Friday, July 23, 2010

რაიმე კურიოზს, უჰ, წამომცდა, კონფუზს ხომ ვერ გაიხსენებდით?

აღარ დაგვრჩა კურიოზი, ყველა მოყოლილია უკვე, ჟურნალისტებმა საფუძვლიანად ამოიღეს რესპონდენტებისაგან კურიოზების მარაგი.

მე მგონი დროა ჟურნალისტებმა ახალი იდეა აიტაცონ - რაიმე კონფუზს ხომ ვერ გაიხსენებდით?
რატომაც არა.
ყველა მოვხვედრილვართუხერხულ სიტუციაში, ან შევსწრებივართ მაინც.


ბებიაჩემის (რომელმაც პრინციპულად დაიკანანა სტსუსი ბაბო და არა ბებია) ახალგაზრდობის დროინდელ მოგონებას მოგიყვებით.
მე თვითონ ეს ისტორია ალბათ კაი 30 წლის წინ მაქვს მოსმენილი ბაბოსგან, მაგრამ თანმხლები ემოციების გამო დღესაც მახსოვს.

..

ბაბო, მაშინ ჯერ სტუდენტი (დაახლოებით 1935 წელს) თბილისში ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა. მისი რუმმეიტი ერთი მისი ასაკის სვანი გოგო იყო. მეგობრობდნენ. სვანი მეგობარი ბაბოს მოცალეობის ჟამს სვანურს ასწავლიდა. მაროც ცდილობდა მეგობრის მონდომება დაეფასებინა და ყოველ შესაძლო სიტუაციაში ნასწავლი სვანურით თავს იწონებდა.
ერთხელ კინოს ბილეთების რიგში მდგომებს უკან ძალიან მსუქანი კაცი მოადგათ. ხვნეშოდა და იბღვირებოდაო, მარომ ჩათვალა, რომ სვანურის ცოდნის დემონსტრირების კარგი მომენტი იყო, და თავის მეგობარს სიამაყით განუცხადა - ალა ხოლა ხადეშ (ეს კაცი ღორია).

მსუქანი მოულოდნელად მოუტრიალდა მაროს და შეწუხებული ხმით უთხრა -ივღა მიშკულადღ სი. (რატომ შენ გენაცვალეო).
შემდგომ სიტუაციას აღარ აღვწერ. ისედაც ნათელია.

2 comments:

კატიე said...

ალა ხოლა ხადეშ არ ნიშნავს ეს კაცი ღორიას.
ალას ხოლა ხაადეს იგულისხმებოდა ალბათ და ნიშნავს ამას ცუდი დამართნოდესო.

ღორი – ხამ არის სვანურად. ქვემოთ ასეა და ზემო სვანეთშიც მგონი.

cartwheel said...

კატიე

ალბათ მე ვერ ვიხსენებ ბებიის მონათხრობს ზუსტად, ან ბებიაჩემს აღარ ახსოვდა როცა მიყვებოდა.