Friday, October 17, 2008

საშიშროება ახალი იმპროვიზაციით


ახლა,
მას შემდეგ რაც ევროპასა და ამერიკას საქართველოს რუსეთის მიერ დაპყრობით გამოწვეულ აღშფოთება და შეშფოთება გაუნელდება, აუცილებლად გაჩნდება ამ ქვეყნებში საქართველოს საწინააღმდეგო რიტორიკა.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხომ მხოლოდ საქართველოს, ქართველების ინტერესია. ევროპისა და ნატოს სტრატეგიული მიზანი (ნავთობდერეფანი) ხომ დაპყრობილი საქართველოს მეშვეობითაც ხორციელდება.

საქართველოს ფეხზე დადგომა და წარმატება მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი მიზანი არ არის, რომ მათ ახალ მსოფლიოდ, გაცილებით უფრო აგრესიული, ყველა ნაბიჯზე პრესინგში მყოფი მსოფლიოდ უღირდეთ.

ევროპა იმდენადაა განებივრებული ამერიკის შეერთებული შტატების პატრონაჟით, რომ:
ერაყისა და ავღანეთის ტერორისტული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდზე არ დაუდგა
საკუთარ ნაჭუჭს შიგნით კომფორტი ამჯობინა. მისივე ინტერესის – ენერგომატარებლების მოწოდების დივერსიფიკაციას (შუაზაიის ნავთობ-გაზის კოლატერალი საქართველოს გავლით) დაცვაც ნებიერად გადასაბარა ამერიკას.
ევროპელ-ამერიკელი ობივატელი რა თქმა უნდა იტყვის, რომ საქართველო შეცდა, მისმა პრეზიდენტმა ვერ მოითმინა, ვერ გათვალა, გარისკა, გაწირა, ფაქტის წინაშე დააყენა და ა. შ.

ჩვენი ქვეყნის პასუხი ამ არასოლიდარული ტალღის მიმართ იქნება საბოლოო ვერდიქტი იმისა, არის თუ არა საქართველო მართალი ამ ომში.
თუკი ხალხი აჰყვა...
1991 წელს მამა ჯორჯ ბუშმა მოსკოვში სტუმრობისას თქვა - გამსახურდია დინების აღმა მიცურავსო, და ამით საქართველოში სამხედრო დაგატრიალებას მისცა იდეური დასაყრდენი.

ასეთი საშიშროება ახალი იმპროვიზაციით კარსაა მომდგარი.

No comments: