Tuesday, July 8, 2008

ელექტროფიცირებული ლოცვები ხმის გამაძლიერებლებით



გიორემი (კაპადოკია)




თურქეთის ქალაქების ყველა უბანსა და ყველა სოფელს თავისი მეჩეთი აქვს თავისი გრძელი მინარეთითა და დათქმულ საათებში მოლების ელექტროფიცირებული ხმისგამაძლიერებელით ლოცვებით.

თურქებს დღეში რამდენჯერმე უწევთ რუტინული ლოცვების არაბუნებრივად ხმამაღლა, ხმისგამაძლიერებლებით სმენა, მაგრამ ქუჩაში მოლას ხმაზე ვინმე გაჩერებულიყოს, ხალიჩა მიწაზე გაეფინოს და ლოცვა დაეწყოს არ მინახავს, ის კი არადა, გიორემში (კაპადოკია) სასტუმროს ღია რესტორანში, ჩვენს გვერდითა მაგიდასთან მჯდომმა ალბათ ბიზნესმენმა როცა გაზეთის კითხვისას მოლას ხმამაღალი შეძახილი მოესმა, გაზეთი ენერგიულად ააშრიალა და კითხვა განაგრძო ფეხიფეხზე გადადებულმა.

ეს არაბუნებრივად ხმამაღალი, ელექტროფიცირებული ლოცვები მათაც ალბათ ისევე აღიზიანებთ, როგორც მე გამაღიზიანა ვაკეში ჩემს სახლში ახალი ეკლესიიდან წამოსული ზარების რეკვის ხმამ.
გამაღიზიანა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ეს ზარები ელექტრო რელეთი რეგულირებადი ავტომათით რეკავენ. არადა მანამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ზარის ჩამოკვრათა შორის ხანგრძლივი ინტერვალების (დაახლოებით 30-60წმ) დროს მოზარე მორწმუნე ადამიანი თავისთვის ჩუმად ამბობდა ლოცვებს და ინტერვალის ხანგრძლივობასაც ამით საზღვრავდა.

2 comments:

Anonymous said...

that's way too cool.

Anonymous said...

ვინც ლოვულობს და მორწმუნეა, ის მანამდე ემზადება ლოცვისთვის, ანუ ქუჩაში დავარდნილს ვერავის ნახავდი )

თან მაგათ ჩვეულება აქვთ ასეთი, ლოცვის წინ ფეხები უნდა დაიბანონ აუცილებლად და ისე ილოცონ.