Wednesday, September 7, 2011

 კვაზარები



ახლაც არ ვიცი რას ნიშნავს
ბუნდოვნად მახსოვს, რომ მატერიის არსებობის ისეთი ფორმაა, რომელშიც ჩვენთვის სკოლიდან ნაცნობი მოლეკულური ფიზიკა (ატომები, ელექტრონები, პროტონები) არ შეესაბამება- რაღაც სხვა წესრიგია, ან სულაც რაღაც სხვა ქაოსია, თითქოს მახსოვს რომ ნაკადია, რაღაც პოეზიასთან ახლომახლო. 

მახრამ ვიცი რომ კვაზარები ჩვენგან ან ძალიან შორსაა კოსმოსში, ან ლაბორატორულად შეუძლიათ მიიღონ დედამიწელ მეცნიერებს მილიმიკრონი რაოდენობით. 

მოკლედ, კვაზარი ჩემთვის რაღაც უსარგებლო მეცნიერული აღმოჩენა იყო, რომელიც სამყაროს უმნიშვნელო სურპრიზად ვთვლიდი. 

ჩემთვის ცნობილ  სამყაროში, დედამიწასა და კოსმოსში არსებობდა მოლეკულათა - ატომთა მუდმივობის კანონი (მე შევარქვი) რომელშიც სხვადასხვა ელემენტების ატომების რაოდენობა კონსტანტაა და ჰგიებს უკუნისამდე - დღეს კომეტაა, ხვალ მტვერი ატმოსფეროში ზეგ სასუქი მაზეგ პომიდორი შემდეგ ჩემი მიოფიბრილა, შემდეგ ოფლს და შარდს გაჰყვება ან კასპიის პღვაში ილივლივებს ან ქართულ ნიადაგს გაანაყოფიერებს სასაფლაოზე. 
მოკლედ მოლეკულები, რომლებიც ჩემს წონას შეადგენენ მუდმივებად (წარსულში და მომავალში) მიმაჩნდა. 

დისქავერზე კი სხვა რამ გავიგე
მარტივად რომ გადმოვცე ასე გამოვა: 
სამყაროს არსებობის დასაწყისში, დიდი აფეთქების შემდეგ ეს უზარმაზარი ბუღი (კოსმოსი) ერთ უუზარმაზარ შავ ხვრელად გადაქცეულა და შემდეგ იქიდან კვაზარების  ორი უუზარმაზარი ნაკადით თავი დაუღწევია იმ პირველი შავი ხვრელისათვის. 
ანუ სამყაროში არსებული მოლეკულები ერთხელ მაინც ყოფილა შავი ხვრელის სიციწროვეში და ერთხელ მაინც გადაქცეულა კვაზარად და მხოლოდ შემდეგ მიუღია იმ ატომების და შემდეგ მოლეკულების სახე, რომელიც ჩვენ გვარტყამს გარშემო და რომელსაც ჩვენც წარმოვადგენთ.

მეც ვყოფილვარ კვაზარების ნაკადი, არა მხოლოდ ვულკანის ლავა, დედამიწის მაგმა, მარნეულის ნიადაგი, ბრაზილიური ქათამი და ბულაჩაურის პამიდორი, არამედ კვაზარების ნაკადიც ვყოფილვარ.   
ისევ პოეზია?

2 comments:

Anonymous said...

Very nice post. I definitely love this website.
Keep writing!
Here is my web-site latest transfer news of chelsea

Anonymous said...

I am not sure where you're getting your information, but great topic. I needs to spend some time learning more or understanding more. Thanks for wonderful info I was looking for this information for my mission.
My page :: pizza games english