Wednesday, June 22, 2011

მისი უდიდებულესობა ბრბო



ხალხი იყოფა ბრბოდ,  საკუთრივ ხალხად, საზოგადოებად და ელიტად .

ხალხი ამავე დროს იყოფა ოპოზიციურ და პროსახელისუფლებო ხალხად.

ანუ ხალხი იყოფა:

ერთ მხრივ:

ოპოზიციური ხალხი
ოპოზიციური ბრბო
ოპოზიციური საზოგადოება
ოპოზიციური ელიტა


მეორე მხრივ


პროსახელისუფლებო ხალხი
პროსახელისუფლებო ბრბო
პროსახელისუფლებო საზოგადოება
პროსახელისუფლებო ელიტა



ანუ მარტივად რომ გავყოთ, ოპოზიციაში არიან კარგი და არცთუ კარგი ადამიანები. ამჯერად მე ოპოზიციონერ არცთუ კარგ ადამიანებზე ვისაუბრებ.
ოპოზიციონერ კარგ ადამიანებს სხვა წერილს დავუთმობ.

2011 წლის მაისში გავეცანით ოპოზიციურ ბრბოს.
არ ვიცი, გაიზიარებთ თუ არა ჩემს ოპტიმიზმს, მე(მეც) ვთვლი რომ მაისის შემდეგ ბრბოზე გათვლილი პოლიტიკის დრო დასრულდა. მაგრამ ბრბო არსად წასულა, ის ჩვენშია მინიმუმ 1 საათით დღეში.

ამიტომ გადავწყვიტე მისი უდიდებულესობა ბრბო დავინახო. დაიმსახურეს.


2007 ნოემბრის   კრუნჩხვებიდან, 2008 იანვრის არჩევნებიდან და თბილისის წაგებიდან  ახალდაძვრენილმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე უწოდა ხალხს მისი უდიდესებულობა. 

"ჩვენ გავიგეთ მისი უდიდებულესობა ხალხის სათქმელი და ამიერიდან მის მოთხოვნას დავემორჩილებით"-ო. 
და მართლაც, შეწყვიტეს გარაჟების და მიშენებების ნგრევა,
სუსიც აღარ დაუძრავთ,  აუკრძალეს პოლიციას მძღოლთა დაჯარიმება,
მიაშავეს არტისტებს "კუთვნილი" ბინები, 
მიაკუთვნეს აკადემიკოსებს მაღალი ხელფასი,
დაიყარეს ნაცარი საპატრიარქოს წინაშე,
დააზღვიეს მილიონამდე ადამიანი.

მისი უდიდებულესობა ხალხი მოლბა და შემდეგ არჩევნებზე ხელისუფლებისადმი მეტი ლმობიერება გამოიჩინა. 


მაგრამ საქართველოში  ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, ყველა მეტ ნაკლებად დიდ სოციუმში ხომ ბრბოცაა. 
ანუ რან ჟირებაში: 
ერის სინდისი, 
ინტელიგენცია საზოგადოება
ფეისები
მასმედია
ხალხი და
ბრბო, 
სწორედ ეს უკანასკნელი - ბრბოა ყველაზე აგრესიული, ზოგ ქვეყანაში კი უმრავლესობას წარმოადგენს.  
TV- თი ჩანს რომ ყველაზე აგრესიული პროტესტანტები პოლიტიკოსები არიან, არადა ის პოლიტიკოსებიც ბრბოს ზრახვებს ითვალისწინებენ და ბრბოს უგორებენ კამათელს,  ბრბოს აგრესია იმდენად ენერგიული და ტირაჟირებულია, რომ მის მოთხოვნებსა და დასკვნებს  მასმედიაც ხალხის ღაღადად მიიჩნევს. 
ერთერთი ასეთი თეზაა ძმები გაჩეჩილაძეების ლაჩრობა, რომელიც მათ გამოიჩინეს მაშინ , როდესაც სტადიონზე შეკრებილი ხალხით სამთავრობო შენობები არ დაიკავეს.
ბრბო უფრო რადიკალურია ვიდრე პოლიტიკოსები და საქმე სულაც არ არის იმაში, დაიჭერს თუ არა პლასმასის მილჩამოცმულ არმატურას ერთერთი ბრბოელი თუ არა. 
აგრესიის ხარისხი შეიძლება ბრბოს 90%_ მა არანარი პოლიტიკური ნაბიჯით გამოხატოს, არამედ მუდმივად წამლოს თავისი გარემო და გარშემომყოფი პუბლიკა ამ მთავრობის გინებით და საკუთარი უსამართლოდ დაჩაგრულობის წუწუნით. 
ერთი ესეთი ბრბოელი საკმარისია რათა მინიმუმ 10 ადამიანს ხელები ჩამოაშვებინოს და ყურები ჩამოაყრევინოს. 

დღეს 2011-ის მაისისა და შერონ სტოუნის ვიზიტის  შემდეგ ხელისუფლება თითქოს კვლავ სტაბილური, ორ ფეხზე მდგარი გვეჩვენება, 
მაგრამ ბრბო არსად წასულა, ის მხოლოდ ახალ დასტვენას ელოდება, 
აგერ სიმპტომები იმისა, რომ ბრბო აქვეა:
"კვირის პალიტრის" ერთ გამოკითხვაში ყველაზე კარგ რადიოსადგურად 68% ასახელებს  რადიო " არ დაიდარდოს"  კვირის პალიტრის შემდეგ გამოკითხვაში ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტი, დიდი უპირატესობით ლიდერობს ნანა ლეჟავა. 


ხელისუფლება მოეფერა ხალხს, როდის მოეფერება ბრბოს? 
ბრბო დიდი ძალაა, ქვეყნის სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბრბო კმაყოფილი იყოს. 
 მოდით მოვეფეროთ ბრბოს ისევე როგორც მოვეფერეთ ხალხს (გარაჟები, ლოჯები,"რაც შენია შენია", რბილი პატრული, დაზღვევა სოციალურად დაუცველებს,  ბინები არტისტებს,  მაღალი ხელფასები აკადემიკოსებს..). 


მოვეფეროთ,მაგრამ ჯერ შევიტყოთ რა სურს  მის უდიდესებულობა ბრბოს. 

კერძოდ და კონკრეტულად, რა სურდათ 2011 მაისის აქციებზე გამოსულ ადამიანებს, რა უნდოდათ მის ყველაზე ენერგიულ და თავდადებულ არსებებს, რატომ შეუშვირეს თავები დუბინკებს მაშინ, როდესაც შეეძლოთ გაცლოდნენ. 
გამოვრიცხოთ, რომ ოცი ლარი ან რუსეთის შემოსვლა.

მოდი შევეცადოთ: 
-საქართველო ქართველებს!
-არაქართველები მოჯდნენ თავის ადგილზე!
-საქართველო მართლმადიდებლებს!
-არამართლმადიდებლები ხმას ნუ იღებენ!
-სააართველო გამარჯვებული ტრადიციების განუხრელი დამცველი უნდა იყოს, ძირს ყველანაირი მორალური გადაცდენა! 
-სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი ჩემი ოჯახი უნდა იყოს! 
 -ფანფარონული ძვირიანი ღონისძიებები და ფასად შადრევნებზე ფულის ყრა ჩემი ოჯახისთვის წართმეული ფულია, 
-ნუ ააშენებენ სკვერებს, ნუ დადგავენ შადრევნებს, ნუ მოიწვევენ ოპერა- შმოპერის მომღერლებს, ეგ ფული მე მომცენ. 
-ნუ დახარჯავენ ფულს ჯარისთვის, აღლუმსაც ნუ ჩაატერებენ, რუსებს ომს მაინც ვერ მოვუგებთ. 
-ნუ დაფრინავს პრეზიდენტი, ნუ ხარჯავს საწვავს, იმგზავროს ტრანსპორტით, რა, ჩემზე მაგარი ხომ არ გონია თავი. 
-გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომ რუსებმა გვაქონ, ჩემთვის დედამიწის 90% რუსეთია და ძალიან ვწუხვარ მთელი მსოფლიო რომ ცუდად მიმიჩნევს.  
   



განა ძნელია ბრბოს მოთხოვნების გათვალისწინება? 

საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ახალი ლოზუნგი: 
"რუსეთო, რაც შენია, შენია"
 
" ქართველო, ერთ კანონდარღვევას რომელშიც გამოგიჭერ, გპატიობ"

" მართლმადიდებელუ ქართველები ამ ქვეყანაში მთავარი ადამიანები ვართ, 
ჯერ ჩვენ, მერე სხვას"

"ხალხი, როგორც კლიენტი ყოველთვის მართალია"

" პრეზიდენტს უყვარხართ უმრავლესობა და მოგაცილებთ უმცირესობას" 

"ჩვენ ყველას გვიყვარს საბჭოთა წარსული"

რა, ძნელია?

2 comments:

Anonymous said...

Thanks very nice blog!
Feel free to surf my website ; pizza games for girls

Anonymous said...

Good replies in return of this query with genuine arguments and describing all about that.


my website - Online Batman Games