Tuesday, November 4, 2008

რატომ მინდა ობამას გამარჯვება




მე ვინ მეკითხება, მაგრამ მაინც.
ვისაც ჩემი წერილები გადაუხედავს, იცის რომ მე სააკაშვილს ვგულშემატკივრობ.

სხვანაირად რომ ვთქვათ ამ კაცის იმედი მაქვს.
ტერი დევისის, იუჩენკოს, სარკოზის გამარჯვებები იწინასწარმეტყველა და გაარტყა.


მაკკეინის თბილისში ვიზიტისას თქვა ეს კაცი ამერიკის მომავალი პრეზიდენტიაო და.. სხვისი არ ვიცი და ძალიან გამიკვირდა რომ პრეზიდენტად არა, მაგრამ რესპუბლიკელების რჩეულად რომ დაასახელეს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

მას შემდეგ მაკკეინს ვგულშემატკივრობდი, იმ არგუმენტად, რომ მეთქვა აჰა, ჩვენ რომ ტყემალზე ვზივართ ამ კაცმა ამერიკის შემდეგი პრეზიდენტიც გამოიცნო 2 წლის წინ მეთქი.


ომის შემდეგ მაკკეინის სიტყვები - მე ვარ ქართველი, ჩემთვის ახალი სუნთქვის გახსნა იყო.


მას შემდეგ მაკკეინს კი არ ვგულშემატკივრობ, მიყვარს, ვაფასებ.
რატომაც არა, შეიძლება რომ სულაც ამ სიტყვებმა დაუკეტოს მას თეთრი სახლის კარი. შარი ამერიკელებსაც არ უნდათ.

თბილისის ფორუმზეც სიმპატიები შესაბამისად განლაგდა - ხელისუფლების მომხრეები მაკკეინს ემხრობოდნენ, ოპოზიციისა კი ობამას.
ობამას მომხრეთა მოტივი თავიდან ალბათ ის იყო, რომ მიშას ძმაკაცი არ იყო.

შემდეგ კი ობამას ნათქვამი თუ არ ნათქვამი ციტატა დაემატა - სააკაშვილი სუსტი პრეზიდენტია და ის უნდა წავიდეს (ვინ იცის სწორედ ამ ფრაზით მოიგოს არჩევნები ობამამ).


გავბრაზდი. "ა ეტო ნე ეგო უმა ძელო" მე კი არა, ნოვოდვორსკაიამაც თქვა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა (ვინ იტყვის რომ არა).

შევეცადე ჩემი პოზიცია ამ წინა ისტორიების ემოციური ბურუსის გარეშე დამეკავებინა.


ჰოდა
(ეს ჟურნალი ტვინს ხშირად მიტრიალებს) "ცხელი შოკოლადი" წავიკითხე. მარკ მალენის სტატია ობამაზე. ამ კაცმა ის თქვა, რაც მე ინტრიგანული ქვედა ზრახვებისთვის მქონდა შენახული იმედის ნაპერწკლად. თქვენც წაიკითხეთ. ლევან რამიშვილის მაკკეინის შესახებ სტატიაც მიაყოლეთ და შეაფასეთ,შეადარეთ.

ციტატებს არ მოვყვები, ჩემსას ვიტყვი.


ასეა თუ ისეა დღეს, არჩევნების დღეს მე ობამას გამარჯვებას ვისურვებ და აი რატომ:

გაუმარჯოს ამერიკას, საქართველოს ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირეს ამ დედამიწაზე.
ამერიკის, როგორც მსოფლიოს ენერგიული ადამიანების ნაკრების სტატუსი საფრთხეშია.

ჰიტლ.. (ბოდიში) პუტინის რუსეთი რჩოლაზეა, ძალაც აქვს. ექნება კიდევაც, სულ რომ გუთნისა და კავის ქვეყნად იქცეს ამ მსოფლიო კრიზისის (თუ შეთქმულების) შედეგად.

ჩვენი და ევროპის ერთად მომრევი სამხედრო ძალა მაინც დარჩება.

ჩვენი ხსნის გზა გადის ამერიკის ავტორიტეტის ამაღლებასა და რუსეთის ავტორიტეტის დამხობაზე თვითონ რუსეთის შიგნით.


ეს მაკკეინს არ შეუძლია.


ეს შეუძლია იმ ამერიკას, რომელიც დაიბრუნებს მსოფლიო ნაკრების, თითქმის გაეროს სტატუსის მქონე ქვეყნის სახელსა დას გავლენას.

მსოფლიოს 20 საუკუნეა ევროპული, ანგლო საქსური (თუ როგორიცაა) რასა მართავს. სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა გაეროს მმართველობაში ბუტროს-ბუტროსი, პანგი მუნი და სხვა ეგზოტიკური თავმჯდომარეები.
ბარაკ ობამაც მსოფლიოს რჩეულია. გენებით, ბიოგრაფიით, გეოგრაფიული წარმომავლობით.


ამერიკა აირჩევს იმ კაცს, ვინც ამერიკის საქმეს გააკეთებს ყველაზე კარგად.

შორი ანალოგიით - ისე, როგორც კორსიკელმა საფრანგეთის, გორელმა კი რუსეთის საქმეები აკეთეს.


ქარიზმატულიაო, იდეალისტიაო, პათოსს არ ერიდებაო.

მოკლედ შიზოთიმიკია ისევე როგორც მიშა.

ერთმანეთს გაუგებენ პირველივე შეხვედრაზე. და ერთად გააკეთებენ იმას, რასაც ვერ გააკეთებს მიშა და მაკკეინი.

ამის მჯერა.


ნუ, იმედები გამცრუებია, როგორ არა. მეც მიშასავით მაგარი კი ვერა ვარ პროგნოზებში, მაგრამ ჯერ ეს იმედი ძალაშია.

3 comments:

Secrets said...

როგორ ფიქრობ, ობამას მოსვლით რუსეთს არ გაეხსნება ჩვენი ჩაყლაპვის გზა?

cartwheel said...

არა, პირიქით მგონია. ვიმედოვნებ.



მე ამერიკელი ხალხის იმედი მაქვს.

იმედი მაქვს, რომ ისეთ კაცს მისცეს ძალა (ხმა) რომელსაც ამ ახალ III მსოფლიო ომში ამერიკის გამარჯვება შეუძლია ახალი პოლიტიკური ტექნოლოგიებით.

სხლა ვუყურე ობამას გამოსვლას გამარჯვების შემდეგ ჩიკაგოში.

ჩემი შთაბეჭდილებაა - პან გი მუნ, ჩაიჩოჩე, მსოფლიოს ახალი ლიდერი ყავს, ოღონდ ნამდვილი!

Anonymous said...

..."ნეტარ არიან მორწმუნენი..." :)))