Tuesday, July 8, 2008

კრულვა თურქებს!

ამ პოსტის მკითხველი იღებს პასუხისმგებლობას წაიკითხოს შემდეგიბ პოსტი - "ოდა თურქებს!"


თურქებმა დაიპყრეს საქართველოს ულამაზესი მხარე ტაო-კლარჯეთი.

ტაო-კლარჯეთის ქართული ბუნება უძველესი, გრანდიოზული ქართული ეკლესიებითაა დახუნძლული.

ტაო-კლარჯეთის მონახულების შემდეგ დარწმუნდები რომ ფრაზა- ტაო კლარჯეთი საქართველოს აკვანია, ფრთიანი და პათეტიური გამონათქვამი კი არ არის არამედ ისტორიული ფაქტია. აქ არის უფრო მეტი ეკლესია ვიდრე აჭარასა და გურიაში,,, აქ არის ქართველების მიერ აგებულთაგან ორი უდიდესი ბაზილიკა პარხალი და ოთხთა, გრანდიოზული ექსტერიერითა და ქართულ ძეგლთაგან უდიდესი შიდა სივრცის მქონე ოშკი, უნიკალური ქართული არქიტექტურისათვის- წრიული ფორმის ბანა, დროსა და აფეთქებებს მხოლოდ დიდებულ ნანგრევად შემორჩენილი.

აქ დამზადდა ქართული ოქრომჭედლობის უალტერნატივო მწვერვალი ხახულის კარედი, თბილისის უძველეს ეკლესიას ანჩისხატი ტაოკლარჯეთიდან, ანჩის ეკლესიიდან ჩამობრძანებული ხატის სახელზე ეწოდა. აქ, არტანუჯში განისვენებს საქართველოს მეფე აშოტ კურაპალატი. აქ ეახლა ქართველოს სულიერ მწყემსს გრიგოლ ხანძთელს მეფე განქორწინების ნებართვის სათხოვრად და.. უარი მიიღო.

ტაო-კლარჯეთშია კაცობრიობის ისტორიულ არქიტექტურაში ქართველთა კულტურული წვლილის მწვერვალები: ყველაზე დიდი მრგვალი ფორმის - ბანა, ყველაზე რთული და ლამაზი ინტერიერის - იშხანი, ყველაზე დიდი ბაზილიკა - ოთხთა, ყველაზე დიდი შიდა სივრცის მქონე - ოშკი.

ყველაზე მასშტაბური დატერასებულ მთათა მასივები.




ამ მთიან ტერიტორიას ჯავახეთის მთიანეთში ათეულობით კილომეტრებზე ფარავს საუკუნეების განმავლობაში ქართველი გლეხების მიერ ვენახებისა და პურის ყანებისათვის გამოჭრილი ტერასები, რომლებიც დღეს აუთვისებელი და მიტოვებულია.

როგორც სომეხთათვის ეროვნული სიმბოლო არარატი, ასევე საქართველოს სიმბოლო- ულამაზესი მთაგორიანი ბუნებით შემკული ტაოკლარჯეთი თურქეთის ტერიტორიაზეა. მაღალი კლდიანი ტყიანი და ჩანჩქერებიანი გარემო ავტომობილით მგზავრობისას საათების განმავლობაში არ ხუნდება, ყველა მოსახვევი ახალ მცირე მარგალიტს ამატებს მგზავრის მიერ დანახულ ულამაზეს პანორამას.





ქართველთა საამაყო არქიტექტურის ძეგლები ამ მიწებზე საუკუნეებია არავის შეუკეთებია.

1000 წლის სიძველის შენობები ელემენტარული მიუხედავობის გამო დაქცევის საშიშროების წინაშე დგას.


სახურავის არარსებობა ამ ეკლესიების მთავარი ჭირია. საუკუნეების განმავლობაში ღია ცის ქვეშ ყოფნამ, ქარმა წვიმამ და თოვლმა ამ ეკლესიების 1000 წლოვანი სახურავები დააქცია, ფრესკები წაშალა, კედლები და სვეტები დააზიანა.

რამოდენიმე ეკლესია კი თურქებმა ბომბებით ააფეთქეს.


ოთხთაში წვიმის დროს ნიაღვრის ნაკადი იმდენად ინტენსიურია,რომ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილმა ღორღმა ეკლესიაში 2 მეტრის სიმაღლის ბორცვი შეიტანა. ხანძთა, ეკლესია სადაც გრიგოლ ხანძთელს გაერთიანებული საქართველოს მეფე აშოტ კურაპპალატი თხოვნით ეახლა, დღეს 2 სვეტსღა უჭირავს ორი კი ჩამოშლილია და აღარ არსებობს, გუმბათი კი რომელიც 1000 წელი იდგა შარშან ჩამოინგრა. ოპიზა - ბექა და ბეშქენ ოპიზარების მოღვაწეობის ადგილი თურქებმა სულ ახლახან ააფეთქეს.ერთი გადმოცემით სოფლის მოსახლეები გაღიზიანდნენ ქართველი პილიგრიმი ტურისტების სანთლებითა და საგალობლებით.


დღეს თურქეთი ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი, ცდილობს შეესაბამებოდეს ევროპული ოჯახის საერთო პრინციპებს, მაგრამ ევროპელთა თვალთაგან მოფარებულ ტაო-კლარჯეთში 5 კუბური მეტრი ბეტონი და 1000 კვადრატული მეტრი თუნუქი არ დახარჯა ქართული ეკლესიების სვეტებისა და სახურავებისათვის. დღევანდელი თურქეთი არ უვლის ქართულ ეკლესიებს, არც იმის ნებართვას იძლევა, საქართველოს სახელმწიფომ შეაკეთოს და მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას, საკუთარ სიწმინდეებს. არ იძლევა ნებართვას აღდგეს ამ ეკლესიებში წირვა-ლოცვა.

საუკუნეების განმავლობაში ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული ფესვის მქონე მოხლეობა თურქეთის სახელმწიფომ ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში მიზაზანმიმართულად ასიმილირა და გაფანტა თურქეთის მთელს ტერიტორიაზე. დღევანდელი ქართველი თურქები, რომელთაც დაკარგული აქვთ გვარი, რწმენა და რაც მთავარია მამაპაპის ნაფუძრები

სიმრავლის მიუხედავად ერთობას, რომელსაც რაიმე პოლიტიკური ნება შეიძლება ჰქონდეს ვერ ქმნიან.

არაერთ წარმატებულ თურქ ქართველს შეეძლო მიეხედა ქართული ეკლესიებისათვის, თუნდაც არა როგორც საკუთარი რელიგიური, არამედ როგორც საკუთარი ფესვების, ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების მოვლისა და პატივისცემის მიზნით. ვერ გაბედეს, არ მოინდომეს.


მაგრამ ეს საყვედური არა თურქებს, არამედ თურქ ქართველებს ეკუთვნით. მათ ხომ დიპლომატიისა და ქვეყანათა შორის მოლაპარაკებათა რაუნდების გარეშე შეეძლოთ ამ მტკივნეული პრობლემის გადაჭრა.


თურქები თანდათან ამერიკელებს დაემსგავსნენ, როგორც ამერიკელებს, ამერიკულ კულტურას (კინემატოგრაფს, პროზას) აღარ აქვს აგრესია ამ ტერიტორიების აბორიგენი ინდიელების მიმართ, პირიქით შეუძლიათ შექმნან ბევრი ფილმი და დაწერონ ბევრი რომანი ინდიელებთან მეგობრობაზე, დაარქვან თანამედროვე ავტომობილებსა და სამხედრო ვერტმფრენება იდუმალი ინდიელური სახელები ჩეროკი, იროკეზი, კომანჩი, ასევე თურქებმაც შეიფერეს მსოფლიო ცივილიზაციის აკვანის მფლობელის სტატუსი და კი აღარ მალავენ, არამედ პირიქით როგორც კუთვნილს ღებულობენ ტროას, ეფესს, კონსტანტინოპოლს, ანტიკურ ცისტერნებს, ადრექრისტიანულ კაპადოკიას, სუმელას, ამ ჩამონათვალში ჯერ არ არის ქართული სიწმინდეები. ეტყობა თურქეთის ხალხსა და სახელმწიფოს ამ ძეგლების გრანდიოზულობისა და ქართული სახელმწიფოსადმი მათი ისტორიული ბრალის გათვალისწინებით ჯერაც ვერ გაუთავისებიათ ეს ძეგლები.

ქართული ძეგლები ალბათ ტაბუდადებული თემაა, ხდება მათი ტურისტული და კულტურული სტატუსის იგნორირება. მილიონობით ევროპელი ტურისტი რომელთა დიდი ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე ადრიანი ქრისტიანული სიწმინდეების მოსანახულებლად ჩადის, ისე ტოვებს ამ ქვეყანას, რომ ქართული ძეგლების შესახებ ვერაფერს შეიტყობს. თურქეთის ტურისტთა მოსაზიდ კლიპებში ბოლო ხანებში ერთი წამით გაიელვებს სომხური ეკლესიის კადრი, თურქეთის ტურისტულ რუქებზეც მხოლოდ სომხური ეკლესიებია დატანილი. ერთი ალბათ იმიტომ, რომ თურქეთის სომხებმა თავისი ეკლესიები გადახურული და შესაბამისად საჩვენებლად ვარგისი მოიტანეს. მეორე კი ალბათ პოლიტიკური მოტივებით, უჩვენონ ევროპას და სომხეთს, რომ სომხურ მემკვიდრეობას პატივს სცემენ. ქართული ეკლესიების საშინელი მდგომარეობა დღევანდელი ძლიერი თურქული სახელმწიფოს სირცხვილია.


ავღანელებმა არტილერიით გაანადგურეს გრანდიოზული ბუდების ქანდაკებები, თურქეთი კი დოინჯშემორტყმული უყურებს როდის დაიქცევა ქართული შედევრები.

ამ პოზიციას ალბათ ქართული რევანშის შიში, თუნდაც თეორიული რევანშის შიშიც აძლიერებს.

ქვეყანაში სადაც ბეტონის სიჭარბე ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალში გხვდება 2 კუბური მეტრი ბეტონი არ გამოინახა ხახულის ორი გამოცლილი სვეტის აღსადგენად.



ჩვენ არათუ უნდა მოვითხოვოთ ქართული ძეგლების აღდგენის ნებართვა, არამედ უნდა მოვთხოვოთ თურქეთს ჩაერთოს რეკონსტრუქცია რესტავრაციის საქმეში.

თურქეთი ევროკავშირის კარებს ჯიუტად და მოთმინებით უკაკუნებს.

ქართული ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა არატოლერანტობასა და გლობალური მასშტაბის ქრისტიანული არქიტექტურის მიმართ გულგრილობაში ამხელს თურქეთის სახელმწიფოს.

გლობალური დათბობისა და მისი თანმდევი კატაკლიზმების (თავსხმა წვიმები, გრიგალები, წყალდიდობები) გახშირებისა და მომავალში უფრო მეტად გახშირების სამწუხარო პერსპექტივის გათვალისწინებით შგვიძლია გავაკეთოთ სამწუხარო პროგნოზი. ქართული ქრისტიანული ძეგლები თურქეთში ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. 21-ე საუკუნის ადამიანებს (რელიგიური კუთვნილების მიუხედავად) ეძლევათ ბოლო შანსი გადაარჩინონ ადამიანების (რელიგიური კუთვნილების მიუხედავად) მიერ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში შექმნილი არქიტექტურული შედევრები. გამოიყენებენ?

მალე გვიან იქნება
ხანძთა პირველია რიგში.
პირველი დაინგრევა თუ პირველი არ გავამეგრეთ.

5 comments:

Anonymous said...

იმაზე არ გიფიქრია, რომ საუკუნეების წინ თურქებს რომ არ დაეპყროთ ეგ ტერიტორია და დღეს საქართველოს შემადგენლობაში ყოფილიყო, იმაზე უარეს დღეში იქნებოდა, ვიდრე ახლა არის? )

Anonymous said...

აუ მაგარი გამიტყდა ეხლა რო დავუფიქრდი რა მაგარი მხარე გვაქვს დაკარგული :( თან რამდენი სიწმინდით მაშ დავიჯერო ამხელა თურქეთში ან თუნდაც საქართველოში არავინ დაინტერესებულა იმით რომ რამე რეკონსტრუკცია ჩუატარონ მაგ ეკლესიებს

იქნებ მერე მოახერხო და დაწერო როგორ დავკარგეთ ტაო კლარჯეთი ძალიან მაინტერესებს.

cartwheel said...

http://www.virtualtao-klarjeti.com/Default.aspx?id=2


aq tao-klarjetis istoriaa

Anonymous said...

1 კვირის უკან ვიყავი ტაო კლარჯეთში.ძალიან დამძიმებული ჩამოვედი,კინაღამ გავრეკე როცა მეათე საუკუნის ქართული ეკლესიის კარი მოლამ გამიღო თან დოლარების ჩაყრას მთხოვდა შესაწირად... ოთხთაში ასეთი რამვნახე, ეკლესიის ზემოთ სარწყავი არხი გადიოდა საიდანაც სპეციალურად გაჭრილი იყო პატარ პატარა არხები და წყალი ეკლესიის საძირკვლისკენ იყო მიგდებული. მართალია სუყველა ამოვქოლე მაგრამ რად გინდა მივა 2 3 დღეში თურქი და თავიდან გაუხსნის წყალს გზას

Anonymous said...

საკითხი აქტუალურია, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილშიცაა გასაანალიზებელი. რამდენადაც ვიცი თურქები მზად არიან ქართული ეკლესია მონასტრების აღდგენა დაიწყონ ქართულ მხარესთან ერთად, ოღონ პირობა აქვთ შემდეგი: უნდა ააშენონ რამდენიმე მეჩეთი საქართველოში სანაცვლოდ. რამდენადაც ვიცი ამის წინააღმდეგი საპატრიარქოა, რაც ართულებს საკითხის გადაწყვეტას. მე რომ მკითხოს კაცმა აშეენონ რა მოხდა, ჩვენ ხომ საკითხს ჭკვიანურად უნდა მიუდგეთ. და ვინც ჭკუით მოქმედებს ის იგებს ყოველთვის.