Sunday, February 20, 2011

1993 წლის შეთავაზებები

ის რაც მითხრეს


-ერთხელ სამსახურთან ახლოს ავარია მომხდარა, მანქანაში უგინო კაცი ხროტინობდა. კაცმა, ექიმმა, რომლისგანაც ამას არც ველოდი და ვერც წარმოვიდგენდი, მითხრა, ჩამო მაგარი ვეშჩები ყოფილა იმ მანქანაში, დავითრიოთო.



-მეორემ მითხრა წამო, ახლა აჭარაში შევდივართ და აგერ მაქვს სია რომელ სოფელში ვის რა მანქანა ჰყავსო, თან ჯიბიდან დაკეცილი თაბახი ამოაძვრინა

-მესამემ მოდი ჩვენი საძმო შევკრიბოთო, ისე უნდა ვიყოთ, რომ გარეთ არაფერი გვჭირდებოდეს, შენ მაგალითად ჩვენი ექიმი იქნებიო.


- შეთავაზებები თელასის, თბილგაზის, აიეტის ინკასატორებისგან, რომ გამეჩერებინა მრიცხველი, შემომეყვანა ლევი ხაზი. იმ პირობით, რომ ნახევარ ფასს მათ პირადად გადავუხდიდი.


-იმავე დროს რატომღაც ვმონაწილეობდი გაზის სატვირთო მანქანის გაყიდვაში, მყიდველს რომ ფასი დავუსახელეთ გვითხრა, მაგაზე 5 ათასი დოლარით მეტს გადავიხდი, ოღონდ ზედმეტი გადახდილიდან 4 ათასი პირადად დამიბრუნეთო.

1 comment:

misho said...

რა სამწუხაროა, რომ ბევრს ენატრება ეს დრო.