Monday, January 9, 2012

გიორგობა კი და შობაც?

გუშინ დასვენების დღე იყო, ჩემთვის პირიქით – 24 საათიანი მორიგეობა.
მობილური ყველა ზარს იმახსოვრებს. დღეს დავთვალე მორიგეობისას 34 ზარი გამიშვია+ მიმიღია. ყველა საქმეზე, ექიმებთან, სასწრაფოს დისპეტჩერთან.
ღამის სამ საათზე დამიჯდა, არადა ვამაყობ ხოლმე, 3–4 დღე მიძლებს მეთქი. დამიჯდა იმიტომ რომ ბევრი ვილაპარაკე.
დღეს სახლში როცა დავტენე, შემოსული ზარები ვნახე, რომლებსაც ვერ ვუპასუხე.
32 ზარი ეწერა.
ანუ ბატარიას რომ გაეძლო 69 ზარი მექნებოდა
გუშინ 24 სთ–ის განმავლობაში სასადილოში ერთხელაც ვერ შევედი, არცერთი ლუკმა არ მიჭამია და წყალი მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე – გიჟივით დავულიე რეგისტრატორს.




გუშინ 37 ავადმყოფი მივიღე, მათგან 3 ჩემს ხელში მოკვდა მიღებიდან ერთ საათში. 2 რეანიმაციაში დილამდე.
იშვიათად მიკვდება ავადმყოფი. გუშინ კი ერთბაშად სამი.
ცუდი დღე იყო.
70 წლის კაცი წყლულიდან სისხლდენით მოკვდა, არ უნდა მომკვდარიყო ჯერ, უნდა დარჩენილიყო იმ საავადმყოფოში სადაც მკრნალობდნენ.
25 წლის გოგო მე–9 სართულიდან გადმოვარდა, ნასვამი იყო. არ უნდა გადმოვარდნილიყო და უნდა ეცოცხლა ერთი 50 წელი კიდევ.
36 წლის ბიჭი მთვრალი, ღვედის გარეშე მართავდა თავის 200 გერმენულ ცხენს, მხოლოდ თვითონ მოკვდა დამტვრეული სამი მანაქნიდან, კიდევ კარგი სხვა არ გაიყოლა. უნდა ეცოცხლა მასაც დიდხანს, ჯანიანი იყო ხარივით.

ეს მორიგეობა გაცილებით თარსი და მძიმე იყო სხვა მორიგეობებთან შედარებით. შუალედში პლიუს 4 ჩხუბს შევესწარი და ორში ვიმონაწილევე, მეწუწა ჰეპატიტიანის სისხლი და ხანგრძლივად ვეხვეწე 4 თუ 5 მთვარალ დასისხლიანებულ ავადმყოფს მოეცა საშუალება დავხმარებოდით.

ყველაფრის ამის მიზეზი გითხრათ?

აქმდე გიორგობაზე მორიგეობის მეშინოდა.
დღეიდან შობაზე მორიგეობისაც შემეშინდება.

ამ ველურ ხალხს, ქართვლებს "იურიევ ძენი"–ვით აქვთ დღეები, როცა ცდილობენ იყვნენ მაქსიმალურად თავაშვებულები, გამოცადონ ღმერთი, კიდევ აქვთ თუ არა კუთვნილი ბედნიერება და თავხედობის უფლება. ქრისტიანული დღეები მათთვის წარმართულ ჭინკობანაში გადაიზრდება.
მათთვის კი არც ჭინკა იწუხებს თავს და არც ღმერთი, უმოწყალოდ იხოცებიან საკუთარი შეცდომების შედეგად.

No comments: