Thursday, November 10, 2011

კარგი ადამიანები vs კარგი ადამიანები


პიკის ყოფილმა დირექტორმა, ბატონმა პარსონსმა დასკვნით ინტერვიუში ("ლიბერალში") დაგვისვა დიაგნოზი:
თქვენი მასმედია არ ვარგა, ძალიან პოლარიზებულია და რეალობას ვერცერთი მხარე გამოხატავს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ თვითონ საზოგადოებაა პოლარიზებულიო.
ახალი პრინციპში არაფერი უთქვამს,  ოღონდ კარგია, რომ ერთი ავტორიტეტული პირის მიერ  ითქვა ორივე მხარის არაობიექტურობის შესახებ.

ერთ მხარეს მეორე მხარე ცუდი ადამიანების საკრებულოდ მიაჩნია, მეორეს კი პირველი.  ანუ ჩვენ "კარგები ისინი ცუდები" მარტივი, იაფი და იორღა თეზა ძალაშია მოსახლეობის ძირითად მასაში.
 ფორუმი კიდევ უფრო პოლარიზებულია, ვიდრე მოსახლეობა,  და ეს კარგია,  ბევრი ბუზღუნ–ჯაჯღანი რომ შეგვძლებოდა 91–ში, იქნებ აღარ აგვეყირავებინა ქვეყანა.

პარსონსმა თქვა, ორივე მხარე (მასმედია ჰქონდა მხედველობაში) ცუდიაო .
მოსახლეობაზე რომ გადავიტანოთ ეს ფრაზა, გამოვა რომ ორივე მხარეს ცუდები ვართ.


მაგრამ,  რადგან ჩვენ ვიცით, რომ კარგები ვართ,  უნდა შევძლოთ დავინახოთ, რომ მეორე მხარეც კარგია.  ან სხვანაირად რომ ვთქვათ,  რამდენადაც კარგები ვართ ჩვენ, იმდენად კარგები არიან ისინი.

და რადგან დღეს არსებული საზოგადოების პოლარიზება რეალობაა, ესეიგი ჩვენ ერთმანეთის სიკარგეს ვერ ვხედავთ.

არადა სამყარო ჭრელია, საქართველო განსაკუთრებით, დღევანდელი საქართველო კიდევ უფრო მეტად. ჩვენ ვართ კულტურათა, ფორმაციათა, ეპოქათა, გეოპოლიტიკურ ბანაკთა, კონტინენტთა, მენტალიტეტთა,  რელიგიათა,  მოლოდინთა, ნავთობ და ელექტროსადენთა გზაჯვარედინზე.
ეს გზაჯვარედინი ჭკუას გვირევს, ჩვენი რაკურსი ცვალებადია, ჩვენი მხედველობა ვერ ასწრებს ფოკუსირებას, იმდენად სწრაფად იცველება ინტერესის ობიექტი, ჩვენს გარშემო ცვლილებათა მასშტაბები ძნელი აღასაქმელია, წვრილმანი დიდი გვგონია, დიდი კი უმნიშვნელო, ბუნებრივი მოპოვებული გვგონია, ძნელად მიღწეული კი ისედაც კუთვნილი.

და რაღა გასაკვირია, რომ ჭრელია ჩვენი აზრებიც, პოზიციებიც, ორიენტირებიც.


ვცდილობთ გავიმარტივოთ, გარემო, მარტივ სქემაში ჩავსვათ და ზედმეტი დავივიწყოთ,  მტრის ბანაკში მოთავსებით მისდამი თანაგრძნობა მაინც მოვაკლოთ ჩვენს მრავალნატანჯ ტვინებს.

არადა ეს გამარტივება რეალობას გვშორებს.

უნდა დავინახოთ   ერთმანეთში კარგი.  პოლარიზება მუდმივად ბორბლებში ჯოხით მთავრდება, არადა ამ ველოსიპედს ბორბალში კი არ უნდა ჯოხი, არამედ საჭეს, მუხრუჭს, წონასწორობის ცენტრს ჭირდება მუდმივი ყურადღება და სწორი რეაგირება,  წონასწორობის დასაცავად და სვლის გასაგრძელებლად.

დღეს ფორუმზე ვხსნი თემას, სადაც ფორუმელებს მხოლოდ მოწინააღმდეგის (ნუ, მოპაექრის) კარგის დანახვა და დაწერა ჩაეთვლება სიყოჩაღედ.

მაგალითად ასეთის:

მე როგორც "მიშისტი" დავწერ:
ის კაცი კარგია, ვინც იბრძვის, საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემის ნაკლოვანების წინააღმდეგ – პროკურორი უგებს ადვოკატს ანგარიშით 98:2 რაც ამ ქვეყანაში პროკურატურის არაობიექტური  აღმატებულობის უტყუარი ნიშანია.

კარგო კაცო, იბრძოლე, რათა ჩემს ქვეყანაში ეს სიმახინჯე აღმოიფხვრას.

მან, ოპოზიციონერმა უნდა დამიწეროს,  (მაგალითად) შენ მახსოვრობა მოკლე არ გაქვს, გახსოვს წონასწორობის დარღვევა და მისი შედეგები და ცდილობ ეს ქვეყანა სტაბილური განვითარების გზით ატარო,  ამიტომ კარგი კაცი ხარ.

მოვნახოთ ერთმანეთში კარგი.


გაიმარჯვებს ის, ვინც მეტოქის მეტ ქებას  შეძლებს.

ირონია არ ჩაითველება, გამეორება იქნება.  აქ ახალი აზრები უნდა დაწეროთ.

ვნახოთ თუ გამოვა რამე (თემა მაქვს მხედველობაში).


No comments: