Monday, November 28, 2011

1921 წელს საქართველომ არ იბრძოლა დამოუკიდებლობისათვის

მაშინ თურქეთის ოტომანთა იმპერიას სულთანი მუჰმედ VI ვაჰდედინი მართავდა, სულთანი იყო მისი წოდება.

დამოუკიდებლობა საშიშროებას შეიცავდა, თურქეთში იგივე ჩალმიანი ფეოდალიზმი ყვაოდა, რაც მანამდე  საუკუნეების განმავლობაში.

 თურქეთს აჭარა  ისევე ჰქონდა ჩაბღუჯული, როგორც დღეს სამაჩაბლო რუსეთს. არც აქეთ დაუშლიდა ვინმე, სამცხე ჯავახეთში. 
მთლად თბილისს ვეღარ აიღებდა, ერთა ლიგა უკვე არსებობდა.
მაგრამ მოინდომებდა კია. 


1921 წელს ქართველთა დუნე წინააღმდეგობა იყო შედეგი არჩევანისა ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტების სასარგებლოდ.  


დღეს საქართველოს არ აქვს ისეთივე მწვავე დილემა , ან ჩალმიანი ან ხიშტიან მაუზერიანი. 
დღეს არშევანი არის ასეთი, ან რუსეთი თავისი "კუთვილი"  იმპერიით, ან ნატო - აგრესიული და ძლიერი რუსეთის საპირწონედ განვითარებული ქვეყნების მიერ შექმნილი ხელშეკრულებით გაფორმებული სამეგობრო. 
რუსეთს უნდა  შეგითრიოს, ნატოში კი უნდა მოინდომო, იწვალო, ითმინო და იქნებ დაიმსახურო მიღება.  


ნატო არ დაგვიპყრობს 
და არ გადაგვარჩენს რუსეთის აგრესიისგან ისე როგორც რუსეთმა დაგვიპყრო და გვიხსნს სულეიმან ფაშას თურქეთის აგრესიისგან. 
რუსეთს ჩვენს ვირაჟებიან ისტორიაში ნებსით თუ უნებლიედ ხშირად მოუწია დადებითი როლის თამაში, ყოველ შემთხვევაში უარესზე უკეთესი ვარიანტი იყო. 
დღეს რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დესტრუქციულია  თავის ისტორიაში. 
მას მხოლოდ ცუდი უნდა და ცდილობს. ადრე ცუდის კეთების პარალელურად უარესის ალტერნატივა მაინც იყო, დღეს ის ყველაზე უარესი ვარიანტია. იმდენად ცუდი, რომ არც გაღიარებს ქვეყნად საქართველოს ფარგლებში. სსრკს დროინდელ,  ერთა ლიგის დროინდელზე შეკვეცილ საზღვრებშიც არ გაღიარებს.

საქართველოსთვის დღევანდელი რუსეთი  ყველაზე უარესია დროში და სივრცეში


ჩვენ ვბრაზობთ ერეკლეზე, რომელიც რუსეთთან საეჭვო დათმობაზე წავიდა
ვბრაზობთ ჟორდანიაზე, რომელმაც რუსებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია
ვბრაზობთ ორჯონიკიძეზე, რომელიც რუსებს შემოუძღვა. 


არადა, ყველა მათგანს ჰქონდა საქართველოსთვის სასიკეთო არგუმენტები, თვით სერგო ირჯონიკიძესაც. 

ის ხალხი, რომელიც დღეს ცდილობს რუსეთის გახარებას ყველა ჩამოთვლილზე უარესია. 






პ.ს. მათ კი, ვინც თვლის, რომ რუსეთს სიყვერული უნდა ანახო და ის სიკეთეს დაგანახებს, ვეტყვი.
რუსეთი ჩვენს სიყვარულს კარგად შეირგებს, მაგრამ არაფერს მოგვცემს.
ერთადერთი შანსი, საქართველო რუსეთს ოდესმე რამეს გამორჩეს, ეს პატივისცემაა.


ანუ, რუსეთი საქართველოს გაერთიანებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსადმი პატივისცემა იგრძნო.
როგორ უნდა ვაგრძნობინოთ რუსეთს პატივისცემა საქართველოს მიმართ?

1 comment:

king size waterproof mattress protector said...

ის ხალხი, რომელიც დღეს ცდილობს რუსეთის გახარებას ყველა ჩამოთვლილზე უარესია.
biggest size bed sheets
fitted sheets for 12 inch deep mattress