Monday, December 15, 2008

სადღეგრძელო


ისევ ქელეხის სუფრის სადღეგრძელოზე.
ამჯერად 88 წლის კეთილი სახელის დამტოვებელი ქალბატონის ქელეხზე თქმული.ამჯერად კასპში.

ნაქირავებ დარბაზში ქელეხის სუფრაზე თამადის ახლოს მოვხვდი.ოჯახიდან წასულები რომ ჩამოათავა, ომის მსხვერპლების ხსოვნისა თქვა, ცალკე მეორე მსოფლიოს, ცალკე საქართველოსთვის ომებში დაღუპულები ახსენა.ჯერი წინაპრებზე მიდგა.და აქ დაუდგა თამადას დილემა.სადღეგრძელოდ არა, თავის გვერდში მყოფებში მსჯელობდა, ვისი თამადობით ვთქვა - მაზნიაშვილის თუ სტალინისო.მაზნიაშვილს თუ ვიტყვი (მაზნიაშვილი კასპელი ყოფილა), მაშინ სტალინი აღარ უნდა ვახსენოო. Gვერდზე მყოფებმა მხრები აიჩეჩეს, ირონიულადაც ჩაიცინეს.

თამადა წამოდგა, ყურადღება მოითზოვა და.. წინაპრების სადღეგრძელო სტალინის თამადობით დალია.


ერთი ომი არ აღმოჩნდა საკმარისი სადღეგრძელოს შესაცვლელად.
ქალაქში რომელშიც 4 თვის წინ რუსული ტანკები დაბოგინობდნენ.

რატომ?

იმიტომ რომ წაგებული არავის უნდა. დღეს მაზნიაშვილი წაგებულია, სტალინი კი მოგებული.

No comments: