Monday, November 10, 2008

NO "პარანოიდ ანდროიდ"






არ ვარ ცუდ ხასიათზე, არც დეპრესია მაქვს და იმედია არც მექნება, მაგრამ რადგანაც ერთხელ ადრე განაფიქრი ახლა გამახსენდა, მინდა რომ ჩავიწერო.

საქმე ეხება ჩემი პანაშვიდის მუსიკალურ გაფორმებას.

ეს აზრი თავისით და ბუნებრივად გამიჩნდა ალბათ 10 წლის წინ, როცა "რადიოჰედის" "OK კომპიუტერს" ვუსმენდი.

იმ პერიოდში მაგრა შევჯექი ამაზე და ოჯახიც დავგრუზე.

მაშინ მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია რომ ეს ალბომი არის ყველა დროის ყველაზე სევდიანი მუსიკა.
რისი მოცარტის "რექვიემი" და მითუმეტეს რისი "დაისი".

უნდა ანდერძად დავტოვო მეთქი, რომ ჩემ პანაშვიდზე "პარანოიდ ანდროიდი" "ნო სურპრაისეზ" და მისი ძმები იგივე ალბომიდან ჩა(მი)რთონ თქო.

...

ეს აზრი მალე დავძლიე.
არ შეიძლება
ძალიან მძიმეა და დამთრგუნველი

და... ძალიან ეგოისტურია,

ეგოიზმის მწვერვალია შენს პანაშვიდზე შენს ოჯახსა და მოსულ ხალხს სამყაროს აღსასრულის მუსიკა ასმენინო.






მაგრამ რადგანაც ამ თემას (საკუთარი პანაშვიდის მუს. გაფორმებას) ერთხელ შევეხე, ცივილური ალტერნატიული გადაწყვეტასაც მალე გადავაწყდი-
ბუნების ხმები!

მშვენიერია, მონოტონური, მუდმივი, ბუნებრივი და სევდიან-იმედიანი.

იმედიანი, რომ რაც არ უნდა მოხდეს
სადღაც
წყაროები ყოველთვის იჩუხჩუხებენ,
ხეები იშრიალებენ,
წვიმა იშხაპუნებს,
ვეშაპები კი ათეულობით კილომეტრის დაშორებულ მყოფ ვეშაპებს ხანგრძლივ დიალოგებს გაუბამენ (მქონდა ასეთი კასეტა).

No comments: