Monday, June 2, 2008

ეს მეხუთე კოლონაა

საქართველო განსაცდელშია.

ყველა დროებითი შტილის მერე ვიმებოვნებდი, რომ ამ ოპოზიციის დაძახილზე ხალხი აღარ მოვა მეთქი, მაგრამ უკვე მერვე თვეა ვცდები - ხალხი არ მოდის კი არა, არამედ მატულობს.

თბილისში 26 მაისს, 26 მაისის საპროტესტოდ (ცოტათი მაინც 26 მაისის საპროტესტოდ) მიტინგზე ბევრი ხალხი მივიდა. 200.000 კაცი მოვიდაო უხაროდათ ოპოზიციონერებს. რაოდენობა არ ვიცი მაგრამ ნამდვილად ბევრნი იყვნენ.

ამ ხალხს, მათ 80%-ს მაინც, საქართველოს სწრაფი უმტკივნეულო კაპიტულაცია და კორუფციის დაბრუნება აწყობს.

ეს მეხუთე კოლონაა -


ძალა რომელიც ყოველთვის სსრკ-ს მისტირის და გულში იმედი აქვს რომ ეს დამოუკიდებლობანა მალე დამთავრდება.


მათი მიზანი არის ცხოვრება უზრუნველ ჭაობში, საბჭოთა კავშირში, ძლიერ იმპერიაში სადაც ქართველებს უზრუნველი და თბილი ნიშა გვექნება - ვაშლი, ყურძენი, ბორჯომი, კორუფცია, ცოტა ტურიზმი და ფოლკლორიც სპეციად.

მეხუთე კოლონა ძლიერია და შემდგომი გაძლიერების გზაზეა.

მეხუთე კოლონამ თავი დროებით შეაფარა ამორფულ მრავალთავიან ზიზღის ბუდეს- “გაერთიანებულ” ოპოზიციას, მაგრამ როგორც კი პირველი მიზანი - საქართველოს დასუსტება და მეთაურის გარეშე დატოვება მიღწეული იქნება, ამ წვრილ-წვრილ ლიდერებს სათითაოდ მოიქნევს კუთხეში.

დადგება მათი დრო- კაპიტულანტების დრო, იმპერიის ყმების დრო, ტაშ-ფანდურის დრო, მასშტაბური პიარ აქტების დრო. - ლტოლვილთა 10-10 ოჯახის დაბრუნება, ბედნიერი რუსეთი, კვლავ რომ ეღირსათ ქართული ვაშლი და ბორჯომი და ღვინო, ქართული ფილმები რუსულ არხებზე, დოკუმენტური ფილმები კოტეზე და სოფიკოზე, როგორც იქნება ვეღირსებით ქართველების საქებარ რეპორტაჟებს რუსულ ახალ ამბებში, როგორ ვყვარებივართ, როგორ მოგვნატრებია ერთმანეთი, მოკლედ კვლავ რუსეთის განსაკუთრებული სიყვარულის კლანჭებში გავიტრუნებით. დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები მშვიდი კორუფციული ბიზნესებით იცხოვრებენ, პატარ-პატარა პოლიტიკური თანამდებობებიც ექნებათ, ძველი დამსახურებისათვის.

მთავრობას კი ახალი ორჯონიკიძე წაუძღვება. მშვიდობის და წესრიგისმყოფელი რუსეთი კვლავ იდგება ქართველებსა და აფხაზ-ოსებს შორის. ეს მათი წმინდათაწმინდა სტატუსი ჰგიებს უკუნისამდე (შევარდნაძე კაუსტიკურ სოდაში არ ჩაიხრჩობს თავს, ეკუთვნის კია).

და საქართველოსაგან დარჩება არა ქვეყანა,
არამედ წაკუზული ქართველები რუსეთის პროვინცია ვაშლის ნაჭამის ფორმის გრუზიაში.
ამ ხიფათს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცნობიერებს.

უფრო სწორედ ამ პერსპექტივას საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის ხიფათად, ნახევარზე ნაკლები კი მიზნად.

მადლობა ღმერთს, ცივილიზაციას, დემოკრატიას და მსოფლიო საზოგადოებრიობას იმისათვის რომ ამ პირობებში ქვეყანას საშუალება აქვს არჩევნებით და არა ომით გადაწყვიტოს თავისი შემდგომი განვითარების გზა.

1921 ან თუნდაც 1991 წელი რომ ყოფილიყო "მართალს" რუსული იარაღი გამოავლენდა.

2 comments:

Anonymous said...

დავიწყოთ იმით, რომ საქართველო ნამდვილად განსაცდელშია, ოღონდ არა იმიტომ,რომ რუსეთისკენ ვინმე მიილტვის! ეს ისტერიკიანების ბრალდებაა, ურცხვი ცილისწამება!!! საქართველო განსაცდელშია იმიტომ, რომ ვირტუალურ თავისუფლებაში, დამოუკიდებლობაში, ე.წ. დემოკრატიაში ამყოფებენ ერს, რათა მავანთ თბილი და მაღალი სავარძლები სიკვდილამდე შერჩეთ. 3-მილიონიანი ერიდან მილიონახევარი საქართველოდან არის წასული, დანარჩენის 80%-ს ჭაობში ამყოფებენ "დემოკრატი" ხელისუფალნი, თანაც ურცხვად აიძულებენ ჩვენთან ერთად გიხაროდეთ ცხოვრებაო?! რატომ უნდა უხაროდეთ ან რა უნდა უხაროდეთ?! თქვენგან განსხვავებით ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი დიდი იმპერიის უკანალში გექნება თავი შეყოფილი - რუსეთისა თუ აშშ-ისა!!! ავღანეთსა და ერაყში დაღვრილი ქართული სისხლი სამშობლოსათვის ბრძოლაა, თუ აშშ-ის უკანალში თავის ღრმად შერგვა?.. ორჯონიკიძეები დღეს რო არიან, ისეთი თავად ორჯონიკიძე არ ყოფილა!!! ასევე, სიტყვა კორუფციის სემანტიკა ვინც არ იცის, იოლად ავუხსნით შედეგის მეშვეობით: ერის 90% - უკიდურესი გაუსაძლისობა და 10% - ზღვარსგასული გაზულუქება!!! ასეა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ამ კუდქიცინა საქართველოშიც! ასე რომ, თქვენებური დემოკრატიული საქართველოს მომავალი ასეთია: 80% გაწყვეტილხართ, 10%-მა ვიბაირამოთ!!! აი, საქართველოს მომავლის მოდელი...:)))

Anonymous said...

ჰო, მართლა! აშშ ნაჭამი ვაშლის ფორმის გრუზიასაც აღარ დატოვებს, თუ რა თქმა უნდა ,გონიერი ქართველები არ გამოჩნდნენ, ეს ყველამ დაიმახსოვროს, თანაც, ძალიან კარგად!!!!!