ დონის შესაბამისად, და არა ისე, რომ მოაზადონ გადაცემები, რომელიც, თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ, აამაღლებს ჩვენს დონეს. ლალი მოროშკინა ,ინგა გრიგოლია და ბევრი მათი მსგავსნი როდემდე უნდა გვასწავლიდნენ და გვმოძღვრავდნენ ეკრანიდან, როგორ ვიცხოვროთ. არამგონია რომ ეს იყოს ჩვენი დონე და უკეთესს არ ვიმსახურებდეთ. ან პირიქით ვფიქრობ, რომ უნდათ ამ დონემდე დაიყვანონ ქართველი მაყურებელი.

Unknown said...

არც მთლად ეგრეა საქმე, ყველაზე მაგრები იმაში ვართ ვინმეს რამე შეეშლება თუ არა თითი გავიშვიროთ და მაგას ხო მე უკეთესად ვიზამდიო ვიძახოთ. ჩვენთან ეგრეა ყველაფერზე, სანამ ახალია გინდა გადაცემა და გინდა რამე პროექტი, აუ, რა მაგარია და მერე ერთი პიროვნება გარშემო ათს რომ ნახავს თავის ჭკუის, უცებ პაპსა ხდება და აღარ მოწონს.

Anonymous said...

Link exchange is nothing else but it is only placing the other person's website link on your page at appropriate place and other person will also do similar in support of you.
Look into my blog :: sky sports news transfer central

Anonymous said...

Greetings! This is my first comment here
so I just wanted to give a quick shout out and tell you I truly enjoy reading through your
blog posts. Can you recommend any other blogs/websites/forums that deal with the
same topics? Thanks a ton!
my site :: football transfer news premier league

Anonymous said...

Hey I know this is off topic but I was wondering if you knew of any
widgets I could add to my blog that automatically tweet my newest twitter updates.
I've been looking for a plug-in like this for quite some time and was hoping maybe you would have some experience with something like this. Please let me know if you run into anything. I truly enjoy reading your blog and I look forward to your new updates.
Here is my homepage ; latest epl transfer news premier league