Wednesday, June 17, 2009

ალაზნის ველი ვერტმფრენიდან

ძალიან ლამაზია.



მეექვსე წელია საქართველოს ხშირად ვათვალიერებ ვერტმფრენიდან.
თავიდან, 2004 წლიდან საქართველო მხოლოდ სიბრალულს იწვევდა: ლამაზი ბუნება+დაუმუშავებული ყანები+ნასოფლარები+ნააგარაკელები+ნავენახები.


შემდეგ წლებში დაუმუშავებელ ყანებს (ანუ ყანებს, რომელიც კომუნისტების დროს დახნული იყო და ვერტმფრენიდან იცნობა)ალაგალაგ, თანდათან შეერია დამუშავებული მიწები.
2007 წელს ყველგან ბევრი იყო უკვე დამუშავებული - კომუნისტების დროინდელის თითქმის 30 %!
დასავლეთი სქართველო განსაკუთრებით კარგადაა ათვისებული, სათბურებით მორთული, სამეგრელოში კი თხილის პლანტაციებით.
წელს კახეთში ფრენა პირველად მომიწია. ეს ვიდეო იმიტომ გადავიღე, რომ გამეხარდა. მუშაობს ხალხი. წელს პირველად კახეთის მიწის (სავარგულები ქვია მე მგონი ერთად) დაახლოებით 50%-ია დამუშავებული!

2 comments:

Keti said...

ძალიან კარგი! სოფლის მეურნეობის განვითარება, ვფიქრობ, ერთ–ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

სასტუმრო said...

მე, პირიქით მეგონა. რავი თითქმის ყველა ვინც სოფელში ცხოვრობდა თბილისში ჩამოვიდა თურქული ბაღჩეულის გასაყიდათ. არადა ვფიქრობ ფერმერობა ცუდი ბიზნესი არ უნდა იყოს, მაგრამ ზოგს 100 მეტრის იქეთ ნაყიდის 100% –იანი მოგებით გაყიდვის ნიჭი უფრო აქვს ვიდრე სოფელში მუშაობის