ამასწინათ გიორგი ჯანელიძემ "ღამის შოუდან", როცა "შუა ქალაქის" ოთარ ტატიშვილს უთხრა, შენ ისე პოპულარული ხარ, ინტერვიუებში უკვე 3000 კითხვისთვის გაგიცია პასუხი და რომ არ გავიმეორო, 3001-ე შეკითხვა უნდა დაგისვაო, ჰკითხა - რომელი ბატარია გირჩევნია, ნიკელ-კადმიუმის თუ ლითიუმ იონისო.
შეკითხვამ გაამართლა, უადგილობისა და არააქტუალურობის გამო ომახიანი ჯგუფური სიცილი დაიმსახურა.
თუმცა, მართლაც ასე არააქტუალურია ეს საკითხი თუ არა, ალბათ კითხვის დამსმელი გიორგი ჯანელიძის გარდა არავინ იცოდა.
არადა არც ისე უმნიშვნელო საკითხია.
ნიკელ-კადმიუმის ბატარიები უკვე ვისწავლეთ, ვიცით რომ ბოლომდა უნდა დავხარჯოთ, ბოლომდე დავტენოთ და ვიხმაროთ ასე მომავალ განმუხტვამდე. ეს რეჟიმი ამ ბატარიების კარგად და ხანგრძლივად ფუნქციონირებისათვის მაქსიმალურად კარგია.
ნიკელ-კადმიუმის ბატარიები აქვს უმეტეს მობილურ ტელეფონსა თუ ფოტოაპარატს.
ლითიუმ იონის ბატარიები კი ფართო მოხმარებაში შედარებით ახალია და მისი მოხმარების წესები თითქმის არავინ იცის.
ლითიუმ იონის (LI-ION) ბატარიები აქვთ ნოუთბუქებს და დიდ ეკრანიან მობილურებს, მათ შორის ახალი იაფი ორსიმიანტელევიზორიანიჩინური აპარატების უმეტესობას.
ამ ბატარიების უპირატესობა ისაა რომ უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს და უფრო მძლავრია თავის ანალოგთან შედარებით, მაგრამ მოხმარების წესების გაუთვალისწინებლად ადვილად ფუჭდება.
ამ ბატარიებს თურმე დატენვა ჭირდებათ ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში და შეგიძლია დასატენად ჩართული უსასრულოდ ხანგრძლივად დატოვო (იევე როგორც ნოუთბუქი), და რაც მთავარია, არასდროს არ უნდა დატოვო დიდი ხნით განმუხტული.
განმუხტული შენახვა ნიშნავს რომ ის განმუხტული სეგმენტი საბოლოოდ ფუჭდება და ბატარიის სამომავლო სიმძლავრე მცირდება დარჩენილ მუხტამდე.
დასანანია რომ ამ წესის დაუცველობით ბევრ ჩვენიანს მოუწია თავისი იქნებ მანამდე მოხერხებული ტექნიკის გადაგდება.
მეც ამ უმეცრობის მსხვერპლი ვარ.
ჩემი HP-ipaq-ის ბატარია ამით (განმუხტული შენახვით) მოვკალი.
ბეტარიას ვერავინ მიცვლის, და ამით აიპაკიც მკვდარი მყავს.
ისწავლეთ სხვის შეცდომებზე.
Monday, March 16, 2009
ლითიუმ იონი თუ ნიკელ კადმიუმი
Posted by cartwheel at 2:17 PM
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
I am curious to find out what blog platform you have been working with?
I'm having some minor security problems with my latest website and I would like to find something more safe. Do you have any recommendations?
My web page ... pizza games papa's pizzeria
fenty puma
nike air max 2018
golden goose sale
michael kors outlet
kevin durant shoes
coach outlet stores
hermes birkin bag
balenciaga sneakers
balenciaga shoes
nike vapormax
Post a Comment