Tuesday, August 30, 2011

განდგომილი "ფეოდალები" 

ყველა ქვეყნის ისტორიაში არსებულ მეფეთაგან ქვეყნები  მხოლოდ მათი 10% ით ამაყობს. 90% მეფეებისა კი ისტორიის მოსაწყენი ქრონოლოგიის შემავსებლები არიან. 
იმ ათ პროცენტ საამაყო მეფეებს კი  ერთი საერთო წინადადება უწერიათ ბიოგრაფიაში – "მოდრიკა ურჩი ფეოდალები" 
პატარა იმპროვიზაციებით. 
მაგალითად "შემოირიგა ურჩი ფეოდალები" 
ან "დაამარცხა ურჩი ფეოდალები". 
საამაყო შედეგი ყველგან ერთი იყო, სახელმწიფო იერარქიის ჩამოყალიბება. 
სწორედ ეს იყო ის აუცილებელი საფეხური, რომელსაც ისტორიული საამაყო საქმენი და გამარჯვებები მოჰყვა. 

დღეს სახელმწიფო იერარქიის აკინძვა უფრო ადვილია, მმართველს ეხმარება დემოკრატიის ჯადოსნური საშუალებები. 
თანაც ისე რბილად და შეუმჩნევლად, ზოგჯერ თითქმის სურპრიზად, ანუ მოულოდნელი მხრიდან. დემოკრატია ხელისუფლებას სტაბილურობას სძენს ოპოზიციის სურვილების, სამოქალაქო პოზიციისა და პიროვნული თვისებების მოსახლეობისათვის გაცნობით. 
ზოგჯერ მისწრაფებათა გროტესკული გამოვლინებები, რომელთაც ოპოზიცია თავის განსაკუთრებულ ვაჟკაცობად თვლის, ყველაზე კატეგორიული დისკრედიტაციის მიზეზი ხდება ფართო პუბლიკისთვის. 

დემოკრატია ტანჯული პრინციპული თავგანწირული პატრიოტის მანტიას ხდის ყველას ხელისუფალსაც და მის ოპონენტებსაც. 
ასპარეზზე რჩება კონკრეტული სამოქმედო პოზიციები, გეგმები და საქმეები და ადამიანები საკუთარი კონსტანტა ინტელექტუალური კოეფიციენტით ე. წ. IQ-თი.   
 
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული მმართველობის თანმხლები მოვლენაა იერარქიის მოწინააღმდეგეთათვის  თავისუფალი აუდიო–ვიდეო ტრიბუნის მიცემა,
სტატისტიკურად დადასტურებულია, მეფის ხელისუფლება ნაკლებად სტაბილური იყო ვიდრე პრეზიდენტის თუ პრემიერისა დემოკრატიის პირობებში.


მავრამ ასე მარტივადაა თუ არა საქმე ყოველთვის? 


არა  
და იმიტომ, რომ მსაჯულია ხალხი, ხალხი კი  ჭრელია, სახელმწიფოებრიობის მახსოვრობის არ მქონე ხალხი კი განსაკუთრებით ჭრელი და ძნელად პროგნოზირებადია
საქართველოს ხალხი ასეთია, სახელმწიფოებრიობის მახსოვრობის არმქონე თანაც მრავალგზის წაგებულის სოუსით. 
არის თუ არა დემოკრატია საკმარისი პირობა იმისათვის, რომ ქართველი  განდგომილი  ფეოდალები მოიდრიკნონ?

ახლა კი გავარჩიოთ, ვინ არიან დღევანდელი განდგომილი ფეოდალები? 

1. საბჭოთა ნოსტალგია
2. უქარქაშო ხმლები - ზვიადიზმი
3. რელიგიური ექსტრემიზმი
5. გაუნათლებლობა- უკმაყიფილება
6. ამბიცია- ილუზია
7. უწესობა - დაწერილი წესების უპატივცემობა
8. საქმიანი, ბიზნეს მორალის არარსებობა

ზოგიერთი ფეოდალი სახელმწიფო სამსახურში დგას:
1. ძალოვანი სტრუქტურები
2. ანარქიის გამოცდილება–აცრა
3. პატრიოტიზმი
4. იდეალიზმი
5. წესიერება
6. ეროვნული უმცირესობები
7. განათლება გამოცდილება
8. ეთნოცენტრიზმის გამოცდილება – აცრა

საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს დამხმარე ფეოდალები გაცილებით სუსტნი არიან განდგომილ ფეოდალებზე. 

იერარქია ნარჩუნდება ერთი ადამიანის პიროვნული ძლიერი ნებით. 

მართალია მას სტატუსით  აქვს ძალაუფლება, მაგრამ მისი იურიდიული ძალა (ბრძანებები, კანონები, განკარგულებები, პროტოკოლური საქმიანობა, დიპლომატია, პიარ აპარატი და სახელმწიფო რესურსები)  საკმარისი ვერ იქნებოდა წონასწორობის დასაცავად. ბონუსი ძალა, რომელიც გადამწყვეტი რამდენჯერმე გახდა, არის პრეზიდენტის პირადი სუბიექტური ბრაზი და სიხარული, ჯიუტი  ნება და იდეალიზმია. 

ეს ძალა, რომელიც საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოს გაერთიანებული ძალის (ყველა პოლიტიკური პარტიის ნება+ საზოგადოების ნება + ხელისუფლების ნება და ძალა) შემადგენელია, ძალიან ცვალებადია. 
ის იკლებს და ერთიორჯერ თითქმის განულდა კიდევაც*, ხან კი იმდენად ძლიერდება, რომ წარმოუდგენელ წარმატებებს** აღწევს. ეს ცვალებადობა ერთადერთი ფაქტორის კორელანტურია- ხალხის რწმენის პრეზიდენტის გულწრფელობაში. 




* სახელმწიფოს ძალა განულდა მაშინ როდესაც 2009 წლის მიტინგების დროს ბავშვები სკოლაში 2 თვის განმავლობაში არ დადიოდნენ.

** სახელმწიფომ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია სულ ახლახანს, როდესაც ხალხმა საკუთარ ავტომობილებში ღვედები შეიკრა.





პირველ წელს,2003–ში ახალი წლის წინ ტელევიზორში აჩვენეს დაჯარიმებული ბაბუა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მოჭრილ ნაძვს ჰყიდდა, ბაბუა შეწუხებული ამბობდა , ეს რა ვუქენი მიშას, როგორ ვუღალატე და მისი ბრძანების წინააღმდეგ წავედი, ნაძვი მოვჭერიო. 

ასეთი ალალი ერთგულება  მიშას ალბათ აღარასდროს ექნება, მიშას ნათქვამის მიმართ ნდობა ყოველთვის იქნება ეჭვგამოვლილი, შეჯერებული და გაფილტრული. 
რატომ?
ოპოზიციური ტალღების გამო, რუსეთ- საქართველოს ომის გამო, დაპირებების აუსრულებლობის გამო, სიღარიბის გამო,
პრეზიდენტის ოპტიმიზმისა და მასის პესიმიზმის გამო. 

და რა? 

საქართველო ვეღარ ისარგებლებს იმ ხეირით, რომელიც მას ექნებოდა, 
სააკაშვილის გულწრფელობისა რომ ჯეროდეს.
უფრო სწორედ, იმდენად რომ ჯეროდეს, რამდენადაც გულწრგფელია სააკაშვილი.

დაა, 
რამდენადაა გულწრფელი სააკაშვილი? 

ჩემი შეფასებით ალბათ ორჯერ მეტად, ვიდრე ამას მასა აღიქვამს. 

მთავარი წინააღმდეგობა სააკაშვილის გულწრფელობის დასაჯერებლად, ეს ტრაფარეტული ტყუილია, რომელსაც სააკაშვილი ხშირად იმეორებს. 
მას ალბათ მიაჩნია, რომ გაკეთებული საქმის შექებით (ევროპაში ყველაზე...) და ხალხის შექებით (ყველაზე განათლებული, ეს ჩვენ  (ქართველებს) შეგვიძლია..) ხალხს თვითშეფასებას უმაღლებს და წარმატების იმედს უნერგავს. 
მაგრამ 1991-2003 წლებში თვითგვემა და ნიჰილიზმი იმდენად გაჯდა ხალხის გონებაში, რომ ომახიანი კმაყოფილი  სპიჩები მისთვის მხოლოდ პრაგმატული პიარია.არ ვარ მე ის კაცი, იმეორებს ყვარყვარეს ფრაზას ტელემაყურებელი, როცა მის მიმართ ქება ესმის. 
მის, ხალხის ყურს უფრო გულწრფელი სწორედ წუწუნი და ვიშვიში მიაჩნია, რომელსაც ოპოზიციური ტრიბუნიდან ისმენს. 
განდგომილი ფეოდალები წუწუნებენ და ამით ხალხის თანაგრძნობას იხვეჭენ: 
შენ –
1.ვერ მოიგებ
2.ვერ შეცვლი
3.ვერ გაამდიდრებ
4.ვერ ააშენებ

გულწრფელ ჩემიანად გაღიარებ, თუ –

1. ათასჯერ გაზომავ და არცერთხელ დაჰკრავ
2. არ დაიმედდები
3. აწონ–დაწონი
4. შეეგუები
5. ირწმინებ : ფულს, ძალას, ბალანსს, სტატუსს
6. არ მოიმტერებ
7. გააანალიზებ წარსულს და არასდროს წარუძღვები ცვლილებებს.

აი მაშინ იქნები ჩემიანი, თუთქმის ძმაკაცი.


მიშა მე–8 წელია ყველაფერს უკუღმა აკეთებს.

ის პენსიონერებისათვის პენსიის მომატების დროშით მოვიდა. აფხაზეთი და საქართველო ერთადერთ ინტერვიუში ჰქონდა ნახსენები 2003 წლამდე.


არადა საქმე, რომელსაც ხელი მოკიდა გაცილებით ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე მისი რევოლუციამდელი დაპირებების შესრულება იქნებოდა.

ბოლოსდბოლოს გაეორმაგებინა 2003 წლის ბიუჯეტი და გაეოთხმაგებინა პენსია მოერე წელს და ეამაყა მთელი დარჩენილი პოლიტიკური ბიოგრაფია ამ მიღწეულით, რა , ვერ შეძლებდა, არ შეერგებოდა?
კუჭიც არ აეშლებოდა.
რას მიახტა ამ ქურდებს, კორუფციას, შევ ბიზნესებს, "ჩასარეცხებს", ოლიგარქებს, რატომ შეეხო მის უდიდესებულება ხალხს?



განა არ იცის, რომ წესიერების ყველა იძულება ხალხს ღირსებას ულახავს და თავისუფლებას უკვეცავს?

რა უნდოდა განმუხურში, ცხინვალში და კოდორში?

რატომ არ არის ჩვენნაირი?
აი, ედიკა ჩვენნაირი იყო, თავს ზემოთ გადახტომას არ ცდილობდა და არც ეცემოდა. ან ედიკას რას შეუჩნდა, დარჩენილიყო, გადაულოცავდა მამალაძეს პრეზიდენტობას, რითი არ იყო ჩვენიანი მამალაძე, მთლად ჩვენიანი იყო, ყველაფრით პროგნოზირებადი.


ამ უკუღმართ კაცს, სააკაშვილს, დღეს ახალი გამოცანა აქვს ამოსახსნელი. არა, შენიანმა რომ გიღალატოს ეს მისთვის ახალი უკვე დიდი ხანია აღარ არის.
არც დიდი, გლობალური მასშტაბის ცნობადობის ოლიგარქის თავისუფლად საქნევი ფულის წინააღმდეგობაა მისთვის უცნობი.

ახალი მისთვის, მოწინააღმდეგის მიმართ ხალხის სიყვარულია.
მართალია ამ სიყვარულში 40% დიდი ფულის პატრონისადმი პატივისცემაა, 40% მეცენატობის მადლიერება, 20% კი სუბიექტური იმედი, რომ ახალი პატრონი მაინც იქნება ლმობიერი.

მაგრამ, რაც არ უნდა ზედაპირული იყოს ეს სიყვარული, ის მაინც უზარმაზარ ბონუსს სძენს ახალ მეტოქე ფეოდალს.

წინ საინტერესო რაუნდები გველის.


საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი იმით, რომ იცი, შენი ჯილა მოიგებს.
მიშა ამ ქართლის დედის გვერდზე ვერტმფრენზე ამხედრებულ ვითომ რობინ ჰუდს სპარინგის რეჟიმში მოიტოვებს უკან, ეს ასე მოხდება.
და მთავარი პარტნიორი მიშას ამ გამარჯვებაში ეყოლება ისევ ის ჯადოსნური სოლუშენი – დემოკრატია, რომელიც ზოოლგიური ოპტომიზმის ცეცხლის პირველი აგნეტუშიწელია.


მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, მეც მქონდა მომენტი, ზოოლოგიური ოპტიმიზმის მომენტი, სულ ერთი კვირის წინ, როცა ამ შერკინებიდან საქართველოსთვის სასარგებლო შედეგსაც ველოდი.

რას? ინტელექტუალურ ოპოზიციას, რომელიც ტყვიას ტყვიაში მოარტყამდა და აიძულებდა ხელისუფლებას ადვოკატ–პროკურორს შორის დღევანდელი ანგარიში 2:98 შეეცვალა 40:60–ზე, ან ოპოზიციური ტელეარხები გაეხადა უფრო ანალიტიკური და პროფესიული, ან ელიტარული კორუფციის არსებობაში დაერწმუნებინა პრეზიდენტი და აეძულებინა დაეფერთხა ნიჭიერი ბალასტი მის ფრთებს ქვეშ, ან მიეღო მანდატი საქართველოს მოსახლეობისგან პარალელური დიპლომატია ეწარმოებინა რუსეთთან ოღონდ ხელისუფლებასთან შეთანხმებით და კოორდინაციით.

დღეს კი, ამ კაცის ჩემი თვალით ნახვამდე (ტელევიზორში, თორე ისე ნანახი მყავს შავნაბადაზე) უკვე, ასეთი იმედები აღარ მაქვს.

მხოლოდ ერთი სიმპტომი, რომელიც სრულიად მიქრობს ამ მოლოდინებს – ივანიშვილი 080808 ომში საქართველოს ხელისუფლებას ამტყუნებს.

ბასტა.



რაიმე კარგი რომ გამოდნეს ნებისმიერი ოპოზიციური ძალისგან ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მინიმუმ პოზიცია ის უნდა ჰქონდეს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს 080808 ომზე, როგორც რუსეთ–საქართველოს ომზე და არა როგორც ჩვენი გიჟის შეცდომაზე.
ეს მინიმუმ. სხვა შემთხევაში ჩემი გარე ბიძაშვილი გელა ჭედია ტყუილად მოკვდა წვერიახოზე, მისი ლუკა და ლანა ტყუილად არიან ობლები. ამას კი მე ყოველთვის შევეწინააღმდეგები.

ივანიშვილმა ეგ მინიმუმი ვერ ჩააბარა, ჩემ საგულშემატკივრო პოლიტიკოსებში ის ვერ ჩაეწერა.

მორიგი შუასაუკუნელი განდგომილი ფეოდალია, მოსადრეკი და დასავიწყებელი.

ორი სურვილიღა მრჩება მის მიმართ, ერთი – ბევრი ვერ გაებრიყვებინოს და მეორე – გაბრიყვებულებს დღე გრძელი ჰქონდეთ და შვილიშვილებს თავისი პოლიტიკური ცდუნების შესახებ ვერ კი არა, არ მოუყვნენ.



           

1 comment:

Anonymous said...

ვაი შენს პატრონს!!!!!!!!!!!