ამ სპორტის შესახებ რაც გსმენიათ ახლა გამოვიცნობ - დებილობაა, რა მონდომებულები წვალობენ ამ სისულელისთვის, ესენიც სპორტსმენები არიან რა, კორიდორში გამოპარულ ფიზიკოსებს გვანან.
.ევროსპორტზე კი ჩვენდა ჭირად ამ სპორტის ფანები შეიყარნენ ეტყობა, ყოველი დაზამთრებისას უამრავ დროს უთმობენ, გამოზაფხულებისას კი კიორლინგის საზაფხულო ვარიანტს ჰოლანდიური ყველის მსგავსი "ბურთებით".
რამდენჯერმე ვუყურე. ჯერ მხოლოდ იმ მიზნით, რომ წესები გამეგო.რთული თამაში აღმოჩნდა.
კომენტატორმა თქვა ამ სპორტისათვის მოთამაშეთა საუკეთესო ასაკი 30 წელიაო, მანამდე ადამიანის ტვინი სათანადოდ არ არის დამწიფებულიო.
ძალიან დამაინტრიგებელი ფრაზა აღმოჩნდა ჩემთვის. დავინტერესდი მოთამაშეთა მიზნებითა და გათვლებით.
აღმოჩნდა რომ ამ სპორტს არა მარტო სიზუსტე, არამედ ნებისყოფა და გათვლა მართლაც სჭირდება.
მეორე, რამაც ასევე პატივისცემა გამიჩინა ამ სპორტის მიმართ, არის საკმაოდ დიდი მანძილი მიზნამდე, დაახლოებით 30 მეტრი (ტელევიზორის ახლო ხედები მიზნამდე დისტანციას მალავს, არადა, 30 მეტრი საკმაოდ დიდი მანძილია). ჩემთვის თითქმის ისევე წარმოდგენელია ოცდაათ მეტრში მიზნის ისეთი სიზუსტე, რომელაც ეს სპორtსმენები აღწევენ, როგორც კოსმოსური რაკეტის მთვარის ორბიტაზე გაყვანა.
მესამე, რამაც ასევე გაზარდა ამ სპორტის მიმართ ჩემი ინტერესი, არის ის, თუ ვინ თამაშობს.აღმოჩნდა რომ ამ სპორტს ახლოსაც არ ეკარებიან არაცივილიზებული და არაკულტურული ქვეყნები.
კიორლინგის მოთამაშეები განვითარებული ქვეყნების არაფორმალურ კლუბს ქმნიან.ეს ელიტაა, სადაც გოიმებს ადგილი არ აქვთ, ინტელექტუალთა ელიტა.
საქართველოში, ჰა?
ყინულები ხომ გვაქვს უკვე თბილისში და ბათუმში.
ინტელექტი?
ნებისყოფა?
ნებისყოფიან ინტელექტუალთა კრიტიკული მასა, საკმარისი თამაშისთვის?
საკმარისი გუნდისთვის?
კარგი გუნდისთვის?
ჰა?
აქ საქართველოს დროშის ადგილი ცარიელია
Monday, December 15, 2008
კიორლინგი
Posted by cartwheel at 1:16 PM
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, სპორტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
Წელს აქ საქართველოს დროშაც დაიკიდება
Post a Comment