Tuesday, October 28, 2008

ტეტრისი და ზუმა.


დღეს ჩემმა 3 წლის მესამემ, სანდრომ ტეტრისის პირველი ხაზე წაშალა!

ეს მოხდა დილით დედამისის საწოლში, დედამისის ტელეფონში თამაშისას.

პატიოსნად დაელოდა შემდეგ ფიგურას და სრულიად გააზრებულად შეავსო რიგი ფიგურებით.
ხაზის წაშლის შემდეგ გულით გაიხარა თავისი წარმატებით.
ყოჩაღ სანდრო!
წინ ბევრი თამაში გაქვს წასაგები და მოსაგები, მაგრამ ყველა თამაში ჭკუას ვერ გასწავლის.



გონებისთვის სასარგებლო თამაშებიდან მე ორი ფავორიტი მყავს:
ტეტრისი და ზუმა.

გაგიკვირდათ?

მეც სკეპტიკურად ვუყურებდი თავიდან ამ თამაშებს.

ტეტრისი ზედმეტად უშნოდ მიმაჩნდა (კომპიუტერში არცერთი ხელი კარტი არ მაქვს ნათამაშები, იმიტომ რომ ვერ ვეწყობი კარტის ბრიყვ დიზაინს, ტეტრისიც თითქმის ასეთივე მარტივი და ბრიყვულია გარეგნულად).

ზუმას კი თავიდან მხოლოდ ხელის სიმარჯვის ტესტად ვთვლიდი და დიდი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია ჩემში.


ახლა, მას შემდეგ რაც ორივე თამაში რამდენჯერმე მოვიბეზრე და რამდენჯერმე მივუბრუნდი,
ვიცი რომ :
ამ თამაშებში ისევე როგორც ყველა კომპიუტერულ თამაშში,
გჭირდება:
სისწრაფე, მობილიზებულობა, მონდომება.


მაგრამ,


უამრასვი სხვა კომპიუტერული თამაშისაგან განსხვავებით ზუმასა და ტეტრისში წარმატებისთვის
გჭირდება ასევე:
რისკი, მოთმინება, შეგნებული უკანდახევა, შეგნებულად საქმის "გაფუჭება" სამომავლო წარმატების ალბათობის გასაზრდელად, პირველი შეხედვით სასურველ კომბინაციაზე უარის თქმა, თავშეკავება, ჩასაფრება და ზუსტი მოქმებება.


ახლა ორივესგან ვისვენებ.

ჩემი მიღწევებია:

ზუმა- ძირითადის დახურვის შემდეგ გალანტში 13 - 3 დონე

ტეტრისი-
მეცხრე დონის 7 რიგიდან დაწყებული თამაშის ბოლო ხაზამდე წაშლა.


ცუდი არ არის თუ გავითვალისწინებთ რომ თითების სიზუსტე არ მაქვს, ჯარში მორზეს ამბანს ვისმენდი, მაგრამ ჩაწერას ვერ ვასწრებდი და ამითომ როგორც დაბრაკული სვიაზისტების სმენის უფროსად გამიშვეს (ეს იყო გუდაუთაში).

No comments: