თავიდან მინდოდა ეს სურათები NO COMENT დამედო.
მაგრამ მერე გავითვალისწინე, რომ ინფორმაცია უნდა დამემატებინა, ისე ვერ მიხვდებოდით, უფრო სწორედ ვერ წარმოიდგენდით, რომ ის უაზრო მისახვევ-მოსახვევი გვირაბიდან ჩაქვამდე, რომლის გამო ყოველდღე 2 ათას მძღოლს უწევს საავარიო დამუხრუჭება და ადრენალინის მონელება, ერთი ადამიანის ახირების შედეგია. გლეხმა არ დათმო თავისი მიწა. როგორც მითხრეს 100.000-ს და ბინას დაპირდნენ, მაგრამ არ დათმო.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის მიიცვლება და მისი შთამომავლები (თუ ჰყავს) მაინც აღმოჩნდებიან მოქალაქეები.
ძაან მაინტერესებს როგორ ეტყოდა უარს ასლან აბაშიძეს.
თუ ეს სურათი რუსეთშია გადაღებული ეს კაცი, ამ მანქანის პატრონი მომწონს, თუ ამერიკაში - ვერ ვიტან.
რატომ ვერ ვიტან? იმიტომ რომ მისი სამყარო ამერიკაშიც რუსეთით შემოიფარგლება.
Monday, July 5, 2010
მე და/თუ ჩვენ. თქვენ ვისკენ ხართ?
Posted by cartwheel at 6:00 PM
Labels: მძიმე კითხვები, უწესობები, ძირს პათეტიკა, ხალხი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
9 comments:
"ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის მიიცვლება და მისი შთამომავლები (თუ ჰყავს) მაინც აღმოჩნდებიან მოქალაქეები." – –
არ გგონიათ, რომ ეს ძალიან ცუდად ჟღერს?! მე მგონია. აგრეთვე იმის ხაზგასმაც, რომ ეს ადამიანი გლეხია (მონიშნულის გათვალისწინებით ვფიქრობ, გლეხს პატივისცემით არ ამბობთ).
მესმის ამ გლეხის, რომლისთვისაც ალბათ შეუფასებელია მამისეული ნაკვეთი.
სიმართლე რომ გითხრა, მის ადგილზე არც მე დავთმობდი ჩემს მიწას. იმიტომ კი არა, რომ მძღოლებზე ნაკლებად ვზრუნავ, ან ვიღაცის ჯინაზე არ მინდა. უბრალოდ ძალიან უბრალოდ რაღაცეები ხშირად ადამიანისთვის ფასდაუდებელია
და თან რა იცი, რომ მართლა შესთავაზეს? ჩემს მეგობარს, მაგალითად, უბრალოდ ასახლებდნენ თავისი მიწიდან გზის გასაყვანად და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ შეენარჩუნებინა, ის, რაც მისია.
ხოდა რა იცი, ამ კაცმაც რამდენი იწვალა თავისი მიწის შესანარჩუნებლად და რამდენად ძვირფასია ეს ადგილი მისთვის
აქ პრინციპზე არ მაქვს ლაპარაკი. ანუ მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ თეზას, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელია.
ალბათ 20-მდე ფილმი მაქვს ნანახი, სადაც ერთი პატიოსანი ოჯახი მაფიოზურ მდიდარ კორპორაციას ებრძვის, რომელსაც უნდა ამ პატიოსანი ფერმერის მიწა ჩაიდგოს ხელში დას ზედ გზა (ქარხანა, ნავთობჭაბურღილი, სასტუმრო..) უნდა ააშენოს. ყველა ამ ფილმის ჰეფი ენდი ასეთია. პატიოსან ოჯახს ვიღაც რემბო/ვანდამ/ჩაკნორისისავით გმირი მოევლინება, რომელიც 120 კაცს მოკლავს და მიწა გლეხს რჩება.
მაგრამ...
არის ერთი მაგრამ, მნიშვნელოვანი მაგრამ.
რეალურ ცხოვრებაში საზოგადო საჭიროება (გზა, ქარხანა, სასტუმრო, ჭაბურღილი) განვითარებულ ქვეყნებში ყოველთვის ამარცხებს ერთი ბებრუცუნას ან ერთი მრავალშვილიანი ჯერ კიდევ ლამაზი ქვრივის (ფილმებში ყოველთვის ეგრეა) სუბიექტურ შიშებსა და სიჯიუტეს.
მოგეწონებოდა თუ არა, თბილისი გორის ახალ ავტობანს ერთგან კბვილივით მოსახვევი რომ ჰქონდეს?
დარწმუნებული ვარ რომ ის ხალხი, ვინც იქ მიწებს ფლობდა ადამიანურად, მოქალაქეობრივად შეხვდნენ ამ საჭიროებას, საკუთარი მიწის დათმობის საჭიროებას საზოგადოს სასარგებლოდ და შედეგად გზაც კარგი გვაქვს გორამდე.
საქმე იმაშია რომ საკითხი ასე არ დგას: ერთი კაცი vs მთელი სახლემწიფო, საკითხი ასე დგას:
ერთი კაცი vs ყველა ის მძღოლი, რომელიც თავდაღმართზე 120 კმ/სთ-ით მოძრავი საავარიო სიტუაციაში ვარდება ამ კბილის
გამო, მათშორის ისივნი ვისაც ამის გამო ავარია რეალურად შეემთხვა.
სურათის მარჯვენა მხარეს არის თავისუფალი მიწები, საითაც გზის გაყვანა მოსახვევის არსებობას თითქმის სულ გამორიცხავდა.
ამას გარდა შეიძლება გაკეთდეს და უნდა იყოს საგზაო ნიშნები, რომლებიც მძღოლებს უჩვენებს, რომ იქ მოსახვევია და 120–ით ნუ დაეშვებიან.
და ფილმების შთაბეჭდილებების ქვეშ ნუ იქნებით. გორამდე არსებული გზისპირა ველები გზის უპრობლემო გაყვანის საშუალებას იძლეოდა.
და ყველას ერთნაირად არ ეძვირფასება მამული.
ჩემს შეკითხვაზე
"მე და/თუ ჩვენ. თქვენ ვისკენ ხართ?"
ჯერჯერბით ანგარიშია
CVEN 1:3 ME
მეს სასარგებლოდ, უიმედოდ ვაგებ.
როცა სხვისი საკუთრების დათმობაზეა ლაპარაკი, ძალიან ადვილად ვმსჯელობთ. საკუთარს თუ დათმობდით ასე ადგილად? ამ გლეხის ადგილას რომ თქვენი მშობელი ყოფილიყო, ასე მარტივად გაიმეტებდით მისაცვლელად? დარწმუნებული ვარ, თქვენ ალბათ თქვენს ადგილს არ დაუთმობდით არავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ გაწუხებთ ამ მოსახვევში მოძრავი მძღოლების ბედი. ზოგჯერ სხვისი "ტყავის" მოზომება გვიჭირს.
შემიძლია გულზე ხელი დავიდო, დავიფიცო, თითი გავიჭრა და ა. შ. მე ჩემს აუცილებლად დავთმობდი თუკი მეტ ნაკლებად შესაფერის კომპენსაციას მომცემდნენ საერთოს სასარგებლოდ.
გზათა მშენებლობას აქვს თავისი სტანდარტები და ეს სტანდარტი ამ ადგილას დარღვეულია. დარწმუნებული ვარ ამ მოსახვევს არაერთი ადამიანი და ათობით ავტომობილი შეეწირა და.. შეეწირება მომავალშიც.
თუ არ გჯერა დააკვირდი ზეთის კვალს ასფალტზე, გაადიდე სურათი.
this hyperlink luxury replica bags visit this website Ysl replica handbags top article buy replica bags
Post a Comment