ქართული საზოგადოება კოვბოის თავხედობით აღშფოთებული
მოსათვინიერებელი ულაყივით ხტუნავს.
პირველად არ წვრთნიან.
ძველი,ისტორიული გაწვრთნილობა, როცა საზოგადოება საკუთარმა დამოუკიდებელმა საქართველოს სახელმწიფომ გაწვრთნა, აღარ ახსოვს.
ახსოვს მხოლოდ დამპყრობი იმპერიების მცდელობები გაეწვრთნა, ასევე ახსოვს საკუთარი შეფარული თუ გამჟღავნდბული ძალისხმევა არ გაწვრთნილიყო. ეს სიჯიუტე მას უკვე 7 საუკუნეა პატრიოტობად და თვითმყოფადობად ეთვლება და შესაბამისად, ამაყობს კიდევაც ამ უნარით - არ გაიწვრთნას.
მაგრამ თუკი ადრე, მთელი ამ 7 საUკუნის განმავლობაში გაუწვრთნელობა ხდებოდა მტრის ჯინაზე და საკუთარი დაუწერელი წესების შესაბამისად, 1991-2003 წლებში დაუმორჩილებლობამ ძველი ადრესატი დაკარგა დასაკუთარი სახელმწიფოს საწინააღმდეგო ძალად გარდაიქმნა.
ლოზუნგები:
ვინ კითხავს გარბაჩობს, გაის, კაგებეს, ცენზორს მოსფილმიდან, სსრკ მწერალთაკა კავშირიდან, სსრკ მესაზღვრეს, სსრკს მებაჟეს გარდაიქმნა ვინ კითხავს შევარდნაძეს, პოლიციას, მებაჟეს და მათ კრებით ვინ კითხავს სახელმწიფოს ლოზუნგში.
მრავალგზის წაგებულ და უამრავი ცოდვით დამძიმებულ სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა არც ნება და არც უნარი ამას შეწინააღმდეგებოდა.
ის წლები ქართულმა საზოგადოებამ ფაქტიურად სახელმწიფო ვერტიკალის თამაშობანაში გაატარა. ხალხის სოციალური განვითარების დონე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სახელმწიფო არ აორთქლებულიყო: ჯარისკაცი, მასწავლებელი, ნაწილობრივ ექიმი და პოლიციელი თავისი პასუხისმგებლობის მიხედვით ასრულებდნენ თავის საქმეს და არა ანაზღაურებით.
2003 წლამდე ქართული საზოგადოებრივი აზრი პროგრესული იყო, ქართული სახელმწიფო მაშინ საერთაშორისო საზოგადოებრიობის წესებმა და საქართველოს მოსახლეობამ სწორედ საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობილმა მოსახლეობამ შეინარჩუნა.
მაგრამ, მას შემდეგ რაც ქართულმა სახელმწიფომ სახელმწიფოს ნიშანთვისებები შეიძინა და მოქალაქეს მოეთხოვა საზოგადოსათვის დაეთმო ის, რასაც თავისი კეთილი ნებით თუ უწილადებდა საქართველოს, საზოგადოებრივი აზრი ისევ ძველ ორიენტირებში დადჩა და რეგრესული გახდა.
ქართული საზოგადოება აღშფოთებული
მოსათვინიერებელი ულაყივით ხტუნავს
ეს ხტუნვა მან მას შემდეგ დაიწყო რაც აღმოაჩინა, რომ ეს ბიჭი, რომელსაც მან პრეზიდენტი დაარქვა არ ხუმრობს.
არამარტო ამბობს იმას, რასაც მისგან ელიან (ქართველები უძველესი ევროპელები, უძველესი ცივილიზაციის შემქმნელები, რეგიონისათვის ევროპული ფასეულობების, დემოკრატიული ღირებულებების მისაბაძი დამნერგავები, ლიდერები ვართ), არამედ მოითხოვს კიდევაც ამ საზოგადოებისაგან იყოს ასეთი.
არადა ვინ მისცა უფლება მოითხოვოს, პრეზიდენტი ხომ არ არის. პრეზიდენტი იქნებოდა საქართველო სახელმწიფო რომ იყოს, მაგრამ არ არის და შესაბამისად არც პრეზიდენტია პრეზიდენტი.
გვაცალონ რა, ჩვენი წილი ბოღმა, დარდი, შეურაცხყოფა, ხელფასი და პენსია გვაქვს მოსანელებელი, კურიერი და ქრონიკა საყურელი, შთამომავალთათვის გარაჟი ასაშენებელი, ვართ ხო უკვე ბაქო - ჯეიხანის მადლით პრიორიტეტული პარტნიორი ევროპისა და ამერიკისათვის, ამან კიდე შადრევნებიო,ფასადებიო, განაბაჟეო, სალარო ჩეკიო დაფრინავს ცაში, ფეხზე კიდია გარე მოვაჭრეები, პოლიციელები, კონტრაბანდისტები, მსახიობები, მწერლები, კომპოზიტორები, მეღვინეები, მეციტრუსეები, მემწვანილეები, გლეხები და მუშები, სხვა ქვეყნის ხალხს ასაქმებს ჩვენები მშივრები დაუდის, დაფრინავს მოკლედ, დაფრინავს და ყველას საჭმელს უჭამს, ჯარისკაცებს, თავშესაფრის მოხუცებს, ბავშვთა სახლის ბავშვებს.
უხარია? რა უხარია, რა გვაქვს სასიხარულო. იქნებ მაგის ბაქიბუქმა და ჭყლოპინმა დახმარება დაგვაკარგინოს. ვინაა საერთოდ, რისი წამს, საქართველოსი და ქართველების? არ ჯობია რეალობა იწამოს და ღმერთს ამოეფაროს?
ჩვენ დაგვანებოს თავი.
ატყდა და რა ატყდა.
ჩვენი მენტალურ-ტრადიციულ-შეჩვეულ-შექებული სტატუსი შეურაცხყვეს:
უხეში ფორმით დაგვანახეს, რომ TURME ჩემ და ჩემისთანას საჭიროებებზე უფრო მაღლა დგას ქალაქის გარემოვაჭრეებით ჩაჭუჭკნული გზაჯვარედინების სისუფთავე,
პოლიციის არაკორუმპირებულობა, ეზოებში საბავშვო მოედნები, არაკორუფციული საბაჟო, ინსტიტუტ- უნივერსიტეტი. დაგვანახეს, რომ პირადად ჩემს მაცივარში სარდელსა და პამიდორზე უფრო მნიშვნელოვანია შადრევანმა იშხაპუნოს მოედანზე და ფასადი იყოს შეღებილი.
და თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი, არავინ გვებოდიშება იმისთვის რომ მე ლტოლვილი ვარ, უმუშევარი ვარ, საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად კონტრაბანდისტი ვარ, ყოფილი კორუფციული ჯაჭვის ერთერთი რგოლი, 17 წლის წინ საამაყო თეატრისა და კინოს არტისტი. არავინ აღარ გვეუბნება მე ვარ შენი უბედურების მიზეზი და ვნანობ, სამაგიეროდ მეცოდები და ივაჭრე მეტროს კიბეზე, მოაშენე, დააშენე, შეღობე, დაარღვიე, დამიმალე, ჩამიჯექი, მომიტეხე, გააპარე, გააპრავე, დამიგვიანე.
დაიწყო მოსახლეობის უმოწყალო გათანაბრება კანონის წინაშე. არც სახელოვანმა სპორტსმენობამ გაჭრა, არც მომღერლობამ და არც ეთნოკონფლიქტის პოტენციის მქონე კონტრაბანდისტთა სოფელობამ.
ეს ნამდვილი შოკი იყო. როგორ, ქვეყნის ბიუჟეტი გაოთხმაგებულა და რატომ არ გაოთხმაგდა ჩემი ხელფასი? პენსია? რატომ არ მკურნალობენ უფასოდ? ბიუჯეტის ზრდა ჩემი ბინის პარმაღს აქეთ მჭირდება და არა იქით, გარეთ.
და დაიწყო ბრძოლა თავისუფლების დასაბრუნებლად, კუთვნილი ფულის მოსაპოვებლად. ფულის, რომელსაც მთავრობა ხუშტურებს აფლანგავს.
ამ ბრძოლას დროშები და ლოზუნგები ჭირდებოდა და ისინიც გამოჩნდნენ:
-სასახელო ქართველებს იჭერენ,
-ქართველობას გვართმევენ,
-ტყეებს გვიყიდიან,
-ეკლესიებს გვინგრევენ,
-განათლებას გვართმევენ,
-ბიQებს გვიხოცავენ,
-ბავშვებს პრეზერვატივებს ურიგებენ,
-ერის ინტელექტუალურ ბირთვს, ერის სიამაყეს და ელიტას პატივს არ ცემენ.
-პენსიონერებს პენსიას ართმევენ,
-ომისთვის ემზადებიან,
-არადემოკრატიულები არიან,
-ღლაპებს თავზე გვასვამენ,
-სასამართლო ჯიბეში ჩაისვეს
-თავიანთ ძალოვნებს მფარველობენ,
-ტელევიზიები დაიქვემდებარეს.
ზოგი ლოზუნგი არც გახმაურდა, მაგრამ ითქვა და გულში შნახული იქნა საჭირო მომენტისთვის. მაგალითად:
-კაცს საქმეს ვერ გაარჩევინებ, ბეზპრედელია,
-ახლა სააკაშვილია ქურდი და მის გარეშე საქმე ვერ გაგვიკეთებია.
-ხულიგნობას არ გვპატიობენ,
-კაცს სტატუსი და ბიოგრაფია ვეღარ გამოგიყენებია, გამოგიჭერენ? - გადიჭერენ.
-ამერიკა და რუსეთი რამ გაყო, ორივე დამპყრობელია,
-ყოფილიყო სსრკ, ხედავ რა პენსიები აქვთ რუსებს?
-რუსული ბაზარის გარეშე დავიღუპებით, პუტინმა კი გვანიშნა - ჯერ მოიცილეთ სააკაშვილი და მერე შემოგიშვებთო
-რუსეთმა უნდა დაგვიბრუნოს წართმეული მიწები და არ დაგვიბრუნებს სანამ სააკაშვილზე ნაწყენები არიან.
ამ ტყუილ მართალზე დაირაზმნენ, დარაზმეს 100 000 ადამიანი და დაიწყეს ლიდერის ძებნა.
ლიდერი რის ლიდერია, თუკი ლიდერის სტატუსი თვითონ არ დაიმსახურა. ქართულ ძველ საზოგადოებრივ აზრს ლიდერი არ ჰყავდა, ეძებდა და ვერ პოულობდა.
არადა წყალივით, ჰაეროვით ჭირდებოდა და გადაწყვიტა შეექმნა ლიდერი, აერჩია და მიენიჭებინა ლიდერის სტატუსი.
მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური, საფეხურებიანი კასტინგი მიმდინარეობს.
ცდისა და შეცდომის მეთოდით ძსა(ძველი საზოგადოებრივი აზრი) ლიდერის კვერთხს უძღვნის ხან ერთ, ხან მეორე შემთხვევით ადამიანს:
ირაკლი ოქრუაშვილი
ლევან გაჩეჩილაძე
ბადრი პატარკაციშვილი
გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი)
ირაკლი ალასანია
სოზარ სუბარი
შემთხვევით იმიტომ, რომ სანამ კვერთხს ჩაიბარებდნენ ერთი თვით ადრე მათი პოლიტიკური ნება პირად ნაცნობთა გარდა არავინ იცოდა. მეორე საკითხია ჰქონდათ კი საერთოდ პირადი პოლიტიკური ნება, თუ ძსას წახალისებით მოიჭყლიტეს ტვინი და დაბადეს.
ამ ადამიანებს ძსამ მასშტაბური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩაუტარა , რაღაც ფარული კამერისა და სიზმარში ნანახი კაზინოს ნაზავი. ერთ მშვენიერ დღეს განუცხადა, რომ (რა თქმა უნდა ეს დღე სხვადასხვა კალენდარული დღე იყო), დიდი ხანია გაკვირდები, გსწავლობ და დღეს გადავწყვიტე ერის სახელით კვერთხი გადმოგცე, ლიდერად გაღიარო და საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში ჩაგაბრძანოო.
ცდუნება დიდი იყო, მხარდამჭერები თუ შემკვეთები კი ძლიერნი: ყველა პოლიტიკური პარტია მინუს ხელისუფლების ერთი პარტია, მთელი პოლიტ, სახლოვნებო, ცნობილ სახეებიანი ელიტა მინუს 20 მდე უცნაური ადამიანი ამავე წრიდან. და ...
რა ქნეს ძსა რჩეულებმა?
დათანხმდნენ.
ჩვეულებრივი ადამიანები, თითქმის ისეთივენი, როგორებიც მე და შენ ვართ, დათანხმდნენ საქართველოს საჭეთმპყრობელობას, ჩემს , შენსა და ჩვენი ოჯახების მართვას.
თანაც როდის. იმ დროს როცა საქართველო ხელფეხით გაკავებული ჰყავდა რუსეთს და საქართველოს მოსახლეობის 99% ხელისუფლებისაგან გამარჯვებას და გათავისუფლებას მოითხოვდა, რუსეთს კი წინა ხელისუფალმა წართმეულ მიწებზე მშვიდობისმყოფსლის ანუ დომინანტი ძალის სტატუსი დაუკანონა.
მაგრამ რჩეულების მეტოქე რუსეთი სულაც არ იყო, მათ წარმატებისათვის გაცილებით სუსტი მტერი იპოვეს - სააკაშვილი.
და მართლაც, რუსეთი რა მათი თავშისახლელია, აგერ არ არის პრეზიდენტი, რმელმაც მილიონი ადამიანი თავისი რეფორმებით უშუალოდ შეავიწროვა,
ან ოჯახის წევრი შეუწუხა?
აგერ არ არის პრეზიდენტი რომდლიც თავისი უთქმელი ლოზუნგით - წარსდექ მშიერი, არა შიშველი, ლამისაა მთელი ბიუჯეტი სტუმრის თვალისსაამო ბეზძელუშკებში მიახარჯა და ის ფული ხალხის პირად მაცივრებს მოაკლო?
ეს ალბათ რაღაც კაზინოს წააგავდა - კუში უზარმაზარი, ხელში 3 ჯოკერი, მაგიდაზეც (საქართველოშიც) და მაგიდის გარეთაც (რუსეთში) გულშემატკივართა და ხელისშემწყობთა არმია.
ცდუნდნენ, ადვილად გადააბიჯეს იმ წინაღობას, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ღალატის, ჩვეულებრივი ადამიანებს შორის ღალატის სახელითაა სნობილი. სტაერივით გადაირბინეს მეორე ფრონტზე და ძსას კვერთხი ჩაიბარეს.
და ასე მოხდა 7 ჯერ.
და რა, მარცხი, მარცხების კრიალოსანი.
გვეშველება რამე? როდის გვეშველება? ვკითხულობთ ჩვენ ძსას ერთგული 100 000 და დანარჩენი 3.400. 000 ქართველი.
გვეშველება.
როცა ქართული საზოგადოება თავისთავში ჩააცხრობს ძსას, ძველ საზოგადოებრივ აზრს.
გვეშველწბა მაშინ, როცა საქართველოში ასა - ახალი საზოგადოებრივი აზრი დაიბადება.
ძსა კი ისტორიას ჩაბარდება ისევე როგორც მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება, მხედრიონი, თბილისელი,მრგვალი მაგიდა, კომუნისტური პარტია და სხვა ბრაზიანი მაგრამ არაპრინციპული გაერთიანებები.
მაგრამ მანამდე დიდი დროა. ძსა ჯერ ენერგიული და ამბიციურია, კვერთხის ღირსეულ ახალ კანდიდატს ეძებს, თუმცა არჩევანი უიმედოდ უვიწროვდება. და რადგანაც გაუბახებელი ავტორიტეტები მხოლოდ სააკაშვილის გუნდში დარჩნენ, ალბათ ოცნებობს იმ დროზე, თუკი ოდესმე შეეძლება მოსათვინიერებელ ულაყზე ამხედრებული სააკაშვილის გადმომგდები კვერთხი ისევ სააკაშვილის გუნდელ ავტორიტეტულ და "უცებ თვალებახელილ, სიბინძურეში მონაწილეობით შეწუხებულ" წევრს გადასცეს; ბაქრაძეს, ბოკერიას, უგულავას ან მერაბიშვილს.
რომელი მათგანი გატყდება როცა თავზენაცარდაყრილ და ვედრებით მუხლმოყრილ ძსას დაინახავს - შენ გელოდით, შენ გვიხსენიო. თუმცა ეს იქნება ზეგ.
ხვალ კი ძსას ახალ MINIკვერთხიანების გამოცდის, ახალი კვერთხები მან ბურჯანაძესა და ნოღაიდელს მხოლოდ მას შემდეგ გამოუთალა, რაც ისინი პუტინისაგან დაფასებულები და მოფერებულები იხილა.
ოქრუაშვილი
გრეჩიხა
პატარკაციშვილი
ალასანია
უცნობი გრეჩიხა
ბურჯანაძე
ნოღაიდელი
სუბარი
..
ვჰუზ ნექსთ?
კიდევ რამდენი კუნტრუშ-შლიგინი დასჭირდდბა ულაყს დასამშვიდებლად, ჩორთზე გადასასვლელად და შედეგად სასარგებლო ძალად გადასაქცევად?
ან იქნებ სულაც საკმარისი იყოს 8 კვერთხისა და მათ უკან პუტინის ლანდის ალიანსი სააკაშვილის გადმოსაგდებად?
და თუ მტრისას და ასე მოხდა პუტინი ყველა მათგანს გააძლიერებს სხვათა ჩასაძირად, შევარდნაძის სკოლა იქა აქვს გავლილი სადაც შევარდნაძეს - კგბ-ში.
რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ ჩვენ 3.400.000მა არააჟიტირებულმა პატიოსანმა მოქალაქემ ამ აიწონა დაიწონას, გავიდა ცხოვრება და თანაც კეთილი ბოლო არ გვაქვს გარანტირებული.
როგორ უნდა ვშვათ ასა - ახალი საზოგადოებრივი აზრი და ახალი საზოგადოება. როგორ უნდა მივცეთ ჩვენი , წესიერი მოქალაქეების პოზიციას ე. წ. სავაჭრო სახე, როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი მცირე აქტივობები წესიერი სახელმწიფოს ასაშენებლად იმ რაოდენობად, რომელიც ხარისხში გარდაიქმნება, და ძსა დაინახავს, რომ ეს ქვეყანა მისი არ არის, ასასია, წესიერი კანონდამჯერე, მომთმენი, შრომისმოყვარე, ტოლერანტი, კაცთმოყვარე, საქმეში შეცდომის შემნდობი და უსაქმურთა თავხედობის არმომთმენი ხალხისაა?
როდის გახდება ასა იმდენად ძლიერი რომ დღევანდელი ძსას აქტივისტებმა ასას ლიდერობა და იდეური წინანძღოლობა დაიჩემონ?
დაველოდოთ.
თუ
დაველოდოთ?
Thursday, June 24, 2010
ასა თუ ძსა
Posted by cartwheel at 9:22 AM
Labels: forum.ge, საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment