არ ვარ ფეხბურთის დიდი ტრფიალი, ტოტალიზატორში არასდროს მითამაშია
უნდა გამოვტყდე, თბილისურ ფანკლუბობანას და ქალაქში პიპინ-სხვისდროშაფრიალით მოშლიგინეებს (იყვნენ წინა ჩემპიონატზე) ირონიით ვუყურებ.
ფავორიტები მყავს, ოღონდ კონკრეტულკ თამაშის და არა ჩემპიონატის.
თუმცა მას შემდეგ რაც ამ ჩემპიონატზე ევროპამ დაიწყო ტორტმანი, დაეცა ინგლისი, იტალია და საფრანგეთი, მივხვდი, რომ ჩემი გულშსმატკივრობა სწორედ ევროპელი ქვსყნებისთვის უნდა მიმემართა.
დღეს ევროპის მთავარი მეტოქე, სამხრეთ ამერიკა უკვე უსახელოდ და ვადამდე ჩაფლავებულია. მხოლოდ ურუგვაის გუნდსღა უჭირავს ლათინოსების დროშა, ისიც ალბათ ცოტა ხნით.
ლათინოსების გამარჯვების მას შემდეგ შემეშინდა, რაც ვენესუელამ, ნაურუმ და კიდევ ვიღაც მათმაგვარმა ჩვენი მიწა რუსებს დაუკანონეს. თუმცა, რომ მკითხო კონკრეტულად არგენტინამ, ბრაზილიამ, ჩილემ, პარაგვაიმ და ურუგვაიმ რა დაგიშავესო, პასუხი არ მქონდა. ნუ, შეი ლება ეჭვად მქონდა, რომ რუსეთი ახალ ჩემპიონს დიდ ფულად აღიარებინებდა აფხაზეთსა და ოსეთს, და ეს უკვე იქნებოდა გამარჯვებული ერის ვერდიქტი და არა განვითარებადი ბანანის ქვეყნის პრადაჟნი პრეზიდენტის ხეირი.
კარგია რომ ამ ხიფათს ავცდით.
თანაბარ საფეხბურთო ნიჭისა და ნების შემთხვევაში უპირატეს საგულშემატკივრო გუნდს პოლიტიკური , ისტორიული და სოციალური ფაქტორებით ვწყვეტ.
მაგალითად, ინგლისს ვგულშემატკივრობდი, როგორც ფეხბურთის სამშობლოს, რომელიც ყველა ჩემპიონატზე ატარებს ერთ-ორ კარგ თამაშს და მერე დასანანად ვარდება.
ესპანეთს ვგულშემატკივრობ, როგორც იმ ხალხის სამშობლოს, რომელიც ფეხბურთის სიყვარულითა და ხელგაშლილობით ყოველწლიურად ატარებს მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატს, მსოფლიო გრანდების მონაწილეობით.
გერმანიას ვგულშემატკივრობ, როგორც სტაბილურ გენეტიკურად ეროვნულ ნაკრებს.
ჰოლანდიას ვგულშემატკივრობ, როგორც ჩემს მეხსიერებაში პირველი ფინალის ფინალისტს, რომელმაც არგენტინას კინაღამ მოუგო ბუენოს აირესში, და როგორც ქვეყანას, რომელიც საქართველოსთვის იდეალად მიმაჩნია.
მოკლედ, სულ მალე, ურიგვაის შემდეგ არასაფეხბურთო მინარევები მომცილდება და კარგ ფეხბირთს ვუგულშემატკივრებ.
Monday, July 5, 2010
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ვის ვგულშემატკივრობ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment