Monday, March 26, 2012

სინოფსისი. ექიმი


ექიმი რომელიც ყოველთვის ამაყობს რომ ინტელექტუალური საქმის პროფესიონალია, 

უცებ ხდება ინვალიდი 
ხელებს ვერ იმორჩილებს
 
ერთი თითის ფუნქციაღა აქვს შერჩენილი

გამოჯანმრთელების პროცესში ებრძვის ეჭვს, რომ ინვალიდად დარჩება, მკურნალობის ბოლოს კი დეპრესიაში ვარდება იმ აზრით, რომ ეს მდგომარეობა საბოლოოა.

მას დაეკარგა არა მარტო ხელების ფუნქცია, არამედ პროფესიაც. 
ის ხომ რეანიმატოლოგია, პროფესიონალია რომელსაც სხარტი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარის გარდა სწრაფი და ზუსტი მოძრაობებიც მოეთხოვება. 
ახსენდება თავისი ძველი მიდგომა, რომ გონებრივი შრომა მისი სიამაყეა, აღმოაჩენს რომ მისი მეორე ხარისხის სიამაყე ყველაზე აუცილებელი და მისთვის ყველაზე სასიხარულო მომენტი ყოფილა. 
იმ მომენტებში, როცა ის ღრმა ვენკს კათეტერს დგამდა, დეფიბრილაციას აკეთებდა  ან აინტუბირებდა ავადმყოფს, ის ადრენალინის ეიფოფიაში იყო- მოკვდება ან მორჩება, იცოცხლებს ან დაიმარხება, და ეს მძიმე პასუხისმგებლობა მხოლიდ ერთ ადამიანს, ახლა როგორც აღმოაჩინა - მხოლოდ ერთ წყვილ ხელს. 
ეს ადრენალინი მას აღარ ერგება, აღარავინ ანდობს მას ღმერთის მოადგილეობას. 
პირველ რიგში თვითონ უნდა მოიჭრას ამბიციათა საცეცები. ახლა ის უფეხებო რვაფეხაა, სასაცილო ინვალიდი უასრგებლო თავი. 

მეგობრები ხშირად სტუმრობენ, მთავარი ექიმი ხუმრობაში თავაზობს ალერგოლოგის ან რევმატოლოგის ადგილს, გაგიხსნი კაბინეტს, ექთანი მოგეხმარება, მარtო კურსები გაიარე და მერე სერტიფიკატი მიიღე, ჭკვიანი კაცი ხაr და დრო თავსაყრელი გაქვს, არ გაგიჭირდება. 
მთავარი ექიმი საავადმყოფოს გმირი ხდება, კორიდორში აჩერებენ და ხელს ორი ხელით ართმევენ. 
არის კიდევაც, ოჯახი ულოცავს, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ისევ საქმეში იქნებიო. 
თვითონაც უხარია, მისი თავი ისევ საჭირო იქნება, 
ესიზმრება ის დრო, სტუდენტობის დრო, როცა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თუ რა პროფილით უნდა გაეგრძელებინა სწავლა. 
მაშინ ამ პროფესიებს ირონიულად უყურeბდა, უნდა უმკურნალო 2 წელი, შედეგი ვერ მიიღო და პაციენტი მაინც კმაყოფილი უნდა გყავდეს, გეყოლება კიდევაც, შენ ხომ პირველივე შეხვედრაზე მოაწერინებ პაციენტს ხელს, რომ ეს ომი წაგებულია, და მაქსიმუმი, რისი იმედიც უნდა ჰქონდეს, დაავადების გაღრმავების ტემპის შენელებაა. 
ახალ მდგომარეობაში ეს ირონია უადგილო და მავნეა. რევმატოლოგობა მისთვის ახალი სუნთქვაა, ახალი და არცთუ ცუდი ადგილია ცხობრებაში. 
უნებურად მაინც ახდენს რეანიმატოლოგობისა და რევმატოლოგობის შედარებას, სრული შხაპი შარკო გამოდის, 
რევმატოლოგია კარგია იმით, რომ პაციენტები გცნობენ, პატივს გცემენ, თუ რემისიას ხშირად  აღწევთ და ოთახზეც პროფესორი გიწერიათ, თქვენი ავტორიტეტი პაციენტებსა და კოლეგებს სცილდება და ქალაქშიც ისმის. ფარმბიზნესსექტორი ხელისგულზე გატარებთ, დანიშნეთ მათი ერთიდაიგივე წამლები ახალ ახალი სახრლებით და მომატებული ფასებით, და კიდევ ერთ სასარგებლო სტატუს მოიპოვებთ - ოპინიონ ლიდერი, აზრის ჩამომაყალიბებელი სხვა ექიმებისთვის. 
ეს სტატუსი თქვენ უცხოეთში გამართულ მრავალ სიმპოზიუმზე გაგიხსნით გზას. 
ახალი სტატუსი საინტერესოა, და რომანტიკულიც - ინვალიდი პროფესიონალი პატარა ქვეყნიდან, ბრენდია თავისებური. 
ტრიბუნასთან იდაყვში ხელმოკიდებულს მიაცილებენ. ყველას ეცოდინება რომ არ კითხულობ, იმიტომ რომ ვერ გადაშლი გვერდებს. 
განსაკუთრებული ხშირი ტაში გარანტირებული გაქვს.
შენით მასმედია ინტერესდება, ჯერ უცხოური, მერე აქაური. 
პაციენტები რიგებში ერთი თვით ადრე იკავებენ ადგილს.       
დიდი მადლობა ან უღრმესი მადლობა არავის ავიწყდება   . 

ერთი ავადმყოფის შვილი, რომელიც შენთან ერთი წელია მკურნალობს, შენი ბავშვის სკოლის დირექტორია,მეორე შენი ცოლის თანამშრომელი, რომელიც უცვლელი თამადაა კორპორატიულ ქეიფებში, 
მესამე მეზობელია, მერი...

mokvda muza.

No comments: