Thursday, June 25, 2009

რაც იგულისხმება


როგორც “რა, სად, როდისშია”
ტელემაყურებლის შეკითხვის პასუხის მოსაძებნად საზრიანთა გუნდი ერთი წუთის განმავლობაში ათას ვერსიას ისვრის. ხშირად მოსაფიქრებელი ერთი წუთი ისე გადის, რომ “ბრძენებს” გამარჯვებული ვერსია არ აქვთ.
ჰაერში კიდია ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ვარაუდი.
სწორი პასუხი კი ერთია და ის გუნდის კაპიტანმა უნდა იპოვოს.
ხანდახან მოთამაშეთა დაბნეულობით შეწუხებული წამყვანი, რომელმაც პასუხი წინასწარ იცის, გუნდს გამოუცხადებს – მაგიდასთან სწორმა პასუხმა გაიჟღერაო.

ეს ფრაზა კაპიტანს იმედს აძლევს, რომ მიაკვლევს სწორი პასუხის ავტორს, და პასუხის უფლებას მას გადასცემს.

2009 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული საქართველოს ცენტრი თვითმარქვია ზნატოკებს აქვთ ოკუპირებული.
ნამდვილი ზნატოკებისაგან განსხვავებით მათ საკუთარი რეცეპტების აბსოლუტურ ჭეშმარიტებასა და უალტერნატივობაში ეჭვი არ ეპარებათ.


მერე რა, რომ ერთი და იგვე ტრიბუნიდან ხალხს ზოგი ალთას
მიექაჩება, ზოგი ბალთას.
თავისი პორცია ტაში ყველას ხვდება.

არის რაღაცა, მთვარი, რაც იგულისხმება.
რაც ამ ადამიანებს კრავს.

მოდი ერთად მოვძებნოთ ის მთავარი.

პრეზიდენტის გადადგომა არ ითვლება.
არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზანი.

შენ იმ გუნდის კაპიტანი ხარ, ვინც ათას ფრაზაში ერთადერთი სწორი
პასუხი უნდა იპოვნო.


მე წამყვანი ვარ და გკარნახობ – სწორი პასუხი უკვე ითქვა!
ითქვა ტრიბუნიდან, ინტერვიუებიდან.
(გნებავთ, გაიჟღერა უკვე).
შენ უნდა მოძებნო ის სწორი პასუხი და თქვა.
მე ჩემი ვერსია მაქვს.

შენც გამოიცანი.
დაასახელე “ბრძენების”
ნათქვამი მთავარი ფრაზა.







ჩემი ვარიანტისათვის არ გაწვალებთ, გეტყვით.
კობა დავითაშვილმა
თქვა “ჩვენი აქციები არ აძლევს საშუალებას საქართველოს მთავრობას ახალ ომში ჩაერთოს რუსეთთან”.

5 comments:

Anonymous said...

რუსეთს კი სულაც არ უშლის ხელს ომის წამოწყენაში, არა? [:-))

Anonymous said...

ყველა ვხვდებით, ვის წისქვილზე ასხამენ ესენი წყალს, 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე. თუ ყველამ არა?

cartwheel said...

რუსეთს კი სულაც არ უშლის ხელს ომის წამოწყენაში, არა? [:-))

ხო, იმათ ხელს უწყობს ომის წამიოწყებაში, ჩვენ ხელს გვიშლის წინააღმდეგობის გაწევაში (პირდაპირი და გადატანითი მნიშვბნელობით).

komisia said...

კობა შეიძლება მართლა მაგიტომ დგას იქ, მაგრამ ყველა დანარჩენი არამგონია მაგ იდეის ქვეშ ბრძოლობდეს :D
-----------
კითხვას რაც შეეხება, ვიტყვი, რომ სწორი პასუხი არ გაჟღერებულა :unsure:

cartwheel said...

komisia
da Seni varianti?