Sunday, April 15, 2012

დისონანსი




ვთქვათ იცნობ ადამიანს, რომელის ინტელექტუალური ამპლიტუდის, გემოვნების, "დონის" შესახებ თვლი რომ წარმოდგენა გაქვს (აქ წარმოიდგინე ერთერთი თანამშრომელი ან დირექტორი, ან მეზობელი).

და


ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ ის:



სიამოვნებით უსმენს მოდერნ თოქინგს ან ბოისთუმენს,
ან პერლ ჯემს და ბლაინდ გარდიანს
ან ვალერი მელაძეზე ტრანსში ვარდება

ან ერთ დღესაც შუაზე გაყოფილი თმებით მოდის სამსახურში

ან პალმებიანი საროჩკა აცვია

ან ცოლი ძალიან უშნო ჰყოლია

ან ძალიან ლამაზი

ან ალპინისტი ყოფილა,
ან ნაომარია,
ან ძაან სასაცილო მანქანა ჰყავს,
ან ძაან ძვირიანი და დიდი,

ან ხატავს, ან უკრავს,

ან მეღვინეა,
ან იარაღს აგროვებს,
ან მონადირეა,
ან ოთხი შვილი ჰყავს,
ან ოსია,
ან სომეხია,
ან კათოლიკეა,
ან იეღოველია,
ან ბლოგერია,
ან ნუდისტია,
ან ყველა ეკლესია მოვლილი აქვს და ათეისტია,
ან ყველა ეკლესია მოვლილი აქვს და მორწმუნეა,
ან მარხულობს,
ან არასდოს უმარხულია,
ან თხილამურებზე დგას და გიჟდება სრიალზე,
ან ცურვა არ იცის.
ან კლასიკას უსმენს,
ან ფოლკლორულში მღერის,
ან ჩოხოსანია,
ან 4ხ4 მუღამისტია,
ან ნარკომანია,
ან დათვრება და ყლევდება,
ან მთვრალი ჯდება საჭესთან,
ან დახლიდან რაღაცა აწაპნა,
ან გამყიდველი მოატყუა და თავისი გაფუჭებული დეტალით დაუბრუნა ვითომ გასასინჯად აღებული ნივთი,
ან მენაყინეს გადმოყოლილი ზედმეტი 5 ლარი არ დაუბრუნა,
ან ტელევიზორი ბავშვთა სახლს აჩუქა,
ან ყველა მათხოვარს აძლევს ფულს
ან არცერთს,
ან მარტო გამხდრებს,
ან დირექტორს ეჩხუბა,
ან არც შეეპასუხა,
ან ბავშვის მონათვლა გთხოვა,
ან ბიზნესგეგმა გაგანდო, პარტნიორად მიგიწვია,
ან თურმე პატივს გცემს
ან თურმე ვერ გიტანს,
ან მხოლოდ რუსულ არხებს უყურებს,
ან მხოლოდ მაესტროს და კავკასიას,
ან ლინჩის წესის მომხრეა,
ან გეიპარადს არ შეებრძოლება,
ან შეებრძოლება,
ან ეკლესიას აშენებს,
ან სახლი დაალომბარდა კაზინოში სათამაშოდ,
ან 1991 წელს კომუნისტურ პარტიაში მიიღეს,
ან კომკავშირის მდივნობისას 1988 წელს მიტინგებზე სტუდენტთა გვარებს იწერდა და კაგებეს აბარებდა,
ან საბჭოთა ჯარში 1991 წელს წავიდა,
ან მხედრიონელი იყო,
ან ტვ გადაცემა მიჰყავდა მოდაზე.
ან ძმასთან ნაჩხუბარია ქონების გაყოფაზე,
ან დედას დადას აგინებს,
ან ას ხინკალს ჭამს,
ან საჭმლის კეთება უყვარს და კარგი კულინარია,
ან სიმთვრალეში გულს გიხსნის და ყველა უყვარს,
ან მესამე ცოლი ჰყავს,
ან პირველი ცოლისგან შვილს არ პატრონობს,
ან უკანონო შვილებს ემალება,
ან ჩინელებს, სომხებს, ზანგებს, მეგრელებს, ძაღლებს, კლასიკოს მუსიკოსებს, როკერებს და პანკებს ვერ იტანს,
ან პირიქით, როკ ჯგუფში უკრავდა 15 წლის წინ,
ან ჯომარდი უყვარს ან კარვებით მოგზაურობა,
ან ცოლი ღალატობს,
ან ცოლშვილს აშიმშილებს და Fულს ეშმაკ ბოზს ახარჯავს.
ან ფილატელისტია და ერთ მარკას 10000 ად არ ყიდის, შვილიშვილებს უნდა გადავცეო,
ან ტატუ გაიკეთა დრაკონით, ძვირიანი, ან იაფად დედა დაიწერა,
ან მანქანისთვის ნომერი იყიდა პირ001, ან ერთ001, ან კუტ100 ან ფუნ100, ან რავ004,
ან სულაც რაც შეხვდა ის დააყენა,
ან ბავშვს დაბადებისდღე  რედისონ ივერიაში გადაუხადა,
ან ფული გესესხა და ჩუმადაა,
ან პირიქით, გასესხა და გეუბნება როცა გექნება დამიბრუნეო,
ან დაბადებისდღეზე საჩუქრად ნახმარი წიგნი გაჩუქა,
ან ახალი და ძვირი, ოღონდ სულ რომ არ გაინტერესებს (მაგალითად პეპლების ალბომი),
ან ტაქსში თავისი წილი გადაიხადა  ხელფასის დღეს,
ან სანდლები აცვია ყვითელ წინდებზე,
ან პირიდან ცუდი სუნი აქვს,
ან ცუდი სუნი აქვს,
ან ყოველთვის კარგი სუნი აქვს,
ან თხისებრი წვერი მოუშვა,
ან ავარია გააკეთა და დაზარალებული მიატოვა,
ან შვებულების ერთად გატარება შემოგთავაზა ოჯახებითურთ, და მერე დირექტორთან ერთად წავიდა.
ან ლექსო თორაძის კონცერტზე დაგპატიჟა,
ან ტიმატის,
ან ოქტაგონზე,
ან რაგბზე,
ან კიორლონგის წრეზე მიგიწვიოს,
ან " ავატარი" გიქოს, ან "ტიტანიკზე" იტიროს,
ან ლეონარდ კოენის სიმღერების ლექსები ზეპირად თქვას,
ან ვისიცკის, ან პუგაჩოვას,
ან საკუთარი შვილი ცემოს, ან შვილმა ცემოს,
ან  დააბეზღოს,
ან დაგაბაზღოს,
ან ინფარქტი დაემართოს,
ან ინსულტი,
ან აეროკატასტროფას გადაურჩეს,
ან შიდსი აღმოაჩნდეს,
ან სადარბაზოს დასუფთავების ფული არ დადოს,
ან ლიფტი თვითონ შეაკეთებინოს,
ან ენა ამოიდგას,
ან ჩაყლაპოს,
კუთხური აქცენტით  ილაპარაკოს თავის რაიონელ ნაცნობებთან,
ან ტქვას სიტყვა - პრესპექტიული გეგმა, სერვანტესი ვიყიდე, ბულვარდში გავედი , ვისაუბროდ,
სიმაური,
ჩემი დედა,
დებილი დაასახელოს დიდ ავტორიტეტად,
შეაქოს უჩინარი თანამშრომელი,
დადოს 100 ლარი თანამშრომლის ბებიის გარდაცვალებაზე,
თანამშრომლის რძლის გარდაცვალებაზე,
კოლექტივისთვის იყიდოს ძვირიანი  მადუღარა,
შემოიტანოს მარაგად ტუალეტის კარგი ქაღალდი,
საერატო ფული მოტეხოს,
ან თავისი დაამატოს,
საერთო ფულით საერთო ოფისისთვის იყიდოს წყლის გამაციებელი- მადუღარა,

ან ფარდა ძალიან ძვირად,
ან თავხედურად ატარებს მანქანას,
ან ძალიან ნელა და ფრთხილად,
ან ციცინათელას ექსტრემებზე ჯდება,
ან აივანიდანაც ვერ იხედება სიმაღლის შიშით,
ან ლოცვები  იცის ზეპირად,
ან მარხულებს დასცინის,
ან მელოტზე პარიკი დაიდო, ან გადაინერგა,
ან დათვრება და ბოზებში გეპატიჟება,
ან მთვრალი  ფულებს იღებს და ძირს ყრის,
ან პრეფერანსის მანიაკია,
ან ტოტალიზატორზეა შემჯდარი,
ან პომპონიანი ქუდი ახურავს,
ან სიგარას აბოლებს ქეიფში, ან ყალიონს,
ან ცხვირზე მზარდ მეჭეჭს არ იცილებს,
ან ეჭვიანია,
ან ჭადრაკი სცოდნია კარგად,  
ბრმად შეუძლია მოგიგოს,
ან პროცენტი ვერ გამოჰყავს,
ან შეუძლია უმიზეზოდ დაგირეკოს საღამოს 12 სთზე,
ან შეგიჭამოს ერთი ფილა შოკოლადი,
ან დაიწუნოს მირთმეული კერძი,
ან ტუალეტში ჩუხჩუხით მოფსას,
ან იმღეროს რადამესის არია,
ან იწუწუნოს საკუთარ ყაბზობაზე,
ან ფიტომედიცინის პროპაგანდას მოჰყვეს, ან აკუპუნქტურის. 
ან ჰიპობისდროინდელი სურათი რომ უნახო,
ან მარგარეთ ტეტჩერთან გადაღებული სურათი ჩოხით,
ან ხის ძირში რომ იჯდეს 6 საათი და ყველა ხეზე ამავალ ჭიანჭველას რომ კლავდეს,
ცუდები ეგენიო,
ან რომ იკითხოს, ტალღებს ოკეანეში ხო ვეშაპები იწვევენო,
ან სახლი რომ ააშენოს ძვირად, ოღონდ გარედან 3 წლის ბავშვის ნახატის მსგავსი,
ან ძაღლს  ჩაპა რომ დაარქვას და შვილს ნოშრევანი,
ან ტვითმფრინავში თუ არ ჯდება, ან ლიფტში,
ან ოჯახს ცალცალკე მანქანით თუ ამგზავრებს, იმის შიშით, რომ ერთხელაც მთელი ოჯახი ერთად არ ამოწყდნენ,
ან თუ  იმდენ მადლობას გეტყვის, რომ გგონია ზედმეტია,
ან თუ შენს თავგანწირვას მის მიმართ კუთვნილად მიიღებს,
ან თუ ბანგო ჯამპინგით გადახტება,
ან თუ ტომი და ჯერისი მუდმივად ჯერის მხარეზეა, ან ტომის,
ან თუ სპილბერგის ყველაზე ძლიერი ფილი მისთვის "რიგითი რაიანის გადასარჩენადაა",
ან თუ დისკოტეკაზე საცეკვაოდ დადის და როკი არ უყვარს,
ან თუ კალსონებს იცვამს, ან პატარა ტრუსიკს,
ან ეკლესიის დანახვისას პირჯვარს სამჯერ იწერს,
ან საყვარელი ფილმი "ფრითი ვუმენია" ან ტუალეტში დეზოდორს არ ხმარობს,
ან საყვარელი სიმღერა ევროპის "ფაინალ ქაუნთდაუნ",
ან თუ გვარი გადაკეთებული აქვს,
ან თუ თავისი 5 წლის გოგოს ტელევიზორში პანელის ქალივით ჩაცმულ-დახატული ცეკვა მოსწონს, ან თუ ზღვაზე გასარუჯად დადის და წყალში არ შედის,
ან თუ ფიზიკური შრომა არ ეთაკილება და რემონტი თვითონ გაიკეთა სახლში,
ან თუ ელექტროობა დეტალურად ესმის
ან მარტენის ღუმელის ქიმიურ ფორმულებს ზეპირად გეტყვის,
ან ცაში ერთბაშად იცნობს 5 თანავარსკვლავედს,
ან ნოსტრადამუსის სჯერა,
ან მსოფლიო შეთქმულების, ან მასონების, ან უცხოპლანეტელების,
ან ჩანერგილი უცხოპლანეტელების ჩვენს შორის არსებობის,
ან ებრაელთა მიერ სამყაროს მოწამვლის საიდუმლო გეგმის, სომეხთა მტრობის, ეტქ.
ან თუ ჯაბა იოსელიანი საქართველოს სიამაყე ჰგონია,
ან რუსის მოთაფვლის იმედი აქვს,
ან ქალს მარხვისას არ ეკარება,
ან დედის საფლავზე ქვას დედის ფერადი პორტრეტი დაახატა,
ან ბავშვებს კერვა ასწავლა, გლობალური კატასტროფის შემთხვევაში თავი რომ გადაირჩინონ,
ბიჭს დაბადებისდღეზე პისტოლეტი აჩუქა, რაღა შენ მოგკლან, შენ მოკალი მამიო,
ან ყველა ყავა რაც საქართველოში იყიდება სოიოთი ჰგონია გაბევრებული,
ან ერთიდაიგივე ისტორიას მესამედ ჰყვება,
ან ტელეფონზე საუბარს არასდროს თვითონ არ ამთავრებს,
სოფელში სახლი ისე ააშენა, რომ სარდაფი ბომბსაცავად გამოდგეს,
როცა ვირუსი აქვს ქალაქში და სამსახურში ნიღბით დადის.
ყველა სიცხეზე ანტიბიოტიკს ნიშნავს,  
წამალში იპარებოდა და მოაბრუნეს,
როტველერი ჰყავს,
ან პუდელი,
ტელევიზორი 1.5მ დიაგონალიანი  აქვს,
ან 32სმ იანი,
ან სახლი გააქირავა და საცხოვრებლად შვილთან გადავიდა, რომ ქირით ერთად იარსებონ,
15 წლის წინ მკვდარი ბებიის ბავშვობის სოფლის მიწა გამოისყიდა,
ან არასდროს იგინება,
ან ქვაბებს მზეზე აშრობს,
ან ჭიაკოკონობა არ გამორჩება, ცეცხლს ანთებს,
ან მობილურის ზარად ნატო გელაშვილი ჰყავს,
ან ავტო მუსიკად ერსვინდენდფაიას კვნესები,
ან ახალ წელს არ ზეიმობს, ძველით ახალ წელს ელოდება,
ან ასე იცინის - ხუკ-ხუკ-ხუკ-ხუკ,
ან ბეჯითი მეხუთეკლასენის კალიგრაფია აქვს,
ან შენთან ჭორაობს თავისიანზე,
ან ღვინო კრამიტით დალია,
ან ჭიქა ჩაღეჭა,
ან ცოლმა გალანძღა,
ან პირი ამოიკერა,
ან ლეიბორისთებში შევიდა,
ან ნაციონალებში,
ან მანქანა დაშლილებში ჩააბარა,
არ გაარემონტა და გაყიდა, არცერთ ნათლულს დაბადებისდღეს არ ულოცავს, ავიწყდება, არც იცის დაბადებისდღეები, თითქმის არავისი,
ან ჩოგბურთზე დადის სისტემატიურად,
ან ცურვაზე, ან სახლის კარები პატარა და დაბალი აქვს, ან მღალი ჭერამდე, ან .,  

და რამდენად უფრო საინტერესო იქნება ჩემი ცხოვრება ასეთი დისონანსური ტიპები რომ მეხვიოს გარშემო.
არ მინდა, მოსასწყენები მირჩევნია.
არადა აქაურუი დახასიათებების 90% დოკუმენტურია.  

No comments: