ისტორია #1
ჩემმა 3 წლის პატარამ ფოტოაპარატი გამიფუჭა.
ობიექტის გარე დიაფრაგმაში თითი ჩაყო და მას შემდეგ, უკვე 4 თვეა აღარ იკეტება და ბოლომდე აღარ იღება.
სურათის გადაღებისას მარჯვენა ქვედა კუთხე შავი რჩება.
ორ მისწავლებულ ხელოსანთან მქონდა, ჩვენ კოდაკის ლიცენზია არა გვაქვს და თბილისში ამას ვერც გააკეთებო.
მესამე ხელოსამი თვით პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა მიმასწავლა. ორი მისვლის შემდეგ დიაგნოზი დაისვა - დიაფრაგმის ცალი ფრთა მოტეხილია, ან უნდა დავშალო და ორივე ფრთა ამოვიღო, ან იყოს ასე, ხომ იღებს ძირითად ხედსო.
მოკლედ, 4 თვისა და 5 ვიზიტის შემდეგ გადავწყვიტე ეს ამოჩრილი ფრთა პინცეტით ამომეღო.
სანამ ამოვიღებდი იმავე პინცეტით ერთი კარგად გავაღე და..
ამუშავდა
კარგად იღება და კარგად იხურება.
ცოლ-შვილი მუშტებით "დამესივნენ" აქამდე რატომ არ გაგვიკეთეო.
ისტორია #2
ჩემს ბავშვობაში, რემონტის გაკეთებამდე უნიტაზის ავზს წყალი წვეთწვეთად გასდიოდა.
ავზს მკრთალი ბზარი მიუყვებოდა და პლასტმასის "შესახსრებების" მოჭერას საშიშს ხდიდა. უნიტაზი მაშინ საკმაოდ ძვირი ნივთი იყო, დვანდელზე უფრო, ყოველ შემთხვევაში. ეს წვეთწვეთ ჭურჭელში ნაგროვები წყალი თვეში 2-3 ჯერ იყო გადასაღვრელი. რამოდენიმე საყვედურისა და ბაკის დაწებების უშედეგო მცდელობიების შემდეგ მამაჩემმა ხელთ იგდო უნიტაზისათვის საჭირო თანხა და საყიდლად წასვლამდე..
უნიტაზის პლასტმასის შესახსრებები ღონივრად დაუჭირა (თუ გატყდა, დღესვე ვიყიდიო) და .. წვეთვა შეწყდა.
დედაჩემი ძალიან გაბრაზდა - ხუთი წუთის გასაკეთებლსათვის ერთი წელია მაწვალებო.
არადა ორივე ისტორიაში იმ ხუთი წუთის მუშაობას წინ უნდა ჰქონოდა
ა) შეკეთების frTxili მცდელობა.
ბ) შეკეთების უიმედობა.
გ) გაფუჭების (მოტეხვის/გაბზარვის) სანქცია (პირველ შემთხვევაში ხელოსანმა მირჩია მოტეხვა, მეორე შემთხვევაში რომც გატეხილიყო, ახლით შეცვლა სწრაფადვე მოხდებოდა).
აქედან დასკვნა.
ქალებო, ნუ გაგვიხურებთ კაცებს.
სადაც თქვენ ერთს ფიქრობთ, იქ ჩვენ ორს ვფიქრობთ.
ეს ჩანაწერი 4-5 თვის წინ შევიტანე ჩემს აიპაკში მაგრამ საიტზე არ გადმომიტანია.
ახლა გადმოვიტანე და თანაც ბოლო ფრაზაში შესწორება შემაქვს:
ქალების ნაცვლად ოპოზიცია (და მისი მოიმედეები) შემყავს.
საქმე იმაშია, რომ ეს საყოფაცხოვრებო წარმატებები 50% ალბათობით შესაძლებელი იყო წარუმატებლად დამთავრებულიყო.
მე და მამაჩემი ამ შემთხვევებში საყვედურს ვერ ავცდებოდით.
საკითხის ასე დაყენება - გამარჯვებული მართალია, დამარცხებული კი მტყუანი, არის ქვეშაფსიური პოზიცია.
Friday, October 17, 2008
ამუშავდა!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment