მას შემდეგ, რაც ერთმა თავხედმა მთვრალმა ვადმყოფის ვითომ გულშემატკივარმა საავადმყოფოში ექთნები დამიწიოკა, მიგინა და სკამზე გაიშხლართა,
და მას შემდეგ რაც მე თავზე დავადექი და ჩემი ჭკუით რაზბორკა შევუშვი - ბიჭო, გაითვალისწინე აქ ჩემთან ხარ მოსული და რასაც იტყვი იმაზე მე მოგკითხავ მეთქი, ქვემოდან ამომხედა და მითხრა - ძიაკაცო, შენს ჭაღარას ვცემ პატივსო,
და მას შემდეგ რაც ეს მომენტი რამდენჯერმე გამახსენდა, მივხვდი რომ ბიჭი აღარ ვარ და დროა შუალედური შეჯამება-შეფასება-გადაფასება გავუკეთო ჩემს განვლილ ცხოვრებას.
მივხვდი, მაგრამ ვერ მოვახერხე.
ეს პოსტი მომეხმარება ჩემი განვლილი ცხოვრების შეფასებაში:
ეს ადამიანები იმავე 1967 წელს დაიბადნენ რომელშიც მე.
ეს ორი ადამიანი კი 1967 წელს არ დაბადებულან, მაგრამ შეგვეძლო ერთ კლასში გვესწავლა. წელიწადში რამდენიმე თვე ჩემი თანატოლები არიან. დანარჩენ თვეებში ბიორკი ჩემზე უფროსია, ტომი კი უმცროსი.
მაშ ასე, სამი ყველა დროის უდიდესი ვარსკვლავი - ბიორკი, ტომ იორკი და კობეინი, რომლებიც დათო ტურაშვილს რომ დავესესხო, 1000 წელიწადში ერთხელ იბადებიან, იმავე წელს არიან დაბადებული, რომელშიც მე.
ე.ი. ვარსკვლავთცვენაში მოვხვდარვარ.
თქვენც შეგიძლიათ მოიძიოთ თანატოლები answers.com-ზე. მაგრამ ნუ შემედრებით, მე (ჩვენ) გჯობივართ.
პ.ს. ვინ ვერ იცანით? მკითხეთ. გეტყვით.
Friday, June 25, 2010
1967
Posted by cartwheel at 6:43 PM
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
ვახ, რა საინტერესო თანატოლების სია გაქვს
უჰ, კარგი ხალხი – '67-იანები :)
იმ ავადმყოფის გულშემატკივარს კი ნამეტანი მოსვლია...
კაცო, სულ ვფიქრობ მაგაზე, დეიდაჩემიც საავადმყოფოში მუშაობს (მიმღებში) და იმისგანაც მესმის მსგავსი ისტორიები და სულ ვფიქრობ, დაცვა რატომ არის ასე შეზღუდული/ გადაუშხუილონ ერთი-ორჯერ დუბინკა არ შეიძლება? სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის რატომ არ მოეთხოვებათ პასუხი?
ისე ექიმებიც მაგარი უყურადღებოები არიან ხოლმე, ზოგჯერ გააგიჟებენ კაცს...
Post a Comment