MUSIC video
let yourself feel. from Esteban Diácono on Vimeo.
მსოფლიო თვალით
The word "qartveli" means georgian in Georgian language.................................... სიტყვა "ქართვილი" ურმის ბორბალს ნიშნავს ინგლისურ ენაზე. შენ კი ქართველო, ურმის ბორბალო, წერე და იკითხე!

მთვარე როგორც დაიიირა ფეხზე წამომდგააარია,
დღეს ხომ ბიორკის დაბადებისდღეააა.
The Sugarcubes
ბიორკის ისლანდიური ჯგუფია. რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერა აქვთ, მხიარული და გიჟური.
მსოფლიო სცენაზე კი ბიორკი გაოცებულ-გაბრაზებული გიჟურია და არა მხიარულ-გიჟური.
Posted by
cartwheel
at
2:21 PM
1 comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი, მუსიკა

არ გეჩვენებათ ეს იტალიური ფილემბის მთელი პლასტი, რომელიც იტალიელთა ხმაურიან ეზოებს, მაფიოზობანასა და მაძაძგანობას ეხება , არის ზურგში მახვილი იტალიისათვის, ან უფრო ზუსტად რომ გადმოვცე საშვილიშვილო დამღა მთელი ერისათვის.
არადა რა ერისათვის?
ცივილიზაცია მათ მოიგონეს, წყალგაყვანილობა, კალენდარი, მანუფაქტურები, სენატი და აბანო, ბოლოსდაბოლოს ფერარისა და ლამბორჯინის კოპირებას მთელი მსოფლიო ცდილობს და არ გამოსდის.
იმიტომ რომ წესიერი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული ხალხია ბუნებით (პიროვნებებზე არ მაქვს ლაპარაკი, მასაზე ვამბობ).
ხოდა ეს სასახელო იტალიური ფილმები ამ ერს, რომელსაც თვითკრიტიკა ზედმეტი აქვს, ხო, ეს ფილმები აქცევს დოღრიალა ემოციურ იტალიანო პეროებად.
უსამართლოა ეს. თვითონ ჩაიგდეს თავისი თავი ამ დღეში თავისი დიდი სახელოვანი კინემატოგრაფით.
დათო ტურაშვილის წერილი გამახსენდა "ცხწელ შოკოლადში", ჯაჭვლიანი შემხვდა და "მახარაო", ჩემი ფილმი "სვანი" ბრიუსელში მიიწვიესო.
ხოდა დათომ თქვა - ეს ფილმი ბრიუსელში რომ ნახონ, ევროკავშირში კი არა, მაკდონალშიც აღარ შეგვიშვებენო.მართალია დათო.
იმდენი გვიძახეს, ჩვენ ქართველები სცენაზე ვცხოვრობთ, ბუნებით არტისტები ვართო, რომ ამის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამოგვიმუშავეს და ახლა სრულიად დავკარგეთ გვერდიდან ჩვენი თავის დანახვის უნარი.
მთელი ჩვენი პოლიტ და სახელოვნებო ელიტა ამის დემონსტრაციაა.

Posted by
cartwheel
at
11:20 AM
3
comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი

ერთადერთი პრეტენზია მაქვს ქვინთან და მერკურისთან.
აღარ უნდა ემღერათ 1980 წლის შემდეგ.
გაითქვიფნენ, კონიუნქტურას აეკიდნენ და ლამის დისკოები დაამღერეს.
ჯობდა ისტორიას იმ შედევრებით შერჩენოდნენ რაც 1980 წლამდე შექმნეს.
არადა ის გაბანძებული "ქვინიც" თავისებურ ჟილკას ინარჩუნებდა და დღეს ახალი თაობა ქვინს სამწუხაროდ იმ ახალი სუროგატული, ფსევდო "ქვინით" იცნობს.
ძველი, ნაღდი Queen კი ნაფტალინშია შენახული და მხოლოდ კირკიტებს ახსენდებათ.
სერიალი "ჩვენი ოფისის" მუსიკალური ქუდიც რომ ქვინის სიმღერაა ბევრს აღარ ახსოვს.
არადა ეს ნაღდი ქვინის ადრეული, ძალიან მაგარი პლასტი იყო - სიმღერები 20-ანი წლების სტილში.
გავიხსენოთ:
თითოეულ სიმღერაში 3-4 მელოდიაა და მათ შორის გენიალური გადასვლები.
ეს მოსასმენი მუსიკაა და არა სანახავი.
მაგრამ მაინც - მადლობა youtube.com-ს
Posted by
cartwheel
at
11:52 AM
2
comments
ეს ქალი და კაცი მამაშვილია - ნატ კინგ და ნატალი კოლები.
სიმღერაში დაახლოებით ერთი ასაკისანი არიან.
ნატ კინგ კოლი როცა მოკვდა ნატალი პატარა ბავშვი იყო.
დაეწია ასაკით და 1992 წელს იმღერა დუეტი 1952 წელს ჩაწერილ დაუვიწყარ მამასთან.
Unforgettable-დაუვიწყარი ქვია ამ სიმღერას.
Posted by
cartwheel
at
3:45 PM
2
comments
Labels: მუსიკა

x-rays: were discovered by William Röntgen; he was awarded the first Nobel Prize in Physics for this achievement (1895)
დღეის სწორს, 1895 წლის 11 ნოემბერს გერმანელმა ვილიამ რენტგენმა რენტგენის სხივები აღმოაჩინა.
მოგვიანებით ის პირველი ფიზიკოსი გახდა, რომელიც ნობელის პრიზით დააჯილდოვეს სწორედ ამ აღმოჩენისთვის.
A relatively high-energy photon having a wavelength in the approximate range from 0.01 to 10 nanometers.
A stream of such photons, used for their penetrating power in radiography, radiology, radiotherapy, and scientific research. Often used in the plural. Also called roentgen ray.
ყოველგვარი პათეტიკის და მენტორობის გარეშე წაიკითხეთ ეს სიტყვები ჩემგან, როგორც ექიმისგან.
ამ ადამიანმა მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილსა და ინვალიდობას.
მადლობა მას ჩემგან, როგორც კაცობრიობის ერთერთი წარმომადგენლისგან, მითუმეტეს მადლობა მას ჩემგან, როგორც ექიმისგან.
მაგრამ ჩემი წერილის ქიშმიში სხვაა.
მე რენტგენის სხივები სხვა მხრივ მაოცებს, არა როგორც სხეულის შიგთავსის დანახვის საშუალება, არამედ, როგორც საშუალება, რომელიც ამტკიცებს რომ მეც შენც და ისიც სრულიად გამჭვირვალე-განვლადები, თითქმის ცარიელები ვართ.
რენტგენის სურათზე დასხივებული უბანი შავია, ჩვენი სხეულის მკვრივი ნაწილები (ძველბი) სხივებს არ ატარებს და სურათზე ის ადგილები თეთრი რჩება. ქსოვილებს (კუნთებს, ფილტვებს, ნაწლავებს) სხივი მიმართულების შეუცვლელად გადის.
ანუ რენტგენის სურათზე ის უბანი ჩვენი სხეულისა, რომელიც შავია იდეალურ სწორ ხაზზე გაიარა მაღალი ენერგიის ფოტონების ნაკადმა. არფერს დაჯახებია.



იქ მას ცარიელი მატერია დახვდა.
არცერთი პროტონი, ნეიტრონი, ელექტრონი არ დახვედრია მათ ამ გზაზე ჩვენი სხეულის შიგნით.
Posted by
cartwheel
at
2:46 PM
0
comments
Labels: ადამიანები, ექიმო, ვინიგრეტი