Friday, January 20, 2012

კარგი მკურნალობა vs კარგი მკურნალობა

არ შეგშლიათ, თვალებიც არ ეგჭრელებიათ 
აქ ორ კარგ მკურნალობას ვუპირისპირებთ ერთმანეთს.

პირველი კარგი მკურნალობა აბსოლუტურია, მისი გამოსავალი საუკეთესოა, მის ექიმს
ვერცერთი ექიმი შეედავება
პირველი მკურნალობა სხვა ჩუმ დაავადებებსაც დროულად გამოავლენს და  მათი მორჩენის მეტ შანსს ქმნის. 

მეორე კარგი მკურნალობა კარგია, მაგრამ მომატებული აქვს რისკი გართულდეს


აბა რითიღაა კარგი? 


იაფია. 



აა, არ ყოფილა მეორე ექიმი კარგი, სასწორზე ადამიანის ჯანმრთელობაა, ის კი ფულს ითვლის, ეკონომიას აკეთებს, სხვის სიცოცხლეს რისკავს. 


მოიცა და,, ექიმი თავის ფულს ზოგავს თუ პაციენტის? 

მეორე ექიმი პაციენტის ფულს ზოგავს


სინამდვილეში, 
მეორე ექიმი რაც მეტ ფულს დაუზოგავს პაციენტს, მით მეტ პასუხისმგებლობას  იღებს საკუთარ თავზე, გარკვეულწილად მართლაც რისკავს.  



და ეს რისკი ამართლებს, თუ იცი რამდენ პროცენტში, ალბათ 90%_ში ადანაკლებ. 


და რა ხდება იმ  10 %_ში, რომელთაც ექიმმა გამოკვლევა თავიდანვე არ ჩაუტარა? 

9%_ში არც არაფერი, მეორე ეტაპად დაზუსტდება დიაგნოზი და განსხვავებული მკურნსლობა დაენიშნება. ბოლო აქაც კეთილია

1%  -ში კი, დაგვიანებული გამოკვლევის შედეგად მკუდნალობის ხარისხი კლებულობს  
შედეგად მკურნალობა ხანგრძლივდება და ძვირდება. ბოლო მაინც კეთილია 

თუმცა, იმ ერთი პროცენტის ერთ პროცენტში ( ანუ ერთ პრომილეში)  მკურნალობის დაგვიანებამ შეიძლება ავადმყოფის ინვალიდობა ან სიკვდილი გამოიწვიოს. 



პირველი კარგი ექიმი 999% პრომილე პაციენტებისას უკეთებს თავის კომპიუტერულ კვლევას, მრტ, სისხლის ბიოქიმიას, რენტგენს, ტოვებს საავადმყოფოში ავადმყოფს დაკვირვების მიზნით, ავადმყოფის პატრონებთან ლანძღავს იმ ექიმებს ვინც ასე არ იქცევა, ბევრს ახარჯვინებს პატრონებს გამოკვლევასა და მკურნალობაში და თვითონაც პროპორციულად დიდ გასამრჯელოს მოითხოვს, მოითხოვს და  ღებულობს კიდევაც. 

მეორე ექიმი ავადმყოფთა 100 % ვე პროცენტს პირველ ვიზიტზე არ უკეთებს იშვიათი კაზუსების გამოკვლებებს ( ვირუსოლოგია, დოპლერი, ჰოლტერ ეკგ, ჰორმონები სისხლში ეტქ.) 
სამაგიეროდ, 100- ვე პროცენტს აფრთხილებს სამომავლოდ შესაძლო გამოკვლევების საჭიროებაზე. დეტალურად უყვება, თუ რა პირობებში შეიძლება ეგ შესაძლო გამოკითხვა გახდეს აუცილებელი.  

ზოგ შემთხვევაში მეორე აქიმი პაციენტის მხარეს ზოგავს, თუკი ატყობს, რომ ნავარაუდები გამოკვლევები პაციენტის ოჯახისთვის ხელმიუწვდომელ სიმაღლეზეა, ექიმი მხოლოდ განმეორებით ვიზიტს ითხოვს შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. 

ამით მეორე ექიმი თავის ავტორიტეტს რისკის ქვეშ აყენებს. 

პაციენტის მხარეს შეუძლია უცოდინრობა ან უგულისყურობა დააბრალოს ექიმს. 
ასეთ შემთხვევაში ექიმს გაამტყუნებს კოლეგაც, ადმინისტრაციაც, სამინისტროც და კანონიც. 

მაშ რა აიძულებს ექიმს ( მეორე სახეობის ექიმს) არ დანიშნოს გამოკვლევს 1000- ვე პრომილე ავადმყოფში? 

პასუხი მარტივია, თანაგრძნობა. 
თანაგრძნობა პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. 

არადა ას თავგანწირვა და ჩუმი რისკი დიამეტრალურად საწინააღმდეგო შეფასებად ტრანსფორმირდება - უცოდინარი და უგულისყურო.

მაგრამ პათეტიკამ არ გაგიტყუოთ 

ეს თავგანწირვა ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც, პაციენტის სიკვდილის მიზეზი ხდება

თვალის ექიმმა არ დანიDნა თავის კომპიუტერული ტომოგრაფია - პაციენტი მოკვდა 1 თვე საავადმყოფოებში მკურნალობის შემდეგ, კურიერი კი იმ ექიმის  სახლის შუშების მტვრევის ხმით იწყებოდა როცა მას გარდაცვლილის ოჯახის წევრები პერიოდულად მიუვარდებოდნენ და ექიმს ჩაქოლვით ემუქრებოდნენ
ყელყურცხვირის ექიმმა სიცხიან ავადმყოფს სისხლის ანალიზი არ გააკეთებინა, რენტგენიც სამომავლოდ გადადო, მოზარდი მომაკვდავი მიიყვანეს საავადმყოფოში 3 დღის შემდეგ, მიმღებშივე მოკვდა. კურიერის 5 გამოშვებას აეწია რეიტინგი ექიმის კაბინეტის კარზე ( განყოფილების გამგე იყო) წიხლების რტყმევისა და ხავილის ჩვენებით. 

ექიმმა ჰუმანიტარულად მიღებული უცნობი ანტიბიოტიკი დაუნიშნა ავადმყოფ ბავშვს, როცა პატრონებმა დანიშნული წამალი ვერ იყიდეს, ბავშვი პირვრლივე ინექციაზე მოკვდა ( 70 წლის ექთანმა გააკეთა ჩვეულუ გზით, სწრაფად და არა ნელა და განზავებული, როგორც ამას უცნობ ენაზე დაწერილი ანოტაცია მოითხოვდა) ექიმის ზურგს აკიდებული კამერები 3 სერია დასდევდნენ ბნელ დერეფანში  ექიმს სანამ კაბინეტში შეიკეტებოდა, მასაც ჰქონდა კაბინეტი, ისიც განყოფილების გამგე იყო. 

ვიცი სამი შემთხვევა, როდესაც ასეთ ძნელ სიტუაციაში ჩავარდნილი ექიმი საზოგადო დადანაშაულებისა და რაც მთავარია საკუთარი თავის  დადანაშაულების შედეგად განმარტოვდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, კიბოთი დაავადდა და მოკვდა.

მაშ არ ყოფილა მეორე  ექიმის  გზა რომანტიკული და ზნეობრივად გმირული. 

მას სიკვდილები მოჰყვება. 



მაგრამ 



არსებობს მესამე გზა, ზომიერი რისკის გზა. 
მესამე ექიმი მართლაც იდეალური ადამიანია ( და არა იდეალური ექიმი. იდეალური ექიმი პირველია, მის სამედიცინო საქმიანობას ზადს ვერ უნახავ) 
ის იმ დონეზე არის იდეალურუ ადამიანი, რამდენადაც არ არის იდეალური ექიმი, ანუ რამდენადაც ზოგავს პაციენტის მხარეს ფინანსურად. 
იდეალური ექიმი კი არ არის იდეალირი ადამიანი, მის ადამიანობას ის ადამიანობა აკლია, რომელიც აიძულებდა მას აეღო პასუხისმგებლობა, არ დაძარებოდა 100- ვე პროცენტისთვის დაწვრილებით მოეყოლა ის, თუ რა შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო პაციენტი ხვალ ზეგ და მაზეგ. 
მესამე ექიმს არც პაციენტი მოუკვდაბა ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებით და არც პაციენტის ოჯახი დაურჩება გატყავებული და გაფცქვნილი მთელი გრძელი მომავალი თვის განმავლობაში. 
მესამე ექიმი, კარგი ექიმი და ადამიანი შეიძლება გაილანძღოს. და არავინ ამოუდგება მას გვერდში. 

მაგრამ მისი ყოველდღიური თავდადება და რისკი პაციენტების 77%_ს დაუზოგავს უსარგებლო ხარჯს.



ეს ტირადა იმის საჩვენებლად დავწერე, რომ მკითხველს ექიმის აივნიდან დავანახო თითქოსდა მარტივი საკითხი. 
კარგი მკურნალობა და კარგი ექიმობა ადვილია
უფრო ძნელია იყო კარგი ექიმიც და კარგი ადამიანიც. მითუმეტეს რომ კარგ ადამიანობას კარგი ექიმობის ნებაყოფლობითი დათმობა ჭირდება. 


მინდა რომ შემხვდეს მესამე ექიმი, პირველი არ მინდა, არც მეორე

და საიდუმლოდ გეტყვით ის ექიმი, რომელიც დაგხვდებათ... თქვენს ხელშია რომელი იქნება, პირველი, მეორე თუ მესამე ( დიდი ალბათობით) 


ქართველები მიდრეკილნი ვართ ვაქციოთ ნებისმიერი ექიმი პირველ ექიმად და მერე აუცილებლად ვნანობთ შედეგს.              

მოიმარჯვეთ ფანტაზია, წარმოიდგინეთ სიტუაცია და დაწერეთ, თუ როგორ გარდაქმნით ექიმს პირველ, მეორე ან მესამე ექიმად.

განვითარებულ ქვეყნებში ხალხი ძერწავს მესამე ექიმს

No comments: