Tuesday, March 20, 2012

შვედური მაგიდა ვინაა მოგებული?





შვედური მაგიდა გენიოსის მოფიქრებულია
კაპიტალიზმისა და ერეს სიზუსტით თვლის ეპიცენტრში, შვედეთში, არ გინდა მოიფიქრო ისეთი ფენომენი, რომელიც ყველა მანამდე არსებულ ეკონომიკურ ლოგიკას ეწინააღმდეგება?
ყველაფერი ფული ღირს
ყველაფერს განსხვავებული ფასი აქვს
უფრო მეტისთვის უნდა გადაიხადო ოფრო მეტი
ნაკლებს თუ მოიხმარ ფულს დაზოგავ
ადამიანები განსხვავებულები ვართ ფინანსური შესაძლებლობებით, და ეს ჩვენს სუფრაზეც აისახება
ეს აქსიომები, რომლებიც ყველა სხვა სიტუაციაში და ყველგან მუდმივაა, აქ , შვედურ მაგიდასთან უქმდება.


ჭამე რამდენიც გინდა, დაიმატე რამდენიც გინდა, უხმე ოფიციანტს ჩაისთვის და მერე ყავისთვის, გასვლისას წვენი დააყოლე, ისადილე საუზმობის ნაცვლად.
ეს შენ შეგიძლია.
იურრ ველქამ.
შენ შეგიძლია დაასწრო საეღთაშორისო დელეგაციის პატივცემულ ხელმძღვანელს და ორაგულის ბოლო ნაჭერი მოიხელთო.
თუმცა როგორც წესი შვედური სუფრის სტუმრებს არასდროს უწევთ ბოლო პორციის აღება, იქ გარკვეული ულუფა მაინც რჩება.

სტუმრებისთვის ეს საჩუქარია, ჭამე შეუზღუდავად, აარჩიე თვალით და არა ოფიციანტის მოტანილ მენიუში, არ დაკარგო დრო და ნერვები არჩევანსა და თავში ფასების ანგარიშზე.
სტუმარი მოგებულია

არის თუ არა მოგებული სასტუმრო?

ერთი შეხედვით სასტუმრო აგებს, მისი ძვირფასი მენიუ უანგარიშოდ ინთქმება, აგერ კაცი კარტოფილს გასცდა და გადაწყვიტა მხოლოდ ძეხვით დანაყრდეს, ეს კი იმ მაგიდასთან უკვე დანაყრდა თევზის მარინადით და ახლა მესამე ჭიქა ფორთოხლის სკვოში გადახუხა. მეოთხე კი ანანასის კომპოტით გაძღა და ახლა ზეთისხილს ჭამს ლობიოსავით.
ეს რესტორნის მენეჯერის კოშმარია, მაგრამ ასეთი კოშმარი აღმოჩნდა რომ ძალიან იშვიათი კაზუსია, რომელიც საერთო კალკულაციას არ ცვლის.

საერთო კალკულაცია კი იმაზეა დაყრდნობილი, რომ დილით ყველა ადამიანი მიირთმევს:
ჩაის ან ყავას, პურს ყველის ერთი ნაჭრით და კრუასანს, პლიუს ერთ ხილის წვენს და თუ სადილობა გვიან აქვს გადაწყვეტილი მშრალ შემწვარ კარტოფილს შეჭამს და ომლეტს დააყოლებს და ეს ყველა პროდუქტი ერთად 10 ლარზე ძვირი არ დაჯდება, მაშინ როცა სტუმარს ერთ დღეში ერთ ადგილში მინიმუმ 120 მაქსიმუმ 220 ლარი აქვს გადახდილი.

ანუ სასტუმროს უღირს დაკარგოს ფული, იყოს უფრო ხელგაშლილი სტუმრების მოსაზიდად?

მაგრამ შვედური მაგიდა შვედეთიდან მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
ნუთუ ყველა სასტუმროს მეპატრონე კეთილი მასპინძელია?

იქნებ სულაც არა.
შვედური მაგიდის ალტერნეტივაა ჩვეულებრივი რესტორნის პრინციპი - მიიღე შეკვეთა, გაუმზადე, მიართვი, უანგარიშე, მიიღე ფული, დაუბრუნე ხურდა.
ერთი სტუმრის მომსახურების ხანგრძლივობა მინიმუმ ორმაგდება.
მთელი სასტუმროს ყველა სტუმარს კი ერთდროულად უნდა საუზმე 10 დან 11 საათამდე, მაგიდები საკმარისი არაა.
შეკვეთის სწრაფად დამზადებას მაღალკვალიფიციურუ მზარეულების რამდენიმე ბრიგადა დასჭირდება, მათ კი შესაბამისი ანაზღაურება. ოფიციანტს თითოეულ მაგიდასთან არანაკლებ 5 ჯერ მოუწევს მისვლა, მისი ანაზღაურებაც უნდა გაიზარდოს, სად ნახავ უცხო ენების მცოდნე წესიერ ადამიანს, ვირივით საქმეში მინიმალურ ანაზღაურებაზე რომ დაგეთანხმოს? ჯობია ვირული საქმე მშვიდი საქქმით შევცვალოთ. ყავა თუ ჩაი? დემონსტრაციული ღიმილი, აი ოფიციანტის საქმე " შვედური მაგიდის" მომსახურებისას.
ასე რომ მოგებაში სასტუმროცაა.
შვედური მაგიდა მომგებიანია ყველასთვის, მიმწოდებელისთვისაც და მიმღებისთვისაც.
იმ შვედმა მართლაც გენიალური ნიშა დაინახა, რომლის პირობების შეცვლა " შვედურ მაგიდას" ერთი სასტუმროს სარეკლამო დროებით ახირებად აქცევდა, მაგრამ არა, შვედური მაგიდა უნივერსალურია, გლობალურია და... კარგია.
შვედური მაგიდის კონსტანტა პირობებია: მოქმედების ადგილი - სასტუმროს რესტორანი
მოქმედების დრო - 08:00-11:00
მოქმედების ობიექტები - სასტუმროს სტუმრები

ამ პირობებში შეგიძლია იყო ხელგაშლილი და კეთილი მასპინძელი
და მეორე მხრივ შეგიძლია მიირთვა ისიც ისიც და ისიც და მერე თავიდან.


თუკი თავიდან მხოლოდ დიდი, სახელოვანი და ვარსკვლავოსანი სასტუმროები გადავიდნენ შვედური მაგიდის პრინციპზე, ახლა მას წარმატებით და სიამაყით იყენებს არამარტო საშუალო გაქანების, არამედ ძალიან პატარა, საოჯახო სასტუმროებიც.

ანუ ალბათ ყველასთვის მოულოდნელად, შვედური მაგიდის პრინციპი უნივერსალური, რაციონალური მომგებიანი და შედეგად წარმატებული
აღმოჩნდა.

ეს ყველაფერი რისთვის დავწერე იცით?
ერთი ჭია მყავს.
კარგი პრეცედენტი გადამდებელია

კარგი პრეცენდენტი შეიძლება უფრო დიდი მასშტაბის საკითხში აღმოჩნდეს დედანზე უფრო წარმატებული.


პოლიტიკაში არსებოს თუ არა შვედური მაგიდა?

ერმა შეიძლება თუ არა იხეიროს შვედური მაგიდის პრინციპით

სახელმწიფომ თუ შეიძლება იხეიროს?



მოვიფიქროთ მოდელები, ანუ პირობების კონკრეტული ნიშა როცა ეს პრინციპი პოლიტიკურ მასშტაბს მიიღებს და მსოფლიოში მისაბაძი გახდება.




მაგალითები უკვე გვაქვს:
მაგალითად სამხრეთ აფრიკელი ბური ფერმერების მოწვევა

რატომ არ შეიძლება იმ ჩინელებს შევუქმნათ განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები საქართველოში დაფუძნების, რომლებიც მშოფლიოს უმაღლესი შენობების შენებაში მონაწილეობდა


ან იმ აფრიკელებს, რომლებიც სპორტული მონაცემებით გამოირჩევიან

ან რუსებს, რომლებიც ... ნუ , მოსაფიქრებელია ( პანფილოვი ეტქ.).


ან სომხებსა და აზერბაიჯანელებს, რომლებიც ერთი საუკუნისწინანდელი მათი Fანამემამულეების მსგავსად თბილისში დიდ ფულებს დებდნენ?

ან ირანელებს იმავე პრინციპით გადავცეთ სამართავად მათივე აშენებული მუშტაიდის ბაღი

ან აფხაზებისა და ოსების ტურისტულ კომპანიებს გავუგზავნოთ უცხოელი ტურისტები.

ან დავაარსოთ არაქართული კულტურის პროტექცია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ყველა უცხოელს აჩვენებს თუ როგორ აირეკლა მისი ქვეყანა საქართველოში და რა მნიშვნელობისაა ეს ანარეკლი საქართველოსთვის.
სომხები საქართველოს
გერმანელებისაქართველოს
ამერიკელები საქართველოს
აზერები საქართველოს
ბერძნები საქართველოს
იტალიელები საქართველოს
რუსები საქართველოს
აფხაზები საქართველოს
ოსები საქართველოს
ებრაელები საქართველოს
სპარსები საქართველოს
ყივჩაღები საქართველოს
დაღესტნელები საქართველოს
ჩეჩნები საქართველოს
თურქები საქართველოს
არაბები საქართველოს
პოლონელები საქართველოს


მხოლოდ პოზიტივი


ანალოგია შვედურ მაგიდასთან:
მათ ყველას ჩვენგან უნდა აღიარება, კარგის დაფასება, პატივისცემა, თავის შინ და ღირსეულად გრძნობა.


და რატომაც არ უნდა მიიღონ მათ ეს კერძები მენიუში?


თუ თქვენ იტყვით, რომ მათ სასტუმროს სტუმრებისგან განსხვავებიატ ჯერ არ გადაუხდიათ, მაშინ გეტყვით.
გადაიხდიან.
გადაიხდიან პოლიტიკურ სასწორზე, იქნებ ფულითაც მაგრამ ფული ნაკლებ მნიშვნელოვანია - ისინი მეტი პოლიტიკური ძალის უფლებას მოგცემენ. და ეს, თუ გინდათ ფულადაც შეიძლება დაითვალოს.
ინვესტიციად და აღმშენებლობად ტრანსფორმირდეს.

ჩვენი რა მიდის?

ღირსება?
რა კრიტერიუმით გვებღალება ჩვენ ღირსება?
ქრისტიანულით? არა
დიპლომატიურით? არა

ისინი, ვისთანაც რთული ისტორიული ურთიერთობა გვაქვს გამოვლილი ჩაგვთვლიან უღირსებოებად?
მხოლოდ პირველ კვირას, მეორე კვირიდან კი თვითონაც აღმოაჩენენ მათი სამშობლოს ისტორიაში ქართულ პოზიტიურ ანარეკლს, ყოველ შემთხვევაში მოიძიებენ.
და იპოვიან.
ჩვენი არაქართველი მოქალაქეები და მეზობელი ქვეყნები ნამდვილად ბევრს იპოვნიან.
ამით საქართველოსადმი მათი დამოკიდებულება გაუმჯობესდება.
და მაინც, ჩვენი რა მიდის?
მიწა? თავზე საყრელი გვაქვს
ფული? კი ფული. რომელიც ჭკვიან ისტორიკოსებს და საზოგადოების წევრ არაისტორიკოს ავტორებს უნდა გადაუხადო, პოლიგრაფია, პრომოცია. ფული დაიხარჯება გაცილებით ნაკლები, ვიდრე ეღირება შედეგი.

შვედური მაგიდა კიდევ ერთ დადებით შედეგს მოიტანს.
ესაა ქართველთა შორის გავრცელებული ქვეშეცნეული წუხილი და შედეგად უკან დადგმული ფეხი, რომ ქართველები რაღაც ეტქპზე და რაღაც კონკრეტული პარამეტრებით არა ვართ მართლები.
არა ვართ მართლები ცალკეული ერებისა და ხალხების ნეგატიურ შეფასებაში.

არადა ნეგატიური შეფასება მართლაც დომინირებს ყველა " უცხო" თითქმის ყველა ჯგუფის მისამართით.
ეს რთული საფეხუროვანი გრძნობაა, რომელიც გაჯერებულია საქართველოს წარუმატებლობაში სხვისი დადანაშაულების მოხერხებულობით, საბჭოთა კავშირის დაშლისას უმცირესობების მიერ საქართველოს მხარდამხარ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში არმონაწილეობის ღალატად ჩათვლა, სეპარატიზმის ობიექტური ფაქტორების არცნობა, და... მათ მიმართ საკუთარი დამნაშავეობის შეგრძნება.
ჩვენ ხომ ორი თაობა კიდევ გვიკლია რომ ჰომო სოვეტიკოსისგან გავთავისუფლდეთ და ნამდვილი ღია საზოგადოება შევქმნათ.
ღია არაქართველებისთვის, ჩვენი და უცხოელი არაქართველებისთვის, ინდივიდებისთვის და ჯგუფებისთვის.
დავზლიოთ ჩვენ თავში სასტუმროს ბუღალტერი, რომელიც გაოცებული თვალებით უყურებს მის დირექტორს, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნდა და შვედური მაგიდის პრინციპის დანერგვა მოისურვა.
არა კეთილო ბუღალტერო, არ გავკოტრდებით, არ შედვიჭამენ ერთი თვის მარაგს ერთ კვირაში, შევძლებთ გავაკეთოთ ყველასთვის მოსაწონი და დამანაყრებელი.
დამიჯერე, ყველანი კმაყოფილნი დავრჩებით.


რითი გავს და რითი განსხვავდება სხვა ქვეყანა, უცხოელი მოქალაქეები, ქართველი არაქართველები სასტუმროს სტუმრებისგან?

თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ მათ ფული არ გადაუხდიათ და იქნებ სულაც მხოლოდ რესტორნის სტუმრები არიან და არა სასტუმროსი.

კარგი, გავუშვათ ყველაზე უარესი ვარიანტი, ბენეფიციარები რესტორანში არიან მოსულები და არა სასტუმროში.

რას ვაგებთ ჩვენ?
ჩვენ მათ საჭმელს არ ვაჭმევთ, მატერიალურ ხარჯს ( საინიციაციოს შემდეგ) აღარ ვწევთ, ჩვენ მათ ვაძლებთ სივრცეს ჩვენს ქვეყანაში. არა მიწას კვადრატულ მეტრობით, აარამედ სივრცეს თავისუფალი დაუყვედრებელი და უსაყვედურო სუნთქვისათვის.
ეს იგივე მაღაზია " დავითის" ვესტიბულია, რომელიც დავითმა ქუჩას აჩუქა. კიბეზე ასვლისას შენ რამდენიმე ნაბიჯს კიდევ დგამ ქვეით მოქალაქედ და მხოლოდ მას შემდეგ ხდები პოტენციური კლიენტი და ვიზიტორი, რაც შუშის დერეფანი გაიარე. დსრეფნის ვიტრინებში ტანსაცმელს ხედავ, რომელშიც საბოლოოდ არარეალურ ძვირ თანხას იხდი.
რატომ? იმიტომ რომ " დავითი" შენ პიროვნებად გაღიარებს, სამი ნაბიჯით მეტ უსაყვედურო უფლებას გაძლევს გაბრუნდე და არ შეხვიდე.

დღეს საქართველო არ არის " დავითი" რომელც შეძლებს თავისი წინდა 50 ლარად გაყიდოს, გუშინ საქართველო გალიაში ჩასმული ბუტკა იყო, რომლის გამყიდველი ყველა მყიდველს ზურგსუკან ებუზღუნება და ეს ყველა მყიდველს ესმის.
დღეს საქართველო გარემონტებული მაღაზიაა, სადაც ყველა მყიდველს ეუბნებიან - ჩვენ ყელში ამოგვიხვედით თქვენ მყიდველები, იმიტომ რომ თქვენს შორის ბევრია ქურდბაცაცა, თქვენც პოტენციური ქურდი ხართ და არ გაბედოთ ქურდობა, ჩვენ თქვენი პატარა მცდელობა და თვალების ცეცება არ გამოგვეპარება, დაგიჭერთ.
ხვალ საართველო უნდა იქცეს დავითად, რომელიც ღირსეული სტუმრების ღირსეული მასპინზელი გახდება.
დავუთმოთ ვესტიბული დანარჩენ მსოფლიოს, და გავამზადოთ შვედური მაგიდა კარგი მსოფლიოსთვის.
რომელსაც თავი ძვირად უნდა მივყიდოთ სხვა ახალფეხადგმული ქვეყნებისგან მკაცრი კონკურენციის პირობებში.


კიდევ რა უნდა გვქონდეს შვედური მაგიდის მენიუში?

არაქართველი მის საქართველო
არაქართველი მინისტრი
არაქართველი ჩვენს სპორტულ ნაკრებში
არაქართველი შოუმენი
არაქართველი მსახიობი
არაქართველი დიქტორი
შერეული ოჯახი - ახალი ფილმის გმირი
არაქართველი თოქშოუს წამყვანი
გეიპარადი, რათა აჩვენო, ამასაც კი იტან და მითუმეტეს აიტან ტრადიციულ ადამიანებს.
არამართლმადიდებელი რელიგიების დღესასწაულების მილოცვა მასმედიით.
კანონის წინაშე ყველა თანაბარია - დემონსტრირება

აღმოჩნდა რომ ...


შვედური მაგიდა უკვე გაშლილია, მენიუში ბევრი სასარგებლო კერძი უკვე გვაქვს, მაგრამ ყველა მათგანი უყუათო და ნაკლებად ბარაქიანია.ჩვენი შვედური მაგიდა ნაკლული და ძუნწია.


სასწრაფოდ შემოსატანი გვაქვს : ერბოკვერცხი, კარტოფილი, ყველი, ყავა, მურაბა და კრუასანები.

თორემ შევრცხვით, მეზობელი მეგასასტუმრო " რასსია ინნ" იმდენად ეფექტურ შვედურ მაგიდას შლის, რომ ჩვენები (აფხაზები და ოსები) აქედან იქ დადიან სასაუზმოდ.
იმ სასტუმროს უფასო აბონემენტები აიღეს და საკუთარ ნომრებსაც ჩვენს სასტუმროში იმ სასტუმროს სტიკერი გადააკრეს კარებზე. სირცხვილია. ჩაგვხადა კონკურენტმა.
   

3 comments:

Anonymous said...

Thank you for the auspicious writeup. It if truth be told was a enjoyment account it.
Look advanced to more introduced agreeable from you!
However, how could we keep in touch?
Also visit my blog ... epl transfer news 2012

Anonymous said...

Admiring the dedication you put into your blog and in depth information
you provide. It's nice to come across a blog every once in a while that isn't the same unwanted rehashed information.

Great read! I've bookmarked your site and I'm adding your RSS feeds to my Google account.
Feel free to surf my blog - epl transfer news bbc

Anonymous said...

I every time used to read post in news papers but now as I am
a user of internet therefore from now I am using net for posts, thanks to web.
Also see my website: transfer news epl 12/13