Friday, November 20, 2009

იტალიური ფილმები


არ გეჩვენებათ ეს იტალიური ფილემბის მთელი პლასტი, რომელიც იტალიელთა ხმაურიან ეზოებს, მაფიოზობანასა და მაძაძგანობას ეხება , არის ზურგში მახვილი იტალიისათვის, ან უფრო ზუსტად რომ გადმოვცე საშვილიშვილო დამღა მთელი ერისათვის.

არადა რა ერისათვის?
ცივილიზაცია მათ მოიგონეს, წყალგაყვანილობა, კალენდარი, მანუფაქტურები, სენატი და აბანო, ბოლოსდაბოლოს ფერარისა და ლამბორჯინის კოპირებას მთელი მსოფლიო ცდილობს და არ გამოსდის.

იმიტომ რომ წესიერი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული ხალხია ბუნებით (პიროვნებებზე არ მაქვს ლაპარაკი, მასაზე ვამბობ).
ხოდა ეს სასახელო იტალიური ფილმები ამ ერს, რომელსაც თვითკრიტიკა ზედმეტი აქვს, ხო, ეს ფილმები აქცევს დოღრიალა ემოციურ იტალიანო პეროებად.
უსამართლოა ეს. თვითონ ჩაიგდეს თავისი თავი ამ დღეში თავისი დიდი სახელოვანი კინემატოგრაფით.
დათო ტურაშვილის წერილი გამახსენდა "ცხწელ შოკოლადში", ჯაჭვლიანი შემხვდა და "მახარაო", ჩემი ფილმი "სვანი" ბრიუსელში მიიწვიესო.
ხოდა დათომ თქვა - ეს ფილმი ბრიუსელში რომ ნახონ, ევროკავშირში კი არა, მაკდონალშიც აღარ შეგვიშვებენო.მართალია დათო.

იმდენი გვიძახეს, ჩვენ ქართველები სცენაზე ვცხოვრობთ, ბუნებით არტისტები ვართო, რომ ამის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამოგვიმუშავეს და ახლა სრულიად დავკარგეთ გვერდიდან ჩვენი თავის დანახვის უნარი.
მთელი ჩვენი პოლიტ და სახელოვნებო ელიტა ამის დემონსტრაციაა.


3 comments:

nastasia said...

arada,italiuri ezoebi martla xmauriania,shuqnishantanac cudi urtiertoba aqvt da quchashi chxubtanac ar arian gaucxoebulebi da amrto kinos brali ar unda iyos mgoni ...

Anonymous said...

Thankfulness to my father who shared with me concerning this webpage, this blog is actually remarkable.
Here is my web site - transfer news football 2012 2013

Anonymous said...

Hey there! Do you use Twitter? I'd like to follow you if that would be okay. I'm absolutely enjoying your blog and look forward to new
updates.
my site :: liverpool transfer news 2011