Monday, March 28, 2011

სკარლეტ იუჰანსონი, ტომ იორკი და დევიდ ბოუი





უცნაური რამაა ეს კონკურსები, ფესტივალები, ჩარტები, ქაუნთდაუნები და ბესტსელერთა სტატისტიკები. 

თითქმის არასდროს იმარჯვებს ის, რომელსაც მე ვამჯობინებ. 
ერთერთ ცნობილ რეჟისორს ნათქვამი აქვს, მე ვინტერესდები იმ ფილმებით, რომლებიც მესამე მეოთხე ადგილზე გადიან, გამარჯვებულები მასაზე გათვლილი ფილმები ხდებიანო. 


ერთადერთხელ მოვისმინე ტელევიზორში რედიოჰედის ქება, ერთმა მუს მიმომხილველმა ის მეგაჯგუფად მოიხსენია. 
მას შემდეგ ერთეულ შემთხვევებში თუ გადავწყდომივარ ტომ იორკს მუსიკალურ არხებზე. 

ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ინდივიდუალურია,  განწყობას მოითხოვს. 
კარგიცაა რომ იშვიათად ისმის და შესაბამისად არ ცვდება. ისევ ყურსაცვამებით ჯობჯა მისი სმენა. 
ჩემი თვალსაწიერით ტომ იორკი უდიდესი მუსიკოსია, ყველაზე დიდი ცოცხალთაგან . 
დარწმუნებული ვარ განვითარებულ მსოფლიოში ამ აზრზე ბევრია. 

მაგრამ, რაში უნდა გამოიხატოს ტომ იორკის ეს სიდიდე თუკი არცერთ ჩარტ, ქაუნთდაუნ, სტატისტიკაში ის ათეულშიც არ ხვდება? 


საიტი ffffound.com ისაა ფოტოგრაფებისა და  დიზაინერებისთვის რაც იუთუბი ვიდეოროლიკების ამტვირთავებისთვის. 
აქ კრებენ მთელი მსოფლიოს დიზაინერები და ფოტოგრაფები  თავიანთ ნამუშევრებს. 
ამ საიტს მოცალეობის ჟამს ალბათ უკვე ორი წელია ვათვალიერებ და თქვენც გირჩევთ. უდრტვინველი დროისტარების საუკეთესო საშუალებაა.





ხოდა, ტომ იორკის ადგილი დასავლურ საზოგადოებაში აქ შეიძლება აღმოაჩინო. 

იმ უამრავ პორტრეტებს შორის, რომელიც ამ საიტზე იდება ის თვალუწვდენელი უპირატესობით სჯაბნის მეორე ადგილზე მყოფ ადამიანს, მეორე მუსიკოსს დევიდ ბოუის. 
თუმცა... კაცებს შორის, ხოლო ადამიანთა  შორის ასევე თვალუწვდენელი უპირატესობა ქალს აქვს- სკარლეტ იუჰანსონს. 
მისი ფოტოები ტომისას ალბათ 10-ჯერ აღემატება. 

გამარკვევს ვინმე? 
თუ ტომის სიუხვე ffffound.com - ზე დედამიწის ცივილიზებული მოსახლეობის მიერ ტომის დიდ მუსიკოსად აღიარების არაპირდაპირ მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ, რა ახსნა უნდა მოვუძებნოთ გაბუტული სკარლეტის უპირობო ერთპიროვნულ დომინირებას? 
მე არ მაქვს პასუხი. 
საიტზე ffffound.com დევიდ ბოუის ( პორტრეტებს შორის სიხშირით მესამე, მაგრამ ლიდერებზე გაცილებით ცოტა, ალბათ სკარლეტის 5 და ტომის 20%) თვალსაჩინობის  ახსნა ალბათ მის ჭრელ თვალსა და ექსცენტრულ ბიოგრაფიაში უნდა მოვჩხრიკოთ, სკარლეტი არ ვიცი,
ტომის შემთხვევაში  კი ffffound.com არაოფიციალური და არაპირდაპირი ჩარტი, გრემი, ქაუნთდაუნი და რეიტინგია. 
ტომ იორკი უდიდესია ცოცხალ მუსიკოსებს შორის. 
ის ქმნის უკვდავ კლასიკას. 








სუპერგაჯაზებული რედიოჰედი ბრად მილდაუს ტრიოს შესრულებით
კლასიკაა.

ბოდიში, არ მცოდნია ტომის წარმატებების შესახებ, აგერ, 2004 წელს მიუღია ეს სასახელო პრიზი.

ხო, ამ სიმღერების ორიგინელები თქვენ თვითონ მოიძიეთ , იმედია იცით უკვე თუ არა და მოსალოცნი ყოფილხართ, მე კი განმანათლებელი.                 

1 comment:

busker said...

http://www.lastfm.ru/charts

raxania ar tmobs pirvel adgils ;)