Thursday, February 24, 2011

შეცდომები-ვაქცინა

ევოლუციისა და კაცობრიობის ისტორიის განმავლობააში პროგრესის სათავე შეცდომებში იყო.
სიცოცხლის მრავალფეროვნებას და სახეობათა პროგრესს გენოტიპში შეცდომებს - მუტაციებს უნდა ვუმადლოდეთ.

კაცობრიობის პროგრესს კი ისტორიულ მეგა შეცდომებს.

ევროპელებმა ყველაზე მეტი შეცდომა დაუშვეს.
მათი შეცდომები იმდენად უხეში იყო, რომ მერე თვალსაჩინო კატასტროფული შედეგების შემხედვარეები აიცრნენ ამ შეცდომების საწინააღმდეგოდ. მუსულმანური აზია კი ამ ჯოჯოხეთურ შეცდომებს აცდა თავისი კონსერვატიზმისა და სიდინჯის წყალობით და.. დღესაც ყოველდღიურად მასობრივად უშვებენ იგივე მიმართულების, ოღონდ ნაკლები დრამატულობის შეცდომებს.


ევროპელთა შეცდომები უფრო სამარცხვინო იყო, და შედეგად სირცხვილად, ანუ გამოსასწორებელ საბოდიშო გრძნობად დარჩა.
მაგალითად, ინკვიზიციის უსამართლობის აღიარებამ ევროპელ მეცნიერებს მოუხსნა პრესი ეკლესიისგან
მაგალითად იგივე ინკვიზიციის პერიოდში ქალების კუდიანებად გამოცხადებამ, მათმა დახოცვამ და შემდგომში ამ მოვლენის საყოველთაო დაგმობამ ქალებს მისცა მამაკაცთან გათანაბრება(ტეტჩერი, მერკელი) და თავისუფლება ( პიკი - პორნოპროფესია).

ფაშიზმი ყველა ევროპულ და მუსულმანურ ერში სახელმწიოს ერთერთი საყრდენი კოლოსი იყო.
გერმანულ-იტალიურმა ფაშიზმმა ყველაზე შორს გაუტია. ევროპას ფაშიზმის მანკიერებანი დაანახა და აცრა მის წინააღმდეგ.
მუსულმანური ქვეყნებისთვის ევროპულ ფაშიზმს, აცრის ძალა არ მიუღია მოვლენათა სიშორის გამო.
კუკლუქსკლანის ჯერ არსებობამ და შემდეგ საყოველთაო დაგმობამ აფროწარმოშობის (და შემდეგ ნებისმიერი წარმოშობის) ხალხს ევროპელებთან თანაბარუფლებიანი არსებობის საშუალება მისცა.





ჩვენც გვაქვს მეგა შეცდომები, რომელთაც აცრის კეთილისმყოფელი შედეგები მოჰყვა:
ზვიადიზმი ეროვნულ შემწყნარებლობაში ტრანსფორმირდა,
აფხაზეთის ომმა სამხედრო ავანტიურების წინააღმდეგ აგვცრა
თბილისის ომმა სამოქალაქო ომის წინააღმდეგ დაგვრაზმა
2009 წლის აქციებმა ანარქიის წინააღმდეგ გაგვაერთიანა.


მაგრამ ყველა აცრა არ აღმოჩნდა საკმარისი ხარისხის და ხანგრძლოვობის მქონე.
აცრების უხარისხობა შეცდომის ნაკლებმა სიმწვავემ გამოიწვია.
მაგალითად, გამსახურდია რომ ყოფილიყო ხარისხიანი ფაშისტი, ჩვენ დღეს აღარ გვექნებოდა აგრესიული ქსენოფობია, ეროვნული და რელიგიური შეუმწყნარებლობა. გამსახურდია მხოლოდ ეთნოცენტრისტი იყო პოლიტიკის ავანჩავანის არცოდნის გარნირით და... შესაბამისად აცრაც არა გვაქვს სანდო.

დემოკრატია და ახალი ტექნოლოგიები კაცობრიობას ახალ საშუალებებს თავაზობს.
ზოგჯერ ეს ახალი საშუალებები ისეთ ფორმას იღებს, რომლისათვისაც სახის დარქმევასაც ვერ ვასწრებთ.
მაგალითად, 2009 წლის თბილისურ მიტინგებს ბოლო მოუღო მასმედიამ ძალოვნების მიზერული (უფრო ზუსტად პრინციპულად ინვოლირებული) მონაწილეობის პირობებში.
სამი ინტერვიუ გამვლელ მოქალაქესთან საკმარისი აღმოჩნდა ორთვიანი მიტინგი-ქუჩების ბლოკირების კომპრომეტირებისათვის.



ეს მაგალითები მომყავს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩემს მიერ ქვემოთ მოყვანილი თეზა გავამაგრო, პრეცედენტი მოვუძებნო.
:
დღეს აღარ არის აუცილებელი ისტორიული, ისტორიაში დამღად დასარჩენი მეგა შეცდომის დაშვება, რათა სასარგებლო აცრა მიიღო.
დღეს თანამედროვე საინფორმაციო, მათ შორის სოციალური მედიის, ინტერნეტ ფორუმების მეშვეობით შეგვიძლია ქსენოფობიის ვაქცინა მსხვერპლის გარეშე გამოვზარდოთ.
ამისათვის (საკმარისი არა, მაგრამ) აუცილებლად გამოსაყენებელი ეფექტური ინსტრუმენტია ინტერნეტ სივრცე.
იქ შეზღუდვა არ აქვს ფაშიზმს, შოვინიზმს, ქსენოფობიას, აგრესიას, რევანშს და ათასგვარ ქვენა ყიჟინას.

ინტერნეტში ფუვდება გენოციდები, პაგრომები, ეთნოწმენდები, შუღლი, ღვარძლი და გესლი .

შეგვიძლია თუ არა ეს სიბოროტე იმ დასუსტებულ მკვლელ ბაქტერიად ვაქციოთ, რომლისგანაც სასარგებლო ვაქცინა დამზადდება?
რატომაც არა.

No comments: